მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებში ხუთი ათასზე მეტი წიგნი შეიტანეს

ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 5 916 ცალი სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეიტანეს. წიგნების შეძენაზე 50 075 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგება „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, „შეძენილია ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურა“. ოფიციალური წყაროს ცნობით, 2013-2018 წლებში  წიგნადი ფონდით ასი საჯარო სკოლა განახლდა.  

რატომ დატოვა სამინისტრომ საჯარო სკოლის მასწავლებლები ბეჭდური სახელმძღვანელოების გარეშე

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ტრენერი, ქეთი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები სკოლებში პედაგოგებისთვის დამხმარე ბეჭდური რესურსის გარეშე შევიდა. მისი თქმით, წინა გრიფირების დროს სახელმწიფომ გამომცემლობებს სატენდერო პირობებში ჩაუდო მოთხოვნა, რომ მასწავლებლისთვის დამხმარე ბეჭდური რესურსები მიეწოდებინათ, ახალი ტენდერი კი ამას არ ითვალისწინებდა. „მე, როგორც პედაგოგს, გაკვეთილზე აუცილებლად მჭირდება მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის …

რა შემთხვევაში გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი – ახალი ვაუჩერული დაფინანსება სკოლებში

მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება 900 ათასი ლარით გაეზრდებათ. თანხა ემატება მხოლოდ მოსწავლის ვაუჩერს. ვაუჩერის თანხის მატება დაკავშირებულია სკოლაში ზოგიერთი საგნის საათის მატებასთან, შესაბამისად, დამატებულ ხელფასს მიიღებენ ის მასწავლებლები, რომლებიც დამატებულ საათს ჩაატარებენ. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი იქნება. რაც …

სამი გოგო ერთი სოფლის, ერთი სკოლის, ერთი კლასიდან 100-პროცენტიანი გრანტით

ნია, ნინი და ვიოლეტა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯაროს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სამივე სტუდენტია და სამივემ ეროვნულ გამოცდებზე 100-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. გოგონები თანასოფლელები,  მეგვარეები და ნათესავები არიან. ვიოლეტა შაქარიშვილი თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალს ისწავლის. ამბობს, რომ იურისტობა მისი ბავშვობის ოცნებაა. კითხვაზე – პროფესიის არჩევისას რა იყო მისი ინსპირაციის წყარო, ვიოლეტა ამბობს, რომ …

არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერც წელს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ახალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ უთხრა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77  სექტორია. აქედან 85  სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი …

სახალხო დამცველის ანგარიში: საქართველოში 189 სკოლა მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 189 საჯარო სკოლა ავარიულია. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში 209 სკოლა ფუნქციონირებდა. „მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა -გამაგრებით სამუშაოებს. ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც,“ – წერს სახალხო დამცველი. „მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება  აუცილებელი …

ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება. „რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ …

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ …

დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს  შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.  მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება. „ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება. …

ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში. მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. …

რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია. ბათუმის  საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21 პირველკლასელი ჰყავს ბათუმის 31-ე საჯარო სკოლას, ხოლო 25 პირველკლასელი მე-13 საჯარო სკოლას. დანარჩენ სკოლებში პირველკლასელთა საშუალო რაოდენობა 25-იდან 80 მოსწავლემდე მერყეობს. პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით, წელს …

პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის  მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული  ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა …

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, …

სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია ეს ციფრი დაზუსტების შემდეგ შეიცვალოს. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერს აწევენ. მინისტრის აზრით, ყველა ატესტატის მქონე უმაღლესში არ უნდა აბარებდეს, რადგან ამით უმუშევრობის დონე იზრდება. დამამთავრებელ კლასებში …

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო. „ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას,  რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში. …

რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA)  მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“  თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება. ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი  რომ …

შუახევის ოთხ სკოლას სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეების, დღვანის, ლომანაურის და ნაღვარევის საჯარო სკოლებს თითქმის ერთი წელია, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები არ ჰყავს. ისინი მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან. შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ადმინისტრაციული ხარჯების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დროს, გარკვეული პრობლემები ექმნებათ. „სკოლის საბანკო ანგარიშებთან წვდომა აქვთ ამ …

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს. „ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი …

სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს, რადგან მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია. „ჩვენ თითოეულ სკოლაში ვრეკავთ და ვამოწმებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არც ერთ სკოლაში არ არის, თუმცა ძალიან დაბალია მოსწავლეთა სწრებადობა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ბათუმის შემთხვევაში, რადგან ორცვლიანი სკოლები გვაქვს. ამიტომ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა ხვალ …

მასწავლებლები გაზრდილ ხელფასს 20 იანვრიდან აიღებენ

საჯარო სკოლის პედაგოგებს, რომლებსაც საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული აქვთ, განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, გაზრდილ ხელფასს 20 იანვრიდან აიღებენ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე გვეუბნება, რომ გაზრდილი ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება უკვე მიიღეს: „ხელფასი იზრდება 20 იანვრიდან, თუმცა, ბრძანება უკვე მოვიდა. ამ ეტაპზე, ხელფასი ემატება მხოლოდ იმ პედაგოგებს, ვისაც საგნობრივი გამოცდა აქვთ ჩაბარებული. აქამდე, …

ასი სკოლა ლაბორატორიით უნდა აღიჭურვოს

რეგიონებში 100 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ლაბორატორიებით აღიჭურვება.  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, 18 საჯარო სკოლაში კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ასივე სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება, 54 მილიონი დოლარია. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“  2013 წელს საქართველოს დაუმტკიცა 140 …

1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

საქართველოს სკოლებში 1273 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს – ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. უსტატუსო მასწავლებლები მათ შორის ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებსაც. ყველაზე ბევრი – 222 უსტატუსო დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, 195 ინგლისურ ენას ასწავლის, 121 უსტატუსო პედაგოგი კი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეესაბამებიან. ასეთი სულ 1 273 …

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“. დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ …

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …

რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები? ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა …

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის …

რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ. 2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი …

პედაგოგების თვითშეფასების კითხვარს არავინ კითხულობს

თვითშეფასების კითხვარის შევსება მასწავლებლებისთვის აუცილებელია, თუმცა, როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მასზე წვდომა პედაგოგების გარდა არავის აქვს, მათ შორის არც ფასილიტატორს და არც განათლების სამინისტროს. „შესაბამისად, რა და როგორ შეავსო პედაგოგმა, ამას ვერ ვხედავთ“, – გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. სავალდებულო კითხვარი სპეციალური კოდით არის დახურული. თვითშეფასების კითხვარი არის პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე …

Exit mobile version