2 კლინიკა ქირურგიული ოპერაციების უკანონოდ ჩატარებისთვის დააჯარიმეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ორი სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის. სააგენტოს ცნობით, „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში“ 7 პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს”, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული …

4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და …

რა გადაწყვიტა ჯანდაცვის საბჭომ „თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე“ სასამართლოში წაგების შემდეგ

იმის მიუხედავად, რომ ყველა ინსტანციის სასამართლომ ცალსახად უკანონოდ მიიჩნია ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება „თემურ გაბაიძის საქმეზე“, საბჭომ სასამართლო დავის შემდეგაც არაფერი შეცვალა. „პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ადმინისტრაციული წარმოების ზერელე ჩატარებას, ასეთი მძიმე უფლებრივი დარღვევისადმი გულგრილობას და სასამართლოსადმი უხეშ უპატივცემულობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამილა გაბაიძე, რომელიც გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დაა და გარდაცვლილის …

საქართველოში გასული წლიდან დღემდე პროფესიული პასუხისმგებლობა 205 ექიმს დაეკისრა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წელს, მარტის ჩათვლით, პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა 51 ექიმს, 2021 წელს კი – 154 ექიმს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო, პაციენტების მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ექიმთა პროფესიული საქმიანობა. საბჭო განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან …

რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დროებით შეაჩერა ქვეყანაში თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია. საუბარია გარეგანი გამოყენების შემდეგ მალამოებზე – Tioflex-ზე, MUSCOMED CREAM-სა და Tiyokas Gel-ზე, რომელთა ძირითადი  დანიშნულებაც ფარმაკოლოგიურად კუნთოვანი რელაქსაციაა, ზომიერად ხსნის ან ამცირებს მტკივნეულ კუნთოვან სპაზმს, დაჭიმულობას. მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, რომლის  მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ …

რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი “მაგნევისტის” რეალიზაცია და გამოყენება დროებით შეჩერებულია. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა განცხადება გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენების შეზღუდვასა და შეჩერების შესახებ. EMA-ს სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით ეს მედიკამენტები იწვევენ თავის ტვინსა და სხვა ქსოვილებში გადოლინიუმის დეპოზიტების განვითარებას სხეულის სკანირების დროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასცა …

8 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 8 ექიმს შეუჩერა. 2 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საბჭომ 28 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა. 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 66 საკითხი …

სერტიფიკატი შეუჩერდა 61 ექიმს, გაუუქმდა – ექვსს | ბოლო ორი წლის მონაცემები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წელს საქართველოში სულ 338 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობისთვის, მათ შორის: 271 ექიმს (80%) მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 61 ექიმს (18%) სერტიფიკატი შეუჩერდა სხვადასხვა ვადით; სერტიფიკატი მხოლოდ 2019 წელს გაუუქმდა ჯამში 6 ექიმს (2%). სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, გამოვლენილი დარღვევების (მათ შორის განმეორებითი …

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად …

„ავერსის“ ქსელში „მადლი ღვთისა“ აღარ იყიდება – მიზეზი უცნობია

„მადლი ღვთისა“ ჩვენთან აღარ იყიდება, დღეს ამოიღეს სრულად ქსელიდან, რატომ არ ვიცი,“ – გვიპასუხეს დღეს სააფთიაქო ქსელი „ავერსის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე. ამ საკვებდანამატის შესახებ „ბათუმელები“ 21 დეკემბერს წერდა. ორი დღის წინ „მადლი ღვთისა“ ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა „ავერსის“ ქსელში, ხოლო მისი მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ ოთხი ტაბლეტი მედიკამენტი, რაც 60 ლარი ღირდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალება …

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხარისხის კვლევას საზღვარგარეთ გეგმავს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში  მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტების „საზღვარგარეთული ლაბორატორიული კვლევაა “ საჭირო და ეს კვლევა ხარისხის კონტროლის [OMCL] ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიციურმა ლაბორატორიამ უნდა ჩაატაროს. ამის შესახებ სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს მისწერა და შესყიდვის დაჩქარებული წესით განხორციელებაზე თანხმობა მოითხოვა. წამლების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოებაში არაერთხელ გაჟღერდა, მოქალაქეები მათ შეძენას …

სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან

თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო. საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც  თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება …

ერთ-ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის ფაქტი გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში აფთიაქების საქმიანობა შეამოწმა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ავტორიზებული აფთიაქიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე (სპეციალური რეცეპტი ფორმა N2-ის ან/და დაწესებულების მიერ წარდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის გარეშე), გაცემულია 525 301 ერთეული I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, ანუ ფსიქოტროპული და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული მედიკამენტები. კონტროლის ღონისძიებების შედეგად, …

რეგულირების სააგენტომ ბათუმში უკანონოდ გახსნილი აფთიაქი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში გამოავლინა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების ფაქტი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. აღნიშნული ქმედებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა – “ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი”. დარღვევასთან დაკავშირებით …

რას შეცვლის სამედიცინო დასკვნა „31 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეში“

„ფეხბურთელ შოთა მამინაშვილს 2017 წელს შპს „სითი სპორტში“ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“, – ეს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნაში წერია. 31 წლის შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთაში, ფეხბურთის სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა. „ის გარდაიცვალა გულგრილობის გამო… ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მას რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო. მისთვის ადრენალინი რომ გაეკეთებინათ იგივე მოედანზე, ცოცხალი იქნებოდა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოჩნდა, …

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება. “ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა. “პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში …

4 წლის ანრის გარდაცვალების ფაქტზე ექიმს 4 თვით შეუჩერეს სერტიფიკატი

4 წლის ანრი ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნა დადო. სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ იაშვილის სახელობის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმს, კარინე აბგარიანს 4 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატი. სამედიცინო რეგულირების სააგენტოში მოყვანილია კონკრეტული მიზეზები, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ „ვერ მოხდა დაავადების დროული ამოცნობა“. დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, არ ჩატარებულა ნევროლოგის კონსულტაცია, …

9 თვე ექსპერტიზის მოლოდინში – რა გაარკვია გამოძიებამ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში

2017 წელს კუროტ გოდერძიზე დაშავებული და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 2017 წლის 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ ორ წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ვერ გავიდა. შესაბამისად, არც არავისთვის დაუკისრებიათ პასუხისმგებლობა. შს სამინისტრო იმ დასკვნას ელოდება, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის …

სააგენტოს 6 წლის საბას გარდაცვალებაზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია – განმარტება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახს სააგენტოსთვის არ მიუმართავს – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში. დღეს, 4 აპრილს, 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა იაშვილის კლინიკის წინ. მშობლები და ახლობლები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს მოკვლევა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. სამედიცინო საქმიანობის …

გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

2017 წელს კურორტ გოდერძიზე დაშავებული და ბათუმში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციას წერილით ეხმაურება. „ბათუმელები“ სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით გთავაზობთ წერილს, რომელიც ნაირა გაბაიძემ თავად მოგვაწოდა.  ნაირა დიასამიძე, თემურ გაბაიძის დედა  კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ექიმების გულგრილობამ და უცოდინარობამ. ვიზიარებ 29 წლის მელანო ფუტკარაძის …

„ორივე კლინიკაში დღეს შევლენ შესასწავლად“ – 29 წლის ქალის გარდაცვალების საქმე

როდის გაარკვევს სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს? – კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საქმის შესასწავლად საბჭოს, რომელიც მსგავს შემთხვევებს სწავლობს, განხილვის ვადა დადგენილი არ აქვს. სააგენტოს პრესცენტრის განმარტებით, განხილვის დროს დამოკიდებულია დოკუმენტაციის რაოდენობაზე. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ორივე კლინიკაში, ბათუმის „მედცენტრსა“ და რეფერალურ …

ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. 3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. „ჩემს მეუღლეს 23 იანვარს …

სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრიდან „პანფარმას“ ჰეპარინ ნატრიუმი გამოითხოვა

წამლის სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა რამდენიმე სერიის სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის ერთი – ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ (5 000 ს.ე./მლ) 5მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი, რომლის ვარგისიანობის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე იყო. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიკამენტი შესაძლოა კონტამინაციის, დაბინძურების გამო იქნა გამოთხოვილი. „ჰეპარინ ნატრიუმი პანფარმა 25 000 ს.ე./5 მლ …

აჭარის ტელევიზია: გარდაცვლილი ზუკა ფაღავას ექიმს სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელევიზიის გარდაცვლილი თანამშრომლის, 26 წლის ზუკა ფაღავას ექიმს, ბეჟან ხოზრევანიძეს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საექიმო საქმიანობის სერტიფიკაცი ერთი თვით შეუჩერა. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა ყოფილიყო. …

ზუკა ფაღავასა და 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეები – რას ამბობენ რეგულირების სააგენტოში 

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა და ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები ახლა სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს და დაასტუროს ან უარყოს ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის გარდაცვალების საქმეში. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო …

რეგულირების სააგენტომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის ადგილზე შესწავლა დაასრულა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა ბათუმის მედცენტრში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა. როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოში უთხრეს, მასალა ამჟამად სარეცენზიოდ მზადდება და მას დარგობრივ ასოციაციებში სპეციალისტები შეაფასებენ. რა დრო დასჭირდება უკვე მომზადებული მასალის შესწავლას და დასკვნის მომზადებას, ჯერჯერობით უცნობია. ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა …

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

4 წლის გოგონა გუშინ, 20 მაისს, გარდაიცვალა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ საავადმყოფოში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა, სადაც გოგონა მშობლებმა 19 მაისს მიიყვანეს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა: „პაციენტი შემოვიდა ბაქტერიული, საკვებისმიერი ინტოქსიკაციით, მრავალჯერადი ღებინებით და მკვეთრად გამოხატული …

„ევექსის“ ორ ექიმს სერტიფიკატი გაუუქმდა, ერთს კი სამი თვით შეუჩერდა – თემურ გაბაიძის საქმე

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. ოჯახის ცნობით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს, ხათუნა გელაშვილს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით და დაევალა კვალიფიკაციის კურსის გავლა. შპს „უნიმედი აჭარას“ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს: გიორგი კავთელაძესა და მაია …

სიმსივნის სამკურნალო საშუალება ტაქსოტერი მწარმოებელმა ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებსა და ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, შეწყვიტონ სამკურნალო საშუალება „ტაქსოტერის“ გაყიდვა და უზრუნველყონ მისი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან. ინფორმაცია „ტაქსოტერის“ ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ 4 მაისით თარიღდება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოში შევიდა კომპანია „Sanofi-Aventis Deutschland GmbH “-ის შეტყობინება, რომლის თანახმად, სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის მიზეზით (სპეციფიკაციით განსაზღვრული პარამეტრები სცდება დადგენილ ზღვრულ ნორმებს), ბაზრიდან …

დღეს საბჭო თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 4 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭო აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს საბჭო სამინისტროში ოთხ საათზე შეიკრიბება. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს საბჭო, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ გაამხილეს, თუმცა გვითხრეს, რომ საბჭოზე გასულ საკითხებზე გადაწყვეტილებები …

აჭარა TV ზუკა ფაღავას მოულოდნელ გარდაცვალებაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს

გუშინ, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. აჭარის ტელევიზია დღეს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ …

თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ განუხილავს თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ თემურ გაბაიძის ოჯახს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში აცნობა, რა დარღვევები გამოიკვეთა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროფესიული განვითარების საბჭო ნოემბრიდან დღემდე რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. კითხვაზე, რატომ …

გაბაიძის გარდაცვალების საქმეში „ევექსის“ ექიმების პასუხისმგებლობაზე საბჭოს არ უმსჯელია

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს ჯერ არ უმსჯელია იმ ექიმების პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, რომლებიც აჭარის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილეს, თემურ გაბაიძეს მკურნალობდნენ. თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტ „გოდერძიზე“ დაშავდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სამედიცინო ისტორია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სააგენტომ გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა დაადგინა. კერძოდ: სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული …

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე, დოკუმენტი მოამზადა. სააგენტომ შეისწავლა შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თემურ გაბაიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. თემურ გაბაიძე გასულ წელს კურორტ გოდერძიზე დაშავდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შპს „ემერჯენსი …

წამლის ინსტრუქცია ქართულ ენაზე – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო აფთიაქებს მიმართავს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აფთიაქებს მედიკამენტების ქართულენოვანი ინსტრუქციის გაცემა ევალებათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, აფთიაქმა თვალსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს განცხადება, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ წამლის გამოყენების ქართულენოვანი ინსტრუქცია და მიიღონ მოთხოვნისთანავე. როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, ეს არის მოთხოვნა და არა რეკომენდაცია და კანონმდებლობით …

დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას. „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე …

Exit mobile version