მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სერტიფიკატი შეუჩერდა 61 ექიმს, გაუუქმდა – ექვსს | ბოლო ორი წლის მონაცემები

16.02.2021
სერტიფიკატი შეუჩერდა 61 ექიმს, გაუუქმდა – ექვსს | ბოლო ორი წლის მონაცემები

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წელს საქართველოში სულ 338 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობისთვის, მათ შორის:

  • 271 ექიმს (80%) მიეცა წერილობითი გაფრთხილება;
  • 61 ექიმს (18%) სერტიფიკატი შეუჩერდა სხვადასხვა ვადით;
  • სერტიფიკატი მხოლოდ 2019 წელს გაუუქმდა ჯამში 6 ექიმს (2%).

სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, გამოვლენილი დარღვევების (მათ შორის განმეორებითი დარღვევების) გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 666 ოქმი შედგა, 2020 წელს კი – 535 ოქმი.

2019-2020 წლებში სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სახეებში, უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობისთვის დაიწერა სულ 33 ოქმი. იხილეთ სრული ჩამონათვალი:

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ამ სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა შემდეგი ღონისძიებები:

32 სამართალდამრღვევის წინააღმდეგ საქმე შეწყდა, 188-ს მიეცა შენიშვნა, 294 შემთხვევაში სასამართლო პროცესი არ იყო დასრულებული, 687 სამართალდამრღვევი კი დაჯარიმდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: