ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში გაიხსნა

2025 წლის 5 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა ანდერსენი საქართველოს ახალი ოფისი ბათუმში. ანდერსენი საქართველო გახლავთ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი დონის მომსახურებას იურიდიული, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით. ეს ნაბიჯი წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერას. ანდერსენის ბათუმის ოფისის გახსნის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესწრის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული …

თოჯინები და თიხა – როგორ აქცია ქობულეთელმა ქალმა ჰობი შემოსავლის წყაროდ

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი __________________ ამ სტატიით 38 წლის ქობულეთელ მარიკა ართმელაძეს გაგაცნობთ, რომელმაც თავისი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია. მარიკა წლებია კერამიკულ ჭურჭელზე პოლიმერული თიხისა და თოჯინებზე ტრიკოტაჟის ქსოვილის გამოყენებით, ადამიანების სურვილებსა და მოგონებებს აცოცხლებს. „როდესაც დედა გავხდი და შვილისთვის თოჯინების შექმნა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მომწონდა და მისთვის უფრო რეალური სახე უნდა მიმეცა. …

„ჩემს ნამუშევრებს უცებ ვცნობ. ვამბობ, აი, ჩემი სამზარეულო, ჩემი სკამები“ – დურგალი ხულოდან

ამჯერად ხულოს სოფელ აგარაში მცხოვრებ 42 წლის მალხაზ მარკოიძეზე გიყვებით, რომელიც 20 წელია დურგალია. მალხაზი 19 წლის იყო, როცა ქედაში, ავეჯის საწარმოში დამხმარე ხელოსნად დაიწყო მუშაობა. მისი დურგლობის ამბავიც სწორედ აქედან იწყება. „იქამდე ცულზე ტარიც კი არ მქონდა გაკეთებული. რომ მივდიოდი, მამაჩემმა თქვა – 1 კვირაში დაბრუნდება, ცულის ტარიც არ გაუკეთებია, ავეჯს ვინ მიაკარებსო. ამან …

ცეკვის მასწავლებელი ხულოდან – „ერთი ფორმა გვაქვს თითქმის 10 წელია”

„სამწუხაროდ, არ გვაქვს ნორმალური გარემო, სადაც ცეკვა უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ვაკეთოთ“, – გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი, 35 წლის სულხან ფასანიძე ხულოს სოფელ საციხურიდან. ის უკვე 12 წელია საციხურის, დიდაჭარისა და ღორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ასწავლის. „მე ვარ ქორეოგრაფიც, სტილისტიც, ხელმძღვანელიც და საერთოდ, ყველაფერი. რესურსი არ მაქვს, ვიღაც რომ დავიხმარო. დაინტერესებული და …

21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის. ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა  ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში. ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი …

როგორ გახსნა მზეომ სამკერვალო წალკაში, კარტოფილის საწყობში

46 წლის მზევინარ [მზეო] სურმანიძე ხულოს სოფელ ტუნაძეებიდანაა, თუმცა ის ახლა წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს. მზევინარი მკერავია და უკვე მესამე წელია, რაც საკუთარი სახელოსნოც აქვს. მან სახელოსნოს გახსნამდე დიდი გზა გაიარა, თავიდან საერთოდ არ ფიქრობდა, რომ კერვა შემოსავლის წყაროდ შეიძლებოდა ექცია. მზევინარი იხსენებს, რომ ჭრა-კერვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო. დედა და ბებია ყოველთვის კერავდნენ, ქარგავდნენ …

ეკომიგრანტმა ხულოდან როგორ გახსნა საკონდიტრო წალკაში – „ტკბილი ფორთოხალი“

29 წლის რუსუდან ღორჯომელაძე წალკაში ცხოვრობს. ის ეკომიგრანტია ხულოს სოფელ ღურტიდან. რუსუდანი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას წალკაში ყველა იცნობს, როგორც კონდიტერს. „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტორტის გამოცხობა რთული იყო და ვერ შევძლებდი. ვერ წარმომედგინა, რომ ზრდასრულ ასაკში კონდიტერი შეიძლება გავმხდარიყავი. ბავშვობაში მიფიქრია კონდიტერობაზე. მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მცირე ბიზნესგეგმის მოდელის შექმნა დაგვავალეს. ჩემი ბიზნეს …

როგორ მოაშენა კალმახა სოკო ომალოში 37 წლის იურისტმა

37 წლის იურისტი შენგელი ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობს. მან დაახლოებით ერთი თვეა, რაც ომალოში კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო. შენგელი გვიამბობს, რომ კალმახა სოკოს შესახებ არაფერი იცოდა, სანამ გასული წლის შემოდგომაზე შემთხვევით სოკოს სათბურში არ მოხვდა. „ძალიან დამაინტერესა სათბურში სოკოს წარმოებამ. მსგავს სათბურში მოხვედრის შემდეგ ამ სათბურზე ვეკითხებოდი ყველას და მალევე გავარკვიე როგორ იწარმოება …

როგორ დაიწყო ქალმა ქობულეთში სომხური ვარდების ბიზნესი – „მთელი დღე სათბურში ვარ“

48 წლის ინდირა კირჩხელი ქობულეთში ცხოვრობს და სოფელ ქობულეთში  სომხური ჯიშის 2 000-მდე ვარდს უვლის. ის გვიყვება, რომ ვარდების მოშენებაზე 2 წელი ფიქრობდა. ხედავდა სოციალურ ქსელებში ვარდების სათბურებს და თავადაც უნდოდა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ ოჯახს სათბურის გასაკეთბლად საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ ყოვნდებოდნენ. ბოლოს, ინდირას სათბურის მოწყობაში ახლობელი დაეხმარა და უკვე 2 წელია, რაც …

ცოლ-ქმარი ხელვაჩაურიდან, რომლებსაც 15 წელია ვარდებისა და გერბერების სათბურები აქვთ

ცოლ-ქმარი, ბიძინა და მადონა ბეჟანიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დაახლოებით 15 წელია ვარდებს და გერბერებს უვლიან. ბიძინა ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეს საქმე ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლად სხვების მოწყობილ სათბურებს დააკვირდნენ და იფიქრეს, რომ ყვავილების გამრავლება შესაძლოა მათთვის მომგებიანი ყოფილიყო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უფიქრიათ მეყვავილეობისთვის თავის დანებება, რადგან იყო …

„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოში“ განცხადებით: „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე …

როგორ აქციეს სინორის ფენების მომზადება ბიზნესად სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში საწარმო მოქმედებს, სადაც სინორისა და აჩმის ფენებს და რამდენიმე სახის ლავაშს ამზადებენ. პატარა საწარმოს გახსნის იდეა, სადაც სინორის ფენებს მოამზადებდნენ, 8 წლის წინ გაუჩნდა ხელვაჩაურელ ხარუნ ლომაძეს. „პატარა დანაზოგი გამიჩნდა და მინდოდა ჩამედო მცირე ბიზნესში. თავიდან სულ სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ ამ საქმის წამოწყება გადავწყვიტე. ძირითადი მოტივატორი ის იყო, რომ ადგილზე ადამიანები …

„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან

მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს …

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარია აკუმულირებული, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში დაეხმარება სახელმწიფო, ასევე ეს თანხები უნდა მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას. თუმცა რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს, ჯერ ამაზე კონკრეტული გზავნილები პრემიერს არ გაუჟღერებია. კერძო სკოლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის გამო შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მათაც უნდა დაეხმაროს. „ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში …

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] …

ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. „30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 …

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების …

ბიზნესიდეების წარდგენის კონკურსი განახლდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების წარდგენის კონკურსი 15 თებერვლიდან განახლდა. ბიზნესიდეის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 მარტამდე. რეგიონების მოსახლეობას შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეა წარადგინოს ვებგვერდის მეშვეობით და  ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსებას გულისხმობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს …

სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი

აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც  აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. …

ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში

როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს …

Exit mobile version