„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი. „დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ვინ არის სიაში და როდის …

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა, 15 ჰექტარს მოიცავს. დოკუმენტი მეჯინისწყლის დასახლებაში, კერძოდ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიას [140551კვ.მ], სამ კერძო მიწის ნაკვეთს და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებულ ერთ ნაკვეთს აერთიანებს. კონცეფცია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს. …

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას სამინისტრო გასაყიდად ამზადებს

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიას, სადაც თვითნებურად აშენებული სახლები დგას, საინვესტიციოდ ამზადებს. ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საერთო ფართობი 140 551 კვ/მ-ია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ-ს] შეისყიდის. ტერიტორიის ერთ-ერთ კვარტალში სოციალური დანიშნულების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსიც უნდა დაგეგმარდეს, რომელშიც ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს გადასცემენ. „დამკვეთის მიერ მითითებულ …

ოცნების ქალაქში მშენებარე ბინებში გაზისა და წყლის სისტემები ოქტომბრამდე უნდა მოეწყოს

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 592 098 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 4 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება. ბინებში ქსელის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე …

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …

„ოცნების ქალაქში“ 38-მილიონიან მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება დღეს, 13 თებერვალს, გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის ოქმის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია „დაგს“ დაევალა, …

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის. „ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. …

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, …

რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“. აჭარის …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება …

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ამ თემაზე: 41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 …

41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის წარმოადგენს ცამეტსართულიან კარკასული ტიპის შენობას. გარე კედლებისათვის გამოყენებულია 60X30X20 სმ-იანი პენო …

სამი კორპუსი „ოცნების ქალაქში“ პირველ ეტაპზე – მოსახლეობას პროექტი გააცნეს

დღეს, 13 ოქტომბერს, „ოცნების ქალაქში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს იმ კორპუსების პროექტი გააცნეს, რომელთა აშენება „ოცნების ქალაქში“ იგეგმება. „ავიტანეთ პროექტი და გავაცანით მოსახლეობას. იყო საუბარი, რომ პროექტს ხარვეზები ჰქონდა და არ ჰქონდა ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაბარებული. პროექტი დასრულებულია, სამინისტრომ ჩაიბარა და დაიწყება მუშაობა …

რატომ აჭიანურებს სამინისტრო ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუცხადებია. „კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დავალების მონახაზიც“ – ეს განცხადება „ბათუმელებთან“ მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ 7 სექტემბერს გააკეთა. მიუხედავად ამისა, სამინისტროში დღეს, 27 სექტემბერს, გვითხრეს, …

ვის მისცემს სახელმწიფო ბინას „ოცნების ქალაქში“, თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა

36 წლის ნათია (ნათელა) დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნების ქალაქში“ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილთან ერთად, თუმცა რამდენიმე თვეა, რაც ქმართან განქორწინდა და ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ნათია სოციალურად დაუცველია. ის საუბრობს მეზობლების და სამთავრობო კომისიის წევრების მხრიდან მორალურ წნეხზე და ამბობს, რომ ცდილობენ  ყოფილი ქმრის სასარგებლოდ ბინაზე უარი ათქმევინონ. „ნაცნობები, მეზობლები …

რატომ არ იწყება დაპირებული მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დაპირებული მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. საბოლოო პროექტი და მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია კი სამინისტროს ერთი თვის წინ უნდა ჰქონოდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სამინისტროს საბოლოო პროექტი დღემდე არ ჩაუბარებია. „ზუსტდება დეტალები. კომპანიისგან გვაქვს პირობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩაგვაბარებს საბოლოო პროექტს, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო …

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“. „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. სამეტაპიანი სამუშაოდან პირველი და მეორე ეტაპების დროულად შეუსრულებლობისთვის კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა უკვე დააკისრა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საბოლოო პროექტი …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 3 750 000 ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გაზრდამ განაპირობა. საწყის ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აჭარის მთავრობა სამი კორპუსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაზედაც ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. „საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს გაიზარდა. …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია, გუშინ, 25 მარტს გაფორმდა. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9 327 კვ.მ.] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობამ სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ამ …

რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების …

Exit mobile version