„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინამდე მივიდა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია“ – ბუდანოვი

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინა. აღნიშნული წინადადება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს გააცნეს, თუმცა მოსკოვს ამაზე პასუხი არ გაუცია – ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განუცხადა. ბუდანოვის თქმით, წინადადება ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, არამედ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც. ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის …

ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად კირილო ბუდანოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი. ამის შესახებ ზელენსკი თავად წერს ტელეგრამზე. „შევხვდი კირილ ბუდანოვს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა შევთავაზე. ამჟამად უკრაინამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს …

ბუდანოვი: ახლა რუსეთი უტევს, ეს დასრულდება და ჩვენი სვლა დაიწყება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, მალე დასრულდება და შემდეგ დაიწყება უკრაინის წინსვლა – ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ წერს. „ამჟამად გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ოპერაცია ორთვე-ნახევარია გრძელდება. შედეგებს თავად ხედავთ. იმის თქმა, რომ ეს შედეგები დიდია მათთვის, …

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსის ცოლი მოწამლეს – უკრაინული მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი, მარიანა, მძიმე მეტალებით მოწამლეს. გამოცემის წყაროების ცნობით, ქალი ცოცხალია და მკურნალობის პირველი ეტაპი დაასრულა. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ წყაროების თანახმად, ბუდანოვის ცოლი, სავარაუდოდ, საკვებით მოწამლეს. „რადგან ბუდანოვის ცოლი გამხდარია, მასთან ეს უფრო სწრაფად გამოვლინდა. მოწამვლა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა, უბრალოდ, …

რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 წლამდე „უპრობლემოდ გააგრძელოს“. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი არმიის შევსება სამხედრო პერსონალით დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მისი ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები არც ისე ძლიერია. „ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს უპრობლემოდ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლამდე. …

ბუდანოვი არც დაჭრილია და არც მკვდარი – უკრაინამ რუსული მედიის „ფეიკი“ გააცამტვერა 

ბოლო დღეებია რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი მძიმედ დაიჭრა ან დაიღუპა რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს. ბუდანოვი დღეს უკრაინული ტელევიზიის ეთერშიც გამოჩნდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მასზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი. „სასაცილოდ მეჩვენება და იგივე რეაქცია მაქვს. მაგრამ ეს დაუმუშავებელი „ფეიკია“. ის ხალხი, ვინც ეს …

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა პირველად ისაუბრა დონბასში მიყენებულ მძიმე ჭრილობაზე. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დონბასში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ „ცხოვრება შეიძლება“. როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციის დროს. ერთ-ერთი მძიმე იყო – ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა. „მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული …

რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს. გარდა ამისა, ბუდანოვი საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც მოხვდა. ამის საპასუხოდ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ეს მათი მუშაობის კარგი მაჩვენებელია და პირობა დადო, რომ კიდევ უფრო უკეთესად იმუშავებს რუსი ოკუპანტების …

დაზვერვამ დაადგინა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ ტყვეს თავი მოკვეთა – ბუდანოვი

რადიო NV-სთან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაზვერვისთვის ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავი მოკვეთა. „დიახ ასეა. … ჩვენ ვიცით, ის ვინ არის“, – განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-ის კითხვაზე, აქვს თუ არა მონაცემები ამ სამხედრო დანაშაულის ჩამდენის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის ადგილსამყოფელს არ …

უკრაინის დაზვერვას აგენტები ჰყავს პუტინის გარემოცვაშიც – ბუდანოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა თანამშრომლობს უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ისაუბრა. კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, მომავალში ნორმალურ ცხოვრებაზე ფიქრობენ. თუმცა მას არ დაუსახელებია, მაგალითად, რამდენი აგენტი ჰყავთ პუტინის გარემოცვაში. „იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე …

ბუდანოვის თქმით, ომი უკრაინაში ჩიხში შევიდა

უკრაინაში მიმდინარე ომი „პატის მდგომარეობაშია“ [პატი – მდგომარეობა ჭადრაკის თამაშში, როდესაც მოთამაშეს არ შეუძლია მორიგი სვლის გაკეთება ისე, რომ მის მეფეს არ შეექმნას ქიშის საფრთხე (ითვლება ყაიმად], ვინაიდან არც ერთ მხარეს არ ძალუძს მნიშვნელოვანი წინსვლა, განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბი-ბი-სის“. მისი თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და მალე მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, …

არასწორია, რომ „რუსები ხერსონიდან გარბიან“. ისინი თავდაცვისთვის ემზადებიან – ბუდანოვი

რუსები მხოლოდ ქმნიან ილუზიას, რომ ხერსონს ტოვებენ, სინამდვილეში ქალაქში ახალი სამხედრო დანაყოფები შეჰყავთ და თავდაცვისთვის ემზადებიან – ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი, რომელმაც ვრცელი ინტერვიუ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მისცა. მისი თქმით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს“, შესაძლოა, მართლაც ამზადებდეს რუსეთის საზოგადოებას ხერსონის „დაკარგვის“ ან ჩაბარების შემთხვევისთვის. თუმცა ახლა …

უკრაინის დაზვერვის უფროსის თქმით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მინიმუმ სამი ორეული ჰყავს. ბუდანოვის თქმით, მის უწყებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამაში კარგად ერკვევიან. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის უფროსმა ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში ისაუბრა. ვიზუალურ მხარეზე საუბრისას ბუდანოვმა პუტინის ორეულების გარეგნობაში წვრილმანებზე მიანიშნა. „ყურების მოცულობა, ასე ვთქვათ, განსხვავებულია. არადა, ყურები, …

დაზვერვის ხელმძღვანელი ასახელებს ვადებს, როდის დასრულდება ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა, ჟურნალისტების კითხვაზე, ოკუპირებულ ყირიმს უკრაინა იარაღით დაიბრუნებს, თუ მის გარეშე, თქვა – „დიახ, ჩვენ დავბრუნდებით იარაღით. სხვა გზა არ არსებობს“. მან ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში განაცხადა. „ის ჩემი მეორე ოჯახია. მე ყირიმში გავიზარდე. ჩვენ იქ ძალიან მალე დავბრუნდებით“, – ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა. მან ასევე დასძინა, …

რუსებმა იციან, რომ მათ „ჰაიმარსებით“ მოვუღებთ ბოლოს – კირილო ბუდანოვი

„რუსების მტკიცების მიუხედავად, ჩვენ არცერთი „ჰაიმარსი“ არ დაგვიკარგავს. თუ ჩვენ მივიღებთ შორსმოქმედ საბრძოლო მასალებს, გამოვიყენებთ კიდეც და რუსებმა იციან, რომ სწორედ ეს იარაღი მოუღებს მათ ბოლოს“, –  უთხრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა The Washington Post-ს. კირილო ბუდანოვის თქმით, შედარებით შორსმოქმედი სისტემა, რომელიც უკრაინას „ჰაიმარსებამდე“ ჰქონდა, იყო საბჭოთა „ტოჩკა-უ“, რომლის დარტყმის მაქსიმალური მანძილი 120 კილომეტრია. ზალპური …

რუსეთმა კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით, რომელიც ტერორისტული აქტების მოწყობის მუქარას გულისხმობს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ კირილო ბუდანოვი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ღიად იმუქრებოდა რუსეთში და რუსეთის კოტროლირებად ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობით. გამოძიება …

ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მაუწყებლის ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდის დადგება გარდამტეხი მომენტი რუსეთ-უკრაინის ომში. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც …

ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელიც „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში“ ტყვეთა „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გათავისუფლების იმედი აქვს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბუდანოვმა ტელემარათონის დროს ისაუბრა. „ჩვენ ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია. ვმუშაობთ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ბევრს ეყოლება საკუთარი ახლობელი უკვე სახლში… უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ …

იყო პუტინის მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

ავტორი: რომან კრავეცი თარგმნა: თამარ რუხაძე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ომამდე მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა. გენერალ-მაიორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნა, დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია. კირილო ბუდანოვი ასევე ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ლაპარაკობდა ღიად რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების …

პუტინი ჩიხშია, ის ომს ვერც წყვეტს და ვერც იგებს – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

„პუტინი ჩიხშია. მას არც ომის შეჩერება შეუძლია და არც მისი მოგება. ის ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაიმარჯვებს. ეს ომი რომ შეაჩეროს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი და დიადი სახელმწიფოა, როგორადაც ის წარმოაჩენს“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა The Wall Street Journal–თან ინტერვიუში. ინტერვიუს დეტალებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა აქვეყნებს. „რუსეთის …

Exit mobile version