მთავარი,სიახლეები

ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად კირილო ბუდანოვი დანიშნა

02.01.2026
ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად კირილო ბუდანოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი.

ამის შესახებ ზელენსკი თავად წერს ტელეგრამზე.

„შევხვდი კირილ ბუდანოვს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა შევთავაზე.

ამჟამად უკრაინამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ მიზნებს მოემსახურება. კირილოს ამ სფეროებში სპეციალიზებული გამოცდილება და საკმარისი ძალა აქვს შედეგების მისაღწევად“ – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მან ასევე დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან და სხვა ლიდერებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს უკრაინის თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, ასევე შემდგომი ნაბიჯები.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი იყო. იგი ზელენსკიმ 28 ნოემბერს გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: