ახალგაზრდა კაცების 52% არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა

დასაქმებული ქალის როლის მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება – ვკითხულობთ კვლევაში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“. კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ქალები, უმეტესად, არ იზიარებენ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე და არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. 18-24 წლის ქალების 83 პროცენტზე მეტი არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ასევე …

62%-ის აზრით, მშობლების ქონება ბიჭსა და გოგოს შორის თანაბრად უნდა გაიყოს – კვლევა

საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს – ნათქვამია კვლევის ანგარიშში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.  კვლევა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 62 პროცენტი …

რა გავლენა აქვს სისხლის ჯგუფს კორონავირუსზე – კვლევა

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს კავშირს COVID 19-სა და სისხლის ჯგუფს შორის. კვლევის შუალედურ შედეგებზე „დოიჩე ველე“ წერს. მკვლევარებმა შეისწავლეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1610 პაციენტის მონაცემები იტალიიდან და ესპანეთიდან, რომელთაც აღენიშნებოდათ დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, მათგან რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა კიდეც. მეცნიერებმა პაციენტების დნმ შეისწავლეს და შეადარეს 2205 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემებს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, …

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები პანდემიის დროს – ონლაინკვლევა საქართველოში

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იწყებენ კვლევას COVID19-ის პანდემიის სტრესის ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. კვლევა ტარდება ონლაინ და გამოკითხვის ხანგრძლივობა 15 წუთია. ფონდის დირექტორი, ნინო მახაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, …

მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა

მოზარდმა ბიჭებმა დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებელი მშობლების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთობისა, მაშინ როცა გოგონები მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათ მეგობრები უწევენ – ამის შესახებ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევის ანგარიშში წერია, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ინფორმაციას …

საქართველოში 15 წლის ბიჭების 14%-ს მარიხუანა ერთხელ მაინც მოუწევია – ჯანმოს კვლევა

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა.  კვლევის ერთი კითხვა მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება, კერძოდ – მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებითად პასუხობს. ეს შვიდიდან …

რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას …

რატომ შეწყდა „რემდესივირის“ კლინიკური კვლევა აშშ-ში

აშშ-ში შეაჩერეს ანტივირუსული პრეპარატის, რემდესივირის კლინიკური კვლევა, რომელიც ბოლო დრომდე Covid19-ის ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ სამკურნალო მედიკამენტად მიიჩნეოდა. ამის შესახებ BBC-ი ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტზე (NIAID) დაყრდნობით წერს. BBC-ი წერს, რომ კვლევა დასრულდა არა მისი წარუმატებლობის გამო – არამედ, პირიქით. ექსპერიმენტი დახურეს საბოლოო შედეგის მიღებამდე, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის წევრ …

ბათუმში 250 პირს covid19 არ დაუდასტურდა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში Covid19 250 პაციენტს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან. კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გუშინ, 11 მაისს გარდაიცვალა – 81 წლის კაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც …

დელფინები ერთმანეთს უნიკალური სახელებით ეკონტაქტებიან – მეცნიერები მათ სტვენას აკვირდებიან

თითოეული დელფინი აფალინა [აფალინა ძუძუმწოვარია დელფინისებრთა ოჯახიდან] უნიკალური სტვენით გამოირჩევა. მკვლევარები აფალინების ერთმანეთისგან განსხვავებულ ხმებს უსმენენ, რათა მათზე დაკვირვებისა და აღრიცხვის მეთოდები გააუმჯობესონ – წერს ევრონიუსი. დელფინის ეს სახეობა შავ ზღვაშიც ბინადრობს.  ავსტრალიის Edith Cowan University (ECU)-ისა და, ასევე, Curtin University-ის მეცნიერები ვიზუალური დაკვირვების გარდა დელფინების ჯგუფებს ხმების საშუალებითაც აკვირდებიან.  „ევრონიუსი“ წერს, რომ  კვლევის ფარგლებში …

„პაციენტები წლობით ცხოვრობენ სტაციონარებში“ – ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა

ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, კადრები კი, ვინც ამ დაწესებულებებში მუშაობენ არ არიან  სათანადოდ კვალიფიციური. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ექსპერტი, ფსიქიატრი ნანა ზავრადაშვილი ესაუბრა, რომლის ავტორობითაც სულ ახლახან საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული დაწესებულებების შეფასების ანგარიში მომზადდა. „განსაკუთრებით დეფიციტია დაბალ და საშუალო პერსონალზე, ასევე ფსიქოლოგზე, …

უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გამოაქვეყნეს. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორია ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულ ოჯახებში ბავშვების 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. • ბავშვების 31%-ს გამოუცდია …

მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. მიმოხილვაში საუბარია, სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის საგრძნობ განსხვავებაზე. „სოფლად მცხოვრები მოსწავლეები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში. ეს განსხვავება რეგიონულ დონეზე იკვეთება – თბილისში მოსწავლეთა …

მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, 15 წლის ასაკის მოსწავლეებში, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში. თუმცა, „საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო“. სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური …

აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს უმაღლესი საბჭო ხარჯავს – გამჭვირვალობის კვლევა

საჯარო უწყებებიდან აჭარაში პიარზე ყველაზე მეტს აჭარის უმაღლესი საბჭო ხარჯავს. 2018 წელს ამ უწყებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გაწეული აქტივობებისთვის და ამ მიმართულებით 11 დასაქმებულის გასამრჯელოსთვის ჯამში 218 391 დახარჯა. 2017 წელს ამავე უწყებამ პიარში 191 247 ლარი დახარჯა.  დეტალურ ინფორმაციას უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ [TI] აქვეყნებს. TI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით …

დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს – საია

„შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაის“ ახალ ანგარიშში, რომელშიც სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული გასული წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. საია-ს იურისტები სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ეს ორგანიზაცია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ამზადებს. …

საზეიმო ღონისძიებებისთვის ფულის ხარჯვის მანკიერი პრაქტიკა ბათუმში – „გამჭვირვალობა“

„ყველაზე დიდი თანხა – 697 105 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ კვლევაში. ორგანიზაციამ ის გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა, რომლითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმე „მანკიერ პრაქტიკასთან“ გვაქვს, რადგან საზეიმო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრულია და ამ დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს გამარტივებული შესყიდვა არ უნდა …

შავი ზღვა ქიმიურად დაბინძურებულია, თუმცა საქართველოს სანაპიროები – არა

შავი ზღვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა დაბინძურებული. “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ზღვის  დაბინძურებას ხუთი ფაქტორი განაპირობებს. შავი ზღვა ბინძურდება მუნიციპალური ნარჩენი წყლებით, მაგალითად, ანტიბიოტიკების, ბიოციდების, პლასტიზატორების, აალების საწინააღმდეგო და პირადი ჰიგიენის საშუალებების ზღვაში მოხვედრის შემდეგ. მეორე დამაბინძურებელი ფაქტორია სამრეწველო ნარჩენი წყლები, რომლებშიც ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრია. შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს …

საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს – 2019 წლის კვლევა

ევროკავშირი საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდს მოიცავს. კვლევა ემყარება პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირი საქართველოში ინფორმაციით, მსგავსი კვლევა უკვე ოთხი წელია ტარდება, პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო. მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და …

მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება

„თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა. მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა …

რა მწვავე პრობლემები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას

რა საჭიროებები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას, რა არის მთავარი გამოწვევა და როგორ აპირებენ სკოლები ამ პრობლემების დაძლევას? – საპილოტე კვლევის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი გვესაუბრება. ნინო რევიშვილის თქმით, საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, …

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში. ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში. „გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა …

როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში

სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის …

გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის

რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად. კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ …

მედია მერიას ერჩის – საკრებულოს წევრის მოსაზრება კვლევის პრეზენტაციაზე

„ძალიან საინტერესო და რეალური იყო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“ – ასე შეაფასა  საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ კვლევა, რომელშიც საკრებულოსა და მერიის მუშაობაზე კარგი არაფერი იყო ნათქვამი. თუმცა მან თქვა ისიც, რომ მოსახლეობას არ ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც მათ ინფორმაციის მისაწვდომობის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. საკრებულოს წევრს ჰქონია გამოცდილება, რომელიც სულ სხვას ამტკიცებს. „რაც შეეხება მოსახლეობასთან კომუნიკაციას, პრაქტიკა …

რომელი სასამართლო იყენებს გირაოს ყველაზე ხშირად

აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ყველაზე ხშირად ქუთაისის საქალაქო სასამართლო იყენებს თბილისის, ბათუმის, თელავისა და გორის სასამართლოებთან შედარებით. სასამართლოების მონიტორინგის შედეგებზე დღეს, 19 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ისაუბრეს. საია-ს ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში ქუთაისის სასამართლომ საქმეების 85 %-ში გამოიყენა გირაო, წინასწარი პატიმრობა კი – მხოლოდ 12 %-ში. გირაოს რაოდენობების …

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, …

„მოზარდების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება“ – რაზე საუბრობენ მოზარდები UNICEF-ის კვლევაში

მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას. „თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის …

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …

აგროსექტორში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით არსებული სიტუაციის კვლევა

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს რეგიონალურ (უკრაინა/საქართველო/მოლდოვეთი) პროექტს „სოფლის მეურნეობის რეგიონული პროფესიული განათლების ხელშეწყობა და სოფლის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მცირე გრანტების (Re-granting) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორებია – „საზღვრისპირა თანამშრომლობის ცენტრი“ (უკრაინა – მთავარი პარტნიორი) და „პრო-რეგიონალური თანამშრომლობა“ (მოლდავეთი. …

რა სჭირდებათ ლგბტქ თემის წევრებს საქართველოში

უმუშევრობა, ინტერნალიზებული ჰომოფობია, საცხოვრისის პრობლემა – იმ საკითხების ნაწილია, რაზეც “თანასწორობის მოძრაობის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ლგბტქ ადამიანებმა ისაუბრეს. გამოკითხულებმა განაცხადეს, რომ თემის წევრებს შორის დაპირისპირება და ინტერნალიზებული ჰომოფობია ასუსტებს თემს, საჭიროა მეტი ჩართულობა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ლგბტ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თემი არაა ხილვადი და კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს თავშესაფარი, რომელიც საცხოვრისის პრობლემას დროებით …

სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოში 1500 ბავშვს გამოიკვლევენ

ბავშვებში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა ხვალ, 20 სექტემბერს, დაიწყება. კვლევა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება, მათ შორის, აჭარაში. კვლევის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩაატარებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას ასევე აფინანსებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ტყვიის შემცველობისა და სასმელი წყლის ხარისხის დადგენის გარდა, …

რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლუსმა“ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანაავტორი, გენდერის სპეციალისტი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ კვლევის მთავარი ფოკუსი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე (იგულისხმება კერძო და უფასო სერვისები, რასაც საყოველთაო  დაზღვევის პროგრამა აფინანსებს).  კვლევა, რომელშიც 14 ტრანსგენდერი ადამიანი მონაწილეობდა, 2018 წლის  იანვარ-ივნისში ჩატარდა.  რესპონდენტების განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან  მწირია, განსაკუთრებით …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად დახმარება დასჭირდა

სამი პრიორიტეტული სექტორის გამოსავლენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიუჯეტიდან 120-მდე ლარს დახარჯავს. შესაბამის კვლევაზე სავარუდოდ შპს „სავი“ იმუშავებს. კომპანიამ კვლევის მომზადება სამინისტროს 118 500 ლარად შესთავაზა. კვლევის შესყიდვის მიზნით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 20 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ უნდა გამოავლინოს და შეისწავლოს ეკონომიკის არანაკლებ სამი პრიორიტეტული სექტორი და თითოეული სექტორის არანაკლებ …

აყალბებენ თუ არა პედაგოგები დოკუმენტებს? – ინტერვიუ სქემის მონიტორინგის მენეჯერთან 

არის თუ არა ინფორმირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მხრიდან „პრაქტიკის კვლევის“  სავარაუდო  ყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით და როგორ ამონიტორინგებს ცენტრი სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერი, კახა ჟღენტი საუბრობს. ბატონო კახა, ბოლო პერიოდში პედაგოგები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები ღიად საუბრობენ …

ყიდულობენ თუ არა მასწავლებლები „პრაქტიკის კვლევას“?

„ერთი კითხვა მაქვს, შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ დამიწეროთ კვლევა და თანხა რამდენი იქნება გადასახადი?“- ეს კითხვა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კოლეგებს დაუსვა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სტატუსის ქვემოთ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები წერდნენ, რომ მსგავსი შეთავაზებები, პრაქტიკის კვლევის დაწერასთან დაკავშირებით, მათაც არაერთხელ ჰქონიათ. ტრენერი და განათლების სპეციალისტი ანა კვიჟინაძე წერდა, რომ პრაქტიკის …

Exit mobile version