ბათუმი-სარფის ავტობანის გამო „ორბი ბეტონს“ საკუთრებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, ბათუმში შპს „ორბი ბეტონს“ მიწის ნაკვეთი შესაძლოა ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვან. საუბარია პროექტის არეალში მოქცეულ 78 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ღობესა და ჭიშკარზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანება 2026 წლის 7 აპრილს გამოსცა. „დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, …

ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის ბრძანებას, რომლითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ენუქიძემ ხელი 2026 წლის 2 მარტს მოაწერა. ბრძანება გუშინ, 11 მარტს გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, ექსპროპრიაცია შეეხება: „ჯემალ გოგიტიძის საკუთრებაში …

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ …

მესაკუთრეს ქონებას ჩამოართმევენ ფარნავაზ მეფე – ფიროსმანის ქუჩების შეერთების გამო – ექსპროპრიაცია ბათუმში

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 …

ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა. პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ …

ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩაზე ბათუმის მერია 10 პირისგან სახლებსა და მიწას ითხოვს

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის გაგრძელებას ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩამდე გეგმავს. პროექტის ფარგლებში ქონების დათმობა ათ მესაკუთრეს მოუწევს. საჭიროების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს, რომლებიც შეთავაზებულ კომპენსაციას არ დასთანხმდებიან, სახელწიფო ქონებას ჩამოართმევს, თუმცა ამაზე ჯერ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ექსპროპრიაციის შესახებ კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს. ლეხ და …

ხელვაჩაურში ოჯახს ასახლებენ, კაცმა თავის დაწვა სცადა

ხელვაჩაურში ჯაყელების ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სახლიდან ასახლებენ. სახლი ოჯახს სასამართლო გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციის გზით ჩამოართვეს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს სახლი ხელს უშლის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას. დღეს, 15 ივლისს, ჯაყელების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრის ინფორმაციით, სახლი საჯარო რეესტრში ოჯახს რეგისტრირებული …

ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 223-ში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათ ისე ასახლებენ, რომ ს სამართლიან კომპენსაციას არ აძლევენ. ოჯახის წევრის თქმით, ისინი ამ მისამართზე 30 წელია ცხოვრობენ და ვერც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება მოახერხეს. საქმე ამ ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია. დღეს, 28 მარტს, ამ წუთებში [14:00 სთ] ოჯახის წევრები აქციას …

ხულოში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, დიოკნისში – მესაკუთრეებს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობის გამო დაბა ხულოში, ასევე ხულოს სოფლებში: დანისპარაულში, დიაკონიძეებში და დიოკნისში მესაკუთრეებს მიწას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროექტის არეალში მოექცა, ჯამში 1 133 კვ.მ-ია. აქედან: 168 კვ.მ იწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. № 31-ში მდებარეობს. მესაკუთრე გოჩა პაქსაძე; 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე …

მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის

ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება. „ეს არის საკუთრების უფლების …

ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმში სამ მოქალაქეს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. „საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის …

მოქალაქე: თუ შესაბამის კომპენსაციას არ მოგვცემენ ქონებას არ დავთმობთ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახთან, მათი საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობაზე, ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. სახლი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო აღებაშია. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ დეპარტამენტი ქონების სანაცვლოდ მათ არარეალურ ფასს სთავაზობს. ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია და ნაკაშიძეების სამეზობლოში რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს. „ჩვენი სამსართულიანი სახლი არაობიექტურად შეაფასეს. აქ …

ხულოში მოქალაქეებს მიწას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

ხულოში, მერაბ აბულაძის, იური, ნათია და ნანა შერვაშიძეების, ასევე  შოთა თავართქილაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს: „ამ პროექტის ფარგლებში პირველ ლოტს წარმოადგენს საგზაო მონაკვეთი რომელიც იწყება საავტომობილო გზის მე-80 …

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ …

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა: [checklist] უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები. უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა …

ექსპროპრიაცია ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო 

220 კვ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმი“ – მშენებლობის გამო ბათუმში ექსპროპრიაციას კიდევ 2 ოჯახის საკუთრება დაექვემდებარა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში აღნიშნულია: „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის …

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე, ოცამდე მოქალაქეს ქონებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანებით, „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვოლტი [კვ] საჰაერო ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ქვემოთ მითითებულ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე: მესაკუთრე – დავით გორგაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა 8 ბ, მიწის ნაკვეთი 601 კვ.მ; მესაკუთრეები …

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. …

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა: სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი. დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი …

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭო თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს,  ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 971 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულხან ზუმბურიძეს, შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 817 359 ლარი აქვს მიღებული [სხვა წლების ქონებრივი დეკლარაციები არ იძებნება]. ზუმბურიძე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს. სწორედ სულხან ზუმბურიძის მმართველობის …

სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას …

საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მთავრობასთან გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარაძისგან მოითხოვენ რეაგირებას „უსამართლო კომპენსაციის გამო“. ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებ დაახლოებით 80 ოჯახს საკუთრების დათმობა უწევს ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის გამო. „7 ლარს გვიხდიან კვადრატულ მეტრში. მაგალითად, მე 807 კვადრატულ მეტრში 5600 ლარს მთავაზობენ. სახლს არ …

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი. სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე  ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ …

ქედის სოფელ კორომხეთში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ჩამოერთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა  ექსპროპრიაციის უფლება ქედის რაიონის სოფელ კორომხეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ქემალ და ჟუჟუნა ჯაბნიძეების საკუთრებაშია. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნაკვეთის მთლიანი ფართობი 5000 კვ/მ-ია, თუმცა საექსპროპრიაციო ფართობი აქედან არის 35 კვ.მ. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ …

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …

ქონების ჩამორთმევა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ამჯერად ექსპროპრიაციას დაექვემდებარა შემდეგ მოქალაქეთა კერძო საკუთრება: სულიკო გვიანიძის უძრავი ქონება, მისამართი: ქ. ბათუმი, ხიხანის №1ა [ყოფილი ქ. ბათუმი, ერგე-კაპანდიბი] [მთლიანი ფართობი 3089 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 313 კვ.მ.]; ნაილე კახაბერიძის უძრავი ქონება, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხერთვისი, [მთლიანი ფართობი 3903 …

33 ახალი ქუჩა ბათუმში და მოსალოდნელი ექსპროპრიაცია

ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ადლიის დასახლებაში 33 ქუჩის გაყვანაზე, ასევე არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. „პროექტის შესადგენად დაიხარჯა 80 ათასი ლარი. ქუჩების სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იქნება. ჩვენ გთავაზობთ საბოლოო ვარიანტს,“ – მიმართა საკრებულოს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. ქუჩების გაყვანამდე შემდეგი ეტაპი კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც …

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს. ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის …

კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა იმ ადგილზე სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არგასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ …

როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება – კორუბკინების საქმე

საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, რომელზეც ციტრუსი იყო გაშენებული ბათუმის მერიამ ეკეტერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრეაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. მერიის პროექტი წარმატებით გახორციელდა, თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის …

Exit mobile version