დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2 800 ლარით დააჯარიმა, მოქალაქე ნინო ჯღარკავას მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. მაია დარსმელიძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავდა. მუსიკოსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დეპარტამენტმა დაიწყო, რომელსაც საზოგადოება „სქრინვა-სქროლვის“ დეპარტამენტს უწოდებს.
Tag Archives: დაჯარიმება
„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის. როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა. რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან ან …
13 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმების სახით – სამი კვარტალის მონაცემები
სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში 9 თვეში 13 მილიონ 250 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 176,7 პროცენტია. ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობებში „სხვა შემოსვლების“ სახით არის ასახული. სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში სხვა შემოსავლების 2025 წლის 9 თვის საპროგნოზო მოცულობა 75 მილიონი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ 96 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 128,1%. …
„ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი, რომელიც 80 დღეზე მეტია ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევს, პოლიციამ დღეს, 9 მარტს, 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტების დასაჯარიმებლად პოლიცია უნივერსიტეტში 9 მარტს მეორედ მივიდა. პირველად …
„დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“ – აქტივისტი ზუგდიდში
ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. მარიამ სიჭინავა 13 იანვრის ღამეს, დაახლოებით 22:30 საათზე დააკავეს. „დამაკავეს 13 იანვრის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, გააერთიანა 30 დეკემბრიდან 13 იანვრამდე დაწერილ ოქმებზე საქმეები და განიხილა ჯამში 7 საქმე. მთლიანი სასამართლო პროცესი იყო ცირკი, დარბაზში მყოფი აქტივისტები ბრალდების მხარის ყველა სიტყვას …
Continue reading “„დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით, რომლის გადახდასაც არ ვაპირებ“ – აქტივისტი ზუგდიდში”
სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო
საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს. 8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ. „დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი …
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე „ავტომანქანებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისთვის“ 1000 -1000 ლარით დააჯარიმეს. „ჯარიმა 1000 ლარი, შესამცირებელი ქულა 10“. განმარტება: ქალაქში, ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით“- ვკითხულობთ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილეს ჩააბარა. …
Continue reading “ზუგდიდში აქციის ოცამდე მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს”
ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ორ თვეში 11 413 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა – 11413 სამართალდარღვევა. მათ შორის: 5439 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა; 2724 – ტროტუარზე დგომა; 1979 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; 783 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა; 410 – ველობილიკზე არასწორი პარკირება; 78 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა; 514 …
Continue reading “ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ორ თვეში 11 413 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]”
რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ. ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი]. ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, …
Continue reading “რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში”
195 000 ლარი ჯარიმა გერმანიის მიერ პროფესიულ განათლებაში გამოყოფილი თანხის ვერათვისების გამო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საინვესტიციო პროექტებში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 3.4 მლნ ლარი, რომელიც პროფესიული განათლებისთვის იყო გამოყოფილი, სახელმწიფომ ვერ აითვისა, რისთვისაც 195 000 ლარით დაჯარიმდა. „ბათუმელები“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა თუ რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ გამოყოფილი თანხის ათვისება …
შავი ჯიპი ბათუმის მერიის წინ ტროტუარზე – პარკირების წესების 156 დარღვევა 1 დღეში | ფოტო
დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე. ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, …
კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ჯარიმას აღარ გადაიხდით – მთავრობა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა შეეხება 245 …
„ჭიაკოკონობას“ თუ გამართავთ 500 – 1500 ლარით დაგაჯარიმებენ – გარემოს დაცვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. „1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ …
Continue reading “„ჭიაკოკონობას“ თუ გამართავთ 500 – 1500 ლარით დაგაჯარიმებენ – გარემოს დაცვა”
მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე
დღეიდან, 19 თებერვლიდან, პანდემიის/ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 40 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის განმეორებით დაშვებისთვის, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 1 000 ლარით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა. …
815 პირი დააჯარიმეს კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 11 853 პირი დააჯარიმა – 15 დღეში
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში პოლიციამ სულ 11 853 პირი დააჯარიმა, – აქედან 801 ბოლო 24 საათში. მოქმედი რეგულაციებით პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში. აღნიშნულ პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის სულ 12 966 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 1 113 ფაქტი …
Continue reading “პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 11 853 პირი დააჯარიმა – 15 დღეში”
პოლიციამ ღამის კლუბი 10 -10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა
შსს ინფორმაციით, თბილისში შპს „ინ და ჰაუსი“ 10 ათას – 10 ათასი ლარით დააჯარიმა. პოლიციის ინფორმაციით, იურიდიული პირი ღამის კლუბად მუშაობდა. „დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე …
Continue reading “პოლიციამ ღამის კლუბი 10 -10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა”
ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირი დააჯარიმეს
ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირია დაჯარიმებული, ამკრძალავ ნიშანზე დგომისთვის კი 52 ოქმი შედგა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე ივლისის თვეში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 1729 ოქმი გამოწერა. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი, ბოლო 5 დღის განმავლობაში, 1586 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. 300 ლარით დააჯარიმეს. პოლიციის ინფორმაციით, ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ. „პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ …
Continue reading “ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს”
პირბადის არქონისთვის ბათუმში 2000-მდე მგზავრს ტრანსპორტი დაატოვებინეს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 2000-მდე მგზავრს დაატოვებინეს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი [როგორც ავტობუსი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი, 29 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში]. ამავე პერიოდში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის 103 მოქალაქე დააჯარიმეს. ინსპექციის ინფორმაციით, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია. მუნიციპალურმა ავტობუსებმა და სამარშრუტო მიკროავტობუსებმა ბათუმში მუშაობა 29 მაისიდან განაახლეს. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მუშაობის განახლებიდან დღემდე …
Continue reading “პირბადის არქონისთვის ბათუმში 2000-მდე მგზავრს ტრანსპორტი დაატოვებინეს”
ლავასოღლის 8 მხარდამჭერი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – სასამართლო გადაწყვეტილება
ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, რომლებიც 5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. სასამართლო დღეს, 6 ივნისს გაიმართა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულმა პირებმა გუშინ, 5 ივნისს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის …
Continue reading “ლავასოღლის 8 მხარდამჭერი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – სასამართლო გადაწყვეტილება”
პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 549 პირს ბათუმში ტრანსპორტი დაატოვებინეს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში 36 მგზავრი დააჯარიმეს მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 549 პირს კი პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდიციონერის გამოყენება, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს. ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, …
Continue reading “პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 549 პირს ბათუმში ტრანსპორტი დაატოვებინეს”
23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში]. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური …
Continue reading “23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს”
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს”
22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 17 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 7 570 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 22 მილიონ 710 ათას ლარს გადააჭარბა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო …
Continue reading “22 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც. მგზავრთა გადაყვანისა …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს”
20 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 10 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 795 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 20 მილიონ 385 ათას ლარს გადააჭარბა. [red_box]დაჯარიმებულთა სტატისტიკა[/red_box] ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის …
Continue reading “20 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 7 მაისის 21:00 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის …
Continue reading “74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში “
18 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, 3 მაისამდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სულ 6 205 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 18 მილიონ 615 ათას ლარს გადააჭარბა. დაჯარიმებულთა სტატისტიკა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანუ 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის …
Continue reading “18 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 88 პირი დააჯარიმეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან 1-ლი მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 88 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 88 პირი დააჯარიმეს – შსს”
16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სულ 5 416 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 16 მილიონ 248 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 …
Continue reading “16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
10 მილიონს გადააჭარბა კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა წესების დარღვევისთვის, სულ 3 604 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში 10 მილიონ 812 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 3 ათასი ლარი. კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს …
Continue reading “10 მილიონს გადააჭარბა კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
7 მლნ ლარს გადააჭარბა კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს კომენდანტის საათის დარღვევის, ასევე, სამზე მეტი პირის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვის, მგზავრთა გადაყვანის, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა და კარანტინით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებია. ჯერჯერობით ვერ დავახარისხეთ, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დააჯარიმეს, ამიტომაც საერთო ციფრი ჯარიმის მინიმალური ოდენობის – 3000 …
Continue reading ” 7 მლნ ლარს გადააჭარბა კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
პოლიციამ 204 ადამიანი დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი აპრილის 21:00 საათიდან 2 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 75 მოქალაქე, 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. შსს ცნობით, ამავე პერიოდში …
Continue reading “პოლიციამ 204 ადამიანი დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო”