გარემოსდაცვის განმარტება ბათუმში გაზის მძაფრი სუნის გავრცელებაზე

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნი გავრცელებიდან დაახლოებით სამ საათში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობეს: „გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების …

ხე-ტყის უკანონო მოპოვებით სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, 2017-2019 წლებში ქვეყანას 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ხე-ტყის უკანონო ჭრა არა მარტო ართულებს ტყის დაცვას, საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის ეკოსისტემას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ მეორე დღეს გვხვდება სოციალურ ქსელებში, რომელსაც გარემოზე ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. თუმცა აუდიტის დასკვნები ნათლად …

ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით – გაეროს გენერალური მდივანი კლიმატის ცვლილებებზე

„ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით“, – გააფრთხილა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გლაზგოში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის მიმართ უბიძგებს მას უფსკრულისკენ.  „ექვსი წელი პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმოწერიდან იყო ყველაზე ცხელი ექვსი წელიწადი დაკვირვებათა ისტორიაში,“ –  გუტერეშმა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობა „მკაცრი არჩევანის“ წინაშე დგას – ან …

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

დასაწყისი ანუ ეპიზოდი I: როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით ეპიზოდი II: როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ – ხრეშის ქურდობა გაგრძელება ქვეყნის მთავარ საფულეში – ბიუჯეტში ასობით ათასი ლარი ვერ შევიდა ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის  გამოყენების სანაცვლოდ. კომპანია, რომელიც ჭოროხის ნაპირზე ინერტულ მასალას მოიპოვებს, სახელმწიფო მიწას უკანონოდ იყენებს. თუმცა ამას არ ხედავს …

როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ: ხრეშის ქურდობა – ეპიზოდი II

დასაწყისი: როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I გაგრძელება კანონიერი ქურდების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე – მერაბი ესაუბრა „ბათუმელებს“. ის აგვისტოს თვეში დააკავა ფინანსურმა პოლიციამ „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის“ ანუ ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებამდე, 18 მაისს, მერაბს ინციდენტი ჰქონდა ფინანსური პოლიციის შენობაში. მოტივი – უწყება მისი …

როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ყოველდღიურად ათობით ათასი ლარის ღირებულების ხრეშს იპარავენ. „ბათუმელებმა“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ სერიულ ქურდებს არც პოლიცია უშლის ხელს, არც ფინანსთა და არც გარემოს დაცვის სამინისტროები. კონკრეტული მაგალითებით და ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით მოგიყვებით სქემაზე, რომელშიც ჩართული არიან მძღოლები, გადამზიდავები, პოლიციელები, გარემოსდამცველები, მაღალი თანამდებობის პირები და „კანონიერი ქურდები“ თუ მათი დამხმარეები. „გლეხი …

ზღვაში ნავთობის ჩაღვრისთვის გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში ნავთობპროდუქტი ჩაღვარა. ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ მიეცემა. __________ …

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

ავტორი: ანა თურაძე  ზღვისპირას თუ გაივლით, სანაპიროზე პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის ძველ პარკს აუცილებლად შენიშნავთ. ზღვაში მოხვედრის შემდეგ პლასტმასსა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის საზღვაო ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. რა საფრთხეებს შეიცავს ზღვის პლასტმასით დაბინძურება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე? – ამ თემაზე ასოციაცია „შავი ზღვის …

აჭარაში ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, 2 ფაქტი კი – ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, მოქალაქეები სპეციალური ტექნიკით (ექსკავატორით) მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას – ქვიშასა და ხრეშს.  სამართალდამრღვევებს ჯამში უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ 42 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, …

თურქეთში მარმარილოს ზღვის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდას იწყებენ

თურქული მედიის ცნობით, მარმარილოს ზღვის ზედაპირის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდა დაიწყეს. სტამბოლში 8 ივნისს დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მობილიზაციას მარმარილოს ზღვის ჭარბი წყალმცენარეებისგან გასაწმენდად. „ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს მარმარილოს ზღვას, არ დავტოვებთ მას ბედის ანაბარა“, – განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა. კამპანიაში ერთვება თურქეთში მარმარილოს ზღვის პირას მდებარე შვიდივე ქალაქი, მათ შორის, სტამბოლიც. მარმარილოს ზღვაში ლორწო …

„ცხოვრება საწარმოო ზონაში“ – ბიზნესმენის პასუხი ხალხს, რომელსაც კვამლი აწუხებს

„მოსახლეობა ცხოვრობს საწარმოო ზონაში. მოსახლეობა და საწარმო ერთ ზონაში არ უნდა იყოს. ეს ადგილი საუკუნეა საწარმოო ზონადაა გამოცხადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია MIG-ის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიძე. ეს კომპანია ბათუმში, შანიძის პირველ ჩიხში, აგურებს აწარმოებს. საწარმოს მიმდებარედ 180 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საწარმოს ძლიერი დაკვამლიანება წლებია აწუხებთ. „თავდაპირველად საწარმოს არ ჰქონდა ფილტრი, შემდეგ დავაყენეთ …

რას პასუხობს აგურების მწარმოებელი მოსახლეობას, რომელსაც სახლში მტვრის ბუღი აწუხებს

„ამას მაინც გასდის ბუღი, ამხელა წარმოებას ამუშავებს და ერთი ფილტრი ვერ დააყენა,“ – წერს მოქალაქე იამზე მჟავანაძე სოციალურ ქსელში. ის ბათუმში, აკაკი შანიძის პირველ ჩიხში ცხოვრობს. აქ 180-მდე ოჯახი ცხოვრობს და წლებია აპროტესტებენ ბეტონის საწარმოდან დაკვამლიანებას. შანიძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტის და ამავე ბეტონის საწარმოს შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელსაც წერდა. მაშინ საწარმო კომპანია „გუმბათი აგურს“ ეკუთვნოდა. …

„ჭიაკოკონობას“ თუ გამართავთ 500 – 1500 ლარით დაგაჯარიმებენ – გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. „1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ …

სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“

მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს. „ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“. მეგობრებმა პატარა ბუ …

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკაელა მარკსოვას შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. „ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ.  მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის …

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე

„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი მაღიზიანებს. შემაწუხებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ იმით უნდა მოგვარდეს, რომ უფრო ხშირად ვიმოძრავოთ ქალაქში ფეხით და არა ტრანსპორტით,“ – ამბობს ანრი ხოზრევანიძე, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე. გარემოს დაცვაზე, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ურნაბულ განვითარებაზე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები საუბრობენ. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ბავშვების აზრით, დღეს ყველაზე დიდი …

„2021 წელი გადამწყვეტია ჩვენი პლანეტისთვის“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით – „შერიგება ბუნებასთან“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ამ ასწლეულში შესაძლოა 3 გრადუსით გაიზარდოს, რაც კატასტროფა იქნება კაცობრიობისთვის იმ პირობებში, როცა ცხოველებისა და მცენარეების მილიონზე მეტი სახეობა გაქრობის პირასაა. გაერო წერს, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობები ყოველწლიურად იწვევს 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ხოლო 1,8 მილიონი …

ვეშაპებსა და დელფინებს გადაშენება ემუქრებათ

350-ზე მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ხელს აწერს ღია წერილს და საზოგადოებას ვეშაპებისა და დელფინების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ზღვის ამ ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის საქმიანობით მიყენებული ზიანი გადაშენებით ემუქრება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მეცნიერების თქმით, ვეშაპები და დელფინები შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გადაშენდნენ. მიზეზი ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებაა, რაც ადამიანების საქმიანობითაა …

ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 1002 ფაქტი 6 თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში ასევე გამოავლინეს ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, …

წყალმცენარეები სანაპიროზე პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან – ინტერვიუ

„სანაპიროებზე წყალმცენარეების გაჩენა დაკავშირებულია წყლის რაოდენობის შემცირებასთან, ეს პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან,“ – ამბობს „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე. მას გლობალური დათბობის შესახებ ვესაუბრეთ, რის შედეგებიც უკვე ჩანს. ნინო ჩხობაძე, როგორც ექსპერტი და მესამე სექტორის წარმომადგენელი, ჩართულია ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფში. ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ემისიების შესამცირებლად …

ხრეშის ქურდები პანდემიის დროსაც არ ჩერდებიან

ხელვაჩაურში, სოფელ სინდიეთში, მდინარე მაჭახელაზე სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე კონკრეტული ფიზიკური პირი დააჯარიმეს. მაჭახელადან ინერტული მასალის ამოღებაზე ფეისბუქლაივი მოქალაქე მერაბ ღოღობერიძეს 29 აპრილს ჰქონდა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვიდეოგადაღების დროს ხელი შეუშალეს, 112-ზე დარეკა და შემდეგ მივიდნენ ადგილზე სამართალდამცველები. „…დიდი ხანია მიმდინარეობს …

სკოლებში ახალი საპილოტე პროგრამა GLOBE დაინერგება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამას განათლების სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ. პროგრამა საპილოტეა, რომლის ფარგლებშიც ხუთი სკოლა უნდა შეირჩეს, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 10 სკოლა გადამზადდება GLOBE-ში მონაწილეობის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა GLOBE-ის ადმინისტრირება გლობალურ დონეზე NASA-ს მიერ ხორციელდება. საერთაშორისო ქსელი აერთიანებს სხვადასხვა სასკოლო საფეხურის …

ბრაკონიერმა წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევს ნანადირევი ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად გადაჰქონდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მას მიმალვის საშუალება არ …

ერთ თვეში ტყითსარგებლობის 587უკანონო ფაქტი გამოვლინდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე …

ცხოველები დაცული ტერიტორიებიდან ფოტოხაფანგში

საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ფოტოხაფანგები ცხოველებს მათ ბუნებრივ გარემოში გვაცნობს. ზოგი ფოტო ისეა გადაღებული, იფიქრებთ, რომ ცხოველი კამერის წინ საგანგებოდ პოზიორობდა. ეს კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი …

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 594 ფაქტი ერთ თვეში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში …

ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა. იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი. „ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 24 ფაქტი დაფიქსირდა

აჭარაში სექტემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი – 97 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 261 შემთხვევიდან 13 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 მ3–მდე ხე-ტყე. ასევე დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 21 ფაქტი, მათ შორის, ორი – თბილისის ტერიტორიაზე. ასევე, ამოღებულია 21 …

ხელვაჩაურსა და შუახევში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

101 წიწვოვანი და 13 კაკლის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი ხელვაჩაურსა და შუახევში გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ხეების ჭრა და შემდეგ მათი ტრანსპორტირებაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს. შუახევის მუნიციპალიტეტში გარემოსდამცველებმა აღმოაჩინეს 2  დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც. დაწყებულია გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღინიშნავენ

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე. „დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით. პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების …

ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას

„ეს არის 10 ლარი იმ ადამიანისთვის, ვინც მე პლასტიკის პარკით დამინახავს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელიც ნარჩენების შემცირებას შეეხება. „გარემოს ქმნი შენ“ – კამპანიის ფარგლებში მომზადებულ  ერთწუთიან ვიდეორგოლში კარლ ჰარცელი საუბრობს თითოეული ადამიანის წვლილზე, გარემოს დაცვაში და ნარჩენების შემცირების საქმეში. „ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ …

ფოცხვერი და შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში [ფოტო]

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულმა პარკმა ფოტოხაფანგის მიერ პარკის ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკები ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მარშრუტებია ბუნების მოყვარულთათვის.

ბათუმის მერია დახარისხებულ ნარჩენებს გაყიდის

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტთან ნარჩენების დახარისხების სტენდი განთავსდა. ნარჩენების დახარისხების სტენდებთან, ურნებში, შესაძლებელია ქაღალდის, შუშის, პლასტმასისა და ალუმინის დახარისხებული ნარჩენების განთავსება. ბათუმში ასეთი სულ ხუთი სტენდია – უნივერსიტეტთან, #1 საჯარო სკოლასთან, საბაგირო „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, დელფინარიუმთან და აკვაპარკის მიმდებარედ. ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ უფროსის, დავით დუმბაძის თქმით, სტენდებზე დახარისხებული ქაღალდის, მინისა და …

ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი.  პირველი აპრილიდან ანუ დღეიდან,საქართველოში მხოლოდ ასეთი [ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი] პარკების …

კვლევა შავ ზღვაში თევზის რესურსის დასადგენად

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზის მარაგების შესწავლა იწყება. სამეცნიერო გემი, რომელმაც სარეწაო რესურსების აკუსტიკური კვლევა უნდა ჩაატაროს, ბათუმის პორტში 18 დეკემბერს შემოვიდა. აკუსტიკურ კვლევასთან ერთად,  სპეციალისტების თევზის რესურსსაც შეაფასებენ. თურქ მეცნიერებთან ერთად გემზე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი ქართველი თანამშრომელიც იქნება. მეცნიერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რვა დღის განმავლობაში ჩაატარებენ კვლევებს. “შავი ზღვის  მონიტორინგის განხორციელება …

აკრძალული ცელოფნის პარკების ქსელიდან ამოღებაზე ბათუმში 759 ობიექტია გაფრთხილებული

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში, მონიტორინგის ჯგუფმა აკრძალული ცელოფნის პარკების ქსელიდან ამოღების შესახებ ბათუმში 759 ობიექტი გააფრთხილა. „ამჯერად ვაგრძელებთ ობიექტების გაფრთხილებას. გაფრთხილებული ობიექტების ხელახლა შემოწმებას კი, ალბათ, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ. ობიექტი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად აკრძალული პარკები მაინც იქნება რეალიზაციაში, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – გვითხრეს მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. მაღაზიის მესაკუთრე …

Exit mobile version