მთავარი,სიახლეები

„ცხოვრება საწარმოო ზონაში“ – ბიზნესმენის პასუხი ხალხს, რომელსაც კვამლი აწუხებს

13.05.2021
„ცხოვრება საწარმოო ზონაში“ – ბიზნესმენის პასუხი ხალხს, რომელსაც კვამლი აწუხებს

„მოსახლეობა ცხოვრობს საწარმოო ზონაში. მოსახლეობა და საწარმო ერთ ზონაში არ უნდა იყოს. ეს ადგილი საუკუნეა საწარმოო ზონადაა გამოცხადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია MIG-ის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიძე. ეს კომპანია ბათუმში, შანიძის პირველ ჩიხში, აგურებს აწარმოებს. საწარმოს მიმდებარედ 180 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საწარმოს ძლიერი დაკვამლიანება წლებია აწუხებთ.

„თავდაპირველად საწარმოს არ ჰქონდა ფილტრი, შემდეგ დავაყენეთ ფილტრი, მაგრამ ისევ ბუღი გამოდის. როცა ცემენტს ტვირთავენ, აქ საშინელი მდგომარეობაა, ყველა აპროტესტებს ამას და თუ ყურადღება არავინ მოგვაქცია, საწარმოსთვის გზის გადაკეტვას არ გამოვრიცხავთ,“ – ამბობს შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრები იამზე მჟავანაძე.

„ფილტრი გამართულად მუშაობს, ვიზუალურად შესაძლოა ჩანს კვამლი, მაგრამ გარემოს ზედამხედველობამ დაახლოებით ერთი წლის წინ შეამოწმა, როცა ფილტრი დავაყენეთ… ვაღიარებთ, რომ იყო პრობლემა, როცა დიდ ოდენობას ვტვირთავდით, მაგრამ ახლა ამასაც ვითვალისწინებთ,“ – გვითხრა აგურის საწარმოს მფლობელმა, გიორგი აბაშიძემ.

შანიძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტის და ამავე ბეტონის საწარმოს შესახებ „ბათუმელები“ 2017 წელსაც წერდა. მაშინ საწარმო კომპანია „გუმბათი აგურს“ ეკუთვნოდა. 2018 წლიდან ბეტონის საწარმო MIG-ის საკუთრებაა.

გარემოს ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ საწარმოს საქმიანობის შესახებ დაინტერესდებიან.

_____

მთავარი ფოტო: იამზე მჟავანაძე, MIG-ის საწარმოს დაკვამლიანება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: