ბათუმის ცენტრალური პარკი სამართავად ბოტანიკურ ბაღს გადასცეს

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია მერიამ სამართავად ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ გადასცა. შესაბამისად, პარკში კომერციულ და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეს ა(ა)იპი მიიღებს. შეათანხმა თუ არა მერიამ გადაწყვეტილება საკრებულოს არ ვიცით, საკითხი საჯარო სხდომაზე არ განუხილავთ. ბათუმის საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, ვაჟა დარჩიამ გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: „პირველად მესმის, ჩვენთან მსგავსი საკითხი არ …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტუალეტი არც ამ სეზონზე იქნება – რა უნდა გაკეთდეს 345 ათას ლარად

ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია არსებული საპირფარეშოს შენობის რემონტი, პარკის შესასვლელში [კოლონადებთან] მდებარე ხის შენობის დაშლა და ახლის, ლითონისა და სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით აშენება, პარკში არსებული ერთ-ერთი ჯიხურის რემონტი და დამატებით ერთი კონსტრუქციის, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 345 ათას 269 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 12 …

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს საიჯარო წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი 13 ივნისს გამოცხადდა და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს მერია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებებით ყოველ წელს სეზონურად ასხვისებს. ინდივიდუალური მეწარმეები მერიასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აქ ძირითადად ყავის, ნაყინის და ბატი-ბუტის, საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი …

რატომ ჩადგეს შუშის შენობა ბათუმის ცენტრალურ პარკში – მერია კითხვებს არ პასუხობს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, იქ, სადაც საბავშვო ატრაქციონებია განთავსებული, შუშის შენობა ჩადგეს. შენობის ფართობი დაახლოებით 200 კვ მეტრია. ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, შესაბამისად, არც პარკის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, რის გახსნას გეგმავენ შენობაში. შენობა რკინისა და შუშის გამოყენებით, მსუბუქი კონსტრუქციით მოუწყვიათ, ამიტომ მშენებელს ნებართვის მისაღებად სტანდარტული პროცედურის გავლა არ მოუწევდა – კანონი მსუბუქი …

რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადების უკან, შუა მინდორში ბეტონი დააგეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით აქ ჰაერის მონიტორინგის ჯიხური უნდა განთავსდეს.  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიას დავუკავშირდით. ბათუმის მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვაწოდა პასუხი კითხვებზე – რა შენდება ამ ადგილზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი და სამუშაოები შეთანხმებულია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურებთან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ …

უკრაინელები ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობის აკრძალვას ითხოვენ – აქცია ბათუმში

დღეს, 26 მარტს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის აკრძალვას, მათ შორის, ნეიტრალური დროშის ქვეშ. „უკრაინას ახლა სჭირდება საერთაშორისო საინფორმაციო რეზონანსი, რათა დაიბლოკოს რუსეთისა და ბელორუსის მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში,“ – აცხადებენ უკრაინელი აქტივისტები. საერთაშორისო აქცია სხვადასხვა ქვეყნის …

ბათუმის ცენტრალური პარკიდან სავაჭრო ჯიხურები გააქვთ

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის ცენტრალურ პარკში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. მათი განცხადებით, სავაჭრო ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ. „ამ წლიდან ეს ობიექტები არის უკვე უნებართვო. ჩვენ გავაფრთხილეთ მეპატრონეები, მაგრამ არ გაიტანეს ჯიხურები, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას გააქვს  მერიის საწყობში“, – თქვა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ მესხიძემ. მესხიძის თქმით, პარკის ტერიტორიიდან 8 ჯიხური …

გაშიშვლებული დენის კაბელები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს. დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული. პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო …

ბათუმის ცენტრალურ პარკში საკურას ხეები დაავადდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბის მარჯვენა მხარეს გაშენებული საკურას ხეები დაავადდა. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უთხრეს, საკურას მავნებელი მწერი, ამერიკული პეპელა გაუჩნდა. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, მავნე მწერების წინააღმდეგ მცენარეებს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე წამლავენ. „მცენარეები ბიფეტრონის შემცველი ინსექტიციდით იწამლება. 20 დღეა, რაც შევნიშნეთ დაავადება და პერიოდულად უტარდება მცენარეებს შეწამვლა,“- გვითხრეს მერიაში. მერიის …

სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში

სარეკლამო აბრა რუსულ ენაზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში კომპანია „სინევოს“ აქვს განთავსებული, გამოსასვლელთან კი – მხოლოდ ინგლისურად. იმის მიუხედავად, რომ კანონი ითხოვს სარეკლამო ბანერზე ინფორმაცია აუცილებლად იყოს განთავსებული სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულ ენაზეც, ბათუმის ცენტრში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, ამ სამართალდარღვევაზე ბათუმის მერიამ რეაგირება დღეს, 4 აგვისტოს, მას შემდეგ მოახდინა, როცა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას. თუმცა …

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასს ზრდის

ბათუმის მერია, ცენტრალურ პარკში კომერციული ფართობების ფასი განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო შესაბამის განკარგულებას დაამტკიცებს, 1 კვ. მეტრის საიჯარო ფასი 200 ლარი იქნება. შესაძლოა ეს ფასი ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში გაიზარდოს კიდეც. ამ დრომდე ფასი 150 ლარი იყო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საიჯარო ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საპრივატიზებო ფასის მიხედვით გამოიანგარიშეს. მერიის ინფორმაციით, პარკის …

ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად დაიწყო ტბაში წყალმცენარეების გამრავლება და ტბის დაბინძურებაც ამას უკავშირდება. „ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს როგორც ნურის, ასევე არდაგანის ტბაზე. ნურის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად ხდება დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად, შენარჩუნდება წყლის შესაბამისი ეკოლოგიური …

დამტვრეული სანაგვე ურნები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დამტვრეულია თეთრი ქვის სანაგვე ურნები. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ უკვე მიმართეს პოლიციას შემთხვევის გამო. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში პარასკევს სამი სკამიც დაამტვრიეს, რომლებიც ახლით უკვე ჩაანაცვლეს. ცენტრალურ პარკში სკამების დაზიანების შემთხვევა ადრეც იყო, პოლიციამ მაშინაც დაიწყო მოკვლევა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი. პარკში ახალი ქვის სკამები და …

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების ნაწილმა ფერი შეიცვალა – წვიმისა და თოვლის შემდეგ სკამები გათეთრდა. დღეს, 31 იანვარს, პარკიდან სკამები გაიტანეს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფერის შეცვლის მიზეზი საღებავი გახდა და სკამები ხელახლა შესაღებად წაიღეს. „ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანია – „თითოეულ პროექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მსგავსი …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს – რას ამბობენ მერიაში

ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე თვის წინ ახალი ქვის სკამები დაამონტაჟეს. ამ სკამებიდან ერთ-ერთი სკამი უკვე დააზიანეს. ქვის სკამის ერთი მხარე მთლიანად ჩამომტვრეულია. ამ ერთ სკამში ბათუმის მერიას 4500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ცალი. „ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ დაიწყო მოკვლევა ფაქტზე. თავდაპირველად მერიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდნენ, მოგვიანებით კი ასეთი განცხადება …

ქვის მაგიდა და 2 სკამი პარკში 6500 ლარად – კიდევ რა იყიდა ბათუმის მერიამ 1 მილიონად

რატომ ჩათვალა ბათუმის მერიამ, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკს ქვის ახალი სკამები სჭირდებოდა და ბათუმელებს მოეწონებოდათ ის დიზაინი, რაც მერიამ ერთპიროვნულად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეარჩია? – კითხვა 3 დეკემბერს, ბათუმის მერიაში უპასუხოდ დატოვეს. ბათუმის მერიამ ცენტრალური პარკისთვის ახალი ინვენტარის შესაძენად 1 მილიონ ლარამდე, ზუსტად კი, 997 600 ლარი დახარჯა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულიც …

როგორი სკამები, მონუმენტები და ველოსადგომი განთავსდება ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალ საბაღე სკამს ეტაპობრივად განათავსებენ, მათ შორის, სანათიან სკამებს. პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა. პარკის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა პინგპონგის ორი მაგიდა და ქვის  სკამები. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალური პარკის კეთილმოწყობასა და შესაბამისი ინვენტარის განთავსებაზე, ასევე საბაღე სკამებისა და სხვადასხვა სახის დასაჯდომის შესყიდვა/განლაგებაზე …

როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ამჯერად 789 809 ლარია გამოყოფილი. წინა ტენდერი, რომელიც 250 137 ლარით იყო გამოცხადებული, კომისიამ შეწყვიტა. ოქმში ამის მიზეზად მითითებულია, რომ იცვლებოდა პარკის განათების გეგმა. ახალი ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალურ პარკში დამატებით ნეონის განათება მოეწყობა – ნეონის მანათობელ ლენტებს ბილიკების გასწვრივ დაამომტაჟებენ. ტბის გარშემო მოეწყობა ასევე დეკორატიული სანათები. ახალ …

ცენტრალური პარკის განათებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალური პარკი ბოლო რამდენიმე თვეა ჩაბნელებულია. პარკის გარეგანათების მოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 სექტემბერს გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 250 137 ლარია გამოყოფილი. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. გარეგანათების მოწყობა პარკში ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. პირობის მიხედვით, „ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკულპტურის, „ფოსტის“ განთავსება სურთ

ხვალ, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულო აპირებს განიხილოს ბათუმის ცენტრალურ პარკში „ფოსტის“ მონუმენტის განთავსების საკითხი. ინიციატივა „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის მერიას მიმდინარე წლის 20 იანვრს მიმართა წერილით. მონუმენტი სიმაღლეში 2.6 მეტრი იქნება. დოკუმენტში, რომელიც საკრებულომ უნდა განიხილოს, ნათქვამია, რომ მონუმენტის განთავსების საკითხზე, მერის სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც იმსჯელა [ ეს სათათბირო ორგანო …

წიგნის ფესტივალი ბათუმში [ანონსი]

2019 წლის 29 და 30 ივნისს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში „წიგნის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალს წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ჩაატარებს. ორგანიზატორების განცხადებით ბათუმელ მკითხველს „წიგნის ფესტივალის“ ფარგლებში საშუალება ექნება წიგნები შეიძინოს განსაკუთრებული ფასდაკლებით; გაეცნოს ახალ გამოცემულ წიგნებს. ადგილზე იქნება მოწყობილი სამკითხველო სივრცე და საბავშვო კუთხე. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება …

ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტს დადგამენ

„კვირკველიების საგვარეულო კავშირს“ ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის უთხოვია. წერილობით მიუმართავთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძისთვისაც, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზეა. მერთან შუამდგომლობა სთხოვეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. განათლების კომისიის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში კვირკველიების საგვარეულო კავშირი წერს, რომ ბათუმის გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით, ექვსი ძირი მაგნოლიის ხე შეიძინეს …

ბათუმში 10 აგვისტოს ხელოვნების ფესტივალი იწყება

10 აგვისტოს ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI დაიწყება, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. ბათუმის ცენტრალურ პარკში მოეწყობა მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენები. „ფესტივალი უმასპინძლებს ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგას ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქეებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს. ფესტივალზე ნახავთ ქართველი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერკლასებს, შოუპროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებისა და სილამაზის ატმოსფეროში გადაგიყვანთ,“-ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები. ფესტივალზე დაგეგმილია …

გარემოს სააგენტო: თვის ბოლოს ცნობილი გახდება ბათუმში ტბების წყლის კვლევის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა  ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ნურისა და არდაგანის ტბებში თევზების დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით განახორციელეს ტბების კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა. კერძოდ, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები. სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი. სპეციალისტები მოამზადებენ ტბების …

ბათუმის ცენტრალურ პარკში გაყიდულ საპირფარეშოს მერია ხელმეორედ გაყიდის

ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე საპირფარეშო ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის აპრილში გაიტანა. საწყისი ფასი 1160 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 116 ლარი, ელექტრონულ ვაჭრობაზე ეს თანხა 12 064 ლარზე ავიდა. მყიდველმა ის ათწლიანი სარგებლობის უფლებით შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მყიდველმა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე უნდა განახორციელოს საპირფარეშოს …

ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში. „…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს …

რა აშენდება ბათუმის ზოოკუთხის ადგილზე – ლაშა კომახიძის განმარტება

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის გადატანაზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მერმა განაცხადა, რომ ზოოკუთხის გადატანის შემდეგ ამ ადგილზე მაღლივი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება. „…გაჟღერდა, კომახიძე ცდილობს ზოოპარკის გადატანასო. დიახ, ვცდილობ იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე აუტანელია სუნი და ხმაური. გარდა ამისა, იქ მყოფი ცხოველებისთვის აუტანელია იმ პირობებში ყოფნა, ამიტომ …

ახალი ნავები და კაიაკები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ექვს ერთადგილიან და ორ ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] ყიდულობს. სააგენტომ მათ ბაზაზე არსებული 7-8 ძველი ნავებიც შეაკეთა, ახალ ნავებს კი ორ თვეში მიიღებენ. ჯამში ბათუმის ცენტრალურ პარკში 12 ახალ ნავთან ერთად ოცამდე ნავი იქნება. „მათგან ორი ნავი გათვლილია პარაოლიმპიელებისთვის (შშმ …

ესკიზი კოლონადის, რომელსაც ნურიგელის ტბასთან დადგამენ – ტენდერი

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნავსადგომთან, კოლონების აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 6 ათასამდე ლარს გადაიხდის. ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ დაზუსტდება, რამდენი დაიხარჯება კოლონადის აღსადგენად, თუმცა გადაწყვეტილია, რომ კოლონები იქნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციის. სააგენტოს კოლონადის ესკიზი, პირდაპირი წესით, უკვე შესყიდული აქვს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას სააგენტო ტენდერის მეშვეობით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება 2018 წლის 5 მარტს დაიწყება …

ნურიგელის ტბისთვის 30 ათას ლარად სპორტულ კანოეს და კაიაკებს შეიძენენ

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 4 ერთადგილიან და 2 ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] შეისყიდის. კანოესა და კაიაკების შესაძენად 30 ათასი ლარია გათვალისწინებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნავები, რომლებსაც ბათუმის ცენტრალური პარკის ტბისთვის [ნურიგელის ტბა] ყიდულობენ, სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის სჭირდებათ. მთავარი ფოტო: ნურიგელის ტბა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან ამავე თემაზე: …

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადება

მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ბათუმის საკრებულოს 15 თებერვლის მორიგი სხდომის ჩანაწერის დამონტაჟებული ვიდეო-მასალა, თითქოსდა ე.წ. „6 მაისის პარკს“ ეწოდა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის სახელი. აღნიშნული მასალა მიზნად ისახავს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და არის სრული დეზინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 15 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრთა 19 ხმის მხარდაჭერით, …

ენმ-ის წევრი პროტესტის ნიშნად 6 მაისის პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებას ითხოვდა

ბათუმში მდებარე 6 მაისის პარკს სახელი გადაერქვა და ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღეს, 15 თებერვალს, მიიღო, რაც  სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარკს “6 მაისი”  თავის დროზე 2004 წლის მოვლენების აღსანიშნავად ეწოდა – 2004 წლის 6 მაისს ე.წ. აჭარის რევოლუციის შემდეგ, ბათუმი ყოფილმა მმართველმა, ასლან აბაშიძემ დატოვა. პარკის სახელის გადარქმევას საკრებულოში …

ბათუმში 6 მაისის პარკს სახელს შეუცვლიან

ექვსი მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევაზე ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიაში უკვე იმსჯელეს და საკითხის განხილვას ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ. სხდომაზე იმსჯელებენ ასევე პარკის მისამართის განსაზღვრაზე. „6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების ინიციატივით საკრებულოს განათლების კომისიას გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ მიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. „6 მაისის …

Exit mobile version