მთავარი,სიახლეები

როგორი სკამები, მონუმენტები და ველოსადგომი განთავსდება ბათუმის ცენტრალურ პარკში

05.11.2021 • 3633
როგორი სკამები, მონუმენტები და ველოსადგომი განთავსდება ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალ საბაღე სკამს ეტაპობრივად განათავსებენ, მათ შორის, სანათიან სკამებს. პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.

პარკის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა პინგპონგის ორი მაგიდა და ქვის  სკამები.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცენტრალური პარკის კეთილმოწყობასა და შესაბამისი ინვენტარის განთავსებაზე, ასევე საბაღე სკამებისა და სხვადასხვა სახის დასაჯდომის შესყიდვა/განლაგებაზე ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერში  კომპანია შპს „გეოლოდმა“ გაიმარჯვა.

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახალი სკამები, მაგიდები, ურნები და მონუმენტები 2021 წლის 10 დეკემბრამდე უნდა განთავსდეს. საამისოდ ბიუჯეტიდან 997 600 ლარი დაიხარჯა.

შავი, ქვისგან ჩამოსხმული საპიკნიკე მაგიდა

ასე გამოიყურება დანარჩენი ინვენტარი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:

ბაზალტის ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამი

ქვისგან ჩამოსხმული ველოსადგომი

ქვისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამი

ქვისგან ჩამოსხმული პუფი

ქვისგან ჩამოსხმული სკამი

ქვისგან ჩამოსხმული სკამი

ზურგიანი სკამი „სმარტ“-3

ზურგიანი სკამი „სპრინგ“

რკინისგან დამზადებული სკამი

ქვის სკამი ბეჟი ფერის ტრავენტინის ეფექტით ხისფაქტურებიანი WPC ძელაკებით

ქვისგან ჩამოსხმული სკამი

წითელი ქვის გრანულებისგან ჩამოსხმული ზურგიანი სკამი

მონუმენტები:

შავი ქვისგან ჩამოსხმული ქანდაკება, შიგნით ჩამონტაჟებული დეკორატიული ლედგანათებებით

შავი ქვისგან ჩამოსხმული ქანდაკება „ბიჭი წიგნით”

პარკში განთავსდება ორი ახალი დიზაინის ნაგვის ურნა:

ურნა თერმომოდიფიცირებული ხის ძელებითა და საკეტიანი რკინის კარებით, ურნაში მოთავსებული უნდა იყოს თუნუქის ნაგავშემკრები კონტეინერი. ურნის თავზე დამონტაჟებულია საფერფლე.

ბეჟი ქვისგან ჩამოსხმული ურნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: