უკრაინის ქვეითი ძალები აგრძელებენ ტაქტიკურ შეტევას რუსული პოზიციების წინააღმდეგ სოფელ რაბოტინოს აღმოსავლეთით – წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაზვერვა დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასევე ახორციელებენ ზეწოლას რუსეთის პოზიციებზე ბახმუტის სამხრეთით და მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკას შორის.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა ფრონტის სხვა სექტორებიდან ძალები გადაიყვანა სამხრეთში, რათა შეცვალოს ნაწილები რაბოტინოს მახლობლად.
ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ასეთი გადანაწილება ზღუდავს რუსული არმიის შესაძლებლობას განახორციელოს შეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზის სხვა ნაწილებში. ეს გადანაწილება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ზეწოლას განიცდიან რობოტინოს გარშემო, – აღნიშნულია ანგარიშში.
აგვისტოს ბოლოს უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს ოკუპაციისგან სოფელი რობოტინო ზაპოროჟიეს ოლქში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.
შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინას მიაწოდოს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რაც მას საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის ჯარებს, ფრონტის ხაზის უკან, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში.
ამის შესახებ ამერიკული ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ისინი გზაშია”, – თქვა ტელეკომპანიასთან ინფორმირებულმა წყარომ, თუმცა დასძინა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების გეგმები შესაძლოა შეიცვალოს ოფიციალურ განცხადებამდე. მეორე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რაკეტების გადაცემის საკითხი „განიხილება” და რომ ATACMS-ის სისტემები, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მომავალ პაკეტში მოხვდება, თუმცა, რაკეტების მიღებამდე შეიძლება თვეები გავიდეს.
ადრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, მიუხედავად კიევის მოთხოვნისა, უარი თქვა ATACMS სისტემების უკრაინაში გადაცემაზე, რომელთა სროლის დიაპაზონი, მოდიფიკაციის მიხედვით, შეიძლება აღემატებოდეს 300 კილომეტრს.
თუმცა, როგორც ABC News-ი წერს, უკრაინის კონტრშეტევის ფონზე ვაშინგტონში გაიზარდა პოლიტიკური ზეწოლა სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით, ბრძოლის ველზე მეტი პროგრესის დანახვის სურვილით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 268 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
ტანკი – 4 544 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 8 739 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 5 789 ერთეული [+36]
MLRS – 757 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 508 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 588 ერთეული [+18]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 8 298 ერთეული [+34]
სპეცტექნიკა – 870 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
467 თვითმფრინავი
248 ვერტმფრენი
6 540 უპილოტო საფრენი აპარატი
436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 306 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 840 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„4 დამეწყრილი ოჯახი გავასახლეთ,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
მეწყრული პროცესები გურიაში და ქობულეთის რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით გააქტიურდა. ქობულეთის სოფელ კონდიდში მეწყერი ჯაფარიძეების სახლში შევარდა. დღეს, 8 სექტემბერს კიდევ 3 დამეწყრილი ოჯახი გაუსახლებიათ ქობულეთის სოფლებიდან ზენითი და სოფელ-ქობულეთი.
ქობულეთის მერიის პრესცენტრის მონაცემებით, დღის განმავლობაში ქობულეთის მერიაში სულ 130 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, 50 მეწყრის ჩამოწოლას, ან მეწყრული პროცესის გააქტიურებას უკავშირდებოდა, დანარჩენი კი, წყალდიდობის შედეგად სახლების დატბორვას.
მეწყრის და სახლების დატბორვის შედეგად მიღებული ზარალის აღწერის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
სექტემბრის პირველი კვირა ლისინ ივენთმა და ბათუმი ფესტივალმა სპორტულ აქტივობებს დაუთმო. გუშინ, 7 სექტემბერს ლისინ ივენთისა და ბათუმი ფესტივალის სპონსორობით გამართული ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატის, „ოქროს ბურთი“–ის გამარჯვებული გამოვლინდა.
ჩემპიონატში თბილისის გუნდმა, STU-მ გაიმარჯვა, მეორე ადგილი გუნდმა ბათუმმა, ხოლო მესამე ადგილი უკრაინამ დაიკავა.
„ჩვენი კომპანიისთვის, როგორც ბათუმის დინამოს სპონსორისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობა. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს, დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტული აქტივობებითა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და სპორტსმენების განთავსებისთვის სასტუმრო Best Western Premier Batumi-ის.“ – აცხადებს ლისინ ივენთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თათული ჯანჯღავა.
ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მხარდაჭერით, 9 სექტემბერს, 19:00–დან გაიმართება ქვიშის ფრენბურთის კიდევ ერთი სანახაობრივი ფინალური ტურნირი, „კორტის მეფე“. ტურნირის ფინალს შოუს ელემენტები ექნება, ასევე გაიმართება ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მრავალფეროვანი პერფორმანსები, მათ შორის ცეცხლის შოუ, ილუზიონისტი და იოიოს პერფორმანსი.
„ლისინ ივენთის და ბათუმი ფესტივალის მიზანია, აჭარის რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის. ბათუმი ფესტივალის გამოცდილებით, ტურისტების დიდი ინტერესი დავინახეთ მსგავსი პერფორმანსების მიმართ, შესაბამისად, ლისინ ივენთის ქუჩის პერფორმერების გუნდი ქვიშის ფრენბურთის ფინალურ ტურნირზეც მოვიწვიეთ“.
სპორტული კვირეული ლისინ ივენთისთვის ამით არ სრულდება. ბათუმი ფესტივალი სპორტული ჩვენებების დიდ ეკრანზე საყურებლად გეპატიჟებათ. დღეს, 8 სექტემბერს, 20:00–ზე ბათუმი ფესტივალის დიდ ეკრანზე გაიმართება საქართველო–ესპანეთის ფეხბურთის მატჩის ტრანსლაცია. 9 და 10 სექტემბერს კი ბათუმი ფესტივალი რაგბის მოყვარულებს გიწვევთ, 9 სექტემბერს 20:00–დან საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, ხოლოდ 10 სექტემბერს უცხოეთის ნაკრებების, სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია და უელსი – ფიჯი საყურებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 სექტემბერს, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.
„გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.
ოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყრებმა გურიაში ათამდე სახლი დაანგრია. დაიტბორა ქობულეთი, ურეკი და სხვა ადგილებიც.
მეწყერი ჩამოწვა ქობულეთის სოფლებშიც. დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
„პუტინმა მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია“ – თქვაზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ეს უბრალოდ ერთი ტერორისტით ნაკლებს ნიშნავს.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსების სულისკვეთება დაეცა, რადგან ისინი ვაგნერელების უკან იმალებოდნენ და მათ წინ უშვებდნენ ისე, რომ უკან დაბრუნება არ შეეძლოთ.
„ჩვენთვის ეს ნამდვილად პლუსია”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
„რთული ბედის ადამიანი იყო“ – თქვარუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელმაც ორი თვის წინ წარუმატებელი აჯანყება წამოიწყო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოკლეს.
საგრანტო კონკურსი ნაწილია პროქტისა „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ და ამ მიზნით პროექტი გამოყოფს 48 ათას ევროს. პროექტი ხორციელდება GIZ-ის კლიმატის საერთაშირისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკის საქმეთა და კლიმატის ცვლილების ფედერალური სამინისტროსა (BMWK) და ფედერალური საგარეო საქმეთა ოფისის (AA) ფინანსური მხარდაჭერით.
ამავე პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ 6-7 სექტემბერს აჭარაში გაიმართა სემინარი მასპინძლობის სექტორში მომუშავე სასტუმროების წარმომადგნლებისათვის. სემინარზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით, ასევე, მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიები და მათი ხარჯსარგებლიანობას და დსაფინანსების წყაროები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტის უფროსი თინათინ ზოიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი მაია ცხვარაძე, ექსპერტები და მკვლევრები ენერგოეფექტურობის საკითხებში, განახლებად ენერგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სესხებს გასცემენ ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის განვითარების პროექტებისთვის და 25-მდე მცირე და საშუალო სასტუმროს წარმომადგენელი ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.
„სემინარი რამდენიმე მიმართულებით იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საინტერესო იყო ის, რომ უშუალოდ სფეროს ექსპერტებისგან, პროფესიონალებისგან და სფეროში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, თუ ტექნიკურად როგორ ხდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და მცირე და საშუალო ზომის სასტუმრობში მათი გამოყენბის რა შესაძლებლობები გვაქვს.
ასევე, მნიშვნელოვანია მსგავსი პროქეტი და საგრანტო კონკურსი მცირე ბიზნესის ფინასნური ხელშეწყობისთვის. ეს დაგვეხმარება იმაშიც, რომ მეტად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე. ჩემთვის საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მწვანე ენერგიისა და ენერგოფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.
დალი ზოიძე 33 წელია ფარმაცევტია. ამ დროის განმავლობაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ის ეხმარება ადამიანებს და საჭირო ინფორმაციას აწვდის. მას ბათუმში, პსპ-ს #93 აფთიაქში, გორგილაძის #93-ში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ.
დალი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ?
მე ვარ დალი ზოიძე, პროფესიით ფარმაცევტი.
როგორ მოხვდით პსს-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?
33 წელია ფარმაციის სფეროში ვსაქმიანობ, აქედან 15 წელია, რაც პსპ-ში ვარ.
7 წელი ქობულეთში, კერძო აფთიაქში ვმუშაობდი და დიდი სურვილი მქონდა, პსპ-ს აფთიაქში მოხვედრის. როგორც კი გავიგე, რომ ვაკანსია იყო, მაშინვე გავაგზავნე CV, გავიარე გასაუბრება, ტესტირება და სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა. ამიხდა ოცნება და ასე გავხდი ფარმაცევტი და მუშაობა გოგებაშვილის ფილიალში დავიწყე.
ახლა ვმუშაობ 93-ე აფთიაქში, გორგილაძის ქუჩაზე. ცოტა დრო არ არის, 15 წელია აქ ვარ, ვემსახურები ჩემს საქმეს და მიყვარს ჩემი პროფესია.
რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია? თუნდაც იმიტომ, რომ თუ აფთიაქში ადამიანი ცუდად გახდება, დაეხმაროთ. გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ადამიანებთან ურთიერთობა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ყოველთვის ვცდილობ, გავიგო რა უჭირთ და რა სჭირდებათ ჩემს მომხმარებლებს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარები და ვზრუნავ მათ ჯანმრთელობაზე.
ამ წლების განმავლობაში ბევრი შემთხვევა მქონია, როცა ცუდად მყოფი ადამიანი შემოსულა აფთიაქში. გასულ ზაფხულს შემოვიდა შუა ხნის კაცი, რომელიც ამბობდა, წნევა გამისინჯეთო. მე გამოვკითხე რა აწუხებდა, რა სიმპტომები ჰქონდა, გული ხომ არ აწუხებდა. მიპასუხა: არა უშავს, ასეთი რაღაცები მემართება ხოლმეო. მე არ ვენდე და დავრეკე სასწრაფოში, გადაიყვანეს და თურმე ინფარქტის წინა პერიოდი ჰქონდა.
შემდეგ მისი მეუღლე მოვიდა და მადლობა მითხრა, თქვენ გადამირჩინეთო. ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო.
რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?
პსპ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ცხოვრების ნაწილია. ყველაზე დიდ დროს აქ ვატარებ. პსპ-მ შემძინა გამოცდილება, მაქცია პროფესიონალად და მასწავლა ცხოვრებაც. ამიტომ, პსპ ჩემთვის ყველაფერია, მიყვარს ჩემი საქმე და პროფესია.
რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?
მათთან ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?
პსპ არის შენი ოჯახის აფთიაქი, სადაც არა მარტო ჯანმრთელობაზე, სილამაზეზეც ზრუნავენ. გვაქვს ხარისხიანი მედიკამენტები და ხელმისაწვდომი ფასი, ასევე მაღალი კვალიფიკაციის ფარმაცევტები გვყავს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მაღალკვალიფიციური ფარმაცევტი გვყავს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ჩავწვდეთ ადამიანის საჭიროებებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ მას.
ქობულეთში, სოფელ კონდიდში, მეწყერი ჩამოწვა და ერთი სახლი დააზიანა.
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, გურამ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დამეწყრილ სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ისინი წუხელ გამოიყვანეს მეწყერსაშიში ზონიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სახლს მიადგა მეწყერი და შევიდა ერთ ოთახში.
ახლა ამ სოფელში ვართ და ვსწავლობთ მდგომარეობას. წუხელვე გადავიყვანეთ ამ ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას. გადავრჩით.
კიდევ არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ რისკის ზონაში, დღეს დაათვალიერებენ გეოლოგები და დადებენ დასკვნას“, – ამბობს გოგიტიძე.
მისი თქმით, ზოგადად ზედა კონდიდი მეწყრული სოფელია და ძლიერი წვიმის დროს მეწყრის რისკი იზრდება.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 7-8 სექტემბერს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში რამდენიმე სოფელი დაიმეწყრა, დაბლობი ადგილები კი – დაიტბორა.
სტიქია მძვინვარებს გურიაშიც. დაიღუპა ერთი ბავშვი. დაკარგულია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 სექტემბრის 21 საათიდან 9 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ძლიერი წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება 17-22 წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 10-11 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები.
ოფიციალური ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
„სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აცხადებს შსს.
შეუთავსე შენი კომპეტენცია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და შეიძინე ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარები!
სასწავლებელი „გოლდენ სიი“ თავის 50-მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, შენი კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობს ცოდნისა და უნარების განვითარებას შემდეგ მიმართულებებზე:
1. მზარეული;
2.კონდიტერი;
3.სოციალური მედია-მარკეტინგი;
4. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური – HR;
5.სასტუმროს საქმისმწარმოებელი – ვაიზერი;
6.ბუღალტერია;
7.მასაჟისტ-რეაბილიტატორი;
სწავლის პერიოდში მსმენელები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ შერჩეული მიმართულების წამყვან ორგანიზაციებში.
ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელი და აჭარის რეგიონის ნაწილი დაიტბორა – ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი დაიტბორა.
მერიის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვის და გაწმენდის სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, ქობულეთის „სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები“.
რაც შეეხება გურიას, შსს-ს ინფორმაციით, დაკარგულია 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
„სხვადასხვა სოფელში 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 267 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
ტანკი – 4 529 ერთეული [+23]
ჯავშანტექნიკა – 8 726 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 5 753 ერთეული [+31]
MLRS – 754 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 507 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 570 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 8 264 ერთეული [+47]
სპეცტექნიკა – 860 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
467 თვითმფრინავი
248 ვერტმფრენი
6 498 უპილოტო საფრენი აპარატი
436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 794 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ.
„თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ მიყვები და ყველაფერს იყიდი, მაგრამ,“ – გვიყვება ირმა დიასამიძე და მისაღებ ოთახში მაგიდას ამზადებს, ბავშვებმა საძინებლიდან ახალ-ახალი ტანსაცმელი რომ დაალაგონ და გვაჩვენონ.
„ყველაფერი გვიყიდეს, ტუფლები, ჩანთა და ქოლგაც,“ – ამბობს ლუკა. ქოლგის ხსენებაზე ლიკაც ქოლგას დასწვდა გასაშლელად.
ლიკა და ლუკა თავართქილაძეები
„დედა თურქეთში გადავიდა საყიდლებზე, რადგან აქ უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში,“ – ამბობს ლიკა. – „მე ჩანთა დავაბარე, როგორი მინდოდა და ფერადი ქოლგა, დანარჩენი დედამ შემირჩია“, – დასძინა მან.
„ბავშვებს იმდენი რამ უნდათ. თანაკლასელები რომ რამეს იყიდიან, გეტყვიან, მეც მინდაო. მანქანას და რამე ისეთს ხომ არ ითხოვენ, მაგალითად, ფეხსაცმელი მოუნდებათ, ან რამე. არ გვინდა დაიჩაგრონ, ყველაფერი გვინდა, რომ ვუყიდოთ,“ – საუბარში როლანდ თავართქილაძე ერთვება.
როლანდ თავართქილაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. იგი სოფლის სანიაღვრე არხის დასუფთავებაზე მუშაობს და დამატებით 300 ლარს იღებს.
ბავშვები ახალი ტანსაცმელების ჩვენებას ასრულებენ. ირმა ამბობს, რომ წინა წლებში მუდმივად ბათუმში ყიდულობდა ტანსაცმელებს, ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა.
„შარშან ბათუმში ვიყიდეთ და ძალიან გაგვირთულდა… წელს პირველად გადავედი თურქეთში და კმაყოფილი დავრჩი. თანაც, ადრე გადავედით, რომ რიგები არ ყოფილიყო, არც ყოფილა სასწაული რიგი,“ – გვითხრა ირმა დიასამიძემ.
„საკანცელარიო ნივთები გვაქვს ახლა შესაძენი. იმედია, სკოლის დაწყებამდე ვიყიდით მაგასაც,“ – ამატებს როლანდ თავართქილაძე.
„დაახლოებით 100 ლარი მაინც დასჭირდება ორი ბავშვის საკანცელარიოს,“ – ანგარიშობს ბავშვების დედა და შემდეგ იმასაც აღნიშნავს, რომ კოკოტაურის სკოლაში სპორტული და შემოქმედებითი წრე რომ არ მოქმედებს, ქედის ცენტრამდე კი, ბავშვების ტრანსპორტირება პრობლემაა.
„გვინდა, რომ დადიოდეს ტრანსპორტი ქედის ცენტრამდე სპეციალურად ბავშვებისთვის. გვინდა, ჩვენმა ბავშვებმაც იარონ წრეებში… საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უჩერებს ბავშვებს,“ – აღნიშნა ირმა დიასამიძემ.
„მუსიკაში ივლიან, ლუკას ფეხბურთიც აინტერესებს,“ – ამბობს როლანდი.
კოკოტაურის სკოლაში სულ 28 მოსწავლეა. ლუკა ამბობს, რომ თავის კლასში სულ 3 ბავშვია.
„ჩვენ სულ ორნი ვართ,“ – შენიშნა ლიკამ.
„აბა, ჩემი მოსწავლეობის დროს, 12 ვიყავით კლასში, სკოლაში კი, 150 ბავშვი იყო. ბოლო წლებში დაცარიელდა სოფელი, წავიდა ახალგაზრდობა ქალაქში, იქ მუშაობენ, ქალაქი უკეთესი დარჩა. მთავრობა სოფლის მეურნეობას არ უყურებს, არც ყურძნის მიმღებია, არც თამბაქოს ქარხანა…“ – ამბობს როლანდ თავართქილაძე.
როგორი ტურისტული სეზონი იყო წელს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამჯერად გიდებს მიმართა – ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტურისტებთან. ყველა მათგანი ამბობს, რომ წელს ცოტა ტურისტი იყო ევროპის ქვეყნებიდან – აქტიურობა იყო ბელარუსიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. თუმცა რუსულენოვანი გიდიც კი მიიჩნევს, რომ „სეზონი იყო საშუალო“.
გიდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს საქართველოში ზაფხულის სეზონზე ფასები იყო კატასტროფულად მაღალი, სერვისი და ინფრასტრუქტურა კი ბევრად უარესი, ვიდრე, თუნდაც წინა წლებში.
ხათუნა სვიმონიშვილი, გერმანულენოვანი გიდი, კომპანია „არკუს ტურს ჯორჯიადან“ ამბობს, რომ ამ სეზონს დადებითად ვერ შეაფასებს:
„ჩემი კომპანია მხოლოდ გერმანულენოვან აუდიტორიაზე მუშაობს – ტურისტები შემოგვყავს გერმანიიდან და ავსტრიიდან. წლევანდელ სეზონს დადებითად ვერ შევაფასებ. საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, არ არის წინა პლანზე.
რას ნიშნავს მათთვის უსაფრთხოება? – იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, საქართველო ევროპის გადმოსახედიდან უსაფრთხოდ ვერ აღიქმება.
ამ მიზეზით უკან იხევენ გერმანელი ტურისტები.
წინა წელს დიდი რაოდენობით დაგეგმილი ტურები გაუქმდა [უკრაინაში] ომის დაწყების შემდეგ. თებერვალში დაიწყო ომი და მარტ-აპრილში იმ წლის ტურების 30% გაუქმებული იყო.
სომხეთის მუდმივი არეულობაც უარყოფითად მოქმედებს, ყარაბაღის ომს ვგულისხმობ. ეს ჩვენზე გავლენას იქიდან გამომდინარე ახდენს, რომ ხშირია კომბინაციური ტურები – სომხეთი-საქართველო. ზოგადად, როცა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, კავკასია არ აღიქმება უსაფრთხო ადგილად.
ჩემი აზრით, მარტის არეულობამაც საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა.
ზუსტად მაგ პერიოდში ვიყავით ბერლინში გამოფენაზე და დიდ გაზეთებში არაერთი სტატია დაიბეჭდა ამ აქციებზე. გვეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, მაშინ, როცა ამხელა რეკლამა იყო, რომ „მობრძანდით საქართველოში, ჩვენ აი, ასეთი ქვეყანა ვართ“ და უცებ, გამოფენის მეორე დღეს უარყოფითი სტატიები წამოვიდა.
ხათუნა სვიმონიშვილი
წელს ჩვენ ბერლინში მასპინძელი ქვეყანა ვიყავით, საკმაოდ დიდი რეკლამა გაკეთდა, თუმცა ჩემს პარტნიორებთან საუბრისას ერთ დასკვნამდე მივედი: საქართველოზე ევროპაში საკმაოდ ბევრი უარყოფითი სტატია იწერება, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს უარყოფითად განაწყობს ადამიანებს. ეს იყო, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პარტნიორის შეფასება.
ჩემი გადმოსახედიდან ევროპელები ცდილობენ იმოგზაურონ ევროპაში და უფრო შერეულ მოგზაურობას ერიდებიან. აქედან გამომდინარე, წელს მოთხოვნა საქართველოზე ნაკლებია.
არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც ევროპელი ტურისტები უარს ამბობენ კავკასიაში მოგზაურობაზე.
რაც შეეხება ფასებს – საშინელი მატება გვაქვს, თითქმის ევროპულ ფასებს ვუახლოვდებით, ვგულისხმობ მომსახურების სფეროს – მაგალითად, რესტორნებში მინიმუმ 30 %-ით არის გაზრდილი ფასები კორონამდელ პერიოდთან შედარებით.
აქედან გამომდინარე, ეს მოგზაურობის ფასსაც ზრდის. თუ ფასები არ დასტაბილურდა, მომავალ წლებში, სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო უარყოფითად აისახება.
სერვისის თვალსაზრისით – სასტუმროებში, რესტორნებში უკუსვლა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კორონას შემდეგ გადინება მოხდა და მუდმივად ცვალებადია კადრები. შესაბამისად, სერვისშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს.
შარშანდელთან შედარებით არაფერი არაა გაუმჯობესებული ნაკადის თვალსაზრისით – შარშან ომამდე მართლა ბევრს ჰქონდა დაჯავშნილი [ეს იყო პერიოდი, როდესაც კორონას შემდეგ ხალხი ამოძრავდა, დაიწყო მოგზაურობა და საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო].
ჩემი დაკვირვებით, წელს უფრო წამოვიდა აზიური ქვეყნები – ტაილანდი, ჩინეთი. იშვიათია, რომ გერმანული ჯგუფი შეგვხვდეს, როდესაც კორონამდე პერიოდში გზად 5-6 ჯგუფი მინიმუმ გხვდებოდა ყოველ დღე“.
ზურაბ ბაუჟაძე, რუსულ და თურქულენოვანი გიდი, სეზონს „საშუალოს“ უწოდებს:
„არ შეიძლება თქვა, რომ კარგი ან ცუდი სეზონი. იყო საშუალო. არ იყო ძალიან დიდი დატვირთვა და ვერც იმას ვიტყვით, რომ ტურისტთა ნაკადი იყო ძალიან ცოტა.
სურათი ასეთია: საქართველო ტურისტულად აღარ არის მიმზიდველი – ფასები მაღალია, ინფრასტრუქტურა – გაუმართავი, სერვისის ხარისხი – საკმაოდ დაბალი. ბევრისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც აღარ არის.
გასულ წელთან შედარებით ნაკლები იყო ტურისტების ნაკადი და არამარტო რუსულენოვანი – თვალში საცემი იყო ის, რომ ევროპიდან შემოსული ტურისტებია ძალიან ნაკლები.
ზურაბ ბაუჟაძე
ნაკლები იყო ჯგუფები იაპონიიდან, კორეიდან, ინდოეთიდან. აშკარად იგრძნობოდა, რომ ეგრეთ წოდებული ტურისტული ჯგუფები, რომლებსაც კომპანიები უზრუნველყოფდნენ, წელს იყო თვალშისაცემად ცოტა.
წელს შედარებით ბევრი ტურისტი იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან: რუსები, ბელარუსები, ყაზახები, უზბეკები. უკრაინიდან გასაგები მიზეზების გამო ნაკლები იყო. საგრძნობლად ცოტა იყო ბალტიის ქვეყნებიდანაც.
ხშირად გვესმის, რომ სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყანაში სარეკლამო აქციები გამართეს, ხელშეკრულებები გააფორმეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ინფორმაციებს ვიღებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.
ჩვენ არ გვაქვს ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, არ ვიცით, რა თანხა დაიხარჯა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კონკრეტულ ბაზარზე, ამიტომ მის ეფექტიანობაზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგზე – შედეგი წელს არასახარბიელოა.
მე წელს კონკრეტულად რუსეთიდან რამდენიმე ჯგუფი მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ მათი არჩევანი ის კი არ არის, რომ აი, საქართველოში უნდათ. ამ წუთას სხვა არჩევანი არ არის – შედარებით იაფიანი სეგმენტი შემოდის აქ. მაგალითად, ბელარუსიდან წელს ძალიან დიდი ნაკადი იყო – იმიტომ შემოდიან, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს მათთვის ძალიან ძვირია.
[რუსებთან] ინციდენტი არსად ყოფილა. საპირისპირო მაგალითი კი მქონდა – ბათუმის ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში, სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა რუსულენოვანი საუბარი რომ გაიგონა, მოიჭრა და ლამის [რუსეთის] ჰიმნი შემოსძახა. სამწუხაროდ, ასეთი არაადეკვატური შემთხვევა მქონდა. უსიამო ინციდენტი კი პირადად მე არ მქონია.
რაც შეეხება თურქულენოვან სეგმენტს – სეგმენტი უნდა დავყოთ 2 ჯგუფად. ეს არის ერთდღიანი ტურები, რომლებიც ძირითადად ბათუმში და მის შემოგარენში იმართება და 2-3- დღიანი ტურები.
დიდი რაოდენობით თურქული ჯგუფები 2-3-დღიანი ტურებით მოიცავს თბილისს და სხვა ტურისტულ ლოკაციას. ტრეკინგი სვანეთში – ეს მიმართულება თურქეთში საკმაოდ პოპულარულია. თუმცა ამ დატვირთვას უზრუნველყოფს თურქული ტურისტული კომპანიების სარეკლამო საქმიანობა და, ზოგადად, მათი აქტივობა.
თურქულ კომპანიებთან პრობლემურია ერთდღიანი ტურები, როცა ბათუმში შემოდიან და თავიანთი გიდი ჰყავთ. მაგრამ საკითხი დავსვათ სხვაგვარად – მათ კანონი არ უკრძალავს ამას. გარდა ამისა, საქართველოში ყველა ტურისტულმა კომპანიამ რომც მოითხოვოს ჯგუფისთვის ქართველი გიდი, ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, არ გვყავს გიდები.
წელს განხილვის საგანია ფასებიც – ფაქტია, რომ ფასები ყველგან გაბერილია, ხარისხი საშინელია, ინფრასტრუქტურა მოძველებულია, ზოგჯერ გასართობი ატრაქციები დაკეტილია.
ნორმალურ შემთხვევაში ფასების ზრდას იწვევს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, მაგრამ არ ვიცი, ჩვენთან ეს რამ გამოიწვია. ალბათ ინფლაციამ. რესტორანში რომ შეხვიდე და ისადილო, არაფერი არ გექნება და სასწაულ თანხას გადაიხდი“.
სალომე გორგილაძე, ინგლისურენოვანი გიდი, წლევანდელ ტურისტულ სეზონს პანდემიის პერიოდს ადარებს:
„მე ამ სეზონს შევადარებდი პანდემიის სეზონს, როცა თვეში ერთი-ორი ტური ძლივს გამოკრთებოდა. ჩემ შემთხვევაში ასე იყო, თუმცა ვიღაცას შეიძლება ერთი-ორი დღით მეტი ჰქონდა მუშაობა. ვიღაცას რომ გაუჩერებლად ემუშავა – არ მქონია მსგავსი ინფორმაცია.
რუსულენოვანი გიდებიც წუწუნებენ, რომ, ზოგადად, ნაკლებია ტურისტი, თუმცა ჩვენთან შედარებით სამ-ოთხჯერ მეტი მოთხოვნა ჰქონდათ.
ჩემ შემთხვევაში ასეა, ძალიან ცუდი სეზონი იყო: სულ რამდენიმე ტური იყო – დიდი ბრიტანეთი ორჯერ, იყო კანადა, ინდუსები – დუბაიდან, ამერიკა იყო.
ხშირად მქონდა სამთავრობო ტურები, როცა ჰყავთ მაღალი კლასის სტუმრები. რა თქმა უნდა, თანხას რასაც დავასახელებ, იმას მიხდიან, იმიტომ, რომ მათთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება სხვა ტურისტებთან დაკავშირებით.
ზოგადად კი, სექტემბერმა აჯობა წინა ორ თვეს: უკვე ერთი კვირაა გასული და ორი კომპანია დამიკავშირდა ტურზე.
შედარებით უკეთესი იყო გაზაფხულის სეზონი – ებრაელები შემოდიოდნენ, თუმცა მათ თავიანთი გიდები ჰყავთ და ქართველი გამყოლები.
სალომე გორგილაძე
ჩემი შეხედულებით, ძალიან შემცირებულია ინგლისურენოვანი ტურისტები ჩვენს რეგიონში და არც ხარისხზეა მოთხოვნა. ისინი, ვინც შემოდიან, საუდის არაბეთის ქვეყნები იქნება თუ ის ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ გამყოლები სჭირდებათ ან დამწყები გიდი, რომელიც ძლივს ლაპარაკობს ინგლისურად – დიდად თანხას არ იხდიან.
მე, მაგალითად, არ ვწევ დაბლა ფასებს, ვფიქრობ, რომ ვარ პროფესიონალი და ღირსეულ ანაზღაურებას ვითხოვ. შეიძლება რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტს მოვერგო, მაგრამ ისე არა, რომ დამწყები გამყოლის ანაზღაურებაზე ვიმუშაო.
შემიძლია ვთქვა, რომ წელს მოთხოვნა საერთოდ არ არის – იმიტომ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც დავასახელე, დაბალ ფასს იხდიან და რეალურად ისინიც არ არიან ბევრი. სულ ორჯერ ვთქვი ანაზღაურების გამო უარი.
ერთი მხრივ, ძალიან ცოტაა ინგლისურენოვანზე მოთხოვნა და მეორე მხრივ – ხარისხი არ არის პრიორიტეტული. ეს სერიოზული პრობლემაა.
საქართველო ინგლისურენოვანი ტურისტებისთვის არის ახალი აღმოჩენა, გაუკვალავი ბილიკი და ადამიანები მოდიოდნენ ბათუმში და საქართველოში, როგორც ახალაღმოჩენილ მიწაზე.
მაგრამ პანდემიის მერე ფასები გასამმაგებულია და სერვისი ძალიან გაფუჭებული – 10-20 წლის წინ, როცა ფეხს იდგამდა ჩვენთან ტურიზმი, მაშინ ფასები გაცილებით მისაღები იყო. თვითონ ქართველებსაც კი არ უნდათ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათი აზრით, ბათუმი უფრო ძვირია დღეს, ვიდრე საბერძნეთი ან რომელიმე ევროპული კურორტი.
შესაბამისად, უცხოელებსაც შედარება არ გაუჭირდებათ.
ბევრი ქვეყანაა ევროპაში – ალბანეთი თუ მისი მსგავსი სხვა პატარა ქვეყნები, სადაც ფასები ჩვენზე გაცილებით უკეთესია და არანაკლებ სილამაზეს სთავაზობენ. ჩვენ გვინდა შვეიცარიის ფასები იყოს, ამ დროს სერვისი ძალიან დაბალ დონეზეა, ინფრასტრუქტურა გაუმართავი – გზებით დაწყებული და მანქანებით დამთავრებული.
ტურიზმში ჩართულ ადამიანებს იმდენი პრობლემა გვაქვს…
ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ბევრი ტუროპერატორი შემოდის თავისი გიდით. თუ რესტორანში შევა და ფულს დახარჯავს, თორემ სხვა სერვისს ქვეყნიდან არ იღებს – ეს საკითხი კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. სხვა ქვეყანაში უფლებას არ მოგცემენ ლიცენზიის გარეშე იმუშაო. ჩვენთან არც ლიცენზიას ვითხოვთ და თუ ვითხოვთ, ადგილზე ასოციაციები რომ დაირქვეს სახელად, ის კომპანიები ურიგებენ მარტივად ამ ლიცენზიებს.
ვიცი, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე ქვეყანა დავასახელოთ, როდესაც მოსაზრებამ, რომ ჩვენ „რუსული ქალაქი გავხდით“ [ეს ინფორმაცია მსოფლიო მასშტაბითაც ვრცელდება] მოახდინა გავლენა. შესაბამისად, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებსაც საბჭოთა წარსული აქვთ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ თავი შეეკავებინათ აქ ჩამოსვლისგან“.
საქართველოს პარლამენტმა ვერ მოიცალა კანონპროექტისთვის, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას დაარეგულირებს. ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტის განხილვა 2023 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო.
ვიდრე პარლამენტს პიროტექნიკის პრობლემის მოგვარებისთვის არ სცალია, ბათუმში ამჯერად 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა– დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
კანონპროექტი პიროტექნიკის მოხმარების კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს:
„წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება. კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ:
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რათა აღმასრულებელ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, ერთჯერადად დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. აგრეთვე, სრულად დაშვებული რჩება დაბალი საფრთხის შემცველი პიროტექნიკის გამოყენება. ამასთან, კვლავ შესაძლებელი იქნება პიროტექნიკის შემოტანა სხვა ქვეყანაში ტრანზიტის მიზნით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი, მასთან ერთად დაინიცირებულ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტთან ერთად ქმნის ჩარჩო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, პირველ ჯერზე პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, 1 წლის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ იგივე სამართალდარღვევისთვის შესაძლოა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი არიან. არმაზ ახვლედიანს ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე პიროტექნიკის კუთხით არსებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა?
„მე და ანა ნაცვლიშვილი კოლეგებთან ერთად, მათ შორის, უმრავლესობიდან, აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვხვდებით, რომ ეს არის გადაუდებელი თემა, პრობლემა, რომელიც დღეს კი არა, გუშინ უნდა ყოფილიყო მოგვარებული, იმიტომ, რომ მას ეწირება ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა ხშირად გამოუსწორებლად ზიანდება.
ამასთან ერთად, ეს ამბავი არის დიდი უკულტურობა, დიდი ქაჯობა. საქართველო ამისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს და ვერც კი ვხდები, ვინ ან რა მოტივით შეიძლება იყოს ამ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი.
იმედი მაქვს, რომ „ოცნება“ ახლა მაინც შეძლებს, გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს. ჩვენ დაველოდებით კიდევ მცირე ხანს და შემდეგ გადავდგამთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.
კანონპროექტის მიხედვით, პიროტექნიკის ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია და მისი გამოყენება დაჯარიმდება 1000 ლარით ფიზიკური პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 5 ათასი ლარით.
პიროტექნიკის გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესების მოთხოვნით პეტიციითბათუმის მე-16 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „იდეატორმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოს გასული წლის ბოლოს მიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი, აღნიშნული პეტიცია გადაიგზავნა პარლამენტსა და მთავრობაში გათვალისწინების მიზნით“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ:
„2019 წელს საქართველოში შემოვიდა 6.305 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა. პანდემიის პერიოდში მოცულობა შემცირდა, კერძოდ, 2020 წელს – 3.554 ათასი ლარის, ხოლო 2021 წელს 1.844 ათასი ლარის. თუ დავუშვებთ, რომ პიროტექნიკის იმპორტი დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც პანდემიამდე იყო, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი (იმპორტის გადასახადიდან) 961,779 ლარის ოდენობით, რადგანაც საქართველოში გამოყენებული პიროტექნიკა სრულად იმპორტულია.
დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პიროტექნიკის უკანონო რეალიზაციაზე და გამოყენებაზე დადგენილია სახდელი ჯარიმის სახით. აღნიშნული ჯარიმებიდან შემოსავალი დააკლდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, თუმცა კანონპროექტით დგინდება ახალი ჯარიმები პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციასა ან/და გამოყენებაზე, რაც სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რაშიც 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა 23-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადის რეაბილიტაცია მრავალწილიანი [2023-2024 წლები] შესყიდვაა და ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 232 293 ლარით გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ასანაზღაურებლად ხელვაჩაურის სამმართველოს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია – 200 000 ლარი, ხოლო 2024 წელს გასათვალისწინებელი თანხაა – 1 032 293 ლარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადი მოპირკეთდება ალუმინის კომპოზიტური პანელით [ალუკაბონდი] / რენდერი პროექტიდანტენდერის პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში:
I ეტაპი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. არანაკლებ 200 000 ლარის სამუშაოების შესრულება;
გამარჯვებული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას 2024 წელს (2024 წელს ასათვისებელი თანხის შესაბამისად) შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით:
I ეტაპი – 50 დღის ჩათვლით. 2024 წელს გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 30%-ის სამუშაოები;
II ეტაპი – 40 დღის ჩათვლით. არანაკლებ 30%-ის სამუშაოები;
III ეტაპი – 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. თანხის არანაკლებ 40%-ის სამუშაოები.“
„თუ კონკრეტული ეტაპის შესრულების დროს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამარჯვებულ ორგანიზაციას ჩაეთვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებაში.
ეტაპების გეგმა-გრაფიკი გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაკორექტირდეს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის. ყოველი მომდევნი ეტაპის ვადის ათვლა იწყება წინა ეტაპის ვადის დასრულების მომდევნო დღიდან“, – აღნიშნულია პირობაში.
რაც შეეხება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, მას „2020 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარემონტო, სარეაბილიტაციო (არ შედის გზების, ხიდების და სხვა მსგავსი ნაგებობების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ წარმოადგენენ შენობებს) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 250 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მთლიანად დასრულებული სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშეკრულებით და რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დრეს და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალი / ფოტოები ტენდერიდან
7 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია – 45 წლის მეგი თათეშვილი, რომელმაც წელს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, უკვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
მეგი თათეშვილს ეროვნული გამოცდების ცენტრი ესაუბრა:
„შეიძლება ითქვას, რომ წელს ჩემი ოჯახის 7 წევრი ისწავლის უნივერსიტეტში. ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მე ვარ – სტუდენტი გავხდი – ეს კი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავს. სტუდენტი გახდა ჩემი ვაჟიც, გოგონამ კი მაგისტრატურაზე ჩააბარა.
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების მიმართულება ავირჩიე – იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოვხვდი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა.
დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, ჩემთვის სწავლა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებით ისტორიის გამოცდის მეშინოდა. ვღელავდი ქართულის გამოცდაზეც – ორივე საგნის მასწავლებელმა სრულიად უანგაროდ მამეცადინა.
თუ ადრე ცხოვრებას დუნედ მივუყვებოდი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა მიმეხედა. ამ ტრაგედიას, რა თქმა უნდა, მძიმე ემოციური ფონი და ჯანმრთელობის შესუსტება მოჰყვა. ყველაფერი დავძლიე – გასაჭირმა უფრო მებრძოლი და მიზანდასახული გამხადა. ჯერ მართვის მოწმობა ავიღე, შემდეგ კი ახალი მიზანი დავისახე – განათლების მიღება. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ასაკის მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია – ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი და ახლა სხვებსაც ვურჩევ, არ დანებდნენ.
არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს და იმას, თუ რა დაბრკოლებები შეგხვდა – როცა გაგაჩნია პოტენციალი, შენი მომავალი თავად უნდა შექმნა. თქვენს გვერდზე ჩემ შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ რამდენიმემ მომწერა: სხვებისთვის იმის თქმისაც კი მრცხვენოდა, რის გაკეთება მინდოდა…. ახლა კი მიზნად დავისახავ და თქვენსავით, აუცილებლად შევასრულებო, – ასეთი არაერთი გამოხმაურება მხოლოდ მაბედნიერებს.
მინდა ყველას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც მარტოხელა დედები, მეუღლეები არიან, ვუთხრა, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ამის გაკეთება განათლების მიღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია“ – უთხრა მეგი თათეშვილმა ეროვნული გამოცდების ცენტრს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, ზოგან სეტყვა.
სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბერს, დღისით, ნალექის ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელვა-ჭექა და სეტყვაა მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს სააგენტო.
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა 7 სექტემბერს, გამთენიისას.
დრონი პუშკინის ქუჩაზე დაეცა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, იმ რაიონში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ როსტოვში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი ქალაქგარეთ დაეცა დასავლეთ ნაწილში, მეორე – ცენტრში. შედეგად დაზიანდა სამი კორპუსის ფასადი და რამდენიმე მანქანა. დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას 33 „შაჰედით“ დაესხა თავს.
უკრაინის თავდაცვამ 25 საბრძოლო დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო დარტყმები განხორციელდა უკრაინის ორ რეგიონში, სუმსა და ოდესაში.
ოდესაში დრონების თავდასხმის შედეგად, რომელიც უკვე თითქმის ყველა დღე ხორციელდება ოდესაზე, დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის თქმით, სამი საათის განმავლობაში რუსები ოდესის ოლქის სამხრეთს უტევდნენ დამრტყმელი დრონებით და ეს არის მეოთხე თავდასხმა იზმაილის რაიონზე [ოდესის ოლქი] ბოლო ხუთი დღის განმავლობაში.
საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება.
პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა.
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მარშრუტი / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდანდაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან აშენდება], ახალი გზა სოფელ თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაკვეთს მდინარე ჭოროხს, შევა გვირაბში, რომლის სიგრძე 7.6 კილომეტრი იქნება. გვირაბი კი, გამოვა სარფში, დღეს არსებულ მაგისტრალთან [ე.წ. ანდრიას წყაროს/ჩანჩქერის მიმდებარედ].
სარფში, დღეს არსებულ გზასთან გვირაბის პორტალების ზონაში, კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60 მეტრი სიგრძის ხიდის მოწყობაა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, პანდუსი გადავა ღია წესით გაყვანილი გვირაბის მონაკვეთის თავზე და დამატებითი კონსტრუქციის მოწყობას არ საჭიროებს:
გვირაბის დაბოლოება [წმ. ანდრიას ხიდთან ბათუმის-სარფის არსებულ გზასთან], ასევე კვარიათისკენ მიმავალი და კვარიათიდან მომავალი გზის პანდუსების გეგმა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდანბათუმის შემოვლითი გზის ბოლოს [ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, სამრეწველო ზონასთან], სადაც ბათუმი სარფის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, დაგეგმილია სპეციალური კვანძის მოწყობა საბაჟოსკენ [გეზ], ბათუმის აეროპორტისკენ და ასევე გონიოსკენ.
საგზაო კვანძი ბათუმის ეკონომიკურ ზონასთან, სადაც მთავრდება ბათუმის შემოვლითი გზა და იწყება ბათუმი-სარფის საპროექტო გზა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
როგორც პროექტშია აღნიშნული, „კვანძის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება ბათუმის შემოვლითი გზიდან საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარება. სარფიდან საბაჟოსკენ მოძრავი ტრანსპორტი ისარგებლებს არსებული E70 გზით ბათუმში შესვლის გარეშე. კვანძი განტვირთავს ბათუმი-ახალციხის გზას.“
ახალი გზის აღნიშნული მარშრუტის პროექტის მიხედვით, სარფის ზონაში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მახლობლად, დაგეგმილია ტერიტორიის მოწესრიგებაც. დოკუმენტს ახლავს სავარაუდო სქემაც:
სარფი: არსებული სიტუაცია და ამ ტერიტორიის „მოწესრიგების“ სავარაუდო სქემა ახალი გზის გაყვანის შემდეგ / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ფაზაზე მოწყობილი გზა იქნება ორზოლიანი. მეორე ფაზაზე მას დაემატება დამატებითი ორი ზოლის მომსახურებისთვის საჭირო „პარალელური“ ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ახალი გზის ამ მარშრუტით „გვირაბის სამხრეთი პორტალის ზონაში პორტალიდან სარფის საზღვრამდე გზის მონაკვეთი ზღვის ნაპირის გასწვრივ გაივლის, დაახლოებით 200 მეტრ მონაკვეთზე.
საპროექტო მაგისტრალის ადგილობრივ გზასთან შეერთების მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან სანაპირო ზოლამდე მანძილი 20 მეტრამდეა, ხოლო სიმაღლე, მიწის ზედაპირიდან 13 მეტრს შეადგენს.
ამ უბანზე შემოთავაზებული გადაწყვეტა გულისხმობს ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების, რკინაბეტონის სამაგრი კედლის და ქვაყრილის მოწყობას [დაგეგმილია ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ნაპირიდან 50 მ-მდე ზოლში. საკვლევი ტერიტორიის ფართობი 6 ჰა. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიშში]“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
ნაპირდაცვის შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა – ნახაზი და ფოტო – არსებული ნაპირდაცვა სარფის ზონაში / სკოპინგის ანგარიშიდან
ზემოთ აღწერილი მარშრუტი ერთ-ერთი ალტერნატივაა იმ 6 ალტერნატივიდან, რომლებიც ბათუმი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირებისთვის უნდა გამოეყენებინათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექვსიდან ორი ალტერნატივა თავიდანვე იქნა უარყოფილი [ახალი გზა ემთხვეოდა ბათუმი-სარფის არსებულ გზას, ასევე იგულისხმებოდა ამ გზის რეკონსტრუქცია-გაფართოება]. დარჩენილი 4 ალტერნატივიდან უპირატესობა სწორედ ზემოთ აღწერილ ალტერნატივას მიენიჭა [„ალტერნატივა D“].
ოპტიმალურად მიჩნეულია ალტერნატივა D, რომლის მიხედვითაც აშენდება ბათუმი-სარფის ახალი გზა.
„ალტერნატივა D-ს სიგრძე 11.4კმ-ია. ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ ხიდს და გვირაბს. გზის 66% [7.6კმ] გვირაბში გადის. ამიტომ, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს ალტერნატივას მინიმალური შეხება და, შესაბამისად, ყველა სხვა ვარიანტთან შედარებით ნაკლები ზემოქმედება ექნება. ალტერნატივა უშუალოდ არ კვეთს ტყის ზონას…“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
გზის საფარად შერჩეულია ასფალტი, ხოლო გვირაბისთვის – ბეტონი, რადგან ბეტონი ხანძრის შემთხვევაში ბოლს არ წარმოქმნის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სკოპინგის ანგარიში უკვე გადაუგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი მონაკვეთის სარფთან დაკავშირების მიზნით დღის წესრიგში დადგა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე ოპტიმალური მიმართულების შერჩევის საკითხი. რამაც განაპირობა განსახილველი პროექტის განხორციელების საჭიროება.
პროექტი ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] პროცედურას, საჭიროებს გზშ-ს და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე.
კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ, და გასცემს სკოპინგის დასკვნას.“
საერთაშორისო გზის ბათუმის შემოვლითი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილებია:
2023 წლის 25 სექტემბერი, 14:30 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
2023 წლის 26 სექტემბერი, 11:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობა
2023 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ)“.
რამდენიმე დეტალი სკოპინგის ანგარიშიდან:
„საპროექტო დერეფანში სენსიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ გვირაბის სამხრეთი პორტალის უბანი, სადაც გზა არსებულს შეუერთდება და პორტალიდან სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე მონაკვეთი – სადაც ამჟამად არსებული და საპროექტო გზა სანაპირო ზოლის გასწვრივ გაივლის.
გვირაბის გამოსასვლელი ციცაბო ფერდობის ზონაში ეწყობა. კვარიათიდან სარფამდე გზის ამ მონაკვეთზე, როგორც უკვე აღინიშნა, შეიმჩნევა ქვათაცვენის შემთხვევები. რაც პორტალის მოწყობის და გვირაბის არსებულ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთზე სამუშაოების დროს გასათვალისწინებელია.
სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აუცილებელი იქნება სამუშაოს დაწყებამდე შესაძლო რისკების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელი/შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. მაგალითად ფერდობის „გაწმენდა“, გამაგრება, სხვა.
პორტალიდან საზღვრამდე ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე უბანზე არსებობს ინფრასტრუქტურაზე ზღვის (შტორმული მოვლენები, ნაპირის წარეცხვა) გავლენის შესაძლებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტით ნავარაუდევია კედლის და ქვაყრილის მოწყობა. გზის ექსპლუატაციის ეტაპზე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროექტის ავტორების მიერ დაგეგმილია ბათიმეტრიული აგეგმვის და ჰიდროლოგიური ანალიზის ჩატარება დაგეგმილი კონსტრუქციის/ტექნიკური გადაწყვეტის დასახვეწად და პარამეტრების დასაზუსტებლად. დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიში.“
ამასთან,
„პროექტის გავლენის ზონაში მოექცევა ბათუმის რამდენიმე უბნის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების თხილნარი, ახალსოფელი, ჭარნალი, ზედა ჭარნალი, სარფი, მოსახლეობა.
ზემოქმედების ფაქტორები ხმაური, ემისიები (მტვერი/გამონაბოლქვი), ვიბრაცია და ნარჩენები იქნება.
ხოლო რეცეპტორების როლში – საპროექტო დერეფანში მოქცეული ნიადაგი, ზედაპირული წყლის ობიექტი (მდინარე ჭოროხი), საპროექტო დერეფანში მოხვედრილი (განსახლებას დასაქვემდებარებელი) და დერეფნის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო აღმოჩნდება.
როგორც სხვა ნებისმიერი პროექტს, ადგილობრივ დონეზე დაგეგმილ სამუშაოებს დადებითთან ერთად გარკვეული უარყოფითი ზემოქმედებაც ექნება პროექტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე;
განსახლების ბუფერში მოხვედრილ ბიზნეს ობიექტებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ზემოქმედება კომპენსირებული იქნება მიწის შესყიდვის/განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების საბოლოო დოკუმენტი დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ მომზადდება. მანამდე უნდა მომზადდეს გზშ.
ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი, ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ.
—
„დასაქმებული იქნება სავარაუდოდ 200 ადამიანი. დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა [სხვა პროექტების ანალოგიით ადგილობრივების წილი დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში 70%, მათგან, სავარაუდოდ 10% ქალების იქნება]. კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება 20% არაკვალიფიციური, 20% დაბალი კვალიფიკაციის მქონე და 60% კვალიფიციური პერსონალი“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წლის აგვისტოშია მომზადებული, დასაქმების კუთხით, დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება ადგილობრივ მუშახელთან და სპეციალისტებთან. „სამუშაოები კი იწარმოებს 72 თვის განმავლობაში“ [ანუ, ახლანდელი გათვლებით, ახალი გზა, მშენებლობის დაწყებიდან 6 წელში დასრულდება].
ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობაც უნდა დასრულებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ., ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.
„ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა“ – წერს შსს.
სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10-მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი ,,მეტადონის” ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, “შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 266 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
ტანკი – 4 506 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 8 703 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 5 722 ერთეული [+37]
MLRS – 753 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 506 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 541 ერთეული [+22]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 8 217 ერთეული [+27]
სპეცტექნიკა – 859 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
467 თვითმფრინავი
248 ვერტმფრენი
6 467 უპილოტო საფრენი აპარატი
436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 711 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 148 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 274 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მცურავი საშუალება, სავარაუდოდ კატერი, დაეჯახა ბათუმში ზღვაში მყოფ ახალგაზრდა კაცს. TV 25-ის ცნობით, იგი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული.
„ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შემთხვევა გუშინ, 5 სექტემბერს მოხდა.
ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც იგი ამ დრომდე რჩება. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტი, ახალგაზრდა კაცი ამჟამად მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებული საქართველოს მოქალაქეა.
2023 წლის ზაფხულში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ზღვაში მყოფ პირს მცურავი საშუალება აზიანებს.
შს სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – წყლის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებაზე ქალაქის მერიამ აუქციონი გამოაცხადა.
საწყისი ფასი 8 მილიონ 20 ათას 424 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 240 ათას 613 ლარი.
ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 10 წლის ვადით გაიცემა.
ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.
აუქციონის შედეგად განსაზრვრული გარე რეკლამის სრული პერიოდის საბოლოო საფასური გადაიხდება ერთჯერადად, წინასწარ, 2024 წლის 01 დეკემბრამდე ვადაში.
გარე რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახეობის კონსტრუქციაზე [უნიპოლი, ხიდისებური კონსტრუქცია, სამკუთხა ბილბორდი, დროშისებური ბილბორდი, ბილბორდი, ლაითბოქსი და ციფრული ეკრანი]. სულ 184 კონსტრუქცია, საერთო ფართობით 7 625 კვადრატული მეტრი.
კონსტრუქციები ქალაქის ტერიტორიაზე 66 ლოკაციაზეა მოწყობილი ან უნდა მოეწყოს.
აუქციონის პირობების მიხედვით:
„ნებართვის მფლობელის მიერ, ახალ ობიექტებზე რეკლამის განთავსების უფლების მოპოვების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნას მუნიციპალიტეტის
მერიაში წერილობითი ფორმით, შესაბამისი აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის თანხლებით.
ნებართვის გამცემის თანხმობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია სარეკლამო კონსტრუქციები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნებართვის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს განსაზღვრულ ობიექტებზე, ახალ ობიექტებსა
და არასტანდარტულ საშუალებებზე გარე რეკლამის განთავსების (გავრცელების) საფასურის ოდენობა და სხვა პირობები.
ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად ეკუთვნის ნებართვის მფლობელს (კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გარდა).
სარეკლამო ინფრასტრუქტურაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის რაიმე სახის, გარდა კანონმდებლობითა და ამ პირობებით დადგენილისა, საფასურის ან/და მოსაკრებლის გადახდა ნებართვის გამცემისათვის ნებართვის მფლობელს არ მოეთხოვება.
ნებართვის გამცემი არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, დააკმაყოფილოს გამარჯვებული პირის მიმართვა ახალი ობიექტის განთავსების თაობაზე და
იგი უფლებამოსილია, საკითხი გადაწყვიტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ნებართვის გამცემი აუქციონში გამარჯვებული პირს არ გადასცემს (არცერთი სამართლებრივი ფორმით) რაიმე სარეკლამო ინფრასტრუქტურას.
ამასთან, ნებართვის მფლობელის მიერ განთავსებული სარეკლამო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ნებართვის მფლობელის საკუთრებას და მასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის ან/და შეწყვეტის შემდეგ რაიმე სახის ანაზრაურების უფლება ნებართვის გამცემის მიმართ არ წარმოეშობა.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განათავსოს თანამედროვე ტიპისა და დიზაინის სარეკლამო კონსტრუქციები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.
აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, დაიცვას სარეკლამო ინფრასტრუქტურისა და მასზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვების, განახლების/ვადის გაგრძელებისა და მათი ექსპლუატაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სტანდარტები…“
„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა.
გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ.
აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 წლის ელისო შამათავა სოფელ ხურჩიდან, გამყოფი ხაზისპირას ცხოვრების თავისებურებებზე გვიყვება.
ელისო შამათავა წარმოშობით გალის რაიონ სოფელ ოქუმიდანაა. 19 წლის იყო, როცა დევნილად იქცა. მოგვიანებით ოჯახი შექმნა და სოფელ ხურჩაში დასახლდა.
ელისო ამბობს, რომ მისი ცხოვრება არის მუდმივი გაქცევის, ბრძოლისა და არდანებების ამბავი.
ხურჩა
ხურჩაში 1997 წელს დავსახლდი. ოჯახი შევქმენი. დიდი ხნის მოსული არ ვიყავი, როცა გალში 1998 წლის მაისის მოვლენები მოხდა [სამხედრო შეტაკება აფხაზ ჯარისკაცებსა და ქართველ აჯანყებულებს შორის, რომელმაც 6 დღეს გასტანა].
სახლში ვიყავი, სროლები რომ დაიწყო. 7 თვის იყო ჩემი მარიამი. მითხრეს, რუსები მოდიან, ბავშვი აიყვანე და გაიქეციო. ავიყვანე უცებ ბავშვი, პამპერსები ავიღე და გავიქეცი ენგურის მხარეს.
ასეთი სურათი იყო, მანქანები მიდიოდნენ, საქონელიც მირბოდა. ჩემ წინ ვიღაც კაცი მიდიოდა ველოსიპედით. ხელით მიჰყავდა ეს ველოსიპედი. საშინელი ხმაური იყო, ვერაფერს გაიგებდი. საქონელი ბღაოდა. უცებ ამ კაცმა ველოსიპედი დააგდო, ვაიმეო და ბუჩქებში შევარდა. ისეთი ხმაური იყო, ვერ აღიქვამდი რა ხდებოდა. მოვიხედე უკან და „ბორტაოის“ ეძახდნენ, დიდი მანქანა მოდიოდა, შეიარაღებული ხალხით სავსე. ბავშვით ვარ: უცებ ქაღალდივით დავახვიე ეს ბავშვი ლამის, მუცელზე მივიხუტე და ბუჩქში ჩავჯექი. მე თუ მესროლეს, ბავშვი მაინც გადარჩეს-მეთქი, ვფიქრობდი.
მანქანამ ისე გამიარა, არ მესროლა. და რომ არ მესროლეს, იმ ემოციამ ძალა დამიკარგა. ბავშვი ვეღარ ავიყვანე. საშინელი ხმაური იყო. ძლივს ავდექი და ვხედავ ბავშვი სისხლიანია.
ზედა მაისურით მეჭირა. ვგრძნობ, რომ ხელიდან მივარდება. ბავშვი თავისი სისხლიანი ხელებით მე მეპოტინება. ნელ-ნელა ხიდისკენ მივდივარ, ვგრძნობ, ძალას ვკარგავ. ამ დროს ვიღაც ბიჭი შემომხვდა. მითხრა ბავშვს მე წავიყვან, შენ როგორმე გადმოდიო. მივდივარ და ვფიქრობ, ეს ბავშვი ვინ წაიყვანა, ვინ წამართვა.
განაგონი მქონდა, შეიძლება ტყვია ისე მოგხვდეს, ვერ იგრძნოო. ვფიქრობდი, ალბათ სადღაც ტყვია მაქვს მოხვედრილი მეც და ბავშვსაც-მეთქი. ძლივს გადავედი მდინარეზე. ბავშვს ვეძებდი. მერე დავინახე და დავჯექი. ცოტა ხანში მოხუცი ქალები მოვიდნენ. შვილო, როგორმე გონზე მოდი, ბავშვი აიყვანე, ხომ ხედავ ტირისო. ბავშვს შევხედე, სისხლი აღარ ჰქონდა.
სისხლი? ეკლები ხომ იყო, ბუჩქებში რომ ჩავჯექი. ყურზე მოედო თურმე ეკალი. პატარა რომ იყო, სისხლის კამარა წამოვიდა. მერე თვითონაც მოიფხოჭნა. ეს სისხლი მოუწმენდიათ მერე ქალებს.
ისე მოვკვდები აი, ეს მომენტი, იმდროინდელი შიში, არასდროს დამავიწყდება – როგორ შეიძლება ადამიანმა შიშის გამო ძალა დაკარგო ისე, რომ ფეხზე ვერ დადგე.
ჯანმრთელობითაც დაგვეტყო ეს ყველაფერი და სულიერადაც. ძალიან ძნელია. კი, ვცდილობთ, თუნდაც ბავშვების ხათრით, ოჯახის ხათრით, მაგრამ ასეთი რაღაცები რომ გახსენდება, ძალიან ძნელია.
სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს.
ბავშვები ახლა დიდები არიან და იხსენებენ – ყველაზე მეტად იმის გვეშინოდა, როცა დედიკო ფითრდებოდაო. როცა გავბრაზდებოდი ან რამე, მაშინ ვფითრდებოდი ხოლმე.
არასდროს არანაირი დახმარება არ მიგვიღია ფსიქოლოგიური.
ყველა ერთნაირი ხომ არაა. იმ პერიოდის ახალგაზრდების გამოზრდილი შვილები ცოტა აგრესიულები რომ იყვნენ, არ არის გასაკვირი.
მე შემეძლო თავის მოთოკვა, მაგრამ ბევრს ხომ არ შეეძლო.
კი შექმნეს ოჯახები, მაგრამ ელემენტარულ რამეებზე ბრაზდებოდნენ. დედის აგრესია ბავშვებზე გადადიოდა. ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ალბათ ფსიქოლოგი, რომ დაგვხმარებოდა.
შვილების გაზრდა, როცა ომია
ხომ იტყვიან ქალი და კაცი თანასწორია. არ არის თანასწორი. თავის მოტყუებაა. არ არსებობს. ახლა შემოვიდა ახალგაზრდებში, რომ დედ-მამა თანაბრად უვლის შვილს, მაგრამ ეს არ ხდება ყველგან.
ქალი და კაცი თანასწორები არ არიან, რადგან დასაბამიდან ქალია პასუხისმგებელი ყველაფერზე.
ერთხელ ასეთი რამ მოვისმინე – თუ სულელმა კაცმა ივაჟკაცა და ჭკვიანი ქალი მოიყვანა ცოლად, აუცილებლად ჭკვიანი შვილები ეყოლებაო. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი დედიდან გადადის. მამა არის შემომტანი, დედა არის დანარჩენი ყველაფერი.
ოჯახშიც, საქმეშიც.
ქალია ყველაფერი ოჯახში.
ჩემ შემთხვევაში მე ვიყავი სულ ბავშვებთან. ყველაფერში. მამა, უბრალოდ, ოჯახს არჩენდა და მორჩა. დანარჩენი ყველაფერი ჩემზე იყო.
ომში შვილის გაზრდა რას ნიშნავს? სულ კომბინეზონებს ვყიდულობდი.
გაქცევა რომ დაგვჭირვებოდა, ბევრი ტანსაცმლის წაღება რომ არ ყოფილიყო საჭირო. პამპერსი და კომბინეზონები. ეს იყო მთავარი. ქუჩაში რომ აღმოვჩენილიყავი უცებ, ბავშვი მაინც მეყოლებოდა დაცული.
მერე, როცა ბავშვები გაიზარდნენ და ტანსაცმლის გაჩუქება დავიწყე, არ დამთავრდა ეს კომბინეზონები. იმდენი გავაჩუქე. ყველანაირი გვქონდა.
[red_box]ომი, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდობა წაიღო[/red_box]
წარმოშობით გალის რაიონ სოფელ ოქუმიდან ვარ. ომის პერიოდში გალში ვცხოვრობდით, ქალაქში.
ყველაფერი მახსოვს.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზუსტად, როცა უნდა აგვერჩია ცხოვრების გზა, რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა, მაგ პერიოდში მოგვიწია არსებობისთვის ბრძოლა.
არსებობისთვის ბრძოლა იყო მთავარი. ხოლო ოცნება სწავლაზე, განათლებაზე, ცხოვრების არჩევაზე, ჩვენი ასაკის ახალგაზრდებისთვის დარჩა ოცნებად.
როცა უკვე ოჯახი შევქმენით, პირდაპირ გადავედით პასუხისმგებლობაზე. მთელი ცხოვრება გავიდა პასუხისმგებლობის გამართლებაზე. როცა იტვირთავ ოჯახს არ უნდა შერცხვე, შვილები კარგად უნდა გაზარდო და ასე.
ბავშვობიდან პირდაპირ გადავედით პასუხისმგებლობაზე. უცებ დამთავრდა ბავშვობა. ახალგაზრდობის პერიოდი კი ამოიშალა ჩვენი ცხოვრებიდან. ახალგაზრდობა გამოვტოვეთ. ძალიან გულდასაწყვეტია.
მთელი ჩემი თაობის ახალგაზრდები… ვიღაცამ რაღაცა მოახერხა, მაგრამ ეს ერთეულებმა, ვისაც გაუმართლა. იმ პერიოდისთვის ძალიან ცოტას თუ გაუმართლა. უმეტესობა, ვისაც მე ვიცნობ და ვინც ჩემ ირგვლივ იყო, უმეტესობა, გამონაკლისების გარეშე ბავშვობიდან გადავედით პასუხისმგებლობაზე.
იმ პერიოდის ოცნება ზოგჯერ ახლაც გვიბრუნდება ხოლმე – ნეტავ, ეს გამეკეთებინა, ის გამეკეთებინა. ამ გადასახედიდან რომ გამეკეთებინა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინ ბრძოლა იყო გადარჩენაზე. უნდა გადარჩენილიყავი.
მშობლები იყო, და-ძმა იყო, ოჯახი.
ყველაფრის გარეშე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩები, ყველაფერი გავიწყდება. შეიძლება შენ თვალწინ იყოს სწორი გზა და ვერ შეამჩნიო.
ასე მოუვიდა ჩემს თაობს.
ჩემს თაობას თავისი გზა შეიძლება თვალწინ ჰქონდა, შეეძლო რაღაცების გაკეთება ცხოვრებაში, მაგრამ ვერ მიხვდა იმ ფორიაქში და გამოტოვეს ახალგაზრდობა.
[red_box]როგორ დაიწყო ომი[/red_box]
ძნელია იმ პერიოდზე საუბარი. ახლაც მიბრუნდება ის ეიფორია და რაღაც სიცხელე, რომ ზოგჯერ ძალიან მიჭირს გახსენება.
ომი რომ დაიწყო, გალში ვიყავი. დედაჩემს მანქანა ჰქონდა, აქტიური ქალი იყო, საჯარო მოსამსახურე. სახლში მოვიდა და თქვა, რომ ომი დაიწყოო. ისე ვიყავით გაზრდილები, ომი მარტო სადღაც შორს იყო – აფრიკაში ან სადღაც ფიდელ კასტროსთან. ჩვენთან… აფხაზი რომ ჩვენ გვესროდა, ეს შეგნება არ იყო.
არ გვესმოდა, აფხაზს როგორ უნდა ესროლა.
მანქანაში ჩავსხედით ყველა ერთად და მივედით გალის ცენტრში.
არეულობა იყო. ხალხი ავტობუსებში ისხდა.
ღალიძგას ეძახდნენ. იქამდე არისო აფხაზი მოსული. იქ არისო ურთიერთსროლები.
ხალხი.
ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რა სულელი იყო ხალხი. ხალხი არ ელოდა, რომ აფხაზი ისროდა. ვერ წარმოედგინა ადამიანს, რომ აფხაზი ქართველს იარაღს დაუმიზნებდა.
წავედით ღალიძგაში. უამრავი კოლონა მიდიოდა.
მდინარე ღალიძგასთან მივედით. ჩვენ წინ ორი ავტობუსი იყო და დიდი ავტომანქანა. იქამდე მივედით.
უცებ ატყდა სროლა.
ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება.
ავტობუსების შუქი ადგას ხიდს. ორი ბიჭი, მერე გავიგეთ მათი ვინაობა, დავინახეთ, რომ მირბის.
ერთი ჩაიკუზა და უცებ მტვერივით გაცვივდა რაღაცა. დაიწყო კივილი – მოკლეს, მოკლესო.
დედაჩემმა თავზე ხელი მომკიდა, ჩამტენა მანქანაში, მოაბრუნა და 3-4 კილომეტრით გავშორდით იმ ადგილს.
ნური შამათავა და ტუტული ეხვაია – ესენი იყვნენ, ვინც მოკლეს იმ დღეს. გალის ცენტრში მოასვენეს ეს ორი მიცვალებული.
იქ, იმ ღამეს…
მე ბავშვი ვიყავი, 18-19 წლის. ვერ აღვწერ იმ ღამეს. მახსოვს და მორჩა. იქ იყო რაღაცა საშინელება. ის ღამე არასდროს დამავიწყდება.
იქ დაიწყო ომი.
ცხოვრება ხურჩაში, გამყოფ ხაზზე
სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული.
ჩემი სახლი გამყოფი ხაზიდან [რომელიც დე ფაქტო აფხაზეთსა და საქართველოს შორის გადის] ცოტა მოშორებითაა, მაგრამ არიან ჩემი ნათესავები, რომლებიც წყლისპირას ცხოვრობენ.
იმათი დღე ყოველთვის იმ ფონის დაცვაა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ოჯახის წევრი იმ მხარეს.
აქეთ დაცვა, აქეთ ყურადღება. ყველაფრის აქეთ, გამყოფი ხაზიდან მოშორებით გადმოტანა. ბავშვები სულ წინა მხარეს რომ იყვნენ, იქ თამაშობდნენ.
საძინებელი წინა მხარეს იყოს. უკანა მხარეს, რომელიც გამყოფ ხაზს ესაზღვრება, მაგალითად, იყოს საკუჭნაო.
ის მხარე, სადაც გამყოფი ზოლია, ახლა გაყოფილია, გადაკეტილია, დალუქულია.
ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. სოფლის მეურნეობას მივდევთ, ძალიან ბევრს ვშრომობთ – ბოსტანი, საქონელი, ფრთოსანი, ამით ვარსებობთ.
და ყოველთვის ფხიზლად ვართ.
მე მგონია, რომ ჩვენი ქალები ყველაზე ყოჩაღები არიან.
იმიტომ, რომ ყველანაირად მობილიზებულები არიან.
ყველანაირად.
იმ სტრესსაც არ უჩვენებენ, რა სტრესიც მათში არის. ამის დამალვასაც დიდი ნიჭი უნდა.
„დაღლილი კვამლი“
ახლა იმდენად აღარ არის, მაგრამ წინათ იყო საჭმლის კეთების პარალელური საზრუნავი. სანამ გაზი შემოვიდოდა, საჭმელს ცეცხლზე ვაკეთებდით. ამოცანა იყო, რაც შეიძლება ნაკლები კვამლი გასულიყო იმ ადგილიდან, სადაც საჭმელი კეთდებოდა.
იმიტომ, რომ სადაც საჭმელი კეთდება, ესე იგი იქ ბევრი ხალხია. იქ შეიძლებოდა შემოეგდოთ რაღაც.
იყო ასეთი შემთხვევა, ნაბაკევში ქალი უბრალოდ იმიტომ მოკლეს, რომ ერთმა მეორეს უთხრა – აი, იმ ქალს თავში თუ მოარტყამო. ამის გამო მოკლეს ქალი.
არაჩვეულებრივი ქალი მოკლეს.
ამიტომ ვცდილობდით, რაც შეიძლება ნაკლები კვამლი გასულიყო.
საჭმლის კეთების დროს ვფრთხილობდით. ჩვენთან ასეთ კვამლს „დაღლილ კვამლს“ უწოდებენ. უფრო რაღაცნაირია, არ ჩანს.
საძროხესთან გვქონდა პატარა ადგილი, სადაც ვაკეთებდით საჭმელს. სახურავთან ვდებდით ბევრ თივას ან ბევრ ფოთოლს, ასევე ტომრებს. ცეცხლს ვანთებდით უფრო ნელს, დაბალს. როცა ამ ყველაფერს გაივლიდა კვამლი, გარეთ არ ჩანდა. ან თეთრი კვამლი ჩანდა. კიდევ იყო ძანძის ტილო, რითაც ტომრები იკერებოდა. მაგას დავასველებდით და იმას ვაფენდით საკვამურზე. შედეგად გარეთ გამოდიოდა თეთრი, უხილავი კვამლი.
საძროხეს ჰქონდა ორი კარი და ორმხრივად ვაღებდით ამ კარებს. როცა ორივე კარი ღიაა, ზემოთ კიდევ თივაა დაფენილი და სველი ძანძის ტილო, კვამლი გამოდის დაბლა. შედეგად შორიდან კვამლი არ ჩანს.
[ხურჩის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება რამდენჯერმე მოუწია – 1993, 1998 და ბოლოს 2008 წლებში].
ახლა ცოტა სიმშვიდეა, გაზია, შუქია და ინტერნეტი.
კი, სიმშვიდეა, მაგრამ ამ განაპირა ხაზზე მცხოვრები ჩვენი ქალები, ყველა მხრივ, მამაკაცებზე ბევრად ვაჟკაცები არიან. ბევრ რაღაცას უფრო ადრე შეიძლება მიხვდნენ, უფრო გამჭრიახი გონების არიან. ყველაფრისთვის მზად არიან.
უფრო გამოწრთობილი ქალები არიან.
[red_box]შინ შრომა[/red_box]
ვცდილობთ, რაც შეიძლება ცოტა რამ ვიყიდოთ გარეთ. ძირითადად ვყიდულობთ სარეცხ საშუალებას, შაქარს… რაც აქ არ მოიპოვება. რისი მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი ჩვენი გვაქვს. საქონელი გვყავს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ საქონელი გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, მორჩა, დაკარგულია ჩვენი სარჩო-საბადებელი.
ბევრს დაეკარგა.
მეზობლის ქალს ორი ძროხა დაეკარგა. იმაზე იყო დამოკიდებული, ყველს ყიდდა. ვეხუმრებოდით – მანქანა გაგექცაო?
მთელი წლის შრომა, ყველაფერი გეკარგება.
მე მოშორებული ვარ გამყოფი ხაზიდან და სხვა მხარეს ვდენი ძროხებს. ვინც უშუალოდ ხაზთან ცხოვრობს, დილით ადრე დგება, სამ-ოთხ კილომეტრზე მირეკავენ ძროხას, მიჰყვებიან ბოლომდე.
ნახავენ, რომ დაიწყო ძოვა და უსაფრთხოდაა, წამოვლენ.
საღამოს ცოტა შეაგვიანდებათ და ისევ ეს 4-5 კილომეტრი იქით უნდა შეეგებონ იმას, რომ საქონელი იქით [აფხაზეთში] არ გადავიდეს და არ დაკარგოს.
შრომაა ესეც.
ხშირია შემთხვევა, როდესაც გამყოფ ხაზზე მცხოვრებები მსხვილფეხა საქონელს კარგავენ, – ისინი დე ფაქტო აფხაზეთში გადადიან
ზოგადად, სოფელში ცხოვრება ძნელია და ეს უკვე ორმაგად ძნელია – თან იშრომო, თან უსაფრთხოებაზე იფიქრო, თან რომ არ დაგეკარგოს, იმაზე იფიქრო. ბოლომდე გარეკო, გამორეკო. მერე 3-4 საათი იმაზე იფიქრო, სად არის…
სტრესია.
იმიტომ ვამბობ, ჩვენი ქალები ყოჩაღები არიან-მეთქი. ამხელა სტრესის მიუხედავად. ოჯახში მიხვალ და შეუძლია მხიარული დაგხვდეს. პატივი გცეს, მიგიპატიჟოს. ვერც კი შეამჩნიო, რამხელა შრომაა და რამხელა სტრესის ქვეშ არიან.
სირთულეები, რომლებიც გამყოფ ხაზზე ცხოვრებას ახლავს თან
ახალი მუნიციპალური ავტობუსი გვაქვს. ლურჯი.
სოფლის ავტობუსი იმისთვის არის, რომ ხალხი გავიდეს ქალაქში. ჩვენ აქედან რამე უნდა გავიყვანოთ, გავიტანოთ და გავყიდოთ.
ეს ავტობუსით გამორიცხულია.
ხშირად, როცა ტაქსის ვიძახებთ, ოპერატორს ვუხსნით ესა და ეს უნდა გადავიყვანოთ, ესა და ეს წავიღოთ. ეს უკვე სადღაც სამმაგი, ხუთმაგი ხარჯია.
ეს თხილის შეგროვებას ჰგავს. თხილს, რასაც ვაგროვებთ, 70 % შემგროვებლებს ვაძლევთ.
„მარშუტკა“ აღარ დადის. „მარშუტკა“ რომ წამოვიდეს, ხარჯებთან არის დაკავშირებული. მანქანას ხარჯი აქვს. გზის ფული სამი ლარი მაინც უნდა ღირდეს, ეს ხარჯები რომ ამოიღოს, ამიტომ არ დადის.
მუნიციპალური ავტობუსით ბაზარში გასაყიდად ვერაფერი მიგვაქვს. მარტო ისეთი ჩანთის წაღების უფლება გვაქვს, რომელიც ფეხქვეშ შეიძლება დაიდო.
ერთ-ორ ტომარაზე ხუჭავენ მძღოლები თვალს. კი ეშინიათ დაგვაჯარიმებენო, მაგრამ არაფერს ამბობენ. ცოტა მეტი თუ მოგროვდა, იწყებენ თხოვნას – ვაიმე, არ დამღუპოთო.
არადა, ყველა ბაზარში მიდის. როგორ უნდა გამოზომოს სოფელმა, ვინ წაიღოს ბაზარში პროდუქტი და ვინ – არა?
ბევრჯერ მივმართეთ ამაზე მუნიციპალიტეტს.
პასუხი იყო – ეს მუნიციპალური ტრანსპორტია, მოსამსახურეებისთვის არის. ქალაქში გასვლა-გამოსვლისთვის. ეს სატვირთო მანქანა არ არისო.
ჩვენ სატვირთო გვჭირდება. მაშინ იმ ავტობუსს გამოაყოლონ ერთი სატვირთო. ავტობუსში წინ ჩვენ დავსხდებით, უკან საქონელს სატვირთოს გამოვატანთ.
მუნიციპალური ტრანსპორტი… კი, ვიღაცამ შეიძლება ისე გაიგოს, რომ უმადურები ვართ. არა, ბატონო, მადლობელი ვართ, მაგრამ სოფლისთვის არ არის.
თან სოფლის ცენტრამდე მოდის. სოფელში, უბნებში არ შედის. ცენტრში გასასვლელად დიდი გზის გავლა უწევს ხალხს. მერე ურიკებით ხვდებიან. შევარდნაძის პერიოდში რომ იყო, ისე – ურიკებით ხვდებოდნენ ხიდის თავთან. ისეა ახლაც.
ახლა გრაფიკი აქვს ავტობუსს. კვირაში ერთი თუ ორი დღე შედის უბნებში მხოლოდ. უბნებში ვერ შედის, იმიტომ, რომ გზა არ არის. ავტობუსი გატყდებაო – გვითხრეს.
გუშინ ავტობუსში ქალმა ითხოვა კონდიციონერი ჩართეო. არ ჩაურთავთ. რაღაც დეტალი გაუფუჭდებაო. ამ ქალს უთქვამს – პროდუქტის გატანა არ შეიძლება, შემოტანა არ შეიძლება, თქვენი საქმე რაცაა, ის მაინც გააკეთეთ, კონდიციონერი მაინც ჩართეთო.
თუ გათბობა არ ჩაირთვება, კონდიციონერი არ ჩაირთვება, ვერ გაიტან, ვერ შემოიტან, რად გვინდა მაშინ?
რას ვაკეთებთ? სამი-ოთხი მეზობელი გროვდება, შეკრებენ ფულს, გამოიძახებენ ადგილობრივ ტაქსის და მიაქვთ პროდუქტი. მეც ასე ვაკეთებ, მაგრამ ამ პროდუქტზე ცალკე უნდა გადაიხადო.
ეს პრობლემა რჩება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის.
განსაკუთრებით აისახება ჩვენზე, ქალებზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ბაზარში სიარული. მუნიციპალური ავტობუსი დგას რკინიგზის სადგურთან. ბაზარი არის ერთი კილომეტრით მოშორებული. რამე რომც იყიდო, ამხელა გზაზე ხელით უნდა ატარო.
[ბაზარში] კაცები ხომ არ დადიან? ქალები დადიან. ჩვენი სოფლის მოსახლეობის სურვილი არავინ გაითვალისწინა.
ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და ყველაფერი რთულდება. ორმაგად.
პატარა ხურჩა იტალიაში
85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. ოჯახი არ არსებობს, ერთი მაინც რომ არ იყოს ოჯახიდან წასული. ხუთი-ექვსი ოჯახი თუ იქნება, რომელიც შიდა ემიგრაციაშია. დანარჩენი ყველა წასულია საზღვარგარეთ.
ჩვენი ქალები არიან იტალიაში. ზოგჯერ ვიცინით ხოლმე – პატარა ხურჩა აქვთ იქ გახსნილი. დასვენების დღე როცა აქვთ, ერთად გროვდებიან და სურათებს რომ დადებენ, ხედავ, რომ მთელი სოფელი იქ არის. იმხელა სურათია, მთელი ჯარი დგას ქალების. შრომობენ და ოჯახს ინახავენ.
კაცები არიან პოლონეთში და სამთვიანი შუალედებით დადიან ჩეხეთში. სოფელმა ერთმანეთი წაიყვანა. ჯერ ერთი წავიდა, მერე მეორე წაიყვანა და ასე.
ასე მოხდა ქალების შემთხვევაშიც. ყველა ერთმანეთის ნათესავი, მეზობელია და ერთმანეთს დაეხმარნენ წასვლაში.
პირველად ძალიან მიკვირდა, როგორ შეძლეს მეთქი. შვილები აქ მშობლებს დაუტოვეს და ისე წავიდნენ.
ნელ-ნელა ფეხი მოიკიდეს. ახლა მყარად დადგნენ, მაგრამ მაინც ძნელია.
რომ ჩამოდიან, ვერ ასწრებენ ვერაფერს. დაბმული ძაღლებივით არიან.
ყველგან უნდათ, რომ მივიდნენ, ყველა მოიკითხონ, ყველა ნახონ. დაიკმაყოფილონ ის მონატრება.
ჩემი შვილია პოლონეთში წასული. სტუდენტია. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. პირველი კურსი რომ დაასრულა, აკადემიური აიღო და წავიდა. იქიდან გვეხმარება. აქ ვერსად ვერ იმუშავებდა.
ძალიან გაგვიჭირდა. მამის გარეშე რომ დარჩნენ, მაზლი გვეხმარებოდა. უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ იმასაც გაუჭირდა და ჩემი შვილი იძულებული გახდა წასულიყო.
ძალიან მენანება, რომ თავისი ახალგაზრდობის დროს კარგავს. უნდა გაერთოს, იმის ნაცვლად კი მუშაობს და ჩვენ გვარჩენს.
ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ იმასთან არ ვიმჩნევ.
შეიძლება ეგოისტურადაც გამომივიდეს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი-ორი წელი დაკარგოს ის მირჩევნია, მთელი ცხოვრება რომ მერე ტვირთად დააწვეს რაღაცა. ახალგაზრდა ბიჭია და გადაიტანს.
მამის გარეშე დარჩა, მე კი არ შემიძლია ფინანსურად დავეხმარო.
ცხოვრება გამყოფ ხაზზე ჰგავს…
ცხოვრება გამყოფ ხაზზე ჰგავს… მოსაკლავად დამწყვდეული რომ გაიქცევა, ცოტა სამშვიდობოს რომ გავა, მერე რომ დამშვიდდება და გაჩერდება. აი, ეს წარმოვიდგინე ახლა უცბად თქვენი კითხვის პასუხად.
ახლა უკვე მშვიდად ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაქცევაზე ვიყავი. მთელი ცხოვრება სადღაც ვისწრაფოდი, სადღაც მივდიოდი, რაღაცის განხორციელებას ვცდილობდი, არ გამომდიოდა. სამაგიეროდ შვილებში გამომივიდა.
რა სჭირდებათ ქალებს გამყოფ ხაზზე
ახლა რაღაც-რაღაცები გამოსწორდა. ამბულატორია გვაქვს, კვირაში ორი დღე ექიმი დადის, დანარჩენ დღეებში ექთნები მორიგეობენ. არაჩვეულებრივი ექიმი და ექთნები გვყავს.
თავს რომ მივხედოთ, ამისთვის ქალაქში უნდა გავიდეთ.
ეს ახალი ავტობუსი ასეთი ფუფუნებისთვის კი გამოგვადგება – ქალაქში გავისეირნოთ, გავიკეთოთ მანიკური, პედიკური, თმა და სოფელში დავბრუნდეთ. მაგრამ ჯერჯერობით ისე არ ვართ, რომ ეს მოვითხოვოთ.
კონფლიქტი
ჩვენ არ ვშორდებით. შეიძლება იქ ჩემ თანატოლს შვილი ჰყავდეს, შვილიშვილი ჰყავდეს, არც ვიცნობდე, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ გვინახავს ერთმანეთი.
გამყოფი ხაზი სოფელ ხურჩაში მდინარე ხურჩაზე გადის. მდინარის გაღმა გალის რაიონი, სოფელი ნაბაკევია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მოკლედ ხურჩის შესახებ
დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზი ძირითადად მდინარე ენგურზე გადის.
ხურჩა გამყოფ ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა და ხურჩას შორისაა მოქცეული. სოფელი ხურჩა ესაზღვრება სოფელ ნაბაკევს. ხურჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის. ნაბაკევი კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელია.
2017 წლამდე ხურჩაში მოქმედებდა ე.წ. გამშვები პუნქტი.
2016 წელს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე, ხიდზე აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ოთხოზორიას მკვლელობიდან მალევე გამშვები პუნქტი დაიხურა.
ომი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. საომარი მოქმედებების დასასრულს საქართველოს ჰყავდა 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. რუსებმა და აფხაზებმა აიძულეს ეთნიკური ქართველები საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.
ამჟამად აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.
დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთთან ახლო მეგობრულ-ნათესაური კავშირი აქვთ, მაგრამ ახლა ერთმანეთის ნახვას ვეღარ ან იშვიათად ახერხებენ.
შენიშვნა:„ბათუმელები“ ამ სტატიით იწყებს ზეპირი ისტორიების სერიის გამოქვეყნებას, რომლებიც გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან ჩაწერა.
ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებულ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. მყიდველმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ან წარმოების ხაზი უნდა აამოქმედოს და მას პროფილი მინიმუმ 15 წელი შეუნარჩუნოს.
ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 594 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 2 მილიონ 400 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 60 ათასი ლარი.
განაცხადში აღნიშნულია, რომ გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.
გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან
ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 20 სექტემბერს დასრულდება.
მიწის ნაკვეთის მომავალი მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს:
„შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „საწარმოო ზონის“ შესაბამისი საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება;
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან/და წარმოების ხაზის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას (გარდა ინერტული მასალების წარმოებისა), ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები;
დასაქმებულთა თანაფარდობის და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
აღნიშნულ პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“.
აუქციონის პირობის მიხედვით, საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა მყიდველს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად მოუწევს. კერძოდ:
2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2025 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში, 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.
თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმადა ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში [ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო] მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
უკრაინაში რუსული ჯარები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკას. მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის 1 ბავშვია.
ასევე, ინფორმაცია ვრცელდება 20-მდე დაჭრილის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს.
კონსტანტინოვკაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალურ ბაზარს S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენებით დაარტყეს, იარაღის ტიპი ჯერ კიდევ ზუსტდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა. მან სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც დაკარგა ახლობლები და თქვა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
დღეს, 6 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს, რა ახალი სასწავლო, პროპაგანდისტული გეგმა აქვს კრემლს სასკოლო განათლებაში.
დაზვერვა წერს, რომ რუსეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს როგორც სამხედრო უნარების, ასევე, კრემლის ვერსიას უკრაინის ისტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 მოსწავლესთან ღია გაკვეთილი პირადად ჩაატარა.
რუსეთის განახლებული ისტორიის გამოცდის თემები ეხება ყირიმის გაერთიანებას რუსეთთან და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში. რუსეთის პარლამენტმა სასწავლო გეგმა გასულ წელს დაამტკიცა.
პროგრამის ერთი ელემენტი – „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლები“ განსაზღვრულია უფროსკლასელებისთვის და მოიცავს საბაზისო სამხედრო მომზადების მოდულს. ამაში შედის ავტომატ „კალაშნიკოვისა“ და ხელყუმბარის გამოყენება, დრონები და ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების გაწევა.
მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ შეხვდნენ რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანებს.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთის ახალი სასწავლო გეგმა ემსახურება სამ მიზანს: ჩაუნერგოს მოსწავლეებს კრემლის ლოგიკა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“, საბრძოლო აზროვნება და შეამციროს ვადები შემდგომი მობილიზაციისთვის.