მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი

09.09.2023 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 268 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 4 544 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 8 739 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 5 789 ერთეული [+36]
  • MLRS – 757 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 508 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 588 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 298 ერთეული [+34]
  • სპეცტექნიკა – 870 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 540 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 306 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 840 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]აშშ, სავარაუდოდ, მიაწოდებს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემებს – მედია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„პრიგოჟინი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: