მთავარი,სიახლეები

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – სააგენტო

06.09.2023
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში, 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა  და ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმადა ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში [ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო] მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: