მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი

08.09.2023 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 267 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 4 529 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 8 726 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 5 753 ერთეული [+31]
  • MLRS – 754 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 507 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 570 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 264 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 860 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 498 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 794 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: