რეკლამა,სიახლეები

მცირე გრანტები სასტუმროებისთვის მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით

08.09.2023 • 866
მცირე გრანტები სასტუმროებისთვის მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით

არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის ენერგოეფექტური მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე.

კონკურსი ღიაა მცხეთამთიანეთის  მხარესა და აჭარის / ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის. საგრანტო განაცხადები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე მიიღება.  

მცირე გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს ენერგოეფექტური მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვაში. შერჩეულ სასტუმროებში, სადემონსტრაციო პროექტების სახით შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების ინსტალაცია. დეტალური ინფორმაციისათვის, მიჰყევით ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=488153 

საგრანტო კონკურსი ნაწილია პროქტისა „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ და ამ მიზნით პროექტი გამოყოფს 48 ათას ევროს. პროექტი ხორციელდება GIZ-ის კლიმატის საერთაშირისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკის საქმეთა და კლიმატის ცვლილების ფედერალური სამინისტროსა (BMWK) და ფედერალური საგარეო საქმეთა ოფისის (AA) ფინანსური მხარდაჭერით. 

ამავე პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ 6-7 სექტემბერს აჭარაში გაიმართა სემინარი მასპინძლობის სექტორში მომუშავე სასტუმროების წარმომადგნლებისათვის. სემინარზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით, ასევე, მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიები და მათი ხარჯსარგებლიანობას და დსაფინანსების წყაროები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტის უფროსი თინათინ ზოიძე,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი მაია ცხვარაძე, ექსპერტები და მკვლევრები ენერგოეფექტურობის საკითხებში, განახლებად ენერგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სესხებს გასცემენ ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის განვითარების პროექტებისთვის და 25-მდე მცირე და საშუალო სასტუმროს წარმომადგენელი ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

„ტურიზმის სწრაფად მზარდი სფეროა აჭარის რეგიონში. მუდმივად იზრდება რეგიონში ტურისტული ნაკადი და ტურისტული ობიექტების რაოდენობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მასპინძლობის ინდუსტრიასაც   გვაქვს პასუხისმგებლობა გლობალური ენერგიის მოხმარებასა და სათბურის ემისიების წილზე.

ტურიზმის სექტორში მწვანე მიდგომების დანერგვა, ენერგიის გონივრული მოხმარება და მასთან ასოცირებული ხარჯების შემცირება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას, შემცირდება დაბინძურება და მივიღებთ ჯანმრთელ გარემოს. ამიტომაც, ტრენინგები და პროექტები, რომლებიც დაეხმარება ტურიზმის სექტორს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში და დანერგვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.  კარგია, რომ აჭარა, როგორ ერთერთი მოწინავე რეგიონი შეირჩა პროექტის განხორციელების ადგილად. მწვანე ტექნოლოგიების არსებობა ბაზარზე, ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში, სასარგებლოა არა მხოლოდ ბიზნესისათვის, არამედ ქვეყნისა და გარემოსთვის.

ნინო მალაშხია, პროექტის მენეჯერი:

იმის გამო, რომ მცირე ბიზნესი ახლა იდგამს ფეხს, მათთვის რთულია ინვესტირება გააკეთონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. ამიტომ, დონორების დახმარება და შეღავათიანი სესხები მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასაჩქარებლად. ამგვარი ტექნოლოგიები სასტუმროებს მეტად ეკომეგობრულად და უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს, რადგან ტურისტების მნიშვნელოვან ნაწილში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში, გაზრდილია მოთხოვნა იმ სერვის მიმწოდებლებზე, რომლებიც ცდილობენ, გარემოზე ზემოქმედება შეამცირონ.

ჩვენი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადემონსტრაციო პროექტების განხოციელება, რაც საშუალებას მისცემს შერჩეულ სასტუმროებს უშუალოდ გაეცნონ ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიისმაგალითადმზის მიკროელექტროსადგურების და მზის წყალგამაცხელებლებისტექნოლოგიების სარგებელს და შემდგომ ეს გამოცდილება გაუზიარონ სხვებს“. 

მელანო ქობულაძე, კოტეჯების „Lemanor lodge-ლემანორი” მფლობელი: 

„სემინარი რამდენიმე მიმართულებით იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საინტერესო იყო ის, რომ უშუალოდ სფეროს ექსპერტებისგან, პროფესიონალებისგან და სფეროში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, თუ ტექნიკურად როგორ ხდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და მცირე და საშუალო ზომის სასტუმრობში მათი გამოყენბის რა შესაძლებლობები გვაქვს.

ასევე, მნიშვნელოვანია მსგავსი პროქეტი და საგრანტო კონკურსი მცირე ბიზნესის ფინასნური ხელშეწყობისთვის. ეს დაგვეხმარება იმაშიც, რომ მეტად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე. ჩემთვის საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მწვანე ენერგიისა და ენერგოფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“. 

პროექტის ფარგლებში პირველი სემინარი მცხეთამთიანეთში მომუშავე სასტუმროებისათვის თბილისში, 2023 წლის ივნისში ჩატარდა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა კვლევა სასტუმრობისთვის ენერგოეფექტურობის საჭიროებების თაობაზე, რომელზე დარყდნობითაც მომზადდა და გამოიცა გზამკვლევი სასტუმროებისთვის, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების, გამოყენებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ

მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ერთი მხრივ, სასტუმროებს ენერგიისა და ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ კი გულისხმობს ნაკლები სათბური აირების გაფრქვევას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში


დამატებთი ინფორმაციითვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: +995 599235861, nino.malashkhia@geo.org.ge  ნინო მალაშხია, პროექტის მენეჯერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: