მთავარი,სიახლეები

„პრიგოჟინი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი

08.09.2023
„პრიგოჟინი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკისრებს.

„პუტინმა მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია“ – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ეს უბრალოდ ერთი ტერორისტით ნაკლებს ნიშნავს.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსების სულისკვეთება დაეცა, რადგან ისინი ვაგნერელების უკან იმალებოდნენ და მათ წინ უშვებდნენ ისე, რომ უკან დაბრუნება არ შეეძლოთ.

„ჩვენთვის ეს ნამდვილად პლუსია”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

„რთული ბედის ადამიანი იყო“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელმაც ორი თვის წინ წარუმატებელი აჯანყება წამოიწყო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოკლეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: