ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისთვის ჯამში ოთხ ახალ ავტობუსს შეიძენენ.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ავტობუსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 38 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისთვის ყიდულობს [153 ავტობუსი]; აქედან ქედასა და შუახევს თითო ერთეული ავტობუსი გადაეცემა, ხულოს მუნიციპალიტეტს კი – ორი.
ქედის მუნიციპალიტეტის ცნობით, ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს; ხულო-ბათუმის სამარშრუტო ხაზზე ივლის ხულოს ორივე ავტობუსი; შუახევში კი ახალი ავტობუსის დანიშნულება შიდამუნიციპალური გადაადგილება იქნება.
„ავტობუსი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს“, – გვითხრეს შუახევში.
ISUZU-ს ფირმის მწვანე ფერის ავტობუსებიგათვლილია 56 მგზავრზე, სადაც 21 დასაჯდომი ადგილია და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ეტლისთვის.
ავტობუსი აღჭურვილი იქნება სათანადო სახელურებით და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით; ასევე, მგზავრთა განყოფილების გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით.
თითოეული ავტობუსის ფასი 345 500 ლარია.
ქედის მუნიციპალიტეტი ასევე შეიძენს IVECO-ს ფირმის ერთ ნაგავმზიდს, რომელიც დაბის და ათივე ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს მოემსახურება. ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტიდან 430 630 ლარი გამოიყო.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟეებმა სადახლოზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომანქანიდან, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.
„მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 417,17 გრამი) გამოვლინდა“, – წერია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 42 098,76 ლარია.
საქმის გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
„გამათავისუფლეს იმიტომ, რომ „ლელოს“ ვუჭერ მხარს, პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბოლო 13 წელია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი ვარ,“ – ამბობს დავით დევაძე. ის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელას“ მწვრთნელად მუშაობდა თვეში 360 ლარად.
„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებასო. ვუთხარი, ბავშვები ცოდვა არიან-მეთქი და ჩვენ მივხედავთო. სხვა მწვრთნელებს გაუფორმეს ხელშეკრულება.
გაიგეს, რომ „ლელოს“ შეკრებას ვესწრებოდი. მერე წალენჯიხაში გამაგზავნა პარტიამ, ბავშვთა ფეხბურთის საბაზისო სკოლის შეკრებაზე. ამასაც მოჰყვა რაღაც ისეთი რეპლიკები, რომ მაინცადამაინც წალენჯიხაში რატომ წახვედიო.
მანამდე, წინა არჩევნებზე, „ლელომ“ ბავშვებისთვის ლოგოებიანი ბურთები გადმომცა და მაისურები, სასპორტო სკოლა ვერც გვაძლევდა ბურთს. ერთხელ ვათამაშე მხოლოდ ბავშვები იმ მაისურით,“ – გვითხრა დავით დევაძემ.
„ეს არის საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ ერთი ფაქტი. მმართველობის 11 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპონენტების მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნას განაგრძობს. გვჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, შესაბამისად, ჩვენი წევრის უფლებების დასაცავად ვიბრძოლებთ სამართლებრივად, სარჩელი მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ლელოს“ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კი, მხოლოდ ერთხელ გაიმართლა სასამართლო პროცესი და ხელოვნურად ჭიანურდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა,“ – განაცხადა გენო თებიძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ბრიფინგი „ლელოს“ ბათუმის ოფისში დღეს, 22 იანვარს გაიმართა.
„შპს საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ბავშვთა მწვრთნელი დავით დევაძე 2024 წლის 8 იანვარს გათავისუფლდა თანამდებობიდან. გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრიდან.
აქ უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, რა დარღვევის გამო გაათავისუფლეს მწვრთნელი.
მთავარი ფოტო: მარცხნიდან პირველი დავით დევაძე, შუაში გენო თებიძე და რევაზ აიოზბა, „ლელოს“ ხელვაჩაურის ოფისის ხელმძღვანელი
მკვლელობაში ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში დღეს, 22 იანვარს გაამტყუნეს. მას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო. ნაფიცი მსაჯულები 2022 წელსაც შეიკრიბნენ ბათუმში და გამამართლებელი განაჩენი მიიღეს.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლებული მკვლელობაში ბრალდებული, მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნია. ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა და საქმის განმხილველად ნაფიცი მსაჯულები აირჩია.
საუბარია 2023 წლის აპრილში ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში მომხდარ შემთხვევაზე – 37 წლის კაცი ღამით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის მეგობარი იყო, ისინი მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ ბათუმში.
„ის არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, რადგან ეს იყო თავდასხმა. ჩვენ ვითხოვდით გამართლებას ან მოგერიების ფარგლებს გადაცილებას,“ – ამბობს ადვოკატი გვანცა თურმანიძე, ის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.
ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაცია ამ საქმეზე იყო ის, რომ მოსამართლეს მკაცრი სასჯელი არ დაენიშნა.
ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი საქმის განსახილველად არჩევენ ნაფიც მსაჯულებს.
მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობისა, რომ პროგრესს საფრთხე შეუქმნას – იუწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს თამბაქოს მოხმარების ტენდენციების უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თამბაქოს 1,25 მილიარდი ზრდასრული მომხმარებელი ჰყავს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მწეველთა სავარაუდო რაოდენობა 842 000 ადამიანია [729 000 – კაცი, 113 000 ქალი];
2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან 1 მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო.
ანგარიშის მიხედვით, 150-მა ქვეყანამ წარმატებით შეამცირა თამბაქოს მოხმარება. ბრაზილიასა და ნიდერლანდებში თამბაქოს მოხმარებას შემცირდა მას შემდეგ, რაც მათ განახორციელეს MPOWER თამბაქოს კონტროლის ზომები, ბრაზილიაში თამბაქოს მოხმარება 2010 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდები – 30%-იანი მიზნის მიღწევის ზღვარზეა.
ჯანმოს თანახმად, ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს აქვს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი – 26,5%, მას ოდნავ ჩამორჩება ევროპის რეგიონი – 25,3%.
ანგარიში აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის ევროპის რეგიონში პროგნოზირებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები – 23%-ზე ოდნავ მეტი. ევროპის რეგიონში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ქალებში ორჯერ მეტია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და გაცილებით ნელა მცირდება, ვიდრე ყველა სხვა რეგიონში.
2010 წლის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება ოდნავ შეიცვალა, მაშინ როცა 6 ქვეყანაში იგი კვლავ იზრდება. ეს ქვეყნებია კონგო, ეგვიპტე, ინდონეზია, იორდანია, ომანი და მოლდოვა.
„თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2023“, რომელიც წარმოადგენს გლობალურ კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობები თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევაზე და როგორ იცავენ თავიანთ საზოგადოებრივ ჯანდაცვის პოლიტიკას კომერციული ინტერესებისგან, აჩვენებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის დაცვის მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის გაზრდილი ჩარევისგან მთელ მსოფლიოში გაუარესდა.
კვლევები ეროვნულ დონეზე მუდმივად აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ.
“მომავალ თვეში ქვეყნები შეიკრიბებიან პანამაში ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენციის მე-10 სესიაზე, სადაც თამბაქოს ინდუსტრია შეეცდება გავლენა მოახდინოს ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაზე ფინანსური და მატერიალური სტიმულების შეთავაზებით და დაარღვიოს ქვეყნების უფლება დაიცვან თავიანთი მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – წერს ჯანმო. – „FCTC-ის გაძლიერება არის ჯანმრთელობის გლობალური პრიორიტეტი, რომელიც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებში. ჯანმო მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყნებს თამბაქოს ინდუსტრიისაგან თამბაქოს კონტროლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეფექტური ზომების დაცვაში“.
საქართველოში, სიგარეტის მწეველობის გავრცელების მაჩვენებელი 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში – 28.6 პროცენტია [აქედან კაცი – 50.2%. ქალი – 7.0%].
ჩინეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში, მასიური მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 47 ადამიანი ნანგრევებში მოყვა.
ჩინური მედიის ცნობით, სტიქიის ადგილას ორასზე მეტი მაშველი მუშაობს დაკარგულების მოსაძებნად.
სოფლიდან, სადაც მეწყერი განვითარდა, 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეწყერი 22 იანვარს განვითარდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი – ნატო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ, ოთხთვიან წვრთნებს იწყებს, რომელშიც მონაწილეობას 90 000 სამხედრო მიიღებს.
Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში გაიმართება კონფლიქტის სიმულაცია „პრაქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან“. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ნატოს ყველა ქვეყანა და ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შვედეთი. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ჩატარდება ევროპის ტერიტორიაზე, ნორვეგიიდან რუმინეთამდე.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდ წვრთნად აქამდე მიიჩნეოდა Trident Juncture, რომელშიც 2018 წელს 50 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო მასშტაბური წვრთნა კი, რომელშიც 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ნატომ 1988 წელს ჩაატარა.
Steadfast Defender 2024-ში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი, ავიამზიდებიდან გამანადგურებლებამდე, ასევე, 80-ზე მეტი საბრძოლო ვერტმფრენი, დრონები და მინიმუმ 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი. წვრთნები აჩვენებს, რომ ნატოს შეუძლია კომპლექსური ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაზე, საჰაერო და კიბერსივრცეში თვეების განმავლობაში, ათასობით კილომეტრზე.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, რობ ბაუერის განცხადებით, წვრთნების ეს მასშტაბი ალიანსის ახალი მზადყოფნის დემონსტრირებაა. „ეს არის ჯარის რეკორდული რაოდენობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ და ჩავატაროთ ამ მასშტაბის წვრთნები ოკეანის გადაღმა, შეერთებული შტატებიდან ევროპამდე”, – განაცხადა მან.
დღეს, 22 იანვარს, ბათუმის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.
ფაქტი უკავშირდება გუშინ, 21 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტერორიზმის მუქარას.
საუბარი იყო ბათუმის მე-3, მე-7, მე-8, მე-10 და 28-ე საჯარო სკოლებსა და რამდენიმე საჯარო სივრცეზე.
„სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტრო.
„ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც ესაუბრა ამ თემაზე. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ სკოლებში, რომელიც მოხსენიებული იყო ტერორიზმის მუქარაში, ბავშვების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.
„ზოგან კი 10-15 პროცენტია გამოცხადება, რაც ძალიან დაბალია. 5-6 ბავშვი ზის კლასებში. თუმცა არის სკოლები, სადაც 70 პროცენტია გამოცხადება. ჩვენ ყველა სკოლა გადავამოწმეთ, რა თქმა უნდა“, – ამბობს გოჩა დავითაძე.
მას ვკითხეთ, დაუკავშირდა თუ არა სკოლის ხელმძღვანელებს, რესურსცენტრს ვინმე ოფიციალური უწყებიდან და მიაწოდა თუ არა ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებზე? – როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, მათთვის მხოლოდ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციაა ცნობილი.
„ჩვენ ოფიციალური განცხადება ვნახეთ ამ დილით, ცხრა საათამდე გავიგეთ და გადავუგზავნეთ სკოლის დირექციებს, დირექციებმა დამრიგებლებს. სხვა არაფერი ყოფილა“, – გვეუბნება ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ დასახელებულ ობიექტებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“, – ნათქვამია სუსი მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის სპეციალურ ღონისძიებაზე, ბათუმის მულტიფუნქციური ვენიუ G17 მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პოპჯგუფს — ABBA 99-ს მასპინძლობს. G17-ის წარმომადგენლების განცხადებით, „მბრწყინავი ვალენტინობის“ ფარგლებში, ვენიუს მთლიანი სივრცე ABBA-ს დისკო-კონცეფციის შესაბამისად მოეწყობა; კონცერტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ კი, სტუმრებს დისკო-მუსიკის ფონს შეუქმნიან მოწვეული — DJ Naqebi და რეზიდენტი DJ Cheeky.
ABBA მსოფლიო პოპ-კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი პოპ ჯგუფია, რომელსაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, აქტუალურობა არ დაუკარგავს: დღემდე, წარმოუდგენელია საზეიმო თავშეყრა უკვდავი ჰიტების — Dancing Queen-ის, Gimme! Gimme! Gimme!..-ს (A Man After Midnight), Mamma Mia-ს გარეშე!
ABBA-მ პირველი წარმატება 1974 წლის ევროვიზიაზე მოიპოვა და სულ მალე, შვედური წარმოშობის კვარტეტმა, ბოჰემური 70-იანების მთელი მსოფლიოს მსმენელთა გულები დაიპყრო. 2016 წელს, ჯგუფმა ციფრული მსოფლიო ტურნე დაიწყო; 1992 წლიდან კი მის მუსიკალურ მემკვიდრეობას ABBA 99 აგრძელებს!
G17 — ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვაში შეჭრილ ხიდზე კონსტრუირებული მულტიფუნქციური ვენიუ, ვიზიტორებს კავკასიის რეგიონში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურულ დაგეგმარებას, ხმის და განათების სისტემებს და პერსონალიზებულ კონსიერჟულ მომსახურებას სთავაზობს. GTEM-ჯგუფის შემადგენლობაში, G17-თან ერთად, საკონცერტო სცენა Stage 17-ია, რომელიც წარმატებით გაიხსნა 2023 წლის საზაფხულო სეზონზე და „ისთერნ ფრომოუშენსა“ და „ოფენ ეართან“ პარტნიორობით, ვიზიტორებს პოპ-მუსიკის, ჯაზის, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკის არაერთი დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზა.
GTEM-ჯგუფის მიზანია, კავკასიის რეგიონში ცოცხალი მუსიკის შეგრძნების ახალი სტანდარტები დანერგოს, ისეთ საერთაშორისო მარკებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Clair Brothers, DiGiCo, SHURE-ის Axient Digital, Sennheiser; ხმის ინჟინერიის და განათების საერთაშორისო გუნდი კი გამოცდილია ისეთი მასშტაბის ვარსკვლავების შოუებზე, როგორიცაა: თინა ტერნერი, ელტონ ჯონი, სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, შაკირა, Pink Martini, ანტონი რემოსი, ეროს რამაზოტი და ა.შ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 376 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
ტანკი – 6 192 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 11 489 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 8 896 ერთეული [+21]
MLRS – 968 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 657 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 961 ერთეული [+25]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 819 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 891 ერთეული [+29]
სპეცტექნიკა – 1 397 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
568 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
11 033 უპილოტო საფრენი აპარატი
451 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 738 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 205 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 822 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 727 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა,“ – 21 იანვარს ბათუმში სავაჭრო ცენტრებიდან განხორციელებული ევაკუაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.
მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი”.
გუშინ, 21 იანვარს, ბათუმში მდებარე ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან დასაქმებულების და მომხმარებლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ცრუ შეტყობინება იყო, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.
ბათუმში, ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში, ევაკუაცია გამოცხადდა.
პოლიციის მითითებით სავაჭრო ობიექტები დატოვეს „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზას“ და „ბათუმი მოლის“ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა. „ბათუმელები“ თითოეულ მათგანთან იმყოფებოდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტებზე კინოლოგები მუშაობენ.
პოლიცია სავაჭრო ცენტრებში დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის მივიდა.
“ბათუმელები” შსს სამინისტროდან შეტყობინების მიღებისთანავე ინფორმაციას განაახლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 იანვრის 21 საათიდან 22 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 1– 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 4 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში სამშაბათს, 23 იანვარს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; 24-25 იანვარს კი, უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 376 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
ტანკი – 6 181 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 11 466 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 8 875 ერთეული [+7]
MLRS – 968 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 655 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 936 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 862 ერთეული [+14]
სპეცტექნიკა – 1 392 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 957 უპილოტო საფრენი აპარატი
450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 708 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 799 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 698 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის აეროპორტში შესული ცრუ შეტყობინების გამო ნაღმს ეძებდნენ.
აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 17:00 საათისთვის შევიდა.
შეტყობინების მიღებისთანავე აეროპორტში განგაში გამოცხადდა – მგზავრებს და პერსონალს აეროპორტის ტერიტორია დაატოვებინეს.
ნაღმის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კინოლოგები.
ცრუ შეტყობინების გამო გადაიდო ბათუმი-სტამბოლის ფრენა, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო.
აეროპორტის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის სამართალდამცავებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს [19:20 საათი], ხოლო პერსონალი და მგზავრები აეროპორტში დაბრუნდნენ.
თურქეთის ავიახაზების დაგვიანებული რეისზე მგზავრთა რეგისტრაცია ცოტა ხანში დაიწყება.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს სამინისტროს. თუმცა ამ ეტაპზე მათგან აეროპორტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.
„M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“.
გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის შემთხვევაში შენიშვნები, როგორც შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ აღწერილობასთან, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – აღნიშნულია დაინტერესებული პირების მისამართით, სააგენტოს განაცხადში.
ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით შეთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:
ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული;
ავტობუსის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 9,5 მეტრი, ტევადობა – არანაკლებ 60 მგზავრი.
არანაკლებ 21 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მოთხოვნილი დასაჯდომი ადგილების რაოდენობაში იგულისხმება დასაჯდომი ადგილების რაოდენობა შშმ პირების ეტლის განთავსების შემთხვევაში.
დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავა განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში.
„ბათუმელებმა“ დეტალების დაზუსტება „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ სცადა, თუმცა აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ბათუმის ავტოტრანსპორტი 100 მიკროავტობუსის შეძენასაც გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ამ შემთხვევაშიც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს.
სოფელი პაქსაძეები დიოკნისის თემში შედის. „ბათუმელები“ ესაუბრა დიოკნისის თემში მერის წარმომადგენელს, გურამ კახაძეს.
„მეწყერი წუხელ განვითარდა, გვიან ღამით. ექვსი ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას. ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და დამატებით რომ გითხრა რა საფრთხეებთან გვექნება ხვალ და ზეგ საქმე, ვერ გეტყვით. ოჯახები უსაფრთხოდ გავიყვანეთ, მაგრამ საფრთხე ისევ არის. მერია, მთავრობის აპარატი ჩართულია. მთავარი გეოლოგის მოადგილეც იყო ამოსული,“- უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა დიოკნისის თემში.
მეწყრულ ზონაში მოხვედრილი ოჯახები ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ქირით გაიყვანა. მერის წარმომადგენლის თქმით სოფელში ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები და ადგილზე სწავლობენ არსებულ სიტუაციას.
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 15 იანვარს ცვლილება შეიტანა „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებში“, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის მიმღებ ზოგიერთ პირს დახმარების ოდენობა გაეზარდა.
მთავრობის დადგენილებით, სოციალური პაკეტი ენიშნებათ:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 734 ლარი [იყო 684 ლარი]
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 634 ლარი [იყო 584 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 534 ლარი [იყო 484 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 463 ლარი [იყო 413 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 434 ლარი [იყო 384 ლარი]
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 434 ლარი [იყო 384 ლარი]
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 412 ლარი [იყო 362 ლარი]
მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 412 ლარი [იყო 362 ლარი];
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 397 ლარი [იყო 347 ლარი]
სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 390 ლარი [იყო 340 ლარი]
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 539 ლარი [იყო 519 ლარი]
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 439 ლარი [იყო 419 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს – 339 ლარი [იყო 319 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 298 ლარი [იყო 278 ლარი]
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 253 ლარი [იყო 233 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 239 ლარი [იყო 219 ლარი]
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 217 ლარი [იყო 197 ლარი]
მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 217 ლარი [იყო 197 ლარი]
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს – 202 ლარი [იყო 182 ლარი]
სხვა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 195 ლარი [იყო 175 ლარი]
ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 199 ლარი [იყო 179 ლარი]
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 189 ლარი [იყო 169 ლარი]
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 434 ლარი [იყო 384 ლარი]
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 412 ლარი [იყო 362 ლარი]
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს – 397 ლარი [იყო 347 ლარი]
სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 390 ლარი [იყო 340 ლარი]
ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – 155 ლარი [იყო 135 ლარი]
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 215 ლარი [იყო 165 ლარი]
მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 155 ლარი [იყო 135 ლარი].
ცვლილება შევიდა ასევე „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა“ 2024 წლის იანვრიდან გაეზარდათ შემდეგ პირებს:
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 40 ლარი [იყო 7 ლარი];
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 40 ლარი [იყო 7 ლარი];
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 40 ლარი [იყო 7 ლარი];
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 80 ლარი [იყო 44 ლარი];
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად 80 ლარი [იყო 44 ლარი];
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 60 ლარი [იყო 22 ლარი].
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 375 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
ტანკი – 6 171 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 11 455 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 8 868 ერთეული [+14]
MLRS – 967 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 654 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 934 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 848 ერთეული [+17]
სპეცტექნიკა – 1 389 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 914 უპილოტო საფრენი აპარატი
450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 705 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 795 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 641 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
32 წლის ბაჩი თურმანიძე, რომელიც 17 იანვარს ბათუმში, ავტოავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა. ის ოჯახმა საოპერაციოდ თურქეთის ქალაქ სამსუნის კლინიკაში გადაიყვანა.
დაზარალებული ბაჩი თურმანიძის არაერთი მეგობარი ცდილობს მისთვის ფულადი სახსრების შეგროვებას – მას ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, რომელიც ორშაბათს, 22 იანვარს არის დაგეგმილი.
ბაჩი თურმანიძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
„სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი – ფულს ვერ გადავიხდიდი. გონება დავკარგე და მთელი ღამე სისხლი მდიოდა ცხვირიდან,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 45 წლის ქალია და ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს.
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დედა-შვილს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ისინი უფასოდ ექიმთანაც ვერ მივლენ და ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობენ, სადაც ნინოს თქმით, სანიტარიული პრობლემებია და დისბაქტერიოზი დაემართა.
„არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ მშივრები ვართ,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე და ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, მოაჯირის გარეშე დარჩენილ კიბეს მიუყვება. დედა-შვილს სახლში მხოლოდ ორი პატარა ოთახი ეკუთვნის – ნესტიანი, ბზარგაჩენილი კედლებით, ნახევრადჩამოქცეული ბათქაშით და ბევრი ხატით.
ნინოს დედა – ასიე ჯინჭარაძე გაზის ღუმელთან ზის. ის ჯერ არაფერს ამბობს, ხელი უკან მიაქვს და კედელზე მიმაგრებული კარადის კარს აღებს: ორივე თარო მედიკამენტებითაა სავსე.
„რაც სააკაშვილმა აამოქმედა ეს დახმარება, მას შემდეგ ვიღებთ შემწეობას. ახლა მოგვიხსნეს, ვერ გავიგეთ, რატომ? სააგენტოში მითხრეს, რომ პენსიები გაგეზარდათო. რა პენსია გამეზარდა ასეთი, მილიონერი გავხდი? მართლა ისეთები იღებენ დახმარებას, რომლებიც დასაქმებული არიან და ავტომანქანებიც აქვთ,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე და სამზარეულოში გავყავართ.
„ადრე სასადილოდან მოგვქონდა საჭმელი. იმის გამო, რომ ანტისანიტარიული მდგომარეობა იყო, დამემართა დისბაქტერიოზი, ძალიან ძვირიანი წამლები სჭირდება, დიდი ხანი მკურნალობა, არ მქონდა ამის საშუალება. ისეთი ტკივილები მქონდა მუცელში, ორჯერ გონება დავკარგე,
ბოლოს აღარ ვსარგებლობდით სასადილოთი, წყალი, პური და ჩაი მერჩივნა. ახლა საერთოდ აღარ გვეკუთვნის და ვინ შეგვაყოფინებს ცხვირს სასადილოში.
ნინო ხინთიბიძე და ასიე ჯინჭარაძე
მაწვნის სუპი გვექნება დღეს სადილად, ახლა მოვამზადე, ორთქლიც კი ასდის… იაფი ესაა და სასარგებლო,“ – გაღიმებას ცდილობს ნინო ხინთიბიძე და სამზარეულოში იმ ნივთებს გვაჩვენებს, რაც „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ და ბათუმის მერიიდან მიუტანეს.
„მერია რომ არ დაგვხმარებოდა, აქ არც კი შემოისვლებოდა, სკამიც არ გვქონდა,“ – სამზარეულოში შემოდის ასიე ჯინჭარაძე და ქურასთან ჩერდება, სადაც კარტოფილით სავსე ტომარაც დევს- „სახურავზეც არჩილ ჩიქოვანი დაგვეხმარა, წყალიც ჩამოდიოდა,“ – ამატებს ის და ოთახის მეორე ნაწილს გვაჩვენებს, სადაც ჭერი ჩამოქცევის პირასაა.
ასიე ჯინჭარაძე გვანიშნებს, სათქმელი მაქვს მეცო.
„ისე აგვიწიეს ქულები, სასწრაფოს ვერ გავატანე შვილი საავადმყოფოში, ვერ გადავიხდიდი, არ გვაქვს საშუალება. ჩვენ ცხოვრების საშუალება არ გვაქვს, რომ ვიარსებოთ და ვიცხოვროთ, ისეთი სისტემაა შექმნილი.
მოვუსმინე ბატონ ირაკლის [ღარიბაშვილი], სიღარიბე უნდა დავძლიოთო. გამიკვირდა. ვიფიქრე, რანაირად უნდა დაძლიოს სიღარიბე, როცა არც ფაბრიკაა, არც წარმოება არ არსებობს. ჩვენ ვართ მსხვერპლი ამ განცხადების. თურმე, გავმდიდრებულვარ და შემოსავალი მაქვს აწეული. თურმე, პენსია მოგვიმატეს. სასაცილოა ეს, სატირალი რომ არ იყოს.
პირველი მედროშე ვიყავი, არჩევნებზე დავდიოდი, მიხაროდა კიდეც და იმედი მქონდა, ვიცავდი „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილზე მქონდა ძალიან დიდი სიმპათია და დიდი იმედი, რომ ეს კაცი ჩვენ, საქართველოს, ჩემისთანა ადამიანებს გვერდში დაუდგებოდა, მაგრამ მე რასაც ვხედავ, ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა,“ – ასრულებს ასიე ჯინჭარაძე და ისევ სავარძელში ჯდება.
რას შეცვლის ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება? – ვეკითხები სოციალურად დაუცველს.
„არაფერიც არ იქნება, უარესი იქნება, იმიტომ, რომ თავისი ხედვა აქვს. ეს ხედვა არ არის მისაღები… მე ვხედავ კორუფციას, უმუშევრობას, გარიგებებს ვხედავ… ყველა ხომ არ დავტოვებთ საქართველოს და საზღვარგარეთ ხომ არ წავალთ? თავს ატყუებს, თუ ხალხს ატყუებს, თვითონ გაარჩიოს, მარა ხალხს ვერ მოატყუებს,“ – კატეგორიულია პენსიონერი.
ასიე ჯინჭარაძე ახლა მხოლოდ პენსიას იღებს, რაც თვეში 415 ლარია, თუმცა იმის გამო, რომ დედა-შვილი საპენსიო სესხით სარგებლობს, ასიე ჯინჭარაძეს 350 ლარი უწევს.
შშმ პირის პენსია ერგება ნინო ხინთიბიძეს, ის 200 ლარის ნაცვლად, 155 ლარს იღებს.
„საპენსიო სესხი ავიღეთ იმის გამო, რომ აბანო მოგვეწყო, სხვაგან დავდიოდით სიცივეში… შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, რატომ არ ვმუშაობ, როცა 45 წლის ვარ, მაგრამ შრომისუუნარო ვარ,“ – სამედიცინო დოკუმენტაციას გვაცნობს ნინო ხინთიბიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით პასუხსაც. სააგენტოს სოცდაუცველ ადამიანებს არ უკონკრეტებს, თუმცა მთავრობის იმ დადგენილებაზე მიუთითებს, რაც ხელფასის, ან „ყველა სხვა ანაზღაურების“ ზრდის გამო შემწეობის შეწყვეტას ითვალისწინებს.
„უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიატი ვიყავი, წყლის ბიორესურსები და ეკოლოგიის საფუძვლები მაქვს დამთავრებული და ზოოლოგიის მაგისტრატურა. სანამ შშმ პირი გავხდებოდი, გარემოს დაცვის სამმართველოში ვმუშაობდი 2010 წლამდე.
ახლა ზოგი 20 ლარს მირიცხავს, ზოგი – 30 ლარს. სხვებსაც გაუჭირდა. ფულს ასე რომ არ მირიცხავდნენ, კომუნალურებს ვერ გადავიხდიდი და სიცივეში დავრჩებოდი. სიცივე არ შეგვიძლია მე და დედას, როგორც შიმშილი. თანაც მე ძვლების სისუსტე მაქვს, დედას – ართრიტი.
როცა მშიერი ვრჩებით, მივადგები რომელიმე მეგობარს, ან ფეისბუქის ჯგუფში დავწერ, სადაც ადამიანებს ეხმარებიან. ესეც იგივე მათხოვრობა არაა? ქუჩაში ხელგაწვდილი არ ვდგავარ. მე ალბათ ასეთი, ოფიციალური მათხოვარ ვარ, ინტელიგენტი,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე.
ნინო ხინთიბიძე
ნინო ხინთიბიძე ლექსებს და ნოველებსაც წერს. მეგობრების დახმარებით რამდენიმე კრებულიც დამიბეჭდესო. ასიე ჯინჭარაძე კი დასძენს – ბათუმის მანქანათმშენებელში ბევრი წელი ვმუშაობდი, ვიდრე გაანადგურებდნენო.
„დედას ინფარქტი აქვს გადატანილი, ორივეს დიაბეტი გვაქვს ინსულინდამოკიდებული, მე ასთმა მაქვს, დედას – ქრონიკული ბრონქიტი.
ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდით: სიცივეში, შიმშილში, ცემაში… ეს სახლი სამ ნაწილად გაიყო დეიდაშვილებზე და ჩემზე, გვიწევდა შეხლა-შემოხლა, სასამართლოში იყო საქმე.
სააგენტოში იმ დოკუმენტსაც არ მაძლევდნენ, თუ რის გამო შემიჩერეს დახმარება, ინტერნეტი არ გვაქვსო. საბოლოოდ მომცეს, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი მარბენინეს. მერე ვუთხარი, ჟურნალისტებს მოვიყვან-მეთქი და უცებ გამოჩნდა ყველაფერი.
პატრონი თუ არ გყავს და ვინმე „ოცნებაში“, პარლამენტში და ზემდგომ ორგანოებში, ესე იგი, უნდა დაიჩაგრო. მე არ მყავს ასეთი არავინ. ამიტომაც, დამჩაგრეს,“ – გვითხრა ნინო ხინთიბიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 იანვრის 21 საათიდან 20 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა, მთაში კი თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-20 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
ღამით: 3-8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 21-22 იანვარს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კი თოვა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“
„გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის შემთხვევაში შენიშვნები, როგორც შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ აღწერილობასთან, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – აღნიშნულია სააგენტოს ბაზრის კვლევის განაცხადში.
„ბათუმელებს“ შესყიდვების სააგენტოში უთხრეს, რომ მიკროავტობუსებს შემსყიდველი ორგანიზაცია [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“] საკუთარი ბიუჯეტით იყიდის.
ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, შეთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:
ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული;
საწვავის ტიპი – დიზელი; დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი; არანაკლებ 16 დასაჯდომი ადგილი +1 დასაჯდომი მძღოლისთვის; საწვავის მოხმარება ქალაქში წვის პირობებში 100 კმ/ზე – ქალაქში არაუმეტეს 11 ლიტრი, შერეული არაუმეტეს 9 ლიტრი, ქალაქგარეთ.
მიკროავტობუსების ფერი შეთანხმდება „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“.
„ბათუმელებისთვის“ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსებით ქალაქში დღეს არსებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ჩანაცვლება არ იგეგმება. როგორც მერიაში გვითხრეს, „ახალი მიკროავტობუსები სავარაუდოდ იმ მარშრუტებზე ივლიან, სადაც დღეს ჩვეულებრივი საქალაქო ავტობუსები არ დადიან].
რა თანხით აპირებს მიკროავტობუსების შეძენას და ეტაპობრივად შეიძენენ თუ ერთიანად – ამ ინფორმაციაზე პასუხი „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ ჯერჯერობით არ გვაქვს.
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კლინცში, ნავთობსაცავში მასშტაბური ხანძარია.
რუსული მედიის ცნობით, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ცეცხლი სავარაუდოდ უკრაინული დრონის ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა. მისი თქმით, უკრაინელები სავარაუდოდ ცდილობდნენ თავდასხმას დრონებით ქალაქ კლინცის ობიექტებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 374 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 6 167 ერთეული [+20]
ჯავშანტექნიკა – 11 445 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 8 854 ერთეული [+19]
MLRS – 966 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 654 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 929 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 831 ერთეული [+37]
სპეცტექნიკა – 1 384 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 894 უპილოტო საფრენი აპარატი
450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 686 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 788 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 617 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მხოლოდ პოლიციელების ჩვენება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მტკიცებულება – ეს გადაწყვეტილება „გიორგი ქებურიას საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს მიიღო. შეიცვალა კანონიც, თუმცა რას აკეთებს, მაგალითად, მოსამართლე, როცა მასთან პროკურორი ზოგიერთ საქმეზე ბრალის დასადასტურებლად მხოლოდ პოლიციელებს წარმოადგენს?
ადვოკატების და უფლებადამცველების თქმით, პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგაც კი, არსებითად არაფერი შეცვლილა. მაგალითად, ყოფილი მოსამართლე და ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საჩვენებლად რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი მიიღეს საქმეზე, სადაც ნეიტრალური მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.
საიას ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი კი, პარალელს საპროტესტო აქციების დროს დაკავებებზე აკეთებს: „არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ამბობენ სასამართლო სხდომებზე სამართალდამცველები იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ჩართეს სამხრე კამერები. იურისტის დაკვირვებით, პარლამენტმა და სასამართლომაც სამართალდამცველებს დაუტოვა სივრცე თვითნებობისთვის.
რადგან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებები ელექტრონულ პლატფორმაზე აღარ ქვეყნდება და რესურსების სიმცირის მოტივით, სასამართლოები მათ მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან, „ბათუმელები“ მხოლოდ უზენაეს სასამართლომდე მისულ რამდენიმე საქმეს გაეცნო, სადაც საჩივრის ავტორებმა „გიორგი ქებურიას საქმე“ მიუთითეს – საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება და გამართლება ითხოვეს.
„არ ჩავთვალე საჭიროდ“ – პოლიციის „არგუმენტი“ თუ რატომ არ იღებენ ჩხრეკის ვიდეოს
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, სადაც „ნეიტრალური მტკიცებულების“ პრობლემა გამოჩნდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას „გიორგი ქებურიას საქმე“ შეახსენა, „გალიფ ოზთურქის საქმეა“. ოზთურქის ჩხრეკა რომ გამომძიებლებს არ გადაუღიათ და არ უცდიათ ნეიტრალური მტკიცებულების მოძიება, ამას პროკურორმაც ვერ აუარა გვერდი.
„პირადი ჩხრეკა რატომ არ გადავიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლევან მურვანიძემაც, რადგან ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონიც შეიცვალა.
„არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა, არჩილ სურმანიძემ უხერხული პაუზის შემდეგ, მოსამართლეს გახედა და ისე დაამატა: „მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მისი აპარტამენტებიდან გამოძიებამ 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღო. გალიფ ოზთურქის პირადი ჩხრეკა ასევე ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ჩატარდა.
გალიფ ოზთურქი
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ამ საქმეზე გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მსჯავრდებული ა.კ. კი, რომელიც ბათუმში ასევე ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს, უზენაეს სასამართლოსთვის გაგზავნილ სარჩელში მოსამართლეებს „გიორგი ქებურიას საქმეზე“ მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მისი ჩხრეკის დროსაც პოლიციელებს „ნეიტრალური მტკიცებულება“ არ მოუპოვებიათ.
ეს 2021 წლის 26 აგვისტოს მომხდარი ამბავია: განაჩენის მიხედვით, სარფის საბაჟოს გავლით ა.კ.-მ საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „თებაინი“ [0,02 გრამი] და „ჰეროინი“ [16,84 გრამი] შ.ო.-სთან ერთად შემოიტანა. ნარკოტიკები ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს შ.-ს ნივთებიდან ამოიღეს.
„აღსანიშნავია, რომ შ. ო.–სა და ა. კ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით და მას გარეშე პირი არ ესწრებოდა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
მსჯავრდებული ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ა.-ს ბრალი დასდეს იმ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში, რომელიც კონკრეტულად მისგან არ ამოუღიათ და ამოიღეს შ.-ს პირადი ჩხრეკისას. მსჯავრდებულის მტკიცებით, ქალმა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა.
„მოწმე შ.–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა. კ–ე არის მისი ნათესავი, რომელიც 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტ ხანს ცხოვრობდა მის საცხოვრებელ სახლში და წვდომა ჰქონდა სახლში არსებულ ნივთებთან, სარგებლობდა ტანსაცმლის კარადით, აბაზანით და სამზარეულოთი. ექსპერტმა კი განმარტა, რომ ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილი სხვა პირის ტანსაცმელზე, ნივთზე, ტანზე შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი კონტაქტის გზით და შესაძლებელია, შენარჩუნდეს თვეების განმავლობაში.
კასატორის პოზიციით, შესაძლებელია, მათი თანაცხოვრების დროს სწორედ ამ გზით გადავიდა ა. კ–სის გენეტიკური პროფილი შ.–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ აზღუდზე და ამ აზღუდიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე…“ – აღნიშნულია განჩინებაში, რადგან პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერება პირადი ჩხრეკის დროს ქალის ბიუსტჰალტერში იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ შ.-ს პირადი ჩხრეკა პოლიციელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს, ა.-ს ჩხრეკა – არა.
ბათუმის საქალაქო სასამართლო
„საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან ა.-ს შემხებლობა ჰქონდა შ.-ს ნივთებთან, ასევე სარგებლობდნენ საერთო აბაზანითა და სარეცხის მანქანით, შესაძლებელი იყო მისი გენეტიკური პროფილი გადასულიყო მოწმის ბიუსტჰალტერზე,“ – აღნიშნავს უზენაესი სასამართლო და აქცენტს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე აკეთებს, რომლის მიხედვითაც „ა. კ–ს შემხებლობა ჰქონდა როგორც მოწმე შ. ო–ს ბიუსტჰალტერთან, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალასთან, რისი გათვალისწინებითაც კასატორის პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შ. ო–მ გამოძიებას ა. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნითა და საპროცესო შეთანხმების დადების სანაცვლოდ.
გასათვალისწინებელია, რომ შ.-მ. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა დაკავების მომენტშივე, ასევე საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ა. კ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. მოწმის დაკითხვისას დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მოწმისათვის დაესვა შეკითხვები. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შ.-სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მოწმის ჩვენებას არ უკარგავს სანდოობას.
დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ.–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის საკასაციო საჩივარი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
კიდევ ერთ მსჯავრდებულს, დათო ს.-ს, სასამართლომ 2022 წელს 9 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარიც დაუშვებლად ცნო.
„…მოცემულ შემთხვევაში დეტექტივ დ. თ–ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა, რომ დათო გადაადგილდებოდა გლდანში, პატარა ტბის მიმდებარედ, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ამის შემდეგ, მოწმეები – ჯ. ნ., გ. ა. და ი. ბ. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩაატარეს დათოს პირადი ჩხრეკა, რომლის ჯიბიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს დ. ს–ი იმყოფებოდა მეგობარ ა. ბ–სთან ერთად, რომელიც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ა. ბ.-მ იცოდა, პირადი ჩხრეკის უკანონოდ ჩატარების შესახებ და ბრალდების მხარეს არ აწყობდა ნეიტრალური მოწმის სასამართლოში მოყვანა. მართალია, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არის არასწორი,“ – მიუწერია დათოს მოსამართლეებისთვის.
მსჯავრდებული ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ პროკურატურამ არც დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები არ დანიშნა, რომლითაც დადგინდებოდა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დათოს შემხებლობა.
ყოფილი მოსამართლე: „აგერ თარჯიმანი ხომ ესწრებოდა, ესაა ნეიტრალური მტკიცებულებაო, ეს გამოსავალი ნახეს მოსამართლეებმა“
„ამას რომ დაგიწერს მოსამართლე, თარჯიმანი ესწრებოდა და ისაა ნეიტრალურიო, რაღა უნდა ვთქვათ?“ – ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არაფერი შეუცვლია.
„ბათუმელები“ ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე რამდენიმე ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატების თქმით, გამამართლებელი განაჩენებიც გამოუტანიათ მოსამართლეებს, ზოგ საქმეში კი, სადაც აშკარად ჩანს ნეიტრალური მტკიცებულების პრობლემა, საქმე საპროცესო შეთანხმებამდე [როცა ბრალდებული აღიარებს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და სასამართლო განხილვა წყდება] მიდის.
ადვოკატ ირაკლი შავაძეს კი, სამი საქმე ახსენდება მას აქეთ მიღებული, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნეიტრალურ მტკიცებულებებზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოსამართლეებმა ამ მტკიცებულებების გარეშე მაინც გამამტყუნებელი განაჩენი მიიღეს.
ირაკლი შავაძე
„ერთ შემთხვევაში მოსამართლემ დაგვიწერა, რომ პროცედურას ესწრებოდა თარჯიმანი, სხვა საქმეებში კი, მიგვითითეს ექსპერტებზე. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებზე, რომლებსაც შსს უხდის ხელფასს. ეს რა ნეიტრალური მტკიცებულება?
არანაირი გამამართლებელი არ დგება ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, მოჩვენებითად რამდენიმე გაამართლონ. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეებში პოლიციელებმა თქვეს, რომ არათუ შეეძლოთ ვიდეოს გადაღება, ჰქონდათ ყველაფერი, დროც ჰქონდათ, მაგრამ არ ჩავთვალეთ საჭიროდო.
ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებენ მოსამართლეები, რომლებიც კონსტიტუციასაც არღვევენ. მოსამართლეები იღებენ უკანონო გადაწყვეტილებას და ამკვიდრებენ ამ პრაქტიკას: პოლიციელი არც კი ცდილობს, ვიდეო წარმოუდგინოს სასამართლოს, იცის, რომ პრობლემა არ აქვს. საერთო სასამართლოებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აფასებენ არაფრად,“ – მიიჩნევს ირაკლი შავაძე.
მას რამდენიმე სასამართლო პროცესზე ის შთაბეჭდილებაც შეჰქმნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე არც გასცნობია. ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატს მოსამართლისთვის საკონსტიტუციოს პრეცედენტული გადაწყვეტილებაც მიუტანია.
რატომ აწყობს მოსამართლეს ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის მიღება?
„ერიდებიან პროკურატურას, მოსამართლე ასევე უფრთხილდება საკუთარ სავარძელს… მოსამართლის შერჩევის წესი უნდა იყოს მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩვენთან პირიქითაა, იმას ამოწმებენ, რამდენად შეიძლება მოსამართლე მზად იყოს, დაარღვიოს კანონი და კონსტიტუციაც, რამდენად კარგი კომპრომატები არსებობს მოსამართლის მიმართ?
ასე თუ არაა, აბა, რა თარჯიმანი? თარჯიმანმა მოსამართლეს მხოლოდ ის უნდა დაუდასტუროს, რომ მან შეასრულა თარგმანი ნამდვილად, რომ ზუსტია, რაც თარგმნა, იყო თუ არა ნამდვილად ჩართული ამ პროცედურაში, თორემ ფაქტობრივ გარემოებაზე მოსამართლემ არც უნდა დააკითხიოს თარჯიმანი. თარჯიმანმა არ შეიძლება ფაქტები დაადასტუროს, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს დაედება საფუძვლად. თარჯიმანმა სწორად უნდა თარგმნოს, ის დაინტერესებული არ უნდა იყოს…
მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელებაში არიან ჩართულები, შორს არიან მართლმსაჯულებისგან. საკონსტიტუციო სასამართლო იმას ხომ არ ჩაწერდა, რომ თარჯიმანი არ შეიძლება განიხილოთ ნეიტრალურ მოწმედ,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე.
რა არის „ნეიტრალური მტკიცებულება?“
„გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება, თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „გიორგი ქებურიას საქმე“.
ამ საქმეში ნახავთ, კიდევ რა შეიძლება მივიჩნიოთ „ნეიტრალურ მტკიცებულებად“. აქ ვერ ნახავთ ჩანაწერს, რომ მაგალითად, თარჯიმანი, ან შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტია „ნეიტრალური მტკიცებულება“. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცვალა, კანონმდებლებს შეეძლოთ, დეტალურად გაეწერათ, რა შეიძლება მივიჩნიოთ ნეიტრალურ მტკიცებულებად. პარლამენტარებს კონკრეტიკისკენ მაშინ, 2021 წელს, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.
საკონსტიტუციო სასამართლო
რა თქვა კონკრეტულად „გიორგი ქებურიას საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლომ?
სამართლებრივი ნორმა, რომელიც ჩხრეკის ჩატარების მიზანს და საფუძველს ადგენს, მოქალაქე გიორგი ქებურიამ გაასაჩივრა. 2020 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. გასაჩივრებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენდნენ ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს.
ზოგადად, განუზომლად დიდია პოლიციელის მიერ განხორციელებული ქმედებისადმი ნდობის არსებობის მნიშვნელობა მართლმსაჯულების ეფექტურად აღსრულებისათვის. ამავე დროს, ვერც ერთი სახელმწიფო ორგანო, სასამართლოც კი, ვერ მოახერხებს ნდობის მოპოვებას საქმიანობის სათანადოდ განხორციელების გარეშე. როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენების საკითხი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზეა დამოკიდებული, მათი სანდოობისათვის არსებითი იქნება ის, თუ რამ გამოიწვია ასეთი მოცემულობის შექმნა.
საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველეყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც საქმის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ პირის ან მისი მფლობელობის ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრების შესაძლებლობა არსებობდა და პოლიციელებმა ეს არ უზრუნველყვეს. მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია.
მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც, პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა. ოპერატიული ინფორმაციის მიღება ყოველთვის არ მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას და უფლებამოსილ პირს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დრო და შესაძლებლობაც, რომ ჩხრეკამდე მოემზადოს, აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და სადაც მოხერხდება, ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველყოს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„გიორგი ქებურიას საქმეც“ ეხებოდა კონფიდენტისგან ინფორმაციის მიღებას.
„კანონის სისტემური და გრამატიკული განმარტების საფუძველზე, გამორიცხული უნდა იყოს მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩხრეკის ჩატარება, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდი მოითხოვს მინიმუმ კიდევ ერთ ინფორმაციას ან ფაქტს იმისათვის, რომ უფლებამოსილ პირს ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის ეჭვის საფუძველი. ამგვარად, ჩხრეკის კანონიერად ჩატარება მხოლოდ ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გამორიცხული უნდა იყოს,“ – აღნიშნულია „გიორგი ქებურიას საქმეში“.
„საპროტესტო აქციებზე დაკავების დროსაც არ აქვთ პოლიციელებს ჩართული სამხრე კამერები“ – საია-ს ანალიტიკოსი
„არ გაირთულა საქმე სახელმწიფომ და სივრცე თვითნებობისთვის ისევ დაუტოვა სამართალდამცავ ორგანოებს,“ – დაკვირვებას გვიზიარებს საიას ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი. პირველ რიგში, უფლებადამცველი პარალელს ადმინისტრაციულ საქმეებთან ავლებს, მაგალითად, მარტის საპროტესტო აქციებზე, როცა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ შემთხვევებშიც პოლიციელებს სამხრე კამერები არ ჩაურთიათ.
თუ ნეიტრალურ მტკიცებულებებზე სისხლის სამართლის საქმეებში სტანდარტი შეიცვლებოდა, ეს აისახებოდა ადმინისტრაციულ დაკავებებზეც, რაც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელია, თუ ის ისევ აპირებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯას? – იურისტი გვპასუხობს, რომ ეს ეჭვი ლოგიკურია.
„არ გამოვრიცხავ, მოტივი ესეც ყოფილიყო. თუ დაუწესდებოდა მეტი სტანდარტი სამართალდამცველებს, მეტი ხარვეზი გამოვლინდებოდა, რაც ხელისუფლებას არ აწყობს,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებს განსაკუთრებით ექნებოდათ ვინმეს დაკავების მოლოდინი. ამის მიუხედავად, მათ კამერები არ ჩართეს.
თამარ ბოჭორიშვილი
საიას ანალიტიკოსი შენიშნავს, რომ ცალკეული მოსამართლეები გაბედულები არიან.
„მაგალითად, ჩვენი 2023 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა ერთი გამამართლებელი განაჩენი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყო ჰეროინი და ბრალდებულს ელოდა უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც კი. ამ დროს მოსამართლემ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, რადგან მიიჩნია, რომ ნეიტრალური მტკიცებულება საქმეში არ იყო და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები ვერ იქნებოდა მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენისთვის.
ჩვენ რამდენიმე საქმე გვქონდა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, სადაც დადასტურდა ჩხრეკის კანონიერების პრობლემა. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულს ვიღაც გადაეკიდა და ბოლო შემთხვევაშიც, მოსამართლე რომ არ ყოფილიყო გულისხმიერი, შეიძლება, უვადო თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშაც ყოფილიყო ადამიანი,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი.
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, როცა მას გამომძიებელი ვიდეოს გადაღებაზე პასუხობს: არ ჩავთვალე საჭიროდ?
„ასეთი პასუხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოსამართლის შინაგანი რწმენისთვის. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი მიიღოს. თავისთავად, ჩანაწერის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირის ბრალეულობა არ დასტურდება, მაგრამ მოწმეთა ჩვენებზე ხშირად ბევრად უფრო მყარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სამართალდამცველმა ჩანაწერი უნდა გააკეთოს.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ჩანაწერი იყოს სრული, რელევანტური. შესაძლოა, ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ვერ ასახავდეს მნიშვნელოვან ფაქტებს, ჩანაწერის რელევანტურობასაც სასამართლო აფასებს,“ – გვითხრა თამარ ბოჭორიშვილმა.
„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე განმსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნული იყო საიას მიერ 2021 წელს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ორგანიზაცია პარლამენტის წევრებს კანონპროექტის შეცვლისკენ მოუწოდებდა:
შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული, რა შეიძლება მიჩნეული იყოს „სხვა მტკიცებულებებად“, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მკაფიოდ უთითებს ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობაზე და ამასთანავე საუბრობს, თუ რა შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებულება – ერთის მხრივ ნეიტრალური მოწმის დასწრება, მეორეს მხრივ ვიდეოგადაღება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მარტივად შესასრულებელია.
კანონპროექტით განსაზღვრული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია წესისგან საგამონაკლისო შემთხვევაზე – „აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია“, არის ზოგადი და ტოვებს ჩანაწერის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მით უფრო, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩხრეკა/ამოღება ტარდება საგამონაკლისო წესით, რაც გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკა/ამოღების ჩატარებას. ამასთანავე სუსტია ასეთი შუამდგომლობებისას სასამართლო კონტროლი,“ – წერდა საია.
___
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ.
ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ ერთი ობიექტი აქვთ“. ერთ-ერთმა მათგანმა კი დააზუსტა, რომ საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა.
საქმე ისაა, რომ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებულ „არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო“ ტენდერში კომპანია „ნიუ სთაილმა“ გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 2023 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა ზუსტად 437 146 ლარზე.
იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები ამ ტენდერის ერთ-ერთ რგოლში, „ბათუმელები“ კომპანია „ნიუ სთაილის“ დირექტორს დაუკავშირდა. გიორგი ფუტკარაძემ თავდაპირველად გვითხრა, რომ არ უპასუხებდა კითხვას – ვინ არის ქვეკონტრაქტორი, რადგან ეს, მისი თქმით, „კონფიდენციალური ინფორმაციაა“.
„ნიუ სთაილი“ პასუხისმგებელია იმ სამუშაოებზე, რაც ბულვარში მიმდინარეობს. „ნიუ სთაილს“ რა ურთიერთობაც აქვს სხვა კომპანიებთან, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩვენ უცხოელებთანაც ვთანამშრომლობთ“, – აგვიხსნა გიორგი ფუტკარაძემ.
მას შემდეგ, რაც დავაზუსტეთ, რომ ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ რგოლში, მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ქვეკონტრაქტორს ვინ და რა ნიშნით ჰყავს დაქირავებული სამუშაოს შესასრულებლად.
„სამუშაოების გამოცდილება ბათუმში „იმპექსს“ აქვს და შევუკვეთეთ რკინის კონსტრუქციის მოწყობა. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე „იმპექსის“ თანამშრომლები არიან ობიექტზე. ხელფასსაც „იმპექსი“ იხდის“, – გვითხრა გიორგი ფუტკარაძემ.
შპს „იმპექსის“ ერთპიროვნულმა მფლობელმა, არჩილ აბულაძემ კი განაცხადა, რომ მასთან რუსეთის მოქალაქეები არ მუშაობენ.
„რუსეთის მოქალაქეები არ არიან, უკრაინის მოქალაქე არის რამდენიმე, ერთ-ერთი მყავს დანიელ ხიქარიშვილი. ვიდეოზე რას ამბობენ არ ვიცი, ჩემთან მუშაობენ უკრაინელები, ბელორუსები, სხვადასხვა ერის ადამიანები, მათ შორის ქართველები. თქვენთან ვინ რას ამბობს ეგ არ ვიცი“, – გვითხრა არჩილ აბულაძემ, შპს „იმპექსის“ მფლობელმა და ტელეფონი გაგვითიშა.
იმის გარკვევას, თუ როგორ აღმოჩნდნენ მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში რუსეთის მოქალაქეები, ბათუმის ბულვარშიც დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.
ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გასული წლის ივლისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 068 ლარი იყო.
მაშინ ტენდერში შპს „გეოლოდმა“ გაიმარჯვა, რომელიც შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნა. ამ კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის ბულვარმა სატენდერო თანხა 437 146 ლარამდე გაზარდა, მაგრამ ტენდერი არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო.
ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი„ნიუ სთაილმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც ზუსტად 437 146 ლარზე გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, „მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე;
ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
ქუთაისში, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, მე-17 საუკუნით დათარიღებული იმერეთის მეფეთა სასახლე დგას, რომელსაც „ოქროს ჩარდახის“ სახელით იცნობენ.
გასულ წელს ქუთაისის მერიამ იმერეთის მეფეთა სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ისე დაიწყო, მოქალაქეებმა პოსტფაქტუმ გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მერია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.
„ოქროს ჩარდახზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ხოლო მერიას ორი ტენდერის ჩატარება დასჭირდა, რადგან პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონსტრუქციულ პროექტში არსებული „გაურკვეველი საკითხები“ აღმოაჩინა და ქუთაისის მერიას მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით.
კითხვებზე პასუხის ნაცვლად ქუთაისის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
“ოქროს ჩარდახი”, 2023 წლის დეკემბერი
„ერთ თანამდებობის პირს წამოსცდა სიტყვა რემონტი, როდესაც „ოქროს ჩარდახზე“ საუბრობდა.
ასეა, რემონტი მიმდინარეობს. აქ უნდა მიმდინარეობდეს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, კონსტრუქტორების, არქიტექტორების თანხლებით. მათი დაკვირვების ქვეშ, მაგრამ მიმდინარეობს რემონტი.
რა თქმა უნდა, ყველა კერძო პირს აქვს უფლება თავის კერძო საკუთრებაში რემონტი გააკეთოს, მაგრამ არა მსგავს ისტორიულ ძეგლზე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საინიციატივო ჯგუფ „ოქროს ჩარდახის“ წევრი ფოკი ფაჩულია.
ფოკი ფაჩულიამ და მისმა თანამოაზრეებმა საინიციატივო ჯგუფი იმერეთის მეფეთა სასახლის გადასარჩენად მას შემდეგ დააარსეს, რაც გაიგეს, თუ რის გაკეთებას აპირებდა მეჩვიდმეტე საუკუნის ძეგლზე ადგილობრივი ხელისუფლება.
ასე გამოიყურებოდა “ოქროს ჩარდახი” სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ფოტო: არჩილ გეგენავაპროექტის თანახმად, ასეთი იქნება სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ “ოქროს ჩარდახი”
1504 ადამიანი აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები – ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ითხოვენ, დროებით შეჩერდეს “ოქროს ჩარდახის” სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მანამ, სანამ არ დაზუსტდება ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა.
პეტიციის ავტორებმა, „ოქროს ჩარდახის“ გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა, ასევე დასვა ქუთაისის მერიისა და საკრებულოს პასუხისმგებლობის საკითხი.
„ძეგლის განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ოქროს ჩარდახი მდებარეობს ქალაქის უძველეს ისტორიულ ნაწილში, მივიჩნევთ, რომ სარეაბილიტაციო პროცესს წინ უნდა უძღოდეს კომპლექსური კვლევები, ხოლო შერჩეული პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს სპეციალისტთა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით,“- ნათქვამია პეტიციაში, რომელიც 2023 წლის მაისში გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა, ქუთაისის მერიას მოქალაქეების აზრი არაფერში გაუთვალისწინებია.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ საინიციატივო ჯგუფის წევრთან, ფოკი ფაჩულიასთან 2023 წლის დეკემბერში ჩაწერა. ფოკი ფაჩულია ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი მიმართვის მიუხედავად, პეტიციაში წამოჭრილი საკითხები არ გაითვალისწინა და აგრძელებს „ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რემონტს და არა რესტავრაცია-რეაბილიტაციას“.
არსებული დოკუმენტაციით არ ჩანს, სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა თუ არა კომპლექსური კვლევები. შერჩეული პროექტის განხილვა არ მომხდარა სპეციალისტთა ან/და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით.
“ოქროს ჩარდახის” წინხედი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებამდეასე შეიცვლება “ოქროს ჩარდახის” წინხედი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ
რა ისტორიული ღირებულება აქვს ოქროს ჩარდახს
ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ სახელით ცნობილი ნაგებობა მე-17 საუკუნით თარიღდება. ის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც იმერეთის მეფეთა რეზიდენციიდან შემორჩა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, „ოქროს ჩარდახით“ შეიძლება დაიწყო ან დაასრულო ქუთაისის ისტორიის მოყოლა. ძეგლს უდიდესი ისტორიული, კულტურული და ემოციური მნიშვნელობა აქვს ქუთაისისთვის, ქალაქის ისტორიისთვის და თანამედროვეობისთვის.
„ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი შპს „მნ – პროექტმა“ შეადგინა, ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა კი ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა ჩაატარა.
ლალი ანდრონიკაშვილის შეფასებით, „სამეფო სასახლე არსებული მდგომარეობით არ შეესაბამება ეროვნული კატეგორიის შუასაუკუნეობრივი ძეგლის აუთენტურ სახეს, რადგანაც მნიშვნელოვნად არის სახეცვლილი არაპროპორციული აივნით და პრიმიტიული გადახურვით. ასევე, არ შეესაბამება ქართული საერო მონუმენტური არქიტექტურის ტრადიციას მეორე სართულის გალესილი ფასადი. ყოველივე ეს ერთობლიობაში მნიშვნელოვნად აუარესებს განსაკუთრებულად ღირებული ისტორიული ნაგებობის იერსახეს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს“.
რეკომენდაციებში ხელოვნებათმცოდნემ დაწერა, რომ უნდა მოეხსნათ შელესვა მეორე სართულისთვის და მოეხსნათ ამორტიზებული ხის აივანი, რომელიც ჩანაცვლდებოდა „ძეგლის მახასიათებლებთან მეტად მისადაგებული ფორმის, ზომის და ფერის ხის აივნით“. ასევე, ლალი ანდრონიკაშვილის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს ძეგლის სახურავი.
„ოქროს ჩარდახის“ სასახლის აუთენტური გამომსახველობისათვის სასურველია გადახურვასა და აივანს შორის გაჩნდეს პარაპეტის მოტივი, რადგანაც ეს ფორმა დამახასიათებელია ძველი სასახლეებისათვის და ისტორიულ შენობას დამასრულებელ აქცენტს შეუქმნის.
შესაძლებლად მიმაჩნია პირველი სართულის ნალისებრი ღიობების შემინვა მუზეუმის ფუნქციური გამართულობისათვის. ხის აივნის დამჭერი სვეტები სასურველია იყოს ლითონის ან ქვის, მინიმალისტური, ერთგვაროვანი ფაქტურით, რომ ხელი არ შეუშალოს რიყის ქვით ნაგები ფასადის აღქმას“, – ვკითხულობთ ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციებში.
“ოქროს ჩარდახი”
„ოქროს ჩარდახის“ გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თუ პროექტის ავტორებს ისტორიული ძეგლის ავთენტური იერსახის აღდგენა უნდოდათ, მაშინ არსებული საარქივო მასალებით უნდა ესარგებლათ. ამ მასალების მიხედვით შენობას აივნები საერთოდ არ აქვს. ასევე, არც პირველი სართულის თაღოვანი ნაწილი არაა შემინული.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, ფოკი ფაჩულიას თქმით, არსებობს ზეპირი დაპირება, რომელიც ერთ-ერთ შეხვედრაზე მიიღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომ „ოქროს ჩარდახის“ პირველი სართული არ შეიმინება, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მას არ აქვს.
კომპანია, რომელიც ამჟამად ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოებს აწარმოებს, „მნ-პროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტით ხელმძღვანელობს. ამ პროექტში კი არის ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, რომელი დასკვნის თანახმადაც პირველი სართულის თაღები უნდა შეიმინოს.
„ბათუმელებმა“ სცადა ინფორმაციის მიღება ქუთაისის მერიიდან. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თუ ქუთაისის მერია მოგვაწვდის ინფორმაციას, ისევ აპირებენ თუ არა ეროვნული მნიშვნელობის, მე-17 საუკუნით დათარიღებული ძეგლის პირველი სართულის შემინვას, ეს მასალაში აისახება.
„ჩარდახი, რომელიც აქამდე გვქონდა და ჩარდახი, რომლის გარემონტებასაც ახლა აპირებენ – არანაირი კავშირი ამ ორ შენობას შორის აღარ არსებობს. პირველი არის აქამდე მოტანილი ისტორიული მემკვიდრეობა და მეორე არის სრულიად უსახური, გარემონტებული, სხვაგვარ სივრცეზე გადაწყობილი რაღაც ახალი შენობა. იგი ვეღარ ატარებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რაც აქამდე ჰქონდა.
მსგავსი უნიკალური ძეგლი ქუთაისში არ გვაქვს. თუ ეს ძეგლი ვერ გადარჩება, რა შანსი აქვს ამ ქალაქს იმის, რომ ისევე არ დაკარგოს იერსახე, როგორც ეს ბათუმმა და თბილისმა უკვე დაკარგა?“ – სვამს კითხვას ფოკი ფაჩულია.
კულტურისა და რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძე „ოქროს ჩარდახის“ გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრია. ის ამბობს, რომ „ოქროს ჩარდახის“ ისტორია არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც ყველას აჩვენა, როგორი დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობისადმი.
„ერთგვარი ირონიაც არის და სევდიანი ისტორიაც. ქალაქი აცხადებს პრეტენზიას იყოს ერთგვარი კულტურული ჰაბი. 2023 წელს შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს. პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თვალსა და ხელს შუა გვეცლება, მისი ავთენტურობა იკარგება,“ – ამბობს სოფო ზვიადაძე.
ის ერთ-ერთია იმ 1500 მოქალაქეს შორის, რომელმაც ოქროს ჩარდახზე სამუშაოების შეჩერების თხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
სოფოს თქმით, მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც საინიციატივო ჯგუფის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძეგლზე სამუშაოების შეჩერების და პროექტის გადახედვის მოთხოვნით მართავდნენ, გამოჩნდა, რომ „მათ [ადგილობრივ ხელისუფლებას] არ აქვთ ცოდნა, არ აქვთ არც ემოციური, არც ღირებულებითი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობისადმი“.
„არც დამკვეთმა, ქალაქის მერიამ, არც კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არ აჩვენა სენსიტიური დამოკიდებულება ძეგლისადმი. ქუთაისიც და ქუთაისში არსებული ძეგლიც მეორეხარისხოვნად იყო დანახული.
ეჭვი შემიძლია გამოვთქვა, რომ როგორც ერთ-ერთი რიგითი შენობა, ისე იქნა დანახული ეს ძეგლი. არავის მოუნდომებია, რომ საუკეთესო პროექტი მომზადებულიყო და საუკეთესო სპეციალისტები ჩართულიყვნენ.
ან თუნდაც ახლა, როდესაც ძეგლის რესტავრაცია მიდის, ამ ძეგლზე არ მუშაობს რესტავრატორი, არ მუშაობს ხელოვნებათმცოდნე, არ მიდის კვლევა.
დასაწყისში მომზადდა მცირე დასკვნა ხელოვნებათმცოდნის, შემუშავდა პროექტი… მაშინ როცა დღეს, აქ უნდა იყვნენ სპეციალისტები, აი, იმ ფენებს და იმ ისტორიულ დროს, რომელზეც მე ვისაუბრე, ისინი უნდა სწავლობდნენ და ამაზე რიგით მოქალაქეებს არ უნდა გვიწევდეს მსჯელობა.
ამ დროს უნდა ისმოდეს პროექტის ავტორების ხმა და ისინი უნდა გვთავაზობდნენ დასკვნებს. მაგრამ მიტოვებულია ეს ძეგლი და მხოლოდ მიდის მშენებლობა.
გულგრილი დამოკიდებულება – აი, ეს ჩანს როგორც ამ ძეგლის მიმართ, ასევე ქუთაისში არსებული ყველა კულტურული ძეგლის მიმართ,“ – ამბობს სოფო ზვიადაძე.
როგორ დაიწყო და გრძელდება „ოქროს ჩარდახის“ „რემონტი“ – ქრონოლოგია
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი 1 055 770 ლარზე 2022 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.
ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ მონაწილეობდა. გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა. ქუთაისის მერიამ „ივერთმშენთან“ ხელშეკრულება 955 555 ლარზე 2023 წლის 22 თებერვალს გააფორმა.
ხელშეკრულებას ხელს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი ედიშერ ჯანჯულია აწერენ.
კომპანიას „ოქროს ჩარდახის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლის 28 თებერვალს უნდა დაესრულებინა.
პირველი გაფრთხილების წერილი „ივერთმშენმა“ ქუთაისის მერიისგან 2023 წლის 12 აპრილს მიიღო.
„ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში 25 თებერვლიდან უნდა დაგეწყოთ მუშაობა კონსტრუქციულ ნაწილში, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დაწყებულა, შესაბამისად მ/წ 25 თებერვლიდან იმყოფებით ჯარიმაზე,“ – ვკითხულობთ წერილში.
„ივერთმშენმა“ ქუთაისის მერიას იმავე დღეს უპასუხა. წერილის მიხედვით, ქუთაისის მერიის მიერ სატენდეროდ წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები, რომელი ხარვეზების გამოც, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობას ვერ იწყებდა. წერილში 10 პუნქტად არის ჩამოწერილი ყველა ის საკითხი, რის გამოც კომპანიას სამუშაოები დაწყებული არ ჰქონდა.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კონსტრუქციულ პროექტში არ იყო განსაზღვრული ახალი კოლონები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რა მასალით უნდა გაკეთებულიყო, კითხვის ნიშნები იყო გადახურვის გეგმაში, არ იყო განსაზღვრული პარაპეტი რა მასალით უნდა გაკეთებულიყო.
„კონსტრუქციული პროექტის განხილვის პროცესში წამოჭრილი, გაურკვეველი საკითხებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ძეგლის კონსტრუქციების რეაბილიტაცია, რაც ჩვენს ბრალეულობას არ წარმოადგენს,“ – ვკითხულობთ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენის“ ქუთაისის მერიისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ედიშერ ჯანჯულია აწერს.
ქუთაისის მერიამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კომპანიას პასუხი 12 აპრილსავე დაუბრუნა და „სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
ოფიციალურ წერილში პრობლემურ საკითხებზე პასუხის ნაცვლად, მერიამ კომპანიას მიუთითა, რომ თუ პროექტთან დაკავშირებით რამე კითხვა ჰქონდათ, როდესაც ქუთაისის მერიას ობიექტზე საპროექტო ჯგუფი ჰყავდა მიწვეული, მაშინ შეეძლო კომპანიას ეს კითხვები პროექტის ავტორისთვის დაესვა.
არცერთ არსებით საკითხს, რომელსაც კომპანია მერიასთან აყენებდა, მერიამ პასუხი არ გასცა.
2023 წლის 9 ივნისს ქუთაისის მერიამ „ივერთმშენს“ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა და 145 244 ლარის გადახდა დააკისრა.
ასე გამოიყურებოდა “ოქროს ჩარდახი” სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ფოტო: ნია ხარაძე
„მანე ლუქსი“ და ქუთაისის მერია
შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ, ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხა 700 ათასი ლარით გაზარდა და მეორე ტენდერი 2023 წლის 31 აგვისტოს 1 752 910 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში ამჯერადაც მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „მანე ლუქსი“ მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.
ხელშეკრულება, რომელსაც ხელს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და შპს „მანე ლუქსის“ დირექტორი დიმიტრი ჩხაიძე აწერენ 2023 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა.
კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ოქროს ჩარდახი) რესტავრაცია-რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში, 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით უნდა მოახერხოს.
ოფიციალური კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ ქუთაისის მერმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და იმერეთის მეფეთა სასახლის, „ოქროს ჩარდახის“, მიმდინარე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შუალედური ანგარიშის პროექტთან შესაბამისობის დადგენა სთხოვა.
„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ იმერეთის მეფეთა სასახლის „ოქროთა ჩარდახის“ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და სანებართვო პირობების დაცვით,“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლელა ბარამაშვილი აწერს.
წერილი 2023 წლის 19 დეკემბრით თარიღდება.
არსებული ხელშეკრულებით „ოქროს ჩარდახის“ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.
ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად მოქალაქეთა პროტესტი არ წყდება.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ცდილობენ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და ის მაინც გადაარჩინონ ისტორიულ ძეგლზე, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება.
20 იანვრიდან, ყოველ შაბათს 14:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის, Visa-ს, Monkey Shoulder-ის და Gradus-ის თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ გუდაურში, APRÈS-SKI PARTIES სერიაზე.
თქვენ დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, კარგი განწყობით, მუსიკით და ბევრი დადებითი ემოციით.
სერიის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:
20 იანვარი: ნინო კვანტრიშვილი
27 იანვარი: Dj Vako
3 თებერვალი: Levi Love Disco
10 თებერვალი: Tobako Tween
17 თებერვალი: DIASSAMIDZE
20 იანვრიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ “Gradus”-ში თითოეულ გადახდაზე დაიბრუნოთ თანხის 20%.
ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს.
კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური გამოცდილების მიხედვით. პრეტენზიები ეხება ჯანდაცვის სისტემას, ჯანდაცვის პროვაიდერებს, სიმპტომატური მკურნალობის სისტემას, ჭარბად დანიშნულ, ძვირადღირებულ და ხშირად შეუსაბამო მედიკამენტებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი კი კორუფციის დიდ ეჭვს აჩენს. პრეტენზიები შეეხება ასევე პაციენტებისა და ექიმების კომუნიკაციის დაბალ კულტურას.
ბოლო წლებში ასოციაციამ Habitat-Cité გამოავლინა, რომ ბინადრობის უფლებაზე საქართველოს ბევრ მოქალაქეს ეუბნებიან საფრანგეთში უარს იმ მოტივით, რომ საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.
თუმცა ასოციაცია Habitat-Cité ასევე მხარდამჭერია ქართველი პაციენტების და საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის მათი გამოცდილება სხვა სურათს აჩვენებს.
2022 წლის 28 იანვრიდან 6 თებერვლამდე Habitat-Cité-მ Sciences Po-ს პარტნიორობით ჩაატარა კვლევა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლებთან. ჩაწერა ინტერვიუები თბილისში, ბათუმსა და კახეთში – პაციენტებთან, პაციენტების ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სახელმწიფო და კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან, საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ჯანდაცვის ექსპერტებთან.
კვლევა ერთი მხრივ აჩვენებს, როგორაა დაცული საქართველოში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, მეორე ნაწილში კი აღწერილია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ფრანგული ადმინისტრაციული პრაქტიკა.
კვლევის ავტორები გასცემენ რეკომენდაციას მიგრაციის პირობებში როგორ უნდა იყოს გარანტირებული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები საფრანგეთში, მიგრანტთა მიმღებ ქვეყანაში.
კვლევაში წერია, რომ საქართველოში მკურნალობა სხვადასხვა ბარიერთანაა დაკავშირებული. ეს დაბრკოლებები უკავშირდება სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობას, მკურნალობის ხარისხსა და შესაბამისობას.
კვლევის მიხედვით:
ზოგიერთი სახის მკურნალობა საქართველოში არახელმისაწვდომია: ტრანსპლანტაციები და სქესის შეცვლა მაგალითად. განსაკუთრებით სუსტადაა განვითარებული ონკოდაავადებების, თირკმლის პათოლოგიების, აივ ინფექციებისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სადაზღვევო სისტემა, ზოგიერთი მკურნალობა უხარისხო ან არახელმისაწვდომია, ყველასთვის არ არის საკმარისი დაზღვევით გარანტირებული ფინანსური ხელშეწყობა.
საქართველოში სამედიცინო დაზღვევის თანაგადახდის სისტემა მოქმედებს, ხელფასები კი დაბალია. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარჯების გადახადა მეტ-ნაკლებად თავად უწევთ მოქალაქეებს.
დისკრიმინაცია განსაკუთრების უზღუდავს სამედიცინო ზრუნვაზე ხელმისაწვდომობას შშმ პირებს, ლგბტქი თემის წევრებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ქალებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სქესობრივ ჯანმრთელობას ეხება).
მკურნალობის მეთოდების უმრავლესობა საქართველოში ხელმისაწვდომია, თუმცა მკურნალობის ხარისხი და ხელმისაწვდომობა სხვადასხვაგვარია მიმართულებების მიხედვით.
მკურნალობის ზოგიერთი ფორმა ადეკვატური და გამართლებულია, თუმცა საქართველოში ჯანდაცვის ყველაზე ნაკლებად განვითარებული მიმართულება ონკოლოგიაა (ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის IDFI ინფორმაციით საქართველოში ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის შემთხვევები 2010-დან 2019 წლის შუალედში გაორმაგდა).
სუსტადაა ასევე განვითარებული დიაბეტის მკურნალობა, აივ ინფექციის, C ჰეპატიტის, თირკმლის უკმარისობისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა.
არ არსებობს ორგანოების სახელმწიფო ბანკი და შესაბამისად არაა ხელმისაწვდომი ტრანსპლანტაციის ოპერაციები. ტრანსპლანტაციის იშვიათი შემთხვევებისას პაციენტს და მის ოჯახის წევრებს თავად უწევთ ორგანოს დონორის პოვნა.
Habitat-Cité-ს კვლევა არის პროექტის ნაწილი, რომელსაც ჰქვია „ბინადრობის უფლება და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვის საკითხები”.
კვლევის მიზანია შექმნას ცხადი სურათი იმ ფრანგული ასოციაციების, ადმინისტრაციული სამსახურების და ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ საფრანგეთში. კვლევის მიზანია აჩვენოს, როგორაა რეალიზებული მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებები საქართველოში.
2018 წლიდან, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საფრანგეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ. ამ წელს საქართველო იმ პირველ 3 ქვეყანას შორის იყო, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშრად ითხოვდნენ ლტოლვილის სტატუსს საფრანგეთში.
თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდა, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობდნენ ან არახელმისაწვდომი იყო პაციენტებისთვის სხვა მიზეზით. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთი გამოირჩევა უსტატუსო უცხოელი მიგრანტებისთვის განკუთვნილი ჰუმანური ჯანდაცვის სისტემით და მიდგომებით.
მაშინაც კი, როცა თავშესაფრის მაძიებელი უცხოელი საფრანგეთში ბინადრობის უფლებასა და ლტოლვილის სტატუსზე უარს იღებს, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტს უსასყიდლოდ ენიშნება მკურნალობა და უწევენ ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ტარდება ძვირადღირებული კვლევები და ოპერაციები.
მიგრაციისა და ინტეგრაციის ფრანგული ორგანიზაცია OFII სახელმწიფო დაწესებულებაა და შეისწავლის მიგრანტთა საქმეებს, გასცემს ბინადრობის უფლებას საჭიროების შესაბამისად. ითვალისწინებს სამედიცინო დასკვნებს პაციენტის შესახებ ბინადრობის უფლების მინიჭების ან უარისას. ითვალისწინებს ასევე შეუძლია თუ არა პაციენტს იმკურნალოს საკუთარ ქვეყანაში.
ასოციაცია Habitat-Cité -ს პირველი კვლევა გამოქვეყნდა 2021 წელსაც და შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის გზას, მათი ჯანმრთელობის უფლებების დაცვის გარანტიებს საფრანგეთში. 2022 წლის კვლევა კი ამ ანგარიშის გაგრძელებაა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ცის კონტროლს.
„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია რუსეთის ციდან ჩამოშორება. საბოლოოდ, ვინც აკონტროლებს ცას, ის განსაზღვრავს, როდის და როგორ დასრულდება ომი“, – განაცხადა კულებამ 17 იანვარს, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ებრძვის „ძალიან ძლიერ მტერს, დიდ მტერს, რომელსაც არ სძინავს“ და გამარჯვებას დრო სჭირდება.
კულებას თქმით, 2022 წელს უკრაინამ მოიპოვა გამარჯვება რუსეთის ფედერაციაზე „ხმელეთზე“, ხოლო 2023 წელს – “ზღვაზე”.
დავოსში კულებამ კიდევ ერთხელ მიუთითა იმაზე, რომ უკრაინას საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება მოიერიშე თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.
დავოსში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან განაცხადა, რომ თუ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეჩერდება, საფრთხე ემუქრება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას, ხოლო სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე კიევს არ ექნება საარტილერიო და საზენიტო რაკეტები, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 373 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
ტანკი – 6 147 ერთეული [+21]
ჯავშანტექნიკა – 11 410 ერთეული [+38]
საარტილერიო სისტემა – 8 835 ერთეული [+24]
MLRS – 966 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 653 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 925 ერთეული [+41]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 818 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 794 ერთეული [+39]
სპეცტექნიკა – 1 380 ერთეული [+13]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 870 უპილოტო საფრენი აპარატი
450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 676 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 779 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 593 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.