მთავარი,სიახლეები

რუსეთში ხანძარია უკრაინის საზღვართან მდებარე ნავთობსაცავში

19.01.2024
რუსეთში ხანძარია უკრაინის საზღვართან მდებარე ნავთობსაცავში

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კლინცში, ნავთობსაცავში მასშტაბური ხანძარია.

რუსული მედიის ცნობით, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ცეცხლი სავარაუდოდ უკრაინული დრონის ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა. მისი თქმით, უკრაინელები სავარაუდოდ ცდილობდნენ თავდასხმას დრონებით ქალაქ კლინცის ობიექტებზე.

ხანძრის ჩასაქრობად კლინცში სახანძრო მატარებელი გაგზავნეს 120 ტონა წყლითა და ქაფით.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნავთობის საცავი „როსნეფტს“ ეკუთვნის. ქალაქ კლინცი უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: