ჩაქვში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ მგზავრებს დაეჯახა

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

დღეს, ერთი საათის წინ ავტოავარია მოხდა დაბა ჩაქვში.  „ბათუმელების” ხელთ არსებული ინფორმაციით „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა და იქ მდგომ მოქალაქეებს დაეჯახა. ავარიის შედეგად  სამი ბავშვი,   ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი დაშავდა.

„ბავშვების მდგომარეობა არ ვიცი, ბათუმშია ყველა გადაყვანილი, გაჩერებაზე შევარდა ავტომანქანა. იმ ადგილას ყოველთვის  ბავშვები იყრიან თავს სკოლის შემდეგ,“ – განუცხადა ბათუმელებს დაბა ჩაქვის რწმუნებულმა როინ ცინცაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ყველა ექიმი დაკავებულია და საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

ჩაქვის სანაპირო მატარებლის გამცილებლებმა სანაგვედ აქციეს

ავტორი: მაია მიქელაძე

ჩაქვის რკინიგზის სადგურს რამდენიმე თვეა დამლაგებელი აღარ ჰყავს, სადგურის უფროსი და იქ მომუშავე თანამრომლები შენობას თავად ალაგებენ, ხანაც კი საკუთარ ხარჯებს იღებენ დასალაგებლად. სადგურში გაუქმებულია საპირფარეშოც. თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი ბათუმში მგზავრების ჩამოყვანის შემდეგ ჩაქვში მიდის და მთელი დღის მანძლზე, საღამომდე იქ დგას.

სანაპირო ზოლთან მცხოვრები შორენა შარაშიძე ამბობს რომ, მას შემდეგ, რაც მატარებელი „თბილისი-ბათუმი” ჩაქვის სადგურში დგება, მოსახლეობა ნაგავს ვერ უმკლავდება. მისი თქმით, მატარებლის გამცილებლები, რომლებიც მთელი დღეს ატარებენ ვაგონში, ნაგავს ფანჯრიდან ყრიან: „გამცილებლებმა ჩაქვის ზღვის სანაპირო ზოლი ნაგავსაყრელად აქციეს, ჩაქვის სადგურის უფროს მივმართეთ, მაგრამ ეს მე არ მეხებაო გვითხრა. არ ვიცით, რომელ შესაბამის ორგანოს მივმართოთ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, ადრე დამლაგებელი ალაგებდა, მაგრამ გაათავისუფლეს, როცა გამცილებლებს ვკითხეთ, თუ რატო აკეთებდნენ ამას, ყველა სათითაოდ უარყოფს ნაგვის დაყრის ფაქტს. ასევე აუტანელი სუნი დგას, რადგან სადგურში არსებული საპირფარეშო დაკეტეს და გამცილებლები მთელი დღის მანძილზე მატარებელში არსებული საპირფარეშოთი სარგებლობენ. ეს ყველაფერი ლიანდაგზე გროვდება და იხრწნება.”

„გაუსაძლისია ამ სიბინძურის ატანა,” ამბობს შუშანა ცინარიძე ამბობს, რომელიც ასევე სადგურის მახლობლად ცხოვრობს. „აქაურობა ნაგავსაყრელად იქცა, რამე თუ ჭამეს ან ნივთი უხმარიათ მატარებლის გამცილებლებს და აღარ დასჭირდათ, ყველაფერი ზღვის მხარესა გადმოყრილი. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ მე თვითონ დავალაგებდი, იმდენად შეწუხებული ვარ. ჩემი სახლის წინ დაყრილ ნაგავს კი ვგვი, მაგრამ მთლიან ლიანდაგს ხომ ვერ დავგვი. არც ნორმალურად თქმამ და არც ჩხუბმა არ გაჭრა გამცილებლებთან. ახლოს ზღვის სანაპიროა და სისუფთავე უნდა იყოს. მათ რომ ჰკითხო, ნაგავს არ ყრიან, აბა მოსახლეობა მატარებლის ბილეთებს, ბოთლებს, ერჯერადი მოხმარების თევშებსა და ჭიქებს ხომ არ დავყრით და ჩვენივე ტერიტორიას ჩვენ არ დავაგვიანებთ?”

ჩაქვს ქობულეთის სანდასუფთავების სამსახური ემსახურება, თუმცა სამსახურის უფროსის, ვაჟა ჯინჭარაძის განცხადებით, მათ მოვალეობაში მხოლოდ ტროტუარების დასუფთავება შედის და არა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ლინდაგის გასწვრივ ნაკვეთის დასუფთავებაზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა უნდა იზრუნოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, არჩილ დუმბაძე ამბობს, რომ რკინიგზის სადგურის საპირფარეშო მათი მოთხოვნის თანახმად დაიკეტა, რადგან ანტისანიტარია იყო. არჩილ დუმბაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიწერა რკინიგზის დეპარტამენს, მოაგვაროს ეს პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ კი უახლოეს დღეებში პრობლემა არ მოგვარდება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტერიტორიის დათვალიერების აქტი უნდა შედგეს და რკინიგზის დეპარტამენს ტერიტორიის დანაგვიანებისათვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ქობულეთი გადათხრილი ქუჩებით ტურისტული სეზონის წინ

 მაია მიქელაძე, ქობულეთი 

ქობულეთში გასული წლის ზაფხულში დაწყებული თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დღესაც დაუსრულებელია. ქუჩის მცხოვრებლებს მტვრისა და ატალახებული ქუჩის გარდა ისიც აწუხებთ, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო ზაფხულში დამსვენებლები ამ ქუჩაზე ბინას არ დაიქირავებენ.

ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე მცხოვრები გულიკო სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ქუჩაზე რეაბილიტაცია გასულ ზაფხულს დაიწყო და მას შემდეგ აქაურობა რამდენჯერმე გადაითხარა: „ჯერ ამოთხარეს ორმოები, მერე გაასწორეს, დაყარეს ხრეში, მაგრამ ხრეში ქვემოთ წავიდა და მტვრის ბუღი დგებოდა, მერე გაზის მილები გაიყვანეს და გათხარეს, შემდეგ სილქნეთის ინტერნეტისთვის, ახლა კი სანიაღვრე სისტემა უნდა მოვაწესრიგოთო და ქუჩა სასწაულ მდგომარეობაშია. იმასაც ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემაზე მომუშავე მუშები საქმის დასრულების შემდეგ მარტო ამოთხრილ ორმოებს გაასწორებენ და ისევ ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. ეს ორი წელია მტვერში დავიხრჩეთ ხალხი. როცა მანქანა გაივლის მტვერი დგება, წვიმაში კი – ტალახი. შარშან სეზონი ჩაგვივარდა, მეზობლები ვფიქრობთ, რომ გამგებელს მივმართოთ, არ გვინდა, როგორც შარშან, წელსაც ჩაგვივარდეს სეზონი. ეს ქუჩა არ შეიძლება მოუწესრიგებელი იყოს, რადგან ამ ქუჩით ზღვაზე უამრავი ტურისტი დადის. ჩვენ გვაინტერესებს, სეზონამდე დასრულდება თუ არა ქუჩის რეაბილიტაცია?” Continue reading “ქობულეთი გადათხრილი ქუჩებით ტურისტული სეზონის წინ”

უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფელი

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლის, ლეღვას მოსახლეობის ნაწილი უწყლობას, უშუქობას და უგზოობას უჩივის. ადგილობრივები ამბობენ რომ ოთხი თვეა მათ ონკანებში წყალი არ წამოსულა.

„წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. სინათლე, გეიხედავ ქარი ქრის არაა, გაწვიმდება არაა. კაცი მომკითხავი არ გვყავს სოფელში. თუ რამე სამუშაო გვაქვს ვბარავთ და ვთესავთ. გაკეთება უნდა და კაციშვილი მომხმარე არ გვყავს. წყალს თუ გამოუშვებენ არ დაილევა, მღვრიეა. არც ტანისამოსი გეირეცხება და არც საჭელი გეიკეთება. კაი ახლა მე ღელესთან ახლოს ვარ და რაღაცას ვიმაშვები, მაგრამ ყველა ღელესთან ხომ არ ცხოვრობს,“- ამბობს სოფელ ლეღვას მცხოვრები სულიკო როყვა. Continue reading “უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფელი”

ტრენინგები ფერმერი ქალებისათვის

გიორგი სურმანიძე, ფერმერი

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო! მიხარია გაცნობოთ საინტერესო და ვფიქრობ, სასარგებლო ინფორმაცია ქალბატონი ფერმერებისათვის. USAID -ის მხარდაჭერით აპრილის ბოლოსთვის დაგეგმილია ჩატარდეს სასწავლო კურსები სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც უშუალო ორგანიზებას გაუწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის“ ბათუმის ფილიალი. სწავლების მიზანია მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მიღება და ცოდნის ამაღლება, რათა ამ სფეროში მოღვაწე ქალბატონები იყვნენ უფრო წარმატებულები და მისაბაძები.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ მარტო ქალები და არა მამაკაცები? ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ. Continue reading “ტრენინგები ფერმერი ქალებისათვის”

სოფელი მიტოვებული სახლებითა და დათხოვნილი ჯარისკაცებით

ავტორი
: ირმა ზოიძე

[slideshow]სოფელი ჩანჩხალო შუახევის მუნიციპალიტეტშია. არ ვიცი, ვინ და როდის დაარქვა ამ რაიონს შუახევი, მაგრამ ფაქტია, რომ ზედგამოჭრილი სახელია. შეიძლება ის ჩემსავით გზააბნეული და მართლა შუა ხევს შორის დარჩენილი  ადამიანის მოგონილიც კი იყოს. სოფლის შესახებ ამბის დაწყება რამდენად ღირს საკუთარი თავგადასავლებით არ ვიცი, თუმცა ჩანჩხალოელები, ალბათ, ელიან კიდეც – მოყოლას სწორედ იმით დავიწყებ, თუ როგორ მოვხვდი სოფელში. Continue reading “სოფელი მიტოვებული სახლებითა და დათხოვნილი ჯარისკაცებით”

როცა ზღვა ღელავს, ყოველი დღე შიშით ღამდება

მაია მიქელაძე, მოქალაქე ჟურნალისტი

დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ყოველი დღე შიშით ღამდება, განსაკუთრებით ავდარში, რადგან ზღვისპირას მდებარე სახლებში ტალღებმა ლამისაა სახლში შეაღწიოს.
ზღვამ რამდენიმე სახლს საძირკველი გამოაცალა. ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ნოდარ შარაშიძე ამბობს, რომ შარშან ზღვამ გზა წაიღო; „კი შეაკეთეს, დიდრონი ლოდები მახოს თავიდან ჩამოიტანეს და ჩაყარეს, მაგრამ ზღვა ისევ აფუჭებს, არავინ იცის, ხვალ რას იზამს. ავდარში ძალიან ცუდი სიტუაციაა, ტალღები იმხელაა, რომ სახურავს წვდება და წყალი ოთახებში ჩამოგვდის, საწოლები დაგვისველდა, მაგრამ მეტი გამოსავალი არ გვაქვს. ხულოს რაიონიდან წამოვედით, რადგან იქ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდი. ეს პატარა ფართობი მეპატრონეს ვთხოვე, ჩემი ხარჯებით გავარემონტე, კარ-ფანჯარა ჩავსვი და შემოვსახლდი, ვიფიქრე, აქ საშიშროება არ დაგვემუქრებოდა, მაგრამ როგორც ვატყობ, ჩემზეა ნათქვამი, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. ჩაქვის გამგებელი, როინ ცინცაძე გვპირდება დახმარებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს.“

ჩაქველების თქმით, ადრე იქ, სადაც ახლა ზღვის სანაპიროა, ყანები ყოფილა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო რამეს არ იღონებს, შეიძლება მალე ეს ადგილიც აღარ იყოს.

რეპორტაჟი სოფელ ზვარედან

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. მთის კალთაზე შეფენილ სოფელში მოსახლეობა მიწას ხელით ამუშავებს. მოსახლოება ამბობს რომ „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში სარიტუალო ჭურჭლის შეძენა სურდათ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი ინტერესი არ გაითვალისწინა.

ზვარელი ილია ჯაბნიძე კუთვნილ ვაშლის ბაღში მიწას თოხით ამუშავებს. ადგილი, სადაც ჯაბნიძის ბაღია გაშენებული ტრაქტორისათვის მიუვალია. ადრე ხარით ამუშავებდა, თუმცა ახლა აღარც ხარი ჰყავს და მიწის დასამუშავებლად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.

„თოხით ვმუშაობ, საღამომდე 200-300 მეტროს მოვთოხნი. ადრე წყვილი ხარი მყავდა, მაგრამ ახლა ვეღარ შევინახე. გაჭირდა ხარების მოვლა, ყანებს ვეღარ ვთესავთ, ნადირი გაჩნდა. ყანა მე არ მაქვს, ბალახი ვერ ვიყიდე, ყანა მოვთოხნო ნადირი შეჭამს, გატყევდა. ტყეს არ გვაკაფიებენ. ახლა კი თქვეს, მაგრამ ახლა მოსულია ეზოში უკვე ტყე, საქონელს ვეღარ ვუშვებთ. ეს გაჭირვება გვაქვს, საქონელი აღარ ეშვება, ჭამს ნადირი. მოკლა ნადირი დაგაჯარიმებენ,“ – თვლის ერთმანეთთან გადაჯაჭვულ პრობლემებს ილია ჯაბნიძე.

თუმცა ტრაქტორით მიწის დამუშავება იმ გლეხებსაც უჭირთ, ვისაც ფართობები ვაკე ადგილას აქვს.
„ძალიან გვიჭირს მიწის დამუშავება, გამწევი ძალა აღარ გვყავს სოფელში. რაიონში უნდა წავიდეთ რომ გამოვიძახოთ ტრაქტორი, მაგრამ არ გვიწევს ზოგჯერ რიგი,“ – ამბობს ზვარეში მცხოვრები მერი გოგიტიძე.

[slideshow]

ზვარე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი, რომელშიც 40 ოჯახი ცხოვრობს მთაზეა შეფენილი. სოფლის ნახევარი მუსულმანია, ნახევარი კი ქრისტიანი. სოფლის დასაწყისში, ცენტრალურ გზაზე ახლადაგებული ქრისტიანული ტაძარი დგას, მაღლა სოფელში კი 2 საუკუნოვანი, დანგრევის პირას მისული მეჩეთი.

მეჩეთის კარს დიდი ბოქლომი ადევს. გასაღები სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩატეხილია, იატაკი ძველია და ყანყალებს. – მეჩეთის კარს მერი გოგიტიძე გვიღებს და მეჩეთის ისტორიას გვიყვება. თუმცა რაღაცები კარგად არ ახსოვს და დასახმარებლად მეუღლეს ეძახის.

„ეს მეჩეთი ლაზებმა ააშენეს, მამა-შვილმა, როგორც ვიცი ორი საუკუნისაა. დაქირავებული ხოჯა ჰყავდათ. მერე 37 წელში ხოჯები დაიჭირეს და გაასახლეს. თანდათან მუსლიმანობაც ეიწია, მაშინ ყურადღებას აღარ აქცევდნენ, აღარც მუსლიმანობას, აღარც ქრისტიანობას. ახლა რომ სარწმუნოება უკვე ძალაშია ვიბრძვით რომ გაგვირემონტონ. იყოს როგორც ძეგლი, შემოვინახოთ ჩვენი შვილებისათვის. სოფელს არ გაგვაჩნია ფინანსები რომ ჩვენ თვითონ გავარემონტოთ. გასულ წელს კი მოვიდნენ ბათუმიდან, ბათუმის მუფთმა გამოუშვა აქ ხალხი, მაგრამ რაღაცა არ მოინდომა სოფლის მოსახლეობის ნაწილმა. რადგან რემონტს თურქეთი აფინანსებს არ გვინდაო. ქართული მხარე თუ გააკეთებს თანახმა არიან. ალბათ მთავრობა ჩაერევა ახლა საქმეში და მოგვხედავენ რავიცი,“ -ამბობს მერი გოგიტიძე.

გასულ წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სოფლისათვის 7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ზვარეს მოსახლეობას ამ ფულით სარიტუალო ინვენტარის შეძენა სურდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის პრიორიტეტს პრიორიტეტი არ მიანიჭა.
„სამი მეზობელი მოგვიკვდა წელს. ჭურჭელი მეიტანო უნდა სხვა გზიდან. აქ ახლა იმფერი დარბაზი არ გვაქვს. გინდა არ გინდა საჭმელი უნდა დადგანა, მოშიებული ხალხია. გაწვიმდეს თავშესაფარი უნდა. ვერ მივაღწიეთ იმას რომ ფული მოგვცენ და ქელეხისთვის ჭურჭელი ვიყიდოთ. გამგებელმა გვითხრა არ შეიძლება მაგი არავითარ შემთხვევაშიო,“ – გვიყვება ილია ჯაბნიძე.
„99 პროცენტს ყველას უნდოდა აბსოლიტურად და არ დაუშვეს, არ შეიძლებაო. არადა გვჭირდება. სხვადასხვა სოფლებში გავდივართ და ვქირაობთ,“ – ამბობს ზვარეში მცხოვრები ბადრი ქობულაძე.

ზვარეს თემის რწმუნებული როლანდ ქობულაძე კი აცხადებს რომ სარიტუალო ჭურჭელი სოფელში მხოლოდ ერთეულებს უნდოდა.
„უმრავლესობას უნდოდა წყალი. სარწყავი არხი მოგვყავს, გასულ წელს არ დასრულებულა და დასრულებაზე ჩავდეთ ისევ თანხა. ხუთ კილომეტრამდე არის სარწყავი არხი და მოგვყავს 100 მილიმეტრიანი მილებით,“ – ამბობს როლანდ ქობულაძე.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=0skfdjfzG1M&feature=youtu.be]

რეპორტაჟი მაჭახელას თოფის სამჭედლოდან

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მაჭახელას თოფის ძეგლი მაჭახლის ხეობის შესასვლელში მაჭახლის ხეობის შესასვლელში, იქ სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება მაჭახელას თოფის ძეგლი დგას. კაჟიანი თოფი ხეობის სიამაყე, ისტორია და წარსულია. ქვის ლოდზე, რომელზეც თოფის ძეგლი დგას, დავით წერეთლის სიტყვებია ამოტვიფრული: „პატარა მაჭახელი, არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“.

მაჭახელას ხეობას აღმა, სოფელ ზედა ჩხუტუნეთისკენ მივუყვებით. მეგზურობას სინდიეთელი, 75 წლის დავით ძნელაძე მიწევს. ბატონი დავითი ყოფილი პოლიციელია, პოლიციაში 23 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაში გავიდა და ხელი საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლას მიჰყო.

„ამ ადგილს ეძახიან შავ მორიელას. ე.ი. შელამაზებულია სიტყვა შავი მორევი, ღრმა მორევია, შავად მოჩანდა. ზემოთ ის ადგილი არის ქვახრიალა, იმიტომ უძახიან ქვახრიალას რომ ქარია თუ წვიმა, ხშირად მოდის ქვები, ამიტომ ქვახრიალა დაარქვეს,“ – დავით ძნელაძე მდინარე მაჭახელას ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გვიჩვენებს.

ზედა ჩხუტუნეთი პატარ-პატარა უბნებად არის დაყოფილი. გვიანეთი, ძნელიეთი, ძნელქედი. პირველი გაჩერება გვიანეთია. სოფელში ჩვენს მინი ექსპედიციას გვიანეთელი ვასო ძნელაძე უერთდება. გვიანეთში ცოტახანს ვჩერდებით და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებით ვინტერესდებით. Continue reading “რეპორტაჟი მაჭახელას თოფის სამჭედლოდან”

რატომ გაათავისუფლეს მახუნცეთის სკოლიდან პედაგოგი

ავტორი: ნათია ზოიძე

რუსულის პედაგოგმა ნადეჟდა ჯაბნიძემ სკოლის დატოვების მიზეზებზე დღეს ბათუმში ქრისტიან დემოკრატების ოფისში ისაუბრა. ის ამბობს, რომ 2011 წლის ოქტომბერში დირექტორმა გაკვეთილის მსვლელობის დროს უკანონოდ გაათავისუფლა. გათავისუფლების მოტივად ნადეჟდა ჯაბნიძე მის პოლიტიკურ სიმპატიებს ასახელებს ქრისტიან-დემოკრატების მიმართ (ნადეჟდა ჯაბნიძე საარჩევნო კომისიაში ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი იყო).
ქედის განთლების განყოფილებაში ოფიციალურ მიზეზად ნადეჯდა ჯაბნიძეს განთავისუფლების მოტივად მისი თანმშრომლების მიერ ხელმოწერილი განცხადება დაუსახელეს. მისი განმარტებით ამ განცხადებას ხელს აწერს სკოლის დირექტორი, სკოლის დირექტორის ცოლი, დირექტორის დისშვილი, ძმისშილი, ძმისშვილის ცოლი, სასწავლო ნაწილის გამგე და მისი ცოლი(რუსულის მასწავლებელი), ქვისლი და ასე შემდეგ.
ქრისტიან-დემოკრატებმა განათლების სამინისტროსგან პედაგოგის დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვეს.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=fbOgma8a6pc&w=560&h=315]

რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„…მოიმატებს აორთქლება, ქარის სიჩქარე და ტენიანობა. წყალდიდობის დროს, მომატებული ტენიანობა, შესაძლოა, გადავიდეს ჭირხვში, რაც ახლად გამოზრდილ კვირტებს გაანადგურებს; წყალსაცავები ზრდის ფილტრაციას, რის გამოც მოიმატებს გრუნტის წყლების რაოდენობა ნიადაგში“, _ სპეციალისტების მოსაზრებით, წყალსაცავები, რომლებიც მდინარე ჭოროხზე სამ და მდინარე აჭარისწყალზე ოთხ ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებისთვის იქნება საჭირო, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს აჭარაში.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც „აჭარა ენერჯი 2007“-ის დაკვეთით კომპანია „გამა-კონსალტინგი“ ამზადებს, „მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი 3 ჰესის წყალსაცავები იმდენად მჭიდროდ იქნება განლაგებული, რომ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მათი, როგორც ერთი წყალსაცავის განხილვა უფრო მიზანშეწონილია“.

მდინარე აჭარისწყლის ოთხი წყალსაცავის სარკის (ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი) ჯამური ფართობი  5,1 კვ2 იქნება. საპროექტო მონაცემებით ირკვევა ასევე, რომ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი კალაპოტური ტიპის წყალსაცავები მდინარეების შესართავის მიმდებარე ხეობის 15-70 კმ-იან მონაკვეთში უნდა აიგოს. მათი დონე კი, წლის სეზონის მიუხედავად, მუდმივი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან აორთქლებული ტენის სიჭარბე უფრო ბუნებრივ ფაქტორებზე, ქარზე, ჰაერის ტემპერატურასა და ორთქლის დრეკადობის ცვალებადობაზე იქნება დამოკიდებული.

„გამა კონსალტინგის“ სპეციალისტების დასკვნით, `მდინარე აჭარისწყლის წყალსაცავებიდან აორთქლებული წყლის მოცულობა და მდინარე ჭოროხის წყალსაცავებიდან აორთქლების რეჟიმის ანალოგიური იქნება~.

„ტენის ეს დამატებითი რაოდენობა კიდევ უფრო დაამძიმებს ჭოროხის დელტის კლიმატს, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონზე, რაც ვეგეტაციისა და ტურისტული სეზონის საწყის და ბოლო თვეებს ემთხვევა. მდინარე აჭარისწყალზე წყალსაცავების ამოქმედებით კი, ჭოროხის ქვემო ნაწილში ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი, ანუ სარკის ფართობი 44,0 კვ2-მდე გაიზრდება და მისგან ატმოსფეროში ასული ტენის მოცულობა 40 მილიონ მ3 მიაღწევს“, – ნათქვამია „გეზეშე“ -ში.

„გამა-კონსალტინგის“ კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი – ფილტრაციის პროცესი დაემატება. „წყალსაცავები ზრდიან ფილტრაციას, რის გამოც მატულობს გრუნტის წყლის რაოდენობა. იქ კი, სადაც გრუნტის წყალი მატულობს, ფერდობები ხშირად იმეწყრება. ნიადაგი არის დაახლოებით 20, 30-სანტიმეტრიანი ნაყოფიერი ფენა, გრუნტი კი არის ის, რაც მის ქვეშ რჩება. როცა გრუნტში ჟონავს წყალი, მან სადღაც გამოსასვლელი უნდა იპოვოს, ის ფერდობებზე გამოდის წყაროების სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადმე შენობა შეხვდა ამ წყაროს, მის ფუნდამენტს გამოთხრის და დააცურებს. საფრთხე განსაკუთრებით მაღლივ შენობებს ემუქრება“, – ამბობს გიორგი მეტრეველი.

ამ პირობების გათვალისწინებით, რა თანაფარდობა შეიძლება იყოს ზარალსა და მოგებას შორის? – კლიმატის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი მეტრეველს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს _ „მხოლოდ ვარაუდით გეტყვით, გააჩნია, როგორ აამუშავებენ ჰესებს. თუ ჰესები იმუშავებს ისე, როგორც პროექტშია ჩადებული, გამომუშავება საკმარისია იმისათვის, რომ ამ წყალსაცავების არსებობა გაამართლოს, მაგრამ ხშირად ფურცელზე ერთი წერია და გამოდის – მეორე. მოსახლეობამ კი, რომელიც დისკომფორტს განიცდის ამ წყალსაცავების მშენებლობით, კომპენსაციის სახით უფასოდ უნდა მიიღოს ელექტროენერგია. რომელიმე სახლის მოცურების შემთხვევაში კი, ზარალი უნდა აანაზღაურონ“.

„აჭარა ინვესტი 2007“-ის წარმომადგენლის -სოფიო ვარშალომიძის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი მშენებლობა წინასწარი მონაცემებით 200-მდე კერძო პირის მიწის ნაკვეთის დატბორვას ითვალისწინებს, ორ ოჯახს კი ასახლებას უპირებენ. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში ნათქვამია ასევე იმ 7 სახლის შესახებაც, რომლებთანაც წყალსაცავები ძალიან ახლოს იქნება.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია „აჭარ ინვესტი 2007“ კალაპოტური ტიპის სამ ჰიდროელექროსადგურს ააშენებს (ამ პროექტის შესახებ „ბათუმელებში“ გასულ კვირას გამოქვეყნდა).

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმების თანახმად კი, აჭარაში კიდევ 4 ჰესის მშენებლობას ნორვეგიული კომპანია გეგმავს. ამ კომპანიის წარმომადგენლის, ნინო დიასამიძის განმარტებით, უკვე მზადაა მდინარე აჭარისწყალზე დაგეგმილი პროექტის „გეზეშე“-ც: „ამ ეტაპზე მას ქართულ ენაზე ვთარგმნით და რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ“. დიასამიძის თქმით, `დოკუმენტში, გარემოზე ზემოქმედების შესახებ პუნქტში ტენიანობის მომატებისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის შეცვლის შესახებ მითითებულია, თუმცა რა დონით მოხდება ეს, ჯერჯერობით, შესასწავლია. რაც შეეხება კომპენსაციების საკითხს, მოსახლეობის ფიზიკურ განსახლებას ნორვეგიული პროექტი არ ითვალისწინებს“.

ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერეს, რომ პროექტების განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე არ შეუსწავლიათ.

საქართველოს კანონმდებლობით ეს დაშვებულია, თუმცა „გეზეშე“, ანუ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ის მთავარი საბუთია, რომლის გარეშეც მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დაფინანსებას არ იძლევიან. ამ დრომდე ორივე კომპანია მშენებლობის დასაწყებად სწორედ „გეზეშეს“, ანუ ეკოლოგების დასკვნას ელოდებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს ქედაში საჯარო სამსახურები დაიკეტა

ავტორი: ეკა ბარამიძე

11 მაისს, 12 საათსა და 45 წუთზე, ქედაში თითქმის ყველა საჯარო სამსახურის კარი ჩარაზული იყო, გარდა საჯარო რეესტრისა. შენობაში, სადაც საკრებულო, გამგეობა, სოციალური სუბსიდიების ქედის სამსახური და რესურსცენტრია განთავსებული, მხოლოდ დაცვის პოლიცია და 3 თანამშრომელი იმყოფებოდა. საჯარო სამსახურების დაკეტვის მიზეზი ქედაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი აღმოჩნდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მოსულთაგან თითქმის ყველა საჯარო მოხელე იყო.

დილის 12 საათიდან ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, რესურსცენტრის, საგზაო დეპარტამენტის, სოფლისა და თემის რწმუნებულები, წყალკანალის, ბუნებრივი რესურსების მართვის ქედის განყოფილების, კულტურის სახლის, სოციალური სუბსიდიების ქედის სამსახურისა და სპორტსკოლის თანამშრომლები, სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორები – ქედის კულტურის სახლის ეზოში დავით ბაქრაძეს თითქმის ორი საათი ელოდნენ. დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანზორ ბოლქვაძე და ქედის დეპუტატი იაშა შერვაშიძე მოვიდნენ.

დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ქედის სოციალურ პრობლემებზე, ჯანდაცვაზე, დაზღვევის მნიშვნელობაზე, სოფლების ინტერნეტიზაციასა და პენსიების გაზრდაზე ესაუბრა. „ჩვენ 2 მილიონამდე გავზრდით დაზღვეულ ადამიანთა რაოდენობას, დავაზღვევთ პენსიონერებს, ასაკოვან ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს, სადაზღვევო პაკეტები იქნება უკეთესი, გავზრდით პენსიებს, ვმუშაობთ ახალი დეკლარაციის ფორმულის დაწერაზე, რომელიც მიბმული იქნება შემოსავალზე და არა ქონებაზე, ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას მივეცით უფლება, დამატებითი სიის შედგენაზე, 2015 წელს აღარ უნდა არსებობდეს წყლის, გზის პრობლემები, ამ დროისთვის დასრულებული უნდა იყოს სკოლებში კომპიუტერიზაციის პროცესი, სასწაულების მოხდენას არ გპირდებით, გავაკეთებთ გაისად, გავაკეთებთ 2-3 წელიწადში” – განაცხადა მან.

შეხვედრაზე მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს სოფლების ინტერნეტიზაცია, 24-საათიანი აფთიაქის გახსნა და სადაზღვევო პაკეტებზე თვალის გადავლება სთხოვა, შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ დავით ბაქრაძეს წერილები გადასცა.

მტირალას ეროვნული პარკი და ეკოტურიზმი

მტირალას ეროვნული პარკში დამსვენებელს შეუძლია ისეირნოს ველურ ბუნებაში, მოაწყოს პიკნიკი, შეიძინოს ადგილობრივი თაფლი, ან რძის ნაწარმი, დაისვენოს სუფთა ჰაერზე და ნახოს წითელ წიგნში შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები.

ხატია ღოღობერიძე

Continue reading “მტირალას ეროვნული პარკი და ეკოტურიზმი”

მოსახლეობა სასუქს და საწვავს ვერ იღებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

მოსახლეობას, ვაუჩერით განსაზღვრული სასუქი და საწვავი დროულად არ მიეწოდება

ოსახლეობისთვის სასუქის დარიგების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე ავრცელებს. მისი განცხადებით მოსახლეობა 30 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში გამოყოფილ სასუქს დროულად ვერ იღებს. „სასუქის დარიგება არასრულყოფილი სიების მიხედვით ხდება, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიებში საერთოდ ვერ მოხვდა. გაუგებარია საბაზისო სიები საიდან აიღო ხელისუფლებამ. გარდა ამისა, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ის სოფლები, რომლებიც ქალაქს შემოუერთდა, საერთოდ არ არიან სიებში. ამ სოფლებს ახლა ქალაქის სტატუსი აქვს, მაგრამ ამ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია და მათაც სჭირდებათ ვაუჩერები“-აცხადებს ნუგზარ ფუტკარაძე. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მხოლოდ თითო პუნქტია გახსნილი, რაც გაუთავებელ რიგებს იწვევს: „გარდა ამისა, პუნქტები დროულად არ მარაგდება სასუქით და ადამიანებს რამდენჯერმე უწევთ სოფლებიდან რაიონში ჩამოსვლა სასუქის ასაღებად“.

Continue reading “მოსახლეობა სასუქს და საწვავს ვერ იღებს”

მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე

მკვლელობის ადგილი
ავტორი:ნინო ყიფშიძე
2011 წლის 3 დეკემბერს, ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. მოქალაქე X-მა მეორე დღესვე დანაშაული აღიარა. იგი ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა მოკლულ 46 წლის Y-თან. მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ქალი, რომლის არასასურველ ორსულობას მხარეები დანაშაულის ჩადენის მიზეზად ასახელებენ და რომელიც დაზარალებულისა და მკვლელის ოჯახის წევრია (ამიერიდან მოხსენიებული როგორც ქალი X).
Continue reading “მკვლელობა აჭარის სოფელში – სახელების გარეშე”

მიტოვებული სახლების სევდა

ცაგო კახაბერიძე

სამგზავრო ტრანსპორტი მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მოძრაობს, აქედან კობალეთის უბანში ასასვლელად გზას ფეხით ვაგრძელებ, დასახლებულ მონაკვეთამდე სამ კილომეტრზე მეტია. ცოტა ხანში მეგზურიც ვიპოვე, 12 წლის ავთანდილ ცინცაძე. მან სოფლის დაწყებითი სკოლა დაამთავრა და ახლა ცენტრში, „უფრო დიდ სკოლაში“ სწავლობს.  „ბოლომდე უნდა ახვიდე? დაკეტილი სახლები? _ ბევრია, თუ გინდა წამოგყვები და ყველას დაგათვალიერებინებ“. შევთანხმდით. Continue reading “მიტოვებული სახლების სევდა”

მაღალმთიანი აჭარა შეფერხებული ინტერნეტით

ავტორი: ეკა ბარამიძე

აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება. საჯარო სამსახურები და ორგანიზაციები „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ინტერნეტით სარგებლობენ, ასეთი სახის ინტერნეტ ძვირი ჯდება, ამავდროულად ლიმიტირებულია და ინტერნეტის სიჩქარე ამინდის ცვალებადობისას იცვლება, წვიმასა და თოვლში ითიშება კიდეც.

„ენერგო პრო-ჯორჯიამ“ ქედაში მცხოვრები გურამ ლომინაძე გასულ თვეში ორი ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური დროულად ვერ გადაიხადა და 19 რიცხვის ნაცვლად თანხა 20-ში შეიტანა. მისივე თქმით დაჯარიმების მიზეზი სახალხო ბანკში ინტერნეტის შეფერხება იყო: „50-მდე ადამიანი იდგა რიგში, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ განაცხადეს, რომ ინტერნეტი არ იყო და თანხას ვერ გადავიხდიდით. ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა, სამუშაო დროც იწურებოდა, თანხა მეორე დღეს გადავიხადე და 39 ლარის ნაცვლად 41 ლარი გადამახდევინეს, დაჯარიმებული ხარო“.

გურამ ლომინაძის გარდა მსგავსი პრობლემა სხვებსაც შეექმნათ, Continue reading “მაღალმთიანი აჭარა შეფერხებული ინტერნეტით”

მასაურა სოციალური პრობლემებით

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„მარტო მაწონი, მაწონი… ეს მაწონიც აღარაა! უკვე აღარაფრის აღარ მრცხვენია!“

ბათუმიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ მასაურას მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოფლამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. ბეტონის საფარი მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთებზეა დაგებული. მასაურაში გასულ წელს ელექტროსადენები შეცვალეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. სადენები ბოძების ნაცვლად ხეებსა და სახლებზეა მიბმული.

[slideshow]

მასაურაში მცხოვრები ექვსი შვილის დედა, ჟუჟუნა ცეცხლაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ცეცხლაძეების სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. გეოლოგების დასკვნით იქ ცხოვრება საშიშია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ცეცხლაძეებს აწუხებს. ოჯახს საარსებოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და მცირეწლოვანი ბავშვები სარჩოს გარეშე არიან დარჩენილნი.

„ექვსი შვილი მყავს, ორი ტყუპი სულ პატარა. ყველანაირი დახმარების გარეშე ვართ 9 სული. მყავს ავადმყოფი მოხუცი. რომელიც მოსავლელია და რომლის პენსიაზეც ვართ ყველა. სხვა რამე ფინანსური დახმარება არ მაქვს, რომ ვირჩინო თავი. დედამთილი გარდამეცვალა მარტში და სოციალური დახმარებაც შემიჩერეს. იყვნენ გადასამოწმებლად და ყოველდღე ველოდები ახალ ქულას, რომ დახმარება აღმიდგეს. ახლა ბაღანას წამალი რომ ვუყიდო, იმის ფულიც არ მაქვს. დღეს ბავშვები ექიმთან მყავდა, ბრონხები აქვს გაღიზიანებულიო და 25 ლარის წამალი გამოუწერა. ვერ ვუყიდე. წამოვიყვან სახლში, ამოვიტან ამ რეცეპტს დავდებ, მერე გაურთულდებათ, გავიყვან ბავშვთაში დავაწვენ. ახლა ფქვილიც არ მაქვს, რომ მოვზილო და ბაღნებს პური მაინც მივცე. ბაღანას უბრალო გერკულესი ხომ მაინც უნდა უყიდო. მარტო მაწონი, მაწონი… Continue reading “მასაურა სოციალური პრობლემებით”

კიდევ სამი ჰესი მდინარე ჭოროხზე

ორასამდე საცხოვრებელ სახლს დატბორვა ემუქრება
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

მდინარე ჭოროხზე კიდევ სამი ჰესის მშენებლობა იგეგმება. შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია „აჭარაენერჯი 2007“-ს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. პროექტის მენეჯერს, სულეიმან ქაშჯის მშენებლობის დასაწყებად ეკოლოგების დასკვნა სჭირდება, რომელსაც ქართული კომპანია „გამა- კონსალტინგი“ ამზადებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჭოროხის მიმდებარე სოფლებში ორასამდე ოჯახის საკუთრება დაიტბორება, სოფელ მარადიდიდან კი ორ ოჯახს გაასახლებენ.

Continue reading “კიდევ სამი ჰესი მდინარე ჭოროხზე”

კალიფორნიელი მოხალისე ხულოდან

„ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ძალიან ცივა“

ვტორი: ეკა ბარამიძე

კალიფორნიელი პატრიგ გრანტი საქართველოში პროგრამის – „მშვიდობის ეგიდით“ ფარგლებში მოხალისე მასწავლებლად ორწლიანი ხელშეკრულებით ჩამოვიდა. ის ხულოს საჯარო სკოლაში ორი წელია ინგლისურ ენას ასწავლის.
კალიფორნიის შტატში დაბადებული, 26 წლის პატრიგ გრანტი უკვე ორი წელია ხულოში ცხოვრობს და ინგლისურ ენას საჯარო სკოლაში ასწავლის.

პატრიგი სპეციალობით კინოანალიტიკოსია, საქართველოში ჩამოსვლამდე კალიფორნიაში, ბანკში მუშაობდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. პროგრამის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა, მეგობრისგან შეიტყო: „გადავწყვიტე, პროგრამაში მონაწილეობა მიმეღო, ამისთვის ინტერნეტში ყველა საჭირო ინფორმაცია მოვიძიე, სივი შევავსე და დაველოდე შეტყობინებას. ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ პროექტში მოვხვდი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, სად და რომელ ქვეყანაში მომიწევდა მოხალისე პედაგოგად წასვლა. მოგზაურობაზე პატარაობიდანვე ვფიქრობდი, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ქვეყანაში გამიშვებდნენ. საქართველო, როგორც ქვეყანა, მას შემდეგ ვიცი, როდესაც ოლიმპიადაზე ახალგაზრდა ქართველი მოციგურავე ქუმარიტაშვილი დაიღუპა, გარდა ამისა, ჩვენი ტელევიზიები ხშირად აშუქებდნენ აგვისტოს ომს“.

წელს პატრიგ გრანტმა პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტში მიიღო მონაწილეობა, წარდგენილი პროექტით გაიმარჯვა, მოპოვებული გრანტით, 3 000 ლარით ხულოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ოთახი კეთილმოაწყო, ახალი ინვენტარი შეიტანა და ამბობს, რომ ამით ძალიან ბედნიერია: „ვიცოდი, რა სჭირდებოდა სკოლას, კლასს და ეს ყველაფერი პროექტში მივანიშნე, საჭირო ნივთების შეძენაში ადგილობრივი პედაგოგი მთვარისა დამეხმარა. ვიყიდეთ სკამები, მერხები, კომპიუტერი, პრინტერი, წიგნების კარადა, წიგნები, ფარდები და თვალსაჩინოებები“.
Continue reading “კალიფორნიელი მოხალისე ხულოდან”

ისინი, ვინც „ქართული ოცნების“ ასრულებას აჭარაში გეგმავენ

ავტორი: ნათია ზოიძე
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარაში ამ დროისთვის მხოლოდ სამი შტაბის ამოქმედება შეძლო, ქობულეთში კი შტაბის ხელმძღვანელის ორჯერ დანიშვნაც მოასწრეს. რაც შეეხება პარტიის ლიდერებსა და მაჟორიტარებს, მათ „ქართული ოცნება~ სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე შეარჩევს. ეს ინფორმაცია თავად კვლევების ავტორმა, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაადასტურა.
Continue reading “ისინი, ვინც „ქართული ოცნების“ ასრულებას აჭარაში გეგმავენ”

დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

აჭარის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რიგ სოფლებთან კი სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია. შუახევის მუნიციპალიტეტში, წყალსაყრის თემში შემავალი 6 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  მუნიციპალიტეტის 43 სკოლასა და 5 საბავშვო ბაღში კი დიდთოვლობის გამო ორი დღეა სწავლა შეწყვეტილია.

“გუშინ და დღეს არ იყო მეცადინეობა. ახლაც ინტენსიურად თოვს. შესაძლებელია ხვალაც მივიღოთ გადაწყვეტილება, სწავლის შეწყვეტის   შესახებ. რაც შეეხება გზებს, გზები ნაწილობრივ ყველა თემში გაწმენდილია,” – განუცხადა “ბათუმელებს” შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობელმა. Continue reading “დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში”

დამეწყრილი სოფელი დახმარების მოლოდინში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის თემში შემავალი სოფელ გვარას ნაკირნათევის უბანი დაიმეწყრა. 25 სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. დამეწყრილია სოფლის გზა, დაზიანებულია დაწყებითი სკოლის ერთი კედელი. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

[slideshow]

ნაკირნათევში მცხოვრები დათო წითელაძე თავისი სახლის ეზოსკენ მიგვიძღვის. დამეწყრილი ადგილი თოვლისგან საგანგებოდ გაუწმენდავს, ნიჩაბს იმარჯვებს და მიწაში სახელურით არჭობს. ნიჩაბი ერთ ადგილას ნახევრად, მეორე ადგილას კი თითქმის ბოლომდე ჩადის. Continue reading “დამეწყრილი სოფელი დახმარების მოლოდინში”

გონიოში ავტოფარეხები დაანგრიეს

გონიოში მცხოვრები ლადო მჟავანაძე ამბობს რომ მერიამ კუთვნილი ბოსლის დასანგრევად ჯერ ვადა მისცა, შემდეგ კი ისე დაუნგრია რომ იქ არსებული ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გონიოში, სანაპირო ზოლში მცხოვრებლების კუთვნილი ავტოფარეხების და ბოსლების დანგრევა პირველ აპრილს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი მერიის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა. მათ შორის იყო ლადო მჟავანაძე, რომლის კუთვნილი ნაგებობაც გუშინ დაანგრიეს.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=vDGle6PDr1c&feature=youtu.be]

.

გონიოს მცხოვრებლებს ბათუმის მერია ავტოფარეხებს უნგრევს

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გონიოში, სანაპირო ზოლში მცხოვრებლების კუთვნილი ავტოფარეხების დანგრევა დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი მერიის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა. გონიოელები მერიის წარმომადგენლებისაგან ხელშეკრულების დადებას ითხოვდა, რომელშიც კომპენსაციის ოდენობა იქნებოდა განსაზღვრული.

„სანამ ხელშეკრულებას არ მომცემენ ჩემს გარაჟს არ დავანგრევინებს. თუ მომკლავენ, მომკლან. მაღაზია მქონდა გარაჟში მოწყობილი, არ შეიძლებაო, კაი არ შეიძლება ვანგრევ, მაგრამ კომპენსაცია ხომ უნდა მომცენ, ამის საბუთს არავინ არ იძლევა,“ – განაცხადა გონიოს მცხოვრებმა მავილე ბერიძემ.

[slideshow]

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ვასილ ჯინჭველეიშვილი აცხადებს რომ ავტოფარეხების მფლობელები კომპენსაციას აუცილებლად მიიღებენ.

„ზედამხედველობის სამსახურს არ გვაქვს იმის უფლება რომ შევადგინოთ რაიმე სახის დოკუმენტი და მივცეთ მოსახლეობას. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, შექმნილია საკომპენსაციო კომისია. როგორც კი ამხანაგობის თავმჯდომარეები შემოგვიტანენ განცხადებებს, ჩვენს მიერ მოხდება ამ განცხადებების გადამოწმება და გავუშვებთ კომისიაზე. კომისია დანიშნავს სხდომას, შეიკრიბებიან კომისიის წევრები და დაამტკიცებენ თანხებს. კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ, 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება თანხების ჩარიცხვა,“ – განაცხადა ვასილ ჯინჭველეიშვილმა.

გონიოში ავტოფარეხების დემონტაჟს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „გემო“ ახორციელებს. ბათუმის მერიამ „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საკომპენსაციო თანხები უკვე გაზარდა, აღნიშნულ პროგრამას მილიონ ასიათასი ლარი მიზნობრივად დაამატეს. გადაწყვეტილება საკრებულომ უკვე მიიღო. გონიოში, მათ ვისაც ავტოფარეხი დაკანონებული არა აქვს ბათუმის მერია კაპიტალურ ავტოფარეხზე 1500 ლარს გადაუხდის, არაკაპიტალურზე კი 800 ლარს. ხოლო ის მოქალაქეები, ვინც ფართს საკუთრებაში ფლობს კაპიტალურ ავტოფარეხებზე 1 კვ.მ-ში 100 ლარს მიიღებენ. 250 ლარს მიიღებს ის ვინც კომერციულ ფართს ფლობს.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=YiJClwRlOg8&feature=youtu.be]

გომარდული, სამთო კურორტად გამოცხადებული სოფელი

[slideshow]იხილეთ რეპორტაჟი „გაზეთ“ ბათუმელების ახალ ნომერში ორშაბათიდან.

გომარდული – სამთო კურორტად გამოცხადებული სოფელი

გომარდული, ალბათ, ერთადერთი კურორტია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და ყოველგვარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე გამოცხადდა დასასვენებელ ადგილად. სათხილამუროდ გამგზავრებული ადამიანი უკვე გზაშივე მიხვდება, რომ კომფორტულად და ცივილურად დასვენების განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ამ განცდას ის გზა ტოვებს, რომელიც შუახევის ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლისკენ მიდის. 

პეიზაჟებით გართულს შეიძლება დროებით დაგავიწყდეს კიდეც საცხოვრებელზე ზრუნვა, ან ტრანსპორტიდან ჩამოსულსაც შესაძლებელია რამდენიმე წუთი კიდევ გაგიგრძელდეთ ადგილობრივი ბუნებით ტკბობის სურვილი, თუმცა შემდეგ შიმშილის ან სიცივისგან შეწუხებულს მაინც მოგიწევთ ყოფით პრობლემებთან დაბრუნება და იმაზე ფიქრიც, თუ სად შეიძლება დაბინავება.  

სოფელში ძირითადად მცირე ზომის ხის სახლებია. არის ქვის სახლებიც, თუმცა ბეტონით ნაშენი შეულესავი გარე კედლები ვერ ტოვებენ მიმზიდველ შთაბეჭდილებას. ამიტომაც არჩევანის გაკეთება ვიზუალურად ცოტა ძნელია, თუმცა ეს მხოლოდ პირველი შეხედვით. ნებისმიერ სახლთან მიახლოებულს ისეთი თბილი მზერითა და ღიმილით გხვდებიან, რომ შესაძლებელია, პირველივე შემხვედრთან დააპიროთ დარჩენა, თუმცა სოფელში 76 სახლიდან მხოლოდ 23-შია სველი წერტილი, ამიტომაც თუ დასვენებას აპირებთ, მაინც სჯობს, მოიკითხოთ, რომელ სახლშია შესაძლებელი დილით ხელ-პირის დაბანა. ეს, ალბათ, ერთადერთი პირობაა, რომელიც ამ სოფელში შერჩევითია და ყველას არ აქვს. რაც შეეხება მასპინძლობას, ამ მხრივ ყველა ცდილობს თავი მოგაწონოს. მომსახურების სერვისიც ალბათ აქაურების ბუნებამ განაპირობა.

საცხოვრებლის ფასში აუცილებლად შედის სამჯერადი კვება. სხვაგვარი შეთავაზება აქ არ არსებობს. რაციონში კი შედის ადგილობრივი, უგემრიელესი, თუმცა ძალიან კალორიული კერძები: ბორანო, მოგართმევენ არაჟნის მსგავსს, თუმცა გაცილებით უფრო გემრიელ „კაიმაღსაც“. სუფრაზე რძის ნაწარმთან ერთად დევს ცხელი მჭადიც, რომელიც, აქაურების თქმით, ძალიან უყვართ დამსვენებლებს. ხორციანი კერძიც ასევე ადგილობრივია და კარტოფილიც. ასე რომ, საბოლოოდ მასპინძლებს ჯერჯერობით უჭირთ დაანგარიშება, რამდენს იგებენ.

ახალი კურორტის პირობაზე სოფელში ასულ დამსვენებელს ადგილობრივები როგორც კლიენტს კი არა, როგორც სტუმარს უფრო უყურებენ. თუმცა ნელ-ნელა გაჩნდნენ ოჯახები, სადაც უკვე მენიუ იწერება და დამსვენებელს განსაზღვრულ რაციონს სთავაზობენ. ქათამაძეების ოჯახში დიასახლისი ნარგიზ ქათამაძე ჯერ ვერ ეგუება აზრს, რომ შესაძლებელია მენიუს გაკეთება მოუწიოს: “ეს, რასაც ჩვენ სტუმრებს ვართმევთ, ჩვენი მოყვანილია და არც ვანგარიშობთ. არ დამითვლია ხარჯი და მოგება. არ შემიძლია, მგონი, ვერასდროს გავაკეთებ, ჩემთან მოსულ კაცს ბორში დავუდვა და ქაღალდზე ჩამუუწერო, რას შეჭამს.” 

ქათამაძეების სახლში კიდევ ორი მოხუცი ცხოვრობს – ალი და მერი მიქელაძეები. მათ ყველა მათთან დამსვენებლის სახელი და გვარი ახსოვთ, იციან სად მუშაობენ, რამდენი ხელფასი და რა ოჯახური სტატუსი აქვთ. დამსვენებლების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და მონატრებაც კი იგრძნობა მათი საუბრისას. მოხუცები აუცილებლად გკითხავენ თქვენს შთაბეჭდილებას გარემოზე. შეიძლება დაგანამუსონ კიდეც ან პირობა დაგადებინონ – თუ მართლა გულწრფელად მოგეწონათ სოფელი და მასპინძლები, მაშინ აუცილებლად მეორედაც ესტუმრებით. “შენ რომ მეორედ ამოხვალ, ე, მერე მივხდებით რა გოგო ხარ. სიტყვის შესრულება იცი თუ არა?!” – გამომცდელად მეუბნება გულიკო ბებო. მოხუცები პაუზას აკეთებენ და დაპირებას ელიან. ბუნებრივია, ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. საერთოდ, გომარდულელები სხვების მიმართ კეთილგანწყობილები არიან და ადამიანის შექება არ უძნელდებათ. შუკაში მიმავალს ორი ქალბატონი შემომეხმიანა –  ეს ჩემი რძალია, აქეთ მომავალი რომ დაგინახე, ჩემს რძალს ვუთხარი, ეს გოგო ეტყობა, ვაჟკაცი გოგოა-მეთქი. მაგარი გოგო ხარ, გეტყობა.” მაგარი კი ალბათ იმიტომ ვარ, რომ სოფელში მარტო დავდივარ, თანმხლების გარეშე. შეფასება კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონისგანაც დავიმსახურე: “რა სეირი გოგოა, ამფერს პირველად ვხედავ, ყველაფერი ცოდნია” – ეს მხიარული რეპლიკა კი მაშინ მივიღე, რაც სოფლის ამბების გამოკითხვის შემდეგ ბებოს სახელი ვკითხე. ქეთევან ქათამაძე – მპასუხობს მოხუცი. თქვენ მეორე სახელიც გექნებათ-მეთქი ვუთხარი, რადგან ვიცი რომ თურქული კულტურის გავლენით აჭარის მაღალმთიანეთში შორეულ წარსულში მუსულმანურ სახელებსაც არქმევდნენ. 

მარშრუტის დასაწყისში იმ ადგილის მონახულება მოვისურვე, სადაც სათხილამურე ტრასაა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეგზურობა შემომთავაზა. გზაში შევიტყვე, რომ ტრასასთან ახლოს კოტეჯები შენდება. მშენებლობა ოთხი თვეა რაც დაიწყო და სოფლის მამაკაცების უმრავლესობა ამ მშენებლობაზეა დასაქმებული.

კოტეჯები 

გახდება თუ არა გომარდული დიდი ტურისტული ცენტრი, ამას მომავალი აჩვენებს. მაგრამ გომარდულის მკვიდრ იმ შვიდ ადამიანს, რომლებმაც 9 თვის წინ სააქციო საზოგადოება “გომარდული” შექმნეს, კურორტის პერსპექტივის ნამდვილად სჯერა. ჯემალ დარჩიძე ერთ-ერთი აქციონერი და მშენებლობის კოორდინატორია, მისი ხელმძღვანელობით შენდება 5 კოტეჯი და ერთიც – სასტუმრო. კოტეჯების პირველი სართული ბეტონისაა, მეორე კი – ხის. კოტეჯების მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ჯემალ დარჩიძე: “ამ სეზონზე გვინდა მოვასწროთ და იმ ხალხს, ვისაც სურს ახალ წელს ან შობას თოვლიან ადგილას შეხვდეს, კომფორტულ და თბილ გარემოს ვთავაზობთ. კოტეჯების გასათბობად გაზს გამოვიყენებთ, ანუ გაზის რეზერვუარებს ჩავმარხავთ მიწაში, გავიყვანთ ცენტრალურ გაყვანილობას და ქვაბიდან გამოსული წყლის სისტემა გაათბობს კომპლექს. რესტორანიც აქვე იქნება და ნატურალურ საკვებს შევთავაზებთ დამსვენებლებს. წელს არ მოესწრება, მაგრამ მომავალი წლისთვის დაგვპირდნენ, რომ გაცილებით უფრო დიდ ტრასას გააკეთებენ. დაახლოებით კილომეტრნახევრიანს. საბაგიროც გაკეთდება, თავისი დასაჯდომებით. მთავრობა წყალი მოგვიყვანა მილებით, გზაც დაგრუნტა. ამ ეტაპზე დაახლოებით 500 ათასი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ერთი ამდენის ჩადებას კიდევ ვგეგმავთ”. კომპლექსი ზაფხულშიც იმუშავებს.

კოტეჯებში სულ 40 ადგილია, რესტორანი კი 70 ადამიანზეა გათვლილი. კომპლექსის მშენებლობაზე ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აქ სეზონურად, ზაფხულსა და ზამთარში, დაახლოებით 15 ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა, დამსვენებლებს პროდუქტით სოფლის მოსახლეობისგან მოამარაგებენ. ამიტომაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყარო გახდა კომპლექსი. რაც შეეხება კონკურენციას დამსვენებლების მოზიდვის თვალსაზრისით, კომპლექსის მენეჯერი ამბობს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის კონკურენტები არ არიან. მათ განსხვავებული სერვისი და ფასი ექნებათ: “დამსვენებლებისთვის კომფორტის შექმნა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ჩვენთან ფასი 50-60 ლარი იქნება.”

სათხილამურო ტრასა ჯერჯერობით ძალიან პატარა, სულ რაღაც 250 მეტრია. ასევე მოკლეა და კუსტარულად არის დამზადებული საბაგიროც. მოთხილამურეებს შედარებით უფრო დიდ, კილომეტრნახევდრიან ტრასას უკვე 2013 წლიდან ჰპირდებიან. აქციონერებს გათვლა მხოლოდ ერთ სეზონზე არ აქვთ, ამიტომაც ტრასის უქონლობა ამ ეტაპზე მათ დიდ პრობლემად არ ესახებათ. 

მშენებლობის პროცესს პერიოდულად სტუმრობს შუახევის ახალგაზრდა გამგებელი ნუგზარ ამაღლობელი. სწორედ მან დაარწმუნა ადგილობრივი ბიზნესმენები, ამ საქმეში დაებანდებინათ ინვესტიცია: “დარწმუნებული ვარ, კურორტს პერსპექტივა აქვს. აქ ზაფხულშიც ჩამოვლენ დამსვენებლები. ექსტრემალებისთვის კლდეებზე ცოცვის ცენტრი იქნება, აქვე გაკეთდება ატრაქციონიც. დასავლეთ საქართველოში ეს ერთ-ერთი კარგი დასვენების ადგილი გახდება. მგონია, ეს ერთადერთი პრეცედენტია, როცა ადგილობრივები ახორციელებენ ინვესტიციას. ჩვენც როგორც შეგვიძლია მხარში ვუდგავართ და ურთიერთნდობით გვინდა მივაღწიოთ შედეგს.”

შუახევში პრეზიდენტის რწმუნებული ახლა სხვა კურორტის, ღომის მთის მკვიდრების დარწმუნებას ცდილობს, რომ მათაც ჩადონ თავიანთ კუთხეში ბიზნესის განვითარებაში ფული. იქაც რამდენიმე თვეა შეიქმნა სააქციო საზოგადოება “ღომი”. ნუგზარ ამაღლობელის თქმით, საზოგადოებაში თავიდან 36 ადამიანი იყო გაწევრიანებული, შემდეგ რამდენიმემ დატოვა, მაგრამ საბოლოოდ ეს ადამიანები შეჯერდებიან და ახალი კომპლექსის მშენებლობა, ისევ ადგილობრივების ძალისხმევით, უკვე ღომის მთაზეც დაიწყება. ამ კურორტსაც, ისევე როგორც გომარდულს, დატვირთვა ზამთარ-ზაფხულში უნდა ჰქონდეს.

წყალი და სათხილამურო ტრასისთვის ათვისებული მიწის მეპატრონეები

ადგილობრივები გომარდულის კურორტად გადაკეთების წამოწყებას იმედის თვალით უყურებენ. ისინი იმდენად დაინტერესებულნი არიან, რომ როცა მათი კერძო და კურორტის მშენებლობის ინტერესები გადაიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა მშენებლობას ხელი არ შეეშალოსო, გაჩუმება ამჯობინა. იქ, სადაც ახლა სათხილამურო ტრასაა, ოც ოჯახს ნაკვეთი ჰქონდა და სიმინდი მოჰყავდა. როცა მთავრობამ ამ მიწების ათვისება მოინდომა, მათ დიდი პროტესტი არ გამოუთქვამთ.”

„მაშინ ყველამ გავჩუმდით, ვიფიქრეთ, ახლა რომ რამე ვთქვათ, მშენებლობა არ გაჩერდესო. მარა ყველამ იცის, ეს მიწები ჩვენია. კურორტი რომ ამუშავდება, მთავრობა რაცხას მოგვცემს ალბათ, ან კომპენსაციას, ან –  ადგილს. ჩემს შვილს უწევდა მაქ გარიგება და ახლა ისე ხომ არ დიმიტევენ? ყველამ იცის ჩვენი ამბავი. მიწა და მასთან დაკავშირებული კომპენსაცია არ არის ერთადერთი, რასაც სოფლელები მთავრობისგან ელიან. ზაფხულობით სოფელს წყლის პრობლემაც აქვს. წყალი მთიდან ღია არხით მოედინებოდა, ამიტომაც დიდი დანაკარგი ჰქონდა და შესაბამისად სოფლამდე ვერ აღწევდა. ახალ დასასვენებელ კომპლექსს წყალი ბიზნესმენ ჯემალ დარჩიძის თქმით, ხელისუფლებამ მოუყვანა, მაგრამ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მთავრობის ნებით მილს, რომელიც მცირე რადიუსიანია, მალე შეცვლიან და წყალი მათთანაც მივა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სერიოზულად აწუხებთ აქ გლეხებს, ხილის რეალიზაციაა. “ამდენი ხილი გვაქვს, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყველაფერი ლპება. ბოჩკაში რანდენი ჩავყარო? მოგვიგვარე მაი ამბავი, ხელისუფლებამ ერთი საკონსერვო კომბინატი გააკეთოს და ჩეიბაროს ხილი, ცოდვაა ამდენი ხილის განიავება.”

მეჩეთი

“ეტყობა ხმას ასწორებენ, ხუთშაბათს უნდა გახსნან მეჩეთი” –  განმიმარტა 74 წლის ალი ქათამაძემ, რომელიც საუბრის დროს ხშირად ჩერდება და ცნობისმოყვარედ უსმენს ახლად აშენებული მეჩეთის რუპორიდან გამოცემულ ხმას. 
– დადიოდით აქამდე მეჩეთში? _ვეკითხები ალი ბაბუას. ის თავის გაქნევით მანიშნებს რომ არ დადიოდა. – იქნებ სხვები დადიოდნენ და ამიტომ სჭირდებოდათ მისი გახსნა? – არავინ არ დადიოდა. უნდოდათ და გახსნეს.

– ვინ გახსნა?

-არ ვიცი, ალბათ აჭარის მუფთმა. ხუთშაბათს მოვლენ გახსნაზე და ვნახავთ…

გაძვირებული ბეშუმი

ავტორი:  ქეთი ლაბაძე [slideshow]

კურორტ “ბეშუმში” დასვენების ფასმა მიუახლოვდა და ზოგ შემთხვევაში გაუსწრო კიდეც სხვა ტრადიციულ კურორტებს. მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში ღამის გათევა კურორტ “საირმეში” 10 ლარად არის შესაძლებელი, “ბეშუმში” კი მინიმალური ფასი აგვისტომდე 15 ლარი იყო, აგვისტოში კი  – 18 ლარს  მიაღწია. Continue reading “გაძვირებული ბეშუმი”

გამოსახლება ქობულეთში

ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

რეგიონული გაზეთი „აჭარა P.S” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„6 აპრილს, მორიგი „ეგზეკუცია“ ქობულეთში, მზევინარ მანელიშვილის ოჯახს მიადგა. ფაქტის გადაღების დროს, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, საკუთარი ხელმძღვანელის თვალწინ, მედიაჯგუფ „აჭარა P.S“ -ის ჟურნალისტ სულხან მესხიძეს ხელით შეეხო და ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეომასალაზე გარკვევით ჩანს. პოლიციელები ცდილობდნენ ჟურნალისტისთვის კამერის ხელიდან გამოგლეჯას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიაჯგუფ „აჭარა P.S“ -ის გენერალური დირექტორისა და რედაქტორის ჯემალ მეგრელიძის განცხადებით, რედაქცია აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, მოახდინონ ინციდენტზე რეაგირება.

საბანკო კრედიტებს შეწირული ოჯახების გამოსახლების პროცესი ქობულეთში ისევ გრძელდება.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=vxDgr0pHow8]

მასალაში გამოყენებული ვიდეო ეკუთვნის გაზეთ „აჭარა P.S.”-ს. 

ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში

ავტორი:ირმა ზოიძე

ბობოყვათის სხვადასხვა თაობა ამ სოფლით ერთნაირად ამაყობს. უფროსები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა ეს კუთხე ერთ-ერთი მოწინავე იყო რაიონში. ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ამ ადგილს სახელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუთქვა. Continue reading “ბობოყვათი საბჭოთა წარსულის ჩრდილში”

ბახმარო ტურისტული სეზონის წინ [ფოტორეპორტაჟი]

[slideshow] გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან

ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა

ავტორი: ეთერ თურაძე

კლასებში ყველაფერი მოძრაობს – იატაკი, კედლები, მერხები და დაფაც კი. გეჩვენება, რომ სადაცაა ფეხქვეშ იატაკი გამოგეცლება. კლასები ცარიელია, ბავშვები სკოლის ეზოში ფრენბურთს თამაშობენ და იმიტომ. აჭარაში თითქმის არ არსებობს ისეთი სკოლა, რომელსაც კოკოტაურის სკოლას შეადარებ – აქ ყველა კლასი თითქმის ერთნაირად სახიფათოა. საფრთხე ყველაზე მეტად მე-9 კლასშია – ხის იატაკზე ზოგან იმდენად დიდი ხვრელია, რომ შეიძლება ორივე ფეხით ჩავარდე. დირექტორი ამბობს, რომ ვითარება ახალი სასწავლო წლიდან შეიცვლება. Continue reading “ბავშვებისთვის სახიფათო სკოლა”

აჭარული სამზარეულო

[slideshow]ავტორი – მოქალაქე ჟურნალისტები:  ნინო ადეიშვილი, დათო გოგიტიძე, მარი ლომაშვილი, გვანცა სამნიძე, დარინა ასანიძე /ჯგუფი – FESTINA LENTE

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უჭირავს.

მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებელი. აჭარულ სამზარეულოში დომინირებს ისეთი კერძები როგორებიცაა საცივი, მწვადი,ხაჭაპური, ტყემლის საწებელი, ღომი, მჭადი, ხინკალი, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვა. გარდა ქართული სამზარეულოს კერძებისა, აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვა. Continue reading “აჭარული სამზარეულო”

აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად

ავტორი:ნათია ზოიძე

მალე აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი საარჩევნო კანონი ექნება. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შესაძლებელია უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად ჩატარდეს. ახალი კანონით შესაძლებელია დეპუტატობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმაც წარადგინოს და ამისთვის პარტიული კუთვნილება საჭირო არ არის, ხოლო საკრებულოს წევრები, თუ უფლებამოსილებას არ შეიჩერებენ, უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდებიან. Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩევნები ერთად”

Exit mobile version