მთიანი აჭარა

მასაურა სოციალური პრობლემებით

30.05.2012 •
მასაურა სოციალური პრობლემებით

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„მარტო მაწონი, მაწონი… ეს მაწონიც აღარაა! უკვე აღარაფრის აღარ მრცხვენია!“

ბათუმიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ მასაურას მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოფლამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. ბეტონის საფარი მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთებზეა დაგებული. მასაურაში გასულ წელს ელექტროსადენები შეცვალეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. სადენები ბოძების ნაცვლად ხეებსა და სახლებზეა მიბმული.

[slideshow]

მასაურაში მცხოვრები ექვსი შვილის დედა, ჟუჟუნა ცეცხლაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ცეცხლაძეების სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. გეოლოგების დასკვნით იქ ცხოვრება საშიშია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ცეცხლაძეებს აწუხებს. ოჯახს საარსებოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და მცირეწლოვანი ბავშვები სარჩოს გარეშე არიან დარჩენილნი.

„ექვსი შვილი მყავს, ორი ტყუპი სულ პატარა. ყველანაირი დახმარების გარეშე ვართ 9 სული. მყავს ავადმყოფი მოხუცი. რომელიც მოსავლელია და რომლის პენსიაზეც ვართ ყველა. სხვა რამე ფინანსური დახმარება არ მაქვს, რომ ვირჩინო თავი. დედამთილი გარდამეცვალა მარტში და სოციალური დახმარებაც შემიჩერეს. იყვნენ გადასამოწმებლად და ყოველდღე ველოდები ახალ ქულას, რომ დახმარება აღმიდგეს. ახლა ბაღანას წამალი რომ ვუყიდო, იმის ფულიც არ მაქვს. დღეს ბავშვები ექიმთან მყავდა, ბრონხები აქვს გაღიზიანებულიო და 25 ლარის წამალი გამოუწერა. ვერ ვუყიდე. წამოვიყვან სახლში, ამოვიტან ამ რეცეპტს დავდებ, მერე გაურთულდებათ, გავიყვან ბავშვთაში დავაწვენ. ახლა ფქვილიც არ მაქვს, რომ მოვზილო და ბაღნებს პური მაინც მივცე. ბაღანას უბრალო გერკულესი ხომ მაინც უნდა უყიდო. მარტო მაწონი, მაწონი… ეს მაწონიც აღარაა. ერთი ძროხა მყავს და შენ უნდა ჭამო, ბაღნებს უნდა აჭამო, თუ რა უნდა ქნა. კარტოფილიც არ მაქვს, რომ სუპი გავუკეთო, აღარ მრცხვენია უკვე აღარაფრის. იმ დონეზე მივედი, რომ სული პირში მაქვს ამოსული. ხანდახან ვფიქრობ _ გოუყარე ყულფში თავი და დეიხრჩვე, მაგრამ ამ შვილებს ვის დოუტოვებ. ამას რომ ვიფიქრებ, მერე ვფიქრობ _ ეს ჩემი შვილები აგორდებიან, ვის უნდა დავუტოვო და კიდევ მერე-მერე მევიკრიფავ თავში ჭკუას. ნუ ავაგორებ ამ ჩემს შვილებს, რაცხა არის კიდევ ვიგორებ თუ ვიწვალებ, ჩემს შვილებთან ვიქნები- მეთქი,“ _ ამბობს ჟუჟუნა ცეცხლაძე და ტირის.

2008 წელს სოფელ მასაურაში ტრაგედია დატრიალდა. ჩავლეიშვილების ოჯახი დაიმეწყრა და ოთხი ადამიანი დაიღუპა. საფრთხე ახლა ჟუჟუნა ცეცხლაძის ცხრასულიან ოჯახს ემუქრება.

„საშიშ ზონაში ვართ. მოვიდნენ გეოლოგები, შეამოწმეს და არ შეიძლება აქ ცხოვრებაო _ თქვეს, მაგრამ რა ვქნათ. ჯერჯერობით ვართ. მაინცადამაინც ის ოთხი სული რომ დეიღუპა, ისე უნდა დევიღუპოთ სუყველა? ზემოდან კედელზე მიწა მოდგმულია, მაგრამ უფრო ქვემოდან მეშინია. გახეთქილია კედლები და თანდანთან სკდება,“ _ ამბობს ჟუჟუნა ცეცხლაძე.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=WeJMcrCarV4&feature=youtu.be]

მასაურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში შედის. სოფელში სულ 175 ოჯახი ცხოვრობს. მეწყერი არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მასაურას მკვიდრთ აწუხებს. მასაურაში მცხოვრები ნაზი დიასამიძე ამბობს, რომ წვიმის მოსვლის ეშინია. _ „წვიმის დროს ჩემს სახლშიც წვიმს. მთელი ზამთარი ვდგავარ და წყალს ვწმენდ. 80-იან წლებშია ჩემი სახლი აშენებული, მაგრამ გადახურული არაა, ბეტონია სახურავზე დასხმული. დროთა განმავლობაში დაზიანდა კედლები, წყალი ჩამოდის და რაღაცები ცვივა. იმის საშუალება არ მაქვს, რომ გავაკეთო, მაგრამ რომც მქონდეს, მაინც ვერ გავაკეთებ. ოჯახში რვა სული ვართ და ერთადერთი შემოსავალი 200-ლარიანი სოციალური დახმარებაა. სახლს რომ რამე შევმატო, მეშინია, ეს დახმარება არ მომიხსნან. მეზობელმა კიბის ორი საფეხური დაასხა და მაგაზე მოუხსნეს დახმარება.“

მასაურაში გზაც მოუწესრიგებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ცუდი გზის გამო ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.
„ჩვენკენ წამოსვლა არავის უნდა. ავტომობილებს უჭირთ ამოსვლა. რომ ვეტყვით მობრძანდით, გვესტუმრეთ, მაგ სოფელში რა გვინდაო, ამბობენ. სადაც უკიდურეს მდგომარეობაში იყო გზა, ის ადგილები გაკეთდა ცოტ-ცოტა. თქვენი თვალით ნახავთ, ალაგ-ალაგაა ბეტონი დასხმული,“ _ ამბობს მასაურას მკვიდრი ნონა ბოლქვაძე.

ორთაბათუმის თემის რწმუნებული მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ ორი წელია მასაურას გზა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად კეთდება. „გზა მთლიანად დამთავრებული არაა. 2 წელია მიმდინარეობს სოფლის პროგრამით გზის მოპირკეთება. ბეტონის გზები იგება. 2011 წელს 16 ათასი დაიხარჯა. 2012 წელს 18 ათასი დაიხარჯება. სოფელი არის ძალიან პატარა, მანძილი კი _ ძალიან დიდი. წელს ცოტა მომატებულია თანხა. ის მონაკვეთები, რაც იყო ცოტა ავარიული, იქ ბეტონის გზაა დაგებული. მთლიანობაში კი არის სურვილი, რომ ასფალტი ბოლომდე დაიგოს, მაგრამ თანხა არ ჰყოფნის.“

გზის გარდა სოფლის მთავარ პრობლემად მოსახლეობა მოუწესრიგებელ ელექტროსადენებს ასახელებს. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროსადენები სოფელში გასულ წელს შეცვალა. თუმცა სადენები ბოძების ნაცვლად ხეებსა და სახლებზე დაამაგრეს. მოსახლეობა ყურადღებას და დაუსრულებელი საქმის ბოლომდე მიყვანას ითხოვს.

„სინათლის ბოძები შეცვალეს და ბოძების ნაცვლად სახლებზე მიაბეს კაბელები. სინათლე გეიყვანეს და ნახეთ რანაირი გაყვანილია. სახლებსა და ახორებზეა მიბმული. ერთ ადგილას ისე დაბლაზე იყო, ბავშვი ორივე ხელებით ქანაობდა აქეთ-იქით. ორ დღეში მორჩნენ გაკეთებას ჩქარ-ჩქარა. მრიცხველი წყავის ხეზე დაამონტაჟეს, რომ მოიგლიჯოს ხე, ისეთი ქარი იცის ხოლმე აქ, მერე რა ვქნათ,“ _ ამბობს მადონა მიქელაძე.

„ელექტროსადენები ნამდვილად ხარვეზებითაა დამონტაჟებული. ეგ რეალობაა. ამას ვერ გავექცევით. ფაქტობრივად, სამუშაოები თავიდანაა ჩასატარებელი. ცუდი ნამუშევარია ნამდვილად. ენერგო-პრო ჯორჯიამ დააყენა. ჩვენი მთავრობიდანაც იყვნენ წარმომადგენლები, გადავეცით რამდენჯერმე, დასურათება მოხდა ხარვეზული ადგილების. თვითონაც იციან, რომ ხარვეზები არის და გამოსწორდება აუცილებლადო, ამბობენ. სავარაუდოდ, წლის განმავლობაში აუცილებლად გააკეთებენ,“ _ ამბობს მერაბ ძნელაძე.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=2EVSD5X7kLc]

გადაბეჭდვის წესი