რეპორტაჟი სოფელ ზვარედან

რეპორტაჟი-სოფელ-ზვარედან

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. მთის კალთაზე შეფენილ სოფელში მოსახლეობა მიწას ხელით ამუშავებს. მოსახლოება ამბობს რომ „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში სარიტუალო ჭურჭლის შეძენა სურდათ, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი ინტერესი არ გაითვალისწინა.

ზვარელი ილია ჯაბნიძე კუთვნილ ვაშლის ბაღში მიწას თოხით ამუშავებს. ადგილი, სადაც ჯაბნიძის ბაღია გაშენებული ტრაქტორისათვის მიუვალია. ადრე ხარით ამუშავებდა, თუმცა ახლა აღარც ხარი ჰყავს და მიწის დასამუშავებლად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.

„თოხით ვმუშაობ, საღამომდე 200-300 მეტროს მოვთოხნი. ადრე წყვილი ხარი მყავდა, მაგრამ ახლა ვეღარ შევინახე. გაჭირდა ხარების მოვლა, ყანებს ვეღარ ვთესავთ, ნადირი გაჩნდა. ყანა მე არ მაქვს, ბალახი ვერ ვიყიდე, ყანა მოვთოხნო ნადირი შეჭამს, გატყევდა. ტყეს არ გვაკაფიებენ. ახლა კი თქვეს, მაგრამ ახლა მოსულია ეზოში უკვე ტყე, საქონელს ვეღარ ვუშვებთ. ეს გაჭირვება გვაქვს, საქონელი აღარ ეშვება, ჭამს ნადირი. მოკლა ნადირი დაგაჯარიმებენ,“ – თვლის ერთმანეთთან გადაჯაჭვულ პრობლემებს ილია ჯაბნიძე.

თუმცა ტრაქტორით მიწის დამუშავება იმ გლეხებსაც უჭირთ, ვისაც ფართობები ვაკე ადგილას აქვს.
„ძალიან გვიჭირს მიწის დამუშავება, გამწევი ძალა აღარ გვყავს სოფელში. რაიონში უნდა წავიდეთ რომ გამოვიძახოთ ტრაქტორი, მაგრამ არ გვიწევს ზოგჯერ რიგი,“ – ამბობს ზვარეში მცხოვრები მერი გოგიტიძე.

[slideshow]

ზვარე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი, რომელშიც 40 ოჯახი ცხოვრობს მთაზეა შეფენილი. სოფლის ნახევარი მუსულმანია, ნახევარი კი ქრისტიანი. სოფლის დასაწყისში, ცენტრალურ გზაზე ახლადაგებული ქრისტიანული ტაძარი დგას, მაღლა სოფელში კი 2 საუკუნოვანი, დანგრევის პირას მისული მეჩეთი.

მეჩეთის კარს დიდი ბოქლომი ადევს. გასაღები სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩატეხილია, იატაკი ძველია და ყანყალებს. – მეჩეთის კარს მერი გოგიტიძე გვიღებს და მეჩეთის ისტორიას გვიყვება. თუმცა რაღაცები კარგად არ ახსოვს და დასახმარებლად მეუღლეს ეძახის.

„ეს მეჩეთი ლაზებმა ააშენეს, მამა-შვილმა, როგორც ვიცი ორი საუკუნისაა. დაქირავებული ხოჯა ჰყავდათ. მერე 37 წელში ხოჯები დაიჭირეს და გაასახლეს. თანდათან მუსლიმანობაც ეიწია, მაშინ ყურადღებას აღარ აქცევდნენ, აღარც მუსლიმანობას, აღარც ქრისტიანობას. ახლა რომ სარწმუნოება უკვე ძალაშია ვიბრძვით რომ გაგვირემონტონ. იყოს როგორც ძეგლი, შემოვინახოთ ჩვენი შვილებისათვის. სოფელს არ გაგვაჩნია ფინანსები რომ ჩვენ თვითონ გავარემონტოთ. გასულ წელს კი მოვიდნენ ბათუმიდან, ბათუმის მუფთმა გამოუშვა აქ ხალხი, მაგრამ რაღაცა არ მოინდომა სოფლის მოსახლეობის ნაწილმა. რადგან რემონტს თურქეთი აფინანსებს არ გვინდაო. ქართული მხარე თუ გააკეთებს თანახმა არიან. ალბათ მთავრობა ჩაერევა ახლა საქმეში და მოგვხედავენ რავიცი,“ -ამბობს მერი გოგიტიძე.

გასულ წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სოფლისათვის 7 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ზვარეს მოსახლეობას ამ ფულით სარიტუალო ინვენტარის შეძენა სურდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხის პრიორიტეტს პრიორიტეტი არ მიანიჭა.
„სამი მეზობელი მოგვიკვდა წელს. ჭურჭელი მეიტანო უნდა სხვა გზიდან. აქ ახლა იმფერი დარბაზი არ გვაქვს. გინდა არ გინდა საჭმელი უნდა დადგანა, მოშიებული ხალხია. გაწვიმდეს თავშესაფარი უნდა. ვერ მივაღწიეთ იმას რომ ფული მოგვცენ და ქელეხისთვის ჭურჭელი ვიყიდოთ. გამგებელმა გვითხრა არ შეიძლება მაგი არავითარ შემთხვევაშიო,“ – გვიყვება ილია ჯაბნიძე.
„99 პროცენტს ყველას უნდოდა აბსოლიტურად და არ დაუშვეს, არ შეიძლებაო. არადა გვჭირდება. სხვადასხვა სოფლებში გავდივართ და ვქირაობთ,“ – ამბობს ზვარეში მცხოვრები ბადრი ქობულაძე.

ზვარეს თემის რწმუნებული როლანდ ქობულაძე კი აცხადებს რომ სარიტუალო ჭურჭელი სოფელში მხოლოდ ერთეულებს უნდოდა.
„უმრავლესობას უნდოდა წყალი. სარწყავი არხი მოგვყავს, გასულ წელს არ დასრულებულა და დასრულებაზე ჩავდეთ ისევ თანხა. ხუთ კილომეტრამდე არის სარწყავი არხი და მოგვყავს 100 მილიმეტრიანი მილებით,“ – ამბობს როლანდ ქობულაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge