მთიანი აჭარა

მტირალას ეროვნული პარკი და ეკოტურიზმი

30.05.2012 • • 5462
მტირალას ეროვნული პარკი და ეკოტურიზმი

მტირალას ეროვნული პარკში დამსვენებელს შეუძლია ისეირნოს ველურ ბუნებაში, მოაწყოს პიკნიკი, შეიძინოს ადგილობრივი თაფლი, ან რძის ნაწარმი, დაისვენოს სუფთა ჰაერზე და ნახოს წითელ წიგნში შეტანილ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები.

ხატია ღოღობერიძე

15 ჰექტარზე გაშენებული პარკი სამ ზონადაა დაყოფილი: მკაცრი დაცვის ზონა, სადაც ადამიანების ჩარევა აკრძალულია (გარდა მეცნიერული დაკვირვებებისა, ისიც მხოლოდ შეთანხმებით); ვიზიტორთა ზონა, სადაც ვიზიტორს შეუძლია ბილიკზე გასვლა, ცეცხლის დანთება გამოყოფილ ადგილებში, კარვის გაშლა და პიკნიკის მოწყობა, გასეირნება ველურ ბუნებაში; ტრადიციული გამოყენების ზონა – აქ 12 ოჯახი ცხოვრობს და ეწევა სოფლის მეურნეობას.
დავით ხომერიკი, მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი: „ეროვნულ პარკს ორი მიმართულება აქვს – გარემოს, ანუ იმ ფართობის დაცვა, რომელიც ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული და ამავე დროს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მტირალას ეროვნული პარკის შექმნის მიზანი იყო კოლხური ტყე-პარკი, რომელიც აჭარაში არის, ხელუხლებლად შეგვენარჩუნებინა და ხელი შეგვეწყო ეკოტურიზმის განვითარებისათვის“.
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ მხარდაჭერით გარემონტდა ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაც, რომელიც ჩაქვის ცენტრში მდებარეობს. პარკში კი გაკეთდა სასტუმრო, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები ნიშნულებით. ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა დასაქმებულია პარკში – აქვთ საოჯახო სასტუმროები, რესტორნები ან მაღაზიები. აქვე მოქმედებს ფიჭის დამამუშავებელი და ფუტკრის სკების დასამზადებელი საამქროები. მოსახლეობის ნაწილს კი, პროგრამის ფარგლებში, გადაეცა ცხენები და სამთო ველოსიპედები, რომლებსაც აქირავებენ დამთვალიერებლებზე.
ტურისტულ ზონაში არის ორი კერძო სასტუმრო და ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ერთდროულად რვა ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ცენტრშივეა კაფეტერია, ვერანდა და საგამოფენო დარბაზი. პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილ კონკრეტულ საკარვე ადგილებში განთავსება ფასიანია – ერთი დღე ხუთი ლარი. ფასიანია საპიკნიკე ადგილებიც და ხუთადგილიანი – 10, ხოლო ათ-ადგილიანი – 15 ლარი ღირს. ვიზიტორს შეუძლია კარავი და საძილე ტომარა იქვე იქირავოს 15 ლარად. შესაძლებელია ცხენის და სამთო ველოსიპედის ქირაობაც, ასევე, ადგილობრივი თაფლის ან რძის ნაწარმის შეძენა. „მოჰყავთ ბოსტნეული, ჰყავთ საქონელი, და რაც მთავარია, ძალიან კარგი ხარისხის თაფლი აქვთ. 2007 წელს უცხოელებმა თაფლი გასასინჯად წაიღეს და უმაღლესი შეფასება მისცეს. ყოველთვის ცნობილი იყო ჩაქვისთავი ხარისხიანი თაფლის წარმოებით“, – ამბობს დავით ხომერიკი. მისივე თქმით, მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.
რაც შეეხება წლევანდელ სტატისტიკას, 22 აგვისტოს მდგომარეობით, წელს მტირალას პარკს 13 266 ადამიანი სტუმრობდა და ამ მაჩვენებლით პარკი მეოთხე ადგილზეა იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის, ყაზბეგის ეროვნული პარკისა და კოლხეთის ეროვნული პარკის შემდეგ.
დავით ხომერიკი: „მიუხედავად იმისა, რომ წელს უფრო მეტი ნალექია, სტუმარი უფრო მეტი გვყავს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მატება არის როგორც ქართველი, ასევე – უცხოელი ვიზიტორების. სომხები, აზერბაიჯანელები, ამერიკელები შარშანაც იყვნენ და წელსაც არიან, მაგრამ განსაკუთრებით შეინიშნება პოლონელების, უკრაინელებისა და ირანელების მატება“.
ტურისტებს მტირალას ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მიღება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე, კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში განთავსებული ბროშურებით შეუძლიათ.
მტირალას პარკამდე მგზავრობას ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს, სპეციალური მარშრუტი არ არის. პარკში შესვლა და დათვალიერება უფასოა.
ტურისტებს აქ 17 დასახელების იშვიათი მცენარეების ნახვა შეუძლიათ, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. „მტირალას ეროვნულ პარკში არის უიშვიათესი მცენარე, როგორიცაა, მაგალითად, უთხოვარი, რომელიც უძველესი და უიშვიათესი მცენარეა. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ მცენარის კორომებია ჩვენთან, ანუ რამდენიმე ხე ერთად არის ამოსული. ეს ძალიან იშვიათია. ასევე, არის კოლხური ჯონჯოლი, კოლხური ბზა, კოლხური თხილი და ა.შ. ჩვენ ამას ვუფრთხილდებით და ვუვლით. ეროვნულ პარკში, დაცულ ტერიტორიაზე აკრძალულია ნადირობა, თოფით გასვლაც კი აკრძალულია. შედეგად მომრავლდნენ ცხოველები და შეიძლება, ისინი პარკში სეირნობისასაც შეგხვდნენ“, – ამბობს დავით ხომერიკი.
იმისთვის, რომ ეს იშვიათი ცხოველები არ განადგურდნენ, პარკს რეინჯერები იცავენ. მტირალას ეროვნულ პარკში სულ 15 რეინჯერი მუშაობს, ისინი ყოველდღე პატრულირებენ და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, რეაგირებენ. რეინჯერების ფუნქციაში მხოლოდ ბრაკონიერების აღმოჩენა არ შედის, ისინი უზრუნველყოფენ ვიზიტორის უსაფრთხოებას, ბილიკის მწყობრში ყოფნას და ა.შ. – „შარშან იყო უკანონო ხის ჭრის ექვსი შემთხვევა. ამისთვის არის ჯარიმა. თუ დანაშაული უფრო მძიმეა, მაშინ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“.
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დახმარებით სოფელში ახალი გენერატორი დაიდგა და ეროვნულ პარკში მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ შუქი. ასევე, მოეწყო „გესტჰაუსი“, სასტუმრო და მომსახურების მთელი პაკეტი შეიქმნა.
დავით ხომერიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა არ აქვთ, თუმცა „გზები ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ მსუბუქი ავტომობილითაც იყოს შესაძლებელი აქ ამოსვლა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოველდღიური კონტაქტი აქვს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და ერთმა დონორმა თუ ამოწურა თავისი პროგრამა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით დაიხურა ყველაფერი, ეს გრძელდება. რომ იყოს კიდევ საშუალება, დავამატებდით ახალ ბილიკს, რომელიც გადავიდოდა კინტრიშზე, ასევე მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა სხვა რაიონების მხრიდან. ზოგადად, ეროვნული პარკის ჩამოყალიბებას 25-35 წელი სჭირდება, ჩვენთან კი ეს ყველაფერი 3-4 წელში, ძალიან მოკლე დროში გაკეთდა“.

გადაბეჭდვის წესი