მთიანი აჭარა

დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

30.05.2012
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

აჭარის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რიგ სოფლებთან კი სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია. შუახევის მუნიციპალიტეტში, წყალსაყრის თემში შემავალი 6 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  მუნიციპალიტეტის 43 სკოლასა და 5 საბავშვო ბაღში კი დიდთოვლობის გამო ორი დღეა სწავლა შეწყვეტილია.

“გუშინ და დღეს არ იყო მეცადინეობა. ახლაც ინტენსიურად თოვს. შესაძლებელია ხვალაც მივიღოთ გადაწყვეტილება, სწავლის შეწყვეტის   შესახებ. რაც შეეხება გზებს, გზები ნაწილობრივ ყველა თემში გაწმენდილია,” – განუცხადა “ბათუმელებს” შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობელმა.

სწავლა შეწყვეტილია ხულოშიც. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ბოლქვაძის თქმით მუნიციპალიტეტის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

“დიდთოვლობის გამო სწავლა გუშინ დილას შევწყვიტეთ. თუ გაგრძელდა თოვა, შეიძლება ხვალაც არ განვაახლოთ,” – განაცხადა ბოლქვაძემ.

ასევე დიდთოვლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში აგარის თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ბოლქვაძის თქმით გზის გაწმენდას დღეს ვეღარ მოახერხებენ.

“აგარის თემში კილომეტრნახევარი მონაკვეთია გასაწმენდი.  უნდა ასულიყო ტრაქტორი, მაგრამ  ალბათ დღეს ვეღარ შევძლებთ გზის  გახსნას. რაც შეეხება სხვა სოფლებს, გზები ყველა სოფლის ცენტრამდე  გაწმენდილია,” – განაცხადა “ბათუმელებთან” საუბარში თემურ ბოლქვაძემ.

უხვი ნალექის გამო გადაადგილება ჭირს ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც. ამის გამო ერთი დღით მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში  სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო.

“გუშინ გამოიდარა და გუშინ საღამოსვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ჩამოიწმინდა სოფელი ორცვა. დღეს დილიდან გავაგრძელეთ გაწმნედითი სამუშაოები და ჩამოიწმინდა ზედა მახუნცეთი  და მერისის თემი, მაგრამ თორმეტი საათის შემდეგ ისევ დაიწყო ინტენსიური თოვა.   დროებით შევაჩერეთ გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ნალექია და რომ გავწმინდოთ ისევ თავიდან გასაწმენდი გახდება,” – განაცხადა “ბათუმელებთან” საუბარში ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი სურმანიძემ.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=evaFpjue4yo&feature=youtu.be]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.