მთიანი აჭარა

ქობულეთი გადათხრილი ქუჩებით ტურისტული სეზონის წინ

30.05.2012
ქობულეთი გადათხრილი ქუჩებით ტურისტული სეზონის წინ

 მაია მიქელაძე, ქობულეთი 

ქობულეთში გასული წლის ზაფხულში დაწყებული თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დღესაც დაუსრულებელია. ქუჩის მცხოვრებლებს მტვრისა და ატალახებული ქუჩის გარდა ისიც აწუხებთ, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო ზაფხულში დამსვენებლები ამ ქუჩაზე ბინას არ დაიქირავებენ.

ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე მცხოვრები გულიკო სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ქუჩაზე რეაბილიტაცია გასულ ზაფხულს დაიწყო და მას შემდეგ აქაურობა რამდენჯერმე გადაითხარა: „ჯერ ამოთხარეს ორმოები, მერე გაასწორეს, დაყარეს ხრეში, მაგრამ ხრეში ქვემოთ წავიდა და მტვრის ბუღი დგებოდა, მერე გაზის მილები გაიყვანეს და გათხარეს, შემდეგ სილქნეთის ინტერნეტისთვის, ახლა კი სანიაღვრე სისტემა უნდა მოვაწესრიგოთო და ქუჩა სასწაულ მდგომარეობაშია. იმასაც ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემაზე მომუშავე მუშები საქმის დასრულების შემდეგ მარტო ამოთხრილ ორმოებს გაასწორებენ და ისევ ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. ეს ორი წელია მტვერში დავიხრჩეთ ხალხი. როცა მანქანა გაივლის მტვერი დგება, წვიმაში კი – ტალახი. შარშან სეზონი ჩაგვივარდა, მეზობლები ვფიქრობთ, რომ გამგებელს მივმართოთ, არ გვინდა, როგორც შარშან, წელსაც ჩაგვივარდეს სეზონი. ეს ქუჩა არ შეიძლება მოუწესრიგებელი იყოს, რადგან ამ ქუჩით ზღვაზე უამრავი ტურისტი დადის. ჩვენ გვაინტერესებს, სეზონამდე დასრულდება თუ არა ქუჩის რეაბილიტაცია?”

ამავე ქუჩის მცხოვრების რომან თევდორაძის ინფორმაციით კი ქუჩის კეთილმოწყობა 20 მაისს უნდა დასრულებულყო: „ეს კიდევ მოთმენადია, თუ 20 მაისს ყველაფერი დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რადგან არ გვინდა სეზონი ჩაგვივარდეს, როგორც შარშან, ხალხი ჩამოვიდა და როცა ასეთი მდგომარეობა დაინახა, სხვაგან გადავიდნენ. ვისაც ევალება ქუჩის რეაბილიტაცია, ვთხოვთ, რომ დროულად დაასრულონ.“

ქობულეთის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე ქუჩის მცხოვრებლებს პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას ჰპირდება: „შარშან ზაფხულში დაიწყო ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, მაგრამ ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა ხელი შეგვიშალა და შევაჩერეთ სამუშაოები, ახლა ისევ განვაახლეთ და ამ თვის ბოლომდე დასრულდება, მაგრამ ძველი იერსახით დარჩება. თუ მოსახლეობა ითხოვს, რომ ასფალტი ან ფილები დაუგოთ, წელს ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ, რადგან 2012 წლის ბიუჯეტში არ არის ამ ქუჩების მოასფალტება დაგეგმილი, ჯერ სრულად უნდა დასრულდეს მიწისქვეშა გაყვანილობები. 2014 წლისთვის ქობულეთში არც ერთი ქუჩა არ უნდა დარჩეს მოუწესრიგებელი, მაგრამ მანამდე არამიზნობრივი ხარჯვა რომ არ მოხდეს, მიწისქვეშა სისტემის რეაბილიტაციაზე ვმუშაობთ.“

დავით ბოლქვაძის თქმით ქუჩის უბნების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისათვს ბიუჯეტიდან 263 823 ლარი დაიხარჯა, მთლიანად საავადმყოფოს თავისი პატარ-პატარა უბნებით – სოხუმის, კოსტავას, თბილისის. თავისუფლებისა და 9 აპრილის ქუჩის კანალიზაციის რეაბილიტაცია კი 168 990 ლარი დაჯდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.