Batumelebi | მიტოვებული სახლების სევდა მიტოვებული სახლების სევდა – Batumelebi
RU | GE  

მიტოვებული სახლების სევდა

მიტოვებული-სახლების-სევდ

ცაგო კახაბერიძე

სამგზავრო ტრანსპორტი მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მოძრაობს, აქედან კობალეთის უბანში ასასვლელად გზას ფეხით ვაგრძელებ, დასახლებულ მონაკვეთამდე სამ კილომეტრზე მეტია. ცოტა ხანში მეგზურიც ვიპოვე, 12 წლის ავთანდილ ცინცაძე. მან სოფლის დაწყებითი სკოლა დაამთავრა და ახლა ცენტრში, „უფრო დიდ სკოლაში“ სწავლობს.  „ბოლომდე უნდა ახვიდე? დაკეტილი სახლები? _ ბევრია, თუ გინდა წამოგყვები და ყველას დაგათვალიერებინებ“. შევთანხმდით.

ჩემი მეგზური ჩქარი ნაბიჯით მიდის და თან სოფლის ამბებს მიყვება: „წელს თოვლი არ მოვიდა, მაგრამ ამბობენ, თებერვალში დიდი თოვლი მოვა და შეიძლება გზაც ჩაიკეტოსო… ამ დღეებში ერთ მეზობელს მგელმა ძაღლი შეუჭამა. საქონელს გარეთ ვეღარ უშვებენ, ეშინიათ“. ავთანდილის თქმით, „სოფელში სამი მგელი დაძრწოდა და ერთი მოკლეს“. მას აქედან ხალხის წასვლის მიზეზებზეც აქვს მოსაზრება: „აბა რა იქნება, მაღაზია აქ არ არის და მარშუტკა. ვინც ხეზე მუშაობდა, ერთი პილარამის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს, მეორე – ცოტა ნაკლებით“.

პირველივე სახლის კარზე დავაკაკუნე. ცოტა ხანში მოხუცმა ქალმა გამოიხედა და ისე, რომ არც უკითხავს ვინ ვიყავი, სახლში შემიპატიჟა. „ეს ჟურნალისტია და სოფლის ამბები აინტერესებს“ _ აუხსნა ავთანდილმა. 82 წლის სურიე შაშიკაძეს ოთხი შვილი ჰყავს, ოთხივე სხვაგან ცხოვრობს, მასთან მხოლოდ მალვინაა, ბებიას მარტო ვერ ტოვებს. „ფეჩთან ახლოს დაჯექი ბებო, გათბები“, -მთავაზობს მასპინძელი.

„ -სოფელში უნდა დათესო, მოსავალი მოიყვანო და შეჭამო, სხვა რაღა გითხრა? – ახალგაზრდები ქალაქში გარბიან… გვერდით ჩემი მაზლის სახლიც დაკეტილია. სახლი რავა დაიტოვება, ბებო, ახლა აქ მე ვარ თორემ, მე რომ არ ვიქნები, ალბათ, ამ სახლსაც დაკეტავენ, დაანგრევენ ან დაწვავენ, რა ვიცი, აბა…“ – მოხუცს თვალზე ცრემლი მოადგა. საჩქაროდ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, „არ გადამიღო, ცუდად მაცვია და ახლა ლამაზი არ ვარ“, – კატეგორიული უარის შემდეგ ისევ ჩემმა მეგზურმა მიშველა -„რას ამბობ სურიე ბებო, შენ ისეთი ლამაზი ხარ, დაბერებული ანჯელინა ჯოლი ხარ“. არ ვიცი, იცის თუ არა სურიე ბებომ ჰოლივუდელი ლამაზმანის შესახებ, მაგრამ ავთანდილის კომპლიმენტმა გაჭრა.

სურიე ბებოს მეზობლად მიტოვებული სახლის ეზოში შევდივართ, ორსართულიანი სახლის ეზოში ისეთი სიჩუმეა, იფიქრებ, აქ ადამიანს არასდროს უცხოვრიაო, ეს სახლიც მიტოვებულია.

გზას ვაგრძელებ. ავთანდილი თავის ამბებს მიყვება – სკოლაში კარგად სწავლობს, როცა დაამთავრებს, სასწავლებლად ქალაქში წავა, უნდა კარგი ეკონომისტი დადგეს, თავისუფალ დროს „პირველ არხზე“  საბუნებისმეტყველო ფილმებს უყურებს, ინტერნეტის შესახებ კი მხოლოდ ის იცის, რომ იქ უამრავი ინფორმაციაა.

ამჯერად ძველი ფიცრული სახლის ეზოში შევდივართ, კარს ბოქლომი ადევს, ეზო კი ბალახითა და ეკალ-ბარდითაა სავსე. „ესენი უფრო დიდი ხანია წავიდნენ და ზაფხულობითაც არ ამოდიან“, _ მიყვება ავთანდილი.

გზის ქვემოთ „დიდი სკოლის“ ბიოლოგიის მასწავლებელი მუშაობს, ნაკვეთის გაწმენდას ცდილობს, ჩვენი სტუმრობის მიზეზით ისიც დაინტერესდა. ოთარ შალიკაძე ვარაუდობს, რომ ათი წლის შემდეგ სოფელი შესაძლოა სულ დაცარიელდეს: „მე და ჩემი მეუღლეც მარტო ვცხოვრობთ, სამი ბიჭი მყავს და სამივე ქალაქში წავიდა. აქ საცხოვრებლად არც ერთი არ დაბრუნდება, ჩემს სახლსაც დაკეტვის საფრთხე ემუქრება. ადით სოფლის თავში და ნახავთ, როგორი სახლებია დაკეტილი. ადრე აქ ხალხს ცხოვრება უხაროდა, აშენებდა დიდ და ლამაზ სახლებს, ახლა ყველა მიდის.  რამ გამოიწვია?  – მაშინ ხალხს სამუშაო ჰქონდა, ასი კილო ჩაი რომ მოგეკრიფა, სამას მანეთს აიღებდი. თუთუნი მოჰყავდათ, ტყემალი, მსხალი … მაშინ ყველაფერს სახელმწიფო იბარებდა, ყველაფერს ფასი ჰქონდა, სოფელში მეტი ხალისიც იყო, დაღლილ-დაქანცულები საღამოს სოფლის კლუბში გარბოდნენ კინოს სანახავად, ყველას უხაროდა. ახლა ადამიანია საძებარი, რომ დაელაპარაკო. პრეზიდენტი გაიძახის ტურიზმი, ტურიზმიო, მაგრამ სოფელსაც უნდა მიხედვა“.

გზას ვაგრძელებთ… ბოლო სახლამდე კიდევ ბევრია? – ვეკითხები ჩემს მეგზურს.  „ბოლო სახლი ჩვენი სკოლის დირექტორისაა, ისიც მიტოვებულია, ახლა დირექტორი სკოლასთან ახლოს ცხოვრობს, აქვე ახლოს კი კობალეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სახლია, შევიაროთ“, – მთავაზობს ავთანდილი.

ელენე ცინცაძე წლებია კობალეთის სკოლაში ასწავლის, მაგრამ ახლა შიშობს, რომ „შესაძლოა სკოლა დახურონ, ბავშვები აღარ დარჩნენ -ორ მოსწავლეზე კი სკოლას სახელმწიფო აღარ შეინარჩუნებს“.

სოფელ კობალეთში ცხოვრობს ნანა აბაშიძეც, ისიც „დიდ სკოლაში“ ასწავლის: „სოფელში ვცხოვრობ, არაფერი მაკლია, მაგრამ თვალი მაინც ქალაქისკენ მიჭირავს, ბავშვების მომავალზე ვფიქრობ, თანდათან რთულდება ყველაფერი, ჩვენი მინისტრი სულ გამოცდებზე ფიქრობს, რამდენჯერ უნდა ჩავაბაროთ გამოცდები, ხელფასის მომატებაზე კი არავინ საუბრობს. ადრე ჩემი მეუღლე ხეზე მუშაობდა, სკამებს, მაგიდებს აკეთებს, მაგრამ ახლა ესეც აუკრძალეს, ათასი დოკუმენტი გააფორმა, ყველაფერში ფული გადაიხადა, მაგრამ… სოფლის თავში გლეხს შეშის მოტანა ხუთას ლარზე მეტი რომ დაგიჯდება, რაღა დაგრჩენია, თუ არა წასვლა… არადა, გადახედე რა ლამაზია აქედან ყველაფერი, რა სუფთაა ჰაერი ან ჩიტები როგორ ჭიკჭიკებენ…“

ბოლო სახლამდეც მივაღწიეთ. საბჭოთა ენციკლოპედიას თუ დავუჯერებთ, აქ ზღვის დონიდან 200 მეტრია, ჩემი მეგზურის ინიციატივით დაახლოებით ხუთი საათისთვის უკან დავბრუნდი, „მერე დაგიღამდება და მგლები არ შეგხვდნენ“, _ გამაფრთხილა.

დაკეტილი სახლები სოფლის ცენტრშიცაა, ამბობენ „ზაფხულში დაბრუნდებიანო“. თემურ ჯიხაძე სოფლის მაღაზიის მეპატრონეა, მასთან ნისია ბევრს აქვს. ამბობს, რომ „გლეხი მიწას ისე ვეღარ ამუშავებს, როგორც ადრე, რადგან სასუქი გაძვირდა და ეს მოსავალზეც აისახება. თუ ზევით ცხოვრობ, მანქანაც უნდა დაიქირავო, რამე რომ აიტანო, სოფლის ავტობუსი იქ არ ადის“.

სოფლის კაცების უმეტესობა ქალაქში მშენებლობებზე მუშაობს, დილით ადრე მიდიან და უკან გვიან ბრუნდებიან, კობალეთში სულ 29 სახლი დავითვალე, 11 სახლი მიტოვებულია, რამდენიმეში კი მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ.

იგივე სიტუაციაა სოფელ გვარაშიც, იქ ცხრა სახლია დაკეტილი. ტრანსპორტი არც ამ სოფელში მოძრაობს, ცენტრიდან დასახლებამდე ხუთი კილომეტრია, ამ გზას მოსწავლეები ყოველდღე ფეხით გამოდიან და გაკვეთილების შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge