მთიანი აჭარა

მოსახლეობა სასუქს და საწვავს ვერ იღებს

30.05.2012
მოსახლეობა სასუქს და საწვავს ვერ იღებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

მოსახლეობას, ვაუჩერით განსაზღვრული სასუქი და საწვავი დროულად არ მიეწოდება

ოსახლეობისთვის სასუქის დარიგების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.  ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე ავრცელებს. მისი განცხადებით მოსახლეობა 30 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში გამოყოფილ სასუქს დროულად ვერ იღებს. „სასუქის დარიგება არასრულყოფილი სიების მიხედვით ხდება, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიებში საერთოდ ვერ მოხვდა. გაუგებარია საბაზისო სიები საიდან აიღო ხელისუფლებამ. გარდა ამისა, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ის სოფლები, რომლებიც ქალაქს შემოუერთდა, საერთოდ არ არიან სიებში. ამ სოფლებს ახლა ქალაქის სტატუსი აქვს, მაგრამ ამ ტერიტორიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია და მათაც სჭირდებათ ვაუჩერები“-აცხადებს ნუგზარ ფუტკარაძე. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მხოლოდ თითო პუნქტია გახსნილი, რაც გაუთავებელ რიგებს იწვევს: „გარდა ამისა, პუნქტები დროულად არ მარაგდება სასუქით და ადამიანებს რამდენჯერმე უწევთ სოფლებიდან რაიონში ჩამოსვლა სასუქის ასაღებად“.

ნუგზარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მოსახლეობა ეჭვის ქვეშ აყენებს სასუქის ხარისხსაც: „ტომრებს, რაშიც სასუქია დაფასოებული,  არანაირი წარწერა არ აქვს, რომ გაიგო რა შემადგენლობისაა და რამდენ პროცენტიანია სასუქი. ადგილზე ხარისხის სერტიფიკატს არავის არ იძლევა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვთ გააკეთოს ლაბორატორიული ანალიზი  და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სასუქის ხარისხთან დაკავშირებით“.

30 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში მოსახლეობას შხამქიმიკატების და საწვავის მიღების არჩევანიც ჰქონდა, თუმცა როგორც ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, სად და როგორ ხდება საწვავის ან შხამქიმიკატების გაცემა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.