მთიანი აჭარა

კიდევ სამი ჰესი მდინარე ჭოროხზე

30.05.2012 •
კიდევ სამი ჰესი მდინარე ჭოროხზე

ორასამდე საცხოვრებელ სახლს დატბორვა ემუქრება
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

მდინარე ჭოროხზე კიდევ სამი ჰესის მშენებლობა იგეგმება. შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია „აჭარაენერჯი 2007“-ს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. პროექტის მენეჯერს, სულეიმან ქაშჯის მშენებლობის დასაწყებად ეკოლოგების დასკვნა სჭირდება, რომელსაც ქართული კომპანია „გამა- კონსალტინგი“ ამზადებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჭოროხის მიმდებარე სოფლებში ორასამდე ოჯახის საკუთრება დაიტბორება, სოფელ მარადიდიდან კი ორ ოჯახს გაასახლებენ.

ესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის მიხედვით, მდინარე ჭოროხის კასკადი სამი კაშხალისა და ერთი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება. ეს არის სამსაფეხურიანი კალაპოტური ტიპის ჰესის კასკადი, რომელიც ჩამონადენი მდინარის გატარებაზე იმუშავებს. წინასწარი ვარაუდით, კასკადის სიმძლავრე დღეში 105 მეგავატი იქნება. პროექტის მენეჯერის სულეიმან ქაშჯის ინფორმაციით, გამომუშავებული ელექტროენერგიას საქართველო მხოლოდ ზამთარში, სამი თვის განმავლობაში მოიხმარს, დანარჩენ 9 თვეს კი, ენერგიას ინვესტორი თურქეთის სახელმწიფოს მიყიდის. სამივე ჰესის მშენებლობა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე იგეგმება: კირნათი ჰესი, ხელვაჩაური 1. და ხელვაჩაური 2.
საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლის თქმით, „კასკადის მშენებლობა ჭოროხისპირა სოფლების – ერგეს, აჭარისწყლის, მირვეთის, მაჭახლისპირისა და კირნათის ტერიტორიებს შეეხება და შესაძლოა ამ სოფლებიდან ორასამდე ოჯახს საკუთრების დათმობაც მოუხდეს“.

საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, რომელიც „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენლებმა ამ სოფლებში გაავრცელეს, ინვესტორი ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას, ახალი პროფესიის ათვისებას, საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება. კითხვაზე აქვს თუ არა მას ეს პირობები საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში გაწერილი, პროექტის მენეჯერი სულეიმან ქაშჯი არ პასუხობს. „ბათუმელებს“ მან ხელშეკრულების გაცნობაზე უარი უთხრა.
„აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენლის, სოფიო ვარშალომიძის ინფორმაციით, „დეტალური პროექტი მზად მას შემდეგ იქნება, როცა „გამა კონსალტინგი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას გამოაქვეყნებს“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიას სწავლობენ და შეიძლება პროექტიდან ერთი ჰესი საერთოდ ამოვარდეს. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის გაცნობა კი მოსახლეობაში უკვე დაიწყო.

„ჩვენ მოსახლეობას ავუხსენით თუ რა უფლება-მოვალეობები აქვთ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, რომლებიც შესაძლოა დაიტბოროს, რაც ალბათ 200-მდე ოჯახს შეეხება. ზოგის კერძო საკუთრება შეიძლება მთლიანად დაიტბოროს, ზოგ შემთხვევაში კი ნაწილობრივ. გარემოზე ზემოქმედების შესწავლა თითქმის დასრულებულია, ამ ეტაპზე მზადდება საკადასტრო რუკები, რომლის შემდეგაც მიწის ყველა მესაკუთრესთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდება“, – ამბობს „გამა კონსალტინგის“ ეკოლოგი ჯუღულ ახვლედიანი.

ახვლედიანის ინფორმაციით, „ამ ტერიტორიებზე არსებულ შენობა-ნაგებობებს დატბორვა არ ემუქრება, მაგრამ შესაძლოა რომელიმე სახლთან 50 მეტრის დაშორებით გაკეთდეს წყალსაცავი, ეს კი გააუარესებს საცხოვრებელ პირობებს. ამ ეტაპზე სწორედ ამ საკითხს ვსწავლობთ, იქნება თუ არა აუცილებელი ფიზიკური განსახლება. მოქალაქემ შეიძლება გასვლა არ მოინდომოს სახლიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მან გარკვეული კომპენსაცია მაინც უნდა მიიღოს. კვლევის დამთავრების შემდეგ ჩვენ საბოლოო დასკვნის დადება შეგვეძლება“.

სოფიო ვარშალომიძის ინფორმაციით, „მდინარე ჭოროხზე კასკადის მშენებლობა ინვესტორს, წინასწარი დაანგარიშებით, 200 000 ამერიკული დოლარი დაუჯდება, ამას დაემატება მოსახლეობის საკომპენსაციო თანხაც. თუმცა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, მაგალითად, ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში ან შენობაში რა ოდენობის კომპენსაციის გაცემას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ 4 ჰესის მშენებლობაზე ხელშეკრულება ნორვეგიულ კომპანიას გაუფორმა. ნორვეგიელები ჰესებს მდინარე აჭარისწყალზე ააშენებენ.

გადაბეჭდვის წესი