ავტორი: მანანა ქველიაშვილი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათის თემში შემავალი სოფელ გვარას ნაკირნათევის უბანი დაიმეწყრა. 25 სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. დამეწყრილია სოფლის გზა, დაზიანებულია დაწყებითი სკოლის ერთი კედელი. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
[slideshow]
ნაკირნათევში მცხოვრები დათო წითელაძე თავისი სახლის ეზოსკენ მიგვიძღვის. დამეწყრილი ადგილი თოვლისგან საგანგებოდ გაუწმენდავს, ნიჩაბს იმარჯვებს და მიწაში სახელურით არჭობს. ნიჩაბი ერთ ადგილას ნახევრად, მეორე ადგილას კი თითქმის ბოლომდე ჩადის.
„ხედავთ როგორი სიტუაციაა? თითქმის მთელი სოფელი ამ მდგომარეობაში ვართ. ვითხოვთ მთავრობა იქნება, გამგეობა იქნება თუ პრეზიდენტი იქნება დაგვეხმარონ. სხვა რამეს არ ვითხოვთ. ამ წვიმაში და თოვლში უფრო უარეს საშიშ მდგომარეობაში ვართ,“ – ამბობს დათო წითელაძე.
ნაკირნათევის გზაც დამეწყრილია. ნაკირნათეველი იაშა შუშანიძე სოფლის გზაზე გვხვდება, იქ სადაც სწორი გზა წყდება და მცირე დაღმართი იწყება.
„აქ პირდაპირი, სწორი გზა იყო. ეს დაქანება, რასაც ხედავთ, სულ ერთი თვეა რაც გაჩნდა, მას შემდეგ რაც დაიმეწყრა. მიწები მთელს სოფელში დაბზარულია, ყველაზე დიდი ბზარი შუა ზოლზეა, რომელიც მთელ სოფელს გასდევს,“ – ამბობს იაშა შუშანიძე.
ნატო შუშანიძე ნაკირნათევის უბანში ცხოვრობს. მისი სახლის საძირკველი მეწყერმა დააზიანა. ნატო და მისი ოჯახი ახალმოსახლეა. სახლი სულ სამი წელია რაც ააშენეს, მეწყრის გამო კი ჯერ კიდევ შენების პროცესში მყოფი სახლი დაზიანდა.
„სამი წლის აშენებული მაქვს ეს სახლი. დაიმეწყრა და დასკდა მიწები. ახლა თოვლია და კიდევ არ ჩანს მიწა როგორაა დამსკდარი. არ ვიცი რა უნდა ვქნა, ახლა მთავრობის იმედი მაქვს. იქნებ მთავრობა დაგვპირდეს რამეს,“ – ამბობს ნატო შუშანიძე.
ნაკირნათევის უბანში სულ 25 ოჯახი სახლობს. მეწყერი 10-მდე სახლს შეეხო. განსაკუთრებით დაზარალდა ლიანა შუშანიძე, რომლის სახლი ორ კუთხეში გაიხსნა, იატაკი დასკდა, კედლები დაიბზარა, მეორე სართულზე ასასვლელი კიბე კი ნაწილობრივ ჩამოინგრა.
„ნოემბერში გაუჩნდა პირველი ბზარები. მანამდე ცოტა ბზარები იყო, მერე დეკემბერ-იანვარში წავიდა დიდი ბზარები. თოვლი და წვიმები რომ დეიწყო იმის მერე დეიწყო სახლმა ბზარვა. რაღაცები ცვიოდა კინაღამ ბავშვს დეეცა თავში. 28 თებერვალს იყვნენ გეოლოგები, ველოდებით რა დასკვნას დადებენ,“ – ამბობს ლიანა შუშანიძე.
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=ID-Y2-nxdlc&feature=youtu.be]
ნაკირნათევში დაწყებითი სკოლაა, რომელიც ახლა კირნათის საჯარო სკოლის კლასკომპლექტია. სკოლაში სულ შვიდი ბავშვი სწავლობს.
„პირველ კლასში გვყავს სამი მოსწავლე, მეორეში ერთი, მესამეშიც ერთი, ხოლო მეოთხეში ორი,“ -ამბობს სკოლის მასწავლებელი ნელი შუშანიძე.
სკოლაში ოთხი მასწავლებელია, სამი დაწყებითის, ხოლო ერთი ინგლისურის. ჩვენი მისვლისას გაკვეთილებს მხოლოდ ოთხი ბავშვი ესწრებოდა. მოსწავლეების ნაწილი, სამი ბავშვი, მეზობელ სოფელ გვარაში ცხოვრობს და ყოველდღე სკოლაში მისასვლელად სამი კილომეტრის გავლა უწევთ. სკოლის მასწავლებელი ამბობს რომ დიდთოვლობის და ცუდი ამინდების გამო ბავშვებმა იმ დღეს სკოლაში მისვლა ვერ შეძლეს. სკოლაში არც ცეკვის წრეა, არც მუსიკის.
„მუსიკის გაკვეთილებს წიგნის მიხედვით ვატარებთ. ცოტა ჩამორჩენილი ვართ ამ კუთხით. სოფელ გვარადან ოჯახები გადავიდნენ საცხოვებლად, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან შორ მანძილზე უწევდათ სკოლაში სიარული,“ – ამბობს სკოლის მასწავლებელი.
სკოლის შენობა ერთსართულიანია და მასში სულ სამი ოთახია. აქედან მხოლოდ ორია საკლასო ოთახი. კლასში, სადაც გაკვეთილები ტარდება ხის ჭერი ერთ ადგილას ჩამოტეხილია, იქვე კედელზე კი საქართველოს პრეზიდენტის ორი პლაკატია, ცნობილი ხუთიანით და ასევე ცნობილი სლოგანით „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. სოფელში გაჩენილმა მეწყრულმა კერამ ზიანი სკოლის შენობასაც მიაყენა. ერთ-ერთ საკლასო ოთახში კედელი დაიბზარა.
„დიდთოვლობის გამო გვარადან ბავშვები არ დადიოდნენ. ორი დღეა ეს კლასი არ გაგვიღია. ორი დღის წინ ნამდვილად არ იყო ეს ბზარები,“ – ამბობს სკოლის მასწავლებელი ნელი შუშანიძე და საკლასო ოთახში გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს.
საშიში გეოლოგიური პროცესებისა და აქტიურობის მაღალი ინტენსივობით გამორჩეული უბნების დადგენას გარემოს ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა გასულ წელს კვლევა აჭარის რეგიონში არ ჩატარებულა.
„ნაკირნათევი არის ძველმეწყრული სოფელი. მანდ ადრე იყო სოფელი, რომელიც დაიმეწყრა. თვითონ სახელი მიუთითებს, ნაკირნათევი. შემდგომ რომ დაწყნარდა ბუნება დრო გავიდა ახალი თაობა მივიდა და დასახლდა. ნელ-ნელა მერე მოსახლეობა თვითნებურად შევიდა და დასახლდა. ვიყავით ამას წინათ და დავწერეთ დასკვნა, რომელიც გამგეობას გავუგზავნეთ. იმათ უნდა მოახდინონ რეაგირება,“ – -ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია.
„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ დუმბაძეს დაუკავშირდა. გამგებელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ მისთვის სოფლის დამეწყრის ფაქტი უცნობი იყო. მან ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო ითხოვა. გამგებელს მოგვიანებით ისევ დავუკავშირდით.
„მანდ ყოფილა ერთი შუშანიძის სახლი დაბზარული და მეორე ფუტკარაძის თუ ვიღაცის. გეოლოგები იყვნენ მისული ნახეს და დასკვნა ჯერ არ გვაქვს მიღებული. დასკვნის მიღების შემდეგ ვნახავთ რა უწერიათ და იმის მიხედვით გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ,“- განაცხადა თეიმურაზ დუმბაძემ.