მთიანი აჭარა

მაღალმთიანი აჭარა შეფერხებული ინტერნეტით

30.05.2012
მაღალმთიანი აჭარა შეფერხებული ინტერნეტით

ავტორი: ეკა ბარამიძე

აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება. საჯარო სამსახურები და ორგანიზაციები „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ინტერნეტით სარგებლობენ, ასეთი სახის ინტერნეტ ძვირი ჯდება, ამავდროულად ლიმიტირებულია და ინტერნეტის სიჩქარე ამინდის ცვალებადობისას იცვლება, წვიმასა და თოვლში ითიშება კიდეც.

„ენერგო პრო-ჯორჯიამ“ ქედაში მცხოვრები გურამ ლომინაძე გასულ თვეში ორი ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური დროულად ვერ გადაიხადა და 19 რიცხვის ნაცვლად თანხა 20-ში შეიტანა. მისივე თქმით დაჯარიმების მიზეზი სახალხო ბანკში ინტერნეტის შეფერხება იყო: „50-მდე ადამიანი იდგა რიგში, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ განაცხადეს, რომ ინტერნეტი არ იყო და თანხას ვერ გადავიხდიდით. ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა, სამუშაო დროც იწურებოდა, თანხა მეორე დღეს გადავიხადე და 39 ლარის ნაცვლად 41 ლარი გადამახდევინეს, დაჯარიმებული ხარო“.

გურამ ლომინაძის გარდა მსგავსი პრობლემა სხვებსაც შეექმნათ, ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ აბულაძემ „ბათუმელებთან” საუბარში განაცხადა, რომ 19 რიცხვისთვის სამივე კომპიუტერი გამართული იყო, მაგრამ რამდენიმეწუთიანი შეფერხება ქსელის გათიშვამ გამოიწვია.

ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის იურისტი გიორგი აბულაძე, მისი განცხადებით ქედაში მოსახლეობისთვის ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, ხოლო ინტერნეტი, რომლითაც საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები სარგებლობენ მოთხოვნას სრულად არ აკმაყოფილებს: „3-4 წუთიან მოქმედებას ზოგჯერ ერთი საათი სჭირდება, რომ შეასრულო. იყო შემთხვევები, როდესაც დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიცდია ინფორმაციის გადაგზავნა, მაგრად ამაოდ~.
ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სამსახურები და საჯარო სკოლები „მაგთისა” და „ჯეოსელის” ინტერნეტს იყენებენ. მოსახლეობა უფრო „ჯეოსელის” ინტერნეტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც შედარებით იაფია.

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ინტერნეტით სარგებლობა ინტერნეტკაფეებშიცაა შესაძლებელი. აქ ღირებულებას ქსელში ჩართულ კომპიუტერთან გატარებული დრო განსაზღვრავს, ღირებულება ყველგან სხვადასხვაა, ყველაზე იაფ მომსახურებას ქედის ინტერნეტკაფე სთავაზობს მომხმარებელს, აქ ერთი საათი ერთი ლარი ღირს, ხულოში 1,20 თეთრი, ხოლო შუახევში, 20 წუთის ღირებულება 50 თეთრი შეადგენს. სამივე ინტერნეტკაფე „ჯეოსელის“ ინტერნეტს იყენებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.