ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, სემინარი გაიმართა. სემინარზე განხილული იყო საკითხები თუ რა ითვლება წამებად და ვისგან შეიძლება განხორციელდეს ეს ქმედება. სემინარზე წარმოდგენილი იყო წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ორგანიზიის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში შესწავლილი კვლევები.
„წიგნში, – „წამების კვლევისას“ შეტანილი მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდანაა წარმოდგენილი. მსხვერპლები წარმოდგენილია როგორც პატიმროები ასევე დევნილებიდა და ა.შ. ბევრია სულის შემძვრელი ფაქტები და ისტორიები. წიგნში შეტანილი გვაქვს დევნილი ბავშვების ნახატებიც“-ამბობს, ორგანიზაციის იურისტი და უფლებადამცველი, ზურაბ მახაშვილი. მისი ინფორმაციით, წამების ფართო სპექტრია წარმოდგენილი: „არის ელექტრო შოკის, გაუპატიურების, სიკვდილის იმიტაციის და სხვა შემთხვევები. ელექტრო შოკის გამოყენების შემთხვევები ბოლო წლებში აღარ ფიქსირდება, მაგრამ ხშირია გაუპატიურების შემთხვევები“.
Continue reading “წამება და არაადამიანური მოპყრობა”
