ნეტგაზეთი • RU

Boney M, Sandra, Ottawan – 80-90 წლების მომღერლები ბათუმში

 

15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმში  “Georgia Summer Fest”  გაიმართება.  ფესტივალში მსოფლიო და პოსტ-საბჭოთა სივრცის 80-იანი წლების ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. 

 

კონცერტები საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ყოველდღიურად მაყურებელი სცენაზე 8 ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს იხილავს, რომლებიც 80-90-იანი წლების ჰიტებს შეასრულებენ.

 

ფესტივალში მონაწილეობას ორი ქართველი შემსრულებელი ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი მიიღებს.  

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"