სახელმძღვანელო ალტერნატიული ბათუმის შესაქმნელად

 

 

„ვორქშოფმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა რომ თავიდან გვეგონა რთული იქნებოდა და ვერ ვიპოვიდით ალტერნატიულ ბათუმს, რომელსაც ვეძებდით. თუმცა როცა ჯგუფებად დავიყავით და ქუჩებში გავედით სხვა რეალობა დაგვხვდა. მე ძველი ბათუმის ჯგუფში მოვხვდი.  მივხვდით რომ ბევრი ადგილია რომელიც ტრადიციულ ტურისტულ რუკაზე არაა დატანილი. ასეთი კონცეფცია შევიმუშავეთ „ბათუმი შიგნიდან“ –  ანუ ეზოები, სახლები, სახელოსნოები, პატარა მაღაზიები შევა სახელმძღვანელოში,“ – ამბობს სემინარის მონაწილე ლიკა ჩხარტიშვილი.

 

„ამ ოთხ დღეში შევადგინეთ სახელმძღვანელოს სტრუქტურა. გვაქვს მონახაზი თუ როგორი იქნება ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელო და რა მასალები შევა  წიგნში,“  -ამბობს სემინარის კიდევ ერთი მონაწილე თაკო მასალკინი.

 

სემინარი ბათუმის ალტერნატიული რუკის შესაქმნელად „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცემ“ ჩაატარა. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ მიზანი ტრადიციული რუკების გვერდით, ახალი, ალტერნატიული ბათუმის სახელმძღვანელოს გაჩენაა.

 

„უკვე მოვინიშნეთ ადგილები, რომელიც სახელმძღვანელოში შევა. აგრონომიული ბაზარი, „სტეკლიაშკა“, ბათუმის ლუდის ქარხანა, ფესტივალები რომელიც ბათუმში ტარდება. ეს სია კიდევ გაიზრდება და შეივსება მუშაობის პროცესში. მთავარი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა. გვინდა ადამიანებმა ნახონ ქალაქი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა მდებარეობს. გვინდა წარმოვაჩინოთ ქალაქი, როგორც ერთიანი დიდი სახლი. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც ისტორიულადაც მიმზიდველს ხდის ბათუმს,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარ მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი.

 

 სემინარს კატერინა რადჩენკო უძღვებოდა, რომელმაც მსგავსი სახელმძღვანელო ოდესისთვის უკვე გააკეთა. ორგანიზატორები ამბობენ რომ პროდუქტი, რომელსაც შექმნიან იქნება ერთგვარი საინფორმაციო გიდი, ტრადიციულ რუკებზე დატანილი მუზეუმების, პარკების, კულტურული დაწესებულებების ირგვლივ ალტერნატიული სივრცეების აღმოსაჩენად.

 

 

 

როგორ გავირუჯოთ სწორად

 

– მედიცინაში არ არსებობს ტერმინი ,,ჯანმრთელი გარუჯვა’’. ამდენად, მზის სხივები არც ისე სასარგებლოა, როგორც ჩვენ გვგონია. თუმცა მზის სხივების ქვეშ ყოფნის დროს, ანუ გარუჯვისას წარმოიქმნება მელანინი, ეს კი ისეთი პიგმენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს დასხივებისგან. ამიტომ რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა მზის სხივების მიღება, ოღონდ წესების დაცვით. უნდა ვიცოდეთ მზის სხივების მიღების სწორი დრო და ინტერვალი. მზის სხივებს აქვს აკუმულაციური ანუ შემკრები თვისება, მაგალითად, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი ხნით ვართ მზის ქვეშ და ვიღებთ დასხივებას, ან ზედიზედ გავდივართ ზღვაზე, მიღებული სხივები აკუმულირდება ჩვენს სხეულზე, ერთი მეორეს ემატება და შემდეგ ვითარდება გვერდითი ეფექტები

– კანის დაბერება, რომელიც შეუმჩნევლად ვითარდება, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, კანი კარგავს ელასტიურობას. გამოწვეული უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ ნელ-ნელა, 5-10 წლის შემდეგ. გარუჯვა არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია დასხივებაზე. D ვიტამინი, რომელსაც ვიღებთ გარუჯვისას, შეიძლება მივიღოთ მზის სხივების 10 წუთით ზემოქმედების დროსაც. ამ დროის განმავლობაში იმდენი D ვიტამინი წარმოიქმნება, რამდენიც საკმარისია ორგანიზმისთვის.

 

 

გარუჯვა ზღვაზე

ზღვაზე გარუჯვისას უნდა დავიცვათ დროის ინტერვალი. რუჯის მოკიდება დამოკიდებულია კანის ტიპზე. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს კანის ექვსი ფოტოტიპი. პირველი სამი ტიპი არის ღია ფერის კანი, შემდეგ ღია ყავისფერი, ყავისფერი და ძალიან მუქი კანი. პირველი სამი ტიპის კანის მქონე ადამიანები ძალიან ცუდად ირუჯებიან, ან საერთოდ არ ეკიდებათ რუჯი, ან იღებენ დამწვრობას. ამიტომ როდესაც ადამიანი გადის მზეზე რუჯის მისაღებად, მან, ვისაც აქვს ღია ფერის კანი, პირველად გასვლისას მზეზე უნდა დაჰყოს 5-დან 10 წუთამდე. მერე ყოველდღიურად უნდა ამატოს 5-10 წუთი. ხოლო მას, ვისაც უფრო მუქი ფერის კანი აქვს, პირველ გასვლის დროს შეუძლია დარჩეს 10-20 წუთი. შემდეგ ყოველ გასვლაზე ამატებს 10-10 წუთს. ზოგადად გარუჯვა შესაძლებელია დილიდან 11 საათამდე, 11 საათიდან 4 საათამდე კი უნდა ,,დავიმალოთ’’  ანუ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ მზის სხივების ქვეშ ყოფნას. 4-დან 6 საათამდე არ არის რეკომენდებული მზის დამცავი მალამოების გამოყენების გარეშე გარუჯვა. ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანმა უნდა გამოიყენოს მზის დამცავი მალამოები, უამრავი დასახელების ასეთი მალამო არსებობს, რომელიც იყიდება როგორც აფთიაქებში, ასევე კოსმეტიკურ მაღაზიებში. რაც შეეხება დოზას, საკმარისია ერთი უნცია, თითქმის 29 გრამი, ანუ მუჭში რომ დაეტიოს იმდენი. მალამო უნდა წავისვათ ღია ადგილებში, სახეზე, კიდურებზე და ასე შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალამოს აქვს მოქმედების გარკვეული დრო, ანუ წასმიდან 15-20 წუთი, ამიტომ ის უნდა წავისვათ მანამ, სანამ ზღვაზე გავალთ, ანუ სახლში. ზოგიერთ მალამოს აწერია, რომ არის წყალგამძლე, თუმცა ვერც ერთი მალამო ვერ უძლებს წყალს, ამიტომ რამდენჯერაც ვიბანავებთ, ბანაობის შემდეგ აუცილებელია იმდენჯერ წავისვათ ფოტოდამცავი მალამო. უკვე საღამოს, როდესაც ზღვიდან მოვდივართ სახლში, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მალამოები, რომლებიც განკუთვნილია გარუჯვის შემდეგ წასასმელად. არის მალამოები რუჯისთვის, ასევე რუჯის საწინააღმდეგო და რუჯის შემდეგ. მზის დამცავ საშუალებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღნიშვნა, რომ ის არის მზის დამცავი ფაქტორით. ანუ ლათინური ასოებით უნდა იყოს მასზე აღნიშნული _ SPF თავისი კოეფიციენტით, მაგალითად, 10, 15 20 და მეტი. რაც მეტია კოეფიციენტი, მით უკეთესია ეს საშუალება ანუ უფრო კარგად იცავს იგი კანს მზის სხივებისგან. მზის დამცავი მალამოები და ლოსიონები აუცილებელია გამოვიყენოთ ბავშვებისთვის, თუმცა 9 თვის ასაკს მიუღწეველთათვის მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.თუ ჩვილი ასაკის ბავშვი გაგვყავს ზღვაზე, აუცილებელიამას ეხუროს ქუდი, ეცვას გრძელსახელოებიანი მაისური და შარვალი, ისე რომ, მთლიანად დაფარული ჰქონდეს სხეული. ორსული ქალებისთვის რეკომენდებულია ზღვაზე ყოფნადილის ათ საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზოგიერთი პრეპარატის შესახებ, რომელთა მიღების დროს არ არის რეკომენდებული ზღვაზე ბანაობა, ეს მედიკამენტებია: კონტრაცეფტივები, ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები, სულფანილამიდები, ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაიმის რძე.

 

 

 

სოლარიუმი

სოლარიუმს რაც შეეხება, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სოლარიუმებში გარუჯვას, რადგან სოლარიუმებში გამოიყენება A სპექტრის ულტრაიისფერი სხივები, რაც განსაკუთრებით ღრმად შედის კანში და დროთა განმავლობაში ორგანიზმში იწყება  პრობლემები: დაბერება, ნაოჭები, პიგმენტური ლაქები,და შესაძლებელია განვითარდეს კანის კიბოც კი.

 

 

 

 

აქსესუარები

პლაჟზე გასვლისას აუცილებელია მზის სათვალის ტარება, რადგან მზის სხივებიც თვალზე ისევე უარყოფითად მოქმედებს, როგორც კანზე. არა აქვს მნიშვნელობა მინის იქნება თუ პლასტმასის, მთავარია ჰქონდეს ფოტოდამცავი ფილტრი. მართალია ასეთი სათვალე ძვირი ღირს, მაგრამ აუცილებელია მისი ტარება.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ მზის დაკვრის შემთხვევაში

ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს მზისა და სითბური დაკვრის საშიშროება.  ადამიანის  ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა – მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს.

ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს.  თუ ეს მექანიზმი რაიმე მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა; ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის სიბლანტეს; სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას; პარალელურად იშვიათდება სუნთქვა.

მზის დაკვრის დროს ადამიანს აწუხებს სიცხის შეგრძნება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუ, ყურებში შუილი, მხედველობის დაბინდვა, გულის ფრიალი, პირის სიმშრალე, წყურვილი, ხანდახან ცხვირიდან სისხლდენა. ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა და ღებინება. კანი წითელი ფერისაა, ოფლით დაფარული. ტემპერატურა ზოგჯერ მატულობს, სისხლის წნევა დაბალია. შეიძლება განვითარდეს ხანმოკლე გულისწასვლა გახშირებული  პულსაციით. მზის დაკვრას პარალელურად შეიძლება ახლდეს მზისგან დამწვრობის ნიშნებიც: დახეთქილი და დაწითლებული კანი, ბუშტუკები სხეულზე, მძიმე შემთხვევებში ვითარდება კრუნჩხვები, ბოდვა, ჰალუცინაციები, გრძნობის დაკარგვა ხანგრძლივი დროით (კომატოზური მდგომარეობა), რასაც შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი. ამის მიზეზია ძირითადად მზეზე, ცხელ ამინდში დიდხანს გაჩერება შიშველი თავით და/ან სხეულით, მაგალითად გარუჯვისას ჩაძინება, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება პლაჟზე.

რისკის ჯგუფები

სითბური და მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:  ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ღია ფერის კანი და თვალები.

როგორ ავიცილოთ თავიდან 

იმისათვის, რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ, საჭიროა: 11:00-დან 17:00 საათამდე ზღვის სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავება, ვინაიდან დღის ამ მონაკვეთში მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე. ასევე მზეზე ნუ გაჩერდებით დიდი ხნით, ქოლგის ან ქუდის გარეშე, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე დღის  განმავლობაში, ატარეთ ღია ფერის სამოსი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს. სასურველია გარუჯვისა და ზღვაში ბანაობის ხშირი მონაცვლეობა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, საცხოვრებელი და სამუშაო შენობების კარგად განიავება, ვენტილაცია, შედარებით დაბალი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება.

თამარ ლომთაძე

პირველი დახმარება მზის დაკვრის შემთხვევაში

პირველი დახმარება მზის დაკვრის შემთხვევაში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან თუ პირველი დახმარება დაგვიანდა, მდგომარეობა დამძიმდება. პირველ რიგში, დაზარალებული უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას, თუ მსუბუქი გადახურებაა და უმნიშვნელო დისკომფორტს განიცდის, მაშინ უნდა მიიღოს გრილი შხაპი ხუთი წუთის განმავლობაში, სხეული კარგად გაიმშრალოს და წოლითი რეჟიმი გააგრძელოს. ნებისმიერი სიმძიმის დროს, აუცილებელია დიდი რაოდენობით ცივი სასმელი: წყალი, ლიმონათი,ხილის წვენები, მინერალური წყალი (ეს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გონზეა).ხოლო თუ შხაპის შესაძლებლობა არ არის, მაშინ თავზე უნდა დავადოთ ყინული და შევახვიოთ სველ ზეწარში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ სხეულის დამწვრობას, ნურასოდეს დაარღვევთ დამწვრობისას წარმოქმნილი ბუშტუკების მთლიანობას, რითაც თავიდან აიცილებთ სხეულის ინფიცირების რისკის გაზრდას. ასეთ შემთხვევებში არ გამოიყენოთ მაწონი, ზეთი, მაიონეზი და სხვა მსგავსი საშუალებები (რაც ხალხში ასე ფართოდ არის გავრცელებული). უმჯობესია გამოიყენოთ მალამოები (კოლხური, თურმანიძე, ფიტომალი), ასევე ეფექტურია პანთენოლის სპრეი. ასე რომ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ზაფხული თქვენთვის მშვიდობიანად ჩაივლის.

მეტყველების დარღვევათა უფასო დიაგნოსტიკა აჭარაში

 

აქციის მიზანია: ვერბალური კომინიკაციის დეფექტების საგრნობი მატების ფონზე დროულად მოახდინოს ბავშვებში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენა და დიაგნოსტიკა;  დასახოს საჭირო ღონისძიებანი და მოქმედების ოპტიმალური პროგრამა; მშობელს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და მისცეს მიმართულება პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებათა აღმოჩენის გზებზე და საშუალებებზე;  ზრდასრულ კონტიგენტში მოახდინოს მეტყველების დეფექტის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დაუსახოს პაციენტს მის დასაძლევად საჭირო სამოქმედო გეგმა.  აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობების ზრდის ფონზე დროულად მოახდინოს საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა და დაეხმაროს მშობელს სამომავლო მოქმედების გეგმის შედგენაში.

 

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით ბოლო პერიოდში ვერბალური კომუნიკაციის გლობალურმა დეფიციტმა ხელი შეუწყო მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა მაჩვენებლის საგრძნობ მატებას, შესაბამისად აღნიშნული პრობლემების დროული დიაგნოსტიკა ერთის მხრივ მკურნალობის საუკეთესო შედეგის წინაპირობაა, მეორეს მხრივ – პაციენტსა და მის მშობელს ეს მნიშვნელოვანი დროისა და მატერიალური დანახარჯების დაზოგვის საუკეთსო საშუალებას აძლევს.

 

საკონტაქტო პირები: პროექტის მენეჯერი: ნოე კვირკველია 5 98 48 06 60; ცენტრის ხელმძღვანელი: ეკა ჭავჭავაძე 5 99 22 07 47;

Facebook გვერდი : ლოგომედი.logomedi ელ.ფოსტა: Logomedicentre@gmail.com www.logdoctor.ge ბათუმში აქციის პარტნიორია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ნინო ჩხაიძე 555 12 10 91

 

 

 

მთავრობა ტემპერატურის მატების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

 

„ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ  უკვე გასცა რეკომენტაცია ტემპერატურის მატებასთან ერთად დიდი რაოდენობით სითხის მიღების აუცილებლობაზე. თუ ტემპერეტურის მატება ისევ დაფიქსირდება მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“ – უთხრა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“.

 

“მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. წყლის მინიმალური რაოდენობა მოზრდილთათვის უნდა იყოს 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება, ეს რაოდენობა 3 ლიტრამდეც გაიზარდოს. უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს.” – ურჩია ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით.  

კლიმატოლოგი : „ დღის საათებში ზღვის სანაპიროზე არ გახვიდეთ“

 

კლიმატოლოგი ბოლო წლებში ზაფხულში ტენიანობის მკვეთრ მატებას გლობალურ დათბობას უკავშირებს: „ მიკროციკლს რომელიც გრძელდება თითქმის ასი წელიწადია  ახასიათებს ეს პირობები, კლიმატი კონტრასტული ხდება ზაფხულში უფრო ცხელა ზამთარში ცივა. თუმცა შემოდგომა იქნება უფრო თბილი და გაზაფხული შედარებით ცივი.“

 

კლიმატოლოგის თქმით კლიმატის ცვლილება მოსავლიანობაზე უარყოფითად  იმოქმედებს.

 

ბათუმის მერიის 2013 წლის ხარჯები

 

საწვავის მოხმარებაზე კი გასულ წელს მერიის ბიუჯეტიდან 211 744 ლარი დაიხარჯა. მერიის საჯარო მოხელეების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა კი 78 220 ლარი შეადგინა. 

ბათუმი ამ საღამოს

 

 

ბათუმი

 

 

 

ფერიის მთაზე საბაგიროთი ასული დამსვენებლები მზის ჩასვლას უყურებენ

 

 

რესტორანი ”არგო” ფერიის მთაზე. შენობის მინის საფარი მზეს ირეკლავს.

 

 

ბათუმის პორტი

 

 

ფერიის მთაზე მოხვედრა საბაგირო ”არგოთია” შესაძლებელი, რომელიც ბათუმის პორტთან მდებარეობს. მთას ქალაქთან საავტომობილო გზაც აკავშირებს

 

 

ვის და როგორ აჯარიმებენ მდინარეში ავტომანქანის გარეცხვისთვის

 

„ბათუმელებმა“ ბოლო ერთი თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მდინარეებში ავტომანქანების გარეცხვის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. მანქანის მეპატრონეები არავის დაუჯარიმებია.

 

კანონის აღსრულების მონიტორინგი და დაჯარიმება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციას ევალება. კანონის ამოქმედებიდან დღემდე რამდენი სამართალდარღვევის ფაქტია გამოვლენილი და დაჯარიმდნენ თუ არა კანონდამრღვევები _ ამ კითხვებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართეთ.

 

 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 1 მარტიდან 27 ივლისის ჩათვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 583-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამო შედგენილია 187 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,“ _ ნათქვამია დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული წესით განხილულია 113 ფაქტი, აქედან 25 დამრღვევს მოსამართლემ გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 88-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდინარეებში გარეცხვის გამო სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ ჯამში 4400 ლარი შეადგინა.

 

 

კითხვაზე, რა სიხშირით ხდება პატრულირება დარღვევების გამოსავლენად, დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით „მუდმივად მიმდინარეობს უწყვეტი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ასევე პატრულირება მიმდინარეობს სხვადასხვა დარღვევის გამოვლენის მიზნით“.

 

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა აპირებს თუ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის მიზნით. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

მშვიდობის კორპუსის მოხალისე ხელვაჩაურში

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მოწვევით 21 ივნისს 2 წლის ვადით სამუშაოდ  მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე სარა შოლცი ჩამოვიდა. მოხალისეზე მოთხოვნა ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ 2013 წლის დეკემბერში გააგზავნა. მოხალისის ჩამოსვლის მიზანი ორგანიზაციული განვითარების კუთხით სიახლეების დანერგვაა.

 

 

„ ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ  შემუშავა სამუშაო გეგმა თუ რა ერთობლივ ღონისძიებებს განვახორციელებთ მოხალისესთან ერთად, რაც მდგომარეობს შემდეგში: იდეებისა და ინიციატივების გაცვლა, ანალიზი, ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება, თანამშრომელთა და ბენეფიციართა ტრენინგ საჭიროებების კვლევა, ახალგაზრდებთან საუბარი ამერიკულ კულტურაზე, განათლების სისტემასა და ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური აქტიურობის აუცილებლობაზე, მოხალისის ჩართვა ღონისძიებების ორგანიზებაში და ღონისძიებებზე დასწრება, საერთაშორისო გრანტების მოძიება. “

 

ამერიკელი მოხალისე ახალგაზრდებს ასევე ჩაუტარებს დასაქმებისათვის საჭირო ტრენინგებს ინდივიდუალური უნარების გამომუშავება – განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის მანძილზე მოხალისე იმუშავებს ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში პროგრამა არ მოითხოვს გამგეობის მხრიდან მისი შრომითი საქმიანობის ანაზღაურებას.

 

 

სარა შოლცს აქვს უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების (ფლორიდის უნივერსიტეტი) მაგისტრის ხარისხი : გლობალური ფინანსები, ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია (დენვერის უნივერსიტეტი); გააჩნია ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერად მუშაობის გამოცდილება, ასევე იყო ტანვარჯიშის მწვრთნელი; 

უბედური შემთხვევა ქობულეთში

 

ავტომანქანაში მყოფი ორი დაშავებულიდან ერთი ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა მიერთებული. მცირეწლოვანი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მგზავრები სომხეთის მოქალაქეები არიან.

 

სტრუტურული ცვლილებები და უსამსახუროდ დარჩენილები მუნიციპალიტეტებში

 

დავით კოპინაძე
დავით კოპინაძე

 

რას ითვალისწინებს კოდექსი  და რა ბედი ელით იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ დრომდე სოფლლის რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობდნენ?-„ბათუმელების“ კითხვებს  ხელვაჩაურის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყიფის განყიფილების უფროსი დავით კოპინაძე პასუხობდა.

 

 

 


ბატონო დავით რის საფუძველზე გეგმავს გამგეობა თემების რწმუნებულების თანამდებობებიდან გათავისუფლებას?

თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებდა ტერიტორიულ ერთეულებს, იგივე თემებს. ამ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ მივითეთ ახალი კოდექსი თვითმმართველობის შესახებ, რომელშიც ნახსენებიც კი არ არი ტერიტორიული ერთეულები ან თემი. გამომდინარე აქედან  ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია თემის ინსტიტუტი საერთოდ გააუქმოს. შესაბამისად ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულები გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან.

 ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის სოფლებში დაინიშნებიან გამგებლის წარმომადგენლები. ახალი კოდექსით შესაძლოა გამგებელს რამდენიმე სოფელში ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.

 

 

თემის სტატუსის გაუქმების შემდეგ სოფლებს რა სტატუსი ექნება?

დაიყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებელს თავისი წარმომადგენლები ეყოლება. მაქსიმუმ 37 ასეთი შტატი იქნება ხელვაჩაურში.

 

და რამდენი რწმუნებული ჰყავდა გამგებელს სტრუქტურული ცვლილების განხორციელებამდე?

81 რწმუნებული. მათ შორის 11 თემის რწმუნებული და სპეციალისტები.

 

დაახლოებით რა ვადაში შეარჩევს გამგებელი თავის წარმომადგელებს სოფლებში?

შემდეგ კვირაში გამგებელმა სოფლებში თავისი წარმომადგენლები უნდა დანიშნოს.

 

გამგებელმა გააკეთა სატელევიზიო კომენტარი, რომ ის აპირებს ყოფილი რწმუნებულებიდან აარჩიოს თავისი წარმომადგენლები

არ არის გამორიცხული რომ ასე მოხდეს. ადგილოლობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად არჩევნების შედგების გამოცხადების დღიდან 120 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა საშტატო ერთეულები უნდა შეამციროს.  ხუთას ამომრჩეველზე ინიშნება ერთი საჯარო მოხელე. ამას ემატება 30 საშტატო ერთეული და მაჟორიტარული ოლქებიდან თითო წარმომადგენელი ეს ჯამში 140 ადამიანს შეადგენს .

 

 

გამგებელს შეუძლია ისინი თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს თუ  კოდექსი კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებს?

ისინი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებიან. მათი დანიშვნა გამგებლის პირდაპირი დისკრეციული უფლებამოსილებაა. თვითონ უნდა განსაზღვროს რამდენი სოფლის გაერთიანება შეუძლია და რამდენ სოფელში რამდენი წარმომადგენელი სჭირდება. გამგებლის წარმომადგენლების ხელფასი დარიცხვით 790 ლარი იქნება, ადრე რწმუნებულის ხელფასი 1000 ლარს შეადგენდა.

 

 

ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ რამდენი ადამიანი შეინარჩუნებს სამსახურს ყოფილი რწმუნებულებიდან?

ვერ გეტყვით რადგან ჯერ არ დაწერილა მათი გათავისუფლების და  დანიშვნის ბრძანებები.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახლარჩეულმა გამგებელმა თავისი კადრები უკვე დანიშნა?

რეგორგანიზაციის დაწყება ფაქტობრივად შემდეგ კვირაში იგეგმება. გამგეობის ახალი დებულების ძალაში შესვლიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაფრთხილებული იქნება ყველა თანამშრომელი. რაც შეეხება მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ამ თანამდებობეთან დაკავშირებით გადაწყვეტოლების მიღება გამგებლის დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს რომ მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუძლია მათი გათავისუფლება და დანიშვნა. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი  და არც წინასწარი გაფრთხილებაა საჭირო. სავარაუდოდ ამ უფლებამოსილებასაც  გამგებელი შემდეგ კვირაში გამოიყენებს. 

„Kobuleti Summer Fest” – აგვისტოს ბოლო დღეს გაიმართება

 

 

ფესტივალი  31 აგვისტოს ქობულეთის პარკში  18:00 საათზე დაიწყება.

 

 ფესტივალი დაიწყება გამოფენით სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები. მონაწილეები  შეირჩევიან აპლიკაციის მიიხედვით. განაცხადის შევსება შესაძლებელია ფესტივალის ვებ გვერდზე: https://kobuletisummerfest.com/exhibition

 

 

 20:00 გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ცნობილი ქართული ბენდები: („Line up”-ი მითითებულ ლინკზე) https://kobuletisummerfest.com/bands/ .

 

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით  „Kobuleti Summer Fest” მომდევნო წელს 5 დღეს გაგრძელდება.

 

„ მის ფარგლებში გამოიყოფა ზღვის პირას შესაბამისი ტერიტორია კემპინგისათვის, გაიზრდება გასართობი პროგრამების რაოდენობა.

 ტურისტებისათვის შემუშავდება სპეციალური ტურები, რაც ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ აჭარას, რეგიონის ბუნებას და კულტურას.“  – ამბობს  „EREDELI’s Art“ – ის ხემძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი ლევან გელიაშვილი.

ნათესავები საკრებულოებში


ხელვაჩაურის საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტი ასლან კახიძეს ჩააბარა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, თემურ კახიძის ძმააა.


თემურ კახიძე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს. 2012 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის  კანდიდატად  იყო  წარდგენილი,  მანამდე კი კოალიციის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.  თემურ კახიძე ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია.

 

 

ხელვაჩაურის  საკრებულოში არჩევამდე ასლან კახიძეს პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია. ის პროფესიით ეკონომისტია და 1997 წლიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ცვლის დისპეტჩერად მუშაობდა.

 

ასლან კახიძის განმარტებით, მის წარმატებაში პოლიტიკოს ძმას არანაირი წვლილი არ შეუტანია: „ჩემი არჩევა იყო საკრებულოს ერთერთი წევრის ინიციატივა, რადგან ამ დრომდე მე არც პოლიტიკოსი ვყოფილვარ და არც საჯარო მოხელე, შესაბამისად, ხელები გასვრილი არ მაქვს.“

 

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის თქმით, მას პოლიტიკასთან შეხება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, „როცა ძმას არჩევნებზე ეხმარებოდა.“

 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გახდა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის ძმა გურამ დუმბაძეც. ის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ახალშენის თემის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი. გურამ დუმბაძე იყო ხელვაჩაურის 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიც, მაშინ ის საკრებულოში  „რესპუბლიკელების“ კვოტით როგორც სიის პირველი ნომერი, შევიდა. თუმცა მალევე მან პირადი საქმეების გამო საკრებულოში თავისი ადგილი სიით მეორე ნომერს, ავთანდილ ბერიძეს დაუთმო.


შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა კი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, არმაზ ახვლედიანის ბიძაშვილმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაიბარა.

 

 

„ვადასტურებ, რომ ნათესავები ვართ, მაგრამ რა შუაშია ეს? – არმაზ ახვლედიანის დამსახურება არ არის ჩემი თანამდებობაზე მოსვლა. მე 2012 წლიდან შუახევში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი.“

 

 

ქობულეთის საკრებულოს საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახდა საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის ნათესავი ნაილე ლაზიშვილი.

 

 

„ფატი ხალვაში 2012 წელს გავიცანი და მერე აღმოჩნდა, რომ ნათესავები ვართ. ჩემ კომისიის ხელმძღვანელად არჩევაში მას არანაირი წვლილი არ აქვს. არავისი წვლილი არ მჭირდება. როგორც სხვებს, ასევე მეც მქონდა ამბიცია და არჩევნების გზით შევედი საკრებულოში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნათესაობაც ბევრია. ასე საუბარი როგორ შეიძლება,“ –უთხრა ნაილე ლაზიშვილმა „ბათუმელებს.“

 

 

ქობულეთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის სულხან ოქროპირიძის მეჯვარემ მამია ჟორდანიამ საკრებულოს საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისია ჩაიბარა. სულხან ოქროპირიძის თანაკურსელი ვიტალი ქარცივაძე კი საკრებულოს აგრარული კომისიის ხელმძღვანელი გახდა.

 

 


„რა  შუაშია  ეგ. სულხან ოქროპირიძე 2012-ში გავიცანი. 2012 წელს ვიყავი საარჩევნო კომისიის წევრი. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი კოალიციის საარჩევნო შტაბის იურისტი ქობულეთში და ასევე წარმომადგენელი საოლქო კომისიაში. ასევე ვარ ქობულეთის პარტიული ბიუროს წევრი. საქართველოში ვიღაცა ვიღაცის ნაცნობია, ეს რა შუაშია? – ასეთი საუბარი არის თითქოს შემთხვევით მოვხვდი პოლიტიკაში და ეს ძალიან ცუდია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მამია ჟორდანიამ.


ვიტალი  ქარცივაძის თქმით კი, ის ხალხმა აირჩია. „რაც შეეხება აგრარული კომისიის თავმჯდომარედ ჩემ არჩევას, საკრებულოს წევრების მხარდაჭერა ამ კუთხით ალბათ ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა. დიდი ხნის განმავლობაში რეესტრში ამ მიმართულებით ვმუშაობდი.“

 

 

ქობულეთის საკრებულოში შევიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანზორ თხილაიშვილის შვილი გულადი თხილაიშვილიც. მას საკრებულოში თანამდებობა არ შეხვდა, თუმცა, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, აგრარული მიმართულებით გეგმავს მუშაობას:

 

 

„აგრარული კომისიის რიგით წევრად წარვადგინე თავი, რადგან ამ საკითხებში მაქვს კომპეტენცია და მინდა, რომ ჩავერთო. ვერ ვიტყვი, რომ  „ქართული ოცნების“ სიაში ჩემი მოხვედრა მამის ფაქტორმა განაპირობა. ეს საკითხი თბილისში პოლიტბიურომ გადაწყვიტა. შეიძლება არ ვჩანდი, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში.“ – ამბობს გულადი თხილაიშვილ.

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

ბათუმის ”დინამოს” პირველი მოგება სეზონში

 

 

 

მატჩი ქობულეთში 15 აგვისტოს „ჩელე არენაზე“ გაიმართა.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის მატჩები 16 აგვისტოს “ზუგდიდსა” და “მეტალურგს”, “სამტრედიასა” და “ვიტ-ჯორჯიას”, “ჩიხურასა” და “ზესტაფონს” შორის გაიმართება. მთავარ შეხვედრად სწორედ “ჩიხურასა” და “ზესტაფონის” შეხვედრა მიიჩნევა.

 

“ჩიხურა” – “ზესტაფონი” ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებენ. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს.

 

 

 

ჩემპიონატის მეორე ტური 17 აგვისტოს თბილისის “დინამოსა” და ბოლნისის “სიონის” მატჩით დასრულდება.

 

 

საფეხბურთო კლუბი ბათუმის ”დინამო”

ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ხოფის ბაზრობის დირეტორის მოადგილის თამაზ დევაძის თქმით, მათ ენერგო სამშენებლო კომპანია EFG Georgia-სთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელმაც 25 აგვისტომდე უნდა ჩამოიტანოს თურქეთიდან 1 მეგავატიანი სიმძლავრის ტრანსფორმატორი. ახალი ტრანსფორმატორის ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე ხოფის ბაზრობის 1475 ობიექტს ელექრო ენერგიით ორი (600 და 400 კილოვატიანი) ტრანსფორმატორი ამარაგებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ობიექტებზე გაიზარდა კონდინციონერებისა და ყავის ელექტრონული საფქვავების რაოდენობა, ტრანსფორმატორებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა, რის გამოც ისინი ხურდებიან და პერიოდულად, მათი გათიშვა ხდება საჭირო.

თამაზ დევაძის თქმით, წვიმიან ამინდში ტრანსფორმატორები ნაკლებად ხურდებიან, მაგრამ ძლიერ სიცხეში მათი ერთი-ორი საათით შესვენება ხდება საჭირო – “იმისთვის რომ ტრანსფორმატორი არ აფეთქდეს, მის ტემპერატურას რეგულარულად ვზომავთ. როცა ერთი ხურდება, ვთიშავთ და მეორეს ვრთავთ” – ამბობს ის.

თამაზ დევაძის თქმით ახალი ტრანსფორმატორი, ერთ კვირაში ბათუმში იქნება.

”ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი” ბათუმში

ევროპის ეკონომიკური სენატი, ევროპული ბიზნეისის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლიტიკოსები არიან გაწევრიანებული.

კონგრესი 2003 წელს დაფუძვნდა და დღეს მასში 15 ქვეყანაა გაწევრიანებული. ფორუმის ფარგლებში კონგრესში რამდენიმე ქრთველ ბიზნესმენსაც წარადგენენ სენატორებად.

“საქართველოს ისტორიაში პირველად შედგა სენატორთა კლუბი. ჩვენ მოგვეცემა ათამდე კვოტა, სადაც შევა ათი ქართველი ბიზნესმენი. ეს იქნება კლუბი სადაც მოხდება ქართველი და უცხოელი ინვესტორების დაკავშირება, მათი აზრებისა და გამოცდილებების გაცვლა” – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

კონგრესში მონაწილეობს სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები და ევროპელი ინვესტორები. ქართული მხრიდან კონგრესს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები.

კონგრესზე განიხილება ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის და საქართველოში ევროპული ბიზნეს სტანდარტების დანერგვის გზები.

“ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილს. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ სხვა და სხვა წინადადებებს განვიხილავთ. გვინდა საქართველო უფრო დავაახლოვოთ ევროპის სავაჭრო სივრცეს და შევძლოთ სხვა და სხვა პროდუქციის ექპორტ-იმპორტი ერთმანეთში. ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება სქართველოსთან და შევიმუშავებთ რეკომენდაციებს თუ, როგორ შევძლებთ ქართველი ინვესტორებისთვის დახმარებას და ასევე ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში” – განაცხადა ევროპის ეკონომიკური სენატის აღმასრულებელმა თავმდომარემ, მაიკლ ჯაგერმა.

კონგრესის ორგანიზატორია “საქართველოს ბიზნესის კლუბი”, რომელიც 2014 წელს დაარსდა და რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. კლუბის პრეზიდენტია ამერიკაში მოღვაზე ქართველი ბიზნესმენი შოთა სიგუა.

ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში ეყოლება 10 წარმომადგენელი სენატორის სახით. სენატორები შეირჩევიან წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით: მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა, მედია და სხვა.

საკრუიზო ხომალდები ბათუმის პორტში

 

საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას  ტურისტული კომპანია აჭარა ტური უწევს. დღის მანძილზე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში(იანვრიდან 14 აგვისტომდე) აჭარაში 5 გემი იყო შემუსული 828 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ითაა გაზრდილი.

 

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

2018 წელს ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

 

 

კენჭისყრამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კონგრესს აჭარის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

„ყველა ბათუმელს, ყველა ქართველს ვულოცავ გამარჯვებას. მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო მზადაა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად და ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი რეგიონისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც არა მარტო ჭადრაკის, არამედ ქვეყნის და რეგიონის ისტორიაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

2018 წლის ჭადრაკის ოლიმპიადის ბიუჯეტი 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 1.6 მილიონი დოლარით სტუმრების მგზავრობა დაფინანსდება, ხოლო 800 000 დოლარი ფედერაციების განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყოფა.

 

ბათუმი არაერთხელ ყოფილა ჭადრაკის ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების მასპინძელი. ბათუმში არის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი, ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალთა შორის, პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, ახალგაზრდული ჩემპიონატი, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.

 

სემინარი ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შესაქმნელად

სემინარს კატერინა რადჩენკო უძღვება, რომელმაც მსგავსი სახელმძღვანელო ოდესისთვის უკვე გააკეთა.  სემინარის ჩატარების ინიციატორი „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეა“, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ, „ბიაფის“ მიერ განხორციელებულ ტრენინგზე გაჩნდა.

კატერინა რადჩენკო

„ეს იქნება ქალაქის რუკა, რომელიც იქნება განსხვავებული, იქნება თანამედროვეობასთან და არტ ხელოვნებასთან დაკავშირებული. შევა ის ობიექტები, სივრცეები რაც სტანდარტულად არ შედის ხოლმე ჩვეულებრივ რუკებში,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ხელმძღვანელი ირაკლი ძნელაძე.

„ჯერ რა ობიექტები შევა სახელმძღვანელოში შეჯერებული არ ვართ. არ არსებობს მონახაზი, ეს არის წმინდა გემოვნების საკითხი. მე მაგალითად მინდა შევიდეს ბათუმის ლუდის ქარხანა. საბოლოოდ თვითონ მონაწილეები მოიძიებენ, გადაიღებენ, შეარჩევენ და  შემდეგ შეგროვებული მასალის რედაქტირება მოხდება ჯგუფურად,“ –  ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარ-მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი.

სემინარზე ოთხი დღის მანძილზე შემუშავდება ბათუმის წარმოჩენის ახალი მექანიზმები, დაიწყება შემოქმედებითი მასალის შეგროვება და ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს ძირითადი კონცეფციის შემუშავება.  სახელმძღვანელო სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გამოიცემა.

არ დაყარო ნაგავი

კვარიათი

ბათუმის ბულვარი დანაგვიანების გამო გაზრდილი ჯარიმების სტატისტიკის პარალელურად სოციალური კლიპითაც აპირებს საზოგადოების გაფრთხილებას. გიორგი ზირაქაშვილი, ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ რეკლამის აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშვებას გეგმავენ. იგი იმედოვნებს, რომ ვიდეორგოლი იმუშავებს.

„ერთი მხარეა ჯარიმა და მეორეა ადამიანების შეგნება. ელემენტარულად, სკამზე ზის ადამიანი, გვერდით ურნა უდგას და ამ ურნაში კი არ აგდებს ნაგავს, იქვე ტოვებს, სკამზე ან ძირში ყრის. რა ჯარიმაც უნდა დაუწერო ადამიანს, მარტო ჯარიმით ამის გამოსწორება არ შეიძლება. ბულვარში სანდასუფთავება მუშაობს ინტენსიურად, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან, ვერ უმკლავდებიან.

კომპლექსური მუშაობაა საჭირო, მარტო სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს“, – ამბობს ის.

ჯარიმებს ეფექტურად მიიჩნევს ზვიად ელიზიანი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, ჯარიმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეიძლება ერთგვარი პრევენციული ზომა აღმოჩნდეს. მთავარია, გარკვეული სისტემა იქნეს შემუშავებული, მისი რეალობაში გადატანის. თუ მაგალითად, ეს მკაცრად გაკონტროლდება და ვინც ყრის ნაგავს, დაჯარიმდება, მე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამას კარგი შედეგები ექნება. ღვედებზე რომ შემოიღეს ჯარიმები, ხომ იმუშავა?! იგივე ეფექტი ექნება ამასაც, მთავარია, ეს კარგად იყოს გაკონტროლებული და არ იყოს შერჩევითი მომენტი, რომ ვიღაცას გამოუწერეს ჯარიმა, ვიღაცას – არა“.

„არ წერენ ჯარიმებს. იგივე პატრულს, რომელმაც ჯარიმა უნდა გამოწეროს, მასაც არა აქვს საჭირო განათლება და იგი არ გამოწერს ჯარიმას. მისთვის რელევანტური არ არის, რომ 50 ლარი გამოწეროს ნაგვის დაყრისთვის,“ – ამბობს ირა ჭელიძე. იგი რამდენიმე წელია ზაფხულში აჭარაში, კვარიათში ისვენებს და ამბობს, რომ პლაჟის სისუფთავის მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. შარშან ირამ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა და ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურსაც დაუკავშირდა, რადგან ზღვაში, ფაქტობრივად, ნაგვის ბუნკერი იყო ჩაცლილი. „იგივე ხდება წელსაც. ნაგავი, პამპერსი და ასეთი საშინელებები ყველგან მინახავს სანაპიროზე, როცა სეზონის პიკია. და ეს სიტუაცია მთელ საქართველოშია, ყველგან დანაგვიანებულია ტერიტორია. ბაზალეთის ტბაზე, მაგალითად, ხდება ეკოლოგიური კატასტროფა,“ – ამბობს ირა.

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის თქმით, ამჟამად სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე 70–მდე ადამიანი მუშაობს, ქალაქს კი ზაფხულში დღეში სამ-ოთხჯერ ასუფთავებენ, მაშინ როცა ზამთარში ქალაქის დასუფთავება დღეში ორჯერ ხდება.

ბაზალეთი. ფოტოს წყარო: forum.ge

ბაზალეთი. ფოტოს წყარო: forum.ge

ნაგავი განსაკუთრებით თვალშისაცემი ტურისტულ ადგილებშია. ბოლო ორი კვირის მანძილზე სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩარგალში „ვაჟაობის“ და ბეშუმში „შუამთობის“ შემდეგ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც სახალხო დღესასწაულებისას დანაგვიანებული ადგილებია გადაღებული. ამ თემაზე არაერთი მოსაზრება დაიწერა.

როგორ აგვარებენ პრობლემას ბეშუმში, რომელიც აჭარაში ყველაზე პოპულარული მთის კურორტია? „ბეშუმის“ დირექტორი ვაჟა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთან ამ დროსთვის 20 დიდი და 20 შედარებით მომცრო, პლასტმასის ურნაა. მისი თქმით, ნაგავი კურორტიდან ბათუმიდან ასულ მანქანას გააქვს. მოსახლეობის მხრიდან კურორტის დანაგვიანებაზე ვაჟა ზოიძეც საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაჯარიმების შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მათ ამის კომპეტენცია არა აქვთ. „სიტყვიერად ვაფრთხილებთ, ალბათ აუცილებელია გამაფრთხილებელი აბრები, უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ის.

ქვათახევი. წყარო: ფეისბუქგვერდი სუფთა საქართველო

ქვათახევი. წყარო: ფეისბუქგვერდი სუფთა საქართველო

აქვს თუ არა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანაში ტურისტული პოლიტიკის მთავარი სტრატეგია, კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი თამარ ჯაკონია ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცდილობს ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას: „თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მხრივ არ არის პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ორგანო. ეს უნდა გააკეთონ სხვა ინსტიტუტებმა, რომელთა კომპეტენციაშიც შედის დასუფთავება. ჩვენ, ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით დასუფთავების აქციებს ვახორციელებთ, ვაწყობთ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ აქციებს, სპეციალურად არის გამოყოფილი შაბათი დღე, როცა ჩვენი თანამშრომლები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას. თუმცა ასეთი ერთჯერადი აქციები არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარემოს დაცვასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლაპარაკება და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან. არ ვერევით მათი სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განსაზღვრაში, თუმცა ყოველთვის ვთანამშრომლობთ,“ – ამბობს თამარი.

„ერთჯერადი აქციები გამოსავალი არ არის“, ასე ფიქრობს ციალა ქათამიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი ამბობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. „აქტიურმა მოქალაქეებმა უნდა მოსთხოვონ შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს კონკრეტული უბნების დასუფთავება. შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ  გაკეთდეს ასეთი აქცია და ეს იქნება საჩვენებელი მაგალითი საზოგადოებისთვის, რომ ახალგაზრდები, ცნობადი სახეები მათ დაყრილ ნაგავს ასუფთავებენ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების როლი არის ის, რომ ერთი – უნდა მოვთხოვოთ შესაბამის უწყებებს ამაზე ზრუნვა, რადგან ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაში და მეორე – საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ ირგვლივ გარემოს, ქუჩის, ეზოს მოვლა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობა“, – ამბობს ციალა.

სიონი

სიონი

საგანმანათლებლო კურსის აუცილებლობაზე საუბრობს ირა ჭელიძეც. „ეს უნდა იყოს აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო კურსი სკოლებში. მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა დავყაროთ ნაგავი, რომ ეს არაესთეტიკურია, არამედ იმიტომ, რომ ამას მოყვება დაავადებები. ბავშვს, რომელიც ზის ნაგავში, შეიძლება დაემართოს დიზენტერია, ეს არის ეპიდემიის კერა. სკოლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვაგვარად აზრი არა აქვს, ბავშვებმა უნდა ისწავლონ და მერე ბავშვები ასწავლიან მშობლებს, ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე“, – ამბობს ირა.

იგი ამბობს, რომ ეს პრობლემა პირდაპირ აისახება ტურიზმზე და მისგან მიღებულ შემოსავალზე, რადგან ნაგავი პლაჟზე, პარკში და ველურ ბუნებაში ტურისტს საქართველოში ხელახლა ჩამოსვლის სტიმულს უკარგავს. „გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებისა, რადგან ძირითადად, იქაც იგივე მდგომარეობაა“, – ამბობს ირა.

ამ პრობლემას გარკვეულწილად საბჭოთა ცნობიერებას ციალა ქათამიძეც უკავშირებს: „სამწუხაროდ, საბჭოთა ცნობიერებამ დიდი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას. სახელმწიფო არ ითვლებოდა საკუთრებად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ვიღაცას მათ ნაცვლად. ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უფლებები და მოვალეობები, როგორც მოქალაქეებს“.

გადაყრილი ვიტამინი

 

ბუდაპეშტში სუპერმარკეტების წინ ყუთებით ეწყო პროდუქცია: კვერცხი, ხილი, ბოსტნეული, ძეხვეული… მოქალაქეები მიდიოდნენ, რამდენიმე ცალს ირჩევდნენ, ჩანთაში აწყობდნენ და მიჰქონდათ.

 

გიდს შევეკითხე, თანხას რატომ არ იხდიან-მეთქი? ეს პროდუქტი სოფლიდან ჩამოიტანეს ფერმერებმა და ხალხს ურიგებენო, – მიპასუხა.

 

–  სუპერმარკეტი ნებას აძლევს? –  ისევ დავინტერესდი.

– ესენი მათი კონკურენტები და კლიენტები არ არიან, პირიქით – ისინიც ამატებენ სანოვაგესო.

 

კვირას კათოლიკურ ეკლესიაში წავედით წირვაზე. გარეთ გამოსვლისას აქაც ყუთებით დაწყობილი პურ-ფუნთუშეული დავინახე, მონასტრებსა და ეკლესიების მიერ დამზადებული. გიდს ვუთხარი: თქვენ უკვე აგიშენებიათ კომუნიზმი-მეთქი.

 

გული მეწურება, როცა ყოველი მოსავლის აღების დროს საქართველოში ათასობით ტონა ხილი იყრება, იჩეხება ხეები, იყრება პროდუქტი… რა მოხდება ხალხს, საავადმყოფოებს დაურიგონ, გადაყრას და ვიტამინების განადგურებას არ ჯობია?

 

ტრანსპორტირების საშუალება თუ არ აქვთ, დაუკავშირდნენ ჟურნალისტებს, ამ გზით ბევრი ადამიანი გაიგებს და შეიძლება ვინმეს მოუნდეს გადასაყრელად განწირული ვიტამინების ადამიანებამდე მიტანის სურვილი.

 

ჯერ არ მახსოვს რომელიმე ახლობელს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ჩემი კუთვნილი, მაგრამ ახლა უკვე მათ მიერ მისაკუთრებული ნაკვეთებიდანაც კი, ოდესმე გამოეგზავნოთ ხილი ან ციტრუსი. ყოველთვის მაღაზიაში ვყიდულობ. ერთადერთი მარინა მანელიშვილი, რომელსაც სოფლად რამდენიმე ციტრუსის ხე აქვს და ნობათს ყოველ ახალ წელზე მიგზავნის.

 

ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა სიკეთეა. ადამიანი ხელცარიელი მოდის და ხელცარიელი ბრუნდება. ცხოვრებაში მთავარია ურთიერთობა, თანაგრძნობა და სიყვარული.

 

ახლა საქართველოში ძალიან ბევრი ხილი ანუ ვიტამინია. იქნებ ნუ გადავყრით ნაგავში ამ ყველაფერს, რადგან ბევრი ადამიანი სწორედ ნაგავში ეძებს ყოველდღიურ საჭმელს.  

20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან

შმაგი, როგორ შეაფასებ მსოფლიო ჩემპიონატს?

მსოფლიო ჩემპიონატი რთული შეჯიბრია. ყველა მოწინააღმდეგე კარგად არის მომზადებული. საქართველოს ნაკრების წევრებმა ინტენსიური შეკრებები გავიარეთ და კარგად მოვემზადეთ. ყველა მობილიზებული ვიყავით და გადაწყვეტილი გვქონდა მაგრად გვეჭიდავა. პირველ დღეს გელა ბოლქვაძემ იჭიდავა და მესამე ადგილი დავიკავეთ. მეორე დღეს ოთხი მოჭიდავე გავედით. აქედან სამს შედეგი გვქონდა.

პირველ შეხვედრაში მონღოლს მოვუგე დამაჯერებლად. მეტოქე ძლიერი შემხვდა. მეორე შეხვედრაზე ჩინელი დავამარცხე, მესამეზე – თურქ მოჭიდავეს შევხვდი. მას მსაჯი ეხმარებოდა, მაგრამ შევძელი და მოვუგე. მეოთხე შეხვედრაზე უნგრელ მოჭიდავეს ვძლიე და ფინალში აზერბაიჯანელთან გავიმარჯვე.

კარგად ვიყავი მომზადებული, რაც ტრენერების დამსახურებაა. ჩემი პირადი მწვრთნელი ავთანდილ აბულაძეა, ის ჩემი პირველი მასწავლებელიცაა. მეორე ტრენერი თბილისში ვაჟა კრევეიშვილია. ამჟამად, ძირითადად, თბილისში, „ფალავანდთა“ კლუბში ვვარჯიშობ.

როდის დაიწყე ჭიდაობა?

ჭიდაობა 2000 წელს, პირველი კლასიდან ხულოში, ავთანდილ აბულაძესთან დავიწყე და უკვე მეთოთხმეტე წელია ვვარჯიშობ. კარგად გამომდიოდა ჭიდაობა, ხშირად ვიგებდი შეჯიბრებებს. ჭიდაობაზე მამამ მიმიყვანა. ის დამყვებოდა ყველა შეჯიბრებაზე და მხარში მედგა.

როცა მიდიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ფიქრობდი, რომ პირველი ადგილით დაბრუნდებოდი საქართველოში?

კი. 2013 წელში ბულგარეთში, სოფიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედი. წელს ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, ჩემპიონობა მინდოდა და სხვა არაფერი.

რა უნდა გაითვალისწინოს სპორტსმენმა, როცა მსოფლიოზე ასპარეზობს?

უნდა იყო შენ თავში დარწმუნებული, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდები. წაგებაზე არ  უნდა იფიქრო, მობილიზებული უნდა იყო და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე იფიქრო.

რა გეგმები გაქვს?

მე დავასრულე ახალგაზრდულ კატეგორიაში ასპარეზობა. უახლოეს მომავალში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ვფიქრობ, ოლიმპიადაში მონაწილეობასაც, რომელიც 2016 წელს ბრაზილიაში ჩატარდება. ამისთვის უნდა მოვემზადო.

რაზე  ოცნებობ?

ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.

ბათუმი თუ სამხრეთ აფრიკა – დღეს გადაწყდება სად გაიმართება მსოფლიო ოლმპიადა ჭადრაკში

 

ტრომსოში 11 აგვისტოს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და ამ პოსტზე ბულგარელი სილვიო დანაილოვი შეცვალა. ტრომსოში ასევე იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.

 

ნორვეგიის ქალაქი ტრომსო 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 1-დან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. მასში 174 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და საერთო ჯამში 3000 მონაწილე ასპარეზობს. ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს. ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში 100 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს.

 

 

ნაგავი ყველგან

 

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

დაახლოებით 10 წუთში ჩვენი თანმხლები ბავშვებიც შემომიერთდნენ – და 10 მეტრის რადიუსი მოვაწესრიგეთ. რადგან არც ხელთათმანი გვქონდა  და არც დაყრილ ნაგავზე ხელის მოკიდების სურვილი, ყველაფერს ფეხებით ან ჩხირებით ვაგროვებდით და საკმაოდ შრომატევადი საქმე გამოდგა.

 

 

ჩვენ მარცხნივ, ახლოს მსხდომი წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ცელოფნებისა და ნაგვის გარემოცვაში პაუზებით კოცნიდნენ, ჩვენმა „შაბათობამ“ გააღიზიანა. 20 მეტრით დაგვშორდნენ და ისევ ერთმანეთით დაკავდნენ.

 

 

ზუსტად 12 საათისთვის ჩვენგან მოშორებით, ასევე მარცხნივ ფეიერვერკი ისროლეს. სასწრაფოდ ავკრიფე 112-ის ნომერი. მორიგე ქალმა აიღო ყურმილი. ვუთხარი, რომ სანაპიროზე ისროლეს ფეიერვერკი, ანუ დაირღვა ბათუმის მერიის დადგენილება და იქნება რეაგირება მოახდინოთ-მეთქი. ხმა ჩამეკითხა, თუ რას ვითხოვდი.

 

 

ისევ გავიმეორე.

 

 

ახლა ჯგუფი რომ გამოვუშვა, თუ მისცემთ ახსნა-განმარტებასო – მკითხა. ვუპასუხე – როგორ არა, მაგრამ მათაც იმას ვეტყვი, ახლა რასაც თქვენ გეუბნებით. ადამიანების იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, რადგან ფეიერვერკი ჩემგან 150 მეტრის მოშორებით ისროლეს და თანაც ღამეა-მეთქი.

 

პოლიციელმა მითხრა, რომ დავლოდებოდი. სამწუთიანი ლოდინის შემდეგ ხმა დამიბრუნდა და უფრო მკაცრად მკითხა – თქვენი სახელი და გვარი ქალბატონო –  ვუთხარი თუ არა, ეგრევე დამიკიდა ყურმილი.

 

ასე, რეაგირების გარეშე დარჩა ჩემი პირველი კონტაქტი 112-თან.

 

ვინც მე მახლდა ყველა ხმადაბლა ფხუკუნებდა, სიცილს იკავებდნენ. ცხადია, ჩემზე ეცინებოდათ. მე არ ვიყავი სიცილის ხასიათზე, მაგრამ ვცადე არ შეემჩნიათ.

 

ამასობაში მივიხედე და რას ვხედავ, ჩვენგან მარჯვნივ მსხდომი კაცები და ქალები აღარსად არიან, მაგრამ ერთი მთა ნაგავი მათაც დაუტოვებიათ. პოლიეთილენის პარკები, ლუდის ბოთლები, კიდევ რა არა.

 

მაშინ წასულიყვნენ, როცა მე პოლიციელ ქალს ფეიერვერკზე ველაპარაკებოდი. კიდევ კარგი, ვერ შევნიშნე ისე წავიდნენ. აუცილებლად ვეტყოდი, რომ თავიანთი ნაგავი თან წაეღოთ. ისინი ალბათ კარგს არაფერს მეტყოდნენ. მოკლედ, არ ვიცი.

 

ნაგვის დაყრაზე ერთი ნამდვილი ამბავი ვიცი – შარშან ჩემმა თანამშრომელმა „ჩაიდინა“. სულ მინდოდა ეს ამბავი ბევრი ადამიანისთვის მომეყოლა და ბარემ ამ ამბით დავასრულებ – მოკლედ, ჩემმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ ტაქსის მძღოლმა მანქანის შუშა ჩამოწია და მანდარინის ნარჩენები ქუჩაში გადმოყარა. ჩემი თანამშრომელი მივიდა და უთხრა ტაქსის მძღოლს, რომ თუ არ აიღებდა დაყრილ ნაგავს, დაჯარიმდებოდა. მუქარამ გაჭრა – მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და თავისივე დაყრილი ნაგავი აიღო.

 

ნათია აფხაზავა ბათუმის ლოგოს შესახებ

 

ნათია, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო ქალაქისთვის ლოგოს შერჩევის პროცესი და არის თუ არა 150 000-მდე ბათუმელის რეალური არჩევანი ლოგო, რომელმაც ონლაინგამოკითხვით 1243 ხმა დააგროვა?

 

ვფიქრობ, ტენდერი რომ გამოცხადდა, კარგია. თავიდან მერიას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც არავინ მიიღო მონაწილეობა და ჩავარდა. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია და გვაინტერესებს, თუ როგორ ჩამოაყალიბეს იგი. როგორც ვიცი, სატენდერო წინადადებაში პირველი კომპონენტი იყო მოსახლეობის კვლევა, უნდა გამოეკვლიათ დამოკიდებულება ბათუმისადმი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ჩაედოთ ამ წინადადებაში ერთ-ერთ კომპონენტად ის, რომ შემსრულებელ კომპანია „ACT“-ს გამოეცხადებინა კონკურსი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, მათ ჰყავთ თავიანთი დიზაინერები და შემოქმედებითი ჯგუფი, მაგრამ კარგი იქნებოდა უფრო ფართო წრისათვის მიეწვდინათ ხმა იმის შესახებ, რომ ბათუმისთვის ახალი ლოგო იქმნებოდა და მეტი დიზაინერისთვის მიეცათ საშუალება, შეექმნათ თავიანთი ვერსიები. ბევრმა დიზაინერმა არ იცოდა, რომ ბათუმის ლოგოზე მიმდინარეობდა მუშაობა, ალბათ ასეთ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვექნებოდა და არა მხოლოდ სამი ვერსია.

 

ძირითადი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ არ იყო არჩევანის საშუალება.

 

რამდენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ონლაინგამოკითხვით შერჩეული ლოგო ბათუმელების არჩევანია?

 

 

მართალია, საზოგადოებრივი გამოკითხვა სრულად ვერ მოიცავს მთელ ქალაქს, მაგრამ ცალკე საკითხია, რამდენად რეპრეზენტაბელური იყო ეს გამოკითხვა იმ პირობებში, როცა ახალშემოერთებულ ტერიტორიებს ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ამის მიუხედავად, ვფიქრობ 0.1% ფოკუსჯგუფის მონაწილეობაც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს, რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია როგორ ვაწოდებთ ამ აზრს საზოგადოებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები. ამ შემთხვევაში ხარვეზი იყო ისიც, რომ არ გვქონდა არჩევანის საშუალება. პასუხებში უნდა დამატებულიყო კიდევ ერთი ველი – „არც ერთი“. თუ მეკითხები, აზრის დაფიქსირების საშუალებაც უნდა მომცე.

 

 

პირადად ჩემთვის ეს გამოკითხვა მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელმა გამოაქვეყნა იგი ფეისბუქზე. მეორე ხარვეზია ის, რომ ამ გამოკითხვის მასშტაბები იყო ვიწრო, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ყველას, პერიოდიც ცუდია – აგვისტოში ყველა დასასვენებლადაა წასული და ხალხი არ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

 

მე როგორც ვიცი, ეს გამოკითხვა არ იყო აუცილებელი, კონტრაქტში წერია, რომ ლოგო უნდა აარჩიოს კომისიამ. უბრალოდ კომისიამ გადაწყვიტა გამოეკითხა საზოგადოების აზრი. ასე, რომ კომისიამ არა მარტო უნდა მიიღოს ხმათა უმრავლესობით არჩეული ლოგო, არამედ გაითვალისწინოს ის ნეგატიური გამოხმაურებაც, რაც ამ ლოგოს მოჰყვა.

 

 

თქვენი, როგორც მოქალაქის, ბათუმელის აზრით, რამდენად შეეფერება შერჩეული ლოგო ბათუმს?

 

 

პირველი, რაც ბათუმთან კავშირში მახსენდება, ეს არის ზღვა. როცა ბათუმს სხვა ქალაქებს ვადარებ, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ზღვის ფაქტორი. სხვებიც ფიქრობენ, რომ ეს ლოგო არ ასოცირდება ზღვასთან და ბათუმთან, იგი არის სრულიად განყენებული ბათუმის ცნებისგან. ვფიქრობ, ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ზღვა და ლოგოში აქცენტები უნდა ყოფილიყო ზღვაზე გაკეთებული. შეიძლება ზღვა არ გამოდგება ლოგოდ, მაგრამ ზღვის ფერი, იგივე ტონალობები, ზღვასთან დაკავშირებული სიმბოლოები შეიძლებოდა გამოეყენებინათ.  

 

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას უბრალოდ აქვს ქალაქის ძველი სიმბოლოს, ქოლგიანი დელფინის ნოსტალგია და ქალაქის ლოგოსადმი ინტერესიც და უკმაყოფილებაც იმით არის გამოწვეული, რომ ბათუმელები მიიჩნევენ, რომ ძველი ლოგო ჯობს? თქვენ ამჩნევ საზოგადოების ასეთ განწყობას

 

 

ჩემი პირველი პროტესტი იყო სწორედ ის, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოს ვქმნიდით რაღაც ახალი ქალაქისთვის ლოგოს. როცა ბათუმს აქვს ისტორია, აქვს შეგრძნებები, ხასიათი… ლოგოში ეს შეიძლება ვერ გამოისახოს, მაგრამ კონცეფციაში მაინც უნდა ჩანდეს.

 

 

ის, რომ ვიღაცას აქვს ქოლგიანი დელფინისადმი ნოსტალგია, გასაგებია, თუმცა თუ  განვითარება გვინდა, უნდა მომხდარიყო იმის გაანალიზებაც, თუ რამდენად ასახავდა ქოლგიანი დელფინი ბათუმის იმ სახეს, რაც მას დღეს აქვს, ამიტომ კარგია, რომ ამაზე კვლევები დაიწყო. როცა მოქალაქეებს გააჩნიათ ნოსტალგიური დამოკიდებულება ქალაქის ძველი სიმბოლოსადმი და ეუბნებიან მათ, რომ ეს ლოგო არ ვარგა, უნდა აუხსნან და დაუსაბუთონ, თუ რატომ არა დელფინი და რატომ მზე თუ ბაბუაწვერა მის ნაცვლად. თუ თქვენ ამ ლოგოს კონცეფციას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ თავად ანოტაციაც არის აბსტრაქტული და შეუსაბამო, როგორ შეიძლება ამდენი რამ იყოს ლოგოში გამოსახული. ვფიქრობ, ლოგოზე კიდევ ბევრი სამუშაოა, როგორც დიზაინერული კუთხით, ისე აზრობრივადაც.

 

რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რა არის თქვენი აზრით გამოსავალი?

 

კარგია რომ მომზადდა პეტიცია, რადგანაც როცა მე ვამბობდი, რომ ლოგო არ მომწონს, აღიქმებოდა, როგორც უბრალოდ სუბიექტური აზრი და როცა უკვე უშუალოდ დიზაინერების მხრიდან დასაბუთებული დასკვნა დაიდო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი, ვგულისხმობ აქტიური მოქალაქეების, შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ მივმართეთ უშუალოდ მერიას, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვთ, რომ გაიმართოს შეხვედრა სამივე მხარის: გადაწყვეტილების მიმღების – ბათუმის მერიის კომისიის, შემსრულებელი კომპანიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი დიზაინერების თუ სხვა პირების. იმედია, ეს შეხვედრა არ იქნება უშედეგო.

 

დისკუსიებში მოპასუხე მხარედ ყოველთვის გვევლინებოდა მერია და სანამ პროდუქტი არ იქნება ჩაბარებული, გადაწყვეტილება – მიღებული, მოპასუხე უნდა იყოს შემსრულებელი, ამ შემთხვევაში „ACT“. მინდოდა თვითონ „ACT“-ს  გაეცა პასუხი საზოგადოებისთვის და დაესაბუთებინა, თუ რატომ ეს ლოგო? როგორ პასუხობდა იგი დიზაინერთა დასკვნებს და რეკომენდაციებს, გვინდა პასუხები მათგან მოვისმინოთ.

 

ჩვენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახელით შევიტანეთ განცხადება, რომ გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა.

 

საზოგადოების ისეთი აქტიურობა გამოიწვია ამ საკითხმა, რომ გონივრული იქნება გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.

ქირავდება ბინა სამოთახიანი დამსვენებლებზე გოგებაშვილის ქუჩაზე

 

ბინაში არის ორი საძინებელი, ცხელი წყალი, კონდიციონერი, ინტერნეტი, ტელეფონი.

საკონტაქტო ტელეფონი: 599 29 56 20

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა წინასწარ

 

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.

 

მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge), დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე – მისი პირადი მონაცემების მითითებით.

შს სამინისტროსმიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით.

 

ორსული საავადმყოფოში საპატრულო მანქანით გადაიყვანეს

 

შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22 :00 საათზე ბათუმთან ახლოს, თამარის დასახლებაშ მოხდა; როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლაგვილავა ამბობს, გზატკეცილზე მოძრაობა იყო საცობების გამო შეფერხებული, რის გამოც საავადმყოფოში  მისვლას ორსული გოგონას ქმარი მისი კუთვნილი მანქანით ვერ ახერხებდა;

 

მისივე განმარტებით,  ორსული გოგონა და მისი ქმარი საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში მოათავსეს და სამშობიარო სახლში მიიყვანეს. მანქანაში კი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. პატრულის თანამშრომელი ამბობს, რომ გოგონას გაუსაძლისი მუცლის ტკივილები ჰქონდა. 

 

გოგონას ქმარი,  მინდია დუმბაძე ამბობს, რომ მის „მოძველებულ“ მანქანას საბურავები დაეშვა: „გზაზე ბევრი მანქანა მოძრაობდა და გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, პატრულის თანამშრომლებს დახმარება ვთხოვე და დამეხმარნენ“.

ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ლაგვილავა გოგონას მოსანახულებლად მიდის.

ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორ მისი ქმარი ამბობს, ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.

 

 

‘შიმშილის, ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება დღემდე მომყვება’

GE DIGITAL CAMERA

„დედაჩემს   სამი დღე გულში ჰყავდა ჩაკრული, ძინავსო“, – ასე ატყუებდა ჯარისკაცებს, რომ მისი გვამი არ წაერთმიათ. ბოლოს მაინც წაართვეს და ფანჯრიდან თოვლში გადააგდეს. „ჩინეთის საზღვარზე, ტიანშანის მთებთან ყინულში დაიმარხა ჩემი 14 წლის ძმაც. ცხრა შვილიდან მშობლებს მხოლოდ სამი შემოვრჩით. დედა მწუხარებისგან შეიშალა, მამამ კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეხსიერება დაკარგა და ისე მოკვდა, ვეღარავის გვცნობდა“ –  ასე იხსენებს საშინელი ტრაგედიის დეტალებს 72 წლის ალექსანდრე თედორაძე. „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მსგავსი რამ კიდევ გადავიტანო. არასდროს მინახავს ჩემი მშობლების სახეზე ღიმილი. საშინელი შიმშილის, ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება დღემდე მომყვება“ – გვეუბნება ის.

ალექსანდრე თედორაძე დღესაც 1937 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობს. იქ, საიდანაც 11 წლით უცხო მხარეში გადაასახლეს.

„ასამდე რუსი ჯარისკაცი შემოგვესია და ორი საათი მოგვცეს მოსამზადებლად. ყველა გასასვლელი ჩაგვიკეტეს. ბათუმში ჩაგვიყვანეს და ერთ ვაგონში შეგვყარეს 15 ოჯახი. ვიხრჩობოდით უჰაერობისგან. რა დამავიწყებს ჩემი პატარა დის სიკვდილს, ჩემს ძმას, რომელიც რამდენიმე მეტრი ყინულის ქვეშ დამარხეს მთებში. მათი საფლავი ხომ არასდროს გვინახავს. გადასახლებაში მშობლებს ახალი უბედურება დაატყდა თავს, რადგან ჩემი მომდევნო ძმაც დაიღუპა. ტიფი იყო გავრცელებული. არც წამალი, არც ექიმი… ადგილობრივები კი ასანთის ღერსაც არ გვაძლევდნენ, ისე ჰყავდათ დაშინებულები. ყველას ველურები ვეგონეთ. ნაკელისგან აგებულ მიწურებში ვცხოვრობდით, სადაც უმძიმესი დღეები ერთმანეთს გადაება“.

ალექსანდრე თედორაძე იმ ეპიზოდს იხსენებს, როგორ წაართვა შიმშილმა გონება: „ვკვდებოდი, ისე მშიოდა. მატარებლის ხიდთან ვიყავი, იქვე უზბეკი ბავშვები პურს ჭამდნენ. წავართვი პური და ხიდზე გადავხტი, რამდენიმე წამში შევჭამე. კოლმეურნეობის ბოსტნიდან კი თალგამს ვიპარავდი. ყარაული დავინახე ცხენით მოდიოდა და კვალში ჩავწექი. საბედნიეროდ ცხენმა გვერდი ამიარა და ფლოქვი არ დამადგა, გადავრჩი. ისეთი კრიზისი იყო, კაცსაც შიოდა და მხეცსაც. ერთი ნაჭერი პური ასი მანეთი ღირდა. დედა ორსულად რომ იყო, კომენდანტმა ბაზარში წასვლის უფლება მისცა. ფქვილი რომ იყიდა, გზაში შემოეჭამა თურმე და ტიროდა. სახლში პურს რომ გამოაცხობდა, ძველ ტანსაცმელს დაწვავდა, რომ პურის სუნი არ გასულიყო გარეთ, რადგან მოგვადგებოდნენ ხოლმე მეზობლები და გვთხოვდნენ „ერთი ლუკმა ჩვენს გვაჭამეთო“. აძლევდა დედა, მაგრამ აბა რაღა მორჩებოდა ამდენ შვილში“.

ალექსანდრე გვეუბნება, რომ პურის მიმართ დღემდე აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს წამოვკრავ ფეხს ან გადავაგდებ, ავიღებ და დავდებ სადმე, რომ ჩიტებმა მაინც შეჭამონო.

„დედას და მამას ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი. დედას, მელოგინე რომ იყო, მუცელზე გველი დაეცა ჭერიდან და კინაღამ გაგიჟდა. მღვრიე, ბინძურმა წყალმაც დააავადა, კრიჭა შეეკრა და ერთი კვირა ვერაფერს ჭამდა. იქ ერთი გადასახლებული გერმანელი ექიმი იყო და იმან უშველა, შვილების სიკვდილმა კი, ფაქტობრივად, ფსიქიკურად შეარყია. დაეღუპა ახალშობილი გოგონაც. ორი შვილი კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუკვდა. ტრაგიკული იყო მამის ცხოვრებაც, ბოლო ათი წელი მეხსიერება ჰქონდა დაკარგული და ისე მოკვდა, შვილებსაც კი ვეღარ გვცნობდა“.

„წვალება და მხოლოდ წვალება. მტერსაც არ ვუსურვებ იმ დღეებს“ – გვეუბნება ის.  „რა გამართლება აქვს იმას, რომ ასე გაგვაპარტახეს?“ _ კითხულობს და კითხვას თავადვე პასუხობს: „არავითარი გამართლება. ჯოჯოხეთის ღირსია, ვინც ეს დღეები დაგვაწია. დღეს ძალიან ბევრს არ ესმის რა ტკივილი გადავიტანეთ ჩვენ და ათასობით ადამიანმა. გულგრილნი არიან ჩვენი ტრაგედიის მიმართ. გულგრილია სახელმწიფოც“.

ფორმალური ჯარიმები და ევროპა, როგორც გამოსასვლელი პიჯაკი

 

თუ გაღიზიანებთ სიტყვა “ევროპული”, კი ბატონო, შევცვლი მას სხვა სიტყვით – მაგალითად, “კანონმორჩილით”, “კორექტულით”, “ზრდილით”, “თავაზიანით”, “რაფინირებულით”, “განათლებულით” და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვით, რომელიც ჩემთვის ამ სიტყვის იდეური სინონიმია და რომლის ანტონიმებიც წარამარა მახსენდება, როცა საკუთარი ქალაქის ქუჩებში დავდივარ.

 

მაგალითად, დღეს, დილით, სამსახურში მომავალს გამახსენდა, როცა ტროტუარი გადახერგილი დამხვდა ვეშაპივით გაწოლილი ვიღაცის ვეება ჯიპით. ჩემ წინ მიმავალმა ქალბატონმაც საბავშვო ეტლში ჩასმული თავისი ბავშვიც ქუჩის სავალ ნაწილზე გადაიყვანა და ვიწრო ქუჩების მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მიმავალი ავტომობილების მძღოლებს სთხოვა გზის დათმობა. მესამე მძღოლმა გამოიჩინა ლმობიერება და გზა დაუთმო.

 

ტროტუარზე გაშოტილი და სადარბაზოებთან აყუდებული ჯიპები ბათუმისთვის ახალი თემა ნამდვილად არ არის. თავად ჯიპის საწინააღმდეგოც არავის არაფერი გააჩნია, უბრალოდ, ამ ავტომობილის მასიურობისა და მძღოლის პარკინგის, ზრდილობისა და საგზაო წესების „იდეალური“ ცოდნის გამო ხშირ შემთხვევაში ძნელად შემოსავლელი პრობლემა ხდება. პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების სიმცირეც, რა თქმა უნდა, ამ ქაოსს ხელს უწყობს.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ის ადამიანები, ვისაც პარკირების გადასახადის შემოწმება აბარიათ, დიდი გულისყურით აკვირდებიან გაჩერებაზე უბილეთო მგზავრებს, აი გაჩერების გვერდით, გაზონზე გაშხლართულ, სადარბაზოში შესულ და ტროტუარზე გართხმულ ავტომობილებს კი არ სცნობენ. ეტყობა, ესენი სხვა ტომიდან არიან, ავტომობილებს არ განეკუთვნებიან და გაზონზე სარბენად მაგიტომაც გადიან, კანონი არსებობს, მაგრამ მერე რა…

 

კანონი ფეიერვერკების თაობაზეც არსებობს. მგონი, ერთადერთი კანონი, რომელიც თვითმმართველობამ მიიღო და ასე ერთხმად მოიწონა მთელმა ქალაქმა, რომელიც თავის მხრივ, ღამით გადაუღებელი ბათქაბუთქით ძილდამფრთხალ მოსახლეობას ძალზედ ეამა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ არა მხოლოდ დამსვენებლები ისვენებენ, აქ მოსახლეობა ცხოვრობს 24/365-ზე.

 

თუმცა ამ კანონის მიღება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ბარების, რესტორნების, კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების მფლობელებსაც ისე ძლიერ მოეწონათ, რომ ყოველ ღამე, 12 საათზე, კანონის მიღების აღსანიშნავად ფეორვერკებით, აწ უკვე ბათუმის ლოგოებით ბათუმის ცის მოხატვით არიან დაკავებულები. ჯარიმაცაა დაკისრებული, როგორც ქალაქში ხუმრობენ _ „ერთი მაცივრის ფასი” – 500 ლარი. მაგრამ არც ამ ჯარიმით დაჯარიმებული გვინახავს და არც ადამიანი, ვინც ამ კანონის დამრღვევს ეძებდეს.

 

ხოდა, სანამ ღამის საათებში ბათუმის ცაზე ბათუმის „ლოგოებს” ისვრიან, სანამ ჩვენს სადარბაზოებში, ტროტუარებზე, გაზონებზე ჯიპებს მშვიდი ძილით სძინავთ და სანამ ველობილიკებზე იმაზე მეტი ქვეითი დადის, ვიდრე ტროტუარებზე, სანამ ცარიელი სანაგვე ურნის გვერდით ნარჩენებით სავსე პოლიეთილენის პარკები ყრია, სანამ ბულვარის სკამებს დახსნილ ჭანჭიკებს დაუბრუნებენ, სანამ მიმავალი ავტომობილიდან სიმინდის ნაგულას ამაყად ისვრიან ქუჩაში და სანამ კანონი კომბალივით სხვენში იქნება შემოდებული, თამამად შეგვიძლია ვსვათ ბათუმური ყავა, ფრონცქი სასმელები, მოვირგოთ კლუბში წასასვლელად ჩვენი ევროპული პიჯაკი და მეგობრებში ვისაუბროთ, თუ რა კარგია ევროპა, თუ როგორ იკრძალება რიგ ქალაქებში შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილება, თუ როგორ უთმობენ „ზებრაზე” ქვეითებს და ველოსიპედისტებს გზას მძღოლები. თუ როგორ მორჩილად ელიან მწვანე შუქს შუქნიშანთან, როგორ იცავენ სისუფთავეს, როგორ უყვართ თავიანთი ქალაქი და, საერთოდ, რა კარგია ევროპაში ცხოვრება.

 

პ.ს. მძღოლს რა უნდა მოსთხოვო, როცა პატრულიც არ გითმობს გზას გადასასვლელზე.

 

 

 

ბათუმი და შარმ-ელ შეიხი მეგობრდებიან

  

მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

ადგილობრივი თვითმმართველობა; კულტურა, ხელოვნება და ისტორიული მემკვიდრეობა;  გარემოს დაცვა და კონსერვაცია;  განათლება; სპორტი;  ჯანმრთელობის დაცვა;   ტურიზმის განვითარება;   ნარჩენების მართვა და გადამუშავება.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები ორივე ქალაქში, ადგილობრივი საინვესტიციო რეგულაციების გათვალისწინებით; ორ ქალაქს შორის ტურისტული ნაკადების ზრდა; გამოცდილების გაზიარება სამედიცინო ტურიზმის და სპა პროექტების სფეროში; ეკოტურიზმი და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ორ ქალაქს შორის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურის სფეროში. მემორანდუმის თანახმად,  ორივე მხარე ვალდებულია უზრუნველყოს და ორგანიზება გაუკეთოს კომერციულ, ტურისტულ და კულტურულ გამოფენებს. ორივე მხარე ვალდებულია ითანამშრომლოს და გაცვალოს უნარჩვევები და გამოცდილება ქალაქის ადგილობრივი ადმინსიტრირების სისტემების შესახებ. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყოს თეატრალური და მუსიკალური ტურების და ფესიტივალების ჩატარებას, კულტურული ასოციაციების და კლუბების წარმომადგენლების გაცვლას საერო დღესასწაულების და დაგეგმილი ფესტივალების დროს.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის დეპარტამენტში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

 

ეგვიპტის 5 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სამხრეთ სინას გუბერნატორი გენერალი ხალედ ფოდა სიდიკი, სამხრეთ სინას გუბერნატორის მრჩეველი დოქტორი ვალიდ ფავზი ალ–სიბაი, შარმ ელ–შეიხში ტურისტული პროექტების მფლობელი ამრ მუჰამედ ისმაილი, ტურისტული კომპანია „გაფი ტურსის – Gafy Tours“ მფლობელი გივარა მუჰამედ ალ–გაფი და შარმ ელ–შეიხში „რენოხსის – Rixos“ სასტუმროების ქსელის მფლობელი რაფათ იბრაჰიმ აბდ ელ–ლატიფი, ბათუმს 15 აგვისტოს დატოვებს.

აქცია ახალგაზრდებისთვის

 

1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით 29 წლამდე  ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი – სახის ფასდაკლება: იმერეთის დაცული ტერიტორიების პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებში უფასო შესვლა

 

2. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით 14-დან 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი- სახის ფასდაკლება: გონიოს ციხე, ნობელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი – უფასო შესვლა.

 

3. თბილისი – „GINO PARADISE” პირველი მრავალფუნქციური აკვა პარკი საქართველოში. 6-დან 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 50%-იანი ფასდაკლება სტანდარტ პაკეტზე(ფასდაკლებას მიიღებს პირველი 1000 მომხმარებელი);

 

4. საცურაო აუზი „არენა 1“ – ერთთვიან აბონიმენტზე 20% -იანი ფასდაკლება.

 

12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

აქციას სწორედ ამ დღის აღსანიშნავად ტარდება.

როგორ მოვუაროთ ორქიდეასა და დრაცენას

 

ორქიდეა დიდხანს რომ შევინარჩუნოთ, პირველ რიგში, აუცილებელია წყალი მივაწოდოთ ზომიერად. უნდა ვიცოდეთ მისი მორწყვის წესი. ორქიდეას უნდა დავაკვირდეთ ფესვებზე, როცა ფესვებს შეეცვლება ფერი, ანუ გახდება ვერცხლისფერი, ესე იგი მცენარეს ესაჭიროება მორწყვა. ორქიდეა უნდა მოირწყოს შემდეგნაირად, ჯამში უნდა ჩავასხათ წყალი და გავაჩეროთ, შემდეგ ამ წყლიან ჯამში ჩავდგათ ორქიდეა ქოთნით. როცა ორქოდეას ფესვები მიიღებს მწვანე შეფერილობას, ეს იმის მანიშნებელია, რომ მცენარემ უკვე შეიწოვა საკმარისი რაოდენობის წყალი და უნდა ამოვიღოთ იგი ჯამიდან.

 

ორქიდეა

ორქიდეა არ ხარობს ჩვეულებრივ მიწაში, მას აუცილებლად სჭირდება ხის ქერქი ან ნახერხი. სხვათა შორის, ნიადაგის შეფერილობითაც არის შესაძლებელი იმის გამოცნობა, უნდა თუ არა მცენარეს წყალი, თუ ნიადაგის შეფერილობა არის ღია ყავისფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს წყალი სწყურია. წყლის მიწოდების შემდეგ კი ნიადაგი ფერს იცვლის და ხდება შავი ფერის.
რაც შეეხება ორქიდეას გამრავლებას, იგი რთულად და იშვიათად მრავლდება. მას საყვავილე ღეროზე უკეთდება ფოთლები, თუმცა იშვიათად, დროთა განმავლობაში ეს ფოთლები დაფესვიანდება, დაფესვიანებული ფოთოლი უნდა მივაჭრით ფესვებიანად და გადავრგავთ წინასწარ მომზადებულ ქოთანში.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია ორქიდეასთვის სასუქის მიცემა ყვავილობის დროს. ორქიდეა სასუქით უნდა გავამდიდროთ მაშინ, როცა ის საყვავილე კვირტებს გამოიღებს, ანუ კვირტის სრულ გაშლამდე. ყვავილობის დროს კი ორქიდეა უნდა მოვრწყოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით.
ორქიდეა ხშირად ყვავის, რვა თვის განმავლობაშიც კი.

 

ამ მცენარეს უყვარს როცა ფოთლებს ვუწმენდთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ წყლის წვეთი არ მოხვდეს ფოთლის ყუნწში, რათა ეს იწვევს ლპობის განვითარებას, ამიტომ წყალი თუ მოხვდა ყუნწში, აუცილებლად უნდა ამოვწმინდოთ რბილი ხელსახოცით.
დროთა განმავლობაში ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება გადარგვა. ამ ყვავილს არ უყვარს შეწუხება, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად საჭიროებს გადარგვას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფესვები ქოთანში აღარ ეტევა. ქოთანი უნდა იყოს მოზრდილი და აუცილებლად გამჭვირვალე.

 

ორქიდეა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მცენარე ვამყოფოთ კარგი განათების ქვეშ. ზამთარში სპეციალურ ნათურებს კიდებენ ორქოდეას თავზე, რათა უზრუნველყონ იგი სინათლით.

დრაცენა

 

დრაცენა უმეტეს შემთხვევაში არის წყალში. თუმცა იგი არა მხოლოდ წყალში ხარობს, მას მიწაშიც რგავენ და მშვენივრად გრძნობს თავს. უმეტეს შემთხვევაში კი არის წყალში და წყლის ბამბუკს ეძახიან. დრაცენას წყალი თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოვუცვალოთ. წყალი უნდა იყოს კამკამა და აუცილებლად გაჩერებული. თუკი შევნიშნავთ, რომ მცენარეს რაიმე ბაცილა შეეყარა, ამოვავლოთ ღეროები ღია `მარგარცოვკიან~ წყალში, ძირის გაფუჭების შემთხვევაში კი, საჭიროა გადავჭრათ და დავამუშაოთ. სასურველია იგი მოვათავსოთ მინის ვაზაში, რომელსაც ფსკერს დავუფარავთ ზღვის ან მდინარის კენჭებით. ფესვები წყლით უნდა იფარებოდეს 2-5 სმ-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში ღერო ლპობას დაიწყებს. დრაცენას არ უყვარს მზის სხივები, ამიტომ სასურველია მოვათავსოთ ჩრდილში. უძლებს 20-40 გრადუს სიცხეს და 18 გრადუს ყინვას.

 

აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს ის ოთახი, სადაც მოვათავსებთ დრაცენას. არის სხვადასხვა სახეობის დრაცენა _ სწორი, სპირალური, მაღალი, დაბალი და ასე შემდეგ.
დრაცენას გამრავლება ხდება გადაჭრით, გადაჭრილი ღერო უნდა მოვათავსოთ წყალში, რათა დაფესვიანდეს. ასევე მისი გამრავლება შესაძლებელია ფოთლებით. თუმცა ფოთლების გაზრდას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ უმჯობესია იგი ღეროთი გავამრავლოთ.
ამ მცენარეს უფრო იმისთვის ამრავლებენ, რომ სჯერათ თითქოს მას ოჯახისთვის ხვავი-ბარაქა მოაქვს. როგორც ამბობენ, საჭიროა იმდენი ბამბუკის ღერო გვქონდეს ოჯახში, რამდენი წევრიც არის ოჯახში.

 

პროკურატურას სასამართლოში უჩივიან

 

ბრალდებისა და გირაოსთვის დაყადაღებული სახლები

 

ქეთევან ბ-ი ბათუმში ნოტარიუსად მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი 38 ათას ლარს აღემატებოდა. 2007 წელს, პროკურორ დიმიტრი ფაღავას წარდგენილი ბრალდებით, ნოტარიუსი თაღლითობისთვის დააპატიმრეს.

 

პატიმრობიდან ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ბრალი მის ქმარს, ბიძინა ღ.-ს წარუდგინეს, მასაც თაღლითობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. სწორედ ამ ბრალდების გამო ბრალდებულებმა ნათესავების ქონება, ორი ბინა ბათუმში იპოთეკით დატვირთეს. ისინი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

2013 წელს სასამართლომ ცოლ-ქმარი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ბრალდება წარუდგინეს ნოტარიუსის ქმარს და ისევ დააპატიმრეს. პირველი ბრალდების დროს იპოთეკით დატვირთულ ორ უძრავ ქონებაზე ყადაღა დღემდე არ მოხსნილა. სააღსრულებო ბიურომ ის ყოველ დღე შეიძლება გაყიდოს. ახლა მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ამ სახლებზე ყადაღის მოხსნაა.

ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კომპენსაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა გადაიხადოს, თუმცა, სარჩელში მოპასუხე მხარედ ფინანსთა სამინისტროც მიუთითეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უწყება მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, პროკურორის განმარტებით, ეს მათი პრეროგატივა არ არის.
საქმეში მხარედ ქონების მართვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არიან ჩართულები. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საქართველოში სულ 11 საქმეა, როცა გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ ბრალდებული სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით სთხოვს.

ზიანის ანაზღაურებისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტაციას, კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებასა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს ქეთევანიც. „სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელ განაჩენთან ერთად უნდა მომხდარიყო ამ პირის მიმართ სრული რეაბილიტაცია, უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქონება და ქონებრივი უფლება, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ან შეუჩერდა, ან ჩამოერთვა. ჩვენ პირველი ინსტანციის დონეზე, აპელაციის დონეზეც ვცადეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ქონებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო წესით მოგვეგვარებინა, მაგრამ რადგანაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არ განიხილა არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი საჩივარი ქონების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში წამოვედით ახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით“, _ ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ქეთევან ბ-ი სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200 ათასი ლარის გადახდას და გირაოსთვის დაყადაღებულ სახლებზე იპოთეკის მოხსნას სასამართლოს სთხოვს. მხარეებს მორიგებისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სამკვირიანი ვადა მისცა, თუ ამ პერიოდში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. „მე ასი ათას ლარად მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მერე პროკურატურა ორი ათას ლარზე ჩამოვიდა. ვერ ვაღიარებდი იმას, რაშიც უდანაშაულო ვიყავი“, _ თქვა სასამართლოზე მოსარჩელემ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს.
მთავარ პროკურატურაში პასუხს არ სცემენ კითხვას, სულ რამდენი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იმ პირების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) კი გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ საქმის გასაჩივრებას, ამიტომაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოა. იმსჯელებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს წარდგენილ განცხადებაზე, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

Exit mobile version