იყიდება სახლი ჩოხატაურში

 

იყიდება სახლი, ჩოხატაურში, სოფელ ზომლეთში. საკუთრებაში გააჩნია 2 ჰა მიწის ნაკვეთი გაშენებული ხეხილით, საკუთარი აკაციის ტყით. ონკანის წყალი აქვს ეზოში.

მობ.: 591 236094.

იყიდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 90 კვ/მ ფართობის 3 ოთახიანი გარემონტებული ბინა მე-5 სართულზე, ბუხრით.
ფასი:70 ათასი დოლარი.


 

574 24 01 01
568 10 90 80


იყიდება ბინა მაკდონალდსთან!

 

ქ ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, მაკდონალდსთან, მეთორმეტე სართულზე იყიდება 62 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით.
ფასი: 67 ათასი დოლარი.


574 24 01 01
568 10 90 80


ქირავდება ბინა ერთი წლით

 

ქ.ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ერთი წლით ქირავდება ოროთახიანი ბინა ერთი საძინებლით.
ფასი: 350 დოლარი.


574 24 01 01
568 10 90 80



იყიდება გარემონტებული ბინა იაფად!

 

ქ. ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე იყიდება 80 კვ.მ ფართობის გარემონტებული
ბინა.
ფასი: 55 ათასი დოლარი


574 24 01 01
568 10 90 80


ბათუმის მერმა ვიცე-მერები წარადგინა

 

ვიცე-მერების წარდგენა ბათუმის მერიაში
ვიცე-მერების წარდგენა ბათუმის მერიაში

ბაგრატ მანველიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ეროვნული ბანკის ფილიალს ხელმძღვანელობდა აჭარაში. 

 

 ზურაბ ბერიძე წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. 2008 წელს იგი დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს- აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლების ბოროტად გამოყენებას თავისთვის ან სხვისთვის და ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას, ან კიდევ თანამდებობის დაკავებისა თუ საქმიანობითი უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.  

 

ზურაბ ბერიძე ზურაბ ნოღაიდელის კადრი იყო. 

 

 

 

 ალექსანდრე მითაიშვილი: „მოსკოვში მაქვს დამთავრებული პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი, ვმუშაობდი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, მივლინებული გახდით ასევე ლონდონში სანაოსნოს წარმომადგენლად. ვმუშაობდი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში 2001-2004 წლებში. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ინსპექციაში ჯერ მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელი ვიყავი. 2004 წლიდან ვარ კერძო ბიზნესნში. უფრო კონკრეტულად კი სანავთობო და სამშენებლო ბიზნესში“.

 

რაც შეეხება ბაგრატ მანველიძეს, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მერის – გიორგი ერმაკოვის მისაღებში შეკრებილი მერის მოადგილეებისგან ჟურნალსტებმა ვერ მიიღეს ინფორმაცია, მათი ავტობიოგრაფიული მონაცემები.

 

კონკრეტულად რომელი მოადგილე რომელ სფეროს უხელძღვანელებს, ჯერჯერობით, უცნობია. დღესვე გიორგი ერმაკოვმა დაასახელა 12 სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგიერთი მათგანი დროებით შეასრულებს მოვალეობას.

 

ერმაკოვის განმარტებით, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია, თუმცა, მისივე თქმით, პროფესიონალი კადრები შესაძლოა დაწინაუროს კიდეც.

ბათუმის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი უფლებამოსილების შესრულებას გუშინ, 4 აგვისტოს შეუდგა. პირველივე სამუშაო დღეს მან განაცხადა, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები გეგმება. ახალი კოდექსის მიხედვით არჩეული მერი თვითმმართველობის უმაღლესი საჯარო მოხელეა და მას გაზრდილი უფლებები ექნება.  შეცვლილია ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების წესიც.

 

 

ახალი ხიდი და გზა ქობულეთში

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ახლადარჩეულმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა შაშიკაძემ დღეს სოფელ აჭის შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს. 

 

მოვინახულეთ კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთი, რომელზეც 30 წლის განმავლობაში ტრაქტორსაც არ გაუვლია, ახლა კი 5 სანტიმეტრი სისქის ასფალტი დავაგეთ. მოსახლეობის მოთხოვნაა შიდა გზების კეთილმოწყობა და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე არის ქობულეთში სოფლები, სადაც ამ დრომდე გაზიფიცირება არ მომხდარა. უკვე მომავალ წელს დასრულდება რაიონის სრული გაზიფიცირება“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ აჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

 

ერთფენიანი ასფალტი 1400 მეტრ სიგრძეზე დაიგო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბონდი–2009“-მ აწარმოა. პროექტის საერთო ღირებულება   220 000 ლარს შეადგენს.

დღესვე არჩილ ხაბაძე და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა შაშიკაძე ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელი – კვირიკე–ჰესის ხიდის ექსპლუატაციაში გაშვებას დაესწრნენ.  ხიდი  ზამთრის უამინდობის დროს სტიქიის შედეგად დაზიანდა და ჩავარდა, ამიტომ საჭირო გახდა ახალის გაკეთება.

 

ახალი ხიდი 12 მეტრი სიგრძისაა, ხოლო სიგანე 8 მეტრია, რომლის  6 მეტრი ტრანსპორტის სავალი ნაწილია. პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ლარია. ხიდი ემსახურება რამდენიმე სოფლის მოსახლეობას და აკავშირებს მათ ბათუმი–ქობულეთის ცენტრალურ გზასთან.

 

        „ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყოველ კვირას იქნება შეხვედრები ადგილობრივებთან. ძალიან ბევრი პროექტია, საქმე გაკეთდება და როგორც დავპირდი მოსახლეობას ეტაპობრივად, ყველა კვირაში მოხდება ამ საქმეების ჩაბარება მოსახლეობაზე . ამ ხიდით 4 სოფელი სარგებლობს. ასევე აქ არის 2 პავიოლიონი და ქარხანა, რომელთან მისასვლელი გზა სწორედ ამ ხიდზე გადის. ძალიან დაეხმარება გადამზიდავ ტრანსპორტს ციტრუსის სეზონზე ნორმალურ გადაადგილებაში.“ – განაცხადა ქობულეთის ახლადარჩეულმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

შექმენი “ალტერნატიული ბათუმი“

 

„ეს იქნება ქალაქის არსებული ტურისტული რუკის ალტერნატივა.  სახელმძღვანელო მოიცავს ბათუმის საინტერესო ადგილებსა და ისტორიებს, ადამინებს თუ ღირსესანიშნაობებს. მაგალითად, მელკიმორე, საიდანაც დაიწყო ბათუმის განაშენიანება,  ის  რომ ბათუმის უნივერსიტეტის ადგილას იყო ციხე, სად  მდებარეობდა სტალინის მუზეუმი… ეს სახელმძღვანელო პირველ რიგში უნდა იყოს ბათუმელებისთვის, რადგან არის თაობა, რომელთაც არ იციან სად რა იყო ბათუმში, არის ხალხი, ვინც არ არის ნამყოფი ჭავჭავაძის ქუჩის იქეთ და რა თქმა უნდა ტურისტებისთვის, რომელთაც ცნობილი ტურისტული ადგილების გარდა ბათუმში სხვა ადგილების ნახვაც უნდათ“  –  ამბობს ლაშა ფალავანდიშვილი, პროექტის პიარმენეჯერი.

 

იგი ამბობს, რომ ამ პროექტისთვის საგანგებოდ მოიწვიეს უკრაინიდან კატია რადჩენკო, რომელსაც დამუშავებული აქვს ქალაქ ოდესის ალტერნატიული სახელმძღვანელო. იგი თავის გამოცდილებას გაუზიარებს სემინარების მონაწილეებს და მათთან ერთად იმუშავებს ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნაზე.

 

კითხვაზე, რატომ შეარჩიეს უკრაინელი ტრენერი პროექტისათვის, ლაშა პასუხობს, რომ კატია რადჩენკოს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პროექტის განხორციელებაში.

 

„იგი ძალიან ცნობილი არტისტია, აქვს დიდი გამოცდილება. მართალია, ბათუმი არ იცის, მაგრამ ბათუმი ვიცით ჩვენ, მან კი იცის როგორ უნდა გაკეთდეს მსგავსი პროექტი. ინფორმაცია ჩვენ უნდა მივაწოდოთ, მისი დახმარებით კი მივიღებთ რუკას,“ – პასუხობს ლაშა.

 

ვისთვის იქნება სემინარები საინტერესო? – ლაშა ამბობს, რომ პირველ რიგში სტუდენტებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის: „მაგალითად, სტუდენტებს, რომლებიც არიან დაინტერესებული არქიტექტურით, ურბანიზაციით, ქალაქის სოციალური ფონით, ეძლევათ საშუალება საკუთარი იდეებით კონკრეტული პროდუქტი შექმნან. ეს სახელმძღვანელო ტურისტული კომპანიებისთვისაც გამოყენებადი იქნება.“

 

 

სემინარებისათვის პროექტის ორგანიზატორებმა ოცამდე მონაწილე უნდა შეარჩიონ. მონაწილეობის მსურველებმა CV უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე: artspacebatumi@gmail.com ან idzneladze@gmail.com 5 აგვისტოს ჩათვლით. სემინარზე მონაწილეობის მსურველებმა სასურველია იცოდნენ რუსული ან ინგლისური ენა. სემინარები 14 – 17 აგვისტოს გაიმართება.

 

პროექტის ბიუჯეტი 2 ათასამდე ლარია.  

 

 

 

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი: გირაოს სახით 100 ათას ლარს გადავიხდი

 

დავით ხალვაში

ადვოკატ დავით ჯაფარიძეს ამის მიღწევა შემდეგი გარემოების გამო მიაჩნია შესაძლებლად: „მას შემდეგ, რაც ციხეებში ცემა და წამება შეწყდა, ბრალდებული დაბრუნდა საქართველოში… ციხის ადმინისტრაცია დაინტერესდა დავით ხალვაშით, ის პატიმრებს ავარჯიშებს და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან შეიძლება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობა დაიწყოს. ასევე ჰყავს 2 შვილი. იყო მაშველი და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“.

 

დავით ხალვაშზე ძებნა 2004 წელს გამოცხადდა. დავით ხალვაში „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წავიდა საქართველოდან. დავით ხალვაშს ბრალად ედება 

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა). დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. 

დავით ხალვაში საქართველოში წელს, მარტის დასაწყისში დაბრუნდა.

დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი

სარფის სასაზღვრო პუნქტში ნარკოტიკების აღმოჩენაზე პოლიციელები ძაღლებთან ერთად იმუშავებენ


“კინოლოგიური პროექტის მიზანია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საქართველოს შსს-ს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს”, – აცხადებენ შსს-ში.


შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, აღნიშნულ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს რვაკვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ სისტემას.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ოპერატიული დანაყოფი ნარკოტიკების აღმოჩენის საკითხებზე პერიოდულად სხვადასხვა გამტარ პუნქტებში იმუშავებს.


აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ექვსი წლის შემდეგ

 

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რაულ მჟავანაძის დედა ლილი მჟავანაძე და მეუღლე თეონა ივანაძე საფლავთან

 

 
ქალბატონო ლილი, აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. წლების შემდეგ როგორ აფასებთ დღეს ამ ომს?

რაც დრო გადის, უფრო მეტად მენატრება შვილი, მეტი გულისტკენაა. ამას ომი არ ერქვა, ეს შეცდომა იყო.

 როდის გაიგეთ რაულის დაღუპვის ამბავი?


  მოულოდნელი იყო ჯერ ის, რომ საქართველოში ომი დაიწყო. რვა აგვისტოს ტელევიზიით გადიოდა, რომ თითქოს საქართველომ გაიმარჯვა. მე მიკვირდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა, რადგან რაულს არაფერი უთქვამს ჩვენთვის ომის შესახებ. მაზლიშვილი მოვიდა და მითხრა ლილი ბიცოლა, თუ იცი, რაული რომ წინა ხაზზეაო… არაფერი ვიცოდი, ვუყურებდი ტელევიზორს და დაბნეული ვიყავი.
8 აგვისტოს, ათ საათზე, თეონა (რაულის ცოლი) ტელეფონით რომ დაელაპარაკა, ჰკითხა, დღეს თუ მოდიხარო. რაულს პარასკევ საღამოს ბათუმში ჩამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. დღეს ვერ მოვდივარ, სიტუაცია დაძაბულიაო – უთხრა თეონას. ვიფიქრე, დაძაბულ ვარჯიშს გულისხმობდა. მერე გაითიშა ტელეფონი და მას მერე ვეღარც დავუკავშირდით. ვერც მის მეგობრებს დავუკავშირდით. გულში როგორ გავივლებდი, რომ შვილი აღარ მყავდა.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ სწორედ რვა აგვისტოს დაღუპულა. სამეზობლოში ვიყავი გადასული, მინდოდა ვიღაცას რამე წამოსცდენოდა და სიმართლე ეთქვათ. მოგვიანებით იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ რაული დაჭრილი იყო.
ჩემი მეუღლე თხილს კრეფდა. მაზლი ჩავიდა და უთხრა, ასლან, მე მგონი რაულს ფეხი აქვს მოწყვეტილი და ბიჭები მის ჩამოსაყვანად არიან წასულიო. გააფრთხილეს, რომ ჩემთან არაფერი ეთქვათ. მე კი ვხვდებოდი უკვე, რომ რაულის დაღუპვას მიმალავდნენ.
11 აგვისტოს, გამთენიის ექვსი საათი იყო, როცა რაული სახლში მომისვენეს. ჩუმად ვიყავი, რადგან იმის დარდი მქონდა, თეონა სამი თვის ფეხმძიმედ იყო და ნერვიულობისგან მუცელი არ მოშლოდა. მახსოვს, რაულის წინასწარ როგორ უხაროდა შვილის გაჩენა. იგი ცხინვალში დაიღუპა, ასე ამბობენ, რვა დაჭრილი მეომარი გადაარჩინა, მეცხრეს უნდა მიშველებოდა, როცა ბომბს ემსხვერპლა.
წელიწადნახევრის მერე რაულის დაღუპვაზე დარდით ასლანი, ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა. ღამეებს სასაფლაოზე ათენებდა, დილით რომ წავიდოდა, საღამოს მიმწუხრზე დაბრუნდებოდა. მე რაც გადავიტანე, ღმერთმა ის სიზმარშიც არავის ანახოს.

 ქალბატონო ლილი, რატომ აირჩია რაულიმ ჯარისკაცობა და რამდენად მზად იყავით მისი არჩევანისთვის?

 

იარაღის მეშინია. მე არ მსურდა, რომ ჯარისკაცი ყოფილიყო. დედიკო აქ, სოფელში რა გავაკეთოო, სულ ამას იძახდა, აქ რომ მოვკვდე, ერთ კვირას გემახსოვრებით და მერე ყველა დამივიწყებთ, სახელმწიფო სამსახურში კი კაცი რომ კვდება, იმას არ ივიწყებენო. კრწანისის სამხედრო ბაზაზე იყო, სანამ თბილისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადავიდოდა. პირველად ფორმით რომ დაბრუნდა, ასე თქვა, დედიკო ეს ფორმა თუ იცი რას ნიშნავსო?! კაცი რომ სახელმწიფო ფორმას ჩაიცვამ, ის უკვე ოჯახს და დედას არ ეკუთვნისო. ეს შენც უნდა იცოდე, მეც უნდა ვიცოდე და ყველა იმ ოჯახმა, ვის შვილსაც სამხედრო ფორმა აცვიაო.

 

მისი სამხედრო საქმიანობა სავალდებულო სამხედრო სწავლებიდან დაიწყო ბათუმში, სადაც ორი წელი იმყოფებოდა. ამის მერე შეუყვარდა სამხედრო სამსახური. ოჯახს არ გვსურდა, რომ წასულიყო, ფულიც არ მივეცით. სამხედრო სავალდებულო სწავლების შემდეგ ფოთში საზღვაო აკადემია დაამთავრა, მაგრამ მაინც სამხედრო სამსახური აირჩია. ამბობდა, საქართველოს გაერთიანებამდე ვიქნები სამხედრო სამსახურშიო.

 

ოთხი ბიჭი მყავს. რაული მესამე შვილი იყო. სულ უმცროსი, გოგიტაც, სამხედრო პირი გახდა. ორი კვირის გასვენებული იყო რაული, რომ თბილისში გამეპარა, წასვლამდე კი თქვა, ვაზიანში უნდა ჩავიდე და უნდა ვცადო, იქნებ რაულის ადგილას მიმიღონო, მაგრამ ოფიცერმა და რაულის ძველმა მეგობრებმა არ მიიღეს, ერთ ოჯახში ერთი მსხვერპლი საკმარისიაო – უთხრეს. გოგიტას რაულის გარდაცვალებამდე არც უფიქრია სამხედრო დანაყოფში წასვლა. როცა აიჩემა, რაულის ადგილას უნდა წავიდეო, ვერც კი ვუთხარი და ვერც –  არა. ჩემს ასაკს თავი რომ დავანებოთ, 64 წლისა ვარ, იარაღს დავიკავებდი და საქართველოს გვერდში დავდგებოდი. როცა საქართველოს დახმარება სჭირდება, ყველა უნდა დადგეს მის გვერდით.

 

  რა მიზნები ჰქონდა რაულს?


 8 ივლისს 35 წელი შეუსრულდა იმ წელს და ოთხი წელი სრულდებოდა, რაც ვაზიანში იმყოფებოდა. რვაწლიან კონტრაქტზე აპირებდა ხელის მოწერას მეორეჯერ, ერაყში წასასვლელად. პირველად შვიდი თვით წავიდა და 2007 წლის 12 აპრილს დაბრუნდა. 2008 წლის ოქტომბერში წავიდოდა კიდევ, ეს ომი რომ არ მომხდარიყო.

 სახელმწიფო თუ გეხმარებათ?

 

 აფხაზეთის ომში რომ დაიღუპნენ და იმათი ხსენება არაა, იმათთან შედარებით ჩვენ ხშირად გვიხსენებენ. ომის წლის თავზე, დედის დღეზე… თბილისში ოთახნახევრიანი ბინა გადასცეს რაულის შვილს, ნინოს. ასე გადასცეს ყველა დაღუპული მეომრის ოჯახს. გაყიდვაც შეიძლება და გაჩუქებაც, რადგან ამჟამად არ ვსარგებლობთ ბინით, მაგრამ ის ნინოს საკუთრებაა და როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს.

 რას ფიქრობთ დღეს, ნანობთ რომ რაული ჯარისკაცი იყო?

 

 ვნანობ, რომ დაიღუპა. იმას არ ვნანობ, ქვეყნის სახელისთვის რომ იბრძოდა. პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხოთ რაულის ვინაობა, ის გეტყვით ვინ იყო. მე ამით ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ქართველი გმირის სახელი დატოვა. დედის გული კი არ მორჩება. როცა ვიცინი, სისხლის წვეთები გულზე მეცემა. ცოცხალი ადამიანი ასე ყოფილა, დაულაპარაკებელი, გაუცინებელი ვერ დარჩება.

 

მურატ ილდიმირი „ინტურისტში“ საქველმოქმედო ვახშამს მართავს

 

 

მურატ ილდიმირის პრესკონფერენცია

 

 

„მიხარია რომ ამ საქმეს ასეთი შედეგი აქვს და თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ბავშვების დახმარებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება შეხვედრები ამ საქმეზე და  ამ პროექტსაც წარმატებით დავასრულებთ. აგვისტოში იუნესკოს ბავშვებისთვის დასახმარებლად ათენში უნდა ჩავიდეთ. ვფიქრობ რაც უფრო მეტი იქნება აქტიურობა, მით მეტი ადამიანი  ჩაერთვება ქველმოქმედებაში“- განაცხადა მსახიობმა.

 

 

დიმიტრი ცინცაძის ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, მურატ ილდიმირის პირველი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოში:

 

 

„როგორც ჩანს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნახვა და მათთან  შეხება  იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ამ ბავშვების დასახმარებლად საქართველოში ჩამოსვლა. ამჯერად მისი ვიზიტის მთავარი მიზანი არის კლიპს უკავშირდება, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი  გიორგი ოვაშვილი უსასყიდლოდ, ქველმოქმედების მიზნით აკეთებს“.

 

 

საქველმოქმედო ვახშამი სასტუმრო „ინტურისტში“ იმართება. ვახშამის ღირებულება ერთ კაცზე 160 ლარს შეადგენს. 

 

 

 

 

კონცერტი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად

 

 

ენვერ იზმაილოვი

 

 

„კონცერტს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“ კურირებს, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს როგორც ინფორმაციულად, ასევე ფინანსურად ეხმარება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ საქველმოქმედო ფონდის „ევროპა დონა ჯორჯიას“ აჭარის კოორდინატორი მამოლოგი თემურ გოგიტიძე. 

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია დაარსების დღიდან მუშაობს საქართველოში ამ სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ჩვენი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს ამ საზარელი დაავადების პრევენცია“, – ამბობს ის.

 

მამოლოგის თქმით, ორგანიზაციის მიზანი მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

 

„ამიტომ შევქმენით სპეციალური ფონდი, რომელშიც აკუმულირდება თანხები იმ პაციენტთათვის, რომელთა მკურნალობა განსაკუთრებულად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ან თავიანთი ფინანსები არ გააჩნიათ ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის“.  

 

საქველმოქმედო  ფონდი ევროპაში 2006 წლიდან არსებობს, აჭარაში ფონდის ხელშეწყობით პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება. 

 

ცნობილი გიტარისტი კონცერტზე თავის შვილთან, ლენიე იზმაილოვასთან ერთად დაუკრავს. კონცერტში ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

 ბილეთებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის  ნომერზე:    568 000 600

 

 

ბათუმის მერი საკადრო ცვლილებებზე

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

 

თუმცა კონკრეტულად რომელ სამხახურებში დაბრუნდებიან ყოფილი ხელმძღვანელები, ქალაქის მერი არ აკონკრეტებს.

 

საუბარი შეეხო ვიცე-მერების ვაკანტურ თანამდებობასაც, მერის თქმით, ვიცე-მერებს ის ზეგ, ექვს აგვისტოს დაასახელებს.

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, იგეგმება რესტრუქტურიზაციაც. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამების ანგარიშს წარმოადგენს

 

 

 

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა პროგრამა წარმატებით განხორციელდა.

 

პროგრამების ფარგლებში შესყიდული იქნა 360 ერთეული მრავალფუნქციური მოტობლოკი, რომელიც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაურიგდა თანადაფიანასების პრინციპით.

 

სამინისტრომ პროგრამის ,,მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში, ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს გადასცა ხეხილის (ხურმის 3500, მოცვის,7000, კაკლის, 4000 და კივის 2000) ნერგი.

 

ადგილობრივი საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაურიგდათ 250 ერთეული მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქცია.

 

მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით, შემოტანილი იქნა 964 ცალი თანამედროვე ტიპის პოლისტიროლის მასალისაგან დამზადებული ორსართულიანი დადანბლანტის სკა და 30 ცალი თაფლის საწური მოწყობილობა (ციბრუტი).

 

ნიადაგის კვლევების შედეგად გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე საჭირო გახდა ნიადაგების ქიმიური მელიორაციის ღონისძიების ჩატარება. სამინისტრომ ამ ღონისძიების განსახორციელებლად რეგიონში შემოიტანა 8000 ტონა დეფეკაციური ტალახი. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და აამაღლებს შეტანილი მინერალური სასუქების ეფექტს.

 

მიმდინარე წელს იგეგმება რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება შემდგომი განვითარებისათვის. კერძოდ, შერჩეულ კოოპერატივებში მოხდება სამრეწველო ბაღების გაშენება, მანდარინის ნაყოფის მობილური დამკალიბრებელი დანადგარების და თხილის მობილური გამრჩევი დანადგარის შესყიდვა რომლებიც გადაეცემათ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს.

 

ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრისა და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოები.

პასუხი პრემიერ-მინისტრს

 

 

თამაზ ბაკურიძე

 

 

„ეს მისასალმებელია, თუმცა შევახსებენ პრემიერს რომ  რეალობა სხვაა და დღემდე დაზარალებულთა მხოლოდ  ათი პროცენტის კომპენსირება მოხდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ათი პროცენტიდან რამდენიმეს უკვე სთხოვენ თანხის უკან დაბრუნებას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული“.

 

 

 

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე მომუშავე კომპანია და სახელმწიფო ერთდროულად სარგებლობენ გლეხების უმწეო მდგომარეობით და ძალიან დაბალი ფასით ხდება, მათი მიწების კომპენსირება.

 

 

„ბევრმა ოჯახმა ვერ მოასწრო მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ამ მიწებს სახელმწიფო იფორმებს , რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. ეს პრობლემა არ არის მოგვარებული ხულოს მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურში. ხულოს სოფლებში – წაბლანა, კვატიასა და ღურტას დასახლებაში, ხელვაჩაურში კი, აჭარისწყლის ხეობაში, მარადიდსა და კირნათში. სახელმწიფო არ ცდილობს აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა თავზე და შეაბამისად, კომპანია ცდილობს  რომ მოსახლეობის სასარგებლოდ მინიმალური დანახარჯი გაწიოს“.

 

 

დღესდღეობით, ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში 34-მდე პირის საქმე სასამართლოშია გადაცემული მიწების უკანონოდ, თაღლითურად მითვისების ბრალდებით.  გლეხები არ ეთანხმებიან პროკურატურის ბრალს და სასამარლოსგან კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას ელოდებიან.  ბრალდებული გლეხების საქმეზე სასამართლო სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი გადაიდო.

 

 

 

მედეა ვასაძის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

 

მედეა ვასაძე

 

 

„წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შემიძია ვთქვა, რომ არ იყო ჯაჭვი, შესაბამისად ვერ დავაკავშირეთ ფიზიკური ზიანი მორალურთან“ – განაცხადა მიქაბერიძემ.

 

 

მოსამართლის თქმით, ტელევიზიებში გასული სიუჟეტები, სადაც მედეა ვასაძე დოდო დიასამიძეს ფსიქოლოგიურად არასტაბილურს უწოდებს, შეფასებითი ნაწილია და არ შეიძება ჩაითვალოს პატივისა და ღირსების შელახვად.

 

 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე დოდო დიასამიძის მტკიცებით,  დეპუტატმა მედეა ვასაძემ მას უმაღლეს საბჭოს შენობაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

 

 

დოდო დიასამიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
 

არჩეული მერი გაზრდილი უფლებამოსილებით და საკადრო ცვლილებებით

 

 

გიორგი ერმაკოვი

 

 

„წინასწარ ვერ გავამხელ დეტალებს, ყველაფერი მოხდება კანონიერად, ორშაბათს გაიგებთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ერმაკოვმა სატელეფონო საუბარში.   

 

 

თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად გიორგი ერმაკოვი, როგორც არჩეული მერი მის წინამორბედთან შედარებით გაზრდილი უფლებამოსილებით ისარგებლებს.

 

 

მერის უფლებამოსილება იქნება მუნიციპალური „შპს“- ებისა და აიპების დაფუძნება; გარერეკლამის, მშენებლობისა და გარევაჭრობის ნებართვების გაცემა, ხელშეკრულებების გაფორმება მუნიციპალიტეტებთან და სხვა მსგავსი საკითხები.

 

 

იცვლება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურაც. ახალი კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მერიას ბიუჯეტს დაუწუნებს და დაწუნებულ საფინანსო დოკუმენტს შენიშვნებით დაუბრუნებს უკან, ხოლო მერია შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, საკრებულოს აქვს უფლება საკრებულოს ერთი მესამედის მიერ ინიცირებული ბიუჯეტი დაამტკიცოს. ოღონდ ამ შემთხვევაში დოკუმენტის დასამტკიცებლად საკრებულოს უფრო მეტი საკრებულოს წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. „სამი მეოთხედი მაინც“, – განმარტავს საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე. ამის შემდეგ კი მერია იძულებული იქნება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით იხელმძღვანელოს.

 

ახალი კოდექსით შეცვლილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების წესიც. ადერე საკრებულო მხოლოდ საპრივატიზებო ნუსხას ამტკიცებდა, პრივატიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარება კი მერიის კომპეტენცია იყო. ამჯერად საკრებულო საპრივატიზებო გეგმაზეც იმსჯელებს.

 

საკრებულო დაამტკიცებს როგორც საკრებულოს აპარატის, ასევე მერიის საშტატო ნუსხას.

საქველმოქმედო გალა კონცერტი ბათუმში

 

ღონისძიებაში მონაწილეობენ უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა”, ფოლკლორული ანსამბლი “ათძალი”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “კოლხეთი”, ლაზური სიმღერების შემსრულებელი გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი”Shurimshine”, ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის ანსამბლი “ფერისცვალება” და ფოლკ-ბენდი “მარეთი”.

 

გარდა ამისა 10 აგვისტოს, 14 საათზე სასტუმრო რედისონში მოეწყობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ მხატვართა შემოწირული ფერწერული ტილოები. 17 აგვისტომდე გაგრძელდება.

შუამთობაზე საქართველოს პრემიერმა ჰესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

 

 

“ვიცი, რომ გაწუხებთ ჰესების მშენებლობის საკითხი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ყველა დეტალს შევისწავლით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ისე, რომ არც ერთ ოჯახს არ მიადგეს ზიანი. გპირდებით, ყველა ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, რომლის ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული” – თქვა მან.

 

პრემიერის თქმით მათი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონია – „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემოდგომას მივიღებთ მთის კანონს, ვინაიდან ეს არის მართლაც გადაუდებელი საქმე მთის და მთელი ქვეყნის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მთაში ცხოვრობთ“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გარდა ამისა პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მთიანი აჭარის არც ერთ სოფელს მისასვლელი გზის პრობლემა აღარ ექნება. “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს ელექტრო ენერგია და უშუქოდ არ დარჩეს არც ერთი სოფელი”.

 

შუამთობაზე პრემიერმა ახალი კურორტის „გოდერძის“ შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ზამთრის სეზონზე გაიხსნება ახალი კურორტი, სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება.

 

 

შუამთობა ჩირუხში

შუამთობაზე კულტურული და სპორტული სახის ღონისძიებები გაიმართა, რომლებშიც შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდა.

უჩამბის, ზამლეთის, ოლადაურის, გოგინიაურის, შუბნის, ჭვანის, ბარათაულის და წყალსაყრის შემოქმედებითი და მხატვრული კოლექტივები სადღსასწაულო-საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ დანარჩენი 14 მთის მოიალაღეების და მოწვეული სტუმრების წინაშე.

სპორტული სანახაობა „მარულა“ მოაწყეს ხულოელმა და შუახეველმა ცხენოსანმა მხედრებმა.


 

 შუამთობის ზეიმს უცხოელ ტურისტებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის 5 მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებლები, უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტურიზმი, ნაგავი და ჯარიმები

 

 

„ეს ალბათ კულტურის და აღზრდის საკითხია, წესით არ უნდა სჭირდებოდეს ჯარიმით შეშინება ადამიანს იმისათვის, რომ ნაგავი არ დაყაროს ნებისმიერ ადგილას, შეუძლია ორი ნაბიჯი გაიაროს და ურნაში ჩააგდოს“, – ამბობს ბათუმელი ნინო დვალი და იმასაც დასძენს, რომ თავადაც არაერთხელ შესწრებია ასეთ ფაქტს, მაგრამ შენიშვნა მოქალაქისათვის, რომელიც ნაგავს ქუჩაში ან პარკში აგდებდა, არ მიუცია. „ხან არ მცალია, ხან კიდევ კონფლიქტურ სიტუაციას ვარიდებ თავს“, – ამბობს ის.

 

ზაფხულში ბათუმის სანაპირო დამსვენებლების საყვარელი ადგილია. ზღვის ნაპირას საზამთროს ქერქებს, შეჭმული სიმინდის ტაროებს, სიგარეტის ნამწვავებს, ცელოფნის პარკებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგავს არც თუ იშვიათად შეხვდებით.

 

„წელს გვქონდა შემთხვევები, როცა სამშენებლო დანაგვიანებაზე გამოვწერეთ ჯარიმები. თუკი მშენებლობისას სამშენებლო ნარჩენები ხვდება ისეთ პერიმეტრზე, სადაც ადამიანები მოძრაობენ, ათასი ლარით განისაზღვრება ჯარიმა. გვაქვს შემთხვევები, როცა ინდივიდუალურად ვაჯარიმებთ, სიგარეტის, მზესუმზირის, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა ნივთებით დანაგვიანებისას. ჯარიმა 50 ლარია. საკმაო რაოდენობის ჯარიმებია. ხდება ისეც, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ან ტურისტები თითონ ასუფთავებენ პერიმეტრს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის, რომ ტურისტი დავაჯარიმოთ. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია სისუფთავე შენარჩუნდეს“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

მისი თქმით, ბულვარში სისუფთავეს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. „შვიდი კონტროლიორი მთლიან პერიმეტრზეა გადანაწილებული და მოძრაობენ. პარალელურად მათ ეხმარება დაცვის სამსახური. თუ მოქალაქემ წინააღმდეგობა გაგვიწია, პირადობის ნომერს არ იძლევიან ხშირ შემთხვევაში, ამ დროს დაცვის პოლიციას გადაყავს პიროვნება განყოფილებაში, სადაც დგინდება პირადი ნომერი და აჯარიმებენ“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი.

 

რა მონაკვეთებში ანაგვიანებენ ბულვარს ყველაზე ხშირად? გურამ ჩიქოვანი ამბობს, რომ საღამოს ზღვის ნაპირი არ არის განათებული და, შესაბამისად, ძალიან რთულად კონტროლდება: „ღამით სანაპიროზე გადადიან ნასვამი ადამიანები, გადააქვთ ლუდი, შემდეგ ტოვებენ ნაპირზე, ყოველ დილით ვასუფთავებთ, სპეცმანქანა ვერ მიდის, მხოლოდ ადამიანური რესურსია საჭირო, რომ პერიმეტრი დასუფთავდეს. ვისაც იჯარით აქვს აღებული ტერიტორია, მათ აქვთ ვალდებულებაც, რომ ტერიტორია დაასუფთავონ.“

 

მისი თქმით, ბულვარს, ძირითადად, ახალგაზრდები და ასაკოვანი ქალები ანაგვიანებენ, ეს უკანასკნელნი ძირითადად მზესუმზირის ნარჩენებით.
თუმცა ბულვარის ადმინსიტრაციის მხრიდან ჯარიმის გამოწერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოქალაქე დაჯარიმებულია. საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს და სწორედ იქ წყდება, ეკისრება თუ არა ჯარიმა მოქალაქეს ქუჩის ან პარკის დანაგვიანებისთვის.

 

გურამ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ჯარიმების სისტემა საკმაოდ ეფეტურად მუშაობს. „ხალხმა იცის, რომ დაჯარიმდებიან, შესაბამისად, სისუფთავეც იზრდება. ყველა ღონისძიება, იგივე ჯარიმები, ინფორმაციული შეხვედრები, გაფრთხილებები, პარალელურად და დოზირებულად უნდა გატარდეს. სულ მოვუწდოებთ ხალხს, რომ შენიარჩუნონ სისუფთავე, რადგან ეს ახდენს გავლენას ტურიზმზე და, შესაბამისად, ყველა ადგილობრივზე შემოსავლის თვალსაზრისით.“

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა მხოლოდ ბულვარში, პარკებსა და ქალაქის ქუჩებში, არამედ ველურ ბუნებაშიც გვხვდება, მათ შორის ტყეებსა და დაცულ ტერიოტირებზე. „ეს არის შოკი ჩემთვის, იყო ველურ ბუნებაში, უნიკალურ ბუნებაში და ირგვლივ ხედავდე ნაგავს,“ – უთხრა გრიგორ ვოლფმა, გერმანელმა ტურისტმა გასულ წელს „ბათუმელების“ ვებგვერდის, ნეტგაზეთის კორესპოდენტს. გერმანელი ტურისტი სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა სამოგზაუროდ.

 

მტირალას დაცული ტერიტორია აჭარაში ეკოტურისტების საყვარელი ადგილია. დავით ხომერიკი, მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, რომ მათ ტურისტები გარემოს დანაგვიანებისთვის ჯერ არ დაუჯარიმებიათ, რადგან მდგომარეობა შეიცვალა და დანაგვიანების შემთხვევები იშვიათია.
„ის კულტურა, რომ არ უნდა დაანაგვიანო ბუნება, ძლიერდება ხალხში და არ გვქონია დაბინძურების გამო დაჯარიმების შემთხვევა. ეს კარგია. თუმცა მაინც ხდება ისეთი რაღაც, რომ მანქანიდან ვიღაც ბოთლს გადააგდებს, ქაღალდს ან ცელოფანს… ჩვენი რეინჯერები ყოველდღურად პატრულირებენ და ასეთ შემთხვევებს აკონტროლებენ. ჩვენს ფუნქციაში შედის, რომ ბილკები იყოს მოწესრიგებული. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, სულ უფრო ნაკლებია ასეთი შემთხვევები“, – ამბობს დავით ხომერიკი.

 

თავის მხრივ მოქალაქეებსაც აქვთ შენიშვნები ქალაქში და ტურისტულ ადგილებში ურნების სიმცირესთან დაკავშირებით. დავით ხომერიკი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ: „მტირალაზე, სადაც კი არის საპიკნიკე ადგლები, რეინჯერთა საგუშაგო თუ ვიზიტორთა ცენტრი, არის ცელოფნის პარკები, მორიგე თანამშორმელი აწვდის პარკს ტურისტებს. სასურველია ურნის დადგმა, მაგრამ პლასტმასის ურნის დადგმა ბუნებაში არაესთეტურია, დონორ ორგანზიაციას ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ და ისეთი ურნები გვქონდეს, რაც ბუნებასთან იქნება ასოცირებული, არ გვინდა პლასტმასის ურნები იყოს.“

 

ქეთი ახვლედიანი სტუდენტია. იგი ამბობს, რომ ბევრს არ მოგზაურობს, თუმცა იმის დასანახად, თუ როგორ ანაგვიანებენ სკვერებს თუ ბუნებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მისი გამოცდილებაც საკმარისია. ქეთი ასეთ ფაქტს იხსენებს: „ორი თვის წინ ვიყავი შაორის ტბაზე, რაჭაში. ჭამეს, სვეს და ყველაფერი იქ დაყარეს. ერთი ამერიკელი იყო იქვე, რომელსაც არავისთის არ უკითხავს, არც შენიშვნა მიუცია, დიდი პარკი აიღო და მთელი ნაგავი მოაგროვა. არასოდეს მინახავს, ასეთ სიტუაციაში თუნდაც დაცვას შენიშნვა მიეცა ვინმესთვის“.

 

ქობულეთში სმენადაქვეითებულთა ფესტივალი მიმდინარეობს

 


ფესტივალი პირველ აგვისტოს, საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ქართული ცეკვების პოპურით გამოვიდა. ფესტივალის გახსნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

 

ფესტივალი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყრუთა კავშირების ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და იგი 7 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული აქტივობები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს, ცენტრალური პარკის ამფითეატრში გალა კონცერტი გაიმართება.

 

 

„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

GE DIGITAL CAMERA

ისრაფილ ქორიძე შვილთაშვილთან ერთად

მამამ ჯერ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ორი წელი კი შახტაში იმუშავა. ორდენებით დაბრუნდა სახლშიო,  – გვიყვება ისრაფილ ქორიძე, თუმცა მძიმე დღეებს გამოვლილი მაინც არ დაინდეს და ომიდან დაბრუნების შემდეგ, ორ წელიწადში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს.
„მე, ჩემი ორი ძმა და მშობლები გადაგვასახლეს. ვიხრჩობოდით, ვაგონებში ისეთი მდგომარეობა იყო. ვერ გადმოგცემთ, ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც იქ გადავიტანეთ. თავზე ავტომატიანი ჯარისკაცები გვადგნენ.

ეს ნამდვილი წამება იყო. არავინ დაინდეს, ქალი და კაცი, ჩვილი და მოზარდი, ყველა ერთად შეყარეს საწამებლად. ვაგონებიდან გემზე გადაგვიყვანეს და ტომსკში წაგვიყვანეს. ერთი სიკეთე ის იყო, რომ ჰაერს ვსუნთქავდით მაინც. გემიდან ბევრი შეეცადა გაქცევას, წყალში ხტებოდნენ ადამიანები. აღარ მახსოვს დაიღუპა თუ არა ვინმე მდინარეში, მე მგონი ყველა ამოიყვანეს. სოფელი, სადაც ჩაგვასახლეს, თავდაპირველად ცარიელი დაგვხვდა. იქაურებისთვის უთქვამთ, კაციჭამიები მოჰყავთო და გაქცეულან, მერე ნელ-ნელა დაბრუნდა ხალხი სოფელში“.

ისრაფილ ქორიძე იხსენებს, თუ როგორ შეასახლეს ათობით ოჯახი პურის საშრობებში და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.

„სახლიდან ორი კილო ფქვილიც კი არ წამოგვაღებინეს. ტანზე რაც გვეცვა, ის იყო ჩვენი ქონება. ზაფხულში გადაგვასახლეს, ისეთი კოღოები იყო, შეუძლებელი იყო გაძლება. ცეცხლს ვანთებდით, რადგან კვამლზე გარბოდნენ. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი და უმძიმესი ცხოვრება.

11 წლიდან ფიზიკურად ვმუშაობდი ხე-ტყეზე. დღეში 15 კაპიკს გვიხდიდნენ და როგორ გვეყოფოდა. ერთ საღამოს გემი ჩამოდგა და მთელი ღამე მარტომ ვიმუშავე, 25 ტონა შაქარი გადმოვტვირთე. 260 მანეთი გადამიხადეს. მამაჩემი ორი დღე მეხუტებოდა სიხარულით, ამდენი ფული რომ მივიტანე სახლში. ფიზიკურად შრომობდა ყველა, დედაჩემი, რომელიც დაბადებით ყრუ-მუნჯი იყო, მთელი დღე თოფებისთვის საკონდახე მასალებს ამზადებდა. ვშრომობდით ბავშვებიც… ერთადერთი, რაც კარგად მოდიოდა, კარტოფილი იყო. ეს იყო ჩვენი პური და სხვა საკვებიც. ჩვენს სოფელში ნათესავებმა ძროხა გაყიდეს და იმ გამოგზავნილი ფულით მამამ პატარა ხის სახლი იყიდა“.

ისრაფილ ქორიძეს სკოლაში არ უვლია, რადგან, როგორც გვეუბნება, არც ფეხსაცმელი ჰქონდა და არც შესაფერისი ტანსაცმელი: „60 გრადუსს აღწევდა ციმბირში ყინვა, 30 გრადუსამდე რომ დაიწევდა, ასე გვეგონა, რომ დათბა. 45 გრადუსში გარეთ გასვლის უფლება აღარ გვქონდა. აბა როგორ უნდა მევლო სკოლაში“.

განათლების მიღება ვერც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეძლო, –  „ცხრა წელი გადასახლებაში ვიყავით. სტალინი რომ გარდაიცვალა, მეორე წელს მოგვცეს დაბრუნების უფლება. უკან დასაბრუნებელი ფული სოფლიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენს სახლში მახარაძეების ოჯახი იყო შესახლებული. არ უნდოდათ ჩვენი კარ-მიდამოს დატოვება, ბოლოს მამაჩემმა შეკრიბა ახლობლები და თათბირი გამართა. ფულს სთავაზობდა, რომ ჩვენი სახლი დაეტოვებინათ. არ ვიცი აიღეს თუ არა ფული, მაგრამ სახლი დაგვიბრუნეს, რომელიც ფაქტობრივად თავიდან იყო ასაშენებელი. არც ერთი ნივთი ადგილზე არ დაგვხვედრია. ისევ მძიმე, ფიზიკური შრომა დავიწყე. ბოლოს ხელოსანი გავხდი, 150-მდე სახლი მექნება აგებული. მთელი ცხოვრება შრომა-გარჯაში ვარ. ახლაც ვმუშაობ, თუმცა ფეხები მტკივა უკვე“.

ისრაფილ ქორიძემ არ იცის, რისთვის გადაასახლეს. „ალბათ ვერ იტანდნენ ადამიანები ერთმანეთს“, – ასკვნის ბოლოს.
როგორ ფიქრობთ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ რატომ დაგაბრუნეს? – ამ კითხვაზე ასე პასუხობს `ვერ გეტყვით, მისი ბრალი იყო თუ ბერიას… მე მასთან (ბერიასთან) ფოტოც მქონდა გადაღებული. ჩვენს სოფელში ფილმს იღებდნენ და მაშინ იყო აქ ამოსული. იქედან მახსოვს, ფორთოხლის ხეზე რომ შემომსვა“.

ბერიასთან შეხვედრა მისთვის აღარ არის სასიამოვნო მოგონება: „არ ვიცი რა ფილმს იღებდნენ, არც ის ფილმი მინახია და არც ის ფოტო. ეჰ, ასეთ დღეში კი ჩაგვყარეს… ეს ეკუთვნოდა ორდენებით დაბრუნებულ მამაჩემს?!“

მოყვარულებს შორის შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

მიმდინარეობს ბოლო შეხვედრა და დღეს საღამოს გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მედლებს, თასებსა და დიპლომებს გადასცემს.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და საინიციატივო ჯგუფ „ბათუმი 2014“-ის ეგიდით ტარდება.

ხელნაკეთი გემების მოდელიორები

გემთსამოდელო წრე ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 70 წელზე მეტია არსებობს. წრის ხელმძღვანელი, ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ბევრი საბავშვო დაწესებულება არსებობდა, სადაც სხვადასხვა ტექნიკური წრე ფუნქციონირებდა, შემდეგ ეს წრეები გაერთიანდა და უკვე 12 წელია ყველა მათგანი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშია განთავსებული.

გემთსამოდელო წრეში სკოლის ასაკის დაახლოებით 30 ბიჭი დადის და იმის გამო, რომ ამ წრეს საქართველოში ანალოგი არ აქვს, მათ არც მეტოქე გუნდი ჰყავთ და მხოლოდ ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამბობენ, რომ ჰქონდათ მცდელობა ფოთში გაეხსნათ ანალოგიური წრე, იახტების ნახაზებიც კი გააგზავნეს საამისოდ, თუმცა იქედან პასუხი აღარ მიუღიათ: “თბილისსა და ქუთაისში მხოლოდ ავიატორების წრეები ფუნქციონირებს, გემების დამზადება კი ცოტა სხვა რამაა, ალბათ ზღვასთან სიახოლოვეს მოითხოვს”, – ამბობს ზურაბი.

გემთსამოდელო წრეში ორ წლის მანძილზე ბიჭები ხის დამუშავებას, დეტალების გამოჩარხვას, შეწებებას, ელექტრობის მარტივ წესებს, ნახაზების შექმნასა და მათ წაკითხვას სწავლობენ. მათ მიერ გაკეთებული ყველა გემი, რომელიც სასტენდო ანუ დასათვალიერებელი არ არის, მოქმედია და ერთ ჯერზე, წყალში რამდენიმე ათეული მეტრის გავლა შეუძლია. 13 წლის სურენ ჩილიჯიანი ამბობს, რომ ინტერესი ტექნიკური წრეებისადმი ბაბუასგან გაუჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ავტოსამოდელო განხრით: `ექვსი წელია თვითმფრინავებს ვაკეთებ, ახლა რამდენიმე თვეა გემთსამოდელო წრეშიც დავიწყე სიარული”.

12 წლის ალექსანდრე ცეცხლაძე ერთი წელია, რაც გემთსამოდელო წრის წევრია. წრის შესახებ ზურა მასწავლებლისგან გაიგო, რომელიც მათ სკოლაში ასევე გეოგრაფიას ასწავლიდა. “ძალიან მიხარია ამ საქმის კეთება, როცა გარეთ გემით გავდივარ, ყველა ყურადღებას მაქცევს, ყველას ძალიან მოსწონს და ეს ძალიან სასიამოვნოა. რაც შეიძლება მეტ ხანს მინდა გემების კეთება, მერე კი მეზღვაური გავხდები”, – ამბობს ის.

11 წლის გიორგი გედევანიძეს უკვე ხუთი გემი აქვს გაკეთებული: “ჩემი გემებიდან ყველაზე მეტად ჯავშნიანი კატარღა მომწონს, ამერიკული, სამხედრო გემია. გემები სულ მაინტერესებდა, მამაჩემსაც ჰყავს გემი, ბუქსირი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. დიდ ლაინერებს პატარა ადგილის გამო უჭირთ ჩვენთან შემობრუნება და ამაში მათ ბუქსირი ეხმარება”, – ამბობს გიორგი.

ბიჭები ამბობენ, რომ ყველაზე სასიამოვნო მათ საქმიანობაში ბოლო ეტაპია – მომენტი, როცა გემი ზღვაში ჩადის. “ყველაზე რთული დასაწყისია, როცა ხიდან ტეხ ფორმას, მაგრამ ბოლოს, როცა გემს წყალში ჩაუშვებ და მიდის, ყველაზე დიდი სიხარულია”, – ამბობს სურენი.

გემების ნახაზებს ინტერნეტში ან ჟურნალ “არსენალში” პოულობენ, მაგრამ ბიჭების თქმით, არის გემები, რომელთა ნახაზებიც გასაიდუმლოებულია, ასეთ გემებს ზოგიერთი მათგანი ორიგინალიდან თავისი ხელით იხაზავს.

მას შემდეგ, რაც გემების აწყობა სრულდება, საჭირო ხდება მათი შემოწმება, რისთვისაც გასაშვები ანუ საწვრთნელი აუზია საჭირო. იმის გამო, რომ აუზის გაკეთება დამატებით ფართობთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბიჭები გემებს “მორვაგზალში”, ჭაჭის თაუერის ერთ-ერთ, შედარებით სუფთა აუზში ტესტავენ ან პირდაპირ ზღვაში უშვებენ.

შეჯიბრებებს ნურიგელის ტბაზე აწყობენ, რომელიც ბოლო დროს ხავსით იფარება, რაც გემების სვლას უშლის ხელს. “ხავსი ფრანს შემოეხვევა ხოლმე და გემი შუა ტბაში ჩერდება, ჩვენ კიდევ შუა ტბიდან გემის ამოსაღებად ნავით ჩასვლა გვიწევს და ეს ძალიან გვაფერხებს”, – ამბობს წრის ხელმძღვანელი.

სულ მალე ბიჭები რადიომართვადი გემების დამზადებას აპირებენ, რისთვისაც წელს ჩინეთიდან ელოდებიან საჭირო დეტალებს. ზურაბ ქარცივაძე ამბობს, რომ რადიომართვად გემს მეტი ფუნქცია აქვს, მიმართულებების შეცვლის გარდა მას შეუძლია სხვა მოძრავი ელემენტები გაააქტიუროს, მაგალითად, იარაღის შემობრუნება, გემზე მოთავსებული ვერტმფრენის წამოწევა და ასე შემდეგ. ამიტომაც სულ მალე ბიჭების შრომა ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი იქნება.

გემთსამოდელო წრე უფასოა. ამ წრეში გაერთიანება სკოლის ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის გოგონებსაც, შეუძლია.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ბათუმში მურატ ილდიმირი ჩამოდის

 

 

 

იმავე დღეს, 19.00 საათზე სასტუმროში „შერატონში“ გაიმართება პრესკონფერენცია, მოგვიანებით კი სასტუმროში “ინტურისტში” საქველმოქმედო ვახშამი მოეწყობა, საიდანაც შესული თანხა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ანგარიშზე ჩაირიცხება.

 

ფონდის ხელმძღვანელის კახა ჯანაშვილის თქმით, მურატ ილდიმირი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილის კლიპში, რომელშიც ფონდის მიერ მოგროვებული ფულით განკურნებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

თანხის დონაციასთან დაკავშირებით შეგიძიათ დაუკავშირდეთ ფონდის წამრმომადგენლებს შემდეგ ნომრებზე: 577 055 183; 577 171 791

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიში

 

 

მიმდინარე წელს, სამინისტრო 17 პროგრამას ახორციელებს, ამათგან ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 3 ახალი პროგრამაა.

 

პროგრამების საერთო ბიუჯეტი 5 960 200 ლარს შეადგენს. 

გასული 6 თვის განმავლობაში, პროგრამების ფარგლებში ვაუჩერი 5 799 პაციენტზე გაიცა. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სამედიცინო მომსახურეობა 5 127 პაციენტს დაუფინანსდა, სოციალური დაცვის პროგრამებით კი 672 პაციენტმა ისარგებლა. 

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მიმართვიანობა სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაზე დაფიქსირდა, რეაბილიტაციის კურსი 2 105 ბენეფიციარს დაუფინანსდა. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1 210 პაციენტს. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით ისარგებლა 1 024 მოქალაქემ.

სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, სავარძელ–ეტლი მიიღო 143 შშმ პირმა, 302 მოქალაქეს გადაეცა სმენის აპარატი, 6 მარტოხელა დედას 8 ბავშვთან ერთად მიეცა სადღეღამისო თავშესაფარი, 100 წელს გადაცილებულ 49 მოქალაქეს გადაეცა 1 000 – 1 000 ლარი, ახალშობილი ტყუპის 33-მა ოჯახმა მიიღო 36 ათასი ლარი, 217 პაციენტს დაუფინანსდა კარდიო ქირურგიული ოპერაცია, ცერებრული დამბლით დაავდებულ 349 ბავშვს დაუფინასდა რეაბილიტაციის 524 კურსი, 47 პაციენტს დაუფინანსდა სახსრების ენდოპროთეზირება. 

 

გაქრობის პირას მიყვანილი მარადიდი

 

 

ზედა მარადიდი – სახელგადარქმეული (მურათლი), თურქეთის შემადგენლობაში შემავალი, ქვედა მარადიდი კვლავ ცოცხალი, არსებობისთვის მუდმივად მებრძოლი.

 

ქვედა მარადიდის ზოგიერთ უბანთა ისტორიულ სახელები: ქედი, ლიმურეთი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ნამასკლავეთი, ქუშალლა, ყორნალი, ქვაბიში, კვრიკეთი. ფანჩვეთი, ბრევეთი, კაპანი, ქეციქეთი. სოფელს აკრავს მცირე ზომის დაბლობი: ჯამეკარი, დუზქოი, სკელე და მირვეთვაკე. იგი მთლიანად ღელეთა და მდინარე ჭოროხის მოტანილი ქვა-ღორღითაა შექმნილი. მარადიდის ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ უბანში შეიმჩნევა ძველ დროში დასახლებების არსებობის კვალი. ამჟამად დასახლებულია ჯამეკარი, დუსქოი, ქედი, ძაბლავეთი, ქუთურეთი, ლომანაკეთი, ბრევეთი და ქეციქეთი.

 

სოფელს ორი პატარა ღელე ჩამოუდის. ერთი ღრემშიღელის სახელითაა ცნობილი, მეორე კი ბრევეთის ღელით. ადიდებული პატარა ღელეები საშინელი სანახავია. ამ დროს ისინი ისე მძლავრები არიან, რომ შეუძლიათ ექვსი კუბური მეტრის ქვების თავისუფლად ტარება, დინების სიჩქარე ძალიან დიდია, გარშემო ყველაფერი ზანზარებს, გამაყრუებელი ხმაურია, ჰაერში ლაყე კვერცხის სუნი ტრიალებს, მისი დინების გზაზე ყველაფერს თვალის დახამხამებაში ანგრევს და ანადგურებს. ამ დროს დინების მიმართულება წამებში იცვლება. კალაპოტის შეცვლის მექანიზმი ასეთია: მდინარე უზარმაზარი მასის ქვა-ღორღის გადატანას დამრეც და ვიწრო კალაპოტში ადვილად ახერხებს, მაგრამ დაბლობზე ძალა არ ჰყოფნის მის მიერ მოტანილი მასის გადაადგილებისთვის.

 

ეს მასა უჩერდება, შემდგომში მოტანილი ქვა-ღორღით რამდენიმე წუთში მდინარის კალაპოტი მაღლდება, უსწორდება დაბლობის სიმაღლეს და შემდეგ დინების მიმართულებას იმ მომენტში შექმნილი სიტუაცია წყვეტს. გასულ საუკუნეში სოფელში მოხდა სამი დიდი წყალდიდობა (1941 წ. ორმოცდაათიან წლებში, 1968 წ.). 1941 წლის წყალდიდობას მოყვა ღრემში ღელის კალაპოტის შეცვლა. ახლდა ადამიანთა მსხვერპლიც.

 

1968 წლის წყალდიდობის დროს ღრემში ღელემ შეაჩერა მდინარე ჭოროხის დინება, რის გამოც დაიწყო ჭოროხის შეგუბება. ასეთი ორთაბრძოლა დაბლობში მცხოვრებელი მოსახლეობისათვის შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო, მაგრამ ბუნებამ გადაწყვიტა მისი კარგად დასრულება.

 

ბოლოს მოვიყვან გამოცდილ ხალხთა დარიგებას: „ადიდებულ ღელეს ვერ გაასწრებ, ადიდებულ ჭოროხზე გასწრება კი შეიძლება“. დასკვნა: ადიდებულ ღელეს დროულად მოცილდი. ძველ დროში მდინარის ნავალ ადგილას საცხოვრებელ სახლებს არასოდეს აშენებდნენ. სჯეროდათ გამონათქვამისა მდინარე თავის ნავალ ადგილს ერთხელ მაინც დაუბრუნდებაო. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჯამეკარი, დუზქოი და მირვეთვაკე დაუსახლებელი იყო. ახლა კი ჯამეკარი და დუზქოი ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული, მირვეთვაკე კი სახნავ-სათეს მიწად გამოიყენებოდა.

 

 

საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით მირვეთ-ვაკის ტერიტორიაზე დაიწყო ჰესის მშენებლობა კირნათის სახელწოდებით (ჯერ ერთი ჰესი შენდება სოფელ მარადიდის ტერიტორიაზე და რატომ ჰქვია მას კირნათის ჰესი? აქ ხომ არა არის ჩადებული მზაკვრული განზრახვა გაქრეს ხსენებიდან ისტორიული სოფლის მარადიდის სახელი). ჯერ გათვალისწინებული იყო 11-მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა, რაც გამოიწვევდა მირვეთ-ვაკისა, სკელესა დუსქოის დაბლობების წყლით დაფარვას. ახლა კი საუბარია 15 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაზე. ამ შემთხვევაში დაიფარება სოფელ მარადიდის მთელი დაბლობი. საცხოვრებელი სახლების დატოვება 15-ზე მეტ ოჯახს მოუწევს. გადასატანი იქნება 190-მდე საფლავი. 

 

თურქეთის ტერიტორიაზე სოფელ მარადიდიდან დაახლოებოთ 3 კილომეტრში მდინარე ჭოროხზე აშენებულია კიდევ ერთი ჰესი. კაშხლის მშენებლობის დროს ჩამოჭრეს მიმდებარე მთა, რომელიც ხეობას იცავდა გამჭოლი ქარისაგან. ამან გამოიწვია ჭოროხის ხეობის გახსნა, რის გამოც, ხეობაში წარმოშობილმა ერთ-ერთმა ქარბორბალამ (სოფელში ქარბორბალას არსებობა მანამდე არავის სმენია!), ჭოროხის კალაპოტთან აღებული მრავალწლიანი ნარგავები ფესვებიანად მოთხარა, ზოგიერთი კი მერქანზე გაწყვიტა. ჭოროხის გაუთავებელმა ჩაკეტვებმა გაანადგურა მდინარეში თევზი, კიბორჩხალი, ხმელეთზე კი-ბაყაყები. სოფელში გაჩნდა კოღოები. ჭოროხის დინების შეწყვეტამ გააჩერა ჭოროხის ხეობაში ქარების მოძრაობაც, რის გამოც დაბლობში მოიმატა ტენიანობამ. შემცირდა მოსავლიანობა, დანესტიანა ფუტკრის სკები და დაბლობში თაფლის წარმოების მეურნეობებიც განადგურებამდე მიიყვანა. საცხოვრებელ ბინებში ისე მოიმატა სინესტემ, რომ გგონია სველ ლოგინში წევხარ.

 

15-მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენების შემთხვევაში, მომატებული ნესტიანობა სოფელში კიდევ უფრო გააძლერებს მეწყერულ მოვლენებს. 200-300 წლის წინათ მომხდარმა მეწყერმა შექმნა ის დაბლობი, სადაც ამჟამად სოფლის სასაფლაოა. არაა გამორიცხული ანალოგიური მეწყერის გამეორებისა, რადგანაც ბრევეთის ღელის კალაპოტში შეიძლება გეზენიდან (მარადიდში არსებული მთის ერთი ნაწილის სახელწოდებაა) ჩამოწვეს მთის ნაწილი, ამის წინაპირობა არსებობს, რადგან მთის დიდ მასას მოძრაობა უკვე დაწყებული აქვს (დაახლოებით 8-10 მეტრის სიმაღლეზე მთის ქანების დიდი მასა უკვე ჩამოწეულია). წყალდიდობის დამანგრეველ ძალას ვერ შეაჩერებს ვერც ღელის გასუფთავებული კალაპოტები და ვერც ღელეებში გაკეთებული ჯებირები. შედეგში მივიღებთ ქვა-ღორღით კაშხლის ტერიტორიის შევსებას და წყლის მასის კაშხალში შემცირებას.

 

მოხდება რა მარადიდის დაბლობზე მცხოვრები ოჯახების განსახლება, იგი შეცვლის სოფლის ინფრასტრუქტურასც. შემცირდება სოფლის მოსახლეობა. მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების გამო შეიძლება დაისვას სოფელში საშუალო სკოლის გაუქმების საკითხიც (ქართული სკოლა სოფელ მარადიდში პირველად 1886 წელს გაიხსნა და 120 წლის იუბილე 2006 წელს იზეიმეს). ისედაც ნესტიან სოფელში, ნესტიანობის მომატების შემთხვევაში მოსავალი არ მოვა და ხალხი იძულებული იქნება დატოვოს სოფელი, ე.ი. მარადიდი დაიცლება მოსახლეობისგან. ისტორიული სოფელი მის სახელთან ერთად გაქრება საქართველოს რუკიდან.

 

რომ არ მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი, კირნათის ჰესი ან არ უნდა აშენებულიყო, ან მისი კაშხლის სიმაღლე, უკიდურეს შემთხვევაში 11 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ჰესის აშენების შემთხვევაში მარადიდის მცხოვრებლებს უნდა გადაუხადონ არა მარტო მიყენებული მატერიალური, ასევე მორალური ზარალიც. კირნათის ჰესის მშენებელი კომპანიის ბოლოდროინდელი მოქმედებიდან ჩანს, რომ მას ამის დიდი სურვილი არა აქვს.

ონლაინ შოპინგით თაღლითობაში ბრალდებული ბათუმელი გოგონა

 

 

გამოძიების ვერსიით, გოგონამ სოციალურ ქსელში შექმნა ონლაინშოპინგის გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს სთავაზობდა სხვადასხვა ფირმის ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოწერას. საერთო ჯამში დაკავებულს მითვისებული აქვს 80 ათასი ლარი. საქმეში 50-ზე მეტი დაზარალებულია.
თაღლითობა ანუ სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ბსუ-ს 160 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის შეირჩა

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის, რომელიც 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 12 000 ადამიანი შეირჩევა, მათგან 10 000 უშუალოდ ინტერვიუერის პოზიციაზე დასაქმდება და მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.

საყოველთაო აღწერაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტებიც. სტუდენტების შერჩევაში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ჩართული.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის რევაზ ოკუჯავას თქმით, პროგრამისთვის აქტიური და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები შეირჩა, შერჩევისას გაითვალისწინეს დეკანატებისა და თვითმმართველობის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურებიც.

„ადგილები დავყავით ფაკულტეტებზე, დავანაწილეთ I, II,III და IV კურსელებზე. მაქსიმალურად შევეცადეთ ყველა კატეგორიის სტუდენტი მოხვედრილიყო სიაში“ – ამბობს რევაზ ოკუჯავა.

კითხვაზე თუ რამდენად ინფორმირებული იყო სტუდენტები, ამ პროცესების შესახებ რევაზ ოკუჯავა ამბობს, რომ რადგან სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, სტუდენტებს შეძლებისდაგვარად მიაწვდინეს ხმა.

 

ბსუ-ს მიერ შერჩეული სტუდენტების სია განათლების სამინისტროს 30 ივლისს გადაეცა, სტუდენტები შერჩევის პროცესი კი ერთ კვირას გრძელდებოდა.

რევაზ ოკუჯავას ამბობს, რომ შერჩეული ბავშვებიდან შესაძლოა ყველა არ დაასაქმონ – „სიის გადაცემა მხოლოდ პირველი ეტაპია, სტუდენტები კიდევ გასაუბრებაზე და სპეციალური გადამზადების კურსებზე უნდა გავიდნენ“ – ამბობს ის.

 რევაზ ოკუჯავას თქმით სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ სიაში ვერ მოხვდნენ, საშუალება ექნებათ www.hr.gov.ge -ზე გაიარონ რეგისტრაცია, სადაც აღმწერის ვაკანტურ პოზიციაზე განცხადების მიღება 15 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

ინტერვიუერის ანაზღაურება 400–500 ლარი იქნება, თითოეულ მათგანს აღწერის ფარგლებში დღის განმავლობაში საშუალოდ 8 ოჯახის გამოკითხვა მოუწევს.


შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ

 

 

 ბათუმში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ბიოლოგიურ სფეროში სახელმწიფოს ქბრბ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა და ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც აღნიშნულ სფეროში აუცილებელი ყველა ღონისძიება გაიწერება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ბიოლოგიური ნაწილი, DTRA-ს მიერ საქართველოში ბიოუსაფრთხოების სფეროში შემუშავებული დოკუმენტები და ქართულ მხარესთან აღნიშნული ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმაც.

ბათუმში მართვის სისტემების გაუმჯობესებაზე სემინარი ჩატარდება

 

 

სემინარი კერძო და საჯარო ორგანიზაციების უმაღლესი რანგის მენეჯერებისთვის არის განკუთვნილია, იგი ქართული ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებულ ხარვეზებს და მათ შედეგებს ეხება.


სემინარზე განიხილება რეალური ორგანიზაციების სტრუქტურები  და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ შეცდომებზე, რომლებიც ორგანიზაციებს შესაძლებლობას აკარგვინებს უკეთ გამოიყენონ თანამშრომლების ლიდერული პოტენციალი, გააუმჯობესონ საქმიანობის შედეგები და შეამცირონ დანახარჯები. გარდა ამისა, სემინარზე მოხდება იმ მთავარი წესების გაცნობა, რომელთა დარღვევა ორგანიზაციაში სისტემურ პრობლემებს იწვევს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია სტრუქტურის ფორმირებისას ან ცვლილებისას.


სემინარზე დამსწრე მენეჯერებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ ორგანიზაციების სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.


სემინარს საკონსულტაციო კომპანია სინერჯის ჯგუფის ხელმძღვანელი პაპუნა ტოლიაშვილი გაუძღვება.


სინერჯი ჯგუფს მართვის სისტემებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.  ბოლო ორი წლის განმავლობაში მას 50-ზე მეტ ორგანიზაციაში აქვს სტრუქტურული ცვლილებების პროექტი განხორციელებული.

 

”არტანუჯის” 5 ახალი წიგნის წარდგინება ბათუმში

 

 

ალექს ფერგიუსონი – “ჩემი ავტობიოგრაფია”;

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “მე – ზლატანი”;

 

რაფაელ ნადალი – “ჩემი ამბავი”;

 

ანა პოლიტკოვსკაია – “პუტინის რუსეთი”;

 

ბობ დილანი – “ქრონიკები”;

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი მემედ აბაშიძის ქ. 60

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

5 ეკომიგრანტ ოჯახს რეაბილიტირებულ შენობაში ბინები გადაეცემა

 

საცხოვრებელი ფართები სოფელ ბუთურაულში მცხოვრებ თ. მამულაძის, ო. მამულაძის, ნ. მამულაძის, ზ. მამულაძის და გ. დიასამიძის ოჯახებს გადაეცემათ.

ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები კენჭისყრის შედეგად გადაუნაწილდებათ. პროცედურა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება და მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ა.რ – ის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ა.რ. – ში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 179 ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

ქობულეთი სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

 

 

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული აქტივობები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს, ცენტრალური პარკის ამფითეატრში გალა კონცერტი გაიმართება.

 

ფესტივალის მიზანია  ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ყრუთა კულტურის გაცნობა, ჟესტური ენის პროპაგანდა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენა.

 

ფესტივალი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყრუთა კავშირების ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

 

 

 

Exit mobile version