„არ მინახავს ეს განცხადება. წავალთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. არავითარი პრობლემა აქ არ არის. ადრე ამ თემაზე ფრაქციის ყველა წევრს ჰქონდა საუბარი პრემიერთან და პარტია რა შუაშია, არ ვიცი. აქ არის უმაღლესი საბჭო, რომელიც თავის გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის დემოკრატიული ქმედება და მე ვიცი, რომ პარტია არის დემოკრატიისკენ მებრძოლი, რადგან მეც ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და თუ ეს პროცესები შიგნით არადემოკრატიულად და თვითნებურად მიიჩნიეს, ამას გავარკვევთ პოლიტსაბჭოზე“ – აცხადებს აკაკი ძნელაძე.
ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე აუცილებლად წავა: „არავითარი წინასწარი მოლოდინი არ მაქვს. მანამდე დროა, ჩავალთ და გავარკვევთ“.
გენო გელაძის შეფასებით, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ გაქტიურებას პოლიტიკური სარჩული უდევს: „ამით ისინი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, რომ მათ არსებობა აღმასრულებელ გუნდს შეახსენონ. დაპირისპირების თავდაპირველი მიზეზი, როგორც თვითონ განაცხადეს, ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდის“ შევიწროვება იყო, რაც საკადრო პოლიტიკით გამოიხატა. მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს, თუნდაც იმით, რომ მათთან პრემიერ-მინისტრმა ცალკე შეხვედრა გამართა და ამით გარკველწილად გამოვიდა, რომ პრემიერმა აღიარა მათი ძალა.“
გენო გელაძის თქმით, ის რომ უმაღლესმა საბჭომ მთავრობის კონტროლი დაიწყო, ნორმალურია, თუმცა დღემდე არავის არ მოუსმენია ამ ჯგუფის უარყოფითი განწყობა აჭარის მთავრობის მიმართ. „არც მოგვისმენია და არც გვინახავს, რომ უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა დასაბუთებული პრეტენზიები აქამდე. თუ მოხდა ისე, რომ მმართველი ჯგუფის ეს ნაწილი შეუთანხმდა ოპოზიციას და ერთობლივი ძალებით მოახერხეს ორი მესამედის მოპოვება მთავრობის გადასაყენებლად, ჩვენ აჭარაში მივიღებთ სახელისუფლებო კრიზისს. იმიტომ რომ ბუნდოვანია, ვინ იქნება ამის შემდეგ უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში. ცოტა ხანში დაიწყება მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ბევრი სხვა მნიშვნელვანი პროცესი, ამიტომ ეს ყველაფერი დადგება პრობლემის წინაშე“.
თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს აჭარის მთავრობის გადადგომას და დაეხმარება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ორი მესამედის დაგროვებაში, რას მოიგებს ამით უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია სამომავლოდ, ან რა შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული და ყოფილი მმართველი გუნდის გარიგების საფუძველი? გენო გელაძის აზრით, „ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო საკითხი, ასევე ხელშეუხებლობა თავიანთი კადრების: „პოლიტიკური სარგებლის გარეშე, არა მგონია ოპოზიციისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას.“
გენო გელაძის აზრით, მაქსიმუმი რაც შეიძლება ამ პროცესებისგან „ქართული ოცნების“ ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა, შეიძლება მიიღოს, ხელშეუხებლობის გარანტიებია: „ალბათ მოახერხებენ იმასაც რომ მათ კადრებს უფრო აქტიურად დანიშნავენ ან აღარ შეეხებიან და ამით დასრულდება ეს პროცესი. დიდი ალბათობით ასე იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია“.
„მშვიდობა სამართლის მეშვეობით“ – ამ დევიზით შესაძლებელი ხდება გერმანული სამართლებრივი გამოცდილებისა და კონფლიქტების მოგვარების კავკასიური ხედვების გაზიარება, აგრეთვე სამივე ქვეყნების – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შიდა კავკასიური დიალოგის ჩამოყალობება.
მესამე გერმანული საზაფხულო სკოლა შემდეგ თემებს მოიცავს:
შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევტოპული ეკონომიკური სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საზაფხულო სკოლის დოცენტები არიან, დოქტორი მარტინ ჰეგერი, პროფესორი ბერნდ ჰაინრიხი (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) და პროფესორი ბერნდ ჰეკერი (ტრირის უნივერსიტეტი). საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.
საზაფხულო სკოლა დღეს, რვა სექტემბერს გაიხსნა და შაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიხურება.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე გახდა, მან გოჩა ძნელაძე ჩაანაცვლა.
ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსად, ქონების მართვის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი გოგა ლომაძე დაინიშნა, მის მოადგილეები კი საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე და ტიტე აროშიძე გახდნენ.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე გახდა, ის ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როგორც გიორგი ერმაკოვი აცხადებს, სახაზინო და ქონების მართვა ერთად გაერთიანდა, რომელსაც ერთ-ერთი ვიცე მერი ზურაბ ბერიძე კურირებს. „მთავარ ბუღალტრად დავაწინაურეთ საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელიც“.
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მერაბ ქიძინიძემ დაიკავა. ის ადრე აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა აქამდე თემურ კახიძეს ეკავა. ერმაკოვის განცხადებით, თემურ კახიძე მერიაში დარჩება, თუმცე რა თანამდებობაზე, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი მიღებული არ არის.
განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური მამუკა თამაზაშვილმა ჩაიბარა, ის მანამდე ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა სოფი მიქელაძემ შეინარჩუნა თანამდებობა, მის მოადგილედ კი მარინა რუხაძე დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე გახდა, რომელიც მანამდე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მერიის აპარატს კი ნუკრი დეკანაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებას, როგორც გიორგი ერმაკოვი ამბობს, მან ფორმა იცვალა და ახალი სახით ჩამოყალიბდა. ამ გაყოფილებას საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დაერქვა, რომელსაც თეკლა ჩიჩუა უხელმძღვანელებს, ის არჩევნების დროს, გიორგი ერმაკოვის პრესსპიკერი იყო.
ამა განყოფილების ყოფილი უფროსი ირინა შერვაშიძე კი ახალ განყოფილებაში დაინიშნა, რომელიც მოქალაქეების მიღების და მათთან ურთიერთობის პროცესს უხელმძღვანელებს. მერის თქმით, ამ სამსახურის მეშვეობით გაუმჯობესდება მოქალაქეებთან ურთიერთობა, დაინერგება ახალი სერვისები, „მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ განცხადებები და მიიღონ პასუხები. აქამდე ვერ ხდებოდა მოქალაქეთა მიღების სწორი ორგანიზება, ამიტომ შეიქმნა ეს განყოფილება. ადრე ამ საქმიანობას ჩემი თანაშემწეები ახორციელებდნენ, თანაშემწეების შტატები კი გავაუქმეთ“.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მერის პრესსპიკერის თანამდებობა, რომელიც მერიაში თვითმმართველობის არჩევნებამდე სპონტანურად შეიქმნა და ამ თანამდებობაზე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, სულხან ოქროპირიძის მეუღლე დაინიშნა, იმ დროისთვის ოქროპირიძე აჭარის მთავრობაში მუშაობდა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ პრესსპიკერი არ სჭირდება და ეს პოსტი, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ გაუქმდება: „რაც შეეხება სოფო კონცელიძეს ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონით მისი გათავისუფლების უფლება არ გვაქვს. როცა დაბრუნდება, შევხედავთ, თუკი ჩავთვლით რომ მისი კადრი რომელიმე სამსახურში გვჭირდება, გამოვიყენებთ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ თანამდებობას, ეს საშტატო ერთეული არ მჭირდება“-აცხადებს ქალაქის მერი.
პროტოკოლის განყოფილება იქნება ცალკე და მას აიპი „კულტურის ცენტრის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, გელა ბოლქვაძე უხელმძრვანელებს.
შეიცვალა მერიის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღავნელებიც. თანამდებობა მხოლოდ ერთმა, თემურ სალუქვაძემ შინარჩუნა.
რაც შეეხება მერიის აიპ-ებს და შპს-ებს, როგორც ერმაკოვი აცხადებს, შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი აიპი-ის გამსხვილება ან შემცირება. „როცა ხელმძღვანელები დაინიშნებიან, ისინი დაიწყებენ სტრუქტურულ რეორგანიზაციას დამფუძნებლებთან ერთად“.
ავთანდილ ბერიძე და არჩილ ხაბაძე საზღვაო აკადემიაში
ინიციატივა უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის. როგორც ალექსანდრე ჩიტიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ფრაქციის სხდომაზე დღეს მხოლოდ აჭარის მთავრობის გადადგომის საკითხი განიხილებოდა:
„სხდომაზე მე მოვიყვანე ჩემი არგუმენტები და მსჯელობის შემდეგ ფრაქციის ყველა წევრმა ერთსულოვნად დამიჭირა მხარი“ – აცხადებს ალექსანდრე ჩიტიშვილი. ის დღეიდან უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგრობას იწყებს. „ჩვენ გვინდა შევაგროვოთ 21 ხელმოწერა და ასევე გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. საკითხი სესიაზე მას შემდეგ გავა, რაც საორგანიზაციო დეპარტამენტში შეგროვებული ხელწერები შევა.
აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დღეს მხარი შემდეგმა დეპუტატებმა დაუჭირეს: ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, ფრაქციის მდივანი სვეტლანა კუდბა, ფრაქციის წევრები – ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მერაბ აბაშიძე.
ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოტივი მისი არაეფექტური მუშაობა გახდა: „ქონების არაეფექტური მართვა მთავრობის მხრიდან, უმაღლესი საბჭოს ფუნქცია არის გააკონტროლოს მთავრობა და ამ კონტროლში ხელის შეშლა და კიდევ ბევრი სხვა რამ“.
ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, უნდობლობის გამოცხადების მოტივი დროთა განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გახდა: „პრობლემები იყო, ვსაუბრობდით მთავრობასთან და უფრო მაღალ დონეზეც. ზოგი მინისტრის მუშაობა მოგვწონს, მაგრამ რადგან კანონი არ ითვალისწინებს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, იძულებული ვართ დავაყენოთ მთავრობას გადაყენების საკითხი“.
ბატონო ასლან, უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყონ. აჭარის კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით უმაღლეს საბჭოს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი დაუჭერს მხარს მთავრობის გადადგომას. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს არჩილ ხაბაძეს ან იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც აჭარის მთავრობას დაუპირისპირდა?
თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დაიწყება, კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლესმა საბჭომ არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, უნდა შეძლოს უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის ხმების მოპოვება, რომ მთავრობა გადამდგარად ჩაითვალოს. მაგრამ, თუ კი პროცედურების დაწყებიდან ერთი კვირის შიგნით არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, არჩილ ხაბაძე კი უმაღლეს საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო ორჯერ უარს ეტყვის ხაბაძეს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე, პროცესში ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუკი ის ჩათვლის, რომ უმაღლესი საბჭო ამ ქმედებით ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებების ნორმალურ განხორციელებას, მთავრობის თავმჯდომარე კი თანამდებობას ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევამდე და უფლებამოსილების ცნობამდე შეინარჩუნებს.
როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს არჩილ ხაბაძე ამ შანსს?
არ ვიცი, არჩილ ხაბაძე რას გადაწყვეტს, ალბათ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, მაგრამ თუ იმ დეტალებს გათვლიან, რომ შეიძლება ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდმა“ ვერ შეძლოს ორი მესამედის ხმების შეგროვება უმაღლეს საბჭოში, რაც საჭიროა მთავრობის დასათხოვად, მაშინ შეიძლება არც მინისტრები გაათავისუფლოს. მაგრამ ფაქტია, რომ ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ისინი არ დაამტკიცებენ ახალ მთავრობას.
როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოს იმ გუნდს, ვინც მთავრობის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბრობს, ეს დეტალები არ აქვს გათვლილი? რას იგებს ამ პროცესის წამოწყებით ეს პოლიტიკური ჯგუფი?
ვფიქრობ ვერაფერს, რადგან თუკი მოხდა ისე, რომ არჩილ ხაბაძემ გადააყენა მინისტრები, უმაღლესი საბჭო ვეღარ დაითხოვს მთავრობას. საპირისპირო შემთხვევაშიც კი, თუკი მთავრობის გადაყენება შეძლეს, მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და ეს შეიძლება ისეც ხაბაძე იყოს ან სხვა, რომელიც არავინ იცის, მისაღები იქნება თუ არა ამ ჯგუფისთვის. თუკი უმაღლესი საბჭო პრეზიდენტსაც ორჯერ ზედიზედ უარს განუცხადებს კანდიდატის დამტკიცებაზე, პრეზიდენტს ამ შემთხვევაშიც შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.
უმაღლესი საბჭოს ის გუნდი, რომელიც ხაბაძეს და მის მთავრობას უპირისპირდება, დღემდე უკმაყოფილებას არ გამოხატავდა მის მუშაობაზე და ამბობდა, რომ მოსწონდა მთავრობის მუშაობა. თუკი მთავარი ბრძოლა კადრების შენარჩუნებაზე და პოლიტიკური გავლენების გადანაწილებაზე მიდის, რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია ამ ჯგუფმა?
ერთი ან ორი ადამიანის გათავისუფლებას უნდობლობაზე საუბარი არ უნდა გამოეწვია, უკეთესი იქნებოდა ის გაერკვიათ, რატომ გაათავისუფლა ის კადრები, რადგან თუ სუსტი რგოლები არსებობდა, უნდა გაერკვიათ, რაში გამოვლინდა ეს სისუსტე. საზოგადოებაში გაჟღერდა და ვფიქრობ დამაჯერებელი არგუმენტია, რომ დაპირისპირებულ ჯგუფს სურს პოლიტიკური წონის წარმოჩენა. თუმცა რამდენად შეძლებენ ამას, სხვა საკითხია. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ისინი წაგებულ მდგომარეობაში არიან, რადგან თუ მთავრობის გადასაყენებლად ვერ დააგროვებენ ხმების ორ მესამედს, მათი პოლიტიკური წონა თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების თვალში დაიკლებს და მეორე, შესაძლებელია არჩილ ხაბაძემ სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, პრევენციაზე ითამაშოს და ორი მინისტრის გათავისუფლებით მთავრობის გადადგომის საკითხი შეაფერხოს, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ის, რომ უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ ჯგუფს კარგად არ ჰქონდა პროცესები და შედეგები გათვლილი და ესეც მათ პოლიტიკურ წონაზე აისახება.
როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამ დაპირისპირებით მოგებული?
ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი უდევს და შესაძლებელია ეს გახდეს შემდგომი პოლიტიკური გარიგებების საფუძველი, ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო, ასევე სხვა რამ. თუმცა, ვინ გააკეთა სწორი გათვლა, არჩილ ხაბაძემ თუ უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ამ თემის, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა მხოლოდ ერთი, რადგან აქ ზავზე ან ფრეზე საუბარი არ არის, ერთ-ერთის პოლიტიკური წონა აუცილებლად დაიკლებს. საზოგადოების თვალში ორივე მხარის მიმართ ნდობა შემცირდება.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თვითმართველ ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული 0- დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების გადამზადება.
„აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები, თავიანთი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მოკლებული არიან შესაძლებლობას საკუთარი სახსრებით დაეუფლონ გარკვეულ პროფესიებს და ვერ საქმდებიან შესაბამისი კვალიფიკაციის არარსებობის გამო, სწორედ ამ ქვეპროგრამის საშუალებით მათ ეძლევათ შესაძლებლობა ჰქონდეთ დასაქმების მეტი პერსპექტივა“- წერია პროგრამის მიზანში.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გადამზადებას, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
აღნიშნულ პირებს გადამზადების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ რიგ პროფესიებს და დასაქმდნენ. თუმცა, რა მიმართულებით, პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის.
თეა, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მაგალითად რომში, იტალიური წარმოების ცენტრალური გამათბობელი ქვაბი საცალო გაყიდვაში, მინიმუმ 1000 ევრო ღირს. ამ ფასში შედის ქვაბის მონტაჟიც. თეამ ფასები საგანგებოდ `ბათუმელების~ თხოვნით გადაამოწმა.
რამდენად რეალურია, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური ქვაბის სახელწოდებით ცნობილი პროდუქციის იმპორტს დისტრიბუტორები იმ ფასად ახერხებდნენ, რომ მისი საცალო ღირებულება საქართველოში მწარმოებელ ქვეყანაზე გაცილებით იაფი, მინიმუმ 1300 ლარი ღირდეს? – ერთ-ერთი სპეციალისტი (ამბობს, რომ ყველა მაღაზიასთან ურთიერთობა აქვს და ამიტომ მისთვის ვინაობის გამხელა დისკომფორტია), რომელიც ბუნებრივი აირის გამათბობლებს წლებია ამონტაჟებს, ყვება, რომ იტალიური ცენტრალური გამათბობლის ქვაბი და არც იტალიაში წარმოებული „ბატარიები“ ბათუმის ბაზარზე თითქმის არ შემოაქვთ: „შედარებით ცუდი ხარისხის ქვაბი 1000 ლარი ღირს, ცოტა უკეთესი ხარისხის – 1300 ლარი. როცა მომხმარებელი ყიდულობს, მას ეუბნებიან, რომ იაფი თურქულია, ძვირი კი – იტალიური. სინამდვილეში ორივე თურქულია, ოღონდ ერთი კარგი ხარისხისაა, მეორე შედარებით ცუდი. ბაზარზე არის გერმანული ქვაბებიც, ოღონდ ეგ გაცილებით ძვირი ღირს. მომხმარებელს ნამდვილად არ შეუძლია იმის გარჩევა, რომელია იტალიური და რომელი თურქული წარმოების, ამას მხოლოდ სპეციალისტი განასხვავებს“.
მინდია თურმანიძე, რომელიც ასევე წლებია საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემას ამონტაჟებს, ამბობს, რომ მყიდველმა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს იმ ნივთის სერტიფიკატი, რომლის ყიდვასაც გეგმავს: „არისტონის“ ქვაბი შეიძლება იყოს იტალიური და შეიძლება – ჩინური, ვიზუალურად ორივე ერთნაირია. სპეციალისტი მათ შორის სხვაობას იმით ხვდება, მაგალითად, სპილენძის გაყვანილობაა ქვაბში, ლატუნის თუ უბრალო რკინის, ასევე როგორია ცირკულაციის ტუმბო, წვის კამერა, პომპა… მომხმარებელმა, რომ არ მოატყუონ, მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს სერტიფიკატი. ასევე უნდა აიღოს ნივთის კოდები და ინტერნეტში გადაამოწმოს აქვს თუ არა კომპანიას ფილიალები ჩინეთსა ან თურქეთში. თუ ასე მოიქცევა, შეცდომას აღარ დაუშვებს“.
მინდია თურმანიძე იტალიასა და საქართველოში არსებულ ფასთა სხვაობას, მაგალითად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე, შემდეგ ახსნას უძებნის: „იტალიაში ფირმა გარანტიაზე პასუხისმგებლობას იღებს 15-20 წლის მანძილზე, ჩვენთან კი – 3 წელიწადზე. ალბათ, იმიტომაც ღირს იქ გაცილებით ძვირი. არც ის არის გამორიცხული, სერიულად რომ აძლევენ საქონელს, მაგიტომ გამოვიდეს დაბალი ფასი, ვიდრე ადგილზე, მაღაზიაში“.
მინდია თურმანიძე კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას: „მსხვილი კომპანიები პროდუქციას საგანგებოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც უშვებენ. ეს არ არის იგივე ხარისხი, რაც იტალიისთვის გამოშვებულს აქვს, მაგრამ ჩინურს და თურქულს ჯობია… დრელის მაგალითზე გეტყვით – ახლობელმა ჩინეთიდან ჩამომიტანა დრელი, რომელიც ინგლისისთვის იყო გამოშვებული. აი, იმ დრელმა ასჯერ მეტი იმუშავა, ვიდრე იმან, რომელსაც საქართველოში ვყიდულობდი. არადა, ორივე ჩინეთშია დამზადებული“.
„ბათუმელებმა“ სცადა კიდევ ერთ პროდუქციასთან – კერამიკულ ფილებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეესწავლა. სპეციალისტებს, მათ შორის მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებში დასაქმებულ კონსულტანტებს კომპანიების ადმინისტრაციებმა არ მისცეს მედიასთან ღიად საუბრის უფლება. პირად საუბარში კი ისინი ამბობენ, რომ კერამიკულ ფილებთან დაკავშირებითაც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაც სხვა პროდუქტთან მიმართებაში. მათი თქმით, უშუალოდ ესპანეთში წარმოებული კერამიკული ფილები ბათუმში თითქმის არ შემოაქვთ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსთან არსებული სსიპ-ის – „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი ლოჩოშვილის თქმით, ისინი მხოლოდ სამშენებლო მასალების – ცემენტის, არმატურის და ასე შემდეგ – ხარისხს ამოწმებენ. შესაბამისად, მოსაპირკეთებელი ფილების, გამათბობელი ქვაბებისა თუ სხვა მსგავსი საქონლის ხარისხის შემოწმება მათ ვალდებულებაში არ შედის.
ქალბატონო ნატალია, რა არის ჰერპესვირუსი და რამდენი სახის არსებობს იგი?
ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს – უბრალო ვირუსჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი. გარდა ამისა, არსებობს ჰერპესის ორი იმუნოტიპი, პირველი იმუნოტიპი ანუ უბრალო ჰერპესი, რომელიც იწვევს გამონაყარს სახის არეში და მეორე იმუნოტიპი, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.
როგორ გადადის ჰერპესვირუსი?
უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ ანუ მძინარე ფორმაში.
მეორე იმუნოტიპის ანუ გენიტალური ჰერპესით ინფიცირება უმეტესად სქესობრივი მომწიფების შემდეგ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსის გამწვავებისას ანუ გამონაყრის დროს პაციენტს შეუძლია დააინფიციროს არა მარტო გარშემომყოფები, არამედ საკუთარი თავიც, მაგალითად, თუ გამონაყრის კერა არის ტუჩებზე, დაბინძურებული ხელით მან შეიძლება ვირუსი გადაიტანოს თვალსა ან გენიტალიებზე.
რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ჰერპესვირუსის გააქტიურებას?
შეიძლება ადამიანი იყოს უბრალოდ ვირუსმატარებელი და საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაუმწვავდეს ვირუსი, ზოგს კი – თვეში ხუთჯერ. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია, ამიტომ ხშირად ჰერპესით დაავადებულ პაციენტებს ჩ ვიტამინს ვუნიშნავთ, შესაბამისად მათთვის კარგია ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. ვირუსის გააქტიურებისთვის ბევრი ხელშემწყობი პირობა არსებობს, ეს შეიძლება იყოს შემცივნება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გადახურება, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები, სტრესი და ზოგადად, იმუნიტეტის დაქვეითება.
რა გართულება შეიძლება ჰქონდეს ჰერპესვირუსს?
საერთოდ, როცა პირველად ვითარდება დაავადება, იგი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე შემდეგი რეციდივები. ჩვილებში ხშირად ვითარდება მწვავე ჰერპესული სტომატიტი. ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწყება მაღალი ტემპერატურა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილი. პირის ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელთა ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ღრძილებზე, ლოყების ლორწოვან გარსზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე. პირის ღრუში ბუშტუკები მარტივად სკდება და მტკივნეული ეროზიები (მტკივნეული სველი ზედაპირი) წარმოიქმნება.
როგორ მკურნალობენ ჰერპესს?
ჰერპესს ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, რომლებიც გამონაყრის ჩაცხრობას აჩქარებენ და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს, თუმცა ბოლომდე ვირუსის გაქრობა არ ხერხდება. ჰერპესით დაავადებულები ხშირად თავისით არჩევენ ანტივირუსულ მალამოებს გამონაყარზე წასასმელად, თუმცა თვითმკურნალობა ყოველთვის ეფექტური არ არის. ამ დროს ჩვენ ვნიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს შინაგანი მიღებისთვის (დასალევად), ძალიან კარგ შედეგს იძლევა ანილინის საღებავებიც (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე, წითელი კასტელანი), ასევე ანტივირუსული მალამოები და ანტივირუსული ტუჩსაცხები.
რა შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკისთვის?
იმისთვის, რომ უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს პირველ რიგში ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.
მძიმე თანმხლები დაავადებების დროს, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შესაძლოა ვირუსი – ვარიცელა ზოსტერის მიერ გამოწვეული სარტყლისებრი ჰერპესი გართულდეს და მისი გენერალიზებული ფორმა ჩამოყალიბდეს. მას სეზონურობა ახასიათებს და იგი ყველაზე აქტიური შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. დაავადება უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვება.
ამ დროს გამონაყარი წარმოიქმნება ყველგან, როგორც სახეზე ისე სხეულზე. დაავადებას ახასიათებს ნერვთან ახლოს ძლიერი ტკივილის შეგრძნება, რამდენიმე დღეში ამ ადგილზე წარმოიქმენბა სიწითლე და შემდეგ ჯგუფურად ჩნდება წვრილი ბუჭტუკები. თუ ჰერპესის დროს გამონაყარი სეროზული ანუ გამჭვირვალე შიგთავსისაა აქ უფრო ჰემორაგიული ხასიათისაა და სისხლნარევი ბუშტუკები ახასიათებს. როცა ბუშტუკები სკდება, მათ ადგილზე წარმოიქმნება დიდ ხანს შეუხორცებელი ღრმა წყლულები, რამაც შესაძლოა ნაჭდევებიც დატოვოს სახეზე.
სარტყლისებრი ჰერპესი განსაკუთრებით საშიშია, როცა იგი თვალის მიდამოშია ლოკალიზებული. ამ დროს მკურნალობისთვის ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად, ანტიბიოტიკებსაც ვნიშნავთ. აუცილებელია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, B ჯგუფის ვიტამინები, შარდმდენები რათა ქსოვილების შეშუპებები მოიხსნას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გარეგან მკუნრალობაში ანტივირუსული მალამოე.
„საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ფლოტი და ეს ჩემი ოცნებაა“- განაცხადა დღეს აჭარის კულტურისა და განათლების მინისტრმა გია თავამაიშვილმა საზღვაო აკადემიაში და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.
„ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ისწავლოთ და სამინისტროც შეეცდება, რომ სასწავლო პროცესი უფრო შინაარსიანი გახადოს. თქვენ მოგეცემათ საშუალება, მოუსმინოთ გამოჩენილ და გამორჩეულ სპეციალისტებს საზღვაო და ლოჯისტიკის დარგში, გექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებში უცხოეთში და ქვეყნის ფარგლებშიც. აკადემიის ხელმძღვანელობას კი ვთხოვ, შემოიტანოს განაცხადი კონფერენციისთვის, რომელიც ეძღვნება ინოვაციურ მეთოდებს, რომელიც ინერგება დღეს საზღვაო სფეროში“- განაცხადა მინისტრმა.
სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც, რომელმაც განათლების მინისტრის მსგავსად, ქართული ფლოტის აღდგენაზე გააკეთა აქცენტი:
„ერთ დროს საზღვაო სანაოსნოს თავისი გემები გააჩნდა და ბათუმის აკვატორიაში რეიდზე იდგნენ, მე მჯერა, რომ საქართველო მძლავრ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და აღდგება ქართული ფლოტი, ჩვენი მეზღვაურები ნამდვილად იმსახურებენ თავიანთი ფლოტის დროშის ქვეშ ცურვას მსოფლიოს გარშემო“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
დღეს აკადემიაში რამდენიმე ახალი ლაბორატორიაც გაიხსნა. „განახლდა ბიბლიოთეკა და სასწავლო პროგრამებიც“ – განაცხადა რექტორმა.
საზღვაო აკადემიას წელს საიუბილეო თარიღი აქვს, აკადემია 85 წლის გახდა.
სურსათის ობიექტს, რომელიც მზა კერძების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული, საწარმოს ხუთ კრიტიკულ შეუსაბამობასთან ერთად 20 არაკრიტიკული დარღვევა აღმოაჩნდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში არ არის ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში დამუშავებისა და შენახვის პირობები, შენობა არ არის აღჭურვილი ვენტილაციის სისტემით, ასევე ინსპექტირების დროს ობიექტში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მწერი და ტარაკანი. მათვე ცნობით მზა სურსათის ღია წარმოების პროცესში ადგილი ქონდა კონდენსატების დაგროვებას.
გარდა ჩამოთვლილი კრიტიკული დარღვევებისა, დაფიქსირდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. კერძოდ, შენობა არ არის იმგვარად მოწყობილი, რომ დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები და წესები; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლვის ოქმები და ა.შ.
ჩამოთვლილი დარღვევების გამო ობიექტის მეპატრონე 1000 ლარით დაჯარიმდა. შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ობიექტს საწარმოო პროცესი აღუდგება.
8 სექტემბრიდან ძირითადი შეხვედრები გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნიდან 32 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან საკვალიფიკაციო ეტაპი შვიდი ჩოგბურთელიდან ხუთმა გადალახა და ძირითად ეტაპზე ითამაშებენ სოფია ქვაცაბაია, თამარ კუტუბიძე, მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგაძე და თამარ ჩალაღანიძე. ტურნირის ფარგლებში, ასევე გაიმართება წყვილთა შორის შეჯიბრებებებიც.
„ლეიდის ოუფენი“ 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება (გამონაკლისი იყო 2008 წელი). ტურნირის წლევანდელი საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შეხვედრები 10 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო და მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ზიმო 7“-მა შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 50-მდე ადამიანი, მათგან ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე.
პროექტის მიხედვით მოეწყო ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მილებსა და ბეტონის საყრდენ კედლებს, ასევე ჩატარდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები.
კომპანია “ატლას ჯორჯიას” ხელმძღვანელმა გალიფ ოზთურქმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გარკვეული ნაწილი განათლების და სოციალური ფონდების დაფინანსებას ხმარდება. კომპანია გააგრძელებს ტრადიციას და პრემიერის მიერ ინიცირებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას – კომპანია 500 000 ლარს სოლიდარობის ფონდში გადარიცხავს.
„ მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც. ბათუმში ჩამობრძანებულ ტურისტებს კიდევ ერთი სასტუმრო შესთავაზებს ხარისხიან მომსახურებას; გაჩნდება კიდევ ერთი ადგილი საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების ჩასატარებლად; ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი, როგორც მისი მშენებლობის, ასევე დასრულების შემდეგ“ – თქვა არჩილ ხაბაძემ.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ამ ზომის და ასეთი მოწყობის საკონფერენციო დარბაზი პირველად აშენდება – “ასევე აქ განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც მსოფლიო ბრენდები იქნება წარმოდგენილი, რაც იქნება დამატებითი სტიმული ბათუმში ჩამომსვლელი ტურისტებისთვის“ – თქვა მან.
ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.
სოფელ ბაკი-ბაკოში გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებას შედეგი არ მოჰყოლია.
„ხაფანგები დადგეს, მაგრამ მაგ ხაფანგში მოყოლილი მწერი ჯერ არავის გვინახავს,“- უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა.
მოსახლეობის სკეპტიციზმს არ იზიარებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისი თქმით, მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებიდან დღემდე 600 ათასი მწერია დაჭერილი.
„რა იცის მოსახლეობამ როგორ ვმუშაობთ. პრინციპში მოსახლეობა არც არის ვალდებული იცოდეს. თუ დააინტერესებთ, ვეტყვით. 600 ათასზე მეტი მწერი დავიჭირეთ ამ ხნის განმავლობაში. სარიჩაირსა და ბაკი-ბაკოში ყოველ კვირას ვახორციელებთ მონიტორინგს. ხიხაძირის სატყეოში 102 ათასი მწერია დაჭერილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
მისივე თქმით, ამ დროისათვის აჭარის ტყეებში 2000 მწერდამჭერი ხაფანგია დამონტაჟებული.
„ყველგან, სადაც ხაფანგია დამონტაჟებული, მიდის ჩვენი თანამშრომელი, აგროვებს დაჭერილ მწერებს, რომელსაც მერე უკვე ვითვლით. დათვლა ხდება შემდეგნაირად, მწერებს ვყრით ელექტრონულ სასწორზე, ვწონით, ერთ გრამში საშუალოდ 187 მწერია. ამის მიხედვით ვაკეთებთ უკვე სტატისტიკას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით, მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებდა წიწვოვნებს. მასთან ბრძოლა პერიოდულად იბრძოდნენ სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა ყველაზე ეფექტური მწერდამჭერი ხაფანგები აღმოჩნდა.
„სპეციალური წამალია ფერომონი, რომელიც იზიდავს ამ მავნებელ მწერს. მომავალ წელსაც მოგვიწევს ფერომონის შეძენა, 13-14 ლარამდე დაჯდება და მათი მოქმედების ვადაა თვენახევარი-ორი თვე. წელს ჩატარებული სამუშაოები ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც სამომავლოდაც ვგეგმავთ იმავეს გაკეთებას. ერთ მწერს შეუძლია 150-200 მწერი გაამრავლოს. მილიონებზე გადის, თუ ნებაზე მიუშვებ და მომავლისთვის მისი გავრცელების საშიშროება საკმაოდ მაღალია,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
ქობულეთში, ხულოსა და შუახევში 2 ათასი მწერდამჭერი ხაფანგის დამონტაჟებისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის ასევე მონიტორინგიც. მავნებლები ძირითადად სოჭსა და ნაძვს აზიანებენ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, აჭარის მაღალმთიანეთში კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მავნებელი მწერის მომატებას.
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ნატო ჩელებაძე ხელმძღვანელობს. მისივე ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ნატო ჩელებაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დეიდაშვილია. ამის დაზუსტება თავად ნატო ჩელებაძესთან ვცადეთ, თუმცა მან კითხვაზე – არის თუ არა არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
`ბათუმელების~ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ახალაშენებული ბაღის დირექტორად დანიშნეს არჩილ ხაბაძის დეიდა – ნარგიზ ჩელებაძე. მართალია, აღნიშნული ინფორმაცია ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ია ხალვაშმა არ დაადასტურა, მაგრამ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ნარგიზ ჩელებაძის შვილმა _ რაულ ჩელებაძემ.
ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით კი, სოფელ კვირიკეს ბაღი ჯერ დაკომპლექტებული არ არის. ვაკანტურ თანამდებობებზე ბაღების გაერთიანებაში შესულია განცხადებები, თუმცა ჯერ კომისიას ისინი არ შეუსწავლია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის.
„რაც შეეხება ნარგიზ ჩელებაძეს, მას ნამდვილად აქვს შემოტანილი განცხადება ბაღში დასაქმებაზე, მასწავლებლის პოზიციაზე და ბევრ სხვასაც. მოგეხსენებათ სოფელია და დასაქმება ყველას უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე კონკრეტული რომელიმე თანამდებობაზე მოიაზრება. ვაზუსტებ, ჯერ კომისიას მათი განცხადებები არ განუხილია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებული არ არის“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში არჩილ ხაბაძის კიდევ ერთი დეიდაშვილის _ რაულ ჩელებაძის დანიშვნის საკითხიც განიხილება, მას „სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორად მოიაზრებენ. `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ არ დაადასტურა რაულ ჩელებაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ვაჟა ჯინჭარაძე მუშაობს.
ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე მისვლისთანავე თავისი მეუღლის ბიძაშვილი ლაშა სირაბიძეც დანიშნა – ის MЧC-ში ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.
თანამდებობა შეინარჩუნა არჩილ ხაბაძის მამამ თამაზ ხაბაძემაც, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობს.
„ბათუმელებმა“ სცადა გადაემოწმებინა, არის თუ არა თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მისი ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნის შესახებ ინფორმირებული. მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ განმარტა: „მე არ მომეპოვება მსგავსი ინფორმაცია და ვინაიდან თავმჯდომარე მივლინებაშია, ვერ დაგიდასტურებთ. არ ვიცი“.
რა სახის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე და ეს დაპირისპირება გამოიწვევს თუ არა აჭარის ხელისუფლებაში პოლიტიკურ კრიზისს? რამ გააღიზიანა “მურმან დუმბაძის გუნდი”, – როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ? არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ სხვადასხვა სამთავრობო შტოებს შორის კინკლაობა, სადაც ერთი მხარის პოზიცია უკავია პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აზარალებს პროცესს.
“თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადებას, ის ცოტა აბსურდული მეჩვენება. რას ნიშნავს მურმან დუმბაძის გუნდი? – მურმან დუმბაძე არ არის ცალკე პოლიტიკური სუბიექტი, ის არის “ქართული ოცნების” წევრი და ცუდად ჰქონია “ქართულ ოცნებას” საქმე, თუ გუნდებად არიან დაყოფილები. ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადება კი ამაზე მიუთითებს. ასევე, ცუდია თუ მურმან დუმბაძე აყალიბებდა აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ანუ სხვადასხვა თანამდებობაზე მისი კადრები მუშაობდნენ და ახლა არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი გათავისუფლება. ამის მოსმენა არ არის სასიამოვნო”.
ასლან ჭანიძე კიდევ ერთ ალოგიკურობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ითქვა, რომ ზოგიერთი რგოლი ცუდად მუშაობდა და ეს რგოლები იყო სამინისტროს შემადგენელი. მაგრამ თუ ისინი არაეფექტურად მუშაობდნენ, მათ ჰყავდათ ხელმძღვანელები მინისტრების სახით, რომლებსაც ევალებათ ეფექტურობის უზრუნველყოფა. თუ ორი წლის განმავლობაში ეს რგოლები არაეფექტურად მუშაობდნენ და დღეს დაასკვნეს ამის შესახებ, გამოდის უფრო სერიოზული პრობლემა ყოფილა აჭარის მთავრობაში. მით უფრო ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ “არაეფექტურად მომუშავეებთან” მიდის მოლაპარაკება და მათ სხვადასხვა თანამდებობაზე უპირებენ დანიშვნას”.
ასლან ჭანიძის აზრით, დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობა “სასაცილო იქნებოდა”, რომ არა იმის რისკი, რომ მათ ქიშპობას უნდა გადააყოლონ რეგიონის განვითარება: `თუ ვსაუბრობთ ამ რგოლების არაეფექტურობაზე, მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის სწორი. განცხადების დონეზე კარგია იმის თქმა, რომ სუსტი რგოლი იყო, იქნებ ხელმძღვანელშია პრობლემა? – ანალიზი არ გაკეთებულა. ჩვენ გვქონდა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს მხრიდან სუბიექტური შეფასებები. მე მახსოვს, მაგალითად, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხზე გვქონდა პრეტენზია ბიძინა აფხაზავას და მისი სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, გვპასუხობდნენ, რომ ის არის წარმატებული და ეფექტურად მუშაობს. მაშინ ძალიან მოსწონდათ მისი მუშაობა, რა მოხდა ერთ დღეში?”
ასლან ჭანიძეს სურს მიიღოს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მას არ აინტერესებს ვინ ვისი გუნდის წევრია: “სულ იყო საუბარი, რომ ეს იმის გუნდის წევრია, ეს ამის… ახლა ამას თვითაღიარება მოჰყვა: აღმოჩნდა, რომ მურმან დუმბაძის შერჩეულმა კადრებმა არ გაამართლეს და არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი ჩანაცვლება… ეს უკვე “ქართული ოცნების” პრობლემაა. როდესაც კოალიციის წევრი ამბობს, რომ მთავრობის იმპიჩმენტით გადაყენებას აპირებს, გამოდის, რომ პარტიაშია პრობლემები. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯანსაღი პროცესები არც პარტიაში მიმდინარეობს”.
აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, მინიმუმ 7-მა დეპუტატმა წერილობით უნდა მოითხოვოს უნდობლობის პროცედურის დაწყება. განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ არაუგვიანეს 30 დღისა კენჭი უნდა უყაროს მთავრობის თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.
იმისთვის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, საჭიროა ხმების 2/3, ამ შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხმა. თუ საკითხი ჩავარდება სხდომაზე, 6 თვის განმავლობაში ხელახლა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის უფლება დეპუტატებს არ ექნებათ.
“თავისუფალი დემოკრატები” იმპიჩმენტის დაყენების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, იგივე მოსაზრება აქვთ “ნაციონალებსაც”, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ერთი წევრი ოპოზიციიდან იმპიჩმენტის პროცედურის მხარდაჭერას გეგმავს. მან გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ `მთავრობის გადასაყენებლად ნაციონალებთან გარიგება უზნეობად მიაჩნია”.
ახლა კი იმ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელმაც ორწლიანი ფარული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა:
კვირის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, სამინისტროს ახალგაზრდული და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლა.
მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა შპს “ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის” დირექტორმა ლევან ჯინჭარაძემ, რომელიც დეპუტატ მედეა ვასაძის მეუღლის ძმაა. მან დაწერა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა, “მინისტრების მინისტრი” თამაზ ხაბაძე ებრძვის.
ამავე დღეს არჩილ ხაბაძემ მაია ივანიშვილი – თავისი ყოფილი მრჩეველი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსად დანიშნა. ამ სამმართველოს მანამდე ხელმძღვანელობდა გურამ სალაძე, რომელიც უკვე პატიმრობაშია. ის მურმან დუმბაძის კადრი იყო.
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა რუსლან ქორიძემ დაიკავა. საგზაო სამმართველოს უფროსად ქობულეთის ყოფილი გამგებელი გია რომანაძე დანიშნეს. საგზაო სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა შაშიკაძეს კი აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს. ამ თანამდებობაზე სულხან ოქროპირიძე მუშაობდა, რომელიც ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ფანდური პოლიციის ავტომანქანაში, საიდანაც პოლიციელი იგინებოდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ „შაკოა კასპიდან“, „ბათუმელებმა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით 3 სექტემბერს გაავრცელა.
იმავე დღეს, „ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში შალვა ჯანიყაშვილმა, განაცხადა, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და არ იცოდა, ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ).
ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ბთუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინსტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშრებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა დაწყო, დღეს კი ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ.
– ბოლო წლებში ფიზიკურად სუსტად ვიყავი მომზადებული. პროფესიონალურ ტურში ასპარეზი რომ დავიწყე, ძალა არ მყოფნიდა და ვაგებდი თამაშებს. კორტზე თუ ორი-სამი საათია საჭირო სწრაფი მოძრაობისთვის, ვიღლებოდი და სადაც მოსაგები იყო, ვეღარ ვიგებდი. ამიტომ მამასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება უფრო მეტი ყურადღება ფიზიკური მომზადებისთვის დაგვეთმო, ვიდრე ჩოგბურთისათვის: სირბილი, აკრობატიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში. მთელი ზამთარი და მომდევნო თვეებიც ამ მიმართულებით ვიმუშავე. შედეგად კი საკმაოდ სერიოზული წინსვლა მივიღე მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში. ჩოგბურთის თამაში ყველამ ისწავლა, მაგრამ წარმატებების მოპოვება ძლიერი ფიზიკური მომზადების გარეშე, წარმოუდგენელია, რასაც ადრე სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი.
– ვფიქრობდით, რომ ადრეული ასაკიდან სერიოზულ ფიზიკურ მომზადებაზე ყურადღების გამახვილება პრობლემებს შემიქმნიდა ჯანმრელობის კუთხით, რადგან ტანადაც სუსტი ვიყავი და სიმაღლეში ზრდის პრობლემებიც მქონდა, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე ჩოგბურთში.
– ფიზიკურმომზადებასვისთანგადიხარ?
– მამაჩემია ჩემი პირადი მწვრთნელიც და მენეჯერიც. ის ცდილობს ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტები შეარჩიოს და დაგეგმოს, სად და ვისთან გავიარო მომზადება. ხშირად თბილისში ჩავდივარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ. ნაკრებს ვლადიმერ გაბრიჩიძე გვავარჯიშებს. ტურნირების დროს კი ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად ვემზადები. ოჯახში სამნი ვართ – მამა, დედა და მე. და-ძმა არ მყავს. მამა და დედა ველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩოგბურთი მეთამაშა. სკოლაში სწავლაზე უფრო მეტად აქცენტი ჩოგბურთზე გვქონდა გაკეთებული. ახლაც მთელი ჩემი ცხოვრება ჩოგბურთის ირგვლივ ტრიალებს. გადაწყვეტილება თავიდანვე ერთობლივად მივიღეთ, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელის გზას გავყოლოდი. მამაჩემის ინტერესი ასეთი დიდი რომ არ ყოფილიყო აქამდე, ალბათ ვერ ვითამაშებდი ჩოგბურთს. ყოველთვის ვიღაც გჭირდება ვინც გზას გაგიხსნის, შენთვის რაღაცას გააკეთებს, სხვაგვარად შეუძლებელია რამე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც, უკეთეს შემთხვევაში კარგი იუნიორის სტატუსით დაამთავრებ სპორტულ კარიერას.
– შეცდომა ბევრი მქონია. ისეთი გულდასაწყვეტი შეცდომებიც ყოფილა, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდი მისგან გათავისუფლებას. ასი პროცენტით დარწმუნებული რომ ხარ გამარჯვებაში, მაგრამ აგებ, უნდა შეეცადო, დაივიწყო, დაიწყო ვარჯიში და ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, იგივე არ გაიმეორო. არის შეცდომები, რაც მომდის დარტყმების ტექნიკური შესრულების დროს, მაგრამ მათი გამოსწორება რთული არაა, უბრალოდ უნდა მოვინდომო და მეტი ყურადღება დავუთმო მათ დახვეწას. უფრო ძნელი ფსიქოლოგიური მომენტების გადალახვაა: ოთხჯერ ისეთი თამაში მაქვს წაგებული, როცა ერთი ბურთი მაკლდა მოგებამდე. წელს, საბედნიეროდ, ასეთი მომენტები საგრძნობლად შემიმცირდა კარგი სათამაშო პრაქტიკის გამო, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.
– ანტალიაში ვითამაშეთ ჩვენ. მასთან სწრაფად და ადვილად წავაგე. სხვათა შორის, არ იყო ძლიერი მოწინააღმდეგე და არც ახლა მიმაჩნია, რომ კარგად თამაშობს. მაშინ 18 წლის ვიყავი, ვნერვიულობდი და ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმას ვხვდებოდი. იმდენი ვიფიქრე ამაზე, რომ საერთოდ ვეღარ ვითამაშე. ორი-სამი წლის წინ ბულგარეთში „დევისის თასზე“ გრიგორ დიმიტროვს ვეთამაშე. ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ათეულის წევრია. 4:3 ვიგებდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდი – არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მის დამარცხებას მოვახერხებდი.
–როგორცჩანს, ფსიქოლოგიურიმომენტებიგადამწყვეტია…
– რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი წარმატების მისაღწევად ძლიერი ფსიქიკა და კარგი ფიზიკური მომზადებაა. ჩემს უცხოელ თანატოლებს, ვისთანაც ვთამაშობდი იუნიორებში და რომლებიც ახლა წარმატებით აგრძელებენ პროფესიონალურ კარიერას, მრავალი ადამიანი დასტრიალებს თავს: ცალკე ჩოგბურთის მწვრთნელები, ცალკე ფიზიკური მომზადების, მასაჟისტებიც ჰყავთ გუნდში და ფსიქოლოგებიც. ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ გაიზარდონ. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ფედერაციიდან, ასევე სპორტის სამინისტროდანაც გვიდგანან გვერდში, მათი დახმარება სპონსორების გარეშე არაა და ვერც იქნება ეფექტური, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვრჩებით. დღეისათვის საქართველოდან სულ სამნი ვართ მსოფლიოს 1000-ულში: ნიკა ბასილაშვილი 200-ულშია, ალექსანდრე მეტრეველი 600-ეულში და მე. ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლად, სპონსორების დახმარების გარეშე ვაღწევთ, თუმცა დიდი წარმატებების მოსაპოვებლად მათ გარეშე გაგვიჭირდება.
–შენირჩეულიჩოგბურთელივინარის?
– ბავშვობაში იყო პიტ სამპრასი. ახლა უკვე გამორჩეულად არავინ მომწონს.
–ფედერერზერასიტყვი?
– ვფიქრობ, ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, თუმცა მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ვყოფილვარ. კარიერა რომ დაიწყო, მას სამპრასს ადარებდნენ, მე კი საერთოდ ვერ შევადარებდი მათ ერთმანეთს. თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე მეტად მომწონს დელ-პოტრო და ენდი მარი.
–ქალთაჩოგბურთშივისგამოარჩევდი?
– ქალების ჩოგბურთს იშვიათად ვუყურებ. კაცების ჩოგბურთსაც მარტო დიდ ტურნირებზე ვადევნებ თვალს, დიდი სლემებისა და მასტერსების დროს. ქალების ჩოგბურთი ადრე უფრო მომწონდა, განსაკუთრებით ჯუსტინ ჰენინი, რომელიც მართლაც ლამაზ ჩოგბურთს აჩვენებდა. ასევე ჰინგისი, დები უილიამსები. ახლა შარაპოვა და აზარენკოა მოწინავეთა შორის, თუმცა ისე ყვირიან ბურთის გათამაშების დროს, რომ მათი ყურების ხალისი მეკარგება.
–ვისთანისურვებდიშეხვედრას?
– დიმიტროვთან. მასთან თამაში მომეწონა. როცა უმაღლესი დონის ჩოგბურთელს ეთამაშები, საერთოდ სხვანაირი თამაში მიდის. თითქმის ვერაფერს ასწრებ, იმდენად სწრაფი მოთამაშეა და ისე ანაწილებს ბურთს. მასთან თამაში საინტერესოა. ვისურვებდი ასევე ენდი მარისთან შეხვედრას, იმედია, მექნება ამის შესაძლებლობა.
– ამჟამად ვისვენებ, რადგან მიყოლებით 10 ტურნირში ვითამაშე. პლუს საქართველოს ნაკრებში მონაწილეობა „დევისის თასზე“. ნელ-ნელა დავიწყე მცირე დატვირთვებით ვარჯიში, საღამოობით ერთი საათი, ან საათ-ნახევარი. დაახლოებით ერთ თვეში ყაზახეთში გავემგზავრები. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირში უნდა ვითამაშო, რეიტინგში რომ კიდევ უფრო წავიწიო წინ. მინდა რაც შეიძლება მალე მსოფლიოს ჩოგბურთრთელთა პირველ ასეულში მოვხვდე, შემდეგ კი – პირველი ათეულში შემავალი მოთამაშე გავხვდე და ერთ–ერთ დიდი სლემის ტურნირში გავიმარჯვო.
სექსუალურ შევიწროებას ქუჩაში შეიძლება ბევრნაირი ფორმა ჰქონდეს: სტვენა, კოცნის ხმა, შეურაცხმყოფელი შეფასებები, ვულგარული ჟესტიკულაცია თუ უკან დადევნება. სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროების მხვერპლი უმეტესად ქალები არიან.
გენდერის სპეციალისტი თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ თამამად ჩაცმული ქალის მიმართ მამაკაცების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება „სექსისტურია“ და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობადაც შეიძლება შეფასდეს. “მართალია, შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი ქართველი მამაკაცების აზროვნებაში და ბოლო დროს „სექსისტი“ მამაკაცების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება და ეს თეზა განსაკუთრებით მამაკაცებს ავიწყდებათ”, – ამბობს ის.
ქუჩაში უხამსი შეფასებები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Dailymail-მა და The Guardian-მა გაავრცელა კაიროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ბიჭები თავს ესხმიან ქერა ქალს, რომლის ჩაცმულობასაც, მათი გაგებით, ზედმეტად გამომწვევი შეიძლება ეწოდოს.
თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი სიმწვავის რადიკალურ ინციდენტებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია, თუმცა შორს ვართ ისეთი საზოგადოებისგან, სადაც ქალი საკუთარი თავისუფლების, უფლებებისა და შესაძლებლობების პოტენციალის ფარგლებში საზოგადოების სრულყოფილ წევრად იქნება აღქმული. ამერიკაში ორგანიზაცია Stop Street Harassmentმიერ გამოკითხული 811 ქალიდან 99-მა პროცენტმა დაადასტურა ქუჩაში კაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგივე დაადასტურა ლონდონში, კოალიცია Ending Violence Against Women (EVAW)-ის მიერ გამოკითხული გოგოების (18-34 წლის) 43%-მა, პოლონეთში კი 2012 წელს არაფორმალურად გამოკითხული 818 ადამიანისგან (უმეტესად ქალები), ქალი რესპონდენტების 85%-ს ჰქონდა გამოცდილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.
ქალებზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ მოძალადის ბრალს როდი ხედავს, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია კაცების მხრიდან ქალზე ძალადობისა – “მასკულინური საზოგადოება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევას მუდამ გასამართლებელ არგუმენტს უძებნის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არგუმენტი არ არსებობს. ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზისას ვნახავთ, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ „მსხვერპლი“ გახდა” – ამბობს თამუნა. მაგალითად, ვებგვერდზე: orthodos.ge-ზე ერთ-ერთ პასუხში პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი წერს: “გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია”. “მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, პრობლემა მაინც რჩება. დღეს საგანგაშო სტატიტიკა გვაქვს ოჯახური ძალადობის მხრივ, ბოლო 6 თვეში 14 ქალი იქნა მოკლული ყოფილი ქმრის ან ქმრის მიერ. საზოგადების ის ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებს მხოლოდ ყოფით, ინდივიდუალურ პრიზმაში უყურებს, თავად ხდება დანაშაულის მონაწილე და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სქესის ნიშნით ხელყოფს”, – ამბობს თამუნა ბაგრატია.
გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას, ბიჭებს კი არავინ ასწავლის თავშეკავებას, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეკლესია “გამომწვევად” ჩაცმული ქალის ეკლესიაში შესვლას კრძალავს ის არის, რომ მან კაცი არ აცდუნოს.
ეკლესიებსა თუ მეჩეთებში ხშირად შეხვდებით ქალის დრესკოდის განმსაზღვრელ ნიშნებს, რომლებიც ქალს ეკლესიაში მოკლე სახელოებიანი მაისურით, მოკლე კაბითა და შარვლით შესვლას უკრძალავს. გენდერის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში არათანაბარი მიდგომა არამარტო ჩაცმის, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაშიც გვხვდება: “საქართველოში სქესის ნიშნით სელექციური აბორტის შედეგად 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. ხოლო გოგონების განათლებაზე მეტად ბიჭების განათლებაა პრიორიტეტული”. თამუნა მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან შეწყდება მოძალადის გამართლება და საზოგადოება იქნება დემოკრატიულ, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობილი, მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში შეიცვლება. მისივე აზრით, კაცის ცნობიერებაში ამგვარი სტერეოტიპების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია: “მედიის მიერ გავრცელებული პროდუქტი არ უნდა განაპირობებდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ უნდა უწყობდეს ხელს ძალადობის წახალისებას.
მაგრამ ახლახან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, გადაცემა, სადაც ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტად იყო წარმოდგენილი და რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ არის სექსიზმი, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში”.
ქუჩაში ქალის სექსუალურად შევიწროვებას მსოფლიო მასშტაბით ბევრი ჯგუფი ებრძვის, თუმცა თამუნას თქმით, გენდერული პრობლემა კომპლექსურია და საკითხიც კომპლექსურად უნდა გადაწყდეს: “რა თქმა უნდა, ახალი თაობები ნაკლები სტერეოტიპით არიან მოცულნი, თუმცა საზოგადოების კრიტიკული მასა ტოტალურად რჩება სტერეოტიპების გარემოცვაში. საამისოდ საჭიროა ქალთა ძლიერი კონსოლიდირებული მოძრაობის, როგორც ქალთა მიღწევების შენარჩუნებისა და სოლიდარობის ინსტრუმენტის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების მეტი ინფორმირება სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ეკონომიკური შემოსავლების გათანაბრება, დისკრიმინაციული მიდგომებისა და ძალადობის აღმოფხვრა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს, ჩემი აზრით, ბევრი არაეფექტური აქტივობა ხორციელდება, ხშირად დუბლირებული, ერთსა და იმავე სამიზნე ჯგუფებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, პირიქით – თემის მარგინალიზაციასაც კი ახდენს”.
სექსუალურ შევიწროებას ქუჩაში შეიძლება ბევრნაირი ფორმა ჰქონდეს: სტვენა, კოცნის ხმა, შეურაცხმყოფელი შეფასებები, ვულგარული ჟესტიკულაცია თუ უკან დადევნება. სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროების მხვერპლი უმეტესად ქალები არიან.
გენდერის სპეციალისტი თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ ქალის მიმართ მამაკაცების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება „სექსისტურია“ და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობადაც შეიძლება შეფასდეს. “მართალია, შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი ქართველი მამაკაცების აზროვნებაში და ბოლო დროს „სექსისტი“ მამაკაცების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება და ეს თეზა განსაკუთრებით მამაკაცებს ავიწყდებათ”, – ამბობს ის.
ქუჩაში უხამსი შეფასებები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Dailymail-მა და The Guardian-მა გაავრცელა კაიროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ბიჭები თავს ესხმიან ქერა ქალს, რომლის ჩაცმულობასაც, მათი გაგებით, ზედმეტად გამომწვევი შეიძლება ეწოდოს.
თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი სიმწვავის რადიკალურ ინციდენტებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია, თუმცა შორს ვართ ისეთი საზოგადოებისგან, სადაც ქალი საკუთარი თავისუფლების, უფლებებისა და შესაძლებლობების პოტენციალის ფარგლებში საზოგადოების სრულყოფილ წევრად იქნება აღქმული. ამერიკაში ორგანიზაცია Stop Street Harassmentმიერ გამოკითხული 811 ქალიდან 99-მა პროცენტმა დაადასტურა ქუჩაში კაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგივე დაადასტურა ლონდონში, კოალიცია Ending Violence Against Women (EVAW)-ის მიერ გამოკითხული გოგოების (18-34 წლის) 43%-მა, პოლონეთში კი 2012 წელს არაფორმალურად გამოკითხული 818 ადამიანისგან (უმეტესად ქალები), ქალი რესპონდენტების 85%-ს ჰქონდა გამოცდილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.
ქალებზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ მოძალადის ბრალს როდი ხედავს, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია კაცების მხრიდან ქალზე ძალადობისა – “მასკულინური საზოგადოება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევას მუდამ გასამართლებელ არგუმენტს უძებნის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არგუმენტი არ არსებობს. ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზისას ვნახავთ, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ „მსხვერპლი“ გახდა” – ამბობს თამუნა. მაგალითად, ვებგვერდზე: orthodos.ge-ზე ერთ-ერთ პასუხში პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი წერს: “გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია”. “მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, პრობლემა მაინც რჩება.
დღეს საგანგაშო სტატიტიკა გვაქვს ოჯახური ძალადობის მხრივ, ბოლო 6 თვეში 14 ქალი იქნა მოკლული ყოფილი ქმრის ან ქმრის მიერ. საზოგადების ის ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებს მხოლოდ ყოფით, ინდივიდუალურ პრიზმაში უყურებს, თავად ხდება დანაშაულის მონაწილე და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სქესის ნიშნით ხელყოფს”, – ამბობს თამუნა ბაგრატია.
გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას, ბიჭებს კი არავინ ასწავლის თავშეკავებას, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეკლესია “გამომწვევად” ჩაცმული ქალის ეკლესიაში შესვლას კრძალავს ის არის, რომ მან კაცი არ აცდუნოს.
ეკლესიებსა თუ მეჩეთებში ხშირად შეხვდებით ქალის დრესკოდის განმსაზღვრელ ნიშნებს, რომლებიც ქალს ეკლესიაში მოკლე სახელოებიანი მაისურით, მოკლე კაბითა და შარვლით შესვლას უკრძალავს. გენდერის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში არათანაბარი მიდგომა არამარტო ჩაცმის, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაშიც გვხვდება: “საქართველოში სქესის ნიშნით სელექციური აბორტის შედეგად 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. ხოლო გოგონების განათლებაზე მეტად ბიჭების განათლებაა პრიორიტეტული”. თამუნა მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან შეწყდება მოძალადის გამართლება და საზოგადოება იქნება დემოკრატიულ, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობილი, მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში შეიცვლება. მისივე აზრით, კაცის ცნობიერებაში ამგვარი სტერეოტიპების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია: “მედიის მიერ გავრცელებული პროდუქტი არ უნდა განაპირობებდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ უნდა უწყობდეს ხელს ძალადობის წახალისებას.
მაგრამ ახლახან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, გადაცემა, სადაც ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტად იყო წარმოდგენილი და რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ არის სექსიზმი, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში”.
ქუჩაში ქალის სექსუალურად შევიწროვებას მსოფლიო მასშტაბით ბევრი ჯგუფი ებრძვის, თუმცა თამუნას თქმით, გენდერული პრობლემა კომპლექსურია და საკითხიც კომპლექსურად უნდა გადაწყდეს: “რა თქმა უნდა, ახალი თაობები ნაკლები სტერეოტიპით არიან მოცულნი, თუმცა საზოგადოების კრიტიკული მასა ტოტალურად რჩება სტერეოტიპების გარემოცვაში. საამისოდ საჭიროა ქალთა ძლიერი კონსოლიდირებული მოძრაობის, როგორც ქალთა მიღწევების შენარჩუნებისა და სოლიდარობის ინსტრუმენტის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების მეტი ინფორმირება სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ეკონომიკური შემოსავლების გათანაბრება, დისკრიმინაციული მიდგომებისა და ძალადობის აღმოფხვრა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს, ჩემი აზრით, ბევრი არაეფექტური აქტივობა ხორციელდება, ხშირად დუბლირებული, ერთსა და იმავე სამიზნე ჯგუფებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, პირიქით – თემის მარგინალიზაციასაც კი ახდენს”.
“კანონი განსაზღვრავს საშტატო რაოდენობას, ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ” – აცხადებს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე.
საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაონიდან”, ირაკლი ჯორბენაძე გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მიიჩნევს:
„საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით შეკითხვებიც გვქონდა და შენიშვნებიც, ვინაიდან კანონი გვალდებულებს, ის საშტატო ნუსხა და ოდენობა, რომელიც დღეს წარმოადგინა გამგეობამ, შესაძლებელი იყო წარმოედგინათ ოფიციალურად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120-ე დღეს, თუმცა აჩქარდნენ ჩვენი თვითმართველობის საკანონმდებლო აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელები” – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.
საშატატო ნუსხასთან ერთად დეპუტატებმა 21 საკითხს უყარეს კენჭი.
ხულოს საკრებულოს დეპუტატებს, დღეს პირველად, სხომაზე ადგილი პარტიითა და ნუმერაციით მიანიჭეს. დარბაზში შესულ საკრებულოს დეპუტატებს ნუმერაცია მზად დახვდათ.
1-2 რიგი კოალიციას, მე-3 რიგი “ნაციონალურ მოძრაობას”, მეოთხე – “ნინო ბურჯანაძე – „ერთიან ოპოზიციას” და ბოლო, მეხუთე რიგი პოლიტიკური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს ხვდათ წილად. პარტიების მიხედვით დეპუტატებისთვის გამოყოფილი ადგილების ამგვარი გადანაწილება შეურაცმყოფელად მიიჩნია ოპოზიციამ.
„ყველანი დეპუტატები ვართ და რატომ უნდა იყოს რიგობითობა პარტიების მიხედვით, ამაზე უკმაყოფილება ოცნების დეპუტატებმაც გამოხატეს. სკამებზე რიგების მიწერას ნაცვლად უპრიანი იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იზრუნონ“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.
ვისი გადაწყვეტილება იყო საკრებულოს წევრების დახარისხება სკამებზე პატრიების მიხედვით, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მას ნუმერაცია არ შეუნიშნავს: “ალბათ ვიღაცამ იხუმრა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
მისი თქმით დარბაზი არ არის საკრებულოს სხდომებისთვის შესაფერისი, რადგან აქ არის მრგვალი მაგიდა: “ეს არ არის დარბაზი, სადაც შეიძლება სხდომების ჩატარება, შესაბამისად ვინ სად დაჯდება, აქ არავინ არ უყურებს. შემდგომში, პირველ რიგში ნაციონალები დაჯდებიან” – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.
ხულოს საკრებულოში სხდომა გუშინ 12 საათზე დაიწყო და საღამოს 7-ის ნახევრამდე გაგრძელდა.
პროგრამის ფარგლებში გადამზდების კურსს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული 184 თემის სამედიცინო პუნქტის 228 ექთანი გაივლის.
პროგრამის მიზანია, მედდების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგ მიმართულებებში:
1. ბავშვთა ასაკის უხშირესი დაავადებათა მართვა საექთნო დონეზე, ბავშვთა კვებისა და განვითარების საკითხები;
2. მოზრდილი მოსახლეობის ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგი და რეფერალის ჩვენებები.
ერთკვირიანი გადამზადების კურსი უკვე ჩაუტარდა ხელვაჩაურის თემის სამედიცნო პუნქტების 44 მედდას. მათ ტესტირების შედეგების გათვალისწინებით სერთიფიკატები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ გადასცა.
პროკურატურასთან, დიდი რაოდენობის ნარკოტიკის ამოღებასთან დაკავშირებით დაკავებული ტრაილერის მძღოლის – გურამ ცეცხლაძის ახლობელბი შეიკრიბნენ და მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს. აქციას ასევე ესწრებოდნენ იმ გადამზიდი ფირმის წარმომადგენლები, რომელსაც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის თქმით, უკანონოდ შეუჩერეს საქმიანობა. მისივე თქმით, შემდეგ აქციაზე მძღოლები უკვე ტრაილერებით მოვლენ თავიანთი პროტესტის დასაფიქსირებლად.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გურამ ცეცხლაძეს არანაირი კავშირი არ ქონია ნარკოტიკთან და საქმესთან. შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს სასამართლო პროცესის გაჭიანურებაც, რომელიც 2 სექტემბერს იყო ჩანიშნული და 30 ოქტომბრისთვის გადაიტანეს. გურამ ცეცხლაძის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.
ენვერკეჟერაძე, შპს„განათლებას“მე-11 კლასისმოსწავლე: „ამერიკაში განათლების მიღებაზე არაფერი ვიცოდი. ბანაკში გავიგეთ, რომ „EducationUSA~ უზრუნველყოფს ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთ სწავლაში ხელის შეწყობას, გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და დახმარებას. გაგვაცნეს ამერიკული უნივერსიტეტების ცხოვრება, იქ მოხვედრის პირობები. ასევე აგვიხსნეს აპლიკაციების, სამოტივაციო წერილების (ესსეები) და სივის წერის მეთოდოლოგია. ჩემთვის ამ ყველაფრის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან სწავლის გაგრძელებას ამერიკაში ვაპირებ“.
ლიზიკეშელავა, „მასტერკლასის“მე-12 კლასისმოსწავლე: „საზღვარგარეთ სწავლა თითოეული დონის ბავშვისთვისაა შესაძლებელი. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება მოსწავლემ არ იცოდეს იდეალურად ინგლისური და არ ჰქონდეს ოჯახს საშუალება ინგლისურის სწავლისთვის. ამისთვის არის ჩომმუნიტყ ჩოლლეგე (სათემო კოლეჯი).
ანადურიხანიანი, „ევრო 2000“-ისმე-11 კლასისმოსწავლე:Community College (სათემო კოლეჯი) უფრო იაფია. თუ კარგად არ ხარ მომზადებული, ეს კოლეჯი საშუალებას გაძლევს TOEFL -ში მიღებული 60 ქულით ჩაირიცხო, ისწავლო ორი წელიწადი და ცოდნის აუცილებელი დონის მიღების შემდეგ გააგრძელო სწავლა უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე. ამას ჰქვია „Two plus two“ („ორს პლუს ორი“).
ლიზიკეშელავა: „თავიდანაც ვფიქრობდი, ამერიკაში გამეგრძელებინა სწავლა. საზაფხულო ბანაკის მერე საფუძვლიანი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სასწავლებლად ამერიკაში წავალ. უნივერსიტეტი კონკრეტულად არ მაქვს შერჩეული. მანამდე სხვა ეტაპია გასავლელი – გამოცდების ჩაბარება და მერე გადავწყვეტ, რომელ უნივერსიტეტში გავაგზავნი საბუთებს.
ანადურიხანიანი: ჯერ კონკრეტულად არ ვიცი, სად ვისწავლი. ამ ბანაკმა მომცა ისეთი მოტივაცია, რომ გავაგრძელებ ინგლისური ენის უკეთ შესწავლას. ამერიკაში სწავლისთვის დაფინანსების მოპოვება დამჭირდება, რისთვისაც მაღალი ქულებია საჭირო.
ლუკაგოცირიძე, შპს „განათლებას“მე-11 კლასისმოსწავლე: „სასარგებლო იყო ჩემთვის TOEFL -ისა და SAT-ის ტესტების სტრუქტურის მიმოხილვა და მათი რამდენიმე სექციის შესრულება, რადგან სწორედ ეს ტესტები წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სტუდენტების მისაღებად ამერიკულ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში. სტიპენდიის მიღებასაც ეს ტესტები განაპირობებენ“.
ანადურიხანიანი: „ამერიკაში სასწავლებლად თუ მოემზადები, ევროპის სასწავლებლებში უფრო ადვილად მოხვდები. ამერიკაში მოსახვედრად კი გვჭირდება SAT ან ACT და TOEFL -ის ტესტები. SAT -ში უმაღლესი ქულაა 2400, ხოლო TOEFL -ში _ 120. გარდა ამისა, უნდა იყო აქტიური და გაგაჩნდეს ლიდერისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი. ეს საზაფხულო ბანაკი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბევრი რამ გავიგეთ ამერიკული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებისა და მოთხოვნების შესახებ და ჩვენი შესაძლებლობებიდან და პირობებიდან გამომდინარე, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის უკეთესი კოლეჯი ან უნივერსიტეტი. როცა ყველას გვინდა ისეთ სახელოვან უნივერსიტეტებში მოხვედრა, როგორიცაა ჰარვარდის ან კოლუმბიის უნივერსიტეტები, ხშირად იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ამერიკაში უამრავი სხვა უნივერსიტეტი არსებობს, სადაც სწავლების სტანდარტები ასევე მაღალია და ჩაბარებისა და სტიპენდიის მოპოვების უფრო მეტი შანსი გვაქვს“.
თაკო, როგორია წელს საზაფხულო მოდა, რა არის აქტუალური?
წელსაც აქტუალური პასტელური ფერები, 3D ქსოვილები. სილუეტი 60-იანი წლებიდანაა აღებული. კლასიკურისა და სპორტულის კარგი შეხამებაა, “ქეჟუალ” (ყოველდღიურ) კაბასთან შეგვიძლია ჩავიცვათ ბოტასები, ამ ორი სტილის შეხამება ძალიან საინტერესოა. მოდაშია ჩაღილული კაბები, როგორც მოკლე, ასევე კოჭამდე, ტოპმაისურები, მაღალწელიანი შორტები, ჭილოფის ქუდები.
როგორი სამოსი უხდება ბათუმს ზაფხულში?
პირველ რიგში ჰაეროვანი, გამჭვირვალე, მაგრამ არა ვულგარული სამოსი. უხდება პასტელის ფერები, ბათუმი თვითონ გვავსებს თავისი მრავალფეროვნებით, მას აღარ სჭირდება რაიმე ზედმეტი, ამიტომაც არ უხდება მკვეთრი ფერები.
რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩანთას?
ჩემი ფეხსაცმელები წელს არის ოდნავი პლატფორმა გაერთიანებულ ძირზე, თასმებით. ესპადრელები ტანგეტკაზე არის ტენდენციური წელს მთელს მსოფლიოში. უკვე დავუბრუნდით წვრილ ქუსლსა და ფეხსაცმლის წვრილ ცხვირს, ბათუმშიც აქტუალურია უკვე ეს ფეხსაცმელი, თავიდან მეც ძალიან მეხამუშა, მაგრამ მერე შეეჩვია თვალი. ჩანთები კი არის მომრგვალებული ფორმის და ჭრელი.
აქსესუარები ისევ აქტუალურია?
რა თქმა უნდა, წელს უფრო მეტადაც, სამი წელია ვმუშაობ თავსაფრებზე, წელს ისეთი ამბავია ჩემს `აბადოკებზე~, რომ დამზადებას ვერ ვასწრებ, ადრე ყვავილებით ვაკეთებდი, მაგრამ ეს ისე გააპლაგიატეს, აღარ მიღირს, ახლა მხოლოდ თვლებით ვაკეთებ, წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა, ყველას ხელით ვაკეთებ, ჩემი ნივთებით განსაკუთრებულად უცხოელები ინტერესდებიან, სადა კოსტიუმს ძალიან ავსებს.
რომელი ქალაქია საქართველოში თქვენი შეფასებით ყველაზე მოდური?
ყველასთვის ცნობილია, რომ მთელს საქართველოში სიახლე შედიოდა აფხაზეთიდან და ბათუმიდან, ამის მიზეზი იყო ზღვა, უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა, მათ კი კულტურული ცვლილებებიც შემოჰქონდათ. დაახლოებით რვა წლის წინ თბილისში შორტი მიუღებელი იყო, ბათუმში ყოველთვის თამამად იცვამდნენ, თბილისში კი ახლა დაიწყეს მისი ჩაცმა. დღეს მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თბილისში ბევრი გემოვნებით იცვამს, თუმცა ქალაქის მოცულობის გამო ისე აშკარად არ ჩანს, როგორც აქ. ბათუმი პატარა ქალაქია, გადაადგილებას არ სჭირდება ბევრი დრო, აქ უფრო ბევრს ნახავთ გამოპრანჭულს, ვიდრე თბილისში, ამიტომაც მე უფრო ბათუმი მგონია მოდური ქალაქი.
რაზე მუშაობთ ახლა?
ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემი კარიერა უფრო წინ წავწიო, კომერციული თვალსაზრისით ვარ დაკავებული, ტურისტულ სეზონზე ბევრი უცხოელი ჩამოდის, ჩემი ხაზის მიმართ მათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ, ახლა ბანკეტების პერიოდია, უამრავი შეკვეთა მქონდა. გუშინ ჩემი კოლექცია გადაიღეს ლოს-ანჟელესიდან ჩამოსულმა რეჟისორებმა, რომლებიც ბათუმზე იღებენ პრომოს, მათ აქვთ გადაღებული “ფერარის” და სხვა მრავალი ძვირადღირებული კომპანიის კლიპი, ვფიქრობ, ხარისხიანი პრომო გამოვა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოხვდა ამ პრომოში, პრეტაპორტე, სულ ოთხი კოსტიუმი, საცურაო კოსტიუმი, მოკლე სარაფანი თავისი შლაპით და ორიც საღამოს კოქტეილის კაბა. დიდი ხანია ვმუშაობ ყვავილებით, ბოლო პერიოდში კი ძალიან აქტუალური გახდა. ხელოვნურ ყვავილებს მე თვითონ ვაკეთებ, მერე კი თემატურად ხელით გადამაქვს სამოსზე, ამ კოლექციაშიც ნამუშევრები ყვავილებით იყო. ჩემს სამოსზე ყოველთვის ვტოვებ ხელწერას, როცა რაიმეს ვქმნი, ვფიქრობ აუცილებელია, მას ეტყობოდეს დიზაინერის ხელი.
ბოლოს სად გქონდათ ჩვენება?
საკუთარი ჩვენება ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ ჯერ ეს არ მინდა, ვაპირებ რაიმე გრანდიოზული გავაკეთო, ჯერ კი მაგის თავი არ მაქვს. ჩემი კოლექციები გამაქვს თბილისის `ფეშენ ვიქზე~, შოურუმებზე, ბოლო ჩვენება მქონდა ბათუმის სეზონის გახსნაზე, ტურიზმის დეპარტამენტმა მიმიწვია, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინე, რომელიც კუბური მუსიკის ფონზე ვაჩვენეთ. ეს იყო უბრალოდ ჩემი თანამონაწილეობა, ვიდრე ჩვენება.
მუშაობთ ქალისა და ბავშვების ხაზზე, ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
არა, კვლავ ვაგრძელებ ამ ხაზზე მუშაობას. ჩემი ქალი კვლავ რჩება ჰაეროვანი, ღია და ნათელი, უფრო ზღვის ქალია და ამ ქალაქის, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო ყოველთვის იყო ბათუმი. მიყვარს გამოსასვლელ კაბებზე მუშაობა, აქ უფრო ჩანს დიზაინერის შტრიხი. პატარებთან მუშაობა მომწონს, მყავს მუდმივი კლიენტებიც, რაიმე გამოსვლა თუ აქვთ ან დაბადების დღე, მშობლებს ეუბნებიან, თაკოსთან წამიყვანეთო. თან ყოველთვის იციან, როგორ უნდა ჩაიცვან, პრეტენზიულები არიან, თვითონ გახატინებენ, მათ ყველა პრეტენზიას ვუსრულებ.
ბათუმში სამუშაოდ გადმოსვლას ხომ არ ნანობთ?
ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, აქ გავიზარდე, მაგრამ თბილისში დიდი ხანი მომიწია დარჩენა, იქ დავფუძნდი, მიცნობდნენ, გამიჭირდა წამოსვლა, გადმოვედი მეუღლის სამსახურის გამო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ორ-სამ წელში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ იმდენად კარგად ამეწყო აქ საქმე, რომ აღარ წავალ, აქ მაქვს ჩემი სამყარო, რომ მივდივარ სადმე, აქაურობა მენატრება, ჩემს ქალაქში მაქვს ჩემი საქმე, თან, ვფიქრობ, წარმატებული.
ორი შვილის დედა ხართ, როგორ ახერხებთ პარალელურად ასეთ აქტიურ მუშაობას?
რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, ვერაფერს მოვახერხებდი, ყველა ხელს მიწყობს, იციან რაოდენ ძვირფასია ჩემი საქმე, თუ ოჯახი არ არის შენი მხარდამჭერი, ვფიქრობ, ვერ იქნები წარმატებული. ჩემი მეუღლე მხარში მედგა ყოველთვის, რჩევებსაც მაძლევს, თავიდან ვბრაზდები, მაგრამ მერე მაინც ვითვალისწინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი აზრი.
რას ურჩევდით მომავალ დიზაინერებს?
ვურჩევ, ბევრი იმუშავონ, ეს პერიოდი კარგად გამოიყენონ, რადგან ამ პერიოდში ბევრი რაღაცის შესრუტვა ადვილად შეუძლიათ. თუ უყვართ ეს პროფესია, იშრომონ წარმატებისთვის. ჩემთვის კარგი იქნება, ბევრი დიზაინერი თუ იმუშავებს ბათუმში, კონკურენტული გარემო გამომაცოცხლებს, უფრო მიზანდასახულს გამხდის. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა გააჩნია, როგორ პროდუქტს შექმნი და როგორ შესთავაზებ ამას მომხმარებელს.
ეს შუშანა შარაშიძისა და მისი ოჯახის ისტორიაა. ახლა ის მეუღლის, ტარიელაძის გვარს ატარებს. თითქმის ყველა ისტორია იწყება ცრემლით და ასევე მთავრდება. წარსულის გახსენებაზე მასაც ცრემლი ადგება თვალზე. „მე რომ ნაწვალები ვარ, ენით ვერ აღწერ. რომ გამახსენდება, ასე მოვიტირებ ხოლმე“ – გვეუბნება ის. არ იცის რატომ გამოარჩიეს მთელ სოფელში მხოლოდ მისი ოჯახი. „მშობლები არც „მავნებლები“ (ასე ეძახდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის მტრებს) მყოლია და არც სხვა ბოროტება ჩაუდენიათ. ერთი ჩვეულებრივი გლეხის ოჯახი გვქონდა, შუახევში, სოფელ ვანში ვცხოვრობდით. მიწაზე ვშრომობდით და ვცხოვრობდით წყნარად“ – გვიამბობს შუშანა.
მშვიდი ცხოვრება რეპრესიებმა დაასრულა. დაიწყო მტანჯველი გზა. „სატვირთო მანქანებით ბათუმში წაგვიყვანეს, შემდეგ კი ეშელონებში გადაგვიყვანეს… რა შეიძლება მოხდეს, რომ ეგ დღეები დამავიწყდეს. დიდი და პატარა გაყინულ, ბინძურ ვაგონებში შეგვყარეს. 14 საშინელი დღე გავატარეთ შიმშილსა და სიცივეში. ყინულის ლოლუები ეკიდა ვაგონებს. ბავშვები ვიწრო ფიცრებზე ვიწექით და სულ ძირში ვცვიოდით“.
ვაგონს მოჰყვა მიწის ქოხები. ყაზახეთის მკაცრი კლიმატი ახალ სატანჯველად იქცა. „სიცხისგან ავად გავხვდი, სახე დამისკდა და სისხლი მდიოდა. წყალი ბინძური იყო, დასალევად უვარგისი, ალბათ ორგანიზმიც გამომიშრა. მეზობლები მშობლებს ეუბნებოდნენ, საზამთრო რომ მოვა, აჭამეთ და კარგად გახდებაო. ერთი წელი მიწაზე გვეძინა ხუთ ბავშვს, მშობლებს რა დააძინებდათ, შიშისგან გული უსკდებოდათ ქვეწარმავლებს ან რამე სხვა მცოცავებს არ დავეკბინეთ. ბოლოს მამაჩემმა თქვა, ასე შვილები დამეხოცებაო და საბჭოს თავმჯდომარესთან მივიდა და ფიცრები გამოართვა. იმით სამი საწოლი დადგა და ცოტა შეღავათი მოგვეცა. რომ წამოვედით, მეზობლებს დავუტოვეთ, გაგიჟებულები იყვნენ, ეს რა ვნახეთ, რა გვეღირსაო“.
შუშანა ტარიელაძე მძიმე ფიზიკურ შრომასაც ტკივილით იგონებს: „მიწა ისეთი ცხელი იყო, ოხშივარი ასდიოდა, წყლით ვრწყავდით, ცოტა რომ გაგრილებულიყო, ამას მე ვაკეთებდი, კილომეტრიდან ვზიდავდი და მიწაზე ვასხამდი, მერე ვხვეტავდი. ათ წუთში ისევ მოსარწყავი იყო. ჩემი და-ძმები ლამის დაიხოცნენ პლანტაციებში მუშაობით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მშიერი მოვკვდებოდით. ისედაც არაფერი იყო, ცარიელ სიმინდს თუ შეჭამდი“.
შიმშილსა და სიდუხჭირეს ყველა გადასახლებული ოჯახი განიცდიდა: „უჭირდათ მეზობლებსაც, ზოგი დარდისგან მოკვდა, ზოგიც – ავადმყოფობისგან. ექვსი ადამიანი დავმარხეთ. ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, 30 წლის. ქმარი ჯარში ჰყავდა, შვილი კი სოფელში დატოვა და დარდისგან მოკვდა. ბავშვი რომ გაიზარდა, მოიკითხა დედის საფლავი“.
„უდანაშაულო ვართ, დაგვაბრუნეთ სამშობლოში“ – ამ შინაარსის წერილი სტალინის სახელზე, კრემლში ორი წლის შემდეგ გაიგზავნა. „წერილი ვინც მოიტანა, ის კაცები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, კავკასიაში მიდიანო. ეს რომ გავიგე, წერილი გულში ჩავიხუტე, ლამის გავგიჟდი სიხარულით. მალე სტალინი გარდაიცვალა და ისევ დავდარდიანდით, გვეგონა აღარ დაგვაბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ სხვებიც გამოუშვეს.
სოფელში სახლი დანგრევას გადაურჩა, რადგან ჩემი საბრალო ძმის ცოლ-შვილი ცხოვრობდა. რა უნდა გვექნა, ისევ გავაგრძელეთ ცხოვრება, გავზარდეთ ობოლი ძმისშვილებიც, მაგრამ იმ დღეების გახსენების დღესაც მეშინია“.
“გაცნობებთ, რომ დაზარალებული ქალბატონი გუშინვე გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა.
აღნიშნულმა ქალბატონმა უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტი და განაცხადა, რომ მისთვის არავის შეუზღუდია თავისუფლება და მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა.
დაზარალებულ ქალბატონს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგედაც დადგინდება მიღებული დაზიანებების ხარისხი. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უკვე წაუყენეს.”
სამ სექტემბერს „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან სომხეთის მოქალაქე ა.ა. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას 20 გრ მარიხუანა აღმოაჩინეს. ამავე დღეს „ვალეს“საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი თურქეთის მოქალაქე მ.დ.-მ გადმოკვეთა, რომელსაც თან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი: 19 აბი APRANAX PLUS-ი ჰქონდა.
29 აგვისტოს „სადახლო-საავტომობილოს’’ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფსიკოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 36 აბი “კარბამაზეპინი”, 4 აბი “ლირიკა“ და 2 აბი “გაბაპენტინი” აღმოაჩინეს. პრეპარატები სომხეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს.
საქმის მასალები შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.
საკრუიზო ხომალდებს დღის განმავლობაში ექსკურსიებით, ადგილობრივი ტურისტული კომპანიები მოემსახურება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე (5 სექტემბრის ჩათვლით) 18 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 8743 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 9 გემი იყო შემუსული 2427 მგზავრით.
დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით ბათუმში 2-ჯერ მეტი საკრუიზო ხომალდი შემოვიდა, ხოლო რაც შეეხება მგზავრებს, მათი რაოდენობა 3,5-ჯერ მეტადა გაიზარდა.
2014 წელს, ბათუმის პორტში 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
“ახლა გამოგვიშვეს ნეიტრალურ ზონაში, დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არ მოგვცეს თვითმფრინავის დატოვების უფლება” – უთხრა “ბათუმელებს” გურამ როგავამ, ტელეარხ “იმედის” ჟურნალისტმა, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამ დრომდე მგზავრები ავიაკომპანიისგან განმარტებას და პასუხს ამაოდ ელიან.
“ფლაივისტა” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც 28 აგვისტოს დაიწყო კიევი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულება.
“ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არც ავიაკომპანიაში და არც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არ პასუხობენ.
პირადი ჩხრეკისას პირს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი აღმოაჩნდა. ამოღებულ ნარკოტიკს ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით დაკავების დროს პირმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.