შშმ პირთა სტაჟირება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2015 წლიდან დაიწყება

 

ამ მიზნით სამინისტრო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს აჭარაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

 

პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელ თომა კაკაბაძესთან და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელ თამაზ მჟავანძესთან. 

სტაჟირების მსურველები მემორანდუმის მონაწილე მხარეებთან ერთად შეირჩევიან და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის 10 სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. 

შშმ პირთა სტაჟირება ჯანდაცვის სამინისტროში 2015 წელს დაიწყება. 

„Black Sea Sound” – ბათუმში მუსიკალური ფესტივალი იწყება

 

 

LIL BEAT, MAO Z DOOM, Mexicano Muchacho, THE Call, THE Nemo, THE OLD MUSE, THE PICKUPERS, LADO KATASHVILI’S BAND, BABILONI – ეს ფესტივალში მონაწილე ბენდების არასრული ჩამონათვალია.

 

„ფესტივალზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ბენდი, რომელსაც თბილისში სტუდიაში ჩავუწერთ ტრეკებს. სულ 11 ბენდი გამოვა. რაც შეეხება მუსიკალურ ჟანრებს იქნება მრავალფეროვანი. იდეა ამ ფესტივალის არის ის რომ ბენდები საავტორო მუსიკას უნდა ასრულებდნენ. ჩვენი მიზანია აქაურ არტისტებს, მუსიკოსებს დავეხმაროთ და გამოვაცოცხლოთ. არცერთი ფესტივალი არ არსებობდა, რომელიც მათ იმედს გაუჩენდა რომ რამე გაეკეთებინათ,“ – ამბობს    „Black Sea Sound”- ის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი.

 

მისივე თქმით ფესტივალზე მისულ მსმენელს სიურპრიზი ელოდება, დღემდე უცნობი, ახალგაზრდა მუსიკოსის სახით.

 

„ფესტივალს ჰყავს თავისი აღმოჩენა.  ჯერ აქ მისთვის არავის მოუსმენია. ის თანამშრომლობს სხვადასხვა სტუდიებთან და პროდიუსერებთან საზღვარგარეთ. საქართველოში ჯერ მასზე არ იციან და გავაცნობთ ჩვენ. ასევე გვყავს კიდევ ერთი დებიუტანტი, ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ხარისხიან მუსიკას უკრავს და ორივე იქნება საინტერესო. ფესტივალში მონაწილეებს შეაფასებს ჟიური, რომლის წევრთა ვინაობაც გასაიდუმლოებულია. თვითონ მუსიკოსებმაც არ იციან ვინ არიან ჟიურის წევრები. არ გვინდა რომ  მოხდეს  არაობიექტურად შეფასება,“ – ამბობს ლევან გელიაშვილი.

 

ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტია. ორგანიზატორთა თქმით, რომ არა დეპარტამენტის მხარდაჭერა, პროექტი არ გამოვიდოდა.

 

 

 

10 წლის მოსწავლის ნახატების გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში

 

ზუზა სასულიერო გიმნაზიის მეთუთე კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ სამი წლიდან ხატავს. 10 წლის ზუზას გამოფენაზე 40-მდე ნახატი იყო გამოფენილი. 

 

ბათუმი სიღარიბის გარეშე – საქველმოქმედო აქცია ერთ კვირას გაგრძელდება

 

იდეის ავტორის, სასულიერო გიმნაზიის მოსწავლის, ლილე ჯიქიას თქმით,  მათ სურთ დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და აქციის საშუალებით შეგროვებული ტანსაცმლითა და პროდუქტებით ცოტათი გაულამაზონ ახალ წელი.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა ძალიან ბევრია, ჩვენ გვინდა ყველა მათგანს დავეხმაროთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ჩაერთვება ამ აქციაში მოსახლეობა. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ყველა მსურველმა დღეს შეიძლება ვერ შეძლოს მოსვლა, ამოტომ ეს საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში და მსურველებს შეუძლიათ ყოველ დღე,  3-დან 5 საათამდე მოვიდნენ აჭარის ტელევზიასთან და შეძლებისდაგვარად მოიტანონ: პროდუქტები, მედიკამენტები სათამაშოები და ტანსაცმელი“ – ამბობს ლილე ჯიქია.

ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია მაღალმთიან აჭარაში

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, გარდა მოქმედი მასწავლებლებისა. 
 
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მიღება ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლობის მსურველთათვის. 
 
 
 
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

 
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; (იხ. განცხადების ფორმა)
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი;
3. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის ასლი;
4. ამ პროგრამის ფარგლებში არსებული განაცხადის ფორმის შევსებული ვარიანტის წარმოდგენა; 
 
 
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან: წერითი და ვერბალური (ზეპირი) ნაწილისაგან 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის  დაუკავშირდით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
საკონტაქტო პირი:  პროგრამის კოორდინატორი  ნანა შავაძე
 
მის: ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ. N4 ტელ: 24 53 78 მობ: 577 29 99 98
ელ.ფოსტა: ganatleba.teach@gmail.com
ვებ-გვერდი:  www.moecs.ge    

ტურისტული კოტეჯები გომარდულში ისევ დაკეტილია

 

გომარდული
გომარდული

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ სახელმწიფოს ვალი, 300 ათას ლარზე მეტი აქვს, მათი ქონება დაყადაღებულია. აქციონერები კრედიტს ითხოვენ და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ, თუმცა უკვე მეორე თვეა ამაოდ ელიან პასუხს აჭარის მთავრობისგან:  „აჭარის მთავრობას დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდით, თუმცა პასუხი მათგან არ მიგვიღია. გვითხრეს, თუ იქნება სიახლე, ჩვენ დაგირეკავთო. ჯერ-ჯერობით ისევ ველოდებით პასუხს“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „გომარდულის“ აქციონერმა რამაზ მსახურაძემ.

 

 სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შვიდი აქციონერი ჰყავს. ეს ტერიტორია მათ 2011 წელს სახელწიფოსგან სიმბოლურ თანხად, 1 ლარად მიიღეს, ვალდებულებების სანაცვლოდ. მიწის ახალ მესაკუთრეებს ერთადერთი ვალდებულება ჰქონდათ: 2013 წლის ბოლომდე ტერიტორიაზე მილიონ-ნახევრის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, ათი კოტეჯის ასაშენებლად. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს – ტერიტორიაზე ერთსართულიანი ათი კოტეჯის ნაცვლად ხუთი ორსართულიანი კოტეჯი ააშენეს.

 

 

სოფელი გომარდული შუახევში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1.250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.    

 

მთავრობამ “ოცნების ქალაქში” 970 ქოხი დათვალა

 

აჭარის მთავრობის ცნობით,  დადგინდა, რომ 53-ე სატანკო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე ჩადგმულია 970 ხის ფიცრული, ხოლო 25-ე სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე – 383 ხის ფიცრული.

 

მეორე ეტაპზე კომისია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას დაიწყებს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით შერეული სამთავრობო კომისია 2014 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და რეაგირების თაობაზე წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება. 

 

კომისიას ხელმძღვანელობს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. კომისია დაკომპლექტებულია აჭარის მთავრობის აპარატის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებით. 

 

ხვალ ბათუმში ბავშვთა რაგბის ჩემპიონატი გაიმართება

 

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ შუახევის ქობულეთის ჩაქვის და ბათუმის 1998-1999, 2000-2001, 2002-2003, 2004-2005 წელს დაბადებული ბავშვების გუნდები.

გამარჯვებული თამაშების შემდეგ დღის მეორე ნახევარში გამოვლინდება.

აჭარის ბავშვთა რაგბის ჩემპიონატის ორგანიზატორია აჭარის რაგბის კავშირის ფედერაცია.

გრანტი დოქტორანტებისათვის

 

 საგრანტო პროგრამა 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა დაწესებული. გასულ წელს სამინისტრომ პროგრამისთვის ერთი მილიონი ლარი გამოყო,  წელს ეს ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე, გაიზარდა პროგრამის ხანგრძლივობაც.

 

„გასულ წელს პროგრამაში 247 დოქტორანტი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, დაფინანსება კი 135-მა დოქტორანტმა მოიპოვა. პირველი წელი იყო საპილოტე, ვაკვირდებოდით, გაამართლებდა თუ არა. პროექტმა გაამართლა, შესაბამისად, წელს გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი. კონკურსის კონფიგურაცია შეიცვალა, წელს უკვე შეუძლია დოქტორანტს დაფინანსება მოითხოვოს მთელი სადოქტორო ციკლის მანძილზე, შარშან მხოლოდ ერთწლიანი დაფინანსება იყო. ასევე დავაწესეთ სტიპენდია. თუ ფასიან პროგრამაზე სწავლობს სტუდენტი, შეუძლია მოითხოვოს 1000 ლარი თვეში, თუ უფასოზე – 800 ლარი“, – ამბობს ზურაბ ბრაგვაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.

 

ახალი რეგულაციებით დოქტორანტს წელიწადში ერთხელ შეუძლია ექვსთვიანი სტაჟირებით უცხოეთის რომელიმე სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაემგზავროს, საზღვარგარეთ დაესწროს ვორქშოფებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; დისერტაციის მიზნებისთვის, დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაგეგმოს უცხოეთში კვლევითი ვიზიტი. აპლიკანტს შეუძლია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების, ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და საველე სამუშაოების ხარჯების გაწერა პროგრამაშივე.

 

საერთო ჯამში, სტიპენდიისა და სხვა ყველა ხარჯი, რომელსაც დოქტორანტი გასწევს, არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რასაც ის მოიპოვებს სემესტრული დაფინანსებისას. სასწავლო-კვლევითი გრანტი,  პროექტის  მიხედვით,  შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისთვის: ექვსსემესტრიანი პროექტისთვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 63 000 ლარია, ხუთსემესტრიანი  პროექტისათვის – 52 500 ლარი, ოთხსემესტრიანი  პროექტისთვის – 42 000 ლარი, სამსემესტრიანი  პროექტისათვის – 31 500 ლარი, ორსემესტრიანი  პროექტისათვის – 21 000 ლარი.

 

„რამდენ დოქტორანტს დავაფინანსებთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროექტებს მივიღებთ. ვფიქრობთ, რომ შარშანდელზე ნაკლები არ იქნება. გასულ წელს პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 21 ათასი ლარი იყო, წელს ერთი პროექტის მაქსიმალური ღირებულება არის 63 ათასი ლარი. პროექტებს ორი ექსპერტი აფასებს – ერთი ადგილობრივი და ერთი უცხოელი. მათი შეფასებების შემდეგ ვადგენთ ერთიან რანჟირებულ სიას, რომელიც იქამდე გრძელდება, სანამ ფული გვეყოფა“, – განმარტავს ზურაბ ბრაგვაძე. მისივე თქმით, პროექტების შემფასებელი ექსპერტების ანაზღაურებაც  პროგრამისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება, რაც მთლიანი თანხის ერთი პროცენტიც არ არის.  

 

„დოქტორანტურაში სწავლის პერიოდი მოჭრილად განსაზღვრული არ არის, ამიტომაც იმის მიხედვით გავცემთ გრანტს, თუ რა ეტაპზეა დოქტორანტი, არ გვაქვს მოთხოვნა „ჯიპიეიზე“, უცხო ენის ცოდნაზე. დოქტორანტმა რომ არ იცოდეს უცხო ენა, ვერ წავა უცხოეთში კონფერენციებზე, ვერ მოაწყობს კვლევით ვიზიტს, თუმცა შეუძლია დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლებსაც განახორციელებს საქართველოში. ვფიქრობ, ექსპერტები ამით მაინცდამაინც აღფრთოვანებულები არ დარჩებიან“, – ამბობს ზურაბ ბრაგვაძე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შარშანდელ გამარჯვებულებსაც, ამის შესახებ თეა ქოიავამ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, გასულ წელს მან 20 900 ლარი მიიღო ფონდისგან.

 

„დოქტორანტისთვის ეს არის ჟანგბადი. გრანტის ფარგლებში გაწერილი გვქონდა კვლევების ჩატარება, კვლევისთვის საჭირო მასალის ყიდვა, საერთაშორისო კონფერენციაზე წასვლა და პისიარით დიაგნოსტირება. ბოლო ეტაპზე ვარ უკვე, დეკემბრის ბოლოს უნდა დავასრულო მუშაობა გრანტის ფარგლებში. საბუნებისმეტყველო მიმართულებით მუშაობა რთულია, დიდ თანხას საჭიროებს, რეაქტივები ძვირი ღირს. კვლევის ჩატარება დიდი ფუფუნებაა, რაც მე რუსთაველის ფონდმა შემიქმნა, მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა. ამ გრანტის ფარგლებში ვიყავი ორ საერთაშორისო კონფერენციაზე – ვალენსიასა და ჩიკაგოში, შესაბამისად, ჩემი კვლევის შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანე. სხვა შემთხვევაში 16 ათასი ლარი კვლევისთვის შეუძლებელი იყო გამომეყო“, – ამბობს თეა ქოიავა, რომლის კვლევის მიმართულებას მიკრობიოლოგია წარმოადგენს.

 

საგრანტო პროგრამა 2015 წლის აპრილიდან ამოქმედდება, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტატუსშეჩერებულ დოქტორანტებსაც. იმისათვის, რომ ფონდმა გრანტის გამოყოფა შეძლოს, მათ გამარჯვების შემთხვევაში სტატუსი უნდა აღიდგინონ.

 

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფონდში წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 23 დეკემბერია. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსებულია რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრის ვებგვერდზე: rustaveli.org.ge

მაღალმთიან აჭარაში სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

 

პირველ ეტაპზე 12 ავტომანქანა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე გადანაწილდება. წლის ბოლომდე ავტომანქანებს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებიც მიიღებენ.


პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით ხორციელდება, ავტომანქანების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 190 400 ლარი, თითოეული ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 11 500 დოლარს.


პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს.

 

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მთის რეგიონის სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით.

 

მიმდინარე წელს სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებით და საკანცელარიო ნივთებით. 

ბათუმში პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

 

პირველად ქართველმა ექიმებმა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც ინდოეთის წამყვანი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი ხელმძღვანელობდა. 

 

ოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 წლის ძმამ  საკუთარი ღვიძლის ერთი ნაწილი ციროზით დაავადებულ 32 წლის დას მისცა. დაავადებული ქალის გადარჩენის ერთადერთი გზა, ღვიძლის გადანერგვა იყო. ექიმების შეფასებით, მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ტრანსპლანტაციის გარეშე, მხოლოდ სამიდან ექვს თვეს გასტანდა. 

 

ამ დროისთვის როგორც დონორის, ისე რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განხორციელებული რთული ოპერაციის შესაბამისია. პაციენტები უკვე მოხსნილნი არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან და მათ ერთმანეთთან პირველი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. და-ძმის პოსტოპერაციული მართვა სამედიცინო პროტოკოლებითა და საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით მიმდინარეობს.  


ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის მზადება სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამ დროის განმავლობაში ქართველი ექიმები მსოფლიოს იმ ქვეყნებში გადამზადდნენ, სადაც ღვიძლის ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაციები ყველაზე ხშირად კეთდება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის არის საჭირო. 

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც ღვიძლის გადანერგვისთვის არის საჭირო. წარმატებით განხორციელებული გადანერგვა, ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს. 

ბათუმში ღვიძლის გადანერგვა დაიწყება

 

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელში არსებული ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ახორციელებს, მედიკოსთა თორმეტკაციანი ჯგუფი, ერთი წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ტექნიკას იმ ქვეყნებში ეუფლებოდა, სადაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე კარგი სკოლაა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრია რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე, რომელიც ამბობს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული ოპერაცაა და იგი საშუალოდ 14 საათს გრძელდება: „დონორიდან ვიღებთ ჯანმრთელი ღვიძლის ნახევარს და ვნერგავთ პაციენტში. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა, მის ჩასატარებლად ექვსი ქირურგი, ოთხი ანესთეზიოლოგი და ექვსი საოპერაციო მედდაა საჭირო“, – ამბობს ის.

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს ბათუმში ქართველი ქირურგები, საზღვარგარეთიდან მოწვეული ტრანსპლანტოლოგების სუპერვიზიით (პროფესიული კონსულტირება და ანალიზი) განახორციელებენ.

 

კახა ქაშიბაძის თქმით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტატისტიკის თანახმად, თირკმლის ტრანსპლანტაციისას 3000-დან ერთი შემთხვევა დონორის გარდაცვალებით სრულდება, ღვიძლის ტრანსპლანტაციისას კი ყოველი 1000 შემთხვევიდან ერთი – „ეს ათასში ერთი თითქოს ძალიან იშვიათობაა, მაგრამ ეს გარდაცვალების სტატისტიკაა, იმ გარდაცვლილი დონორისთვის ეს 100%-ია, ამიტომ ეს არ არის ცოტა“, – ამბობს გია თომაძე.

 

მისივე თქმით, ამ მხრივ ნაკლებ რისკს შეიცავს ღვიძლის გვამური დონაციით გადანერგვა, რომელიც საქართველოში 2000 წლიდან,„ ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონით“ არის დაშვებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში გვამური დონაციის პრაქტიკა არ არსებობს. საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე ამბობს, რომ გვამური დონაციის ამუშავება ქართულ მედიცინაში გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

 

„გადასანერგად უკეთესია ისეთი ორგანო, რომელიც თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან არის ამოღებული. თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში (რომელიც აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებისა), ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გულისცემა, ანუ სისხლის მომარაგება ყველა ორგანოში მიმდინარეობს გარდა ტვინისა. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ორგანო იქნება აღებული, იგი კარგად და დიდ ხანს იფუნქციონირებს, მაგრამ ასეთი პაციენტების ნათესავები არ თანხმდებიან გადანერგვაზე. თუმცა, ორგანოთა დონაციაზე არც გულისცემაგაჩერებული პაციენტის ნათესავები თანხმდებიან. საქართველოს კანონმდებლობით ორივე სახის გვამური გადანერგვა დასაშვები და შესაძლებელია. გაწერილია თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებიც, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის წევრები არც ერთ შემთხვევაში არ თანხმდებიან დონაციას. ეს წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც, ჯერჯერობით, ვერ გადალახა ჩვენმა საზოგადოებამ“, – ამბობს გია თომაძე.

 

 

პროფესორი გია თომაძე ამბობს, რომ ორგანოთაგან ღვიძლს რეგენერაციის (აღდგენის) ყველაზე დიდი უნარი გააჩნია, ამიტომ, როცა მათთან აღრიცხვაზე მყოფი დონორები (რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიტარეს ოპერაცია), ოპერაციიდან 2-3 თვის შემდეგ იკეთებენ ექოსკოპიას, ჩანს, რომ ღვიძლის მთლიანი მოცულობა აღდგენილია. გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის, რადგან, გია თოდაძის თქმით, ღვიძლი რეგენერაციის უნარს რეციპიენტის ორგანიზმშიც ინარჩუნებს. 

 

მსოფლიოში ყოველწლიურად ორგანოთა გადანერგვის 100 000-მდე ოპერაცია კეთდება, აქედან 30 000 ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს ესაჭიროება საქართველოში ღვიძლის გადანერგვა, არ არსებობს. თუმცა, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მილიონ მოსახლეზე ღვიძლის ტრანსპლანტაცია 25 ადამიანს ესაჭიროება. ამ გათვლებით საქართველოში ყოველწლიურად, ასეთი 100 პაციენტია.

 

საქართველოს კანონმდებლობით პაციენტისთვის ორგანოს ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი რიგის ნათესავი, ანუ: დედ-მამა, და-ძმა, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, ბებია-ბაბუა და მეუღლე (თუ მასთან ქორწინების სტაჟი არის მინიმუმ ერთი წელი), ან მეუღლის დედ-მამა ან და-ძმა (თუ ქორწინების სტაჟი არის ორი წელი). „კიდევ არსებობს კანონით დაშვებული, დონაციის განსაკუთრებული ფორმა – „ჯვარედინი დონაცია“, რაც გულისხმობს, რომ თუ ორ ადამიანს ჰყავს ნათესავი დონორები, რომლებიც მათთვის მიუსადეგარია, მაგრამ იმუნოლოგიურად მიესადაგებიან მათ არანათესავ პაციენტებს, შესაძლოა მათ ჯვარედინად გაცვალონ დონორები“, – ამბობს გია თომაძე.

 

უცხოეთში ღვიძლის ტრანსპლანტაცია საშუალოდ 80000-100000 აშშ დოლარი ჯდება, საქართველოში კი ამ ოპერაციის ღირებულება, სავარაუდოდ, 70 -80 000 ლარი იქნება. კონკრეტულ თარიღს, როდის განხორციელდება ბათუმში პირველად ღვიძლის ტრანსპლანტაცია, „ევექსში“ ვერ ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია ბათუმში შესაძლოა 2014 წლის ბოლომდე ჩატარდეს.

ბათუმი სიღარიბის გარეშე – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

 

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ბათუმელი ახალგაზრდები არიან. ერთ-ერთი მათგანი აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ახალი დილას“ მემონტაჟე ზუკა მგელაძეა, რომლის თქმითაც, აქციაში უკვე ჩართული არიან ადამიანები, რომლებსაც პროდუქტი და ტანსაცმელი მოაქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. იდეის ავტორი სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ლილე ჯიქიაა. 

 

„გარდა ამისა, დილის გადაცემისთვის ვაკეთებთ სიუჟეტს ამ თემაზე. დღეს აქციაში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მოსული ბანკის თანამშრომლები, ასევე კერძო ბიზნესმენები“ – ამბობს ზუკა მგელაძე. მისივე თქმით, შეგროვებულ პროდუქტსა და ტანსაცმელს უკვე ჰყავს ადრესატები, ის ოჯახები, ვინც ამ ეტაპზე დახმარებას და საზოგადოებრივ თანადგომას საჭიროებს.

 

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის ტანსაცმელი და საკვები პრუდუქტი 17 დეკემბერს, სამიდან ხუთ საათამდე აჭარის ტელევიზისიასთან უნდა მიიტანოთ ან დაუკავშირდეთ ჯგუფს „ბათუმი სიღარიბის გარეშე“ ფეისბუქზე. მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 568 60 20 65

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის გამო მიმართავს

ასლან კახიძე
ასლან კახიძე

ასლან კახიძე საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ გადაყენების პროცედურა წამოწყეს, დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

„წერილში პირდაპირ ეწერა, რომ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი ოპოზიციაში გადასვლა გახდა, რაც დისკრიმინაციულია. არც ერთ კანონში არ წერია ის, რომ თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა შესაძლოა მისი გათავისუფლების მიზეზი გახდეს“, – აღნიშნა ასლან კახიძემ „ბათუმელებთან“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიული ნიშნით გათავისუფლების გამო სარჩელს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეიტანს:

„ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია შეისწავლოს ხელვაჩაურის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის საქმე და თუკი შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე, ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა თავმჯდომარე თანამდებობიდან, მაგრამ დისკრიმინაციული იყო ჩანაწერი, როცა მას თანამდებობიდან ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ის არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ ახლა აღარ არის „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში.

ვფიქრობ, ეს ფორმა, რაც წინ უძღოდა მის გათავისუფელებას, იყო დისკრიმინაციული და სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავთ სასამართლოში საქმის წაღებას.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს სხვა პარტიული კუთვნილება, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არასწორი და დაუშვებელია“, – განმარტა ორგანიზაციის იურისტმა ეკა ბოკუჩავამ. 

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის გადაყენების მიზეზად თვითმმართველობის შესახებ კანონის 34-ე მუხლი და საკრებულოს რეგლამენტის 27-ემუხლის მეათე პუნქტი დაასახელეს. ორივე ჩანაწერის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. არც კოდექსში და არც საკრებულოს რეგლამენტში არ წერია, რომ თავმჯდომარის გადაყენების მიზეზი შეიძლება მისი ოპოზიციაში გადასვლა გახდეს. 

საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის გადაყენების შესახებ წერილობით მოთხოვნაში განმარტეს: „გაცნობებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოდის ოპოზიციის წარმომადგენელი… საკრებულოს უმრავლესობას მიზანშეწონილად მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან“. 

ამ წერილით საკრებულოს წევრებმა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ასლან კახიძეს (მისივე გადაყენების თაობაზე) მიმართეს. საკრებულოს თავმჯდომარეს პროცედურა არ შეუფერხებია და საკრებულოს აპარატს საკითხის სხდომისთვის მომზადება დაავალა, რომელ სხდომაზეც ის თხუთმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ გადააყენეს.

ასლან კახიძის თქმით, მის უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს.

გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა- გაყიდვა

ხელოვნების უნივერსიტეტის და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობის შეთანხმებით, ანალოგიური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2014 წლის 16-17 დეკემბერს, 14 საათზე.

მოწვეულ სტუმრებს და დაინტერესებულ პირებს,  საშუალება ექნებათ, გამოფენის პარალელურად, ნახონ და შეიძინონ გირჩებისაგან დამზადებული მათთვის სასურველი საახალწლო აქსესუარები და სუვენირები.

ვინ გახდება დეკანი? – სტუდენტი ლექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ფაკულტეტზე არჩევნები ჯერ 12 დეკემბერს, განმეორებით კი 15 დეკემბერს ჩატარდა. პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, რადგან ხუთი ბიულეტინი გაბათილდა, ამის გამო ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოიპოვა საჭირო რაოდენობის ხმები, მეორე ტურში კი საფაკულტეტო საბჭოს 15-ვე წევრმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და დეკანის არჩევნებში გამარჯვებული რვა ხმით შვიდის წინააღმდეგ ირაკლი მანველიძე გახდა.

 

საარჩევნო კომისიას საჩივრით დეკანობის მეორე კანდიდატმა და ფაკულტეტზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი ბერიძემ მიმართა. როგორც უნივერსიტეტის იურისტი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს „ბათუმელებთან“, საჩივრები ჯერ არ შეუსწავლიათ. “საარჩევნო კომისია სამი დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს, ამის შემდეგ გადაწყდება, შეიცვლება თუ არა საფაკულტეტო საბჭოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს გიორგი დიასამიძე. მისივე თქმით, ამ დრომდე ვერ დამტკიცდება დეკანის თანამდებობაზე ირაკლი მანველიძე.


დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელიც  კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ მეორე ტურში მასზე ზეწოლა განხორციელდა, ამიტომაც გაასაჩივრა არჩევნების შედეგები. 

აბსურდად და სასაცილოთ ეჩვენება სტუდენტის პრეტენზია გამარჯვებულ კანდიდატს, ირაკლი მანველიძეს. მისი თქმით, გაუგებარია, რაზე საუბრობს სტუდენტი: „გაუგებარია, რაში გამოიხატებოდა ზეწოლა, ვერ ვხვდები რაში მდებს ეს ადამიანი ბრალს, განცხადების წაკითხვა მინდა. ამ სტუდენტთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, ის ჩემთან ამუშავებს საკონფერენციო თემას, მეცნიერ-ხელმძღვანელად ამირჩია. გამარჯვების მოლოდინი მქონდა, ეს მიმართულება ჩემი შექმნილია, ორი სპეციალობა შევქმენი, ორი სპეციალობის ხელმძღვანელი ვარ, მიმართულება დავიწყე 300 საათითა და ათი სტუდენტით, დღეს გვაქვს 4500 საათი და 350 სტუდენტი.”

ირაკლი მანველიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად პროკურატურას მიმართავს: „მივმართავ იმის გამო, რომ საჩივრის ჭეშმარიტება დადასტურდეს, თუ მართალია ის, რომ ზეწოლა მოვახდინე, მაშინ უნდა ვაგო პასუხი, ამიტომაც მე მჭირდება არგუმენტირებული პასუხი საჩივარზე. სტუდენტს არ ვუჩივლებ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ მისი ამ ქმედებით. უბრალოდ, მოვითხოვ განცხადებაზე რეაგირებას”.

 

„ბათუმელებთან“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ქეთი ბერიძე, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ასევე, საჩივრით მიმართა საარჩევნო კომისიას. 

 

 

 

 

 

 

ახალი წლის ღამეს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს

 

31 დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

 

საახალწლო დღეებში, ევროპის მოედანზე არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, „მგზავრები“, სოფო ხალვაში და სხვა შემსრულებლები.

 

ახალი წლის დღეებში ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტი _ „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში“ კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა რეგიონის ტურისტულ ობიექტებში. პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

 

ფასდაკლებების სეზონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი: batumievents.com და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.

 

ართვინის გუბერნატორის ინფორმაციით, შესაძლოა ბათუმი და ხოფა სარკინიგზო გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს

 

აჭარის მთავრობის წევრებმა ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის მერებთან და გუბერნატორებთან გამართეს შეხვედრები სამი სხვადასხვა რეგიონის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით.

 

აჭარის მთავრობის ვებგვერდის ცნობით, ართვინში შეხვედრისას საუბარი შეეხო საბაჟო გამშვები პუნქტისა და მაჭახლის ხეობაში არსებული სასაზღვრო პუნქტის საკითხს. თურქულმა მხარემ აჭარის ხელისუფლებას ცენტრალურ მთვარობასთან შუამავლობის თხოვნით მიმართა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, რა დადებით გავლენას მოახდეს ეკონომიკაზე პუნქტის გახსნა.

 

გუბერნატორთან შეხვედრაზე სარკინიგზო მიმოსვლაზეც იყო საუბარი, ართვინის გუბერნატორის ინფორმაციით უკვე მუშაობენ, რომ ბათუმი ხოფა სარკინიგზო გზით დაუკავშირდეს ერთმანეთს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ართვინის მერს შეხვდნენ.   

ინვესტიცია კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად

 

სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თენგიზ ცინცაძის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ყოფილი აფთიაქის შენობაზე დაშენება არ იგეგმება და ინვესტორი მაღლივი შენობის აშენებას ყოფილი აფთიაქის უკანა ეზოს ათვისების ხარჯზე გეგმავს.

 

„დაახლოებით ისეთივე პროექტია, როგორიც ძველი ფოსტის შენობის შემთხვევაში,“ – განმარტა თენგიზ ცინცაძემ.

 

არქიტექტორი გიორგი რამიშვილი, რომელიც ასევე სააგენტოსთან არსებული არქიტექტორთა საბჭოს წევრია, ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს. „წარმოუდგენელია 11-სართულიანი შენობის მშენებლობაზე საუბარი იმ სივრცეში. შეიძლება ორ-სამსართულიანი დაეტიოს. პრაქტიკულად იქ მეტი ადგილი არ არის. თანაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შენობა, რომელიც უკვე დგას – ძეგლია. ორი ან სამსართულიანი შენობა რამდენად მომგებიანი იქნება ინვესტორისთვის, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე, ჯერჯერობით, არ მინახავს წინადადება. განხილვაზე დამიძახებენ ალბათ და პროექტის ნახვის საშუალებაც მექნება, პროექტის წინასწარ ნახვის, მისი საბჭოს წევრებთან გადაგზავნის პრაქტიკა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. უკეთესი იქნებოდა ასე ყოფილიყო,“  – უთხრა გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებს.“

 

ყოფილი აფთიაქის შენობის უკან მაღლივი შენობის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის  საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინო ინაიშვილი ეწინააღმდეგება. ის იმედოვნებს, რომ  საბჭო საკითხს მხარს არ დაუჭერს:

 

„პირველ რიგში მინდა ყველას შევახსენო, რომ კულტურულ მემკვიდრეობას კანონი იცავს და ძეგლის ხელყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება, ამიტომ, არ ვურჩევდი საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც შესაძლოა პროკურატურის ინტერესის სფეროში მოექცეს. კონკრეტულად „აფთიაქის“ პროექტის შესახებ საბოლოოდ ჩემი მოსაზრება საპროექტო დოკუმენტაციის სრულად გაცნობის შემდეგ შემიძლია მოგხსენოთ, თუმცა ამ ეტაპზე მაქვს ორი სრულიად კონკრეტული მოსაზრება: 1. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური არეალის ხელყოფა; 2. აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იქნას ურბანული კონტექსტი და მისი  მასშტაბი.

 

ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებებში და განსკუთრებით სოციალურ ქსელებში თვალსაჩინოდ  ჩანს კულტურული მემკვიდრეობის თემებისადმი საზოგადოებრივი მგრძნობელობის ზრდა, სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად აქვეყნებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მათ პირად არქივებში დაცულ ფოტო-დოკუმენტურ მასალებს, ეხმიანებიან კონკრეტული ძეგლის ინტერესების დაცვის პროცესს, რაც, ვფიქრობ, მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოების შინაგან საპროტესტო მუხტს  კულტურული მემკვიდრეობის საკითხებისადმი ზედაპირული ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მიმართ. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რგოლები ასევე აკვირდებიან საზოგადოებრივ განწყობას და დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხებისადმი და მათი გადაწყვეტილებები არ იქნება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი და საზოგადოების ინტერესებს აცდენილი.“

  

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცინცაძის თქმით კი, ის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ  მოსაზრებას მხოლოდ იმიტომ არ გაახმოვანებს, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მისი დამოკიდებულება ხელმძღვანელისგან ზეწოლად არ აღიქვან.

 

შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის ყოფილი აფთიაქის შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება 2012 წელს შედგა. ამის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უნდა მოეპოვებინა. შპს „ჟასმინი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ გასულ წელს საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.

 

 

ამ დროისთვის კომპანიას „ბათუმში“  მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, რომელმაც პროექტის დეტალებზე „ბათუმელებთან“  საუბარი არ  ისურვა. „მე კომპანიის იურისტი ვარ, ხელმძღვანელები საქართველოში არ არიან და მათთან შეუთანხმებლად ვერ ვისაუბრებ,“  – უთხრა დავით ჯაიანმა „ბათუმელებს.“

 

 

რაც შეეხება ბათუმის მერიის წინ მდებარე ორსართულიან აგურით ნაშენ სახლს, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ ცინცაძის ინფორმაციით, სააგენტო ამ შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანაზე მუშაობს: „დოკუმენტები თითქმის მზადაა და მალე ალბათ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.“

 

სააგენტო არ განიხილავს ამავე შენობის გვერდით მდებარე ასევე აგურით ნაშენი ძველი შენობის სტატუსის საკითხს. ვიზუალურად ეს ორი შენობა ერთ შენობად აღიქმება, თუმცა მათგან ერთ-ერთს ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ, მეორე კი შეიძლება დაანგრიონ, რადგან სწორედ ამ შენობის ათვისების სანაცვლოდ კომპანია „ბათ მშენ-2007“  შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ახალაძის განმარტებით, „ამ კომპანიამ მიმართა მერიას წინადადებით, რომ შეინარჩუნებს იმავე არქიტექტურას, რაც მერიის წინ მდებარე ახალ კორპუსს აქვს, ანუ ეს იქნება იმავე არქიტექტურის გაგრძელება. თუმცა, შენობა არის ძეგლის დაცვის არეალში. მერიის შენობა ძეგლია, კომპანიამ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საიდანაც დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე მიმართავს მერიას უკვე პროექტით.“

 

ხანძარი ხულოს ქუჩაზე

 

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ ოთახს მოედო. შემთხვევის ადგილზე სამი ბრიგადა გავიდა და ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.   

რა თანხა იხარჯება ბათუმში ქუჩების ორმული შეკეთებისათვის

 

25 დეკემბრამდე ქუჩების ორმული შეკეთებაუნდა დასრულდეს  შ. ხიმშიაშვილის, მაიაკოვსკის, წერეთელის ქუჩებზე და თამარ მეფის გზატკეცილზე.  რკინა-ბეტონის ფილების შეკეთება-შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს ბაგრატიონის ქუჩაზეც.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 321 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზები“ ასრულებს.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის 1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორ მიმდინარეობს მანდარინის რთველი


ზაურ ფუტკარაძე
ზაურ ფუტკარაძე

ბატონო ზაურ, როგორ შეაფასებთ წლევანდელ ციტრუსის სეზონს, რა განსხვავებაა გასულ წელთან შედარებით?

 

გასულ წელთან შედარებით მოსავალი წელს ნაკლებია, თუმცა ხარისხობრივად უკეთესი. მაგალითად, 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 120 ათას ტონაზე მეტი მოსავალი იყო, წელს კი 85-90 ათასს ველოდებით. აჭარაში 72-75 ათას ტონა ციტრუსს ვვარაუდობთ.

 

არ მინდა, მთლიანად სამინისტროს დავაბრალო და ვთქვა ჩვენი მუშაობის შედეგია, მაგრამ მართლაც იყო სერიოზული ცვლილებები. ჩვენი რეგიონის ნიადაგი ხულოსა და შუახევის გარდა მჟავეა, რაც მცირე მოსავლიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. 2014 წელს ერთ-ერთი დიდი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, იყო ქიმიური მელიორაციის საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფა. ერთხელ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ნიადაგს 8-12 წლის განმავლობაში აღარ დასჭირდება მჟავიანობის განეიტრალება.  

 

შარშან საწარმოები გადავეცით სიმბოლურ ფასად. მომძლავრდნენ ეს საწარმოები და მიმდინარე წელს 30-ზე მეტი საწარმო აქტიურადაა ჩართული პროცესში. ასევე დაემატა რამდენიმე ახალი საწარმოც. ერთ-ერთი არის ლეღვაში. დაემატა სხვა ღონისძიებებიც _ ქობულეთში, გოგიტიძის საწარმოში სანთლავენ პროდუქციას, რაც ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის უნარიანობას. წელს უზრუნველყოფილია რეგიონი ყუთებით. გვაქვს სამი სახის ყუთი – ანათალას, ანუ შპონის ყუთები, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები.

 

ერთ-ერთი რთული საკითხი იყო არასტანდარტული პროდუქციის გადამუშავება და წელს დაემატა კიდევ ერთი მძლავრი საწარმო. ამჟამად ორი გადამამუშავებელი საწარმოა. შეიძლება დაემატოს მესამე საწარმო კვირიკეში, თემურ ჯაშის საწარმო, რომელიც დაახლოებით 1300 ტონამდე პროდუქტს მიიღებს. ეს სამი საწარმო მთლიანად უზრუნველყოფს რეგიონში არასტანდარტული მანდარინის მიღებას. გაისად არასტანდარტული ციტრუსის საწარმო ხელვაჩაურშიც გაიხსნება.

 

 

რატომ შეიქმნა მანდარინის ჩაბარების დროს რიგები ქობულეთში?

 

ერთ საწარმოში, სადაც იაპონელები არიან დამკვეთები, გამოაცხადეს სანიტარული დღე. მეორე საწარმოში გადაიწვა ძრავი. საქართველოში ის ვერ შეაკეთეს, ვერც ახალი იყიდეს, რადგან არ იყო ბაზარზე და იძულებული გახდნენ წაეღოთ თურქეთში. ჩემი ინფორმაციით, ახლა ორივე საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი 24-საათიან რეჟიმზე გადადის. სხვათა შორის, საწარმოს დამატებით 80-მდე ადამიანი სჭირდება სამუშაოდ.

 

 

როგორ ეხმარება სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის რეალიზებაში?

 

წელს მოხდა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. წინა წელში გვქონდა შემთხვევა, რომ სუბსიდირებას (10 თეთრი ქარხნიდან, 10 თეთრი ჩვენი მხრიდან) ვერ იღებდა გლეხი და ეს გაგრძელდა გაზაფხულამდე. წელს ეს საკითხი მოგვარებული გვაქვს და როგორც კი გლეხი ჩააბარებს მანდარინს, იმ დღესვე ან მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში იღებს 20 თეთრს. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისათვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი, რაც 20 ათასი ტონის სამყოფი თანხაა. ვფიქრობთ, ამდენი არ იქნება საჭირო. მთლიან პროდუქციაზე არასტანდარტული მოსავლის წილი მაქსიმუმ 12% იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც დავიზღვიეთ თავი.

 

 

წელს დაიწყო ციტრუსის დაზღვევა, რაშიც ჩართულია სახელმწიფო. როგორ ასრულებენ სადაზღვევო კომპანიები აღებულ ვალდებულებებს?

 

მანდარინით დატვირთული მანქანები ქობულეთში
მანდარინით დატვირთული მანქანები ქობულეთში

აგროდაზღვევა საპილოტე პროგრამაა სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხა 95%-ია, დანარჩენს იხდის ფერმერი. მომართვიანობა მაღალი იყო და არ ველოდებოდი თუ 10 000-მდე ფერმერი დააზღვევდა მოსავალს. დასაწყისში იყო გაურკვევლობა სადაზღვევო კომპანიასა და ფერმერებს შორის.

 

ვთქვათ, ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ დაისეტყვა გარკვეული ფართობი, ფერმერს 24 საათის განმავლობაში ტელეფონით უნდა ეცნობებინა სადაზღვევო კომპანიისთვის ამის შესახებ, მაგრამ როცა მეორე, მესამე დღეს გააგებინა, კომპანიამ თქვა, რომ დაგვიანებული იყო. ამ სიტუაციაში სამინისტრო ჩაერია და დღეს ჩვენ არ გვყავს ფერმერი, რომელიც დაზღვეულია და ვერ იღებს სანაცვლოდ ანაზღაურებას. თუ ასეთი შემთხვევა იქნება, ნებისმიერ დროს მზად ვართ გავცეთ პასუხი ფერმერს, დავაკვალიანოთ და მოვუგვაროთ საკითხი.

 

 

როგორ მიმდინარეობს ექსპორტის პროცესი, რამდენი ტონა მოსავალი გავიდა წელს უცხოურ ბაზარზე?

 

წელს ასეთი სისტემა გვაქვს, რომ ყველა სოფელში, როგორც ადგილობრივი თემის რწმუნებულები, ასევე ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები ყოველდღიურად აწარმოებენ აღრიცხვას, თუ რომელ სოფელში რამდენი, რა მანქანა შემოვიდა, რამდენი ტვირთით და სად მიდის. ამ ინფორმაციით დღეის მდგომარეობით 23 000 ტონა გატანილია ექსპორტზე და 4 000 ტონაზე მეტი კი გადამუშავებული.

 

 

რა მიმართულებით ხორციელდება მოსავლის ექსპორტი?

 

 

წინა წელთან შედარებით, წელს ჭარბობს ექსპორტზე გატანილი პროდუქტი. ჯერ კიდევ ზაფხულიდან დავიწყეთ თადარიგი იმისთვის, რომ განბაჟების ტარიფები ყველა ქვეყანასთან ყოფილიყო დარეგულირებული. გასულ წელს უკრაინაში განბაჟების ტარიფი იყო ფიქსირებული 1100 დოლარიდან, წელს 500 დოლარიდან გვაქვს უკრაინაში და სომხეთში, 600 დოლარიდან _ რუსეთში. შარშანდელთან შედარებით წელს ექსპორტის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდგომ სხვა ქვეყნები. გაიზარდა შუა აზიაში ექსპორტის წილიც, კონკრეტულად უზბეკეთში.

 

 

უკრაინის მიმართულებით ბორანი რეგულარულად გადის. დავამატეთ რეისები როგორც ფოთში, ასევე ბათუმში, ანალოგიურად სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. შუა აზიაში ჩართულია როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო გადაზიდვა. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გაიხსნას საზღვაო გადაზიდვები რუსეთის მიმართულებით ფოთისა და ბათუმის პორტიდან. რუსეთში სამი მიმართულებით გადის ექსპორტზე საქონელი ლარსის გავლით _ საავტომობილო ტრანსპორტით, აზერბაიჯანის გავლით _ საავტომობილო გზით და ასევე აზერბაიჯანის გავლით _ სარკინიგზო ტრანსპორტით.

 

 

როდის დამთავრდება ციტრუსის ჩაბარების ეტაპი?

 

მოსახლეობის ნაწილი, რასაც ჩვენ ვეძახით „სუპერმანდარინს“ ყიდის იანვარში, თებერვალში. ჩვენი ციტრუსის ბაღები ბიოლოგიურად დაბერებულია. მას აღარ შეუძლია იმ რაოდენობის ნაყოფის მოცემა, რაც უნდა მოგვცეს, ამიტომ აგროსერვისცენტრში უკვე გამზადებულია და გაზაფხულიდან დავიწყებთ საადრეო ციტრუსის ნერგების გაცემას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ციტრუსის სეზონი აღარ იქნება მარტო დეკემბერ-იანვარში, დაიწყება სექტემბრიდან და გაგრძელდება იანვრის ჩათვლით.

 

ფუტზალში აჭარის ჩემპიონი ბსუ-ს გუნდი გახდა

 

 

ჩემპიონატში სულ ოთხი უმაღლესი სასწავლებლის 5 გუნდი მონაწილეობდა. ორი გუნდი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან და თითო გუნდი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან და საზღვაო აკადემიიდან.

ფუტზალის აჭარის ჩემპიონატი აჭარის ფუზტალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას შეფასებით ასეთი ღონისძიებები სამომავლოდ ხელს შეუწყობს ფუტზალის განვითარებას.

ტურნირი 9 დეკემბერს დაიწყო. ჯაბა ჭანტურიას თქმით, ღონისძიება  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 1840 ლარით დააფინანსა.

მსგავსი შეჯიბრის ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ფუტზალის გუნდის მწვრთნელი ზაურ ქავზინაძე

როგორ განვიკურნოთ სიელმისგან – საშობაო აქცია კლინიკა “საგიტარიუსში“

გელა ობერიუხტინი
გელა ობერიუხტინი

რა არის სიელმე და როგორ ხდება მისი მკურნალობა? –  სიელმესთან დაკავშირებულ შეკითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოქირურგი, საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი გელა ობერიუხტინი პასუხობს, რომელიც ბათუმში, კლინიკა „საგიტარიუსში“ ჩაატარებს კონსულტაციებსა და ოპერაციებს.

 

ბატონო გელა, სად მიიღეთ  განათლება და პროფესიულ საქმიანობას სად ეწეოდით? თანამშრომლობთ თუ არა უცხოელ კოლეგებთან?

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ორდინატურასა და ასპირანტურაში მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. აქვე დავიცავი სამეცნიერო ხარისხი და ვმუშაობდი ბავშვთა მხედველობის დაცვის განყოფილებაში. 1996-2011 წლებში ვმუშაობდი ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის ცენტრ „ოფთალმიჯში“, სადაც შევქმენით ბავშვთა  მხედველობის დაცვის სამსახური, რომელიც ემსახურებოდა არამარტო თბილისის, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობასაც.

2011 წლიდან ვარ სტრაბიზმოლოგთა ასოციაციის წევრი. ეს ასოციაცია აერთიანებს  ოფთალმოლოგებს, რომლებიც ძირითადად დაკავებული არიან სიელმის პრობლემებით. ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება კონფერენციები, სადაც განიხილება სიელმის მკურნალობის უახლესი მეთოდები.

 

რა პათოლოგიაა სიელმე, რა სახეობები გვხვდება და რამდენად გავრცელებულია საქართველოში?

 

სიელმე – სტრაბიზმი მიეკუთვნება თვალის მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიას.  ეს არის ერთ-ერთი თვალის მხედველობის ღერძის  გადახრა ფიქსაციის საერთო წერტილიდან. არსებობს სიელმის ორი ძირითადი სახეობა: პარალიზური და შეუღლებული. სიელმის გამოვლინების პროცენტული მაჩვენებელია 1,5-2,0%. პარალიზური სიელმე განპირობებულია თვალის მამოძრავებელი ერთი ან რამდენიმე კუნთის დამბლით ან  პარეზით. ახასიათებს ელამი თვალის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უძრაობა. სიელმის მეორე სახეობა – შეუღლებული სიელმე – განპირობებულია ბინოკულური (სტერეოსკოპიული) მხედველობის მოშლით და ახასიათებს თვალის მოძრაობის შეუზღუდველობა. შეუღლებული სიელმე მიეკუთვნება გენეტიკურ დაავადებებს. ხშირად  სიელმის ჩამოყალიბების მიზეზია ერთ-ერთი თვალის დაბალი მხედველობა ან სიბრმავე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რეფრაქციული ანომალიით: შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია), ახლომხედველობა (მიოპია) და ასევე ასტიგმატიზმით, ცენტრალური ნევრული დაზიანებებით.

 

თვალის გადახრის მიხედვით არსებობს შიგნითა, გარეთა, ვერტიკალური სიელმე. შიგნითა სიელმე სტატისტიკურად ათჯერ აღემატება გარეთა სიელმეს. შიგნითა სიელმის 17,5% შემთხვევა ვლინდება 1 წლამდე ასაკში, ხოლო 22,2 % – 3 წლის ასაკში.

 

აჭარაში, კლინიკა საგიტარიუსშიტარდება სიელმის ოპერაციები, თუმცა კლინიკასა და პაციენტებს აქვთ სურვილი ამ ოპერაციებს თქვენ გაუძღვეთ და ამას სისტემატური ხასიათი მიეცეს. აქ რა მიზნით და პერიოდულობით ჩამოხვალთ, რა სიახლეს შესთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას? 

 

მოსკოვისა და თბილისის კლინიკებში მუშაობის დროს დამიგროვდა სიელმის მკურნალობის, ქირურგიული (3 ათასზე მეტი ოპერაცია) და კონსერვატიული მეთოდებით, საკმაოდ დიდი გამოცდილება. აჭარაში მაქვს გაკეთებული  ბევრი ოპერაცია, როგორც მაღალმთიან რეგიონებში _ ხულოში, ქედასა და შუახევში, ასევე ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში.  დღესაც მყავს ბევრი პაციენტი, რომლებიც აჭარიდან ჩამოდიან თბილისში. იმის გათვალისწინებით, რომ  მკურნალობის ბოლო შედეგის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს პრე და პოსტოპერაციულ სწორად ჩატარებულ მკურნალობას,  მივიჩნიე, კარგი იქნებოდა მკურნალობის სრული კურსი ჩატარდეს კლინიკა „საგიტარიუსის“ ბაზაზე, რომელიც სრულად აღჭურვილია სათანადო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენს კლინიკაში  დანერგილია სიელმის მკურნალობის კომპლექსური მიდგომა, რაც ითვალისწინებს ამბლიოპიის (ზარმაცი თვალი) მკურნალობას უახლესი ლაზერო და ფოტოსტიმულაციით, ორთოპტიკულ მკურნალობას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით.

 

რა პრობლემებია საქართველოში სიელმესთან დაკავშირებით? დიაგნოსტიკა ჭირს, სპეციალისტების ნაკლებობაა, სკოლა არ არსებობს თუ რა მიზეზებია?

 

საქართველოში არსებობდა კარგი სტრაბიზმოლოგიის სკოლა – გავიხსენოთ თუნდაც ქალბატონი ციალა შურღაია, ბავშვთა ოფთალმოლოგიური კლინიკა, ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრი. დღეს ბევრი სათანადოდ აღჭურვილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ოფთალმოლოგიური კლინიკაა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზესტაფონში, თელავში… პრობლემებია მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში, სადაც აღარ ხდება ბავშვთა აუცილებელი პროფილაქტიკური გასინჯვა 3 და  5 წლის ასაკში.

 

როდის უნდა მივმართოდ ექიმს და ქირურგიული ჩარევა რა ასაკიდანაა შესაძლებელი?

 

სიელმის უდიდესი ნაწილი ყველაზე ხშირად 3-დან 6 წლამდე ბავშვებზე  მოდის. გარეთა სიელმე ყველაზე ხშირად გვხვდება 3 და 9 წლის ასაკში. პარალიზური სიელმის ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია 2 წლის ასაკიდან, შეუღლებული სიელმის – 4 წლიდან. ჩვენი მიზანია ბავშვს სკოლამდელ ასაკშივე მოვაცილოთ კოსმეტიკური ნაკლი, რათა მას არ ჩამოუყალიბდეს ფსიქო-ემოციური კომპლექსი.

 

გქონიათ თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, როცა დაგვიანებული იყო მკურნალობა?

 

მახსოვს 8-9 წლის წინ აჭარაში, თვენახევარში გავაკეთეთ 105 ოპერაცია. ამ პაციენტთა უმრავლესობა იყო 16-დან 30 წლამდე. მათ არ ჩატარებიათ დროული ქირურგიული მკურნალობა. ლაპარაკია იმაზე, რომ ოპერაცია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, კარგი კოსმეტიკური ეფექტით, მაგრამ მხოლოდ პატარა ასაკშია შესაძლებელი კოსმეტიკურთან ერთად ფუნქციონალური ეფექტის მიღება.

 

როგორ შეიძლება სიელმის თავიდან აცილება? მაგალითად, თუ არ ვატარებთ სათანადო სათვალეს, სიელმე განვითარდება?

 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ გასინჯვას, რათა მოხდეს  ანომალიების გამოვლენა და სათანადო მკურნალობა – პირველ რიგში სათვალისმიერი კორექცია.

 

განასხვავებენ ქირურგიულ და თერაპიულ მკურნალობას, რომელი უფრო ეფექტურია?

 

პარალიზური სიელმის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა, ხოლო შეუღლებულის დროს ქირურგიული და თერაპიული – კომპლექსურად, მაგრამ მიდგომა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.

 

რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია?

 

ამჟამად სიელმის ყველა სახის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

ბათუმში ლიფტების 35 პროცენტი ამორტიზებულია

 

 

აიპი  „ბათუმის კორპუსში,“ ბინათმესაკუთრება ამხანაგობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების  ფარგლებში,  ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამა მოქმედებს.  მიმდინარე წელს, როგორც  „ბათუმის კორპუსის“ ამხანაგობების კოორდინატორი  თომა ხალვაში აცხადებს, მხოლოდ 24 ლიფტის  რეაბილიტაცია მოხერხდა. 

 

„სულ  369 ლიფტია და აქედან 35 პროცენტი ამორტიზირებულია. მათ შორისაა ისეთი ლიფტები, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება“- აცხადებენ „ბათუმის კორპუსში“.

 

2015 წლისთვის  ლიფტების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით იმ ლიფტების გამოცვლა იგეგმება, რომელიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.     

 

როგორც  „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, ამ თანხით დაახლოებით ათი-თორმეტი ლიფტის გამოცვლა შესაძლებელი.  დანარჩენი ეტაპობრივად გარემონტდება და 2017 წლისთვის ბათუმს ლიფტების განახლებული პარკი ექნება.  

 

„მიმდინარე წელს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩამოყალიბდა ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება, რომელიც ტექნიკურ პასპორტს გასცემს. შესაბამისად, ლიფტებს იბარებს „ბათუმის კორპუსი“ და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება“ – ამბობს თომა ხალვაში.

 

 როგორც „ბათუმის კორპუსში“ განმარტავენ, რეაბილიტირებული ლიფტის ტექნიკური დათვალიერება წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, რაზეც  პასუხისმგებელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია: „ამხანაგობა ვალდებულია აიყვანოს მომსახურე ფირმა, რომელიც ლიფტის მდგომარეობას შეისწავლის. ტაბიძის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის ლიფტი, სადაც ადამიანი ჩავარდა, როგორც გავარკვით ამორტიზირებულია. მას 2012 წელს ჩაუტარდა სარემოტო სამუშაოები და მას შემდეგ შემოწმება აღარ მომხდარა.   აღნიშნული ლიფტი ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას და რომ მოემართა ამხანაგობას ჩვენთვის, ეს შედეგი არ დადგებოდა“-აცხადებს თომა ხალვაში.  

 

მისივე განცხადებით, ამხანაგობები  დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ.  „ხშირად თავმჯდომარეები ამბობენ, რომ სოცილური სიდუხჭირის გამო, თანხის აგროვებას ვერ ახერხებენ. „მათ აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, თუნდაც მოქალაქეობრივი, რომ ფინანსების იმ სამი პროცენტის მობილიზება შეძლონ, რაც მათ ვალდებულებაში შედის.  დანარჩენ  97 პროცენტს კი ბიუჯეტი გაიღებს“. 

 ბათუმის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ლიფტის დაზიანების დროს ძირითადად მათ იძახებენ, ლიფტში მყოფი ადამიანის გამოსაყვანად. 

სტუდენტური თეატრი „დასი“ ფესტივალის გამარჯვებული გახდა

 

 

სტუდენტებმა  რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული კომედიური ჟანრის სპექტაკლით – „ნაფტალინი“ წარადგინეს კონკურსზე.

 

 

ფესტივალი „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალურ დასებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თეატრებიც მონაწილეობდნენ. 

 

ინფორმაციას ამის შესახებ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე არის განთავსებული.

 

ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ ქოხების დანომვრა დაიწყო

 

 

საპროტესტო აქცია „ოცნების ქალაქში“

 

 

რესპონდენტი ამბობს, რომ მოსახლეობა ქოხების ხელახალი ნუმერაციის წინააღმდეგი არ არიან. „ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ მოხდეს  ხელახალი აღრიცხვა, რომ  მთავრობამ რეალურად შეაფასოს არსებული მდგომარეობა“.

 

 როინ გუნდაძე უმაღლესი საბჭოს წევრს, მედეა ვასაძის განცხადებასაც  ეხმაურება: „უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ 80 ოჯახია, ვინც რეალურად საჭიროებს საცხოვრებელსო, რასაც ბუნებრივია ჩვენ არ ვეთანხმებით. მან ისიც თქვა, რომ შუაღამით მოდიოდა და ამოწმებდა, იყვნენ თუ არა ქოხებში ადამიანები.  რატომ მოდიოდა ღამით და არა დღისით? შუაღამით ვინ უნდა ენახა, ამ დროს ადამიანებს სძინავთ და შუქიც გათიშულია. როგორ დაადგინა ქოხში იყვნენ თუ არა ადამიანები?“- ამბობს როინ  გუნდაძე.

 

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მორიგი საპროტესტო აქცია შაბათს, 13 დეკემბერს გამართეს, ისინი ხელისუფლებას ახალი, ობიექტური კომისიის შექმნას და დაკავებული ფართების საკუთრებაში დაკანონებას სთხოვენ.

 

„ოცნების ქალაქში“ ამ დროისთვის 1500 -მდე ოჯახი ცხოვრობს. 

ქედაში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ

 

ქედის მუნიციპალიტეტი

 

 

 

ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, პოლიციამ ხიდთან იპოვა პოლიეთილენის პარკი, სადაც იდო კანონი პოლიციის შესახებ, შავი ქურთუკი და ათი ლიტრი ბენზინი. 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულ მამაკაცს ბოლო დღეებში გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა მოგებული, თუმცა ამ ინფორმაციას სატელეფონო საუბარში გამგებელი არ ადასტურებს:

 

„იყო საუბარი თითქოს 200 ლარი მოიგო, მაგრამ არასწორია ეს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ის რომ შეიძლება ხიდიდან მდინარეში გადავარდნილიყო, ამ ვერსიას გამოვრიცხავთ, რადგან სამაშველო სამსახურის ხალხი იყო ამოსული, მყვინთავებმა დაათვალიერეს ის ადგილები. დაკარგული იმდენად კარგი მოცურავეა, რომ ასეთ ადგილზე შეუძლებელია რაიმე მოსვლოდა“- ამბობს დავით დუმბაძე.

დაკარგული მამაკაცი ადრე დაცვის პოლიციის სამსახურში მუშაობდა და როგორც გამგებელი ამბობს, იგი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულა. 

გამგებლის განცხადებით, პოლიცია რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ეს ვერსიები ჯერ არ გაჟღერებულა: „მთელი სანათესაო, სამეზობლო გამოკითხულია, პოლიციას აქვს რამდენიმე ვერსია, მაგრამ ჯერ ამაზე არ საუბარობენ. “

„მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც იყო დედაჩემი ჩემთვის“ – ლიზა მოისწრაფიშვილი

ლიზა მოისწრაფიშვილი ოთხი წელია მოდელად მუშაობს. ფეხმძიმობის მიუხედავად პოდიუმზე ხუთ თვემდე გამოდიოდა. ამბობს, რომ ეს არის პროფესია, რომელსაც მისთვის ბედნიერება მოაქვს. საკუთარი შედეგით არ ამაყობს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებლობა, რომელიც ამ ქალაქში მიეცა, გამოიყენა.

„სილამაზისკენ სწრაფვა მქონდა მუდმივად. 14 წლის ვიყავი, როცა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი, შემომთავაზა მასთან დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.

დაახლოებით 16 წლის ასაკში გამოვჩნდი სამოდელო სივრცეში. გოგას ჩვენებაზე გამოვედი პირველად, ეს იყო 2011 წელს, „აკროპოლისში“, ყველას გვეცვა ერთი სტილის კაბა და მაღალი ჩექმები, გული საშინლად მიცემდა, მეგონა, რომ დავეცემოდი, მაგრამ არა, ჩემი დებიუტი წარმატებით შედგა“, – იხსენებს ლიზა.

მოდელობა სწორედ ამ დებიუტის შემდეგ გადაწყვიტა. მიიღო სარეკლამო კომპანიებისგან შეთავაზება, მუშაობდა „გუმბათი ჯგუფთან“, „ნიუ მედია აჭარასთან“, „რედისონთან“ და „აჭარაბეთთან“, იყო მიწვეული თბილისში გამართულ ჩვენებებზე, მონაწილეობდა სომხეთის FaShion week-ში: Fashion TV რომ ირთვება, თვალს ვერ ვწყვეტ, მინდა მეც ვიღებდე იმ ჩვენებებში მონაწილეობასო.

„ამ პროფესიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, თუ როგორ ვიყო ყოველთვის ფორმაში, როგორ გავიკეთო მაკიაჟი ისე, რომ შემდგომ არ დავინაოჭო სახე. ჩვენებებში და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მერე გავთხოვდი, 27 დეკემბერს გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, მე ამ დღეს ერთი ფრაზით გამოვხატავ: „ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება“.

ჩემი მეუღლე ზუკა ქურდობაძეა, ფეხბურთელი, ის იმ პერიოდში ბათუმში არ ცხოვრობდა, როგორც ყველა ფეხბურთელი, მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, აქედან გამომდინარე ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი იყო ძალიან რთული. სწორედ ამიტომ მივიღეთ ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, თუმცა ამას ჩვენი საქმიანობებისთვის ხელი არ შეუშლია.

ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი საქმიანობა, გამოვიყურები კარგად, ჩემზე მეტად მოსწონს ჩემი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამის გამო სახლშიც მუდამ მოწესრიგებული და გაპრანჭული ვარ. მე ადრე, თინეიჯერობისას უფრო მომწონდა კომპლიმენტები, ახლა მაბნევს, არ ვიცი რა ვუპასუხო, როგორი პასუხი იქნება თავაზიანი.

მე ისეთივე მხარდაჭერას არ ვუწევ ფეხბურთში, მისი წყალობით ვერკვევი უკვე ამ სფეროში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი მიყვარს. ზუკას მატჩებზე არ დავდივარ, ეს მას არ უნდა, მეუბნება, რომ შეიძლება ყურადღება გავუფანტო.

ასე მგონია, რომ ზუკასთან ერთად ყოველთვის ვიქნები ბედნიერი, ბედნიერებისთვის კი ასაკი არ არსებობს. გათხოვილის სტატუსი არ მზღუდავს, ხუთი თვის ფეხმძიმეც კი ვიდექი პოდიუმზე. ერთმანეთი დანახვისთანავე მოგვეწონა, მალევე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ქორწილი ბათუმში გვქონდა, გოგა ნიქაბაძის კაბა მეცვა.

საერთოდ არ ვღელავდი, მხოლოდ ეკლესიაში შესვლისას მივხვდი, რომ სერიოზულ ფიცს ვდებდი“, – ამბობს ლიზა.

ოცნება დიდ სახლზე, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად იცხოვრებდა, ნაწილობრივ აუხდა, ლიზა მეუღლის დიდ ოჯახს შეუერთდა: „მონატრებული მქონდა ოჯახური ურთიერთობა, მამა ადრე დამეღუპა, დედისერთა ვარ, მე და დედა მარტო ვცხოვრობდით.

იმისათვის, რომ არაფერი მომკლებოდა, დედა ძირითად დროს სამსახურში ატარებდა, ამას ყოველთვის განვიცდიდი. ბავშვობაში დიდ სახლზე ვოცნებობდი, სადაც ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებდი, ახლა მაქვს დიდი სახლი, სადაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ გარემოში“.

ლიზა დედობისთვის ემზადება, ახლა ძირითად დროს უთმობს საჭირო ცოდნის მიღებას, ამბობს, რომ ცოტა ღელავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოუვა:

„ყველა გზას ვიყენებ, რომ რამე ვისწავლო, ინტერნეტშიც ვეძებ, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხები, რა როგორ გავაკეთო, ძირითადად მაინც დედის რჩევებს ვითვალისწინებ.

ჩემთვის დედობა ყოველთვის ნიშნავდა ყველაზე რთულ და სერიოზულ პროფესიას. როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამიხარდა, მერე დავჯექი და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.

ჩემს თავს ვუთხარი: ლიზა, მორჩა, შენ სერიოზული უნდა გახდე, ამის შემდეგ უფრო მშვიდი და ყურადღებიანი გავხდი, პატარა ნიცამ ჩემი გეგმები დააჩქარა, მინდა რომ სწრაფად მივიღო შედეგი. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, მინდა კარგი დედა ვიყო, აი, ისეთი, როგორი დედაც იყო დედაჩემი ჩემთვის“, – ამბობს ლიზა მოისწრაფიშვილი.

„სერიოზული პროფესიისთვის“ მზადებაში ლიზას მთელი ოჯახი ეხმარება, ყველაფერი უკვე მზად აქვს: „ზუკა, მე, დედაჩემი, ზუკას დედა, ბებიები, მამიდები, ბიცოლები – საერთოდ ყველა არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ერთი სული გვაქვს, როდის გაჩნდება, ტანსაცმელი, ოთახი, აბსოლუტურად ყველაფერი გავამზადეთ“.

ლიზა მეორე კურსის სტუდენტია, ის ხელოვნების უნივერსიტეტში ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტს სწავლობს. ოცნებობს სამსახურზე, სადაც არ დახვდება რუტინული სამუშაო. ყველაზე მეტად მაინც ეკრანი ხიბლავს, ფიქრობს მომავალი საქმიანობა ტელევიზიას დაუკავშიროს:

„კაბინეტური სამსახური არ მომწონს, მინდა აქტიური ვიყო, დედაჩემი აჭარის ტელევიზიაში მუშაობს, აქედან გამომდინარე ტელევიზია არასოდეს ყოფილა უცხო. მესმის, რომ რთულია ტელევიზიაშიც და ოჯახშიც ერთდროულად წარმატებული იყო, იმედია მე ბალანსს მივაღწევ. გამოცდილება მქონდა წამყვანობის, რამდენიმე თვის წინ წამყვანი ვიყავი პროექტის – „მე მიყვარს ცეკვა“. ამ ამპლუასაც კარგად გავართვი თავი.

ძალიან მიხარია, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა“.

მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი1 იანვრამდე დასრულდება

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
კონკურსანტებთან გასაუბრება ხელოვნების უბივერსიტეტში მიმდინარეობს

 

 

გასაუბრებამდე მისვლა 331 კონკურსანტმა შეძლო. ამ კონკურსანტებს მთლიანობაში 889 პოზიციაზე აქვთ განაცხადი შეტანილი.

 

„ერთ კონკურსანტს შეეძლო ხუთ ვაკანსიაზე წარედგინა განაცხადი, შესაბამისად, ერთ კონკურსანტთან ხუთჯერ გვიწევს შეხვედრა“- აცხადებს, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნუკრი დეკანაძე.

 

მისი ინფორმაციით, ტესტირების გავლის შემდეგ, იუსტიციის სახლს საჩივრით 20 კონკურსანტმა მიმართა. „იუსტიციის სახლმა ყველა საჩივარი განიხილა და უსაფუძვლობის გამო, აპლიკანტების საჩივარი არ დააკმაყოფილა“.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მადონა  ბერიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს რომ აპლიკანტების საჩივარი უსაფუძლო იყო და კონკურსის მიმდინარე ეტაპზე, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. 

 

 

ტესტირება ბათუმის მერიაში 32-მა მოვალეობის შემსრულებელმა ვერ გადალახა. 

საპროტესტო აქცია ბათუმში

აქციის მონაწილეებს დავით თარხან-მოურავმა, ირმა ინაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მიმართეს: „ ვითხოვთ აღდგეს სამართლიანობა, გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი და  დაისაჯოს სააკაშვილი. ჩვენს მოქალაქელაქეებს დაუბრუნდეთ წართმეული მიწები“

აქციაზე თურქოფობიურ მოწოდებებსაც ჰქონდა ადგილი.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, გურამ დუმბაძე (მურმან დუმბაძის ძმა) აქციაზე ტრანსფარანტით მივიდა, რომლითაც ის 2015 წლის ბიუჯეტში აჭარის მწერალთა კავშირის შენობის დაფინანსების ჩასმას ითხოვდა. მისივე თქმით, ის აქციის ორგანიზატორი პარტიის მოთხოვნებსაც იზიარებს.

 

აქციას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი, ნინო ბურჯანაძის პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ცინცქილაძე.

გიორგი ცინცქილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „ვიზიარებთ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც აყენებს ეს პარტია, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა“.

უმაღლესი საბჭო ისევ მოლოდინის რეჟიმში

 

„ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები მთავრობის მიმართ. რადგან პრემიერმა საბჭოს სხდომაზე გვისაყვედურა, გვაინტერესებს ჩვენ ვიყავით მართლები თუ მთავრობაა მართალი? – იქნებ შევცდით. ჩვენ უნდა გვქონდეს აჭარის მთავრობის კონტროლის საშუალება, რასაც ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვერ ვახორციელებთ,“  – განმარტა  „ბათუმელებთან“   „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ.

 

რაც შეეხება სამთავრობო კომისიას, რომელსაც აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის დაპირისპირების საკითხი უნდა შეესწავლა, ჯემალ ფუტკარაძის თქმით, ეს ფუნქცია სავარაუდოდ პოლიტსაბჭოს უნდა შეთავსებინა:

 

„ვფიქრობდი, დაავალებდნენ შესაბამის სტრუქტურებს იმ ინფორმაციის გადამოწმებას, რაც ჩვენ ბრიფინგებზე გავაჟღერეთ.“

ტესტირება ბათუმის მერიაში 32- მა მოვალეობის შემსრულებელმა ვერ გადალახა

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ნუკრი დეკანაძის ინფორმაციით „ ისინი კონკურსს გამოეთიშენ, თუმცა კონკურსის დასრულებამდე მერიაში მოავალეობის შემსრულებლებად მუშაობას გააგრძელებენ.“

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ბათუმის მერიაში კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

 

კონკურსის მესამე ეტაპი ხვალიდან დაიწყება ბათუმის საკრებულოში.

 

საკრებულოს საკონკურსო კომისიის ინფორმაციით გასაუბრების დღეს, კონკურსანტი გასაუბრებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად, უნდა გამოცხადდეს საკრებულოს ვებგვერდზე www.batumicc.ge  გამოქვეყნებული გრაფიკის შესაბამისად გასაუბრების ჩატარების ადგილას, გასაუბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე რეგისტრაციის დაწყების საათზე.

 

გასაუბრების მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა ან/და მართვის მოწმობა).

 

პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი გასაუბრებაზე არ დაიშვება.

 

კონკურსანტი, რომელიც დადგენილ დროში არ გაივლის რეგისტრაციას, გასაუბრებაზე არ დაიშვება.

 

კონკურსის მიმდინარეობას არსამთავრობო ორგანიზაციიები აკვირდებიან.

 

 

ქედაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

 

„გარკვეული პერიოდი ის მართლაც ნახეს სოფელ ცხმორისში, შეიძინა ათი ლიტრი საწვავი, ესაუბრა  ადგილობრივებს. რის შემდეგაც  სოფლის ცენტრიდან სოფელ ცხმორისში აპირებდა წასვლას, სოფლამდე  ორი კილომეტრია. შემდეგ გაუჩინარდა, რა მიმართულებით წავიდა არავინ იცის. “

 

გამგებლის ინფორმაციით დაკარგულ ახალგაზრდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქედის სამმართველო , სამაშველო სამსახური და მოსახლეობა ეძებს.

 

პრესკაფე მუშაობას აჩერებს

16 დეკემბერს პრესკაფე ძველ მისამართზე მუშაობას შეაჩერებს.  თუმცა, მუშაობას გააგრძელებს პრესკაფეს ქეთერინგის (coffe break-ების ორგანიზება ადგილზე მიტანითა და მომსახურებით) და წიგნების გამოფენა-გაყიდვის სერვისი.

განახლებული პრესკაფე ახალ მისამართზე 2015 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, შეცვლილი ინტერიერითა და ახალი, გაუმჯობესებული სერვისით.

პრესკაფე იხურება

როგორც პრესკაფეს მენეჯმენტში განმარტავენ, კაფეს მუშაობის შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ სივრცე, სადაც პრესკაფე იყო განთავსებული, სხვას ეკუთვნოდა. თანამშრომლობის ახალი პირობები კი შეუთავსებელი იყო პრესკაფეს რესურსებთან.

პრესკაფეს მენეჯმენტი ამ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს,  რათა გაზაფხულიდან  პრესკაფეში მოსულ სტუმრებსა და კაფეს მეგობრებს დასვენებისა და მუშაობის უკეთესი პირობები  დახვდეთ.

პრესკაფე ბათუმში 2010 წლის 26 ნოემბერს გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭრითა და გაზეთ „ბათუმელების“ ფინანსური ინვესტიციით, როგორც კაფე და სადისკუსიო, ღია სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ოთხი წლის მანძილზე პრესკაფემ  500-მდე დისკუსიასა და პრეზენტაციას და 50-მდე გამოფენას უმასპინძლა. პრესკაფეში დისკუსიისას განხილული თემები არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.  კაფეში პერიოდულად იმართებოდა კინოჩვენებები და  წიგნის ბაზრობები. პრესკაფე იყო არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი, მონაწილე და მხარდამჭერი.

ამჟამად პრესკაფეს მენეჯმენტი განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობს. კაფე ახალ ადგილზე, გაზაფხულის ბოლოს, ბევრი ახალი და გაუმჯობესებული  სერვისითა და ინტერიერით გაიხსნება. თუმცა უცვლელი დარჩება პრესკაფეს სტრატეგია – ღია სადისკუსიო სივრცე, ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო და გასცე ინფორმაცია ფინჯან ყავასთან ერთად, ხელმისაწვდომ ფასად.

რადიო „თავისუფლება“ პრესკაფეს გახსნის შესახებ 

აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი პრესკაფეში გამარათული პირველი დისკუსიის – „საქართველო და ევროკავშირი“ – შესახებ 

TV 25-ის სიუჟეტი პრესკაფეში ლევან ბერძენიშვილის ლექციის, „შიშის სინდრომი“, შესახებ 

media.ge პრესკაფეს შესახებ 

 ფოტოამბები იმის შესახებ, თუ რა აქტივობები იგეგმებოდა პრესკაფეში

 

კინოჩვენება. შოთა გუჯაბიძის ფოტო
კინოჩვენება. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ზვიად ქორიძე, პრესკაფეს გახსნაზე
ზვიად ქორიძე, პრესკაფეს გახსნაზე

 

დისკუსია
               დისკუსია
საქველმოქმედო აქცია პრესკაფეში
                 საქველმოქმედო აქცია პრესკაფეში
დიოგენეს ახალი წიგნების პრეზენტაცია
                    დიოგენეს ახალი წიგნების პრეზენტაცია
დათო ტურაშვილი პრესკაფეში
             ეთერ თურაძე და დათო ტურაშვილი – პრესკაფე
ბათუმის საერთასორისო კონოფესტივალის ორგანიზატორები და ბლოგერები
ბათუმის საერთასორისო კონოფესტივალის ორგანიზატორები და ბლოგერები
გურამ დოჩანაშვილი პრესკაფეში
         გურამ დოჩანაშვილი პრესკაფეში
კინოჩვენება
         კინოჩვენება

Exit mobile version