25 წლის პატიმარი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

მესამე დაწესებულების დირექტორი და ექიმები. ფოტო ბათუმელების არქივიდან

ადვოკატი ამბობს, რომ ბექას შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასჯელაღსრულების მინისტრისა და მისი მოადგილისთვის პირადად სცადა. სამინისტრო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა (13:45 საათი), თუმცა მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრა ვერ მოახერხა: „შევხვდი მინისტრის თანაშემწეს, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო, ჯერ მას მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ მინისტრთან შეხვედრისთვის დამირეკავენ“.

ადვოკატი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო მან სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. დაწყებულია მოკვლევა.

თვითდაზიანების შედეგად 25 წლის პატიმარს 80 ნაკერი აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. წინასწარი ცნობით, თვითდაზიანება სამართებლით მიიყენა ბათუმის მესამე დაწესებულებაში ყოფნის დროს. საკანში, რომელშიც ის მარტო იმყოფებოდა, 24 საათის განმავლობაში ციხის ადინისტრაცია სათვალთვალო კამერით აკონტროლებს. ოჯახსა და ადვოკატს აინტერესებთ, როგორ მოახერხა პატიმარმა  საკანში სამართლებლის შეტანა და ჭრილობების  მიყენება.

პატიმრის დედა ამბობს, რომ ბექას საკანში სისხლი სდიოდა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შესახებ პატიმარმა საკანის კედლებზე მისივე სისხლით დაწერა. ბექა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს, ვინც მას ბათუმის მესამე დაწესებულებაში აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

 

ნათია ლანდია, სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის  თავმჯდომარე „ბათუმელებთან“საუბრისას ამბობს, რომ პაციენტის თანხობა არის საჭირო რომ მასზე გასცეს   ინფორმაცია [ჯანმრთელობის შესახებ]:“ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მიეწოდება ის მკურნალობა რაც სჭირდება, მიეწოდება ის, რაც დასჭირდება”.

 

 

აქცია ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ბათუმში

აქცია ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბათუმში 25.11.2014

 

დეპუტატი მე-3 საპყრობილეში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

ყველაზე  დიდი გაღიზიანება მოჰყვა იმას, რომ სასჯელაღარსულებისა და პრობაციის   მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილმა განაცხადა საჯაროდ, რომ  თითქოს ციხეებში არსებული უკმაყოფილებას იწვევდეს ის, რომ არის სურვილი და მცდელობა იმისა, რომ აღდგეს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი. ეს იწვევს ყველაზე დიდ გაღიზიანებას პატიმრებში, რადგან ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ციხეში და კატეგორიულად გამორიცხავენ ქურდული სამყაროს მენტალიტეტთან კავშირს. მეც შემექმნა შთბეჭდილება, რომ ეს ასეა. მძიმე კონტიგენტია თვმოყრილი ბათუმის მესამე დაწესებულებაში როტაციის პრინციპით. მე ახლა  ვცდილობ გავერკვიო, რატომ გახდა ეს როტაცია აუცილებელი. ერთი პატიმარი 72 დღეა განცალკევებულია, საკანში რომ შევედი მითხრა, რომ მონატრებულია ადამიანებთან ურთიერთობას.  ლაპარაკს არ გადავეჩვიო მეშინიაო. ვფიქრობ, დღეს მოცემული მდგომარეობა ჩარევას საჭიროებს. მაქვს შიში იმისა, რომ ციხეში არ დამკვიდრდეს ის რეჟიმი, რომელიც იყო ძველი ხელისუფლების დროს.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საფრთხე არსებობს?

მე მგონია, რომ არსებობს ამის საფრთხე. მე ვნახე ადამიანები, რომლებსაც თვითდაზიანება აქვთ მიყენებული. ძალიან მძიმე სანახავი არიან ისინი. მათ მძიმედ გამოხატული დაზიანებები აღენიშნებათ.  3-4 ისეთი ადამიანისგან მაქვს ინფორმაცია, რომლებიც მეუბნებიან, რომ მიბმული იყვნენ ბორკილებით, ხელ-ფეხშეკრული… კარცერში შეყვანამდე გაიარეს ფიზიკური პრესინგი… მე მათი მჯერა.

 

ასახელებენ თუ არა კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, ვინც მათ არაადამიანურ ექცევა?

კი ასახელებენ.  ერთი ცვლის ერთ ადამიანს, ასევე  კონტროლიორებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან. ამბობენ, რომ ისინი პროვოცირებას გვიწყობენო. ასევე დეპარტამენტიდან მივლინების რეჟიმში მყოფ გარკვეულ  ჯგუფთან აქვთ პრეტენზიები, რომ ისინი ექცევიან არაადამიანურად…  გუშინდელი დღის მონაცემებით 16 ადამიანი შიმშლობს, ექვსი ადამიანი ამბობდა, რომ იწყებდნენ შიმშილობას. ამბობენ იმასაც, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც აფიქსირებს ამ პროცესის დაწყებას, მათთან კონტაქტი უჭირთ. რამდენჯერაც არ უნდა  მოვიწვიოთ გვეუბნებიან, რომ დაკავებულიაო. ანუ ამბობენ, რომ უჭირთ შიმშილობის პროცესის დაწყების დაფიქსირება. ერთი პატიმრის ჯანმრთელობა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უჭირდა საუბრისას სუნთქვა, მგონი ეს პატიმარი დავარწმუნე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეწყვიტა შიმშილობა. შემპირდა, რომ შეწყვიტდა შიმშილს… დღეს მექნება შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ციხის ადმინისტრაციასთან.

 

ქალბატონო მედეა, რამდენი პატიმარი მოინახულეთ?

შევხვდი დაახლოები 70 პატიმარს. საკანი, სადაც მე ვიყავი იყო სტანდარტული, სპეციალური საკნები, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. კარცერის რეჟიმს. მოვინახულე საკნები, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, რომლებიც მიდრეკილები არიან თვითდაზიანებისა და სუიციდისკენ, ანუ საკნები, სადაც ხორციელდება სისტემატიური კონტროლი. პატიმრები ამბობენ, რომ არ აქვთ კანონით გათვალისიწნებული პირობები, მაგალითად, არ აქვთ წყალი. თუმცა გუშინ წყალი მთელი დღე იყო. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, საპყრობილეში არის წყლის პრობლემა, მაგრამ  მათი მტკიცებით გრაფიკით ყველას მიეწოდება.

 

რაც შეეხება კვებას და სამედიცინო მომსახურებას?

კვებაზე პრეტენზიას არ აცხადებენ, მე დავათვალიერე სადილი და ამ მიმართებით ვითარება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჩივიან სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიწოდების რეჟიმის გამო. პატიმრები გამოჰყავთ საკნიდან და აძლევენ მედიკამენტებს სამედიცონო ოთახში. პატიმრების თქმით, როცა დაცული არაა გაყვანის წესი, ირღვევა წამლის მიღების გრაფიკი. 

ჩანჩხალოში შუახევი ჰესის მშენებლობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

მათი თქმით, სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოფელში მასიური აფეთქებები დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება სოფლის გეოფიზიკურ და სეისმოლოგიურ შესწავლას მშენებელი კომპანიის სასარგებლოდ აჭიანურებს.

საპროტესტო აქცია ჩანჩხალოში

საპროტესტო აქცია ჩანჩხალოში

„ჩვენი ვითხოვთ სიღრმისეული შესწავლას, თუ რა კავშირშია გაქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს გვირაბის მშენებლობასთან. გეოლოგები მოვიდნენ, შეისწავლეს ვითარება, მაგრამ მხოლოდ ის დასკვნა დაიდო, რაც მანამდე იყო ცნობილი, რომ სოფელი წითელ ზოლშია, ეს მანამდეც ვიცოდით“, – აცხადებს ჩანჩხალოს მკვიდრი ბადრი მახარაძე.

აქციაზე შესაერთებლად საგანგებოდ ბათუმიდა წავიდა კიდევ ერთი ჩანჩხალოელი ნოდარ დუმბაძე. როგორც ნოდარი ამბობს, სოფელში სახლი სამი თვის წინ მშენებარე კომპანიის გეოლოგების მოთხოვნით დაცალა, კომპანიამ კი მას მხოლოდ ორი თვის კომპენსაცია გადაუხადა. მიუხედავად იმისა, ნოდარის საცხოვრებელი სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა, პასუხისმფგებლობას არც კომპანია ღებულობს და არც სახელმწიფო, საკუთარ სახლში ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს და დაქირავებული ბინის თანხასაც შესაბამისად არავინ უხდის.

„მეოთხე თვე იქნება რაც ნაქირავებში ვარ, კომპანიის გეოლოგებმა მთხოვეს სახლი დამეცალა და დავცალე, რადგან სახლს ბზარები გაუჩნდა და საკარმიდამო მიწაზე ღრმულები გაჩნდა“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

აქციაზე სამართალდამცველები, უფლებადამცველები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ყველამ კარგად იცოდა, რომ ჩანჩხალო იყო რისკის ზონაში, თუ დავაკვირდებით პროცესებს, რაც სოფელში მიმდინარეობს, ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ დაჩქარდა, რაც აფეთქებები დაიწყო. თუმცა, კონკრეტული დასკვნა არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი შესაბამისმა სპეციალისტებმა, გეოლოგებმა და სეისმოლოგებმა უნდა დადონ. ეს სპეციალისტები კი აჭარას არ ჰყავს, ამიტომ აჭარის მთავრობამ მოიწვიოს, რათა დაადგინოს რა  კავშირში გვიარბში მიმდინარე აფეთქებები სოფელში გაჩენილ პრობლემებთან“, – აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის იურიდიული განყოფილების უფროსმა დავით გაბაიძე განუმარტა, რომ სოფელს გეოფიზიკურ-სესმოლოგიური მიმართულებით სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს.

„გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტი იმყოფებოდა სოფელში, შეისწავლა მდგომარეობა და კვირის ბოლოს იქნება დასკვნა ცნობილი“, – აცხადებს დავით გაბაიძე.

რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ მოსახლეობამ გზაზე კოცონი დაანთო და მიუხედავად სიცივისა ღამისთევისთვის მოემზადა.  საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოსახელობას პოლიცსის ფორმაში ჩაცმული ადამიანიც იღებდა.

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა

 

 

ბათუმის 2015 წლის ბუჯეტი ჯამში 96 667 300 ლარია. ბიუჯეტის ძირთადი მიმართულება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბლიტაცია და ექპლუატაციაა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 46 160 800 ლარია გამოყოფილი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 8 451 800 ლარი გამოიყო; განათლებისთვის 10 049 800 ლარი, ხოლო კულტურის განვითარების, ახალგაზრდობის და სპორტის ხელშეწყობისთვის კი 10 040 800 ლარი.

„ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა, დანართის სახით მერიას ხვალ გადაეგზავნება, მერია კი ვალდებულია ყველა ამ შენიშვნაზე დროულად მოახდინოს რეაგრება,“ – განაცხადა საფინანსო და ეკონომიკური განვითრების კომისიის თანჯდომარე თენგიზ აფხზავამ. – „მერიამ ეს შენიშვნა ან უნდა მიიღოს და, შესაბამისად, ბიუჯეტი მუხლობრივ-თანხობრვად შეცვალოს, ან თქვას არგუმენტირებული უარი, ანაც თქვას ის, რომ შემდგომ როცა გაკეთდება შესყიდვებისა და ტენდერების ხარჯზე ეკონომია, ამ შემთხვევაში მოხდება ამ პროექტების დაფინანსება“.

 

თენგიზ აფხზავა ასევე ამბობს, რომ პროექტების 99%, რომელზეც სხდომაზე გამოსვლის დროს ისაუბრა, შესაძლებელია დაფინანსდეს იმ რეზერვის ხარჯზე, რაც შესყიდვებისა და ტენდერების შედეგად იქნა დაზოგილი.

კალათბურთელი კარიერისა და მეექვსე მოთამაშის შესახებ

 

ირაკლი მიქელაძე

 

ირაკლი, საიდან იწყება თქვენი კარიერა კალათბურთში?

– ხუთი წლის ვიყავი კალათბურთის თამაში რომ დავიწყე, ჩემი ძმა თამაშობდა და მას დავყვებოდი. აქედან გამიჩნდა ინტერესი და მეც ვისწავლე კალათბურთი. 7 წლისამ კალათბურთის ვარჯიშებზე დავიწყე სიარული. პროფესიონალურ კალათბურთს 14 წლიდან ვთამაშობ. 15 წლისა ვიყავი, როცა ბათუმის უმაღლეს გუნდში ვითამაშე პირველი თამაში. შემდეგ მომიწია ასაკობრივი ნაკრებები. ვიყავი ესპანეთში, კლუბ „ვალენსიაში“ ერთი თვე. პრობლემების გამო ვერ მოვახერხე იქ დარჩენა. 17 წლიდან თბილისში გადავედი და სამი წელი „ოლიმპში“ გავატარე. მომავალში დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო კარიერა უცხოეთში – ევროპაში ან ამერიკაში. ჩემზეა დამოკიდებული როგორ შევძლებ ამას, როგორ ვითამაშებ და გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში.

 

როგორ დაიწყო წლევანდელი წელი და რა მოლოდინი გაქვთ ამ სეზონში?

– ორი თამაში მოგვიწია – ერთი შარშანდელ ჩემპიონთან – თბილისის „დინამოსთან“ და მეორე თამაში ვიცე-ჩემპიონთან ქუთაისთან. ორივე თამაშში ბოლო მომენტში დავმარცხდით. წელს ისეთი შემადგენლობა ვართ, ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩემი აზრით სამეულში უნდა გავიდეთ. ამჟამად სასურველ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვშრომობ და ვვარჯიშობ ამისთვის. ვფიქრობ, საჭირო ძალა ვიქნები გუნდისთვის და დავეხმარები წარმატების მიღწევაში. ჩემი ოცნებაა დიდ ნაკრებში მოხვედრა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

 

ირაკლი მიქელაძე და თანაგუნდელთან – ნიკოლას ჯეიმს კელოგთან ერთად ვარჯიშის დროს

  

საზღვარგარეთ რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს?

– კონკრეტულ კლუბს ვერ დავასახელებ, თუმცა არის ბევრი ქვეყანა, სადაც თამაშის სურვილი მაქვს – იქ კალათბურთის დონე გაცილებით მაღალია. ისე უნდა მოვემზადო, რომ, როცა იქ ჩავალ, იმათზე უკეთ ვითამაშო, საშუალო დონის კალათბურთელი იქ ვერ ითამაშებს. მინდა ახლო მომავალში ამერიკაში წავიდე, სადაც კალათბურთსაც ვითამაშებ და ვისწავლი კიდევაც, შემდეგ კი ევროპაში მინდა გავაგრძელო კარიერა.

 

რა უნდა ისწავლოთ ამერიკაში?

– ბათუმში არის პერსონალის მართვის კიევის საერთაშორისო აკადემიის ფილიალი, სადაც ბიზნესსა და მართვას ვსწავლობ. დაუსწრებელზე ვარ, დამოუკიდებლად ვემზადები და ვაბარებ გამოცდებს. ალბათ ამერიკაშიც ამ მიმართულების შესწავლას გავაგრძელებ.

 

ესპანეთისვალენსიაახსენეთ. რატომ წამოხვედით ამ კლუბიდან?

– 13 წლისა ვიყავი იქ რომ წავედი. ბათუმში კემპი (თამაში, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული ან ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები აკვირდებიან და არჩევენ პერსპექტიულ მოთამაშეებს) ჩატარდა, სადაც მე და თორნიკე შენგელიამ გავიმარჯვეთ. ერთად წავედით და ერთი თვე იქ ვვარჯიშობდით. თორნიკე იქ დარჩა, მე წამოვედი.

 

რას ფიქრობთ, როგორია კალათბურთის განვითარების დონე საქართველოში?

– ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში კალათბურთის დონე მაღალია. საშუალო დონეც არაა, როცა უყურებ კალათბურთი როგორია ევროპაში. ვფიქრობ, საჭიროა ბავშვთა სკოლების გახსნა, პროგრამების გაკეთება, დაფინანსება და სპონსორების გამოჩენა. თაობა რომ წამოვიდეს, საჭიროა პირობები. სპორტსმენის ცხოვრება ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ყველაფრის სწორად წარმართვაა საჭირო ეს იქნება კვება, დასვენება, ვარჯიში, ვიტამინების მიღება. ამ ყველაფერს სჭირდება ხელშეწყობა. საჭიროა სპონსორების გამოჩენა, რომ დააფინანსონ კლუბები. სრულიად შესაძლებელია ერთი-ორი გუნდის ევროპის პირველობაზე გასვლა. საქართველოს ჩემპიონატზე ოთხი წლის წინ მართლაც სანახაობრივი იყო თამაშები და ხალხიც დადიოდა. „არმიას“ ჰყავდა ძლიერი გუნდი. ჰქონდათ შესაძლებლობა კლუბებს მოთამაშეები უცხოეთიდან ჩამოეყვანათ. ახლა რომ გადახედოთ, უცხოელები მარტო ჩვენ გვყავს. სეზონის დასაწყისში ყველა გუნდში პრობლემა იყო. გუნდები თამაშამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე დაკომპლექტდა და ვერ მოახერხეს სრული შემადგენლობის ჩამოყალიბება.

 

რამდენად პოპულარულია კალათბურთი ბათუმში?

– ერთი ისეთ თამაში გვქონდა ბათუმში, ჯერ რომ არ მითამაშია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან არც ერთი ცარიელი ადგილი არ დარჩენილა დარბაზში. გულშემატკივარი მოთამაშისთვის დიდი მოტივაციაა. ფაქტობრივად, მეექვსე მოთამაშეა მოედანზე, როცა მაყურებელი გგულშემატკივრობს.

 

რას ფიქრობთ უცხოელი კალათბურთელების თამაშზე ადგილობრივ კლუბებში?

– სულ ადგილობრივი მოთამაშეები თუ იქნებიან, თამაშის დონე კიდევ უფრო დაიწევს. საქართველოში მასობრივად ძლიერი მოთამაშეები არ გვყავს. რაღაც წარმატებას რომ მიაღწიოს გუნდმა, ორი-სამი უცხოელი მოთამაშე გუნდისთვის აუცილებელია.

 

კალათბურთის გარდა სხვა საქმე თუ გაინტერესებთ, თუ გაქვთ რაიმე გატაცება?

– მუსიკის გარეშე არ შემიძლია. მთელი დღე თავისუფალ დროს შემიძლია ვუსმინო მუსიკას. ჩემითაც ვქმნი ელექტრომუსიკას, თუმცა მოყვარული ვარ და პროფესიონალურად არ ვუდგები ამ საქმეს. მაინტერესებდა როგორ იქმნებოდა ელეტრონული მუსიკა და ჩემით შევისწავლე 10 წლიდან. სახლში მაქვს აპარატურა და თავისუფალ დროს მუსიკით ვერთობი.

 

ირაკლი მიქელაძე

 

როცა ამოწურავთ საკუთარ ძალებს კალათბურთში, რას აპირებთ?

– მაგაზე ჯერ არ მიფიქრია. არავინაა ტრავმისგან დაზღვეული, არავინ იცის როდემდე ითამაშებს კალათბურთს. კალათბურთის გარეშე არ შემიძლია და სანამ შევძლებ, მანამდე ვითამაშებ. განათლება ამიტომ მჭირდება – კარიერას რომ მოვრჩები შემდეგ რამე საქმე ხომ უნდა გავაგრძელო. კონკრეტულად რას გავაკეთებ, არ ვიცი. ბიზნესს ვსწავლობ და ალბათ ამ გზას გავყვები.

„ნამდვილი კაცებიც“ ტირიან

 

 

 

კაცის ტირილი ქართულ მწერლობაში უცხო არ არის. ლიტერატურის გენიოსად აღირებულ ვაჟასა და რუსთაველის შემოქმედებაში, ტირილი არ არის კაცის ღირსების დამაკნინებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ ცრემლი კაცს რომ არ აკნინებს, ამას სკოლაში, ლიტერატურის გაკვეთილზეცე სწავლობენ, როცა კითხულობენ იმ ნაწარმოებებს, სადაც ყველაზე მამაცი და ძლიერი პერსონაჟები ტირიან:
„ორ ავტორს მოვიყვან მაგალითად, შოთა რუსთველსა და ვაჟა-ფშაველას, რომელთა ნაწარმოების გმირები ზეკაცები არიან. „ვეფხისტყაოსანში“ როდესაც ვეცნობით ტარიელს, ის ტირის, ცნობილი სტრიქონი გავიხსენოთ – „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტრალი წყლისა პირსა“. ტარიელი ტირის მაშინ, როცა პირველად შეეჯახა წუთისოფელს, მაშინ, როცა მოკლა ხვარაზმშას შვილი. ტარიელი ავთანდილი და ფრიდონი ტირიან ერთმანეთთან შეხვედრისას – „ერთმანეთსა აუტირდნენ…“

 

ვაჟასთან, ჩემი საყვარელი გმირი, ალუდა ქეთელაური ტირის მაშინ, როცა აცნობიერებს, რომ მტერი ვაჟკაცია. ეს შეცნობის ცრემლია, განწმენდაა… ტირილი არც ერთ შემთხვევაში არ აკნინებს კაცს, პირიქით, ამ ცრემლით ირღვევა ყველა მანამდე არსებული სტერეოტიპი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელი პოეზია გადაყლაპული ცრემლია, ყელში გაჩრილი ბურთი, რომელიც შემდეგ იქცა პოეზიად. ცრემლი გვხვდება ბევრი სხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორის შემოქმედებაში, ასე რომ ეს ჩვეულებრივი, ადამიანური მომენტია. ემოციას ვერავინ შეცვლის, სულერთია ქალი ხარ თუ კაცი“.

 

მიუხედავად იმისა, რომ მაგალითები ქართული ლიტერატურიდან საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ კაცის ტირილი არც უჩვეულოა და არც სირცხვილი, ქეთევან გიორგაძე ამბობს, რომ მისი მოსწავლეებისთვის კაცის ცრემლი მაინც უცხოა. „ბოლო დროს ჩვენთან ემოციამ, მგრძნობელობამ და გულწრფელობამ მეორე ეტაპზე გადაინაცვლა თითქოს. თუმცა მე მინახავს ატირებული მოსწავლე მაშინ, როცა მე მასთან გულწრფელი ვარ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, მე-12 კლასელთან რაღაც შემთხვევა იყო და ბოდიში მოვუხადე, მანაც მომიხადა ბოდიში და ცრემლი მოეძალა. მეც მომერია ცრემლი, მნიშვნელოვანი იყო მისი ემოცია ჩემთვის. კაცის ცრემლი არის ადამიანურობის, მგრძნობელობის ნიშანი და ეს არც სირცხვილია და არც უხერხული. როცა ცრემლი იკარგება და შენ სტერეოტიპების ნაწილი ხდები, გულგრილობა ისადგურებს“, – ამბობს ქეთევან გიორგაძე.

 

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ტირილი ადამიანის ემოციური და ბუნებრივი მდგომარეობაა. რა განაპირობებს „ბუნებრივ მდგომარეობაზე“ უარის თქმას. არის თუ არა ძალადობა ამ მდგომარეობის უარყოფის შედეგი? – ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარა“ ფსიქოლოგი, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, თემო ქეშელაშვილის აზრით, ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ემოციის დათრგუნვაა.

 

„რაღაც ეპატზე კაცის მასკულინიზაცია აუცილებელიც იყო, სხვა შემთხვევაში ვერ გადარჩებოდა, რადგან ის იყო მეომარი, მონადირე და ა.შ ამიტომ გარკვეულწილად ლოგიკურიც იყო, რომ აღზრდა ემოციური გაუხეშებისკენ წასულიყო. ბუნებრივია, ამას კოგნიტური უნარები (ანუ აზროვნების, შემეცნების, განსჯისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება) ეწირება. დღევანდელ დღეს კი პირიქითაა, სწორედ კოგნიტური უნარები ნიშნავს გადარჩენას“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

„ტირილი არ არის კაცური“, მაგრამ „გაბრაზება კაცურია“, – ფსიქოლოგის აზრით, ეს დოგმები ქართულ მენტალობაში მყარად დევს. „კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, რომ ყოველი ქართველი, თავის სახლში პატარა სტალინია. ეს ფაქტორი მიანიშნებს იმაზე, რომ კაცებში შინაგანი ემოციის დართგუნვამ ძალადობრივ ფორმებში იჩინა თავი“.

 

ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული არასწორი სტერეოტიპები, განათლების ხარისხზეც აისახება: „მაგალითად, დღემდე მიიჩნევა, რომ ჰომოსექსუალებს, აუცილებლად ახასიათებთ ფემინური მანერები ან ემოციურად სუსტები არიან, მაშინ, როდესაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე თავზეხელაღებულ მეომრებში, ავღანელებში ჰომოსექსუალურიზმი და პედოფილური კულტურა ძალიან გავრცელებულია. კულტურული განწყობები ხშირად არ ემთხვევა სინამდვილეს“.

 

ფსიქოლოგის აზრით, ცრემლები ყოველთვის არ არის ადამიანური სისუსტის მაჩვენებლი, თუმცა საქართველოს საზოგადოება, რომელიც ძალიან მასკულინურია, კონტროლს აფასებს. „ტირილი კი ნიშნავს, რომ შენ ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, ანუ თავს ნაკლებად ფლობ. ყველაფრის სათავე მაინც აღზრდასა და განათლებაში დევს. როცა ბავშვი ტირის, მშობელი ეუბნება რომ არ იტიროს, რადგან არაკაცურია. ეს არის ემოციური კომუნიკაციის გაწყვეტა ბავშვთან. ბუნებრივია, თუკი ეს ტირილი არ არის მანიპულირების იარაღი და არის ბუნებრივი, აუცილებელია მშობელმა გაიზიაროს ეს ემოცია. თუ ბავშვი ამბობს, რომ მას სათამაშო წაართვეს, მშობელმა უნდა უთანაგრძნოს მას და არ უნდა უთხრას: „შენც ვერ წაართვი? თუ დაგარტყა, შენ ვერ დაარტყი?“ რადგან, აქედან იწყება ძალადობის წახალისება. აგრესია, რომელსაც აღზრდის შედეგად ღებულობს ადამიანი, არსად ქრება. ის რაღაც მომენტში განდევნილია არაცნობიერში, განიცდის გარკვეულ ინკუბაციას და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ევლინება სოციუმს“.

 

ამის ნიმუშად თემო ქეშელაშვილს ცნობილი ტირანების ცხოვრება მოჰყვას: „შესწავლილია ჰიტლერის, სტალინის და ბევრი სხვა დიქტატორის ცხოვრება, სადაც აგრესიას დიდი ადგილი ჰქონდა. სტალინის დედის წერილებიდან ვიგებთ, რომ ის იყო აგრესიის მსხვერპლი მამის მხრიდან. ბევრი კვლევა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ათასობით ბავშვი დაობლდა და ბავშვთა სახლები გაივსო მზრუნველობამოკლებული პატარებით. ისინი, ფაქტობრივად, ემოციური დეპრივაციის მდგომარეობაში იზრდებოდნენ. მათი ემოცია არ იყო გაზიარებული. მათი ინტერაქტივის ხარისხი სოციუმთან ძალიან დაბალი იყო, ამიტომ იყო, რომ მათი უმეტესობა ქუჩის ხულიგნად იქცა“.

 

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, თანამედროვე სამყაროში ბევრმა რამემ განიცადა დეჰუმანიზაცია, რასაც ადამიანის სათუთი თვისებები ეწირება: „წარმატების კულტმა გააჩინა ის, რომ მშობელი შვილს უყურებს როგორც პოტენციურ პროდუქტს, რომლისგანაც აუცილებლად წარმატებული ადამიანი უნდა შედგეს. ეს არის პირობითი, მონეტარული სიყვარული, რომელსაც ბავშვი ან უპასუხებს ან ვერა. ნათელი ხდება, რომ აღზრდის არაჰუმანური, რეგლამენტირებული მიდგომა გახდა პოპულარული. ადამიანებს ძალიან დიდი კონკურენციის, შურის განცდა უჩნდებათ და ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე“.

 

ფსიქოლოგის აზრით, საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია და კონფლიქტი ქალსა და კაცს შორის, სწორედ ამ არასწორი მიდგომების შედეგია: „პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ ექსპერიმენტზე წავიდა. საბავშვო ბაღებში ბიჭებს გოგონების სათამაშოებს ურიგებდნენ, რომელიც მათ თანაგრძნობის უნარს უვარჯიშებდა. გოგონებს კი უფრო მასკულინურ სათამაშოებს, რომ მათ შეძლებოდათ ემოციური დაახლოება ერთმანეთთან. როცა ქალს და კაცს ესმის ერთმანეთის, იქ კონფლიქტიც ნაკლებია. თუ მასკულინიზაცია ან ფემინიზაცია ძალიან განსხავავებულად მიმდინარეობს, ასეთ დროს ქალსა და კაცს შორის ურთიერთგაგება რთულდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა ამხელა კონფლიქტი და აგრესია დღეს ქართულ საზოგადოებაში. ქალი და კაცი გაუცხოებულია ერთმანეთის მიმართ. ამას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს ბუნებრივია, მათ შორის სოციალიზაცია, რომლის მთავარი აგურები – აღზრდა და განათლებაა“.

„ჩვენ აღარ გვინდა მოკვდეს 26-ე ქალი“

 

თუთა ჩხეიძე

 

 

„ფართომასშტაბიან აქციებზე ფიქრი მაკა წივწივაძის მკვლელობის შემდეგ დავიწყეთ, როდესაც გავიგეთ, რომ მან რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და მისი სიცოცხლე მაინც ვერ იქნა დაცული. იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ვიყავით ქალთა უფლებების დაცვით საკითხებში ჩართული და  მუდმივად  ვსაუბროდით ამ თემებზე, ახლა იმაზე დავიწყეთ საუბარი, რომ დროა გავაკეთოთ ისეთი რამ, რითაც  მივიპყრობთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ  საზოგადოების ყურადღებასაც. შევიკრიბეთ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები – ფსიქოლოგები, პედაგოგები, პოეტები და გადავწყვიტეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აქციები სწორედ 25 ნოემბერს დაგვეწყო, რადგან  ეს არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

 

ჩვენ აღარ გვინდა სპონტანური აქციები, სადაც დაახლოებით ასი-ორასი ადამიანი მიდის და პრობლემის გადაწყვეტაში არ გვეხმარება. ეს აქცია უნდა იყოს მასშტაბური, რომელიც გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, სადღაც 22 ქალაქი უკვე ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი  25-მდე გაიზრდება. ეს არის ის დრო, როცა ჩვენ უნდა დავიწყოთ ქალთა მოძრაობა უფრო მასშტაბურად, ვიდრე აქამდე იყო“.

 

თუთა ჩხეიძის აზრით, ამ ეპატზე აუცილებელია, „სასწრაფო დახმარების რეჟიმის ჩართვა“ იმისათვის, რომ ქალთა მკვლელობები შეწყდეს:

 

„25 ქალი უკვე მოკლეს, ამიტომ პირველი მიზანია, აღარ მოკვდეს 26-ე ქალი და შეწყდეს ქალთა კვლა.  ჩვენ შევეცდებით, სხვადასხვა სარეკომენდაციო წერილით მივმართოთ ხელისუფლებას, თუ როგორი უნდა იყოს პრევენციული ზომები და როგორი უნდა იმუშაოს პოლიციამ რომ ქალი, რომელიც მიმართავს, იყოს დაცული და მეორე დღეს აღარ გავიგოთ, რომ ის ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა მოკლა.

 

ბევრი გვეკითხება,  რატომ ვაპირებთ მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის გაპროტესტებას? – რა თქმა უნდა, კაცზე ძალადობაც დანაშაულია, მაგრამ მოცემულობამ, რომელიც გამოვლინდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების განცხადებებში, გვაჩვენა, რომ ადამიანები ეძებენ მკვლელობის მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მოეკლათ მსხვერპლი. ეს ყველაზე საგანგაშოა დღევანდელ საზოგადოებაში.

 

ქალებს სხვა ქვეყნებშიც კლავენ, მათ შორის განვითარებულშიც, მაგრამ იქ ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სასტიკი და საშინელი დანაშაულია. საზოგადოებამ ის უნდა გაიაზროს, რომ დანაშაული, რომელიც ოჯახში ხდება, არა არის მხოლოდ ოჯახის საქმე. ჩვენ ხვალინდელ აქციაზე სწორედ ამ მარტივი ფორმულით მივდივართ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ“.  

 

 

ჩიტიშვილი 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე

 

 

ალეკო ჩიტიშვილი
ალეკო ჩიტიშვილი

 

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, დღეს აცხადებს რომ აჭარის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების კმაყოფილია:

 

 

„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ,რომ დაფინანსებულიყო საზღვაო აკადემია, გაკეთებულიყო სტადიონი და დაწყებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა. ვითხოვდით რომ დაფინანსება გაზრდოდა საგზაო დეპარტამენტსაც. ბიუჯეტის ახალ პროექტში ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებულია. გარდა ამისა, მთავრობამ ორი წლის განმავლობაში 45 მილიონით გაზარდა ბიუჯეტი, არ შეიძლება რომ ეს არ დაინახო“- აცხადებს ალეკო ჩიტიშვილი.

 

რა არ შეიძლება ასთმით დაავადებული ბავშვისთვის



 ქალბატონო თეა, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?


 ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. იგი სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასთან არის დაკავშირებული, რაც სულხუთვის, მსტვინავი სუნთქვის, გულმკერდის შებოჭილობის და ხველის განმეორებით ეპიზოდებს იწვევს, განსაკუთრებით ღამით ან/და ადრე დილით. ანუ ამ დროს, მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სასუნთქ გზებს ახასიათებს ზედმეტად ძლიერი შევიწროება.

რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამოწვევი მიზეზი?


ვარაუდობენ, რომ ბრონქული ასთმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და მასთან ერთად ზოგიერთი გარეგამღიზიანებელი ფაქტორი. გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა, არასწორმა კვების რეჟიმმა და არაჰიგიენურმა გარემომ, ბოლო ათწლეულებში ბრონქული ასთმის შემთხვევების გახშირებაც გამოიწვია. მცირე ასაკის ბავშვებში ასთმის მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს რესპირატორული ვირუსული ინფექციები.

რა შეიძლება გახდეს ასთმის შეტევის გამომწვევი მიზეზი?


ასთმის შეტევის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სახლშიდა და სახლგარე ალერგენებმა მაგალითად ოთახის მტვერმა, ცხოველის ბეწვმა, ობის სოკომ, ტკიპებმა, ტარაკნებმა, ამინდმა, ცივმა და ცხელმა ჰაერმა, ჰაერის მაღალმა ტენიანობამ, თამბაქოს პასიურმა მოწევამ, პარფიუმერიამ და ა.შ. ფიზიკური დატვირთვის სახეობებიდან ერთ-ერთი ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი,შეიძლება იყოს სირბილი, თუმცა შესვენების შემდეგ 20-45 წუთში სიმპტომები თავისით ქრება. შედარებით ნაკლები ცურვა (თუმცა აქ გასათვალისწინებელია ქლორის მავნე ზეგავლენა სასუნთქ გზებზე).

როგორია ბრონქული ასთმის თავისებურებები ბავშვებში?

პათოფიზიოლოგიური მექანიზმების მიხედვით ბავშვთა ასთმა ისევე მიმინარეობს, როგორც მოზრდილთა ასთმა, თუმცა ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ზრდის პროცესი განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების თავისებურებებს მოზრდილებთან შედარებით.

რა სიმპტომებით ვლინდება ბრონქული ასთმა?


შემთხვევათა 80%-ში ბავშვთა ასთმის სიმპტომები ჩნდება ხუთ წლამდე ასაკში, მაგრამ დიაგნოსტიკა ფიზიკურად ვერ ხერხდება, თუ ამ ასაკში ქრონიკულ ხველას ხშირად ახლავს ხმაურიანი სუნთქვა ეს ასთმის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. ბავშვთა ასაკში, ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა ასთმის გამოვლენის ერთადერთი გზაც იყოს. ფიზიკური დატვირთვისას 5-10 წუთში შესაძლოა ბავშვს განუვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და შეტევითი ხველა. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თვალის ჩამუქებული უპეები, რინიტისა და ცხვირის ქავილის გამო აქერცლილი კანი ცხვირის არეში და პირით სუნთქვის გამო, ტუჩების სიმშრალე.

შესაძლოა თუ არა ასთმის დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრება?


ასთმის დიაგნოზი, ნამდვილად არ არის განაჩენი და იგი არ ნიშნავს ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებასა თუ მთლიანად ცხოვრების რიტმის შეცვლას. სწორად მართული და ნამკურნალევი ასთმის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, პაციენტი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდეს. გარდა ამისა არსებობს მაგალითები, როცა ასთმით დაავადებულები, მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

რა პრაქტკულ რჩევებს აძლევთ პაციენტებს რემისიების გასახანგრძლივებლად?


აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული იმით თუ სად სძინავს ბავშვს. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის არ შეიძლება ბამბის, შალის და ბუმბულის ლოგინი, მას სპეციალური სინთეტიკური მასალის საბანი და ბალიში უნდა ჰქონდეს, რომელიც ხშირად ირეცხება და მალე შრება. არ შეიძლება სახლში შინაური ცხოველებისა და ფრინველების ყოლა, იქნება ეს ძაღლი, კატა, მღრღნელები თუთიყუში და აკვარიუმის თევზებიც კი. მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივეც – ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. სასურველია სახლში ნაკლებად იყოს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სარეცხი და საწმენდი ფხვნილები. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის უნდა შეიძინოთ ჰიპოალერგიული პროდუქცია, რაც მართალია შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ უსაფრთხო. შენობაში სადაც იმყოფება ბავშვიარ შეიძლება თამბაქოს მოწევა ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელია ჰაერის მაღალი ტენიანობა ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში ბავშვის გაყვანა მშრალ ადგილებში (ცემი, სურამი, აბასთუმანი), თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დროულად უნდა ვიზრუნოთ შეტევების პროფილაქტიკაზე – შეძლებისდაგვარად მოვარიდოთ ბავშვი ქუჩას, გადავიყვანოთ ჰიპოალერგიულ დიეტაზე, და დავიწყოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

 

 

ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არის მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკველობებით.

 

აქციის მიზანია, სახელმწიფოს მოუწოდოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად. 

 

 

ხაბაძის განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ პროექტი განახლდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ის აჭარაში საინვესტიციო გარემოს მდგომარეობით კმაყოფილია.

„ბევრი ინვესტორი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება არწმუნებდა მათ, რომ ახალი ხელისუფლება ვერ მოახერხებდა საინვესტიციო პოლიტიკის შენარჩუნებას. ამის გამო ბევრი ინვესტორი თავს იკავებდა ინვესტიციის განხორციელებაზე. თუმცა, არჩევნებმა ჩაიარა და პოლიტიკური რისკები აღარ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტია განხილვის სტადიაში. პირველი, 90 მილიონიანი ინვესტიცია, სექტემბრის დასაწყისში დავაანონსეთ და მალე დაიწყება მისი განხორციელება. ასევე გავაცოცხლეთ „ბაბილონის“ და „კუბთაუერის“ პროექტი. სიახლეა ის, რომ დავასრულეთ მოლაპარაკება „ტრამპ თაუერის“ პროექტის განახლებაზე და ახლო მომავალში ამ პროექტის განხორციელებაც დაიწყება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

არჩილ ხაბაძის განცხადებით, 2015 წელს ყაზახურ ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყება:

„2006 წელს ქობულეთსა და ბათუმში 21 ობიექტი გაიყიდა. ეს იყო ყოფილი პანსიონები და სხვა ობიექტები, თუმცა პროექტი აღარ განხორციელებულა. ჩვენ ეს პროექტიც მოვაბრუნეთ. დახლოებით 11 პროექტის რეალიზებას ჩავუყარეთ სამომავლოდ საფუძველი და მათი მშენებლობის პროცესი წლების მიხედვით არის გაწერილი. ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზეა საუბარი“.

არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა დამაჯერებელია: „ჩვენი პოლიტიკა არის ფრთხილი და დამაჯერებელი. ჩვენ ყველა ინვესტორთან გვაქვს სერიოზული ურთიერთობა. თუ ადრე სწრაფი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც იყო დაბალი. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, 2012 წელთან შედარებით ინვესტივიები 2013 წელს 45 პროცენტით გაიზარდა, წელს კი 25 პროცენტით. ძირითადად, მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ახლო მომავალში მრეწველობის და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებითაც განხორციელდება ინვესტიციები“.

არჩილ ხაბაძე მთავრობის ორწლიან მუშაობას აფასებს

აჭარის მთავრობის ორწლიანი ანგარიში

„ამ ორი წლის განმავლობაში ყველაზე პრობლემატური რაც დაგვხვდა, ეს იყო სოციალური ფონი. ჩვენ დავიწყეთ სოციალური სახლის მშენებლობები, რომელიც მომავალ წელს გაგრძელდება და უპრეცენდენტო იქნება. სამომავლოდ ყველა ეკომიგრანტი, ყველა სტიქიით დაზარალებული საცხოვრებელი სახლით იქნება უზრუნველყოფილი, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მთავრობა ყველაზე საამაყო პროექტად 2015 წლისთვის დაგეგმილ სპორტულ პროექტებს მიიჩვენს: „2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საფეხბურთო სტადიონის, ხელბურთისა და რეგბის სტადიონების მშენებლობა. გვინდა, რომ სპორტსმენებისთვის ერთიანია სისტემა შევქმნთ.

მნიშვნელოვანია რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა, რომელსაც 2015 წლიდან ვიწყებთ. ასევე წელს გაგრძელდება ხულო-გოდერძის უღელტეხილის გზის რეაბილიტაცია და გონიოს ხიდის რეაბილიტაცია. დაწყებულია სარფის გზის რეაბილიტაციაც, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ“.

აჩილ ხაბაძე დადებითად აფასებს მინისტრების მუშაობასაც: „აჭარის მთავრობა ერთიანი გუნდის პრინციპით მუშაობს და ვფიქრობ, რომ დადებითად შეფასდება ორი წლის მუშაობა. ოთხივე მინისტრი გააგრძელებს მუშაობას ძველი ტემპით და უფრო მეტსაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს ორი წელი იყო ხელისუფლების ბოლომდე აღების წელი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ, მაგრამ ამას მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ იყო თვითმმართვრელობის არჩევნები, სადაც ერთიანი გუნდით მოვედით და ერთიან მუშაობას 2015 წელშიც გავაგრძელებთ“.

სტიქიამ სამაშველო სამსახურს რვა ათასი ლარის ზარალი მიაყენა

 

 

 

წვიმიანი დღე ბათუმში 3.11.2014
წვიმიანი დღე ბათუმში 3.11.2014

 

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ზარალი დაახლოებით რვა ათასი ლარია:

 

„ბათუმშიც დაანგრია კოშკურა და ქობულეთშიც, სადაც კაპიტალური კედელიც ჩამოინგრა. მთელი აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი ზარალი ჩვენ მოგვადგა. ორივე კოშკურის ღირებულება დაახლოებით რვა ათას ლარამდე იქნება“.

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ზღვისგან გადმოსულმა წყალმა,  ანბანის კოშკის სარდაფიც დატბორა. „ამ დროისთვის სარდაფი გაწმენდილია. ვფიქრობ, დატბორვას სერიოზული ზიანი კოშკისთვის არ მიუყენებია“, -აცხადებს თურმანიძე.

 

ძლიერმა ქარმა ქობულეთში სახურავი გადახადა ერთ-ერთ კერძო სახლს. სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, პირველადი ზომები მიღებულია: „ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენტით გადახურა სახლი და შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები“.

 

შტორმისგან დანაგვიანებული ზღვისპირა ზოლის გაწმენდა, სავარაუდოდ, ამინდის გამოსვლის შემდეგ დაიწყება. 

ტარიელ ნაკაიძე მუფტის არჩევაზე: „ასეთი ქმედება დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას“

 

„მე ვფიქრობ სახელმწიფოს ასეთი ქმედება უფრო მეტად დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. თუ არ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, თუ არ შეიცვლება სისტემა, არ მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძირეული რეორგანიზაცია, ცვლილებები, ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების ასევე ეგრეთწოდებული ფსევდო მეჯლისის წევრებისა, რომლებიც მხოლოდ ხელს აწერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით, ასევე არ ჩამოყალიბდება განცდა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებსა და დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებებს, მანამ ვერ მოხერხდება არსებული მდომარეობის გამოსწორება.

 

 ყოფილი მუფთის ჯემალ პაქსაძის გადადგომა და ახალი მუფთის ასეთი ფსევდო არჩევა, რომელიც სინამდვილეში გარე ძალების მიერ დანიშვნას ნიშნავს დღითი დღე უფრო დაშორდებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფო ერთმანეთისაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუფთი ბატონი ბეგლარ ქამაშიძე არის ჩემი მეგობარი, მე ვურჩევდი ვიდრე დათანდხმდებოდა ამ თანამდებობას მანამდე კარგად უნდა გაეაზრებინა არსებული მდგომარეობა, რომელიც არსებობს მუსლიმ თემში დღეს საქართელოში. სახელმწიფომ მსგავსი ქმედება განახორციელა რამდენიმე თვის წინაც. შეიხი ვაგიფ აქბეროვი ჩაანაცვლა რამინ იდიგოვით. ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმთა სამმართველოში ვერ მოხერხდება ძირეული რეორგანიზაცია, მუსლიმ თემს არ მიეცა საშუალება მისი წინამძღვარი აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანო მის სათავეში არა მაქვს იმედი მდგომრეობა  დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს „რადიკალური ისლამის“ განვითარებისა.“ – განმარტავს ტარიელ ნაკაიძე

აჭარის ჩემპიონები ფიგურულ ციგურაობაში

პირველ კატეგორიაში გამარჯვებულები  2003-2004 წელს დაბადებულებს შორის გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილი ათი წლის ანადეა გულბიანმა-შმიდტმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი თერთმეტი წლის ინგა ფუტკარაძე გავიდა.

მეორე კატეგორიაში 2005-2007 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ.

გოგონებს შორის პირველი ადგილი 2007 წელს დაბადებულმა ეკატერინე იაზადჟს, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი 2006 წელს დაბადებულ ნატალია ლომინეიშვილს ერგოთ.

ბიჭებს შორის კი პირველი ადგილი ცხრა წლის ილია გოგიტიძეს ხვდა წილად.

ილია გოგიტიძე

 

გამარჯვებულები საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა სალომე შავიანიძემ (თბილისი), ნათია ბაქრაძემ (ქუთაისი) და ლია ლოთიკაშვილმა (ბათუმი) გამოავლინეს.

 

ჩემპიონატზე ასევე გამოვიდნენ დამწყები სპორტსმენები 2008-2009 წელს დაბადებული გოგო-ბიჭები. თავისი ნომერი წარმოადგინა სინქრონული ცეკვის დასმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პირველად შიქმნა საქართველოში. სინქრონიული დასი ლია ნაკაიძემ ჩამოაყალიბა.

ჩემპიონატში მონაწილეები სამახსოვრო თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ლია ნაკაიძის თქმით ფიგურული ციგურაობის აჭარის ჩემპიონატი მეორედ ტარდება და სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ჩემპიონატი აჭარის ფიგურული ციგურაობის ცედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხრდაჭერით ჩატარდა.

გამოგვეხმაურეთ ხანძართან დაკავშირებით

 

უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმემ რაიმე ფაქტობრივი გარემოება იცით ხსენებულ ხანძართან დაკავშირებით, ან შეესწარით ხანძრის ფაქტს, შეგვეხმიანოთ მობილური ტელეფონის ნომერზე 557-22-55-37, ან გვაცნობეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი ინასარიძის ქუჩა 24, ბინა 37-ში. კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი: მეჯლისთა საბჭომ მე დამიჭირა მხარი

აჭარის ყოფილი მუფტის ჯემალ პაქსაძის განმარტებით კი, ის არ გადაუყენებიათ და გადადგომაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ბეგლარ ქამაშიძე – მუფტი

ცოტა ხნის წინ ჯემალ პაქსაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. ეს კითხვა მას შემდეგ დავუსვით ყოფილ მუფტს, რაც მისი გადაყენების მოთხოვნით მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მრევლის თქმით, მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე ჯემალ პაქსაძემ თანხმობა განაცხადა. თუმცა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა და არც იმას, რომ მან მისცა ხელისუფლებას თანხმობა ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე, ჯემალ პაქსაზე არ ადასტურებდა.

გარდა ამისა, ბოლო დროს ჯემალ პაქსაზე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც მან და კიდევ რამდენიმე მუფტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ სამუფტო რეზიდენციისა და მედრესეს აშენებას სთხოვდნენ.

ამონარიდი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილი მიმართვის ტექსტიდან

ამონარიდი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილი მიმართვის ტექსტიდან

ამ დოკუმენტზე ახლანდელი მუფტის ბეგლარ ქამაშიძის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული.

დოკუმეტის გასაჯაროების შემდეგ ითქვა, რომ მუფტებმა ზეწოლის პირობებში მოაწერეს ხელი მიმართვის ტექსტს. თუმცა, თავის დროზე ჯემალ პაქსაზემ ეს ინფორმაციაც არ დაადასტურა.

ჯემალ პაქსაძე: საკუთარი ნებით გადავდექი

„ჯანმრთელობის გაუარესების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება, ბოლო დროს ორჯერ ვიწექი კლინიკა „მედინაში“. მე მივმართე ჩვენს საბჭოს, რომელმაც ჩემი გადადგომის შემდეგ მუფტის თანამდებობაზე ბეგლარ ქამაშიძეს მისცა კურთხევა“.

ბეგლარ ქამაშიძის თქმით, ის ამ დრომდე ხელვაჩაურის მუფტი იყო და დღეიდან „სრულიად საქართველოს მუფტი გახდება“.

კონკურსი ბათუმის მერიაში მოქმედმა საჯრო მოხელეებმა ვერ გადალახეს

 

 

 „ ექვსმა მათგანმა, ვინც დღეს მერიაში საჯარო მოხელის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა. მათ სახელებს ვერ დაგისახელებთ, კონფიდენციალურია.“

 

კომისიამ 2996 განაცხადიდან მეორე ეტაპისთვის  2005 -მდე განაცხადი შეარჩია. ბათუმის მერიაში კონკურსი 98 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.

 

კომიისიის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით ბევრ კონკურსანტს შესაბამის საიტზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ქონდა ატვირთული. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ეს დარღვევა კონკურსანტებს ხარვეზად არ ჩაუთვალეს.

 

„ ვინაიდან შეიძლებოდა მათი იდენტიფიცირება პროგრამულად, კომისია დათმობაზე წავიდა. თუმცა კონკურსანტი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ან სამუშაო გამოცდილების შესახებ დოკუმენტი არ ქონდა ატვირთული კონკურსიდან მოიხსნა. მოიხსნენ ის კონკურსანტებიც, რმლებმაც ხუთზე მეტი ვაკანსია მიუთითეს.“

 

კონკურსის მეორე ეტაპს, რაც ტესტირებას ითვალისწინებს იუსტიციის სახლი  25- 26 ნოემბერს ჩაატარებს.  შეტყობინება უკვე გადაეგზავნათ კონკურსანტებს, რომლებიც ტესტირებას 25 ნოემბერს გაივლიან.  

 

ტესტირების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია კონკურსანტებთან გასაუბრების შედეგად მიიღებს.

 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

2013 წლის 26 ივლისს ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო მიიღებს 140 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტს ხუთი წლის განმავლობაში. პროექტები განხორციელდება როგორც ზოგადი განათლების ხარისხის, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით. უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა ამერიკის, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მომავალი წლიდან სანდიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს შესთავაზებს საბაკალავრო პროგრამებს.

140 მილიონი ამერიკული დოლარიდან 76,5 მილიონი ზოგადი განათლების პოექტზე დაიხარჯება, 30 მილიონი – უმაღლესი განათლების პროექტზეა, 16 მილიონი – პროფესიული განათლებაზეა გათვალისწინებული. დანარჩენი თანხა მოხმარდება მართვას, ადმინისტრირებას, მონიტორინგს, შესყიდვებსა თუ სხვა ხარჯებს.

გაისად ამ უნივერსიტეტში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით შეეძლებათ საქართველოს სტუდენტებს.

  • შერჩეული უნივერსიტეტებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება მომავალი წლის სექტემბრამდე მოესწრება?

ლაბორატორიების ნაწილი, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობს, აღიჭურვება ან ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე სწორედ ამას ვაკეთებთ. ასევე არის რამდენიმე ლაბორატორია, რომლებიც საერთოდ არ გვაქვს და ეს ლაბორატორიები უნდა აშენდეს.

  • ამერიკულ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებული თუ ექნება?

საერთო საცხოვრებელი ამ პროექტის ფარგლებში არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ფინანსური დახმარება – სტიპენდიები რაიონებიდან ჩამოსული თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.

  • სწავლის ღირებულება რამდენია?

7500 დოლარია გადასახადი წელიწადში.

კომპაქტში საქართველოს მთავრობა 15 პროცენტის თანადაფინანსებით შემოდის, ანუ 140 მილიონ დოლარს ემატება 15%-ი, რასაც საქართველოს მთავრობა გაიღებს, მათ შორის დააფინანსებს სტიპენდიას სტუდენტებისთვის. მთავრობა, თითოეულ სტუდენტზე, რომელიც ჩააბარებს აღნიშნულ პროგრამებზე, მაქსიმუმ 2250 ლარს გაიღებს. იქნება თუ არა მეტი დაფინანსება – ამაზე ახლა მიდის მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან.

ფაკულტეტები, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში გვექნება, საქართველოში დღეს უფასოა, ანუ სახელმწიფო აფინანსებს ამ მიმართულებებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი კომპაქტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგიონული განვითარების ფონდი. აქედან ამონაგები თანხები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს თანხა მოხმარდეს წარჩინებულ სტიუდენტებზე სტიპენდიების გაცემას. მომავალი წლამდე გამოვაცხადებთ თუ რა სახის სტიპენდიები შეგვიძლია შევთავაზოთ წარჩინებულ სტუდენტებს ფონდიდან.

  • საქართველოს სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ცუდად ისწავლება. რას ფიქრობთ, შეძლებს უნივერსიტეტი  ისეთი 500 მოსწავლის გამოვლენას, რომლებმაც საუკეთესოდ იციან ინგლისური და კარგად სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს?

 ჩვენ განვახორციელეთ არაერთი კვლევა, რომ გამოგვევლინა რამდენად მოთხოვნადია სპეციალობები, რომლებზეც ვაცხადებთ სტუდენტების მიღებას. დამსაქმებლების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ სწორედ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გვექნება – ამ სფეროში დამსაქმებლები ვერ პოულობენ პროფესიონალ კადრებს.

როდესაც ვადგენდით რა შეიძლება იყოს სწავლების გადასახადი, ჩვენ შევხედეთ კერძო სექტორში არსებულ გადასახადებს და წარვუდგინეთ ამერიკულ უნივერსიტეტებს. დაახლოებით 7500 დოლარი არის თანხა, რასაც დღეს ბევრი კერძო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტს… თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტი საქართველოში ისწავლის და ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომის მიღებას, რომლის მოპოვებაც წელიწადში მიახლოებით 18 ათასი დოლარი ღირს…

გარდა ამისა, 4 ათასი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მოთხოვნადია ის სპეციალობები, რომლებიც ჩვენ საქართველოში გვექნება.

თავიდან შეიძლება ვერ მივიღოთ 500 სტუდენტი, მაგალითად, ინგლისური ენის არასათანადო ცოდნის გამო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავაფინანსოთ ინგლისური ენის აკადემია, რომელიც უფასოდ შესთავაზებს ენის ინტენსიურ კურსებს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დაინტერესდებიან სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამებში ჩაბარებით.

  • პროფესორ-მასწავლებელთა შორის რამდენი პროცენტი იქნება ქართველი და რამდენი ამერიკელი?

დაახლოებით 30 პროფესორი, რომელიც ჩაერთვებიან ამ პროგრამაში ეტაპობრივად გადიან ტრენინგებს სანდიეგოში. დასაწყისში პროფესორების 90% იქნებიან ამერიკელები, პარალელურ რეჟიმში იგეგმება ქართველი პროფესორების გადამზადება – გეგმის თანახმად 5 წლის შემდეგ მთლიანად ქართველები ჩაენაცვლებიან ამერიკელებს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან, პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს შევთავაზებთ პროფესიული განვითარების კუთხით მხარდაჭერას. მასწავლებელბმა უფრო კარგად რომ შეძლონ ამ საგნების სწავლება, პროექტი დაეხმარება როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ისე პედაგოგიკის მიმართულებით მომზადებაში.

  • მასწავლებლების პროექტიც მომავალი წლიდან იწყება თუ მათთან უკვე მუშაობთ?

ახლა დაგეგმვის პროცესია, განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ: მომავალი წლიდან დახლოებით 24 ათასი მასწავლებელი პროფესიული განვითარების პროგრამებსა და კურსებს გაივლის.

  • ანუ ისინი ისწავლიან და პარალელურ რეჟიმში ბავშვებს ასწავლიან?

რა თქმა უნდა. პროექტს მომავალი წლის სექტემბრიდან დავიწყებთ. წლის ბოლოსთვის გვექნება ძირითადი მონახაზი თუ როგორ განვახორციელებთ პროექტს.

სხვა ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტში მოსახვედრად: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო  საგნები,  ტექნოლოგიური, ამერიკულ უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლისთვის ამ სპეციალობებზე იქნება მიღება. სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იწარმოებს. კომპაქტში სამი ქართული უნივერსიტეტი – თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს.

ნინო ჩინჩალაძე

უნივერსიტეტებში იხსნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის, ნინო ჩინჩალაძის თქმით, მათი ორგანიზაცია მუშაობს პოტენციური სტუდენტების რეკრუტირებასა და ნაწილობრი აბიტურიენტების ინგლისურ ენაში მომზადების კუთხით, რომ მათი შეძლონ ინგლისური ენის ტესტის გავლა ამერიკული უნივერსიტეტისთვის.

ნინო ჩინჩალაძე: ინგლისური ენის ამ კურსზე 100 ბავშვის ისწავლის უფასოდ. ესენი იქნებიან განსაკუთრებულად წარჩინებული ბავშვები, გოგონები, რადგან გვინდა, რომ გოგონები ჩაერთონ საინჟინრო სპეციალობებში და ისეთი ადამიანები, რომლებიც ძნელად მოახერხებენ მომზადებას, ანუ აქცენტი გვაქვს რეგიონებში სოციალურად დაუცველი ბავშვებზე. ამ დროისთვის უკვე გვყავს 60 კანდიდატი, მაგრამ ჯგუფში მხოლოდ ისინი მოხვდებიან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას. ბავშვებმა რაღაც დონეზე უნდა იცოდნენ ინგლისური. შეიძლება მოიმატოს რაოდენობა იმის მიხედვით, თუ ამ კრიტერიუმებს უფრო მეტი ბავშვი დააკმაყოფილებს.“

მაია მანიას ლექცია ბათუმში

 

 

24 ნოემბერს მაია მანია ისაუბრებს თბილისის არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობის შესახებ, ხოლო  25 ნოემბერს ლექციის თემა იქნება მოდერნის სტილი XX საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურაში. ლექციები დილის 11 საატზე დაიწყება.

 

 

ლექციები  აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით პროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“  ფარგლებში  ჩატარდება. 

სახალხო დამცველი:ბათუმის ციხეში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა

 

მოპოვებული ინფორმაციით, პატიმრების მხრიდან პროტესტი უკავშირდება №3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი, რამოდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი ეტაპირებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ეტაპირებულ ორ მსჯავრდებულს გ.ვ-ს და ბ.ო-ს სასჯელაღსრულების  №3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ-ს მიმართ რამოდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე უტარდებათ საჭირო სამედიცინო პროცედურები.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ  ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. 

კონფერენცია მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის

 

კონფერენციაში 15 მწვრთნელი და 5 მსაჯი მონაწილეობს. მათთვის სემინარებს მოწვეული სპეციალისტები ფიფას კატეგორიის მწვრთნელ-ინსტრუქტორები ატარებენ. იტალიიდან მასიმილიანო დე ცელისი და აზერბაიჯანიდან აფგან ჰამზავი.

მასიმილიანო დე ცელის შეფასებით მსგავსი კონფერენციები ადგილობრივი მოთამაშეების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კონფერეცნია ხვალ დასრულდება და მასში მონაწილე მსაჯებს და მწვრთნელებს სერტიფიკატებს გადასცემენ.

კონფერენცია აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდეჭერით ტარდება.

 

კონფერენციაში მონაწილეები

ბათუმში Black Sea Sound Fest გაიმართება – ანონსი

 

 

ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივი მუსიკალური ბენდები მიიღებენ. საკონკურსო პროგრამის თანახმად კი გამოვლინდება საუკეთესო მონაწილე, რომელსაც გადაეცემა ფესტივალის ჯილდო. ასევე გამარჯვებულ მუსიკალურ ბენდს სტუდია „მი-ფა-სი“ – ში გაუკეთებენ კომპოზიციების სტუდიურ ჩანაწერს.

 

ბენდების შეირჩევა აპლიკაციების მიხედვით, რომელიც განთავსებულია  Black Sea Sound-ის ინტერნეტ გვერდზე. 

 

პროექტის მიზანია თანამედროვე ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. მუსიკალური ბენდების წახალისება და ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენა. რეგიონში ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა.

 

ფესტივალი ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდება.

 

 

თეა ხოფერია: მე ოჯახს ვაყენებ პირველ ადგილზე

 

თეა ხოფერია

 

თეა ხოფერია: სამი წელია ვმუშაობ “სოკარის” პრესამსახრში, ეს არის ყველაზე დიდი დრო, რაც მე ერთ სამსახურში გავჩერებულვარ. ადვილი სამსახური არ არის, მითუმეტეს ახლა, როცა გაზიფიცირება მიმდინარეობს, მაგრამ ჩემთვის კომფორტულია ჟურნალისტიკის შემდეგ მსგავსი დატვირთვა. ამ სამსახურში ყველაფერი ზუსტი და სპეციფიურია. დამაინტერესა ტექნოლოგიებმა, საინტერესოა.

 

 თეა, პროფესიით ჟურნალისტი ხარ?
  არა, პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა მესამე კურსიდან დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. ეკა (ჟურნალისტი ეკა ფოფერია თეას დაა) მუშაობდა ტელეკომპანია `იბერიაში~, მასთან მივდიოდი ხოლმე ტელევიზიაში, ლუბა ელიაშვილი იყო საინფორმაციოს დირექტორი, მან მითხრა, რომ კარგად ხმა მქონდა და გადაწყვიტა ეცადა ჩემთან მუშაობა. აი, მაშინ გავგიჟდი, მორცხვი გაუბედავი ჟურნალისტი ეს არის კატასტროფა, პროფესიონალიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რასაც ვაკეთებდი, მალევე წამოვედი იქედან, სააგენტო `გეაში~ დავიწყე მუშაობა. უკმაყოფილო ვიყავი იმით რასაც ვაკეთებდი, ვფიქრობ ასეთი თვისებებით ადამიანი ვერ იქნება ჟურნალისტი, მითუმეტეს, რომ ვსწავლობდი პარალელურად. იქედანაც წამოვედი და მქონდა ორწლიანი პაუზა.

 

პაუზის დროს შენს ცხოვრებაში ცვლილებები იყო?
 დიახ, ამ დროს დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე და ერთი წელი ამერიკაში ვცხოვრობდით. საქართველოში რომ დავბრუნდი მაშინ დაარსდა “ჯიპა”, ჩვენ ვიყავით პირველი გამოშვება, ძალიან დიდი რესურსი გამოიყო ჩვენზე, მსოფლიო მაშტაბის პროფესორები გვასწავლიდნენ. “ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტს” ვსწავლობდი, თუმცა სახელმწიფო მართვა უფრო მაინტერესებდა. მაშინ საერთოდ არ მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, სადღაც ექვსი თვის შემდეგ დამაინტერესა, ეს იმ რეალობის შედეგია, რაც იყო მაშინ `ჯიპაში~. გაზეთი უფრო მიყვარს, ყოველთვის ასე იყო.

 

 თუმცა ამის მიუხედავად “რუსთავი 2”-ში წახვედი, რატომ?
  ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს უფრო რთულად ვუყურებ, ყველგან რაღაცას ვითვალისინებდი. საბოლოოდ ყველაზე რთული ვარიანტი შევარჩიე, “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემა. მაშინ ეკა იყო “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. თითქმის ორი წელი ღამეები არ მეძინა. პარალელურად უცხოური გაზეთის ჟურნალისტებს ვუწევდი პროდიუსინგს და ვიყავი ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრების გარეშე”-ს წარმომადგენელი საქართველოში.

 

“რუსთავი 2”-იდან რატომ წამოხვედით?
 მე “რუსთავი 2”-ზე ვაშუქებდი პოლიტიკურ თემებს. სწორედ იმ დროს გიორგი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, მაშინ ჩავთვალე, რომ უნდა წამოვსულიყავი. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაში ობიექტურობა, რომ არ შემეძლო იქ დარჩენა, მითუმეტეს, როცა პოლიტიკას ვაშუქებდი. არ ვყოფილვარ პოპულარული ჟურნალისტი, მაგრამ მაინც. ჩემი თავი მალევე მოვნახე, საარჩევნო კომისიის პრესმდივანი გავხდი.

 

თქვენი და, ეკა ხოფერია არის ძალიან ცნობადი სახე. თქვენ არ მოგწონთ ეკრანზე ყოფნა?
  თავიდანვე ძალიან პოპულარული იყო ეკა, სულ მას მადარებდნენ, გარეგნობით ძალიან ვგავარ. ძალიან არ მომწონდა ეს შედარებები. ვფიქრობ, ყველა, მათდაუნებურად, ჩემს მიმართ არაობიექტური იყო, მე რომ არ ვყოფილიყავი ეკას და, ასეთი მომთხოვნები არ იქნებოდნენ ჩემს მიმართ. როცა სირთულეა, ავტომატურად გვერდს ვუვლი ხოლმე ამ ყველაფერს. აბსოლუტურად არ ვნანობ ამ ყველაფერს, ახლა თავი საერთოდ ვერ წარმომიდგენია ჟურნალისტად. იმდენად დიდ დროს მოითხოვს ჟურნალისტიკა, რომ მე ეს დრო ოჯახისთვის უფრო მემეტება. მე და ეკამ, დავაარსეთ ჟურნალი “სითი”, სადაც მე პერიოდულად ვწერ სტატიებს.

 არ გაგიჭირდა როცა მეუღლის სამსახურის გამო მოგიწია ბათუმში გადმოსვლა?
  არ გამჭირვებია. სამსახურის დატოვებაც მომიხდა, მაგრამ მე ყოველთვის ოჯახს ვაყენებ პირველ ადგილზე. წელიწადნახევარი საერთოდ სახლში ვიჯექი, მერე ვმუშაობდი აჭარის ტელევიზიის “დილის ტალღაში”, საიდანაც მალე წამოვედი, მერე იყო აჭარის მთავრობა, სადაც საგარეო საქმეთა დეპარტამენტში ვმუშაობდი.
ბათუმი ჩემთვის არის ევროპის ერთი ლამაზი ქალაქი. რომანტიკულად მივიღე აქ გადმოსვლა, მეშვიდე წელია აქ ვცხოვრობ, თითქმის ორი წელი კიდევ მომიწევს ბათუმში ყოფნა. ერთადერთი რაც აქ არ მომწონს, ეს არის შოპინგცენტრი, რაც მინდა ხოლმე სეზონზე. მაგალითად სკოლის ჩანთა – ვერსად ვეღარ ვნახულობ, ამის გამო მიწევს თბილისში ან ტრაპზონში წასვლა, აქ მაღაზიებში რაც იყიდება, მე მეძვირება. სამომავლოდ ვფიქრობ ბათუმი ყველამხრივ განვითარდება, თბილისსაც გაასწრებს. ვისურვებდი, რომ პორტი ამ ქალაქში უფრო მეტი დატვირთვით გამოიყენონ, უფრო ტურისტული უნდა გახდეს.

 

როგორ გაიცანით გიორგი?
“იბერიაში” მუშაობისას გამიშვეს მალთაყვაში სემინარზე, იურსპროდენციის განხრით იყო სემინარი, რომელსაც ატარებდა დავით უსუფაშვილი. გიორგი მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და თითონაც ესწრებოდა ამ სემინარს. ყველაფერი დაიწყო პირველივე მზერისას, პარლამენტის კიბეებზე ვიჯექი როცა ჩამიარა თეთრპერანგიანმა ლამაზმა ბიჭმა, მივხვდი რომ თითონაც დამაფიქსირა, მაგრამ გულში მაშინვე გამიარა რომ “უჰ, ეს მე არ შემომხედავს!” ჟურნალისტები ავტობუსით ვიყავით, ისენი მანქანით. გიორგი შეეცადა ავტობუსში ჩემს გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ სხვამ დაასწრო და გაბრაზდა, მოუწია მანქანით წამოსვლა. სემინარი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ჩემი უფროსი და მარიკა იცნობდა გიორგის, ბათუმში ისვენებდა. გამოვიძახე ის, რომ დამხმარებოდა გიორგისთან ურთიერთობაში. მარიკა ჩამოვიდა, სასაცილო რაღაცეებს ვაკეთებდი, მაგალითად ძალიან ცოტა ფული მქონდა, მაგრამ კოკა-კოლები ვიყიდე, რომ მას გავმასპინძლებოდი. ვეუბნებოდი, რომ სემინარისას რაღაც ვერ გავიგე და ის მერე მიხსნიდა. უკანა გზაზე უკვე ჩემს გვერდით დაჯდა, მარიკა ყურში ჩამჩურჩულებდა ხოლმე – ნუ გაქვს ტყულა იმედი, ამას ასეთი სახე აქვს ყველას უცინისო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მასაც მოვწონდი. შემდეგ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა.

 

  მალევე დაქორწინდით?
  ძალიან მალე დავქორწინდით. გიორგი მიმალავდა, ამერიკაში რომ უნდა წასულიყო, შემთხვევით გავიგე. ტელეფონით დავურეკე მივულოცე და მერე მისი ყველა ნაჩუქარი ნივთი გავუგზავნე, არ ვპასუხობდი ზარებს, სამსახურში არ დავდიოდი, ჩემთვის იყო ტრაგედია, სახლში ვიწექი და ვტიროდი. ჩემს სახლთან მოვიდა და მთხოვა მომესმინა. ჩავედი, მან კი მთელი კორპუსის წინ მთხოვა ხელი. მეც ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. მერე მკითხა, ამერიკაში თუ გავყვებოდი, ამაზეც სიხარულით დავთანხმდი. სახლში ავირბინე, დოინჯი მქონდა გაკეთებული და გამოვაცხადე _ “მე ამერიკაში მივდივარ!”
ორ კვირაში დავქორწინდით, 150 კაციანი ქორწილი გვქონდა, სამშაბათს ქორწილი გვქონდა და ხუთშაბათს გამთენიისას მივფრინავდით ამერიკაში. თეთრი კაბა არ მცმია, გიორგის მშობლებმა მეორე დღისთვის მაჩუქეს მელნისფერი კაბა თეთრი მარგალიტებით გაწყობილი, რომელიც ქორწილის დღეს ჩავიცვი.

 


ორი შვილი გყავთ, როგორი დედა ხარ?
მაქსიმალისტი დედა ვარ, ძალიან დიდ ენერგიას ვდებ ჩემს შვილებში. მე არ ვფიქრობ, რომ არსებული სტანდარტებით უნდა ვზრდიდე შვილებს, მეტიც, ეს არასწორი მგონია. ჩემი შვილები ინდივიდები არიან, მე ყველაფერს ვდებ მათში, ცოტა ექსპერიმენტებსაც ვატარებ. ავთანდილი, უფროსი შვილი, 13 წლისაა, მე-14 სკოლაში სწავლობს, თუმცა უკვე გადავედით სახლში სწავლებაზე, ექსტერნად აბარებს გამოცდებს. უნდა მიაღწიოს საოცრებებს, ამიტომაც გვთხოვა, რომ ყველა საგანში ინდივიდუალურად მოგვემზადებინა, მთელ სიამოვნებას იღებს ამით. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სანამ მის სურვილს დავთანხმდებოდით, რადგან ამან შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ის გვთხოვდა, რომ მიგვეცა მისთვის საშუალება, გარკვეულიყო საკუთარ თავში, სკოლაში ათებზე სწავლობდა, ახლა სახლში სწავლობს. გოგონა მეოთხე კლასშია, მეორე სკოლაში სწავლობს და დადის ბალეტზე. ორ შვილზე არ ვაპირებ გაჩერებას, კიდევ ორს აუცილებლად გავაჩენ, ჯერ ამათ დავაყენებ გზაზე.

სამინისტრო პატიმრის თვითდაზიანებაზე კომენტარს აზუსტებს

 

25 წლის ბექას, რომელიც ახლა გლდანის მეშვიდე დაწესებულებაშია გადაყვანილი, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე საერთო ჯამში 80 ნაკერი ადევს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” პატიმრის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიაწოდეს. 

ღარიბაშვილი:”ჩვენ 80 საწარმო გავხსენით”

 

 პრემიერის განცხადებით ამ საწარმოს გახსნით საქართველოში რიგით მეოთხმოცე საწარმო გაიხსნა, მან აქვე აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 250%–ით გაიზარდა.

 

„ჩვენ შეღავათიანი კრედიტი გამოვუყავით “კახური ტრადიციების მეღვინეობის” კომპანიას და კიდევ ერთი ძალიან კარგი ქარხანა გაიხსნა ქედაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი.  ეს არის უდიდესი წარმატება და მიღწევა ჩვენი მოსახლეობის,

მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარული ღვინის ექსპორტი, 2 წლის განმავლობაში 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 250 %–ით.

 

მე მინდა ვისარგებლო შემხვევით,  მოვუწოდო კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, რომ აიღონ მაგალითი ამ კომპანიისგან, ჩვენ სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ კერძო სექტორს, დღეს კერძო ბიზნესი   თავისუფალია და ის პირობები რაც ჩვენგან შექმნილია არის უნიკალური.

 

ეს არის რიგით მეოთხმოცე საწარმო, ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში 80 საწარმო გავხსენით და დავაფინასეთ, 490 ზე მეტმა საწარმომ შეძლო გადაიარაღება და განახლება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა საწარმოს გახსნისას.

საწარმოს გახსნის შემდეგ პრემიერმა ღვინის  საწარმოს მფლობელ შეპესეს დირექტორთან ზურაბ ჩხაიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების პროცესში.

შ.პ.ს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში ოთხ თვეში გაიხსნება.

საწარმოს გახსნისა და ახალი საწარმოს მშენებლობის მონახულების შემდეგ პრემიერ მინისტრი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად  საზეიმოდ მოწყობილ აკავრეთას პარკში გადაინაცვლა, სადაც მოსახლეობამ დღეს „ქედელობა- 2014“ იზეიმა.

საწარმოს გახსნასა და ქედელობის ზეიმს პრემიერთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეორნეობის მინისტრი, სამღვდელოება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრო.

 

ბათუმის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო – მას 80 ნაკერი ადევს

 

ადვოკატის, მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო: „მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში დაიწყო 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ის ბათუმში №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განათავსეს სამარტოო საკანში, ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად ბორკილებს ადებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ არაადამიანური პირობების გამო იძულებული გახდა თვითდაზიანება მიეყენებინა. ამბობს, რომ ამ ფორმით ციხის ადმინისტრაცია აიძულა მისთვის ყურადღება მიექციათ, ის გადაიყვანეს ჯერ საავადმყოფოში, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ნაკერები აქვს, მათ შორის ყელის არეში.  

 

გლდანის მეშვიდე დაწესებულებაში გუშინ მოვინახულე პატიმარი, მას აშინებდნენ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მოთავსებით, პატიმარი არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ვაპირებთ, წერილობით მინისტრის მოადგილეს კახი კახიშვილს მივმართოთ. როცა ბექა ბათუმის ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მას პატიმრები საკნებიდან ეძახდნენ, რომ სილიდარობის ნიშნად ისინი შიმშილობას აპირებდნენ. მე მაინტერესებს, პატიმარმა, რომელიც გაჩხრიკეს, შიშველი შეიყვანეს საპყრობილეში, სამარტოო საკანში განათავსეს, სადაც ვიდეოთვალია დამონტაჟებული, როგორ იპოვა სამართებელი, სად იყო ამ დროს უსაფრთხოების სამსახური, როგორ მიიღო ასეთი მძიმე დაზიანებები…“ -ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი მარინა კაკაურიძე.

 

 

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვინც მას არაადამიანურად ექცევა.

 

პატიმარი [ბექა] დედამ ბათუმის საპყრობილეში სამშაბათს, 18 ნოემბერს მოინახულა: „ჩვენს საუბარს ზედამხედველები ისმენდნენ. გამაფრთხილა, იცოდე ჩემს თავს არაფერს დავუშავებ სიკვდილს არ ვაპირებო.  ზეწოლის ქვეშ ვარო. ეს იყო სამშაბათი დღე და ხუთშაბათს გავიგე, რომ  თვითდაზიანებები მიიღო. წერილი მივწერე სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებების დაცვა ვისაც კი ოდნავ ეხება, ყველას მივმართე, ქალბატონ ეკა ბესელიას, ყველას ვთხოვ დახმარებას, ჩემს შვილს აწამებენ, ის თბილისის მერვე დაწესებულებიდან როცა გადმოჰყავდათ ბათუმში, ბადრაგებმა ტანსაცემლი გახადეს და შიშველი ამგზავრეს. გზაში არც მოშარდვის უფლება მისცეს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, თაია მახარაშვილის განმარტებით: „ნებისმიერი პატიმრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის პერსონალური ინფორმაცია, ჩვენ  მისი ჯანმრთელობის  შესახებ  ინფორმაციას თქვენ ვერ მოგაწვდით, მისმა მშობელმა კი უნდა მოგვმართონ  წერილობით“.  

 

რა მდგომარეობაშია დღეს პატიმარი და როგორ მიიღო მან თვითდაზიანება? – ამ კითხვებს სამინისტროში არ პასუხობენ.

“პაემანი ფინჯან ყავაზე” გიორგი გიოვანისთან ერთად

 

“პაემანი ფინჯან ყავაზე” – ასე ეწოდება გიორგი გიოვანის პოეზიის მორიგ საღამოს. დასწრება თავისუფალია. 

სპორტ-ანონსი – 22 ნოემბერი

 

11:00 საათი – აჭარის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება

მისამართი:

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი

ლუკა ასათიანის ქუჩა #27

 

11:15 საათზე – საპლაჟო ფეხბურთში საერთაშორისო კონფერენცია „აჭარა 2014“

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და კვირას 23 ნოემბერს დაიხურება. კონფერენციაზე სემინარებს ჩაატარებენ იტალიიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული ფიფას კატეგორიის სპეცილაისტები და გადამზადდებიან 15 მწვრთნელი და 5 მსაჯი.

მისამართი:

სასტუმრო „რედისონი“

ეგნატე ნინოშვილი ქუჩა #1

 

13:00 საათზე – გამოტოვებული მატჩი გაიმართება საქართველოს უმაღლესი ლიგის რაგბში ბათუმის “ბათუმსა” და ქუთაისის “აიას” შორის. 

მატჩი ბათუმში ანგისის სტადიონზე ჩატარდება.

 

14:00 საათზე – საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში ერთმანეთს შეხვდებიან ქობულეთის „ჩუქურა“ და ცხინვალის „სპარტაკი“. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობსი სტადიონზე გაიმართება.

 

 

ასევევე გაიმართება:


  • ნადეჟდა ორლოვას რესპუბლიკური ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში შვიდ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006 2007 წლიანებს შორის.

             ტურნირი 23 ნოემბერს დასრულდება.

             მისამართი:

             ბათუმის სასპორტო სკოლა, ტანვარჯიშის დარბაზი

             ნიკო ფიროსმანის ქუჩა #14

 

  • საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი ფრენბურთში მამაკაცებს შორის

             საქართველოს რიგით 24-ე ეროვნული ჩემპიონატში მონაწილე გუნდები არიან  

             თბილისი 1, თბილისი 2, ბათუმის ,,ბათუმი’’, ,,აჭარის ნაკრები ’’, ოზურგეთი,  

             ცაგერისა და ყვარლის გუნდები.

             ჩემპიონატი 19 ნოემბერს დაიწყო. გამარჯვებული დღეს გამოვლინდება.

5000 ლარად 35 ბურთის ტენდერი ”შუქურასგან”

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5000 ლარს შეადგენს.

ამჟამად წინადადებების მიღება მიმდინარეობს. თუკი ტენდერი შედგა, ტენდერის  პირობების შემსრულებელმა კლუბს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს #5 ზომის 35 ცალი ბურთი, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით მათგან 25 – სავარჯიშო.

ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ბურთი უნდა იყოს ფიფას მიერ ლიცენზირებული ოფიციალური სათამაშო ბურთი, უნდა ჰქონდეს გავლილი ინტენსიური ტესტი წონაში წყალგაუმტარობაში, ფერსა და ზომაში და უნდა იყოს ფიფას მიერ დამოწმებული მასალა: 100% პოლიურეთანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბურთი უფრო დაცული იქნება მყარ ნივთებზე – ქვაზე, რკინაზე მოხვედრის დროს.

27-29 ნოემბერს სპორტულ ტანვარჯიშში აჭარის ღია პირველობა ჩატარდება

 

მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ქუთაისის, ვანაძორის (სომხეთი) და აჭარის ნაკრები გუნდები.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის თასებით, სიგელებითა და დიპლომებით.

ტურნირს ორგანიზებას უწევენ: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია.

Exit mobile version