სიახლეები

ღარიბაშვილი:”ჩვენ 80 საწარმო გავხსენით”

22.11.2014
ღარიბაშვილი:”ჩვენ 80 საწარმო გავხსენით”

 

 პრემიერის განცხადებით ამ საწარმოს გახსნით საქართველოში რიგით მეოთხმოცე საწარმო გაიხსნა, მან აქვე აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 250%–ით გაიზარდა.

 

„ჩვენ შეღავათიანი კრედიტი გამოვუყავით “კახური ტრადიციების მეღვინეობის” კომპანიას და კიდევ ერთი ძალიან კარგი ქარხანა გაიხსნა ქედაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი.  ეს არის უდიდესი წარმატება და მიღწევა ჩვენი მოსახლეობის,

მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარული ღვინის ექსპორტი, 2 წლის განმავლობაში 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 250 %–ით.

 

მე მინდა ვისარგებლო შემხვევით,  მოვუწოდო კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, რომ აიღონ მაგალითი ამ კომპანიისგან, ჩვენ სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ კერძო სექტორს, დღეს კერძო ბიზნესი   თავისუფალია და ის პირობები რაც ჩვენგან შექმნილია არის უნიკალური.

 

ეს არის რიგით მეოთხმოცე საწარმო, ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში 80 საწარმო გავხსენით და დავაფინასეთ, 490 ზე მეტმა საწარმომ შეძლო გადაიარაღება და განახლება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა საწარმოს გახსნისას.

საწარმოს გახსნის შემდეგ პრემიერმა ღვინის  საწარმოს მფლობელ შეპესეს დირექტორთან ზურაბ ჩხაიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების პროცესში.

შ.პ.ს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში ოთხ თვეში გაიხსნება.

საწარმოს გახსნისა და ახალი საწარმოს მშენებლობის მონახულების შემდეგ პრემიერ მინისტრი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად  საზეიმოდ მოწყობილ აკავრეთას პარკში გადაინაცვლა, სადაც მოსახლეობამ დღეს „ქედელობა- 2014“ იზეიმა.

საწარმოს გახსნასა და ქედელობის ზეიმს პრემიერთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეორნეობის მინისტრი, სამღვდელოება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.