აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში

შეჯიბრება 26 დეკემბერს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა.

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ოთარ თავართქილაძის თქმით, მსგავსი შეჯიბრება ხელს უწყობს მკლავჭიდელებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დანერგილი წესების სწავლებასა და გამოცდილების მიღებას.

შეჯიბრი მკლავჭიდელ მერაბ კაკაბაძეს მიეძღვნა, რომელიც, ფედერაციის პრეზიდენტის, თქმით 2014 წელს აჭარიდან პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა მკლავჭიდში.

აჭარის ღია ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამარჯვებულები რამდენიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად სამახსოვრო თასები სიგელები და მედლები გადასცეს.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში

 

მარჯვენა მკლავით ჭიდილში

I ადგილი – ონისე თავართქილაძე (ბათუმი)

II ადგილი – გიგა კოდუა (ხობი)

III ადგილი – თედო ლიპარტია (ხობი)

მარცხენა მკლავით ჭიდილში

I ადგილი – თედო ლიპარტია (ხობი)

II ადგილი -მანუჩარ ბერიძე (ბათუმი)

III ადგილი – გიორგი შანთაძე (ბათუმი)

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში

 

მარჯვენა

I ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)

II ადგილი – მაჰმუდ ჭელიძე (ბათუმი)

III ადგილი – რამინ მახარაძე (ბათუმი)

მარცხენა

I ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)

II ადგილი – ბაჩუკი შარაშიძე (ბათუმი)

III ადგილი – მაჰმუდ ჭელიძე (ბათუმი)

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში

მარჯვენა

I ადგილი – ზაზა თაბაგარი (თბილისი)

II ადგილი – დავით სამუშია (ხობი)

III ადგილი – ბექა თავბერიძე (ბათუმი)

მარცხენა

I ადგილი – ზაზა თაბაგარი (თბილისი)

II ადგილი – ზურა თავბერიძე (ბათუმი)

III ადგილი – დავით სამუშია (ხობი)

+85 აბსოლუტური წონით კატეგორიაში

 

მარჯვენა

I ადგილი – ვახტანგ ბერიძე (თბილისი)

II ადგილი – ნიკა წერეთელი (თბილისი)

III ადგილი – ნიკა ბაჯალაძე (თბილისი)

მარცხენა

I ადგილი – ვახტანგ ბერიძე (თბილისი)

II ადგილი – ზურა თავბერიძე (ბათუმი)

III ადგილი – ნიკა ბაჯალაძე (თბილისი)


კალათბურთი – ”ბათუმმა” ”ოლიმპს” მოუგო

”ბათუმისა” და ”ოლიმპის” კალათბურთელები ბობ ჯინ იანგი და ირაკლი ალხანაიძე

ამ შეხვედრით კალათბურთის 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრის თამაშები სუპერლიგაში კლუბმა „ბათუმმა“ ამოწურა და შვიდი თამაშიდან სამი მოიგო, ოთხი შეხვედრა წააგო.  შვიდივე თამაშის ჯამით „ბათუმმა“ წრის ბოლოს 10 ქულა დააგროვა.

”ოლიმპის” კალათბურთელები

”ბათუმის” კალათბურთელები

”ბათუმელი” ბობ ჯინ იანგი და ”ოლიმპიელი” საბა ლობჟანიძე

საზღვაო კრუიზში წასული ”Isabella1” ბათუმში დროზე ადრე დაბრუნდა

 

საკრუიზო გემის მარშრუტი ასე გამოიყურებოდა: ბათუმი-სოჩი-სტამბული-ლამისოლი-ხაიფა-სტამბული-სოჭი-ბათუმი, თუმცა სოჭში გაჩერების შემდეგ გემი სტამბულისკენ აღარ წასულა.

 

„ჯემინის“ დირექტორის ლიანა რომანაძის თქმით, ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ ზღვა აღელვებული იყო – „ამის გამო ნელა უნდა გვევლო და ასეთ შემთხვევაში 29-ში გაყიდული ბილეთები უკვე ამოვარდებოდა გრაფიკიდან” – ამბობს ის.

 

გარდა ამისა, ლიანა რომანაძის თქმით, იმის გამო რომ გემზე დაგვიანდა პროდუქტების მოტანა, გემს ბათუმის პორტიდანაც დააგვიანა გასვლა.

 

„ჯემინის“ დირექტორის თქმით, „Isabella 1“ იგივე მარშრუტს იგივე პირობით, ხელმეორედ განახორციელებს – “ხვალ დღის ხუთი საათისკენ, გემი ისევ გავა ბათუმი-სოჩის მიმართულებით და ყველა ის მგზავრი, ვინც ვერ მოახერხა სტამბულში ჩასვლა ისევ უფასოდ იმგზავრებს და ამჯერად სტამბულშიც ჩავალთ” – ამბობს ლიანა რომანაძე. 

 

გემის მგზავრები ტურისტების გარდა, ტურისტული კომპანიების, მასმედიის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ. 

ფასები ბათუმის ბაზარში წინასაახალწლოდ


ნიგოზი – 25 ლარი;

თხილი – 25 ლარი;

ყველი (იმერული) – 9.50 ლარი;

ყველი (აჭარული) – 7.00 ლარი;

ყველი (სულგუნი) – 14 ლარი;

ხორცი (ძროხის) – 9-11 ლარი;

ხორცი (ღორის) – 12 ლარი;

გოჭი ( 8 კგ.) – 130 ლარი;

ქათამი ( 1 კგ. ) – 5 ლარი;

ინდაური –  60 ლარი;

ჩურჩხელა 1ც.  – 1-2 ლარი;

კიტრი, პომიდორი – 2.50 ლარი;

ვაშლი – 2 ლარი;

მანდარინი, ფორთოხალი – 1.50 ლარი;

ღვინო (სახლში დამზადებული) – 3 ლარი

წლის ბოლო სხდომა ქედის საკრებულოში

 

ქედის საკრებულომ ქედის გამგებლის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების „როტაციული ფრეზისა“ და „სამკორპუსიანი გუთანის“ ამხანაგობა „ქედისათვის“ გადაცემის შესახებ არ დააკმაყოფილა. ვიდრე დეპუტატები გამგებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით განსახილველ საკითხს კენჭს უყრიდნენ, ფრაქცია ,„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ვაჟა ბოლქვაძემ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვა.

 

ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა საკრებულოს ყველა დეპუტატმა გაითვალისწინა და წარმოდგენილ საკითხს 19 დეპუტატიდან არავინ არ დაუჭირა მხარი.

 

ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ამხანაგობა „ქედას“ მუნიციპალიტეტთან ვალდებულებები არ აქვს და შესაბამისად სახელმწიფო ქონება არ უნდა გადაეცეს.

 

 

„ამხანაგობას, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მუნიციპალიტეტთან არანაირი ვალდებულება არ აქვს, არ შეიძლება სახელმწიფო ქონება გადავცეთ“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე აღნიშნავს, რომ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლიან.

 

 

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ვიმსჯელებთ, ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელიც 15-20 000 ლარი ღირს და მას  ჩვენ კერძო პირს არაკანონიერად არ გადავცემთ“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლის ახალი მოწვევის საკრებულოს მუშაობას დადებითად აფასებს, მისი თქმით საკრებულომ რამდენიმე თვეში ხუთი მილიონ ლარზე მეტი მოსახლეობის სასარგებლოდ განკარგა.

 

„საკრებულომ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, ხუთ მილიონზე მეტი თანხა საკრებულოს დადგენილებით მოსახლეობის სასარგებლოდ დაიხარჯა, მაშინ როცა ნაციონალიური მოძრაობის არსებობის ცხრაწლიან პერიოდში მხოლოდ სამი მილიონია დახარჯული მოსახლეობის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ მოქმედმა საკრებულომ 2014 წელს მასზე დაკისრებული მისია შეასრულა, ჩვენ თამედროვე ტიპის ბაგა-ბაღები გავხსენით, წყლის სიტემა მოვაწესრიგეთ. მე კმაყოფილი ვარ საკრებულოს მუშაობით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, ესაა დაბა ქედისა და მახუნცეთის რეაბილიტაციაა“ – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 

ოპოზიციის წევრი ვაჟა ბოლქვაძე კი საკრებულოს მუშაობას უწუნებს:

 

„დადგენილებები, განკარგულების აქტები სრულყოფილი არ იყო და საკითხს ისე ღებულობდნენ. საბოლოოდ ძლივს მივაღწიე იმას, რომ მოქმედი კომისიების დასკვნები ბოლო ორ სხდომაზე მოვიდა, მანამდე არც ერთი დადგენილების პროექტს განმარტებითი ბარათი არ ჰქონდა დატანილი.

 

 

ახალი მოწვევის საკრებულოს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კულტურულ ღონისძიებიებსა და პრემიების დაფინანსებას ზრდიდა, ყველა საკითხი მოსახლეობის საკეთილდღეოდ კი არა თავის კეთილდღეობაზე იყო მორგებული, ხალხისათვის არც საკრებულოს და არც მუნიციპალიტეტის გამგებელს არ უზრუნია“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

 

 

სოფელ ვაიოში საბავშვო ბაღი გაიხსნა

 

 საბავშვო ბაღში 17 ადგილობრივი დასაქმდა. ბაღი  ზვარის თემის ოთხ სოფელს მოემსახურება.

 

ამ დროისთვის ქედაში 11 საბავშვო ბაღია, აქედან ორი მიმდინარე წელს გაიხსნა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაში მალე ორი ბაგა-ბაღი, დაბა ქედისა და დოლოგნის ბაღები გაიხსნება. 

პაციენტი, რომელსაც ღვიძლი გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს


„პაციენტი თავს კარგად გრძნობს, დონორი დღეს გავწერეთ  სახლში“- აცხადებს ქირურგი კახა ქაშიბაძე, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას უძღვებოდა უცხოელ კოლეგებთან ერთად. 

 

ექიმის განცხადებით, ღვიძლის წარმატებით გადანერგვის შემდეგ პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა.  „ბევრია პაციენტი, საქართველოს ყველა რეგიონიდან მოგვმართავენ. შემდეგი ორი ოპერაცია, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში ჩატარდება“.  

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 80 ათასი ლარი დაჯდა. აქედან 30 ათასი ლარი, პაციენტმა უნდა დაფაროს, დანარჩენს კი კლინიკა იხდის. 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ათასი ლარიდან, 15 ათასს ლარს, პაციენტს აჭარის მთავრობა დაუფარავს: „აღნიშნული თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. პაციენტს მხოლოდ 15 ათასი ლარის გადახდა მოუწევს“-აცხადებენ პრესსამსახურში. 

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ბათუმში პირველად 14 დეკემბერს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში  ქართველი ექიმების მიერ ჩატარდა. ოპერაციას ინდოეთის წამყვანი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი ხელმძღვანელობდა.  ოპერაციისთვის მზადება სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ერთი წლის წინ დაიწყო.   

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დონორი ძმა იყო, რომელმაც საკუთარი ღვიძლის ნაწილი 32 წლის ციროზით დაავადებულ დას მისცა. ოპერაციის ღირებულება დაახლოებით 80 ათასი ლარია. როგორც „ევექსში“ აცხადებენ, პირველი ოპერაციის თანხის ნაწილი კომპანია „ევექსმა“ დაფარა და ამჯერად სახელწიფოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ შემუშავდეს პროგრამა, რომელიც ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტებს ფინანასურად დაეხმარება. 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონებში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013-2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 66 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთაგან 19 სახელმწიფო და 47 კერძო ერთეულია.

ბათუმის ლოგო შერჩეულია

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ძირითადად ორ საკონკურსო ლოგოზე იმსჯელა, მათ შორის ერთი გამარჯვებული ლოგო, მეორე კი გელა წულაძის ნამუშევარი „ყირამალა“ იყო. სხდომის დასაწყებისთანავე კომისიამ ორივე ლოგოს ავტორისგან პრეზენტაცია მოისმინა:

გელა წულაძე

გელა წულაძე „ყირამალას“ ავტორი:

„… ეს ადამიანი ბათუმელი, ქართველია. იმოგზაურა და ბათუმში დამკვიდრდა, კეთილია. ტურისტს ელოდება, როცა ტურისტი შემოვა და პირველ კონტროლს გაივლის ის დახვდება, ამის შემდეგ წაყვება იქ, სადაც წავა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებს, რომელიც პრინციპში ჩვენს ბავშვებზე და  მომომავალ თაობებზეა დამოკიდებული. მივიჩნევ, რომ ამ გამოწვევში არის სიმბოლოები, რომლებიც ამ ადამიანს დააქვს. ეს არის ოჯახის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და სამი მთავარი სიმბოლო – თავისუფლების, სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო, ეს სიმბოლოები ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა ატარონ და მგონია, რომ ბათუმს თუ ეს ლოგო ექნება, დაეხმარება მომავალში.“

ირაკლი თოფურია

ირაკლი თოფურია, გამარჯვებული ლოგოს ავტორი:

„ზღვისფერი გული არის ზღვის ტალღების თემა, ზოლები დროშასთან და ასვე ზღვასთანაა დაკავშირებული – ქოლგა, საცურაო კოსტუმი და სხვა. ზღვა, თოლიები და ჰაეროვნება, სიყვარული – ამ ყველაფერს ეს ლოგო აერთიანებს, გარდა ამისა ლოგო ისეა გაკეთებული, რომ მცირე ზომებშიც აღქმადი იყოს.“

წარდგენის შემდეგ ბათუმის მერის მრჩეველმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ ორივე ნამუშევარი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბათუმს ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად ლოგოს სახით სჭირდება:

„ტექნიკურად ძალიან კარგად არი შესრულებული, თუმცა გულიდან აფრენილი თოლიები ვფიქრობ ისეთი მყვირალა ვერ იქნება, როგორიც შეიძლება იყოს ყირამალა, რადგან ის არ არის კლასიკური ლოგო.“

კომისიის წევრმა ზვიად ელიზიანმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა “ყირამალას”, რადგან იყო უფრო კრეატიული, ამბიციური და ემოციური:

„და მე არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ზღვის ელემენტი ჩანდეს ლოგოში“ – აღნიშნა ზვიად ელიზიანმა.

პოზიციების დაფიქსირების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მასაც მოსწონს „ყირამალა“, თუმცა რიგი საკითხების გათვალისწინებით მისი არჩევენი სხვა მხარეს იხრება:

„მაშინ ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი თაობის ადამიანები ვყოფილიყავით მხოლოდ კომისიაში, მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, 33 წლის ვარ და მეც მომწონს ყირამალა, მართლა რას არ ვაკეთებდით ყირაზე ვდგებოდით, მაგრამ სხვა აზრიც გასათვალისწინებელია და ჩემი აზრი ასეთია. აქ არის მეორე ლოგო რომელიც უბრალო და მარტივია. ადრე მეც არ მივეცი ამ ლოგოს ხმა და ეს იცით.“

საბოლოოდ კომისიამ კენჭისყით 11 ხმით რვის წინააღმდეგ ბათუმის ლოგოდ „გულიდან აფრენილი თოლიები“ აირჩია.

600

600

ხანძარი ხულოში ქალთა პანსიონში

 

ხანძარი დღის ორ საათზე, სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა და მის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძრის ჩასაქრობად, ხულოს სამაშველო სამსახურის გარდა, დამატებით ქედისა და შუახევის სახანძრო ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო. ცეცხლი 200 კვ/მ-ზე იყო მოდებული და მეხანძრეთა თქმით, მის ჩაქრობას დიდი დაკლვამლიანება ართულებდა.

 

როგორც პანსიონის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ თავართქილაძე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, ცეცხლმოკიდებული შენობიდან მხოლოდ ინვენტარის ნაწილის გამოტანა მოხერხდა – “ხანძრის დროს განადგურდა ბავშვების ტანსაცმელი, დაიწვა ლოგინები. ასევე გაფუჭდა ინვენტარი ქვედა სართულებზე. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს” – ამბობს ის.

 

 

 

აქცია გონიოს ციხესთან

აქცია გონიოში. ფოტო ბათუმელების არქივიდან

უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძის თქმით აქციაზე 700-მდე ადამიანი შეიკრიბა – “გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ხალხის წინაშე დგას. ეს ხალხი ითხოვს ამ მიწების, მათ საკუთრებაში დაბრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ მათ გადასცა და შემდეგ წაართვა,“ -ამბობს თამაზ ბაკურიძე.

მისივე თქმით, ხალხმა გადაკეტა ცენტრალყური ქუჩა და მთავრობისგან პასუხს მოითხოვენ. „მთავრობა დაპირდა ამ ხალხს, რომ ძველით ახალწლამდე მოგვარდებოდა ეს პრობლემა მაგრამ ასეთი ტიპის დაპირებები მათგან თითქმის ყოველ თვეში ისმის,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

იმის გამო, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქალაქში არ იმყოფება, შეკრებილები მოითხოვენ აქციაზე იმ პირების მისვლას, რომლებიც მათ ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა – “მოითხოვენ ავთანდილ ბერიძის, მურმან დუმბაძის და სხვების აქციაზე მოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან” – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

გასულ კვირას გონიოში მიწასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“, წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა.

„უმაღლეს საბჭოსთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ კანონში შესატანი ცლილება და შეგვეძლება სამუდამოდ გადავჭრათ ეს პრობლემები. ბევრია ცდუნება, ბევრი კორუფციის ნიშანია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ვინც დაიჩაგრა, ვისაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი, უნდა მიიღოს. ეს ერთ თვეში და ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ პოლიტიკური ნება არის. ჩამორთმეულებსაც დაუბრუნდებათ კანონიერი გზით მიწა. მინდა ყველას ვუთხრა – თუ მიწა არასამართლიანად ჩამოგერთვათ, ჩვენ ამის მოგვარებას კანონიერი გზით ვაპირებთ“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“. 

“ბათუმი ცენტრალი“ – გაჩერება მომავლის ბათუმში

ბატონო გიორგი, რატომ ვერ შეასრულეთ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბათუმის რკინიგზის სადგურის მშენებლობის ნაწილში, რა ხელშემშლელი პირობები არსებობდა?

ხელშეკრულებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები. მშენებლობის პროცესში ეტაპობრივად იცვლებოდა პროექტი. შესაბამისად, ცვლილებების შეთანხმებისა და დამატებითი სამუშაოს შესრულების გამო გადაგვივადა ეკონომიკის სამინისტრომ, ანუ ვადებში ჩვეულებრივად ვეტევით და არც არაფერი გვაქვს დარღვეული კანონის მიხედვით.

როგორ მოახერხეთ, რომ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის მიუხედავად, თქვენ  მიმართ სახელმწიფომ არავითარი ღონისძიება [სანქცია] არ გაატარა?

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიწია შენობის ექსპლოატაციაში მიღების ვადა. ეს გამოწვეული იყო პროექტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, კერძოდ, კომპლექსში თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების მშენებლობა იქნა ამოღებული. ეს იყო ჩვენი მხრიდან თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რითაც, უნდა ვთქვა, რომ პროექტი უფრო დაიხვეწა, უსაფრთხო და მოცულობითი გახდა. ამან გააჩინა ობიექტზე ახალი მშენებლობის საჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში რეალურად დგას პარკინგის პრობლემა, გავადიდეთ პარკინგის ტერიტორიაც, რასაც თვალნათლივ დაინახავს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი.

რაც შეეხება სანქციას, შესაბამისი ჯარიმა სამინისტროს დაკისრებული აქვს საპრივატიზებო პირობების ვადების დარღვევის გამო. ეს იყო პერიოდი, ვიდრე „ბათუმი ცენტრალი“ შევიდოდა წილში. მართალია, ამ წუთში გაყინულია, მაგრამ აღნიშნული ჯარიმიდან გავთავისუფლდებით იმ შემთხვევაში, თუ შენობის ექსპლოატაციას მოვახდენთ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა.

როდის შეიძინეთ შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი?

აღნიშნული ტერიტორია და მასზე დამაგრებული შენობის პრივატიზება მოხდა 2009 წლის ბოლოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. ეს აუქციონი იყო პირობიანი, რაც გულისხმობდა, რომ შესყიდულ ფართობზე რკინიგზისთვის სადგურის გადმოსატანად უნდა მოგვეწყო ინფრასტრუქტურა, რასაც ვასრულებთ კიდეც.

რა პრინციპით, მიზნით, იცვლებოდა კომპანიაში წილები ემზარ ბასილაიასა და გიორგი ჭყონიას შორის და სხვათა მიმართაც?

თავდაპირველად ქონება შეიძინა ემზარ ბასილაიამ, როგორც ფიზიკურმა პირმა. აღნიშნული ქონებით შევიდა გიორგი ჭყონიას მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს `ბათუმი ცენტრალის~ 50% წილში. შემდგომ ემზარ ბასილაიამ გადაწყვიტა მისი წილის გაყიდვა და გაასხვისა კომპანიის 50% ახალ ინვესტორზე – ლევ ნანიკაშვილზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებებისა და გადაწყვეტილებების შედეგია, ანუ ვიღაცას გაყიდვა აწყობდა, ვიღაცას ყიდვა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესში.

რატომ განაახლეთ პროექტი არჩევნების შემდგომ ანუ რაიმე პოლიტიკური სარჩული უდევს ამ პროექტის განხორციელება-ვერგანხორციელებას?

იქედან გამომდინარე, რომ პროექტი მოცულობითი იყო, მოითხოვდა საკმაო ფინანსების მოძიებასა და მობილიზებას. ინვესტიციის ჩადება და მშენებლობა აქტიურად დაიწყო ახალი ინვესტორის წილში შემოსვლის შემდეგ და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, უბრალოდ, დროში დაემთხვა.

რა ფართობი ეთმობა ამ შენობაში უშუალოდ რკინიგზის სადგურს, რა ფართობი, ვთქვათ, ავტოსადგურს?

რკინიგზის სადგურს შეთანხმებით უნდა გადავცეთ 770-870 კვ.მეტრი, თუმცა საერთო ჯამში სადგურს ოპერირებისთვის ვუთმობთ 1600 კვ.მეტრამდე ფართობს, რომელშიც შედის რკინიგზის ოფისები, სალაროები და საოპერაციო დარბაზი.

ავტოსადგურისთვის განსაზღვრუ­ლია 22 ოფისი და საოპერაციო დარბაზი დაახლოებით 150 კვ.მეტრზე, ასევე 25 ბაქანი.

რა დაჯდა ახალი სადგურის მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი მისი დასრულება?

ჩვენი გათვლებით, პროექტი დაახლოებით 7-8 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას მოითხოვს სრულად დასასრულებლად.

თავად რკინიგზის სადგური როდის შევა ექსპლოატაციაში?

სამინისტროსთან შეთანხმების მიხედვით, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა შენობა უნდა შევიყვანოთ ექსპლოატაციაში და მოვაწყოთ რკინიგზის სადგურისათვის საჭირო ფართობები. დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, ჩვენი გათვლით, ვადაზე ადრე, თებერვლის თვეში, შევძლებთ სამუშაოების დასრულებას.

რა არის ამ ახალი სადგურის მთავარი ღირსება?

კომპლექსი აერთიანებს სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურს. შენობა იქნება ქალაქისთვის ერთგვარი კარიბჭე, სავიზიტო ბარათი, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ობიექტი და ბათუმის როგორც ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისი.

გარდა რკინიგზის სადგურისა, კიდევ რა სერვისებს სთავაზობს მენეჯმენტი ამ შენობაში მოსახლეობას?

მრავალფუნქციური ობიექტი იქნება – გარდა რკინიგზისა და ავტოსადგურისა, აქ იქნება წარმოდგენილი კაფეები, მარკეტები, სუპერმარკეტი, სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ბუტიკები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ტურისტული კომპანიები და სხვა.

თუ არის გათვალისწინებული შენობაში შშმ პირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა?

შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მათ შეუფერხებლად შეეძლებათ მოხვდნენ როგორც ბათუმი ცენტრალის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ჩვენ ვზრუნავთ, რომ სურვილის შემთხვევაში ჩვეულებრივად შეძლონ ოთხივე სართულზე ვიზიტი. გარდა ამისა, ჩვენი უსინათლო სტუმრებისთვის უკრაინიდან ჩამოგვაქვს და ვაკეთებთ სპეციალურ ფილებს, როგორც შემოსასვლელებში, ასევე მატარებლის ბაქანზე, რომ მათაც შეძლონ თავისუფლად გადაადგილება და ჩვენი სერვისებით სარგებლობა.

ცნობილ ბრენდებთან თუ მიმდინარეობს შემოსვლაზე მოლაპარაკება და ამ წუთში თუ გყავთ დათანხმებული რომელიმე მათგანი?

საკმაოდ დიდია დაინტერესება და მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდთან მოლაპარაკება, მათ შორისაა, მაგალითად, „გუდვილი“, „ზედაზენი“, „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიები „სმარტი“ და „დანქინ დონატსი“, „კოლიერსი“, „რითაილ ჯგუფი“, „ვაიკიკი“ და ა.შ. ახლა არ მინდა ყველა დავასახელო, რადგან მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და მოვლენებს ვერ გავუსწრებ წინ.

და ბოლოს, დამდეგ ახალ წელს ბათუმსა და საქართველოს მოსახლეობას ჩვენი კომპანიის სახელით ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებას, წარმატებებს, ღვთის წყალობას და ბევრ ასეთ ობიექტს მომავალში.

26 დეკემბერი – 7 იანვარი – საახალწლო აფიშა ბათუმში

26 დეკემბერი, 18:00 საათი: ევროპის მოედანზე აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“;

27 დეკემბერი, 19:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი, მონაწილეობენ: ქ.ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „იბერიონი“ ქორეოგრაფიული ანსაბლი „მწვერვალი“, გოგონათა ვოკალური გუნდი „თირიმი“.

28 დეკემბერი, 17:00 – 22:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლადო ყატაშვილი ბენდთან ერთად, „გროოვ რეპორტსი“, თეო ჩიტიშვილი და ჯგუფი „ვანილა ქეიჯი“. საახალწლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

29 დეკემბერი, 20:00 საათი:  ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი მერიის კულტურის ცენტრთან არსებული „ჯაზ ბიგ ბენდის“ მონაწილეობით.

30 დეკემბერი, 21:00 საათი: ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტი ნიაზ დისამიძის მონაწილეობით.

31 დეკემბერი, 23:00 საათი: ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: ანსაბლი „ბათუმი“, კვარტეტი „ნოტა“ ნინო ქათამაძე, ბენდი „ინსაიდი“.საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

2 იანვარი, 12:00 საათი: ევროპის მოედანზე, საახალწლო დღეების ფარგლებში მოეწყობა ქუჩის კარნავალი, საბავშვო-გასართობი პროგრამები, პერფორმანსები, საკონცერტო ნომრები და ეთნოგრაფიული კუთხეები. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საბავშვო გასართობი ცენტრი „ბერიკები“, მუსიკალური სტუდია ჩიორა, მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“, მუსიკალური სტუდია „ლიმპოპო“, სტუდია „ბასტი-ბუბუ“, ქორეოგრაფიული სტუდია „მეზღვაურები“, საბალეტო სკოლა, ხალხური ხელოვნების სკოლა, სტუდია “Bთ-Aღთ”, თანამედროვე ცეკვების ჯგუფი „2 სტეპ ცრეწ“, ჰენრი დოლიძე და პოეტების ჯგუფი, ქობულეთის, ხელვაჩაურის,ხულოს, ქედის და შუახევის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მომღერალი ნანა მესხი, ჯგუფი „მგზავრები“, ჯგუფი „გუფილენდი“.

3 იანვარი, 20:00 – 21:00 საათი: ევროპის მოედანზე, ჯაზ ბენდი „კალისტო“, ჯაზ ბენდი „სი საიდი“, როკ ჯგუფი „ჯეოპლანეტი“.

4 იანვარი, 17:00 – 19:00 საათი: ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება თითების თეატრის დასი, ენვერ ხაბაძის სახელობის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი, გოგონათა ვოკალური ანსამბლი, ქალთა კამერული გუნდი, ხალხური სიმღერის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ახალგაზრდა, ბათუმელი პოეტები.

5 იანვარი, 19:00 – 20:00 საათი: ევროპის მოედანზე საკონცერტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რეპ ჯგუფი „ბაბილონი“და როკ ჯგუფები: “ბეთლემი“ „ფემილი ბენდი“ “მაო ძე დუნი“, “ნემო“

6 იანვარი, 18:00 საათი: ევროპის მოედანზე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

7 იანვარი, 19:00 საათი: ევროპის მოედანზე დასკვნითი კონცერტი. მონაწილეობენ: აჩიკო ბერიძე და ტრიო, ანსამბლი „ბათუმი“, სოფო ხალვაში და ბენდი, პანტომიმის ჯგუფი.

ერას მოედანზე დამწვარი ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

საახალწლო ნაძვის ხე გუშინ საღამოს, საზეიმოდ გაიხსნა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს ავტომანქანები გადაეცემათ


პირველ ეტაპზე 12 ავტომანქანა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების პირველად ჯანდაცვის ცენტრებმა მიიღეს. ჯამში მაღალმთიანი აჭარის პჯდ ცენტრები 21 ავტომანქანით აღიჭურვება. ღონისძიებას დაესწრება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.


პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინასებით ხორციელდება, ავტომანქანების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 190 400 ლარი, თითოეული ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 11 500 ამერიკულ დოლარს.


პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებს და მძღოლის ხელფასს.
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მთის რეგიონის სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.


სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ 2014 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალსწინებს სოფლის ექიმების მატერიალურ სტიმულირებას ხელფასის დანამატის დანიშვნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარით, ხელვაჩაურის და ქობულეთის სოფლის ექიმებისათვის 150 ლარით.


მიმდინარე წელს სოფლის ექიმებს ანაზღარება 30 %-ით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაუზარდა. ისინი ასევე მარაგდებიან ფარმაცევტული პროდუქტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სააღრიცხვო ბარათებით და საკანცელარიო ნივთებით.

ბათუმში ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

 

ხვიჩა მამულაძის ფოტო

 

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. 

“სახანძრო სამსახურში შეტყობინება დაახლოებით 00:50 საათზე შემოვიდა. ადგილზე გავიდა ორი ეკიპაჟი. 00:55 საათზე მოხდა ცეცლის ლიკვიდირება. დამწვარია 10-15 კვადრატამდე ფრაგმენტი. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამმართველო” – ამბობს ხუსეინ სირაბიძე.

მისივე თმით ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.  

საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საღამოს საზეიმოდ გაიხსნა.

 

 

თამარ მჟავანაძის ფოტო.

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

საახალწლო ნაძვის ხის ანთებამდე, ევროპის მოედანზე ბავშვებისთვის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმოდგენები გაიმართა.

ნაძვის ხის ანთებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვიც დაესწრნენ.

გიორგი კეკელიძე და ჯონ გრინი – პოპულარული წიგნები და ავტორები ბათუმში

მაღაზია “წიგნები ბათუმში”-ს მენეჯერის, მარი კორინთელის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო წიგნებზეა: “ძირითადად სასაჩუქრე გამოცემებია პოპულარული. მოთხოვნადია ძმები გრიმები, ქართული ხალხური ზღაპრები, გურამ პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრები”, ასტრიდ ლინდგრენის კალსონი და პეპი. მოთხოვნადი ქართველი ავტორები არიან: აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე. უცხოელი ავტორებიდან ფამუქი და დოსტოევსკი. წლის განმავლობაში პოპულარული წიგნები იყო მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”,   დენიელ კიზის  “ყვავილები ელჯერნონისთვის“, ელიფ შაფაქის “სიყვარულის ორმოცი წესი”. ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია”, დაახლოებით ასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მარტო ჩვენთან.“ – ამბობს მარი კორინთელი.    

წიგნის მაღაზია “ლამპარში” ყველაზე მოთხოვნადი “ჯინსების თაობა” და გიორგი კეკელიძის “გურული დღიურებია”. როგორც მაღაზიათა ქსელის დირექტორი  დავით ბარამიძე ამბობს, ერთი დღის მანძილზე მაღაზიაში “გურული დღიურების” 30 ეგზემპლარი გაიყიდა: “ხალხი მოდის პირდაპირ მაგ წიგნისთვის მაღაზიაში. “დედა ენა” იყიდება კიდევ კარგად და მართვის მოწმობის თეორიული წიგნი. რემარკზე მუდმივად არის მოთხოვნა. მოთხოვნადია სერიული წიგნები, ადამიანები აგროვებენ და მუდმივი კლიენტები გვყავს შესაბამისად. ამაზე მახსენდება 70-იანი წლები, როცა წიგნების თაროებს ლამაზ-ლამაზი ყდების მქონე წიგნებით ავსებდნენ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ტომეულებს ხშირად ამ მიზნით ყიდულობენ.”  

 ბათუმში  ბიბლუსის სამი მაღაზიაა, მათი მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი წიგნები წლის განმავლობაში იყო: მარგარიტ ეტვუდის “ბრმა მკვლელი”, მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია“, ჯეინ ოსტინის “სიამაყე და მცდარი აზრი”. პოპულარული ავტორებია: სტივენ კინგი, დოსტოევსკი, რემარკი, მარკესი და გალაკტიონ ტაბიძე.  ყველაზე პოპულარულ საბავშვო ლიტერატურად კი „ბიბლუსში“ 3D ვეფხისტყაოსანსა და საბავშვო ბიბლიას ასახელებენ.

წიგნების მაღაზია „ინტელექტში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტორები არიან ორჰან ფამუქი, დათო ტურაშვილი, მარკესი, გიორგი კეკელიძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი და პაულო კოელიო: “ყველაზე გაყიდვადი სერიული წიგნებია, რადგან ამას მუდმივი მყიდველი ჰყავს. კარგად იყიდება კოდექსებიც და საბავშვო ლიტერატურა” – ამბობს მთვარისა ჯაყელი.

 

არღვევს თუ არა მერია ბათუმის საკრებულოს წევრების უფლებებს

 

საკრებულოს სხდომა ბათუმში
საკრებულოს სხდომა ბათუმში

ამ საკითხის განსახილველად ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტი კომისიის ერთობლივი, გაფართოებული სხდომა მოიწვიეს.

 

„ჩვენ არ მოგვეცა საშუალება განგვეხილა და შენიშვნები დაგვეწერა დამატებულ 17 მილიონზე, ან ამ 17 მილიონის ჩათვლით ერთიანად განგვეხილა ბიუჯეტი. მე მაქვს კითხვა, ხომ არ ირღვევა ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის და ჩემი ფრაქციის უფლება?! მაქვს ვალდებულება მონაწილეობა მივიღო ბიუჯეტის დაგეგმავში და ვაკონტროლო მისი შესრულება. ასევე, ხომ არ ირღვევა საზოგადოების უფლება, ჩაერთოს ბიუჯეტის დაგეგმავაში?!“ –  განაცხადა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა კობა ჩხეიძემ სხდომაზე. მან იურიდული კომისიის თავმჯდომარისგან ლევან კინწურაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ მერიას იურიდიულად პროცედურა არ დაურღვევია და მერს ჰქონდა უფლება წარმოედგინა გაზრდილი ბიუჯეტი: „თუმცა მორალურად და ლოგიკურადაც გეთანხმებით და ამ მიმართულებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ“ – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა. 

 

მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა.

 

მოსაზრება, რომ საკრებულოს წევრის უფლებები შეილახა, კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ცინცქილაძემ დაადასტურა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით:

 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ქალაქის მერი წარუდგენს  საკრებულოს. საკრებულო ვალდებულია ბიუჯეტის პროექტი მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში გაასაჯაროოს.

 

კანონმდებლობის მიხედვით საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

 

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში  საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

ბათუმის საკრებულომ ამ ჩანაწერით გათვალისწინებული ვადა სრულიად გამოიყენა და  საკრებულოს კორეტირებული ბიუჯეტი 10 დეკემბერს გადაუგზავნა, თუმცა ახალმა ვარიანტმა საკრებულოში არა ახალი ბიუჯეტის შენიშვნებთან შესაბამისობის, არამედ სულ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში.

 

კობა ჩხეიძის განმარტებით „ეს ბიუჯეტი არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ ვერსიისგან“, რომელზეც იმსჯელეს: „ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე ჩვენ გვქონდა დაძლევადი შენიშვნები, ახლა რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხდება “ -ამბობს კობა ჩხეიძემ.

 

 „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენს შენიშვნებზე დაყრდნობით შესწორებული ბიუჯეტი? –  მე მგონია, რომ ჩვენ საერთოდ ახალი ბიუჯეტი შემოგვივიდა“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ კომისიის სხდომაზე.

 

იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე ამ საკითხის განხილვა სხდომაზე გადაწყვიტეს: „სხდომაზე დააყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში და ვნახოთ“ – მიმართა ლევან კინწურაშვილმა კოლეგებს.

 

დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს 29 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დამტკიცდება.

 

რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და შეილახა თუ არა საკრებულოს წევრის უფლება მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში და განახორციელოს კონტროლი? – ამ კითხვით ექსპერთს თვითმმართველობის საკითხებში და თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთ ავტორს დავით ლოსაბერიძეს მივმართეთ:

 

„ამ შემთხვევაში მესმის საკრებულოს იმ წევრებისაც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ და იურიდიული კომისიის თავმჯდომარისაც, რომელიც ამბობს, რომ პროცედურა არ დარღვეულა. ეს არის საქართველოს საფინანსო კანონმდებლობის პრობლემა. არც ის ვადაა საკმარისი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს უკან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებისათვის. მსგავსი პრობლემა დგება წლის ბოლოს ცენტრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სპეციალური ტრანსფერის გადაცემის შემთხვევაშიც. ვერც საზოგადოება და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყვიან ალბათ, რომ არიან  კმაყოფილი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობით ისევ და ისევ მოკლე ვადების გამო. ეს საკანონმდებლო კაზუსია, თუმცა საკრებულოები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთავეაშიც თუ ბათუმის საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – განაცხადა დავით ლოსაბერიძემ „ბათუმელებთან.“

 

ახალი წლის ღამის ფასი ბათუმის სასტუმროებსა და რესტორნებში


სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ახალ წელს საბანკეტო დარბაზში შეგიძლიაღ შეხვდეთ. სასტუმრო სტუმრებს ქართულ სუფრას, ცოცხალი მუსიკას, ქართული ცეკვების წარმოდგენას, დიჯეისა და სიურპრიზებს ჰპირდება. ბილეთის ფასი ერთი ადამიანისთვის 85 ლარი. საღამო  22:00 საათზე დაიწყება.

 

სასტუმრო რადისონში ახალი წლის ღამეს ორი ღონისძიებაა დაგეგმილი: სასტუმროს შენობის მე-19 და პირველ სართულზე. ღონისძიება ორივე დარბაზში ერთდროულად, საღამოს 9 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება.  იქნება ცოცხალი მუსიკა, გათამაშებები და კონკურსები. ღონისძიებაზე დასასწრებად ადგილების წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია. ბილეთის ფასი მე-19 სართულზე, ბარში 265 ლარია  ერთი პერსონისთვის. ფასში შედის სხვადასხვა კერძი, სასმელი და გართობა.  

 

სასტუმრო დივან ითი“ 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებს ქართული და ევროპული კერძების გაერთიანებულ მენიუს და ულიმიტო ადგილობრივ სასმელს სთავაზობს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი The Pickupers-ი, იქნება ასევე დიჯეი, აქ მისული სტუმრები ნახავენ  ჯგუფ „პლატინას“ ცეცხლოვან სანახაობებს. გათამაშდება საჩუქრები: ნომერი ორი ადამიანისთვის, ორი დღით, სასტუმრო „დივანში“და სხვა პრიზები. სასტუმრო დივანში“ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების ფასი 190 ლარია.

 

სასტუმრო პრეზიდენტ პლაზა სტუმრებს 31 დეკემბერს სთავაზობს შოუპროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინული ჯგუფი, ასევე იქნება დიჯეი. აქ, დაახლოებით 200 კაცზე გათვლილ დარბაზში, ღონისძიებაზე ერთი პერსონის დასწრების ფასი 150 ლარია.  საღამო დაიწყება 22 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.  

 

ორ რესტორანში – „თბილისსა“ და „ბაკურიანში“ აქვს საახალწლო ღონისძიება დაგეგმილი სასტუმრო ინტურისტს.  რესტორან „ბაკურიანში“ იქნება დისკოს ტიპის საღამო და დიჯეი, რესტორან „თბილისში“ კი დაუკრავს ბენდი. აქ მისულ სტუმრებს ჰპირდებიან სიურპრიზსა და საჩუქრებს. რესტორან თბილისში საახალწლო ღონისძიებაზე დასწრება 120 ლარი ღირს, ხოლო  ბაკურიანში 50 ლარი. ღონისძიება ორივე რესტორანში დაიწყება 23 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ადგილები შეზღუდულია.  

 

გარდა სასტუმროებისა, 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც.  

 

სანრემო 120 ლარად გთავაზობთ ახალი წლის ღამის გატარებას. იქნება ქართული მენიუ, იმღერებს ბენდი. გათვალისწინებულია საჩუქრები.  ღონისძიება დაიწყება 22 საათზე და დილამდე გაგრძელდება.

 

 პიერბათუმში ახალი წლის ღამის გატარება 100 ლარი ღირს. არის როგორც ქართული კერძები, ასევე თევზის ასორტი. მენიუს მიხედვით ფასი განსხვავებულია.  იქნება ცოცხალი მუსიკა. „პიერ-ბათუმში“  ღონისძიება 22 საათზე დაიწყება.

 

 რესტორან კოშკში ახალი წლის ღამეს, 23:00 საათზე, ცოცხალი ბენდი დაუკრავს ქართულ და უცხოურ ჰიტებს. საფასური: 60 ლარი ერთ ადამიანზე.

 

 რესტორან მიუნჰენში ახალი წლის ღამეს იმღერებენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები –  ანი ღონღაძე და ნიკო ბერიძე. იქნებიან მსახიობებიც. აქ სტუმრებს სთავაზობენ როგორ ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. იქნება გათამაშება. „მიუნჰენში“  საახალწლო ღონისძიებას 130 ლარად შეგიძლიათ დაესწროთ.  აქ ღონისძიება ღამის 23.30-საათზე დაიწყება.

 

ახალ წელს “Old Boulevard”-ში ვაჟა ტუღუშთან, არჩილ ჩიქოვანთან და ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეგიძლიათ შეხვდეთ. შოუს წამყვანი იქნება ზაალ გოგუაძე. დასაწყისი 23:00 საათზე. ერთი პერსონის ფასი 100 ლარია.

 

რესტორან „ბავარეში“ 31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა 22 საათზე დაიწყება. DJ, ფეირვერკები, თოვლის ბაბუა, მომღერლები: ზაალ  და მამუკა დევაძეები, აკრობატები, ქართული და ლათინო ამერიკული ცეკვები, გათამაშებები და სიურპრიზები – აი რას გპირდებათ რესტორანი. მენიუს ფასი 60 ლარია ერთ ადამიანზე.  

 

კაფე “La Brioche“-ში 31 დეკემბერს საახალწლო წვეულება 22:00 საათზე დაიწყება.   DJ Goldman და მსოფლიო ჰიტები, გართობა, სიურპრიზებისა და დაუვიწყარი განწყობის ღამე. მენიუს ფასი:  ერთი პერსონა – 40 ლარი.

 

Caffe Monet-ში  31 დეკემბერს  ნიჭიერის ფინალისტი ბათუმელი ნინიკო კახაძე იმღერებს. სუფრა გაშლილი იქნება საახალწლო ტკბილეულით (არაყი და შამპანური), ასევე იქნება ამერიკული სტილით შემწვარი ინდაური, ქართული გოჭი და გემრიელი კერძები, ნამცხვრები, ხილი, თხილის, ჩირის, ყველისა და ძეხვის ასორტი, სალათების მრავალფეროვნება, ლობიანი, ხაჭაპური. ფასი: 1 პერსონა – 80 ლარი.

 

რესტორან „ყირამალაში“, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მოწვეული სტუმრებით და სახალისო კონკურსებით გაიმართება.  ფასი: 100 ლარი. საღამო 22 საათზე დაიწყება.

 

31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა იქნება რესტორან „გრანდ გრილში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, პოპულარული ჯგუფი თურქეთიდან, მრავალფეროვანი მენიუ ხორცეულითა და თევზეულით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. საღამო 20 საათზე დაიწყება. ფასი: 140 ლარი.

 

31 დეკემბერს საახალწლო პროგრამაა რესტორან „მეგრულ–ლაზურში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ და ფეიერვერკები. საღამო წარიმართება მეგრულ-ლაზურის სიმღერების ფონზე. ღირებულება: ერთი ადამიანი – 130 ლარი (დიდი ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლებაც).

 

31 დეკემბერს რესტორან „Vox“-ში ბიძინა მახარაძე და ვახტანგ ტატიშვილი იქნებიან „იუმორინადან“. დასაწყისი: 22:00 ბილეთის ფასი: 130 ლარი (სრული მენიუ).

 

31 დეკემბერს რესტორან „ალექსანდრიაში“ საახალწლო შოუ-პროგრამას წარუძღვება იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე მეგობრებთან ერთად. დასაწყისი: 23:30. ბილეთის ღირებულება: 50-100 ლარი.  

47 ვაკანსია და 100 კონკურსანტი ხულოში

 

კონკურსანტების ცოდნას ხულოში კომისიის ცხრა წევრი აფასებს. კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძეა. კომისიის შემადგენლობაში შედის გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი და ღორჯომის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ედუარდ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე  და მოწვეული წევრები: ირაკლი ქუთათელაძე, ოთარ დიასამიძე, გიორგი აბუსელიძე და გელა მამულაძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმართველ ორგანოში სულ 47 ვაკანტური ადგილია, აქედან 45 მუნიცპალიტეტის  გამგეობაში და 2 საკრებულოში. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის პირველ ეტაპზე 800-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 285 კონკურსანტი გადავიდა, ტესტირება მხოლოდ 100 კონკურსანტმა გადალახა.

 

გასაუბრება ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ დაიწყო და კვირას დასრულდება. გასაუბრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი თეონა კაკაციძე ესწრება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში გაზიფიკაციის სამუშაოები მოინახულა

 

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, მიმდინარე ეტაპზე შესრულებულია სამუშაოთა 50 პროცენტი. აშენებულია 17კმ-ს სიგრძის გაზსადენი, მათ შორის 12 კმ – სოფელი საჩინოში, 5 კმ – სოფელ ბუკნარში. სულ  ასაშენებელია 34,290 გრძივი კმ გაზსადენი.

 

აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდება ინდივიდუალური გაზიფიცირება, რომელიც შესაძლებელი იქნება შეღავათიანი 400 ლარიანი პროგრამით.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით  სამი წლის განმავლობაში მოხდება აჭარის სამი მუნიციპალიტეტის – ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის გაზიფიკაცია. კომპანია  „სოკარ-ჯორჯიას“ 20-დან 40 მილიონამდე ინვესტიციას ჩადებს აღნიშნულ პროექტში.

 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პატიმარი საპყრობილეში დააბრუნეს სად-ი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

 

გუშინ, 24 დეკემბერს  პროკურორმა სასამართლოს მიმართა, საპყრობილეში აკრძალული ნივთის შენახვის გამო პატიმარისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარმა თავი ბათუმის მესამე საპყრობილეში ყოფნის დროს დაიზიანა. მისი ადვოკატი, მარინა კაკაურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ოთხმოცზე მეტი ნაკერი ადევს. ჭრილობები ახლა მოშუშების ეტაპზე აქვს.

 

თვითდაზიანების შემდეგ პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილიდან თბილისის მეშვიდე დაწესებულებაში  გადაიყვანეს. აკრძალული ნივთის, სამართებლის  ნატეხის შენახვის გამო კი პროკურორმა მისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, 25 წლის პატიმარს ხელებზე დიდი ფრჩხილები აქვს,  მარცხენა ხელის გულის მტევანი სავარაუდოდ სწორედ ამ ფრჩხილით დაიზიანა[მეშვიდე დაწესებულებაში ყოფნისას].

 

ამის პარალელურად სასჯელაღსრულების  დეპარტამენტმა  პატიმრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნა ბ-ს ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს იქნება, მანამდე კი არსებობს ფსიქიატრის შუალედური რეკომენდაცია [დასკვნა] იმის შესახებ,  რომ პატიმარი საჭიროებს  ფსიქიატრის მუდმივ მეთვალყურეობას.

 

ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ გუშინ, 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  პროკურორის შუამდგომლობა, ადვოკატის არგუმენტების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარეს პროკურორიც დაეთანხმა: „იმის გამო, რომ ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება, მას არ აქვს შესაძლებლობა ხელი შეუშალოს გამოძიებას, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან მიემალოს გამოძიებას. მისთვის  აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის გადადება ვითხოვე, რადგან ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. დამეთანხმა პროკურორი და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს განმარტებით, უწყება დღესვე  გამოითხოვს ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ   და დეპარტამენტი გაითვალისწინებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების რეკომენდაციას. 

სკოლების საუკეთესო შედეგები აჭარაში 2014 წელს

 

 

მოსწავლეების დაჯილდოება სასტუმრო რედისონში
მოსწავლეების დაჯილდოება სასტუმრო რედისონში

საგნობრივ ოლიმპიადებში, ლიტერატურულ მარათონსა და ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსში კარგი შედეგები აქვს ბათუმის #1 საჯარო სკოლასაც. ამ სკოლის სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ოთხმა მოსწავლემ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, სკოლის სამ მასწავლებელს კი განათლების სამინისტროს სიგელი გადაეცა.

ბათუმის  #10 საჯარო სკოლაში  სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ერთმა მოსწავლემ მოახერხა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, სკოლის ერთ მასწავლებელს კი გადაეცა სიგელი.  #10 სკოლის ერთი მოსწავლე გახდა ლიტერატურული კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის გამარჯვებული.

 

 ბათუმის #2 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადაში, ექვსმა მოსწავლემ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა შეძლო, სკოლის სამ მასწავლებელს კი გადაეცა სიგელი. 

 

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აქვს შუახევს. შუახევის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის ერთმა მოსწავლემ საგნობრივ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვა, ამავე სკოლის ერთმა მოსწავლემ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 

ოლიმპიადის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა სოფელ შუბნის სამმა მოსწავლემ და ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის ერთმა მოსწავლემ. ლიტერატურულ მარათონში კი ნიგაზეულის სკოლის მოსწავლემ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლემ _ მეორე.  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მასწავლებელს გადაეცა სიგელი აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. 

 

აჭარის განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში VII-XII კლასის 9161-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად. საგნობრივ ოლიმპიადაში I, II და III ადგილი აჭარის სკოლების 28 მოსწავლემ დაიკავა, მათ დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს. იმ მოსწავლეებმა კი, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მიიღეს სიგელები და წიგნები.

 

ლიტერატურულ მარათონში ყველაზე მეტი, ხუთი გამარჯვებული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდა. ლიტერატურული მარათონის მეორე ტურში გადავიდა 52 მოსწავლე, ხოლო ფინალში გამარჯვება მოიპოვა 11-მა მოსწავლემ. გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ვაუჩერები მხატვრული ლიტერატურის შესაძენად.

 

საგნობრივი ოლიმპიადა და ლიტერატურული მარათონი ჩატარდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ პროგრამის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

პრესკაფემ წიგნების გამოფენა-გაყიდვა ახალ მისამართზე განაახლა

„ვინაიდან პრესკაფემ მისამართი შეიცვალა, დროებით ერთ-ერთი სერვისი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა  გადმოვიტანეთ აქ. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გაზეთ „ბათუმელების“ აქციაში  და  მიიღონ საშობაო საჩუქარი. ყველას, ვინც იყიდის წიგნს – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გამოფენაზე გამოტანილი წიგნებიდან შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი წიგნი 10 ლარის ფარგლებში,“ – ამბობს პრესკაფეს მენეჯერი თედო ჯორბენაძე.

27 დეკემბრიდან  გასაყიდად გამოვა წიგნის „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისური ვერსია. მისი შეძენა მსურველებს ასევე კლინიკა „ინდიგოს“ პირველ სართულზე შეეძლებათ, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

????????????????????????????????????

სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ხელმძღვანელმა პრესკაფეს ფართი უსასყიდლოდ დაუთმო. თათია ანდღულაძე ამის მიზეზს ასე განმარტავს:

„ჩემი აზრით, პრესკაფე არის ის სოციალური სივრცე, რომელიც ძალიან სჭირდება ქალაქს. პრესკაფე ჩემთვის არის ადგილი, სადაც ადამიანებს ეძლევათ ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის, თანამოაზრეების თუ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების გაცნობის და მათთან საუბრის საშუალება.  ასეთი სივრცე არის ქალაქის გული და მინდა მის შენარჩუნებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თუ რამე წვლილს შევიტან, ეს იქნება ჩემთვის საამაყო,“ – ამბობს თათია ანდღულაძე.

ცნობისათვის, წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია „ელფის“, „სულაკაურის“, ,„დიოგენეს“, „პალიტრა L-ის“, „ლოგოს პრესის“, „საბავშვო ენციკლოპედიის“, „საქართველოს მაცნეს“,  „ლაბრინტის“, „პეგასის“, „სიესტას“ და „ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცმეული წიგნები.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმუშავებს.

 

 

 

 

 

 

 

 

ხოფის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულებს მთავრობა არ დაეხმარება

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„არ ვაპირებთ ბიზნესმენებისთვის კომპენსაციების გაცემას. თავის დროზე დაეზღვიათ ბიზნესი. ბრალდებული ვინც იქნება, აგებს პასუხს, დირექტორი იქნება თუ შემდუღებელი.  არ ვამბობ, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, ავიღებთ აღდგენის ხარჯებს. კომპენსაციაზე საუბარი არ იქნება“ – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

„სავაჭრო ცენტრ 2009“-ის (იგივე „ხოფის ბაზრობა“) დირექტორის, არჩილ კახიძის თქმით, „სავაჭრო ცენტრის ზარალი დაახლოებით ასი ათასი ლარია, ხოლო მოიჯარეების ზარალი ჩვენთვის უცნობია, რადგან მათი საქონელი იყო და ჯერ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“. სპეციალური კომისია არც სავაჭრო ცენტრშია შექმნილი.

 

როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჯიხურების და სავალი ნაწილის ჩათვლით, ხანძრის შედეგად 850 კვ.მ ფართობია დამწვარი, რაც 64 სავაჭრო ობიექტს მოიცავს. შესაბამისად, ამდენივე მოიჯარეა დაზარალებული.

 

ხანძრის შედეგად დაზარალებული პირების დასახმარებლად ინიციატივა მხოლოდ ჯგუფ „ბათომის“ წევრებს ეკუთვნის.  საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა დეკემბრის ბოლომდე   გაგრძელდება. დაზარალებულთა დასახმარებლად ანგარიში გახსნილია „თიბისი“ ბანკში: GE87TB7915336080100002  


ხანძარი ხოფის ბაზრობაზე
ხანძარი ხოფის ბაზრობაზე

კარტოფილი, სიმინდი და ვაშლი – შუახევი ციფრებში

 

მრავალწლოვან კულტურებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით ვაშლის მოსავალი მიუღიათ – სულ 121 ტონა ვაშლი დაუკრეფიათ შუახევში. მეორე ადგილზეა მსხლის მოსავალი – 92,7 ტონა. 

 

ციფრები გამოსახულია ტონობაში
ციფრები გამოსახულია ტონობაში

ციფრები  გამოსახულია ტონობაში
ციფრები გამოსახულია ტონობაში

შსს:ბათუმში ამოღებულია მარიხუანა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და კუსტარულად დამზადებული რევოლვერი

 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
1961 წელს დაბადებული ხ. მ. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონში, ხოლო 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით და 1940 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონში, ხ. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 578 გრ ტროტილი, ასევე, 4 კგ და 344 გრამი ტროტილისა და გვარჯილის ნარევი, რომელიც ვარგისია გამოყენებისთვის. სამართალდამცველებმა ა.ფ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული რევოლვერი 7 საბრძოლო ვაზნით, საბჭოთა წარმოების, „ტოზ 8 ემ“-ის მოდელის კუსტარულად გადაჭრილი შაშხანა და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 10,083 გრ გამომშრალი მარიხუანაა. ნ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 23, 167 გრ გამომშრალი მარიხუანაა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოძიება ხ.მ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ა. ფ-ს მიმართ – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ნუგზარ ფ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შობა ბათუმში [ფოტო]

„ქრისტეს შობა ქრისტიანებისთვის დიდი დღესასწაულია. მგონია რომ არის ისეთი დღესასწაული, რომელიც ამტკიცებს  ჩვენში რწმენას, რომელიც გვეუბნება რომ ღმერთი მოდის ჩვენთან. ჩვენთან არის, ჩვენს გვერდზე და ჩვენ ღვთის გარეშე არ შეგვიძლია რომ არ ვიცხოვროთ.  ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩემს მრევლთან ერთად ეს დღესასწაული ყოველთვის იყო როგორც რწმენის დამტკიცების, ურთიერთობის დამტკიცების. ვინაიდან რწმენა ეკლესიის გარეშე ხშირად რჩება როგორც იდეოლოგია, ეკლესიასთან ერთად რწმენა ხდება როგორც ხორცი, როგორც სისხლი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დასავლეთ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ვიკარმა პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა.

დავით ბაციკაძის კომენტარი თამაზ ბაკურიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

 

თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია თვითნებურად შესახლებული ოჯახების შესასწავლად შექმნილი კომისიის მუშაობის ფორმატი, ამიტომაც ამბობს უარს კომისიის წევრობაზე. მისი თქმით, კომისიის წევრობაზე შეთავაზება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისგან მიიღო.

„კომისიის მუშაობაში მე მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ მათი მუშაობის ფორმა ჩემთვის არის მიუღებელი.  მე ვიქნები მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. ამ ფორმით მათი მუშაობა [კომისიის] ხალხთან დაპირისპირებას მოიტანს და მეტს ვერაფერს,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

თამაზ ბაკურიძემ მთავრობას და კომისიის წევრებს ციფრებით მანიპულირებაშიც დასდო ბრალი:

„მე მოვითხოვ სათითაოდ მოხდეს თითოეული ოჯახის აღწერა და მათი პრობლემების შესწავლა. იქ არის ისეთი ოჯახები, ვისაც დახმარება არ სჭირდება და სხვისი გაჭირვებით სარგებლობენ, ამიტომ ციფრებით თამაშს ჯობია სათითაოდ შეისწავლონ ყველა ოჯახის პრობლემა და შესაბამისად დაეხმარონ მათ,“ – თქვა მან.

 

დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მას თამაზ ბაკურიძისთვის კომისიის წევრობა არ შეუთავაზებია: „არავითარი კომისიის წევრობა არ შემითავაზებია. უბრალოდ ხვალ უნდა შევხვედროდით და უნდა დავლაპარაკებოდით. მე მას შევთავაზე იმ კომისიის მონიტორინგი, რომელმაც ვერა და ვერ დაამთავრა ამ ხალხის აღრიცხვა და მათი საქმეების შესწავლა. როგორც ვხვდები თამაზ ბაკურიძეს არ აწყობს ამ პრობლემის მოგვარება.“ 

 

სამთავრობო კომისიამ ოჯახების ინდივიდუალურად შესწავლა გუშინ, 23 დეკემბერს დაიწყო. 

ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს

კომისიის სხდომა

„ჩვენ ვიმუშავეთ და ოციდან ხუთი ლოგო შევარჩიეთ, ახლა შეგვიძლია ამ ხუთიდან გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიცი რატომ ვუბრუნდებით იგივეს თავიდან, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ ვცვლით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ სხდომაზე.

კომისიის კიდევ ერთი წევრი მირანდა ჩარკვიანი კენჭისყრაზე იმ ლოგოს (“ყირამალა”) დაყენებას ითხოვდა, რომელმაც 23 დეკემბერს გამარჯვებულად გამოცხადებული ლოგოს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა,  თუმცა კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დამდგარა.

სხდომის დაწყებისთანავე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ის ნაკლებად აქტიურობდა და ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ლოგოების საკითხში არაკომპეტენტურია: „… მაგრამ  გუშინ ნახევარმა ბათუმმა და თბილისმა მომწერა ეს რა აირჩიეთო.“

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას ერთ-ერთმა კონკურსანტმა „ფეისბუქის“ საშუალებით მიწერა, რომ ლოგოს პრეზენტაციის გაკეთების და კონცეფციის ახსნის საშუალება არ მიეცა: „ეს არის ირაკლი თოფურია, მან პრეზენტაცია გადმომიგზავნა“. ეს ლოგო კომისიის მიერ გუშინ 23 დეკემბერს შერჩეულ ხუთეულში არ ყოფილა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადება ნათია აფხაზავამ გააპროტესტა, მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მიეცემა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კომისიამ კონკურსანტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

კომისიამ გენო გელაძის წინადადაებით კენჭი უყარა კონკურსის ჩაშლის საკითხსაც თუმცა ამ წინადადედებას ინიციატორის გარდა მცხოლოდ ერთმა ნათია აფხაზავამ დაუჭირა მხარი.

გენო გელაძე ახალი კონკურსის გამოცხადებას საპრიზო თანხის გაზრდისა და კომისიაში სპეციალისტების ჩართვით ითხოვდა.

საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა არჩევანი ისევ შერჩეულ ოც ლოგოს შორის გააკეთოს, ოღონდ მას შემდეგ რაც ავტორები ან მათი წარმომადგენლები კომისიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან.

არაოფიციალური ინფორმაციით კომისიის წევრებიდან ზოგიერთს და მათ შორის თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს „ყირამალას“ გამარჯვება მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და ბათუმის სიმბოლოებს შორისაც სწორედ წინა მთავრობის დროს დამკვიდრდა.

აჭარული ქორწილი ქედაში


„აჭარული ქორწილის“ სანახავად მოსულმა მაყურებელმებმა ნახეს, თუ როგორ ირჩევდენ პატარძალს, როგორი იყო  ქორწილი  ძველად აჭარაში, რა სიმღერებს მღეროდნენ და როგორ ერთობოდნენ ქორწილში სტუმრები და როგორ ხდებოდა პატარძლის გამოლოცვა ავი თვალისაგან დასაცავად.  

 

„აჭარული ქორწილი“ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბების, კულტურის სახლების, ფოლკლორული ანსამბლების: ,,ელესა“, „იაგუნდი“, „მოყვარეს“ წარმომადგენლებთან ერთად  ხალხურმა  მთქმელებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

 

ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი ლია მახარაძე ამბობს, რომ ძველი „აჭარული ქორწილის“ სცენარზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საქორწილო ტრადიციებთან, წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი ქედის სოფლებში მცხოვრები უხუცესებისგან ჩაიწერეს.

 

„ქედის კულტურის ცენტრი დაარსების დღიდან ფოლკლორის კუთხით მუშაობს. სასოფლო კლუბებისა და კულტურის სახლების დახმარებით მუნიციპალიტეტის სოფლებში დავძებნეთ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ჩავწერეთ. 2012 წლიდან გადავწყვიტეთ მასალის დაარქივება. როდესაც ვნახეთ, რომ უამრავი მასალა გვქონდა და ხელთ არსებულ მასალაში ჭარბად იყო საქორწილო ტრადიციები, გადავწყვიტეთ სასცენო სახე მიგვეცა და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, მართალია მთლიანად მუნიციპალიტეტის სოფლებში შეგროვილი ადათ-წესები ვაჩვენეთ „აჭარული ქორწილით“ მაყურებელს, თუმცა მათაგნ  უმეტესი წეს-ჩვეულება მერისულია, [მერისი – სოფელი ქედის მუნიციპალიტეტში], რადგან მკაცრი საქორწილო წესები  მერისიდან წამოვიდა.

 

რთული იყო მაყურებლისთვის იმ სახით მიგვეწოდებინა აჭარული ქორწილი, რაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არსებობადა, მაგრამ მთავარია გამოვიდა.

ჩვენ პატარძალს საუკუნის წინანდელი კაბა ეცვა და თავსახურავი ეხურა, რაც შეეხება დანარჩენ სამოსს, მოძიებულ ეთნოგრაფიულ ფოტომასალას მივამსგავსეთ“ -ამბობს ლია მახარაძე.

 

ქედის კულტურის ცენტრი უძველესი საქორწილო წეს-ჩვეულებების მოძიებას, დამუშავებას და წიგნად გამოცემას აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაშტაბით გეგმავს.

 

 „სურვილი გვაქვს აჭარული საქორწინო წესები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში შევისწავლოთ და შესაძლებელი თუ იქნება, გამოვცეთ ბროშურა „აჭარული საქორწილო წეს-ჩვეულებები“ – აცხადებს ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი.

 

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და ანსამბ „ელესას“ ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძე ამბობს, რომ ქედის კულტურის ცენტრი სამომავლოდ ქედაში აჭარული სიმღერების ფესტივალის ჩატარებას გეგმავს და დასძენს, რომ დღევანდელი ღონისძიება დაგეგმილი ფესტივალის ერთგვარი  რეპეტიცია და არსებული ფოლკლორის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

„აჭარული ქორწილი“ ჩვენს მიერ გაცოცხლებული ისტორიაა, რაც შემდგომში გამოადგებათ როგორც ფოლკლორისტებს, ასევე  ეთნოგრაფიის კუთხით მოღვაწე ადამიანებს“ – აცხადებს ირაკლი სირაბიძე.

 

„საინტერესო ღონისძიება იყო,  სოფლის მოსახლეობა განებივრებულები არ ვართ ამგვარი ჩვენებებით. მართალია, ვიცოდი, როგორი იყო ძველად ქორწილი, თუმცა დღეს რაც ვნახე, მოლოდინზე მეტი იყო. ვფიქრობ ხშირად უნდა გაიმართოს მსგავსი ჩვენებები“ – ამბობს მზიური ბერიძე, მაყურებელი.

 

გენო გელაძე ბათუმის ლოგოზე: სჯობს შევწყვიტოთ პროცესი და მოვიწვიოთ სპეციალისტები

 

„ამ დრომდე ხმას არ ვიღებდი და ყველაზე ცოტას ვსაუბრობდი, რადგან არაკომპეტენტური ვარ, მაგრამ მთელმა თბილისმა და ბათუმმა მომწერა, ეს რა აგირჩევიათო“ – განაცხადა სხდომაზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა, რომელიც ლოგოს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კომისიის წევრის, გენო გელაძის თქმით კენჭისყრაზე კომისია აღარ უნდა შევიდეს. „უკვე სამართლებრივ ჩიხში ვართ, თუკი გასაჩივრდება პროცესი, წინა გამარჯვებულები იმსახურებენ ჰონორარს. ამიტომ სჯობს შევწყვიტოთ პროცესი და მოვიწვიოთ სპეციალისტები“ – განაცხადა გენო გელაძემ. იგი კონკურსის ხელახლა გამოცხადების კენჭისყრას ითხოვს. მისი თქმით, იმის გამო, რომ მერიამ ფული არ დაკარგოს, ლოგოს არჩევა არ ღირს. 

 

დღეს კომისიამ ბათუმის ახალ ლოგოს ხელმეორედ უნდა უყაროს კენჭი. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ლოგოს ავტორმა დღეს ლოგო კონკურსიდან მოხსნა. 

საზღვაო აკადემიის რექტორი აკადემიის ფოთში გადატანას უარყოფს

 

 

ირაკლი შარაბიძე ასმათ დიასამიძე

 

„სამწუხაროა რომ აჭარის მთავრობამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ისეთი სტრატეგიული ობიექტის მიშვნელობა ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნისათვის როგორც საზღვაო აკადემიაა. გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება ბათუმის საზღვაო აკადემია, წელს არ მიეცა დაფინანსება.

 

მათი ასეთი ქმედებები ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ის მოარული ხმები საზღვაო აკადემიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამება“ – განაცხადა ასმათ დიასამიემ.

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ბათუმის საზღვა აკადემიის ადგილმონაცვლეობას უარყოფს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია. ვიღაცას მოუნდა თამაში და ითამაშა. არანაირი მაგის საფუძველი არ არსებობს, აკადემია ვითარდება  ინფრასტრუქტურას ვარემონტებთ, მას სახელმწიფო აფინანსებს და ეს ყველაფერი არის არასწორი“ – უთხრა „ბათუმელებს“ აკადემიის რექტორმა.

Exit mobile version