ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით სამინისტროს განმარტებას მოგვიანებით მოგაწვდით.
ბესიკ ამირანაშვილი 30 წლისაა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, იგი 14-კაციან გუნდთან ერთად ჩამოდის ბათუმში სამუშაოდ.
პოლიციელების ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი სამსახურში შემდეგ სამშაბათს გამოცხადდება.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, რომელიც დავით თამაზაშვილის გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ის სამუშაოდ სხვაგან გადადის.
”2015 წლის 20 თებერვლის, ანუ მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ, მქონდა სურვილი, რომ შევხვედროდი ფრაქციას, მაგრამ ფრაქციის წევრებმა არ ისურვეს ჩემთან შეხვედრა. მათ არ სურდათ ჩემთან და ქალბატონ სვეტლანა კუდბასთან საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ მივიღეთ ჩვენ ის გადაწყვეტილება და დღეს მე ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ ფრაქციიდან გამრიცხეს, თან ისე, რომ არც მიმიწვიეს ფრაქციის სხდომაზე”, – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ვიზიტისას ფრაქციის წევრებს შეხვდა. ჯემალ ფუტკარაძის თქმით, პრემიერი მას და სვეტლანა კუდბას ცალკე ესაუბრა: ”ის, რომ მე და ქალბატონი სვეტლანა ფრაქციიდან იზოლირებული ვიყავით, იქედანაც გამოჩნდა, რომ პრემიერი, აჭარის მთავრობასთან ერთად გუშინ ”ქართული ოცნების” ფრაქციის წევრებს ორი წევრის (ჩემი და ქალბატონი სვეტლანას) გამოკლებით შეხვდა. ამის შემდეგ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრისა. შევხვდით, გვქონდა კიდევ ერთი გულახდილი საუბარი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, თუ რატომ მივიღე ის გადაწყვეტილებები 20 თებერვლის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი, პრემიერ-მინისტრთან ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დღეს, ”ქართული ოცნების” ფრაქციის ასეთ უგნურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს დიდი დანაკლისი იქნება ამ ფრაქციისთვის და მე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რანგში გავაგრძელებ იმ ღირებულებებისა და ოცნებების ასრულებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში შევპირდი რეგიონის მოსახლეობას”.
კითხვაზე, რატომ რჩება სვეტლანა კუდბა ფრაქციაში? – კუდბა პასუხობს, რომ ასე თვითონ ფრაქციამ გადაწყვიტა და რომ ერთადერთი, რისი თქმაც ამ თემასთან დაკავშირებით შეუძლია არის ის, რომ ის, ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციიდან გარიცხვის წინააღმდეგი იყო. ”დღეს ფრაქცია ბატონი ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვის თაობაზე შეიკრიბა. მე პირადად ვიყავი მისი გარიცხვის წინააღმდეგი, მერაბ აბაშიძემ თავი შეიკავა და ოთხი დეპუტატი იყო ბატონი ჯემალის გარიცხვის მომხრე”, – უთხრა „ბათუმელებს“ სვეტლანა კუდბამ.
ჯემალ ფუტკარაძის თქმით, სვეტლანა კუდბა და ”ქართული ოცნების” ფრაქცია ერთმანეთს მალე გაემიჯნება – ”სვეტლანა კუდბა დღესაც წავიდა ფრაქციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება ფრაქციასაც და ქალბატონ სვეტლანასაც, რომ ისინი ერთმანეთს გაემიჯნონ”.
აკაკი ძნელაძე: უბრალოდ, რაც მოხდა იმაზე პასუხი იყო, ცივი გონებით განვსაჯეთ… მანამდე ჯემალ ფუტკარაძესაც ვესაუბრე, პრივატული საუბრებიც მქონდა იმაზე, რომ ერთი გუნდი ვართ… შეიძლება ერთმანეთის აზრებს ყოველთვის არ ვიზიარებთ, მაგრამ თუ ჩვენ ვართ კოალიცია და თან სახელისუფლებო პარტია, მაშინ წესებიდან არ უნდა გავიდეთ და თუ რამე პრობლემებია, უნდა მოგვარდეს შიგნით, მაგრამ ის მაინც არ დაემორჩილა ამას. ბოლო ის იყო, რომ არ ვაყენებდით ვიცე-სპიკერის კანდიდატურას და თავისი ნებით შეიტანა განცხადება და წარადგინა თავისი კანდიდატურა. აი, ეს ნიუანსები გახდა იმის საბაბი, რომ გაგვერიცხა ფრაქციიდან.
აკაკი ძნელაძე
ფრაქცია რატომ იყო წინააღმდეგი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურის?
წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, ჩვენ არ განვიხილავდით არავის ამ პოზიციაზე ამ სიტუაციაში ეხლა და ხვალ და ზეგ გვიჩვენებს სიტუაცია. ახლა ეს არ იყო განსახილველი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა პრემიერთან გუშინ. შეხვედრა ჰქონდა ბატონ ჯემალსაც და ვისაუბრეთ და მოვიდა კულმინაცია.
ვიცე-სპიკერის პოზიციის გაუქმებას აპირებთ?
ეგეც შეიძლებოდა. თვითონ ჯემალსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ გაუქმდეს იქნებ ეს პოზიცია. ყველანაირად შეიძლება მიუდგე ამ საკითხს, მაგრამ ის, რომ არ დაემორჩილო იმ ფრაქციას, რომელ ფრაქციაშიც ხარ და ოპენირება გაუწიო და ამ ოპონირებამ დააზიანოს შენი ფრაქციის წევრები, ეს უკვე ძალიან ცუდია. მოვიდა ის მომენტი, რომ წერტილი დაესვას ამ ყოფას.
პრემიერმა რა გითხრათ ამ საკითხზე?
პრემიერთან საუბარი გვაქვს ყოველთვის, ან თბილისში ან პოლიტსაბჭოზე. ახლა რადგან იყო ფორუმი ბათუმში, პრემიერს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენთან სამუშაო შეხვედრა გაემართა. პრობლემებზე, მომავალ გეგმებზე იყო საუბარი.
დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება გუშინ პრემიერთან შეხვედრას რამდენად უკავშირდება?
ნუ, ნიუანსებით უკავშირდება. ამის პრობლემას მე ვერ ვხედავ – პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ეს თუ ჩამოსვლამდე. უბრალოდ, ჩვენ ცივი გონებით დღემდე მოვიტანეთ ფრაქციის სხდომა, არ ჩავატარეთ იმ ცხელი ამბების შემდეგ სპეციალურად, ათასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერით. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველასთან და ეს არ არის აფექტური გადაწყვეტილება. ეს დღეს საჭირო იყო.
პრემიერის ხედვა უმაღლესი საბჭოს შემდგომი საქმიანობის გაგრძელებაზე როგორია?
იყო კრიტიკული სიტუაცია, ეხლა ეს კრიტიკული სიტუაცია აღარ არის, აღარ არიან ესენი [ნაციონალური მოძრაობა] თერთმეტნი.
სვეტლანა კუდბა არის ფრაქციის წევრი და იზიარებს იმ შეხედულებებს, რასაც ჰქვია ერთი კოალიციური მუშაობა და საქართველოს განვითარება „ოცნების“ მოსვლის შემდეგ.
დარწმუნებული ხართ, რომ ხვალ სხვა რამეს არ გადაწყვეტს სვეტლან კუდბა?
არა. სვეტლანა კუდბა ადამიანია, რომელიც არ ცვლის გადაწყვეტილებებს. უბრალოდ, დღეს ფრაქციის სხდომაზე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრაქციის საწინააღმდეგოდ მიდის.
სვეტა კუდბა შეხვდა ინდივიდუალურად პრემიერს?
კი შეხვდა.
ჯემალ ფუტკარაძეს რატომ არ ესწრებოდა სხდომას?
მე დავურეკე ბატონ ჯემალს ორჯერ, ზარი არ გავიდა, დაბლოკილი იყო. სამ საათზე ჩავატარეთ ფრაქციის სხდომა და ყველა წევრი ესწრებოდა გარდა ბატონი ჯემალისა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის წარდგენას აპირებთ?
ამას ორშაბათიდან მივხედავთ, ბიუროზე. სხდომა უნდა ჩატარდეს, მაგრამ არ ვიცი ქვორუმი იქნება თუ არა.
ჯემალ ფუტკარაძის გადაყენება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თუ იგეგმება?
სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 75 000 ლარზე 27 თებერვალს გამოაცხადა, განაცხადის შეტანის ვადა გუშინ, 6 მარტს ამოიწურა.
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ – „ანრი 2010“-მა, „წარაქვმა“, „ვიგორამ“, „ალიგატორი 1“-მა და ინდ. მეწარმე დემურ ტარიელაძე მიიღო. მიმწოდებლებიდან ყველაზე დაბალ თანხად, 56,890.00 ლარად, შპს „ალიგატორი 1“ სთავაზობს მუნიციპალიტეტს შენობის გარემონტებას.
სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის რომელ კომპანიას გაუფორმებს ხელშეკრულებას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. შესყიდვების სამსახურის უფროსის გივი დევაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომისია ორშაბათიდან იმსჯელებს.
ირინა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ძიუდოისტი?
ძიუდოს ვარჯიში 20 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე მშვილდოსანი ვიყავი, ხათუნა ნარიმანიძესთან ვვარჯიშობდი. ანგისის სპორტსკოლაში იყო ძიუდოს შეკრება, რომელსაც იმ დროისთვის გოდერძი ველიჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. ორკვირიანი ვარჯიში მიმდინარეობდა და მან შემომთავაზა ძიუდოში ვარჯიში. მერე იყო შეჯიბრი ლაგოდეხში, სადაც მივიღე მონაწილეობა. ასე შემოვრჩი ძიუდოს.
ამ ასაკში რამდენად შესაძლებელია გახდე პროფესიონალი ძიუდოისტი?
ძალიან რთულია, როცა 20 წლის ასაკში იწყებ სპორტის ასეთ სახეობაში ვარჯიშს, მაგრამ მე ხელი შემიწყო გარემოებამ, ჩემმა მასწავლებლებმა, მეგობრებმა.
მშვილდოსნობაში ახლაც ვარჯიშობთ?
არა. ძიუდოს მერე აღარ მივარჯიშია, ხელშიც კი აღარ დამიჭერია მშვილდი.
რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? თუ ყოფილა საზოგადოების მხრიდან სხვაგვარი დამოკიდებულება, რომ გოგომ ძიუდოს ვარჯიში დაიწყეთ?
სხვათა შორის, არა. გააჩნია როგორი პიროვნება ხარ, ისე წარმართავ შენს ცხოვრებას. იყვნენ ჩემ ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ ეს სპორტი, ქალის ძიუდო, სამბო, თუმცა შემდეგ ვისაც არ მოსწონდათ, სწორედ მათ მოიყვანეს თავიანთი შვილები ძიუდოში. ქალისთვის აუცილებელია სპორტი, ბევრ მეგობარს შეიძენ, ბევრ კარგს ისწავლი, ერთი დიდი ოჯახია სპორტი.
თქვენ რა შეგძინათ ძიუდომ, სამბომ?
ბევრი რამ. კარგი თვისებები, სიმშვიდე, კონცენტრაციის უნარი, მეგობრები.
2014 წელს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაგასახელათ წლის საუკეთესო სპორტსმენად. რას ნიშნავს თქვენთის და, ზოგადად, სპორტსმენისთვის ეს ტიტული?
როდესაც გასახელებენ წლის საუკეთესო სპორტსმენად, იმ წუთში საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მომავალში არ მოუკლო შრომას ან ამ შედეგებს. რამდენჯერმე ვარ დასახელებული წლის საუკეთესო სპორტსმენად და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
თქვენთან რომელი უფრო ახლოს დგას – სამბო თუ ძიუდო, რომელია თქვენთვის უპირატესი?
ჩემთვის ორივე განსაკუთრებულია და ვერ გავყოფ ერთმანეთისგან. ძიუდო ოლიმპიური სახეობაა, ლამაზი და გონივრული საჭიდაოა. სამბო ძიუდოსგან განსხვავდება თავისუფალი და მტკივნეული ილეთებით. სამბოში უფრო მეტია პარტერში ჭიდაობა.
თუ გქონიათ ტრავმა?
მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება მტკივნეული ილეთები, სამბოში არასდროს მიმიღია ტრავმა. მქონია რამდენიმე ტრავმა ძიუდოში. ერთხელ ხელი ამომივარდა, შვიდი თვე ვერაფერს ვაკეთებდი.
რა მიზანი გაქვთ, რისი მიღწევა გინდათ სპორტის ამ სახეობაში?
ძალიან შრომატევადია ეს სპორტი, მინდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.
ამისთვის როგორ ემზადებით?
დილით, შუადღით, საღამოს სულ ვვარჯიშობ. მარტში მოსკოვში მივემგზავრებით საქართველოს ნაკრები, სადაც ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მსოფლიო თასზე გამოვალთ. მაისში კი ევროპის ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა გენდერულ საკითხებში თამილა ფუტკარაძეს უკავია. მანამდე ის ამ პოზიციაზე ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულებით მუშაობდა. როგორც თამილა ამბობს, გენდერულმა სამსახურმა შუახევში მცხოვრები ქალების გააქტიურებასა და პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართულობაზე უნდა იზრუნოს.
„ჩემი სამსახურის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის გაზრდაა. სამსახურის სამუშაო გეგმა ასევე ითვალისწინებს კვოტირებას, ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკურ პროცესებში, აგრეთვე რეგიონში არსებულ ქალთა მდგომარეობის შესწავლას“.
თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სტატისტიკური მონაცემების მომზადებაზე მუშაობს, თუ რამდენი მამაკაცი და რამდენი ქალია დასაქმებული მუნიციპალიტეტში, აქედან რამდენია ხელმძღვანელ პოზიციაზე, რამდენი ქალი პედაგოგია, მათგან რამდენი სერტიფიცირებული: „აგრეთვე გვაინტერესებს როგორია დასაქმებულთა ასაკობრივი სტატისტიკაც, უფრო პენსიონერი, ასაკოვანი ქალბატონები სჭარბობენ თუ ახალგაზრდები. სტატისტიკური მონაცემები მალე გახდება ცნობილი. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქალი ვიხილოთ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. არიან ქალები, რომლებიც დასაქმებულები არიან, მაგრამ არა წამყვან პოზიციებზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალთა როლი გავზარდოთ“.
თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულ სამუშაოებსაც ახორციელებს: „მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით, წიგნებით, სადაც ქალებს ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. გვინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მომზადებაში ქალების მონაწილეობა გავზარდოთ. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება გვაქვს დაგეგმილი. ტრენინგის ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვიწვევთ“.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამსახურის არსებობა და რა როლს შეასრულებს ის გენდერული თანასწორობის დაცვაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თამილა ფუტკარაძე პასუხობს: „დიდად მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია გენდერის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ ტრენინგი ჩავუტაროთ დაბასა თუ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს და ხელი შევუწყოთ მათ ინფორმირებას იმ კუთხით, რომ გახდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებნი“.
გენდერული სამსახური შეიქმნა ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებშიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება გასულ წელს ჩამოყალიბდა, განყოფილების უფროსის მოვალეობას გიორგი ტაკიძე ასრულებდა, თუმცა ამ პოზიციაზე კონკურსის ჩატარების შემდეგ სალომე ხინიკაძე დაინიშნა.
ქედის გამგეობაში გენდერული სამსახური წელს შეიქმნა – მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია თეა შარაშიძეს უკავია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ ეს სამსახური ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ხულოში კი აღნიშნული პოზიცია, გამგებლის თქმით, ამ დროისთვის ვაკანტურია.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე: „რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურში დაემატა სპეციალისტის პოზიცია გენდერული თანასწორობის საკითხებში. კონკურსამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელს დავასაქმებ, ხოლო როცა კონკურსი ჩატარდება, კონკურსის წესით დაინიშნება. ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არის პრობლემები. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბევრი ქალბატონი მუშაობს. ვცდილობ, უფრო მეტი ქალბატონი იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში, ქალები უფრო პასუხისმგებლიანები და მობილიზებულები არიან“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის თქმით, გამარჯვებულ პროექტს სპეციალურად შექმნილი საპროექტო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც სამინისტრო პროექტის მშენებლობაზე გამოაცხადებს ტენდერს. მისივე განმარტებით სტადიონის მშენებლობა ბათუმში სავარაუდოდ მაისში-ივნისში დაიწყება.
ბათუმის ახალი კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამზადებული სერვისი” – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი ნატო ხონელიძე.
კლინიკა ”ინვიტრო” უკვე 18 წელია რაც მუშაობს. კლინიკა ინ ვიტრო ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი კლინიკაა.
”კლინიკა ინვიტროში ხდება ქალთა და მამაკაცთა უშვილობის მკურნალობა, ორსულობის მონიტორინგი, გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა, ტრანსვაგინალურად საკვერცხის კისტის ასპირაცია. დიაგნოსტიკური სერვისები, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა.
პარლამენტის მიერ შესასყიდი პირადი ჰიგიენის საშუალებების ჩამონათვალი:
7000 რულონი ტუალეტის ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ აპარატებთან თავსებადი; მაღალი ხარისხის, ერთფენიანი, სხვადასხვა დიამეტრის, თეთრი ნატურალური ფერის;
3500 რულონი ტუალეტის ხელსაწმენდი ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ კონკრეტულ აპარატთან თავსებადი, ჩასამაგრებელი ბუნიკით; მაღალი ხარისხის, ორფენიანი; თეთრი ნატურალური ფერის;
2700 ლიტრი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; თეთრი ფერის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა არაუმეტეს 5 ლიტრიანი ბალონი;
200 ცალი ხელის საპონი – მაღალი ხარისხის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა ინდივიდუალური; წონა 100 -150 გრ.
100 ცალი თხევადი საპნის კარტრიჯი – მითითებულ აპარატთან თავსებადი; 1000 მ/ლ.-იანი; ზუსტი დოზირების სარქველით;
30 ცალი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; სარქველიანი; ანტიბაქტერიული; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა 250 – 400 მილილიტრიანი ბალონი.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესყიდული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობებას.
მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისსა და/ან ქუთაისში [პარლამენტის სასახლე].
პრეტენდენტს უფლება არა აქვს, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირთა სიას 1975 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქე დაემატა, რომელზეც, სიაში არსებული მონაცემებით, გერმანიის ფედერალური სასასამართლოს მიერ გაცემულია დაპატიმრების ორდერი [თარიღდება 2014 წლის 14 მაისითა და 2014 წლის 5 დეკემბრით].
მისი სავარაუდო ადგილსამყოფელია სირია/თურქეთის საზღვარი (2015 წლის იანვრის მონაცემები); ხოლო ძირითადი მისამართი ბერლინი, კარლ-მარქსის ქუჩა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებიც შედიან ან დაკავშირებულნი არიან ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, მხოლოდ თარხან ბათირაშვილია შეყვანილი, რომლის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა:
ადგილსამყოფელი – სირიის არაბთა რესპუბლიკა (Syrian Arab Republic) (2014 წლის დეკემბრის მონაცემებით).
სიაში შეყვანის თარიღი: 23.01.15
2014 წლის შუახანების ინფორმაციით, ორგანიზაციის, Islamic State in Iraq and the Levant–ის, რომელიც სიაში შეტანილია, როგორც Al-Qaida in Iraq (AQI) (იურიდიული პირების სია #83) სირიაში მოქმედი მთავარი სამხედრო მეთაური და სათათბირო საბჭოს წევრი.
ხელმძღვანელობდა დაახლოებით 1000 უცხოელ მებრძოლს ISIL-ისათვის.
ჩადენილი აქვს მთელი რიგი თავდასხმებისა ჩრდილოეთ სირიაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს შენობები გუშინ, ბათუმში, ბიზნესფორუმზე ვიზიტის შემდეგ დაათვალიერა.
მუსლიმური თემის ლიდერების თქმით, ეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან ახალი შენობები ბათუმის „ორთა ჯამეში” ლოცვის პირობების შესაქმნელად ძირითადი საშუალებაა.
საუბარია მედრესესა და დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობაზე, რომელთ მუსლიმი თემისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბათუმის „ორთა ჯამეში” დამატებითი ფართის გამოსათავისუფლებლად მიიღო.
პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება – “ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და თქვენ სამადლობელო არ გაქვთ ჩემთვის. პირიქით დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენ ხანს მოითმინეთ. მე ვიცი რომ პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამ პრობლემებს ჩვენ ეტაპობრივად მოვაგვარებთ, გადავლახავთ სიძნელეებს. იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ მოვაგვარებდით. ამას სჭირდებოდა დრო, თანმიმდევრული გადაწყვეტა. დღეს დადგა ის დრო, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვარეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად” – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.
გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისაც შეხვდა.
“ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული. დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით” – ნათქვამია, ქალთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ადგილები სხვა ქალაქებში:
ზუგდიდი/კინოთეატრი ატრიუმი ოზურგეთი/ოზურგეთის თეატრი ახალციხე/ცენტრალური სკვერი წყალტუბო/კულტურის სახლი ბოლნისი/კულტურის სახლი ბათუმი/ერას მოედანი ნინოწმინდა/კულტურის ცენტრი ახალქალაქი/ცენტრალური პარკი გარდაბანი/ბაზრის ცენტრალური მოედანი დმანისი/მთავარი სკვერი გორი/თეატრის შენობის წინ ქუთაისი/მესხიშვილის თეატრი თელავი/თელავის თეატრი მარნეული/კულტურის სახლი რუსთავი/ მერიის შენობის წინ ქობულეთი/გამგეობის წინ სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი გურჯაანი/პაპას ბაღი, იუსტიციის სახლთან ბორჯომი/რუსთაველის მოედანი ხაშური: დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი საგარეჯო/კულტურის სახლის წინ მცხეთა/სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია(მთავარ შესასვლელთან) სოფ. დუისი-საზოგადოებრივი ცენტრი (პანკისის ხეობა)
ყვავილებით მოვაჭრეები ყვავილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ქალაქ ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
მინისტრმა ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ბათუმის ნავთობტერმინალის დაყადაღების შესახებ – “ვიცი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, დავავალე ჩემს მოადგილეს ნათია მიქელაძეს, ის ალბათ ერკვევა ახლა სიტუაციაში და ვნახავთ, შევხვდებით ხელმძღვანელობასაც და გავიგებთ” – თქვა მან.
ინფორმაცია ბათუმის ნავთობტერმინალის დაყადაღების შესახებ გუშინ, ipress.ge-მ გაავრცელა – ”ბათუმის ნავთობტერმინალი უცხოური კომპანიის მოთხოვნით დაყადაღებულია, – ამის შესახებ “აიპრესისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი”.
მინისტრებმა ისაუბრეს დოლარის კურსის მატების თემაზეც და აღნიშნეს, რომ დოლარის კურსმა მოიმატა არა მარტო ქართულ ლართან, არამედ თურქულ ლირასა და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაშიც.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას:
„პირდაპირი წამალი ამ დევალვაციის წინააღმდეგ არის ის, რომ გაიზარდოს საინვესტიციო და სავაჭრო აქტივობა. სწორედ ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები, ყველაზე კარგად უმკლავდებიან სავალუტო კრიზისებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი გზა, ამ სავალუტო რყევის პირობებში, ჩვენ სამ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა” – თქვა მან.
თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის თქმით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა და მალე ეს მაჩვენებელი კიდევ ამდენივეთი გაიზრდება.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად აისახება სამივე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და თანამშრომლობაზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი პროექტების იმპლემენტაციაზე ქვეყნებს პრობლემები არ შეექმნებათ – “ჩვენ არ შეგვექმნება პრობლემები ისეთი მოცულობითი პროექტების განხორციელებაში, როგორიც “ბაქო-თბილისის ყარსი” და სხვაა. ისინი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილია.
„ჩვენი მთავრობების მხრიდან არ შეწყდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენ ველოდებით ზრდას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს ტურიზმი, ვაჭრობა თუ სხვა. აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკები მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და რაღაც სახით ხდება მათზე ზეგავლენა ზოგადი ტენდენციით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ნეგატიური ზეგავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაციისთვის” – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მეუფე დიმიტრისთან სამეუფეო რეზიდენციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს უნდა გადაეცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარის მთავრობის მეთაურს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, არც ერთი სხვა კანდიდატი არ ყოფილა ისეთი, ვისაც რეგისტრაციის პროცესში ხარვეზი დაუდგინდა.
ბათუმის უნივერსიტეტი
რექტორობის კანდიდატები არიან: რამაზ ხალვაში, ირაკლი ბარამიძე, მალხაზ ნაკაშიძე, მანუჩარ ლორია, ანთაზ ქიქავა, ბესიკ ბერიძე, მარინა გიორგაძე, როსტომ ბერიძე.
ახალ რექტორს უნივერსიტეტი 16 მარტს აირჩევს. რექტორი ირჩევა 4 წლის ვადით.
მოქმედმა რექტორმა, ალეკო ბაკურიძემ ვადის ამოწურვამდე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ითქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.
“საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოები და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ მზაობას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და ბევრ ახალ ინიციატივას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ასეთი ძლიერი პარტნიორები რეგიონში, რომლებიც მსოფლიოში, სხვადასხვა ბიზნეს სექტორში არიან მოწინავე პოზიციებზე”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო-თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ასეთი ურთიერთობის ტენდენცია შენარჩუნდება და ამ თანამშრომლობის შედეგად ბევრი წარმატებული პროექტიც განხორციელდება.
ირაკლი ღარიბაშილმა სიტყვით გამოსვლისას, უცხოელ სტუმრებს მიმართა:
“ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით კიდევ უფრო მიმზიდველი გარემო შექმნას და კიდევ უფრო ხელი შეუწყოს ინვესტიციების შემოტანას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს – საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ყველას ერთად შეგვწევს ძალა მთლიანად ჩვენი რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან კავშირად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის კარი, თქვენთვის ყოველთვის ღიაა. საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული”- განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.
მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება.
ბიზნესფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბეჩქისთან და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან, შაჰინ მუსტაგაევთან ერთად დაესწრება.
ფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქოების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროს წარმომადგენლები არიან.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ე.წ. B2B შეხვედრებიც, სადაც სამივე ქვეყნის ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილონ.
წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით არასრულად აცრილი ან აუცრელი 2001–2009 წლებში დაბადებული ბავშვები, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;
წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით – 1985–2000 წლებში დაბადებული პირები აცრის სტატუსის მიუხედავად (გარდა 2013–2014 წლებში აცრილი პირებისა);
წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით – სამედიცინო პერსონალი;
წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტი.
წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას მოხდება ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;
მოხდება ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
ასევე ჩატარდება სხვა კონტიგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.
ფინანსთა სამინისტრომ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჟილინის არხი
„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს ,,ტონი და კომპანიას“ დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 მარტს ქ.ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას“.
გასულ კვირას ბათუმელებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ჟილინის არხის“ მშენებელ კიდევ ერთ კომპანიასთან შეწყვიტა მერიამ ურთიერთობა. კომპანიაში ამბობენ, რომ ბათუმის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სასამართლოში უჩივლებენ. ბათუმის მერია ამ არხის აშენებას უკვე 3 წელია ცდილობს, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა.
რა არის გვამური ტრანსპლანტაცია? – გვამური ტრანსპლანტაცია ნიშნავს გარდაცვლილიდან აღებულ ორგანოთა გადანერგვას. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ ცოცხალ ტრანსპლანტაციასთან შედარებით, გვამურ გადანერგვას ბევრი უპირატესობა აქვს – ”პირველი ის, რომ ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე არ დგება რისკზე, მეორე ის, რომ ღვიძლის შემთხვევაში ორგანო სრულად ამოიღება და კიდევ ის, რომ ამ დროს შესაძლებელია სხვა ორგანოების დონაციაც – გულის, პანკრეასის… და ამით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა”, – ამბობს ის.
გვამი დონორი შეიძლება იყოს ორი ტიპის: გულისცემაშეჩერებული და გულისცემაშენარჩუნებული (როცა დაფიქსირებულია თავის ტვინის სიკვდილი). საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გია თომაძისთქმით, გადასანერგად უკეთესია ისეთი ორგანო, რომელიც თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან არის ამოღებული. ”თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში (რომელიც აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებისა), ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გულისცემა, ანუ სისხლის მომარაგება მიმდინარეობს ყველა ორგანოში, გარდა ტვინისა, აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ორგანო იქნება აღებული, იგი უფრო კარგად და დიდ ხანს იფუნქციონირებს”, – ამბობს ის. გვამური ტრანსპლანტაციისას ამოღებული ორგანოს შენახვის წესები იგივეა, რაც ცოცხალი გადანერგვისას, თუმცა, ცოცხალი დონორიდან აღებული ორგანოს ან ორგანოს ნაწილის შენახვის დრო ჩვეულებრივ მინიმალურია (1-2 საათი), მაშინ როცა გვამურ ორგანოს ხშირად უფრო დიდხანს უწევს შენახვა მისი ტრანსპორტირების აუცილებლობის გამო (20-30 საათი).
კანონმდებლებმა – კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ, რომლითაც დასაშვებია გადასანერგად გამოყენებული იქნეს გარდაცვლილი ადამიანის ორგანო, ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღეს. გია თომაძის თქმით, გვამური ტრანსპლანტაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სიცოცხლეში აქვს გაცემული თანხმობა დონორობაზე ან/და როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები თანხმობას აცხადებენ გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად გამოყენებაზე. ამავე კანონის მიხედვით, ”ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა”. თავის ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმავე წელს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიმუშავა.
რატომ არ ხორციელდება? – გია თომაძის აზრით, მთავარი პრობლემა საზოგადოებრივ ცნობიერებაშია: ”გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები არ თანხმდებიან იმას, რომ მათი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოები გამოყენებული იქნას გადასანერგად. ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გადალახა საზოგადოებამ. კახა ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გარკვეული პასუხისმგებლობა მედიასა და სასულიერო პირებსაც აკისრიათ: `ირანში გვამურმა ტრანსპლანტაციამ მძლავრი ნაბიჯებით დაიწყო პროგრესი მაშინ, როცა გამოვიდა იმამი და უთხრა საზოგადოებას, რომ ყველა გარდაცვლილი, რომლის ორგანოც გამოყენებული იქნება დონაციისთვის და ის ამით სხვა ადამიანს გადაარჩენს – სამოთხეში მოხვდება. ამან პრინციპულად შეცვალა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ირანია”.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ რამდენიმე სემინარი ჩაატარა თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების პროფესიონალებისთვის გასაცნობად, რომელსაც რამდენიმე ათეული ნევროპათოლოგი და რეანიმატოლოგი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარდაცვალების დადგენის სიმპტომების კომისია, კახა ქაშიბაძის თქმით, საქართველოს კლინიკების 99%-ში ჯერჯერობით ამის შეფასების არც პირობებია და არც მექანიზმი, ამიტომ კლინიკებში პოტენციური დონორის ოჯახის წევრებს დონორობას არ სთავაზობენ. გია თომაძის თქმით, საქართველოში არსებობს მობილური ჯგუფი, რომელსაც საშუალება აქვს, კლინიკასთან ხელშეკრულებისა და კლინიკიდან გამოძახების საფუძველზე დასვას თავის ტვინის სიკვდილის ლეგალური დიაგნოზი. `ამისთვის მხოლოდ მინიმალური დაფინანსება და კლინიკის სურვილია საჭირო”, – ამბობს ის.
საქართველოს კანონმდებლობით თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ელექტროენცეფალოგრაფი ან ტრანსკრანიური დოპლერი. გია თომაძე ამბობს, რომ საქართველოში ეს ორივე აპარატი დიდ კლინიკათა უმრავლესობაში არსებობს.
დონორობის მსურველები – ყველა ადამიანს აქვს უფლება და საშუალება, სიცოცხლეშივე განაცხადოს, სურს თუ არა დონორობა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე: განთავსებულია საინფორმაციო ბანკი, სადაც ორგანოგადანერგილებისა და ცოცხალი დონორებისგარდა, ხდება იმ ადამიანების რეგისტრაცია, ვისაც სურს გარდაცვალების შემდეგ გახდეს ან არ გახდეს დონორი. გია თომაძე ამბობს, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება და დადგება საკითხი ორგანოს გადანერგვის შესახებ, ჯერ უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას საინფორმაციო ბანკში გაცხადებული თავისი სურვილი დონორობის შესახებ – ”თუ მას თანხმობა აქვს, მაშინ ეს უადვილებს ოჯახის წევრებს მიიღონ გადაწყვეტილება გვამიდან ორგანოების დონაციის შესახებ. უადვილებს იმიტომ ვთქვი, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული თანხმობის მიუხედავად, უარი თქვან მისი ორგანოების გადანერგვაზე”.
ასოციაციის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრირებულ პიროვნებას უკავშირდებაასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც გადაამოწმებს ინფორმაციის სისწორეს. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში რეგისტრირებული პიროვნების სახელზე გამოიწერება დონორის ბარათი და იგი დონორობის მსურველს გადაეცემა.
ამ ეტაპზე ოფიციალურ თანხმობას, გარდაცვალების შემდეგ გახდნენ დონორები, 200-ზე მეტი ადამიანი აცხადებს.
სხვა ქვეყნების პრაქტიკა – გვამური ტრანსპლანტაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. გია თომაძის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვამური დონაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და აზიურ რესპუბლიკებში არ ხორციელდება. კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ გვამური დონაციის ერთ-ერთი ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსიაა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბათუმის მერიას 19 თებერვალს მისცა თანხმობა ჟილინის არხის რეკონსტრუქციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ეს მერიას საშუალებას აძლევს შესაბამისი შესყიდვა შეზღუდულ ვადებში განახორციელოს.
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მერიამ 4 მარტს გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება კი დღეს, 6 მარტს დაიწყო და 10 მარტს დღის 12 საათზე დასრულდება.
“ჟილინის არხის” რეკონსტრუქციას მერიასთან შარშან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “GM HIDRO” აწარმოებდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები წინასწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.
ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის, უჩა ფუტკარაძის ინფორმაციით, შპს GM HIDRO -ს სამუშაოების შეთანხმების ვადაში დასრულების შესაძლებლობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა ბათუმის მერიაში ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მშენებელი კომპანია 250 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა დისკვალიფიკაცია. კომპანია მერიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
2014 წელს საქართველოში 2 644 გიორგი და 3 346 მარიამი დაბადა.
ბიჭის სახელებს შორის, გიორგის გარდა, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს (2329), ანდრიას (1912), გაბრიელს (1720), ლუკას (1566), საბას (1303), დავითს (1224) და ალექსანდრეს (1145) არქმევენ. ასევე პოპულარული სახელებია: მათე, დემეტრე, სანდრო, ილია, დაჩი, ლაზარე, იოანე, ნიკა, ირაკლი, გეგა, თომა, ცოტნე, თორნიკე, ერეკლე, ბექა, ზურა და ლაშა.
ახალშობილ გოგოებს მარიამის გარდა ყველაზე ხშირად ბარბარეს (2240), ელენეს (1966), ანასტასიას (1831), ნინოს (1124) და ნიას (993) არქმევენ. ასევე პოპულარული სახელებია: ლიზი, ნინი, თამარი, სალომე, ნატალი, ანამარია, თეკლა, ნუცა, ანი, სესილი, ლილე, მართა, ანანო, ლიკა, ქეთევანი, ეკატერინე, გვანცა და ნიტა.
2014 წელს საქართველოში სულ 60 736 ახალშობილი დაიბადა, მათგან 52 პროცენტი – ბიჭი და 48 პროცენტი – გოგო. ყველაზე მეტი, 15 454 ახალშობილი თბილისში დაიბადა, მეორე ადგილზეა ბათუმი – 2 695 ახალშობილი, ქუთაისი – 2 541, გორი – 2 049 და რუსთავი – 2 029 ახალშობილი.
პატიმრები „ბათუმელების“ რედაქციაში გამოგზავნილი წერილების ასლებს პარალელურად უგზავნიან მთავარ პროკურატურას, პრემიერ-მინისტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, პარლამენტარ ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პატიმრების საჩივრების საფუძველზე უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ხუთი პატიმრის საქმეზე. თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულნი არიან თუ არა ციხის თანამშრომლები, ხომ არ მიუციათ ვინმე პასუხისგებაში – ამ კითხვებს პროკურატურამ არ უპასუხა.
პატიმრები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ უკვე მოინახულა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ჯაბა ზერეკიძემ. მისი ინფორმაციით, ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, პატიმრების განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებებში დასმულ საკითხებზე რეაგირება არ ყოფილა. საია სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას.
იური კალაძე 36 წლისაა, ის სასჯელს ახლა მესამე დაწესებულებაში იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 23 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა 23-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელის ვადა 2021 წელს ეწურება. როგორც „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ის წერს, ეს არის მისი პირველი წერილი, რომელიც საჯაროობის მიზნით დაწერა. ამბობს, რომ არასოდეს მიუმართავს არავისთვის დახმარების თხოვნით. „მე არ ვარ ამაყი იმის გამო, რომ ერთი ადამიანი დავჭერი, მეორე მოვკალი, თუმცა ქვეყანაში, სადაც სამართალი არ იყო, სხვა გზა არ მქონდა“, – წერს პატიმარი წერილში. მისი მიზანია, გაიგოს ყველამ – მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და მთელმა ქვეყანამ თუ რა ხდება ბათუმის მე-3 დაწესებულებაში.
პატიმარი კალაძე წინა ხელისუფლების პერიოდში გადატანილ წამებაზეც წერს: „აქ ბევრი პატიმარი ცემისგან ეტლს მიეჯაჭვა. მე ფეხზე დავდივარ, მაგრამ ოპერაცია მჭირდება, დისკოზი მაქვს… ჩვენ ტკივილგამაყუჩებელს არ გვაძლევდნენ და თავი დავიზიანე, რომ საავადმყოფოში გადავეყვანე. თავის დაზიანების გამო სასჯელი დამიმატეს „ოცნების“ მთავრობის დროს. არავის უკითხავს, რატომ დავიზიანე თავი რკინის მეტალით. ყველას მივწერე, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს. მხოლოდ გერბიანი ფურცელი მოვიდა, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო… ახლა ბათუმის მესამე საპყრობილეში ვარ. მე ადმინისტრაციასთანაც მომიწია შელაპარაკება, დამაბეს და ფეხები მირტყეს. სიცივეში ჩამსვეს კარცერში, მცემეს“…
პატიმარი სულხან ბერიძე: „2015 წლის 23 იანვარს ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში, რომლის ზემოთ არის ე.წ. ანტივანდალური საკანი. დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მომესმა პატიმრის ყვირილი: „ნუ მირტყამთ“. როგორც შემდგომში გაირკვა ეს პატიმარი იური კალაძე იყო. ე.წ. კარცერში ჩამოიყვანეს კალაძე. როგორც იურიმ მითხრა, მას ასე იმიტომ მოექცნენ, რომ დედასთან დარეკვას ითხოვდა, ადმინისტრაცია კი ამის უფლებას არ აძლევდა. დამამცირებელია ისიც, რომ როცა კარცერში ჩამოიყვანეს, მას შარვალი არ ეცვა~. პატიმარი თემურ ტაკიძე: „სასჯელს ვიხდი 2007 წლის 28 აპრილიდან, 2015 წლის 5 ივნისს ვთავისუფლდები პატიმრობიდან. ჩემი სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში… შეწყალების კომისიას მივმართე, მაგრამ რატომ მეთქვა უარი, ჩემთვის გაუგებარია… დღესაც ძალიან ბევრი თანამშრომელი მუშაობს დაწესებულებაში, ვინც მხილებულია ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში. როგორ შეიძლება გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დროინდელი ბადრაგი მუშაობდეს აქ (ჯიქია და ვეკუა მე-3 დაწესებულების ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე ბრალდებულები არიან პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში – ავტ.). თქვენ ალბათ ბევრი პატიმარი გწერთ, რომ ცუდ დღეშია, ზოგი ზოგის კარნახით წერს, ზოგი საბოტაჟის მიზნით აკეთებს ამას… მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. მინდა ქართველმა ხალხმა გაიგოს – „ოცნებას“ ამოფარებული ჯალათები მუშაობენ დღეს ისევ ციხეებში.
პატიმარი გიორგი ოქროპირიძე: „გთხოვთ დამეხმაროთ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი ვამხილე დანაშაულის ჩადენაში, ჩემ მიმართ იმატა ზეწოლის ფაქტებმა. ჩემი წამების საქმეებს იძიებს აჭარის პროკურატურა. მათ აქვთ უამრავი დამადასტურებელი დოკუმენტი როგორ ძალადობენ ჩემზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარ ნაცემი. მე მივმართავ მათ არ დააფარონ ხელი ჯალათებს, გაიზიარონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ექსპერტიზის დასკვნები. მინდა, ჩემი უფლებები დაიცვან, დამეხმარეთ“…
ბათუმის საპყრობილე
„ბათუმელების რედაქციაში კიდევ ოთხი პატიმრის წერილი შემოვიდა. იმის გამო, რომ საქმე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რედაქციამ გადაწყვიტა, მათი ვინაობა მხოლოდ ინიციალებით დაწეროს. აი, რას წერენ პატიმრები (მ.გ; გ.მ.; თ.მ და ჯ.მ): „ბათუმის მესამე დაწესებულებაში სასჯელის მოხდა გვიწევს გაუსაძლის პირობებში. ვართ სხვადასხვა დაავადებით ინფიცირებულები. ეს იცის მთავარმა ექიმმა, ზურაბ ორაგველიძემ ჩვენი სამედიცინო ბარათებიდან. გვესაჭიროება გამოკვლევები და მკურნალობის დაწყება. ვითხოვთ ისეთ ადგილას გადაგვიყვანონ, რომ დაავადებები პატიმრებს ერთმანეთისგან არ გადაგვედოს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი მანამ არ გადაიყვანეს ჩვენგან, სანამ სისხლის ღებინება არ დაეწყო. წამლები არ გვაქვს, ამბობენ დეპარტამენტი არ გვაწვდისო. აფთიაქი გვჭირდება, რომ ჩვენი ხარჯებით შევძლოთ წამლების ყიდვა. ჩვენს საკანში არის სინესტე, საკვები არ არის ვარგისიანი. საპირფარეშოში არ მოდის წყალი, არ გვაძლევენ ტელეფონზე დარეკვის უფლებას. გთხოვთ შეგვხდეთ და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება. ჩვენი წერილიც ასე უფრო დასაბუთებული იქნება“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ პატიმრების ბრალდებები საბოტაჟის მცდელობაა და ამ მეთოდით ისინი ცდილობენ ციხის ადმინისტრაციის მართვას.
პატიმრები ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენჯერმე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების საქმეს სწავლობს, კონკრეტულად იური კალაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით კი, ომბუდსმენმა გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.
“ორჯერ დამიკავშირდნენ სამინისტროდან, მითხრეს, რომ განცხადება უნდა დავწეროთ, თანხა აღარ იქნება გადასახდელი და მისცემენ ბინადრობის ნებართვას“ – აღნიშნა ირაკლი ძნელაძემ „ბათუმელებთან“.
დღეის მონაცემებით, რექტორობის რეგისტირებული კანდიდატები არიან: რამაზ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე, ირაკლი ბარამიძე და მანუჩარ ლორია. ოთხივე მათგანი უნივერსიტეტის თანამშრომელია.
უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მარინა გიორგაძე.
საბუთების მიღება ხვალ, საღამოს 4 საათამდე გაგრძელდება, რექტორის არჩევნები კი 16 მარტს ჩატარდება.
უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.
შესყიდული ყვავილების თაიგულების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, როგორც ქ. თბილისში [პარლამენტის სასახლე], ასევე ქუთაისში.
თაიგულის მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს წუნდებული საქონელი ახლით, შეტყობინებიდან ორი საათის განმავლობაში.
პარლამენტიდან თაიგულების მოთხოვნა განხორციელდება ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მიმწოდებელს მუდმივად (კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში) ჩართული უნდა ჰქონდეს საქართველოს არანაკლებ ორი სხვადასხვა ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ტელეფონის ნომერი, ასევე არანაკლებ ერთი მოქმედი ელექტრონული ფოსტა. ფიჭურ ტელეფონზე განხორციელებული მოთხოვნის ზარი ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად. ასევე ფიჭურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად.
პარლამენტი წელს, სავარაუდოდ, სულ 244 ცალ სხვადასხვა დასახელების, ზომისა და შემადგენლობის თაიგულს შეისყიდის.
შესასყიდი თაიგულების დასახელება:
ყვავილების მისართმევი თაიგული;
სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (რგოლი მოლბერტზე);
სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (დასადგამი);
სარიტუალო თაიგული;
მაგიდის კომპოზიცია;
დეკორატიული სანთელი ყვავილებით;
ყვავილების კომპოზიცია ფურშეტის მაგიდის;
კომპოზიცია კოქტეილის მაგიდის;
კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ;
კომპოზიცია კიბის;
შემოსასვლელის დიდი კომპოზიცია;
კომპოზიცია მოლბერტზე;
კომპოზიცია შანდალზე.
მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის საბოლოო დიზაინი შეთანხმდება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის.
თეა ზარხოზაშვილი ქობულეთში, ხულოს ქუჩაზე ცხოვრობს. იგი 30 წლისაა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ოთხი შვილი კერძო პანსიონში ჰყავს მიბარებული, ყველაზე პატარა კი, სახლშია. თეას მეუღლე თურქეთშია სამუშაოდ წასული, რის გამოც მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა.
„სასამართლოშიც კი მიჩივლეს, შემოსავალი დაგვიმალე და ფული უკან დააბრუნეო. ეს სახელმწიფო მეუბნება, რომ შვილები პანსიონიდან გამოვიყვანო და შიმშილში ვაცხოვრო,“ – გვეუბნება თეა.
ზარხოზაშვილების სახლი საცხოვრებლად, ფაქტობრივად, უვარგისია – კედლები ირყევა, ფანჯრებზე მინების ნაცვლად ძველი ტანსაცმელია მიკრული, იატაკი ძველი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია, ავარიულია სახლის აივანიც.
თეა ამბობს, რომ სახლის შესაკეთებლად გამგეობას ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ: „არ გეკუთვნისო მითხრეს, არადა, ბავშვები რამდენჯერ ჩამივარდა მაგ ღრიჭოებში“.
სახლში ელექტროგაყვანილობაც კუსტარულია. სახლის ირგვლივ რამდენიმე ბოსელი დგას, რის გამოც ეზო დაჭაობებულია და ირგვლივ მძაფრი სუნია. თეას თქმით, „პირველ სართულზე მეზობლები თივას ინახავენ. ზამთარშიც კი მწერებია სახლში. თივის გამო თაგვებია სახლში და გველიც კი ვიპოვეთ, შეიძლება ასეთ პირობებში ბავშვების ცხოვრება?“
ამ სახლში თეას ოჯახის გარდა ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს
თეა ამბობს, რომ ავად არის და მარტო წამლებისთვის თვეში 500-მდე ლარი სჭირდება. საუბრის დროსაც ხშირად ახველებს. სასწრაფო დახმერებას ამ ოჯახში თითქმის ყოველდღე იძახებენ.
„ჩემი ქმარი ვალების გამო წავიდა თურქეთში. თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა. სახელმწიფო მხოლოდ 300 ლარს გვაძლევდა, რომელიც ვალებში მიდიოდა. მეუბნებიან, გამოიყვანე ბავშვები პანსიონიდან და დაგეხმარებითო. სად იყვნენ ამდენი ხანი, ექვსი წელია წერილს წერილზე ვწერ, რომ ჩვენი მდგომარეობა გამოასწორონ, ერთხელ არ მოსულა არავინ. ახლა დღეში ცხრაჯერ მოდიან იმის გამო, რომ შვილები ამ საშინელ მდგომარეობაში დავაბრუნო“.
თეა ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა დაკარგა: „ერთ ტომარა ფქვილს მოიტანენ და ამით ვაცხოვრო ჩემი შვილები? მომიტანეს მაცივარი და არც კი ჩამირთვია. რა შევინახო მაცივარში, როცა საკვები არ გვაქვს. ჩემი შვილები პანსიონში კარგად სწავლობენ, არ სცივათ და არ შიათ, მითხარით, რა შევთავაზო მათ სახლში, რომ მოვიყვანო? მითხრას მთავრობამ, რას სთავაზობს ჩემს შვილებს? მოვიდეს მინისტრი და ერთი დღე იცხოვროს ამ სახლში, მისი შვილები აცხოვროს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება“.
ყველაზე ბევრი თანხა, რაც თეას ოჯახში ბოლო ექვსი თვის მანძილზე შევიდა, 80 ლარია: „მანდარინი ვკრიფე და იმაში ავიღე. ჩემმა შვილებმა ორჯერ ორიც კი არ იცოდნენ, ცხრა წლის ბავშვს ზღვაზე სიმინდის გასაყიდად რომ გაუშვებ და ყანას ათოხნინებ, ეს რა ცხოვრებაა. ღმერთმა ხომ იცის, რატომ გავუშვი იქ, მინდა ადამიანურ გარემოში იცხოვრონ. ახლა კარგად ასწავლიან. მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ კარგი განათლება და სუფთა ოთახში დაიძინონ“.
თეა ამბობს, რომ ბავშვების დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სახელმწიფო მათ შემოსავალს გაუზრდის. „გამგეობაში მითხრეს, რას აჩენდი ამდენ ბავშვსო. ამას ადამიანი იტყვის? თუ რაიმეს სთხოვ, მხოლოდ გლანძღავენ“.
აზა ბოლქვაძე
აზა ბოლქვაძეც ქობულეთის მკვიდრია. მას ორი შვილი ჰყავს. მეუღლე გარდაეცვალა და საცხოვრებლად ძმის სახლში გადავიდა, თუმცა საკუთარი ბინა არც მანამდე ჰქონია. ძმის ოჯახიც სოციალურად დაუცველია. აზა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც შვილი პანსიონში მიაბარა, დაცული მომავალია: „ბავშვი ყველაფრით უზრუნველყოფილია. რაც მთავარია, მას იქ კარგად ასწავლიან. მე მიყვარს ჩემი შვილი და, ბუნებრივია, განვიცდი, რომ ის სხვაგან არის, მაგრამ უფრო მეტად განვიცდი, როცა არ შემიძლია ის მივცე, რასაც ოჯახი უნდა აძლევდეს ბავშვს. სკოლაში ყველა ბავშვს რეპეტიტორი ჰყავს, ჩემს შვილსაც ხომ უნდა ინგლისურის, მათემატიკის სწავლა. 144 ლარია სახელმწიფო დახმარება, რა გავაკეთო ამ თანხით? საკვები ვიყიდო, ტანსაცმელი თუ წამალი“.
აზა ამბობს, რომ შვილს ყოველ დღე ესაუბრება. უმძიმს, მაგრამ ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ აქვს. „ჩემი შემოსავალი მინიმუმ 500 ლარი მაინც რომ იყოს, დავაბრუნებდი შვილს. მე არ ვითხოვ ფუფუნებას, ჩემი ფუფუნება ჩემი შვილები და მათი განათლებაა, სწორედ ამაზე ვზრუნავ დღეს“.
აზა წინააღმდეგია შვილის მინდობით აღზრდისაც. „ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი შვილი სხვის ოჯახში უფრო დაცული იქნება“ – ამბობს ის.
სოფო ჯინჭარაძე და ფრიდონ ევგენიძეც ორ შვილს ზრდიან. ცხრა წლის ლუკა პანსიონში მიაბარეს, უმცროსი ბაღში დაჰყავთ. ორივე უმუშევარია და მათი ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარია, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ.
მათ უმცროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სოფო ამბობს, რომ სახელმწიფო დაზღვევა ყველა ხარჯს ვერ უნაზღაურებს: „გამოკვლევები თბილისში ჩავუტარე, ბევრი თანხა დავხარჯე. როცა ცუდად გამიხდა, ვკიოდი და ვტიროდი, სად იყო სახელმწიფო, სად იყო სოციალური სამსახური? ახლა მოვარდა ყველა. ერთი ტომარა ფქვილი და შაქარი არ არის ოჯახის დახმარება, ბავშვებს გაცილებით მეტი სჭირდებათ“.
ეს „მეტი“, სოფოს აზრით, კარგი განათლება, თბილი ოთახი და ნორმალური კვებაა.
ფრიდონ ევგენიძის სახლი
„ბავშვებს არ აქვთ საკუთარი ოთახი. როცა მინისტრი ამბობს, ბავშვები ღირსეულად უნდა გაიზარდონო, ვეთანხმები, მაგრამ როგორ? მეგობრები რომ აკითხავენ ლუკას და ეკითხებიან, სად არის შენი ოთახი, ხუთ ადამიანს ერთ ოთახში გძინავთ? – ლუკას რცხვენია. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ფსიქოლოგიური სტრესი? როცა სახლში არ არის წყალი, სველი წერტილები, ეს ნორმალურია? სოციალური სააგენტოს უფროსი ახლა მოვიდა, როცა შვილი პანსიონში მივაბარე. თურმე გაზის შემოყვანაც შეიძლებოდა აქამდე, ის თბილ ღუმელთან იჯდა, მე კი წვიმაში გარეთ ვრეცხავდი ტანსაცმელს“.
სოფო ამბობს, რომ მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა: „ორსულობის დროს ანემია მქონდა და ახლაც თავბრუ მეხვევა, ალბათ, გემოგლობინი ისევ დაბალი მაქვს. ჩემს პატარას ხშირად სჭირდება ექიმი და ჩემი თავისთვის ვეღარ გამოვნახე დრო“.
სოფოსა და ფრიდონს პატარა სახლი და ეზო აქვთ. ამბობენ, რომ თუ ვინმე დაეხმარება, შესაძლებელია ბავშვებს ცალკე ოთახი აუშენონ და უკეთესი პირობები შეუქმნან.
„ლუკა კარგად სწავლობს, ვიცი, რომ კამყოფილია და არაფერი აკლია, მაგრამ ღამეები მაინც არ მძინავს. რომელ დედას არ უნდა შვილი სახლში ჰყავდეს, მაგრამ როგორ?“
სახელმწიფო პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობას. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ათასამდე ბავშვი და მოზარდი კერძო პანსიონებში ცხოვრობს. სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახებს ფულად შემწეობას სთავაზობს. ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით მანელიშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახში, „ოჯახზე უფლებამოსილი პირი თვეში 60 ლარს იღებს, დანარჩენ წევრებზე კი 48 ლარი გაიცემა“.
ბავშვები, რომლებზეც სტატიაშია საუბარი, ქობულეთში ახლაგახსნილ პანსიონში ცხოვრობენ.
კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წელს 150-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადეს. შესყიდვის სატენდერო თანხამ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 2 894 854 ლარი შეადგინა. ამ ტენდერებიდან ზოგი დასრულდა, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ან ჯერ არ დასრულებულა.
იმავე [1 იანვრიდან 4 მარტის ჩათვლით] პერიოდში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე გამოცხადებული 50 ტენდერი კი [სატენდერო თანხა – 780 838 ლარი] – არ შედგა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სკანერების; მყარი დისკების, გარე ვინჩესტერების, მეხსიერების ბარათებისა და დისკების შესაძენად 19 თებერვალს 23 140-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 25 თებერვალს დასრულდა. ადმინისტრაცია ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან შპს „ალტა“-სთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. შესყიდვის ღირებულება სატენდერო თანხის იდენტურია, ანუ შესასყიდი ტექნიკა და აქსესუარები [სკანერი 11 ცალი, მყარი დისკი – 2, გარე ვინჩესტერი – 20, მეხსიერების ბარათი – 10, Digital Versatile Disc (DVD) დისკი – 1000 და Compact Disc (CD) დისკი – 2000 ცალი] „ალტამ“ მთავრობას 23 140 ლარად შესთავაზა.
სახელმწიფო დაწესებულებებმა 100-მდე ტენდერი გამოაცხადა ავეჯის, ხოლო 81 ტენდერი ავეჯის აქსესუარების შეძენაზე, საერთო სატენდერო თანხით – 4 221 661 ლარი.
ავეჯისა და ავეჯის აქსესუარებზე გამოცხადებული არშემდგარი ტენდერების სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 466 109 ლარი შეადგინა.
მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობისათვის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე, ტენდერი მთავრობის ადმინისტრაციამ 27 თებერვალს გამოაცხადა. ავეჯის [საკონფერენციო/შეხვედრებისა და სამუშაო მაგიდები, პრინტერის მაგიდა, მაგიდა მინის ფასადით, კარადები, სამზარეულო] შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] ღირებულება კი 53 935 ლარით განისაზღვრა.
ადმინისტრაცია ხელშეკრულებას, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შპს „ევროსტილი – XXI“-სთან გააფორმებს. ამ კომპანიამ ტენდერით შესასყიდი ავეჯი მთავრობას 22 219 ლარად შესთავაზა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რაც შეეხება, 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული ტენდერების [მიმდინარე და დასრულებულიც] სატენდერო თანხამ 7 938 390 ლარი შეადგინა. 25-ჯერ არ შედგა ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი [საერთო თანხა 1 070 200 ლარი].
ყველაზე ძვირადღირებული ტენდერი – 30 პიკაპის შესყიდვაზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 9 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო ღირებულება 1 450 086 ლარია. წინადადებების მიღება 2 მარტს დასრულდა, თუმცა სააგენტოს გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დოკუმენტების მიხედვით, 30 პიკაპს შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 1 244 789 ლარად სთავაზობს სააგენტოს, ხოლო „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ – 1 241 286 ლარად.
საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებს 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის ნაწილებისა და აქსესუარების შესაძენად 115 ტენდერი აქვთ გამოცხადებული [დასრულებული და მიმდინარე]. ამ ტენდერების საერთო თანხა კი, 10 047 977 ლარია.
ამ კატეგორიის შესყიდვებში არ შედგა 33 ტენდერი, საერთო სატენდერო თანხით – 2 395 162 ლარი.
სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 6 მარტს სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ღონისძიების, „ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში“, განხორციელებაში ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარაში „სს საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორგანიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს ორ კატეგორიად: I კატეგორია – VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, II კატეგორია – X, XI, XII კლასის მოსწავლეები.
კონკურსი ჩატარდება ორ ტურად – შესარჩევი და ფინალური ტური. ლიტერატურული მარათონის შესარჩევი ტური ჩატარდება ელექტრონული ფორმით. ხოლო ფინალური ტური ჩატარდება ერთმანეთის პირისპირ ინტელექტუალური შეჯიბრის ფორმით.
ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა:
ა) მონაწილემ შესარჩევ ტურში დააგროვოს კომისიის მიერ განსაზღვრული ქულების რაოდენობა. (თუ რამდენიმე მონაწილემ კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა, ჩაითვლებიან ფინალურ ტურში მონაწილეებად).
ბ) ფინალში მონაწილე კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემების სისწორე პირადობის ან დაბადების მოწმობის წარდგენის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით. კონკურსის მიზანია ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.