ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქტის სტატისტიკა ამ პროდუქტის ღირებულების მიხედვით
საქართველოში გასულ წელს შემოტანილია 151 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხორბალი (დასათესის გარდა), ხოლო დასათესად – 512 ათასი დოლარის. ამასთან, იმპორტირებულია 6 მილიონამდე დოლარის აქტიური საფუარი; 4,2 მილიონი დოლარის მაკარონის ნაწარმი კვერცხის შემცველობის გარეშე, თბურად დაუმუშავებელი, ხოლო მაკარონის დანარჩენი ნაწარმი, სხვა ხერხით დამზადებული – 6,4 მილიონი დოლარის; გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილია 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.
შარშან იმპორტირებულია 11,6 მილიონი დოლარისსიმინდი (სათესლეს გარდა); ნახევრად დამსხვრეული ან მთლიანად დამსხვრეული ბრინჯი, გაპრიალებული ან გაუპრიალებელი, მოჭიქული ან მოუჭიქავი – 5,2 მილიონი დოლარის; რაც შეეხება მზესუმზირას თესლს, შემოტანილია 3,5 მილიონი დოლარის, როგორც დამსხვრეული, ასევე დაუმსხვრეველი.
მზესუმზირის ზეთის, მისი ფრაქციების (არარაფინირებული ან რაფინირებული) იმპორტმა 37 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სიმინდის ზეთის იმპორტმა 2 მილიონ დოლარს.
შარშან შემოტანილი იყო ასევე 17 მილიონამდე დოლარის მარგარინი (თხევადი მარგარინის გამოკლებით). ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისა ან სისხლისაგან; მათ საფუძველზე დამზადებული მზა კვების პროდუქტები – 8,5 მილიონი დოლარის; მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან – 3,8 მილიონი დოლარის; პომიდორის კეტჩუპი და პომიდორის სხვა საწებლები – 3,2 მილიონი დოლარის; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი – 198,5 ათასი დოლარის; პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები (სოიოს საწებელას, პომიდვრის კეტჩუპის და პომიდვრის სხვა საწებლების, მდოგვის ფხვნილის და მზა მდოგვის გარდა); საგემოვნო დანამატები და შერეული საკმაზები – სულ 15,2 მილიონი დოლარის.
ლერწმის ხამი შაქარი მყარ მდგომარეობაში საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატების გარეშე შემოტანილია 45,8 მილიონი დოლარის; ქიმიურად სუფთა საქაროზა მყარ მდგომარეობაში საგემოვნო-არომატული ან საღებავი დანამატების გარეშე – 17,2 მილიონი დოლარის; შაქრის საკონდიტრო ნაწარმი საღეჭი რეზინის გარდა (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს – 20,4 მილიონი დოლარის; ხოლო დანარჩენი შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზა კვების პროდუქტები – 39,4 მილიონი დოლარის.
ქვეყანაში შემოტანილია მილიონობით დოლარის ტკბილეული, მათ შორის: მშრალი ნამცხვარი – 10,3 მილიონი დოლარის, ვაფლი და ვაფლის ობლატები – 6,9 მილიონი დოლარის; ორცხობილა, ნაფიცხარა და ანალოგიური გაფიცხებული პროდუქტები – 2,1 მილიონი დოლარის; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი (გარდა ისეთი საკონდიტრო ნაწარმისა, როგორიცაა: ხრამუნა პური და კოჭას ნამცხვარი, ორცხობილა, ნაფიცხარა და ანალოგიური გაფიცხებული პროდუქტები) – 13,7 მილიონი დოლარის.
2014 წელს მთლიანობაში ქვეყანაში იმპორტირებულია ყავის ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები – 14,1 მილიონი დოლარის; მზა პროდუქტები ყავის ექსტრაქტების, ესენციების ან კონცენტრატების ფუძეზე ან ყავის საფუძველზე – 5,1 მილიონი დოლარის.
პურის ყანა. ადიგენის მუნიციპალიტეტი [ფოტო: ბათუმელების არქივიდან]
ისინი 2014 წლის 30 მარტს მოსული თოვლის შედეგად განადგურებული მოსავლის კომპენსაციას მოითხოვენ.
დანდალოში მცხოვრები მერაბ ხალვაში ამბობს, რომ მოსახლეობის ზარალის შესწავლის მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ შერჩევით იმუშავა და კომპენსაციაც შერჩევით გაიცა.
„ქედის რაიონში 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ოთხ თემში, სადაც კომისია საერთოდ არ შემოსულა 2100 ოჯახი დარჩა კომპენსაციის გარეშე. რაიონის გამგებელმა დავით დუმბაძემ შექმნა კომისია, კომისიამ და გამგებელმა იმუშავეს იმაზე, რომ ვისაც მეტი მოსავალი ჰქონდა ნაკლები ანაზღაურება მისცეს, ვინც მათთან დაკავშირებული პირი იყო მათ ბევრი მისცეს. აქ კანონდარღვევაა და მივმართავთ პროკურატურას შეისწავლოს ეს საკითხი, აჭარის მთავრობამ კი მოგვაქციოს ყურადღება. ბიუჯეტი რაიონის გამგებლისა არ არის ბიუჯეტი ხალხისაა და უნდა გადანაწილებულიყო იმდაგვარად ვინ რა ზარალი მიიღო და არა იმნაირად ვის სად რა ნათესავი ჰყავდა“ – განუცხადა „ბათუმელეს“, მერაბ ხალვაშმა.
როგორც მერაბ ხალვაში ამბობს ისინი საპროტესტო აქციას უკვე მესამედ მართავენ: „დღეს აქციაზე 80 ადამიანი იმყოფება. თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ მეოთხე აქცია ჩატარდება და გამორიცხული არ არის რაიონის გამგებლის კარებიც კი ავჭედოთ“.
„ბათუმელები“ ქედის გამგებლის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საფასური – 39 761 ლარი, კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს.
ამ ნაკვეთებიდან 19 724 კვ/მ მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, 200 კვ/მ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში, ხოლო 664 კვ/მ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული „ამ უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული „I სეგმენტის ჰიდროელექტროსადგურების“ (შუახევიას და სხალთის ჰიდროელექტროსადგურების), ამავე შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად, აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა მოხდეს“.
15:00 საათზე – ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ თბილისის „არმაზს“ ხვდება, ფოთში მალთაყვის მოედანზე
(საქართველოს სარაგბო კლუბების უმაღლესი ლიგის შეხვედრა / მეორე წრე / მე-14 ტური).
16:00 საათზე – ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში (მისამართი: ლადო ასათიანის #27)12 წლამდელთა ჭაბუკებს შორის მინი-ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის თამაშები გაგრძელდება. დღეს ოთხი მატჩი ჩატარდება. ტურნირში ბათუმის, ხელვაჩაურის, ფოთის, ქობულეთის, ასევე აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ.
აღნიშნული თანხით სააგენტოს ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებები უნდა დაეფინანსებინა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ თავისი 2014 წლის ოქტომბრის განკარგულებით, შეცვალა თანხის ოდენობა და გასული წლის სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული კონფესიებისათვის სააგენტოს ანგარიშზე 1 750 000 ლარი გადაირიცხა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა კონფესიებზე შემდეგნაირად განაწილდა:
საქართველოს ისლამური თემი – 1 100 000 ლარი;
საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 300 000 ლარი;
საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი- 200 000 ლარი;
ბათუმის დინამოს ფანკლუბი ”შავი ზღვის მეკობრეები” | ქობულეთის ”შუქურასა” და ბათუმის ”დინამოს” შეხვედრა | 06-12-2014
„შავი ზღვის მეკობრეები“ – Black Sea Pirates ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბია, რომელიც 2011 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა. მას ბათუმში „პირატების“ სახელით იცნობენ. ფანკლუბის შექმნის იდეა სტუდენტ გივი გაგუას იდეა იყო. იდეამ ფეხბურთის სხვა მოყვარულებიც გააერთიანა. ამირან მამალაძემ, არჩილ ინწკირველმა, ბაჩანა აბაშიძემ, ალეკო ჩხაიძემ და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ ერთად დაიწყეს საკუთარი ქალაქის ფეხბურთის გუნდის ორგანიზებული ქომაგობა, ფანკლუბს ერთად შეურჩიეს სახელი. „რატომ შავი ზღვის მეკობრეები? ალბათ იმიტომ, რომ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვროთ“ – ამბობს გივი.
„დინამოს“ გულშემატკივარი არასდროს აკლდა, მაგრამ სტადიონის დანგრევამ ყველაფერზე იმოქმედა, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ პირველ ლიგაში თამაშობდა. ზოგიერთმა აღარც იცოდა გუნდი არსებობდა თუ არა, ზოგიერთმა ქომაგობას თავი დაანება. გადავწყვიტეთ ჩვენს გუნდს გვერდში დავდგომოდით. ფეისბუქის საშუალებით რამდენიმე ადამიანმა გავიცანით ერთმანეთი და შევიკრიბეთ. მოვიფიქრეთ ფანკლუბის სახელი, გავაკეთეთ ბანერი და დავგეგმეთ როგორ წავსულიყავით თამაშებზე“ – გვიამბობს გივი.
ფანკლუბის წევრები „დინამოს“ საქომაგოდ ქობულეთში მიკროავტობუსებით დადიან. როგორც გივი გაგუა გვეუბნება, „დინამოს“ ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ სამგზავრო ხარჯებს კლუბი აფინანსებს. დღეს „მეკობრეების“ რიცხვი 200-მდეა, მათ შორის არიან გოგოებიც, ყველა თამაშს კი საშუალოდ 50 ქომაგი ესწრება.
„მეკობრეები“ თვითონაც თამაშობენ ფეხბურთს. გასულ წელს საქართველოს ფანკლუბებს შორის გამართულ ტურნირში ჩემპიონები გახდნენ. ამ ტურნირს ქუთაისის „ტორპედოს“ ფანკლუბი 2013 წლიდან ატარებს და მასში ფანკლუბის აქტიური წევრები მონაწილეობენ. ფანკლუბებს შორის ფუტზალის ჩემპიონატი წელს მეორეჯერ ჩატარდა. 2013 წელს პირველობა ქუთაისის „ტორპედოს“ „ქომაგებმა“ მოიპოვეს.
2014 წლის 20 სექტემბერს ბათუმში ძლიერი წვიმა მოვიდა. ეს ის დროა, როცა ბათუმის ქუჩები ისე დაიტბორა, რომ ზოგიერთმა გადასაადგილებლად რეზინის ნავიც კი გამოიყენა. წვიმის მიუხედავად ქობულეთში „ჩელე-არენაზე“ დაგეგმილი მატჩი ცხინვალის „სპარტაკსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის არ გადადებულა. ქობულეთში მიმავალი ქომაგები წვიმის გამო გამოწვეულ საცობში მოხვდნენ, ჩაიკეტა გზა, თუმცა „მეკობრეებმა“ ჩაქვის ხიდდთან ადიდებული წყალი ფეხით გადაიარეს, დააგვიანდათ, მაგრამ მეორე ტაიმს მაინც მიუსწრეს.
”შეიძლება ზოგმა ვერ გაითავისოს, მაგრამ ფანკლუბი
პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის წინაშე. არ უნდა შეგაშინოს
ამინდმა, უგზოობამ, სხვა დაბრკოლებამ და ყოველთვის შენი გუნდის
გვერდით უნდა იდგე ” – გვეუბნება გიორგი ქამადაძე, რომელიც
“შავი ზღვის მეკობრეებს” 2012 წლიდან შეუერთდა.
„ამ სეზონში ორ თამაშს ვერ დავესწარი. ყოველ წუთში ვურეკავდი ჩემს მეგორებს და ვკითხულობდი, რა სიტუაცია იყო. წაგებული თამაშიც რომ იყოს, სტადიონზე ყოფნა ბევრად ადვილი და გასაძლებია ჩემთვის, ვიდრე სტადიონს გარეთ, როცა არა ვარ საკუთარი გუნდის საგულშემატკივრო ტრიბუნაზე. ჩემთვის ყოველი გაშვებული გოლი საკუთარი ტკივილია და ყოველი გატანილი გოლი – პირადი გამარჯვება“ – ამბობს გიორგი.
გივი თალაკვაძე „მეკობრეების“ ერთ-ერთი პირველი წევრია, 2011 წლიდან. ის მიიჩნევს, რომ გულშემატკივარს არა მხოლოდ ფეხბურთელების გამხნევება, არამედ თამაშის შედეგის შეცვლაც შეუძლია. „ფეხბურთში ფანები მე-12 მოთამაშედ მიიჩნევა. მგონია დიდ სტიმულს ვაძლევთ ჩვენი ქომაგობით, ამიტომ „პირატები“ ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია“ – ამბობს ის.
ცნობილი ამბავია, რომ ფანკლუბებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება. გივი გაგუა ამბობს, რომ საქართველოში დაახლოებით შვიდი ფანკლუბია და მათთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ის გასულ წელს მომხდარ ჩხუბს იხსენებს: „ჩხუბი ერთხელ მოხდა. თბილისში ცხინვალის „სპარტაკს“ ვეთამაშებოდით და პროვოკაციულად მოიქცნენ „სპარტაკის“ გულშემატკივრები, რამაც ფანსექტორზე შეხლა-შემოხლა გამოიწვია. ჩხუბი მალე ჩაცხრა და თამაშს პრობლემა არ შეჰქმნია. გავიმარჯვეთ და სწორედ იმ თამაშით გადავედით უმაღლეს ლიგაში“.
უწევთ თუ არა „მეკობრეებს“ საკუთარი გუნდის დაცვა მოედნის მიღმა? გიორგი ქამადაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად, როცა ეკითხებიან, ვის გულშემატკივრობს ფეხბურთში: „ყველა ელოდება, რომ ვეტყვი „მანჩესტერს“, „რეალს“, მაგრამ ყოველთვის ამაყად და დინჯად ვეუბნები, რომ მე ვარ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს და ეცინებათ. ჩემთვის ბათუმის „დინამო“ პირველი გუნდია, რომლის ერთი რიგითი თამაში გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო კლასის მატჩი. ზოგი კიდევ გახარებულია და კითხულობს, სად და როგორ შეიძლება ფანკლუბში გაწევრიანება“.
ფანკლუბის წევრობა ოფიციალურობას არ მოითხოვს: „უბრალოდ უნდა მოვიდეს ჩვენთან, გაგვიცნოს, იაროს ჩვენთან ერთად თამაშებზე და უქომაგოს საკუთარი ქალაქის გუნდს“ – განმარტავს გივი გაგუა. ის გარდა ფანკლუბის ხელმძღვანელობისა, ბათუმის „დინამოში“ გულშემატკივრის მეკავშირედ მუშაობს. გულშემატკივრის მეკავშირეს მეტოქის ქომაგების ფანსექტორზე განთავსება და თამაშის მერე გაცილება ევალება. ეს თანამდებობა, როგორც გივი გვეუბნება, ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „უეფას“ დავალებით შექმნა. რამდენ ხანს იარსებებს „შავი ზღვის მეკობრეები“? გივი გაგუა ამბობს, რომ მანამდე, სანამ იარსებებს ფეხბურთი და ფეხბურთის გულშემატკივარი.
ორივე დადგენილების პროექტის მიღებამდე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები და სხდომის მსვლელობა დაძაბულად წარიმართა. სხდომის დაწყებამდე უმაღლეს საბჭოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს. როგორც შემდეგ გაირკვა უმაღლესი საბჭოს წევრს სვეტლანა კუდბას ექიმის დახმარება მაღალი წნევის გამო დასჭირდა.
მომავალ კვირაში უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ სვეტლანა კუდბასა და ჯემალ ფუტკარაძის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტი საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მხარი დაუჭირეს.
დაზარალებული 60 წლის მამაკაცია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, მამაკაცს აღენიშნება მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, შემთხვევის შესახებ ზარი 112-დან 20:53 საათზე განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით, რაც ისჯება ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით, ან თანამდებობის, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ხელოვნების სფეროში ამ მხატვრის არსებობა ერთი წლის წინ შეიტყვეს – ”ამ მხატვრის არსებობა შარშან, დაახლოებით ამ დროს ძალიან მოულოდნელად და სრულიად შემთხვევით გახდა ჩვენთვის ცნობილი. მისი ნამუშევრების გამოფენა თბილისშიც მოეწყო და მან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა და დღეს ეს შესანიშნავი სურათები კვლავ არის ექსპონირებული ხელოვნების მუზეუმში” – ამბობს ის.
რატი ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ხელოვნებათმცოდნეების აზრით მხატვარი ნაივის სტილის წარმომადგენელია – ” სიუჟეტურად საკმაოდ დრამატული ნამუშევრებია წარმოდგენილი, მის ნამუშევრებში არის სოციალური კრიტიკა, რაღაც მანკიერებათა მხილება ჩვენი თანამედროვე ყოფის და უახლესი ისტორიის, მაგრამ მიუხედაავდ ამისა ეს ყველაფერი განმსჭვალულია საოცრად თბილი და ნათელი ენერგეტიკით. სწორედაც ჰუმანისტის თვალით არის დანახული ყველაფერი. ძალიან საინტერესო მხატვარია, რომელიც ვფიქრობ ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ არის დაფასებული, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება”.
გამოფენაზე 40-მდე ფერწერული ტილოა წარმოდგენილი, რომლებიც მუზეუმში დაახლოებით 10 დღეს კიდევ დარჩება.
შპს ”გუმბათი ჯგუფის” სამუშაოთა მწარმოებელი გურამ კონცელიძე ამბობს, რომ შენობა დიდი ხანია ამორტიზებული იყო და მისი დანგრევა გარდაუვალი იყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ძველი სინაგოგის შენობის ნგრევა, საცხოვრებელი სახლის საძირკველის ამოთხრამ დააჩქარა – ”შენობა ამორტიზებული იყო. მასზე ძალიან დიდი ბზარები იყო. საცხოვრებელი სახლის მშენებლობამდე ჩვენ გავამაგრეთ ეს შენობა, საძირკველი გავუმაგრეთ, კედლები სპეციალური ღვედებით დავამაგრეთ. ეს ძალიან ძველი შენობაა 1923 წლიდან გადასცეს სათვისტომოს, იქამდე კი საცხოვრებელი სახლი იყო. მას შემდეგ იქ არავინ ცხოვრობს და არც სარემონტო სამუშაოები ჩატარებია შენობას” – ამბობს ის.
ძველი სინაგოგის შენობა ნაწილობრივ ქვის და ნაწილობრივ ხისგან იყო ნაშენი – ”მას შემდეგ რაც შენობა ებრაელთა სათვისტომოს გადაეცა, იქ შიდა კედლები გამოიღეს და გააფართოვეს. შენობას არანაირი ”პერეგაროტკები” არ ჰქონდა. ის დიდი ხანია უპატრონოდ იყო მიტოვებული და ადრე თუ გვიან მაინც დაინგრეოდა” – ამბობს გურამ კონცელიძე.
შენობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს.
შენობაში 1995 წლიდან უსახლკარო, სოციალურად დაუცველი შოთა სეფიაშვილი ცხოვრობდა, რომელიც შენობის ჩამონგრევისას სახლში არ იმყოფებოდა – ”მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, მძიმე ფორმაში მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ვუვლიდი შეძლებისდაგვარად აქაურობას, დიდი ხანია აქ ვცხოვრობ. 92 წლიდან აქ არ ფუნქციონირებდა სინაგოგა. აქ პატარა ოთახში ვცხოვრობდი. შენობას ჰქონდა ბზარები, მაგრამ კარგი ოთახი იყო. მშენებლობა რომ დაიწყო კედლები უფრო სერიოზულად დაიბზარა. სამშენებლო კომპანიამ სამადლოდ ცალკე ქვის ოთახი ამიშენა, მაგრამ აქაც წყალი ჩამომდის და ძალიან გთხოვთ, რომ დამეხმაროთ” – ამბობს ის.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის თქმით, ზარალს შოთა სეფიაშვილს სამშენებლო კომპანია აუნაზღაურებს.
„საკითხის განხილვა ორშაბათისთვის გადავიტანეთ, რადგან არ გვინდა სპონტანურად განვიხილოთ, თანაც ფრაქციის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს სხდომას“-განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ აკაკი ძნელაძემ.
თუ ჯემალ ფუტკარაძესა და სვეტლანა კუდბას გარიცხავენ ფრაქციიდან, უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი ასე გადანაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 8 დეპუტატი, კოალიცია „ქართული ოცნება“ – 7; „თავისუფალი დემოკრატები“ – 2 დეპუტატი; დამოუკიდებელი დეპუტატი – 2.
ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანდებიან თუ არა ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა იმ შემთხვევაში თუ მათ მმართველი გუნდი პარტიიდან გარიცხავს. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია.
სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ დეპუტატებს მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ ძველი დოკუმენტები დაურიგა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ კი ის ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა.
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ტიპი II შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა (100 000-მდე ქულის მქონე, შ.შ.მ. პირები, ასაკით პენსიონერები) უფასო გამოკვლევები: გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ენდოკრინოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
ქ. ბათუმში რეგისტრირებული ბრონქული ასთმით და მორეციდივე ბრონქიტით და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტებისათვის უფასო გამოკვლევები: ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია, სპირომეტრული გამოკვლევა.
აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ორსული ქალების (0–200 000 სარეიტინგო ქულა) უფასო გამოკვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ; ულტრასონოგრაფიული კვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 0 422 29 38 83
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მისი გადაყენების ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. მას უნდობლობა რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოულოდნელად პოზიციების შეცვლის გამო გამოუცხადეს.
”აქ შეკრებილია ”ქართული ოცნების” აქტივი. იციან, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროვოკაცია არის დაგეგმილი უმაღლეს საბჭოში. სწორედ ამიტომ მოვიდნენ აქ. სურთ თავიანთი გულისტკივილი გამოთქვან და შეახსენონ იმ ხალხს, რომლებსაც პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ დღეს, რომ მათ ისინი ზურგით მიათრიეს იქ, სადაც არიან. ვცდილობთ, რამე კონფრონტაცია არ მოხდეს. ამიტომ ვართ აქ” – ამბობს ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი პაატა მგელაძე.
ამ წუთებში უმაღლეს საბჭოში სხდომა დაიწყო, სხდომაზე ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი განიხილება. როგორც უკვე დააანონსეს, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სულხან ღლონტი და თემურ კახიძე სხდომას არ დაესწრებიან, შესაბამისად არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.
უკვე დაანონსებულია მომავალში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის თანამდებობებიდან გადაყენებაც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მის ადგილზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურაზე ნაციონალურ მოძაობისა და „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები უკვე შეთანხმებული არიან.
ჯემალ ფუტკარაძე
ეს ინფორმაცია არის ინფორმირებული წყაროებისგან მოწოდებული, მაგრამ არაოფიციალური. თავად ზემოთ დასახელებული კანდიდატები ამ საკითხის ირგვლი დასმულ კითხვებს პირდაპირ პასუხს არ სცემენ.
მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბა;
დამდგმელი ქორეოგრაფი – ზურაბ სვანაძე; დამდგმელი მხატვარი – ვაჰაგნ ტევანიანი; არანჟირება და გაორკესტრება – მინდია ხითარიშვილი; ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე; კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი; ქორეოგრაფი – გოჩა არობელიძე; რეჟისორის ასისტენტი – ზვიად მურვანიძე, იასონ ხომერიკი.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ესმერალდა – თეა გელოვანი; კვაზიმოდო მნათე – რამაზ ვარშანიძე; პოეტი პიერ გრინგუარი – მორის მელაძე; კლოპენ ტრიულფო ბოშათა მეფე – პაატა ფაცია; მღვდელი კლოდ ფლორო – ზურაბ ბაგდოშვილი; ფებუს დე შატობერი მეფის გვარდიის კაპიტანი – ირაკლი გოგიტიძე; ფლორ დელისი – მარიამ ძნელაძე; ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის გუნდი; ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე.
ორგანიზატორი: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
დავით ბაციკაძის ინფორმაციით, ამ დოკუმენტებში „ვითომდა შემთხვევით“ გაიპარა პირის სახელი და გვარი, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვებულიყო. საქმის დეტალებს და იმას, თუ რას ეხება ეს დოკუმენტები, დავით ბაციკაძე არ აკონკრეტებს.
„მედეა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებში გაასაჯაროვა დოკუმენტები ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც უკვე დასრულებულია. ეს დოკუმენტები მას სეიფში ჰქონდა შენახული“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს დილით მედეა ვასაძემ უმაღლეს საბჭოში გაავრცელა ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დეპუტატი დავით ბაციკაძე 8 თვის განმავლობაში თითქოსდა ერთ-ერთ თანამშრომელზე სექსუალურად ძალადობდა. წერილში ქალის ვინაობაც იდენტიფიცირებულია.
თავის დროზე ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება უმაღლეს საბჭოში შეწყდა ადმინისტარციული მოთხოვნებისა და კანონდებლობის დარღვევის ფაქტების არ არსებობის გამო.
„ძალიან მაღალი ალბათობით, 11-ზე მეტი ხმა იქნება, მაგრამ აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომ იყოს თერთმეტი ადამიანი მათი გადაყენების მომხრე. მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ჩიტიშვილი უნდა გადავაყენოთ თანამდებობიდან იმის გამო, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ბრიფინგებზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ ატარებდა და შედეგი ვერ მიიღო.
დავით ბაციკაძე უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ის არის კორუფციულ სქემებში ჩართული და ეს სქემები გადის არა მარტო ბაციკაძეზე, არამედ არჩილ ხაბაძესა და მის მთავრობაზე.
ხოლო ავთანდილ ბერიძე იმიტომ უნდა წავიდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რომ მას დაეშალა უმრავლესობა. ის ვალდებულია შეინარჩუნოს უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში კონფიგურაციის შეცვლა არის გარდაუვალი. ასეთი კონფიგურაციის შექმნა არ არის თვითმიზანი იმისათვის, რომ ვიღაცამ ახალი სამუშაო ადგილი მიიღოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურად იმუშავებს უმაღლესი საბჭო და უფრო ეფექტურად გააკონტროლებს მთავრობას“.
საქმე ეხება გრანდიოზულ მშენებლობებს და სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს კორუფციულ გარიგებას ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებს შორის. ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმა რომ არ შეიძლება იყოს, გასულ კვირას თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ მშენებლისგან 180 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტზე დაკავებაც ადასტურებს. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ორი დიდი ობიექტის მშენებლობას. კორუფციულ რისკებსა და ეჭვებზე ამ შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს დეპუტატები მიანიშნებენ.
ბათუმის საკრებულოს ახალი დადგენილება, ჯერჯერობით, “ბაბილონ თაუერისა” (სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი) და “პორტა ბათუმისთვის” (ბიზნესცენტრი) სართულების დამატების უფლების მინიჭებას უკავშირდება. ბათუმის საკრებულომ დეველოპერულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათები მისცა – ზონალური შეთანხმების მოსაკრებლისგან გაათავისუფლა, თუმცა მხოლოდ ისინი, ვინც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ანუ არა ყველა.
საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც ერთ ინვესტორზე მორგებული. “ბათუმელების” ინფორმაციით, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა “ბაბილონ თაუერის” ერთ-ერთი მფლობელის, ანუ ინვესტორის ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.
2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას – „ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიამ პროგრამაში მონაწილე პირები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან უნდა გაათავისუფლოს.
რა გარანტიები მიიღო პრემიერ-მინისტრისგან და რა ვალდებულება აიღო თავად კომპანიამ – ამის შესახებ კითხვებზე პასუხები ინვესტორისგან “ბათუმელებმა”, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო. გავლენიან კომპანიას, როგორც ჩანს არც აქვს მედიასთან განმარტების საჭიროება. პრემიერთან მისი წარმომადგენლის ვიზიტი იმით დასრულდა, რომ ბათუმის საკრებულომ მთავრობის ზემოაღნიშნული მითითება გაითვალისწინა და მის მიერვე 2013 წელს მიღებული შესაბამისი დადგენილება 2015 წლის იანვარში კიდევ ერთხელ შეცვალა. მეტიც, საკრებულომ არა მარტო „პროგრამაში მონაწილეები“ გაათავისუფლა გადასახადისაგან, არამედ ადრინდელ დადგენილებაში დაამატა ახალი პუნქტი, რომლითაც აღნიშნული გადასახადისგან გაათავისუფლა „არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს არანაკლებ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში.”
ბათუმის საკრებულოს წევრების ინფორმაციით, ამის შედეგად, მხოლოდ “ბაბილონი თაუერის” შემთხვევაში ბათუმის ბიუჯეტმა უკვე დაკარგა 800 000 აშშ დოლარი. ეს თანხა შესაბამისი ნებართვის მიღების, ანუ ბათუმის ბულვარში მშენებარე 47-სართულიან შენობაზე ხუთი სართულის დამატების უფლების მოპოვების შემდეგ “ბაბილონ თაუერის” მშენებელ კომპანიას – ”TAM GEO”-ს უნდა გადაეხადა. საკრებულოში იმასაც ვარაუდობენ, რომ დადგენილებაში ცვლილებით გამოწვეულმა დანაკარგმა შესაძლოა რამდენიმე მილიონსაც კი გადააჭარბოს. გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება საკრებულოს სახელისუფლებო უმრავლესობაშიც კი გამოიწვია. დადგენილებაში ცვლილებას ინვესტორზე “კოჭის გაგორება” უწოდა თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.
“კომპანიას თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა ნაკვეთი ქალაქის ცენტრში, ხოლო ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიული შენობა (შენობა, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ აქ თენგიზ აბულაძის ფილმის – “მონანიების” კადრებია გადაღებული – ავტ.) მზითევში გაატანა. ასნომრიან სასტუმროს არ აშენებს არც ერთი ინვესტორი, რომელსაც პროექტში კაზინო არ აქვს გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ის სხვა შეღავათებითაც სარგებლობს, რაც კაზინოს ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. სასტუმროსთან ერთად გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართობიც, სადაც ინვესტორი ერთ კვადრატულ მეტრს სამი ათას დოლარად ყიდის. რეგულაცია კი დამატებული ფართობისთვის კვადრატულ მეტრზე 150 ლარს ითვალისწინებს. არ მესმის ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტში რატომ არ უნდა შევიდეს და რატომ უნდა გაუწიოს საკრებულომ შეღავათი ამ დონის ინვესტორს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ცვლილება კონკრეტულ ინვესტორზეა მორგებული”, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.
ინვესტორი, რომელსაც ირაკლი ჩავლეიშვილის მოსაზრებით, ახალი რეგულაცია მოარგეს, სწორედ კომპანია ”TAM GEO”-ა.
კომპანია „TAM GEO“ 2012 წლის მარტში დაფუძნდა. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“ – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2% და ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. მათი უფლებამოსილი პირი იყო რუსუდან ხაზარაძე, რომელიც სამივე პარტნიორის ნაცვლად მარტო აწერს ხელს სადამფუძნებლო ოქმს. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.
კომპანიის პარტნიორები ამ წლებში რამდენჯერმე შეიცვალა და დღეს კომპანიის წილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.
კომპანია ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი ინვესტორს აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა (ს/კ 05.22.02.003) რუსთაველის ქ N30-ში), ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქ. N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ შენობა-ნაგებობა, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.22.02.005).
კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვის შესაბამისად, განახორციელებდა უძრავი ქონების რესტავრაციას; ასევე გააფორმებდა ხელშეკრულებას უფლებამოსილ ორგანოსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის თაობაზე.
“ბაბილონ თაუერი” ორი შენობისგან შედგება, რომლებიც ერთი მეორესთან შუშის ხიდითაა დაკავშირებული. შენობა, რომელშიც სასტუმროს ნომრები იქნება განთავსებული, 13-სართულიანია, ხოლო 47-სართულიან შენობაში განთავსებული იქნება საოფისე ფართობები, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რას უპირებს კომპანია ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ისტორიულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით შპს ”TAM GEO LLC”-მ სააგენტოს ყოფილი ინსტიტუტის შენობაზე მანსარდის დაშენების ნებართვის მისაღებად მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
2013 წლის მარტში ახალი კომპანია – შპს „EVENTUS“-ი დააფუძნეს ირფან კოვუკიმ (3%-იანი წილით, დირექტორი) და მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშიმ (97%). კომპანია ნინოშვილის 23-შია დარეგისტრირებული (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის შენობა). 2013 წლის ნოემბრიდან კი ამ კომპანიის მეწილეები არიან: ირფან კოვუკი – 3%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ომერ ილქნური – 2%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 62% (დირექტორი) და აჰმეთ დონგელი – 32%.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” – მშენებელმა კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს პროექტზე ხუთი სართულის დამატების ნებართვაზე ორი თვის წინ მიმართა. საკრებულოში ამბობენ, რომ კომპანია სავარაუდოდ დადებით პასუხს მიიღებს. ახალი რეგულაციის პირობებში კი ინვესტორს ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის, რაც მის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად 800 000 დოლარია, გადახდა აღარ მოუწევს. “ეს დაახლოებით გამოთვლილი ციფრია”.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზონალური შეთანხმების თაობაზე მერიაში მოთხოვნა მხოლოდ ერთ კომპანიას – ”TAM GEO LLL”-ს აქვს შეტანილი, თუმცა საკრებულოში აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მერიას ზონალური შეთანხმების მოთხოვნით შეიძლება სხვა კომპანიებმაც მიმართონ. მათ შორის შეიძლება იყოს თურქული კომპანია “სისტემ ინშაათი”, რომელიც ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე “პორტა ბათუმს” აშენებს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ინვესტორს წაახალისებს ააშენოს 100-ნომრიანი სასტუმრო, რაც ბიუჯეტში მოგების გადასახადის შენატანს გაზრდის. ირაკლი ჩავლეიშვილის გამოთვლით, ამ შემთხვევაში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილების გამო ბათუმის ბიუჯეტი მილიონზე მეტ ლარს დაკარგავს.
ზღვისპირა პარკის ტერიტორია/რუსთაველის ქ. #4/6-ში მდებარე 3997 კვ/მ და 182 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია ”სისთემ ინშაათმა” 2012 წლის დასაწყისში, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იყიდა. ქონების ღირებულება მაშინ 1,3 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის შესახებ დადგენილებაში ცვლილების დამტკიცებას მხარი ფრაქცია “რესპუბლიკელების” გარდა ”თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭირა.
“წინააღმდეგი ვიყავი, რადგან შემოღებული რეგულაცია უნდა გავრცელდეს თანაბრად და არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ გუშინ მოსულ ინვესტორს ვალდებულება ჰქონდა და დღეს ვინც მოვა, ის გავათავისუფლეთ. ეს არათანმიმდევრული მიდგომაა”, – ამბობს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე “ბათუმელებთან”.
25-წევრიან ბათუმის საკრებულოს სხდომას გადაწყვეტილების მიღებისას 22 წევრი ესწრებოდა, “თავისუფალი დემოკრატებიდან” სამმა წევრმა და სამმა წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ასევე სამმა “რესპუბლიკელმა” “ქართული ოცნების” უმრავლესობიდან საკითხს მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა “დავით თარხან-მოურავის პატრიოტთა ალიანსის” წევმა დავით თედორაძემაც. “მე მხარი დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას, რადგან ბოლო წლებში ჩვენ არ ვართ განებივრებული ინვესტორებით. საუბარი იყო იმაზე, რომ ინვესტორი ისარგებლებს ამ შეღავათით, თუ განახორციელებს 30-მილიონიან ინვესტიციას და ააშენებს ასნომრიან სასტუმროს. ის, რომ ეს რომელიმე კომპანიას მოარგეს, ამის შესახებ მე საკრებულოს სხდომაზე არაფერი გამიგონია”, – უპასუხა დავით თედორაძემ “ბათუმელებს” კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი კერძო კომპანიის სასარგებლო ისეთ გადაწყვეტილებას, რამაც ბათუმის ბიუჯეტი დააზარალა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გადაწყვეტილების დადებით მხარეებზე საუბრობს:
“ჩვენ ლარად აღარ ვაძლევთ მიწას ინვესტორს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი და ააშენა საცხოვრებელი სახლი. გადაიხადა მოსაკრებელი, გაყიდა ბინები, ჩაიდო მოგება ჯიბეში და წავიდა. მისია, ღმერთმა შეარგოს, რა უნდა თქვა. ის სახელმწიფოს არც ქონების გადასახადს უხდის. ამის შემდეგ თუ ის გადაიხდის მოსაკრებელს, ბიუჯეტში შემოვა. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი, რომელმაც ასნომრიანი სასტუმრო ააშენა, 15-წლიანი პროფილით, მაშინ როდესაც სასტუმრო ნომრების ნაკლებობას განიცდის ქალაქი. ააშენა იმავე სიმაღლის შენობა, იხდის ქონების გადასახადს, ამას პლუს ქალაქს მოუტანა ასი ნომერი და ათი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს. ამ ას ნომერში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. მაშინ მე მიჩნდება უკვე კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია ამ ინვესტორს. ამ ორივემ ერთნაირად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი”.
რაც შეეხება დადგენილებაში ცვლილების ერთ ინვესტორზე მორგების საკითხს, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ “შეიძლება არც გაიტანოს ნებართვა და, საერთოდ, აღარ შეცვალოს პროექტი. რამდენადაც ვიცით, ამ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და შეიძლება ის მალე გავიდეს.”
დადასტურებულია, რომ ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა აქამდეც ისარგებლეს ხელისუფლების ლოიალობით – ორივე ობიექტის მშენებლობა ინვესტორებმა მას შემდეგ განაახლეს, რაც აჭარის მთავრობამ დარღვევების გამო ისინი ჯარიმების გადახდისგან გაათავისუფლა და მშენებლობის ვადები გაუხანგრძლივა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ”ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ (”TAM GEO”) მშენებლობის ვადები დაარღვია, რაც ”შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარი, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარი ჯარიმისაგან გაათავისუფლა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”.
და ბოლოს, გასული წლის ივლისში ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის რეგულაციის ამოქმედების შედეგად, ბათუმის ბიუჯეტში თითქმის მილიონი ლარი (ზუსტად 943 500 ლარი) შევიდა – კომპანიებმა ე.წ. K2 კოფიციენტის გაზრდისთვის, რაც პროექტის სიმაღლეში ზრდას ითვალისწინებს და რაც 2015 წლის იანვარში გააუქმა ბათუმის საკრებულომ, მუნიციპალიტეტს 24-ჯერ მიმართეს.
ბატონო კახა, რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობს ღვიძლის გადანერგვაზე და რა მომზადება გაიარეთ?
საქართველოში ღვიძლის გადანერგვაზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. ყველა მათგანმა დაახლოებით ერთწლიანი გადამზადება გაიარა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბელორუსი, გერმანია, თურქეთი, აზერბაიჯანი. უშუალოდ მე ამ განხრით თურქეთში, ინდოეთსა და ბელორუსიში გავიარე გადამზადება.
ვისი ინიციატივა იყო ღვიძლის ქირურგიის დანერგვა რეფერალურ ჰოსპიტალში?
იდეა ჩემი იყო. საქმე ისაა, რომ ეს არ იყო მცდელობა განგვეხორციელებინა პირდაპირ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, არამედ გაგვევითარებინა ღვიძლის ქირურგია მთლიანად. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გადანერგვაზე, ეს აისბერგის მწვერვალია, ფუძე კი ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ქირურგიაა, რომლის განვითარების პროცესი დავიწყეთ. ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე განვავითარეთ ღვიძლის ონკოლოგია, ის, რაც არ კეთდებოდა საქართველოში – ჰემი-ჰეპატექტომიები ღვიძლის კიბოს დროს, რის არარსებობის გამო პაციენტები იღუპებოდნენ. ბუნებრივია, ამ კლასის ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა აჭარაში, ”ევექსის” ქსელს სათანადოდ აღჭურვილი ახალი საავადმყოფო რომ არ გაეხსნა, სხვა შემთხვევაში ეს ოპერაცია უტოპიად დარჩებოდა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ღვიძლის გადანერგვის გარდა ბევრი სხვა ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია ღვიძლზე. ღვიძლის ქირურგიაში შედის ოპერაციები კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმივნეების, მეტასტაზების დროს, რომელთაც სჭირდება ქირურგიული ჩარევა (თუ კიბო 5 სანტიმეტრამდეა შესაძლოა ღვიძლის ნახევარი ამოიჭრას), ხოლო ყველა ტიპის ციროზს საბოლოოდ გადანერგვა ესაჭიროება.
რამდენად ხშირი ოპერაციაა ღვიძლის გადანერგვა მსოფლიოში და რამდენად დიდია მოთხოვნა მასზე საქართველოში?
მსოფლიოში, ყოველწლიურად ღვიძლის 15 000-მდე ტრანსპლანტაცია კეთდება, მათ შორის ნახევარი ცოცხალი დონაციაა, ნახევარი – გვამური. ჩვენთან მხოლოდ ცოცხალი დონაცია კეთდება, ანუ ორგანოს გადანერგვა მხოლოდ ცოცხალი დონორიდან არის შესაძლებელი. მოთხოვნა ღვიძლის გადანერგვაზე მაღალია საქართველოშიც, აქ ის დაახლოებით 100 პაციენტს ესაჭიროება. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ღვიძლის გადანერგვის მხოლოდ 15-20 ოპერაციის ჩატარება შეგვეძლება წელიწადში.
რა რისკები ახლავს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას?
ღვიძლის ტრანსპლანტაცია, თავისი ტექნოლოგიებითა და ქირურგიული კლასით ყველაზე რთული ოპერაციაა, რაც კი საქართველოში გაკეთებულა დღემდე. ამ დროს მაღალია დონორის გარდაცვალების რისკი, მსოფლიო სტატისტიკით ყოველ 1000 ოპერაციაზე, ერთი გარდაცვლილი დონორი მოდის, მაგრამ ამის მიზეზი არ გახლავთ ექიმის ნაკლებკვალიფიციურობა, ამის მიზეზი ის გაუთვალისწინებელი არასასურველი დამთხვევებია, რომლებიც შესაძლებელია მოხდეს და ამას ვერანაირი მაღალი კვალიფიკაცია ვერ გამორიცხავს. ინდოეთშიც კი, სადაც ყოველ დღე ვაკეთებდით ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, სიკვდილიანობის ასეთივე სტატისტიკა იყო.
როგორ ხორციელდება უშუალოდ გადანერგვის პროცედურა?
პირველი ოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დონორის ოპერაცია დაახლოებით 10-12 საათს გრძელდება, რეციპიენტისა კი – 14-16 საათს. ორივე მათგანის ოპერაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უბრალოდ, დონორის ოპერაცია ერთი საათით ადრე იწყება. საჭიროა რეციპიენტისგან ამოვიღოთ დაზიანებული ღვიძლი, რადგან გადანერგვა ორთოპიულად ხდება, ანუ იქ, სადაც ძველი ორგანო იყო. გარდა ამისა, ის ღვიძლი ორგანიზმისთვის მავნეა და ამიტომაც უნდა მოშორდეს. როდესაც რეციპიენტიც მზად არის, დონორისგან ვიღებთ ღვიძლის ნაწილს და ვნერგავთ რეციპიენტთან. დონორისგან შესაძლებელია ღვიძლის 55-60%-მდე ამოღება, თუმცა ეს დონორის წონაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ჰყოფნის თუ არა მას დარჩენილი ღვიძლის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რეტრანსპლანტირება, ანუ ღვიძლის ხელმეორედ გადანერგვაც, თუმცა ასეთ დროს რეციპიენტის გარდაცვალების რისკი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი ოპერაციისას (35-დან – 40%-მდე).
რამდენ ხანში აღდგება დონორის ღვიძლი?
ეს დაახლოებით 3-დან 5 თვემდე პერიოდში ხდება. თუმცა რეციპიენტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ მასთან ეს ღვიძლი უცხო ქსოვილია, ბუნებრივია, ორგანიზმი ცდილობს ყველაფერი უცხო მოიშოროს. ამიტომ ეს პაციენტები მუდმივად იმყოფებიან იმუნოსუპრესანტებზე (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტები), რომ არ მოხდეს მოშორება. არსებობს ორი სახის მოშორება – დაუყოვნებლივი ტიპის იმუნორეაქცია და დაყოვნებული. დაუყოვნებელი შესაძლოა მოხდეს გადანერგვიდან პირველ კვირაში, რაც შეეხება მოგვიანებითი ტიპის დაყოვნებულ იმუნურ რეაქციას, ეს შეიძლება დაიწყოს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ და საჭირო ხდება დაუყოვნებლივ ხელმეორე გადანერგვა, თორემ პაციენტი დაიღუპება. თუ პირველი წელი მშვიდად გავიარეთ, მერე ასეთი რისკი მინიმალურია, თუმცა იმუნოსუპრესანტებს მაინც ბოლომდე იღებენ, მცირე დოზით.
რამდენ ხანს ცოცხლობს გადანერგილი ღვიძლი?
ცოცხალი ორგანოს ტრანსპლანტაცია დაახლოებით 20 წელია დაწყებულია, შესაბამისად, გამოცდილებაც ვერ იქნება მეტი. ამჟამად 15-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ოპერაცია არ უკეთდება ჯანმრთელ ადამიანებს. ამ ოპერაციას ორი მიზანი აქვს – გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. ჩვენი მიზანი არ არის ამ ადამიანების სრულად განკურნება, ეს არ მოხდება, მაგრამ ის, რომ რამდენიმე თვის ნაცვლად პაციენტი წლები იცოცხლებს, ეს შედეგია. თუმცა შეზღუდვა სიცოცხლეში მათ არ აქვთ. ეს დამოკიდებულია დონორის ღვიძლზე და გარკვეულწილად მათზეც, თუ როგორ დაიცავენ რეჟიმს და რამდენად სწორად მოიქცევიან.
როდის იქნება შესაძლებელი ღვიძლის გადანერგვა დამოუკიდებლად, უცხოელი სპეციალისტების დახმარების გარეშე ჩატარება ბათუმში?
ჩვენ ახლაც დამოუკიდებლად ვმუშაობთ, უბრალოდ, ეს ადამიანები გვაკონტროლებენ, გარკვეულ შემთხვევებში გვიწევენ კონსულტირებას და ოპერაციის დროს არიან ჩვენთან ერთად, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები გადაფარონ. ვფიქრობ, 20-30 ოპერაცია რომ შესრულდება, ამის აუცილებლობა აღარ გვექნება. ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება, არამედ იმიტომ, რომ გავზარდოთ დონორისა და რეციპიენტის დაზღვეულობის ხარისხი და თუ რაიმე გართულება მოხდება, ეს იყოს გარდაუვალი აუცილებლობა და არ გაჩნდეს კითხვები ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის არაკვალიფიციურობით გამოწვეული. ეს ასე ხდებოდა ყველა ქვეყანაში, ყველას ეხმარებოდნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ამ სფეროში.
რა ეღირება ღვიძლის გადანერგვა საქართველოში?
საქართველოში ეს ოპერაცია დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე საზღვარგარეთ, მაგრამ ეს მაინც დიდი თანხაა. ამ ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 80 000 – 100 000 ლარი იქნება და, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მას დააფინანსებს. საქართველოში სრულად ფინანსდება თირკმლის ტრანსპლანტაცია, ღვიძლის გადანერგვა მასზე სამჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ორ-ნახევარჯერ უფრო ნაკლებ ადამიანს ესაჭიროება ყოველწლიურად. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ამას არ დატოვებს უყურადღებოდ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ღვიძლის ქირურგიასთან დაკავშირებით, არის თუ არა ისეთი რამ, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ კეთდება?
დიახ, ეს გვამური დონაციაა, რომელიც ბევრად ჯობია ცოცხალ დონაციას, თუნდაც იმიტომ, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ადამიანის რისკი არ გვაქვს. ამის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში, მათ ნაკლებ ინფორმირებულობაშია და ეს პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ჩამორჩენაზე. გუშინ ახალგაზრდა ბიჭი გარდაგვეცვალა ავტოავარიის შედეგად. ის საუკეთესო დონორი იქნებოდა – ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ორი ჯანმრთელი თირკმელი, ჯანმრთელი გული და ღვიძლი, ჩვენ ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო. მაგრამ რთულია გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს აუხსნა ეს. ამიტომ აუცილებელია ამ იდეის პროპაგანდა მედიისა და სასულიერო პირების მიერ. რა თქმა უნდა, მოსალოცი საქმეა, რომ ღვიძლის გადანერგვა შეგვიძლია, საამაყოა, რომ ის, რაც ბევრ სხვა ქვეყანას არ შეუძლია, შეძლო საქართველომ, მაგრამ მე ვიამაყებ მაშინ, როცა შევძლებთ გვამური დონაციის დაწყებას საქართველოში.
ბათუმის საკრებულომ, შვიდი წლის წინ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბლობის ქალაქის საზღვრებში შემოერთების მიზეზად გარეუბნების ინსფრაქტრუქტურის მოწესრიგება დაასახელა.
გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ინფრატრუქტურულ სამუშაოებს ვერ გასწვდებოდა, რაც გარეუბნების მოსაწესრიგებლად იყო საჭირო. მიუხედავად ამისა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.
ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები დაუსაბუთებელი განცხადებების გზით ცდილობენ საზოგადოებისთვის თავის მოწონებას, მაგრამ „საზოგადოება, განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ, გაიზარდა. ყველას გვახსოვს დღევანდელი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საწვავის ფასი – მაშინ ეს გუნდი ოპოზიციაში იყო და ამბობდა, რომ ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ისინი ფასის განახევრებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს, მაგრამ ახლა რა მიიღეს – სააკაშვილის ჯიბეში წასული 1 ლარის ამბავი ქილიკის საგნად იქცა. შემდეგ არჩევნებზე მსგავსი დაპირებებით ხალხის მოტყუება ძალიან გაუჭირდებათ“.
კიდევ ერთ, მსგავსი შინაარსის ბრალდებებს ასლან ჭანიძე რეგიონის ცხოვრებიდანაც იხსენებს: „აღმასრულებელი ხელისუფლება, მართალია არა არჩილ ხაბაძე, მაგრამ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე ლაპარაკობდა. ამდენი ხანი გავიდა და სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა ვარშალომიძის მიმართ. გამოდის, ესენი ისეთ რამეს ამბობდნენ, რისი მტკიცებულებაც არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ამბობდნენ. სწორედ ამიტომაც ქილიკობს ახლა ამაზე ყველა… ან ის რად ღირს, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის პიაცასთან დაკავშირებით ასევე ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ უკანონობებზე რომ ისაუბრა, მაგრამ ვერც კირთაძეს დაუმტკიცეს ვერაფერი“.
ასლან ჭანიძის აზრით, მტკიცებულების გარეშე განცხადებების გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას არ ახასიათებს და იხსენებს ბოლო ფაქტს, როდესაც გიორგი კირთაძემ თავისი ოპონენტის – ირაკლი ჩავლეიშვილის დაპატიმრება დააანონსა: „ამ დღეებში გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ჩავლეიშვილმა უკანონოდ გააუქმა ტენდერი და მისი დაკავების მოლოდინის გაჩენაც კი სცადა ხალხში. მაშინ როცა ჩავლეიშვილს ეს ტენდერი კანონის დაცვით ჰქონდა გაუქმებული. ანუ კირთაძემ რა ჩაიდინა – აჩვენა, რომ ან კანონი არ იცის, ან ოპონენტის იმიჯის შესალახად შავ პიარს მიმართა. მე, პირადად, არ მჯერა, რომ გიორგი კირთაძემ არ იცოდა კანონი, რომელშიც წერია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ტენდერის გაუქმების უფლება. კირთაძე რამდენიმე წელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და შეუძლებელია არ იცოდეს, რისი უფლება აქვს კანონით საკრებულოს თავმჯდომარეს“.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გენო გელაძე იმ განცხადებებს იხსენებს, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციაში ჩართულობას, „სეიფში შენახული დოკუმენტების“ გამოქვეყნებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, მაგრამ თავდაპირველი განცხადებიდან სამ თვეში საპირისპირო თქმა კამერების წინ სულაც არ მორიდებიათ: „ეს არის პოლიტიკური უკულტურობა, მაგრამ ამას თავი გავანებოთ – პოლიტიკოსი სამუშაო შეხვედრაზე რომ მოვა და გეტყვის, ელექტრონული ფოსტა სახლში დამრჩაო, იმის პოლიტიკურ კულტურაზე რა უნდა ილაპარაკო?! მათ თავისთავად ვერაფერი გაზრდის. ახალი მოთამაშეები უნდა შემოვიდნენ, რომლებიც დაუსაბუთებელ განცხადებაზე საპირისპიროს მტკიცებას კი არ დაიწყებენ, სასამართლოში წავლენ და გავრცელებული ცნობების უარყოფას ან მორალური ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ“.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის აზრით, წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობა უფრო მარტივი და არასერიოზული საქმეა და ასე გამოიყურება – „იღებ ხელფასს და პასუხისმგებლობა არის ნული“.
ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები თავად განცხადების ავტორებს აზარალებს, მაგრამ გენო გელაძის აზრით, ამ „საკენკს“ ჯერ კიდევ მშვენივრად ინელებს მედია და საზოგადოება, რომელიც განსაკუთრებით ლოიალურობით წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების მიმართ გამოირჩევა: „საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს აქვს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას იმის მტკიცებულება, ვინ რას იძახის. მთავარია, რამე თქვან, ვიღაცას რაღაცა დააბრალონ. ბოლო ხანებში ეს ტენდენცია მოდურიც კი გახდა“. გენო გელაძის დაკვირვებით, პოლიტიკოსებმა მეტ-ნაკლებად იციან ამომრჩევლის ამ განწყობის შესახებ და ცდილობენ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც საზოგადოებას გაართობს: „უმეტეს შემთხვევაში მაინც არის ზემოქმედება ამომრჩეველზე, რომ, აი, ნახე რა მაგარი ვარ – გამოვავლინე! ამის მერე მათ არავინ ეკითხება, რა გამოავლინეს, რითი ამტკიცებენ, რომ გამოავლინეს, რაიმე დოკუმენტი აქვთ თუ არა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსების ზედაპირულ განცხადებასაც კი მშვენივრად ჭამს“.
გენო გელაძეს სურს, რომ პოლიტიკოსებმა საქმის კეთებაზე მეტი დრო ინტრიგების ხლართვას არ მოანდომონ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრით ამის მიღწევა შეუძლებელია:
„პოლიტიკოსებმა – პეტრე იქნება თუ პავლე, კეთილი უნდა ინებონ და კორუფციულ ფაქტებზე განცხადებები ფაქტებით დაადასტურონ, რადგან კანონდარღვევა ისეთი რამეა, მისი გამოსწორება, თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია. შეიძლება კანონდამრღვევი დასაჯო, მითვისებული თანხა უკან დააბრუნებინო, მაგრამ ფაქტი ფაქტად უნდა რჩებოდეს. ცხადია, პოლიტიკოსი, რომელიც ერთ დღეს ამბობს, რომ ვიღაცა კორუმპირებულია, მეორე დღეს კი საწინააღმდეგოს საუბრობს, ეს მის იმიჯზე მოქმედებს“.
მალხაზ ჭკადუა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისის მენეჯერია ბათუმში, რეგიონული პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმით ამ პროცესში მედიის როლზეც მიანიშნებს: „პოლიტიკოსებს ყოველთვის შეუძლიათ ისეთი ბრალდებების გახმაურებაც კი, როცა ჭეშმარიტების დადგენა ძალიან რთული იქნება. ცხადია, თუ ვსაუბრობთ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე, უნდა ვისაუბროთ მედიის მთავარ ამოცანაზეც – მოახერხოს ყურადღების გამახვილება იმ თემებზე, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ინსტიტუტების გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და არა მხოლოდ კრიმინალური, კორუფციული თუ სხვა სახის სკანდალური განცხადების გავრცელებაზე. მე, როგორც ჟურნალისტი და არა როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ვამბობ, რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვთ ცდუნება საკუთარი დღის წესრიგით წაიყვანონ პროცესი, მაგრამ ამიტომაც არის მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ არსებითი პრობლემების წინ წამოწევა მოხერხდეს“.
ზაზა დავითაძემ არჩევნებში 16 ხმით გაიმარჯვა, 14 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა, ვლადიმერ ბალაძემ, საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, იაშა დიასამიძემ კი საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.
უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელია. საბჭო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებსაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევა და ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ.
ზაზა დავითაძის გარდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები არიან: მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე. საბჭომ 2015 წლის 16 მარტს უნივერსიტეტის ახალი რექტორი უნდა აირჩიოს. ამ დრომდე ოთხი კანდიდატი ადასტურებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, მათგან ერთ-ერთი აკადემიური საბჭოს წევრია.
რატომ დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ თქვენ შეიძლება დავით ბაციკაძის თანამდებობაზე დაინიშნოთ?
როგორც ჩანს, გართულდა საკმარისი ხმების მოგროვება უმაღლეს საბჭოში ცვლილებისთვის და ამისთვის საჭირო გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ ის ორი ხმა, რომელიც ჩვენ გვაქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში. როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ეს იქნება ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ მე ღიად ვამბობ – ამაში მონაწილეობას არ მივიღებ და არც ერთ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი თანახმა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები გველაპარაკებოდნენ პრაქტიკულად ყველა კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაზე, მათ შორის თანამდებობების შემოთავაზებით – გადაყენების მხარდაჭერას გვთხოვდნენ…
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ერთი ჯგუფი იმძლავრებს მეორეზე, მერე ის მეორე დააყენებს იმ მომენტისთვის გამარჯვებული ჯგუფის გადაყენების საკითხს და ეს იქნება დაუსრულებლად. ეს ხალხი რეგიონს ითრევს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში, ვიდრე რეალურად არის.
ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის რიგარეშე არჩევნები. „თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, ჩვენი ორი მანდატი ნებაყოფლობით დავთმოთ რიგგარეშე არჩევნების გამო.
რატომ?
ბოლო პერიოდის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მორალური თვალსაზრისით აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო არის დელეგიტიმირებული. გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა რეგიონში არსებული ვითარებით და მათი მუშაობით. კრიზისი შექმნა დღეს არსებულმა კადრებმა, მათ შორის აჭარის მთავრობაში და უმაღლეს საბჭოშიც. არჩევნების გარეშე იგივე კადრები, იგივე საკადრო პოლიტიკა მოიტანს იმავე კრიზისს.
ჩვენი რეგიონის წინაშე არსებული პრობლემები, პირველ რიგში, არის არა პოლიტიკური, არამედ სოციალური, ეკონომიკური და აქედან გამომდინარე პოლიტიკური. აჭარის მთავრობას სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია, ეკონომიკური საკითხები ვერ პასუხობენ გამოწვევებს, პოლიტიკაში კი საერთოდ ვერ ერკვევიან.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხიდან გამოსავალი არის მანდატები დაუბრუნოთ მოსახლეობას და თავიდან აირჩიონ უმაღლესი საბჭო.
თქვენ არ უჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას გადააყენონ მმართველი გუნდის წევრები თანამდებობებიდან. რატომ აკეთებთ ამას?
იმიტომ, რომ ეს არ არის კრიზისის გადაჭრის გეგმა, ეს არის საკადრო თამაში. მარტივია – 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის ყველა რაიონში წააგო არჩევნები, ანუ აჭარის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე არ უნდა არჩევნები, რადგან იცის, რომ იმ მანდატების რაოდენობას, რაც ახლა აქვთ, ვეღარ მიიღებენ. მაგრამ ისინი გვთავაზობენ სხვა გეგმას – გადატრიალებით აიღონ ხელში ძალაუფლება. ეს იქნება 2012 წლის იდეალების ღალატი და მე ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი მანდატის პასუხისმგებლობის საკითხი და არ მივიღებ ამ თამაშში მონაწილეობას.
ჰიპოთეტურად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა უმაღლესი საბჭოს მმართველობაში, ამის შემდეგ გაჩნდება მექანიზმი, პრეზიდენტმა დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს რიგარეშე არჩევნები, ანუ რა გამოდის – ყველას გინდათ არჩევნები, მაგრამ არაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ის დაინიშნოს?
ჩემთვის პერსონალურად ეს არის რთული გადასაწყვეტი, მაგრამ ძალიან მარტივია კალკულაციაა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 8 მანდატი, „თავისუფალ დემოკრატებს“ _ 2 და არსებობს კიდევ ერთი თავისუფალი დეპუტატი. გადაყენებებზე წინადადება არის შემოსული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრის ხელმოწერილი დოკუმენტით, ანუ ეს არის მათი თამაში, რომელიც დაგეგმილია ლევან ვარშალომიძისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ კრიზისის შესაქმნელად. დიახ, პროცესი სწრაფად დაიწყო და დაემთხვა ვარშალომიძის ტრაბზონში ვიზიტს, როგორც არ უნდა ვთქვა, ეს ფაქტია. მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – მე მათ თამაშს არ ვითამაშებ, რადგან, მართალია, ბევრს ეს დაავიწყდა, მაგრამ ისინი ჩემთვის მიუღებელ ავტორიტარულ ქვეყანას აშენებდნენ.
„ნაციონალებს“ ამით უნდათ უთხრან საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს და ეს ყველაფერი დაიწყო აჭარაში. მე არ ვარ „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, მაგრამ მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც და მე ამ გეგმაში მათ არც ერთ შემთხვევაში არ მივყვები. აქედან გამომდინარე, მირჩევნია დავიკავო ნეიტრალური პოზიცია, რომელიც არის მძიმედ ასახსნელი, მაგრამ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და დავიწყო კამპანია იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
და ერთიც, თუ „ნაცმოძრაობას“ უნდა განმუხტოს რეგიონში კრიზისი, მაშინ დადონ მანდატები, მაგრამ ისინი ამას არასოდეს გააკეთებენ, რადგამ მათი მხარდამჭერი არ არის ელექტორატი, სწორედ ამიტომაც ამ ველში ისინი არ გადმოიტანენ თამაშს და შეეცდებიან რადენიმე დეპუტატთან მოაგვარონ ეს ამბავი.
რაც შეეხება თანამდებობიდან ადამიანების გადაყენებას, ეს ვერ გახდება საფუძველი ხელახალი არჩევნების: საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ საკადრო ცვილელებების გამო დაითხოვოს უმაღლესი საბჭო. ასეთ კონსტიტუციურ ნორმას არც აჭარის და არც საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს.
„ნაცმოძარობას“ მოუწოდებთ, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის იზრუნონ, იმავეს ეუბნებით „ქართულ ოცნებას“ და თან ამბობთ, რომ ამას არ გააკეთებენ. მაშინ ამ მოწოდებას რა აზრი აქვს?
მე არაფერს მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, მე „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ ეს გააკეთონ, რადგან მათ აქვთ აღებული პასუხისმგებლობა რეგიონის მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება მთავრობის გადაყენებას, ერთ მექანიზმს გეტყვით – მთავრობის ახალი შემადგენლობა თუ შემოვა უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, რადგან აჭარის მთავრობა რა შემადგენლობითაც არ უნდა შემოვიდეს, იმდენად ღრმაა კრიზისი, იმდენად მოშლილია მენეჯმენტი, რომ წარმოუდგენელია მათ რამის გაკეთება შეძლონ. ისინი დამოკიდებულები არიან არა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომლის გაწერასაც ორი წლის განმავლობაში ვეხვეწებოდით, არამედ სხვაზე. ჩვენ შიგნით სულ გვქონდა საუბარი, რომ წარმოედგინათ რეგიონის განვითარების გეგმა – რისი გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს. ამ ხალხს არ შეუძლია ამის გაკეთება.
ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც კიდევ გამოაკლდება რამდენიმე დეპუტატი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს მათ შეუძლიათ, თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და დადებენ მანდატებს ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ. ეს საჭიროა არამხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია მოექცეს კანონის ჩარჩოში, არამედ იმიტომაც, რომ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას რეგიონში ავტორიტეტი პრაქტიკულად არ გააჩნია.
ელოდებით, რომ გადადგამს „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს?
თუ კრიზისი გაღრმავდა და მათ დაინახეს, რომ კიდევ ბევრ რამეს დაკარგავენ, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ამაზე წავიდნენ. ჩვენ მზად ვართ მივიდეთ ხალხთან და ვუთხრათ, რომ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ამ ყველაფრის ბედი. ვხედავთ, რომ არც ერთ სახელისუფლო ინსტიტუტს რეგიონში ავტორიტეტი აღარ შერჩა, ხალხს არ აქვს განცდა, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელიც აგვარებს პრობლემებს, სამინისტროები და აჭარის მთავრობა გახდა უტყვი.
მაგრამ, როგორც თქვენ უწოდებთ უტყვმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ კრიზისის დაძლევის მიზნით ერთ კონკრეტულ დეპუტატს შესთავაზა ქონება 49-წლიანი იჯარით…
ეს შეურაცხმყოფელია. ქალბატონი სვეტა [კუდბა] დიდი ხანია ითხოვს ამ ტიპის დაწესებულებისთვის ფართობს, არაერთხელ ვიყავი მონაწილე ამ პროცესის, როცა ის ამას ითხოვდა და მას სხვადასხვა არგუმენტით უარს ეუბნებოდნენ. დღეს თუ ეს შესთავაზეს, კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი იქნება, რომელიც გადადგა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში რაღაც კონფიგურაცია შეინარჩუნოს. ეს კონფიგურაცია არაფერს ახალს არ ქმნის. არ შეიძლება პრობლემები გადაიჭრას იმ სტრატეგიით, რა სტრატეგიამაც ეს პრობლემები შექმნა. პრობლემები შექმნა უსაქმურობამ, არაფრის კეთებამ. თუ არჩევნები არ ჩატარდა, პრაქტიკულად კიდევ არაფრის კეთება მოყვება ამას.
დავით ბაციკაძის თუ მისი ოჯახის მიერ წამოწყებულ ბიზნესზე რა აზრის ხართ?
მე ვთვლი, რომ პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ჰქონდა დეკლარირებული და არ დაუმალავს, მორალური თავლსაზისით ეს არ არის სწორი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ძალიან რთულად აღსაქმელია რეგიონისთვის, სადაც მძიმე სოციალური ფონია, რომ არ გამოგიყენებია თანამდებობა საკუთარი ბიზნესის გასამართად. ეს რთულად ახსნადია და ამას არ უნდა აკეთებდე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დარღვეულა, როგორც თვითონ ამბობს. უნდა გადაწყვიტო – ან ხარ ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი. სერვანტესი ამბობს, რომ ყველაზე მძიმეა ადამიანი ერთი ფეხით გადმოდიოდეს ცხენიდან – ასეთი სიტუაციაა უმაღლეს საბჭოში: მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია – არ იციან პოლიტიკოსები არიან მომავალში, თუ ბიზნესის კეთება უნდათ.
ხვალ, 20 თებერვალს, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს „ოცნების“ თანამდებობის პირების გადაყენებაზე. რას ელოდებით?
როგორც არ უნდა განვითარდეს ხვალ პროცესები, ჩვენ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ველოდებით.
ცენტრალური მთავობისგან თუ იღებენ რეკომენდაციებს „ქართული ოცნების“ აქაური წევრები?
მე ვთვლი, რომ არავითარი მითითება დედაქალაქიდან არ აქვთ – იქ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რატომაც შეიქმნა ეს კრიზისი, არის ის, რომ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ რეგიონის პოლიტიკოსები. მექანიზმი ასეთი: მათ უნდა უთხრან სუს-ის გარკვეული განყოფილების თანამშრომლებს რაღაც, რასაც ისინი ათანხმებენ ადგილზე ხელმძღვანელებს, მერე ეს ადგილზე ხელმძღვანელი ათანხმებს ამას დედაქალაქში მინისტრის მოადგილე კურატორთან, ეს კურატორი ათანხმებს რომელიღაცა სამინისტროში და ამის შემდეგ იწყება უკუბრუნი. ეს მართლა ასე ხდება. ამიტომაც ვერც ერთმა პროექტმა ვერ გაიარა ეს გზა, რადგან ამ გზაზე იმდენი კითხვის ნიშანია, რომ ეს ბოლომდე ვერც მივა. ამიტომაც არის, რომ არც ერთი პროექტი არ დაწყებულა.
როცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერთან მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო პრობლემა. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონის ქონება არ არის გამიჯნული. მსგავსი უნიათობები კი იწვევს პრობლემებს.
ფაქტი კი ერთია, კრიზისი შექმნა მართვის ამ სტილმა, ამ ადამიანებმა და იგივე ადამიანები ვერ გადაწყვეტენ კრიზისს. „ნაცმოძრაობა“ კი კიდევ უფრო დიდ კრიზისს გეგმავს, ანუ ამ პროცესში მონაწილეობით შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება მოუტანო რეგიონს.
ბათუმის მერიის მცდელობა, აღკვეთოს ქალაქში უკანონო გარევაჭრობა, ახალი არ არის. მერიის სამსახურები გასულ წლებშიც უშედეგოდ ცდილობდნენ გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებას. მერიაში ახლა ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრი აინტერესებთ ამ საკითხზე.
„მერიამ გადაწყვიტა, საზოგადოებრივი აზრი შეესწავლა და მიმდინარეობს ინტერაქტიული გამოკითხვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის თითოეული მცხოვრების მოსაზრების დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით. რა შედეგი მოჰყვება გამოკითხვას, ამას უკვე გადაწყვეტს ზემდგომი ხელმძღვანელობა“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თეკლა ჩიჩუამ, მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.
მისივე თქმით, მერია პირველ ეტაპზე გამაფრთხილებელ შეტყობინებას გაუგზავნის იმ 50 მაღაზიის მფლობელს წერეთლისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების მონაკვეთში, რომლებიც თავიანთი მაღაზიების წინ უნებართვოდ ვაჭრობენ.
როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის ბარათს: ხვნისა და აგრობარათს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ სჭირდება ხვნის ბარათი, მას შეუძლია ბარათი დააბრუნოს, რის შემდეგაც ფერმერს ბარათის შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება, რომლითაც პესტიციდებისa თუ შხამ-ქიმიკატების შეძენა შეეძლება.
ქედის გამგებლის მოადგილის მამუკა ფარტენაძის თქმით, ქედაში მცხოვრებ ფერმერებს აგრობარათებს თემის რწმუნებულები ერთი კვირის განმავლობაში გადასცემენ.
საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისთის ქედაში სულ 3 745 ფერმერი მიიღებს აგრობარათს.
მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
პროგრამით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებსაც მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰექტარი მიწის ფართობები. მათ დაურიგდებათ ხვნისა და აგრო-ბარათები, რომლებსაც დაბეჭდავს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ და გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ბენეფიციარებისათვის დასარიგებლად.
მთავრობის ინფორმაციით, ბენეფიციარებს აგრობარათები 2014 წელს დაურიგდათ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ და მათი მოქმედების ვადა 10 წელია. შესაბამისად, 655 453 ბენეფიციარს მიღებული აქვს აგრობარათები, ხოლო 2015 წელს დამატებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრობარათები აიღონ კვლავ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში.
იმ ბენეფიციარებს, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული აქვთ აგრობარათები, საშუალება ექნებათ, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში განაახლონ თავიანთი ბარათები. „ლიბერთი ბანკი“ ვალდებულია გაითვალისწინოს ბენეფიციართათვის ახალი ან/და დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების დარიგება და მათი შემდგომი მომსახურება.
მთავრობის მონაცემებით, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობამ 757 145 ფერმერი შეადგინა, რომელთა მფლობელობაში იყო მიწის ფართობები 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით.
2014 წელს (2013 წლისგან განსხვავებით) ბენეფიციართა რაოდენობას დაემატა თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ბათუმი) ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები) მფლობელები.
2015 წელს მათ დაემატება რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების მფლობელებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით დააზუსტებენ პოტენციური ბენეფიციარების სიას.
2015 წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს.
ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და ისინი მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2014 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 227 590 ბენეფიციარის სარგებლობაშია 31 629 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 529 555 ბენეფიციარის სარგებლობაშია 319 339 ჰა მიწის ფართობი.
პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტებისა და გამორჩენილი ბენეფიციარების დამატების შემდეგ, 2014 წლის მონაცემებით არსებულ 757 145 ბენეფიციარს 2015 წელს დაემატება დაახლოებით 43 000 ბენეფიციარი და 2015 წელს პროექტის პოტენციური ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა იქნება 800 000.
ბენეფიციარები, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით, მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:
ა) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან შესყიდვის მიზნობრიობით;
ბ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით;
გ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მათ გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით.
აგრობარათზე არსებული ქულებისა და ხვნის ბარათის განაღდების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აგრობარათებზე დარიცხული ქულების ათვისება 2015 წლის 1 დეკემბრამდე, სააგენტო მოახდენს გაუნაღდებელი ქულების ანულირებას.
შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს შემსრულებელი სხვა მეწარმე სუბიექტები პროექტის განხორციელებისას, ბენეფიციარებს დაუხნავენ მიწას, გაწეული მომსახურების საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. კერძოდ, ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას სააგენტოს კონტრაქტორი შეძლებს სააგენტოს კონტრაქტორ ბანკში. ხოლო „მექანიზატორის“ მიერ ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას უზრუნველყობს სააგენტო. „მექანიზატორი“ სამუშაოს სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნას.
სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე და სარგავ მასალებს. საქონლის შესყიდვის საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს.
პროექტის ბენეფიცარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 800 000 ფერმერს. პროექტის განხორციელების მთლიანი ბიუჯეტი იქნება 61 139 153 ლარი. აქედან 50 მილიონი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საიდანაც უკვე გამოყოფილია ეს თანხა, ხოლო დანარჩენი დაფინანსდება სააგენტოს მიერ.
ლილი დარახველიძე ლოგოპედია (დეფექტოლოგი). ის ამ ბაღში რამდენიმე წელია მუშაობს. ამბობს, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ ბაღში სპეციალური პროგრამები უნდა იყოს, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა: „ჯერ არანაირი პროგრამით არ ვმუშაობთ, არც ერთი დაწესებულება არ გამოჩნდა, რომელიც გვასწავლიდა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ამ ბავშვებთან მუშაობა. გასულ წელს რომელიღაც ორგანიზაცია ჩამოდიოდა თბილისიდან და გვეხმარებოდა, მაგრამ წელს იმათაც მიგვატოვეს“.
ლილი დარახველიძე ამბობს, რომ ცალკეულ სპეციალისტთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ბავშვებთან პროგრესის მიღწევა მაინც ჭირს: „ბავშვთან, რომელიც ვერ დადის და ვერ მეტყველებს, დიდი პროგრესი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა იყოს რაღაც პროგრამა, რის მიხედვითაც ყველა სპეციალისტი ვიმუშავებთ ერთობლივად, ერთი ხაზით“.
პერსონალი გვეუბნება, რომ ისინი ინდივიდუალურად, საკუთარი დაკვირვებითა და პროფესიული მეთოდებით აგრძელებენ პატარებთან მუშაობას, თუმცა, სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას მაინც ხედავენ.
„ტრენინგები იშვიათია, თუმცა შესაბამის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა არც ტრენინგების დროს გვაქვს. რაც არსებობს, ის პროგრამა არ შეესაბამება ამ ბაღში მყოფი პატარების ასაკობრივ ნორმებსა და მათ განვითარებას“, – ამბობს ლოგოპედი. მას მიაჩნია, რომ სპეციალურ პროგრამებზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსურად უნდა იმუშაონ.
სისტემა ითვალისწინებს შშმ ბავშვების ინტეგრირებულ ჯგუფებში ყოფნას. თუმცა, როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა უჭირთ.
„ასეთი დიაგნოზით (დცპ) არ ვიცი საერთოდ შეძლებენ თუ არა სკოლაში წასვლას. ვინც წევს, მათი რა მოგახსენოთ, მათ ინტეგრაციაზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს“, – გვეუბნება ბაღის გამგე ლალი ლიპარტიანი.
ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ბაღის აღსაზრდელთან ერთად
პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, სპეცჯგუფის ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ამბობს, რომ ინტეგრირებულ ჯგუფში პატარები მაინც გაყავთ: „მაგალითად, თემო უფრო მოძრავი ბავშვია, ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ბევრს მიაღწია. იცის ფეხზე ჩაცმა, კარის გაღება-დახურვა, მას არ უჭირს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა, სხვები უფრო იღლებიან, ხმაური აღიზიანებთ და დიდხანს არ ვტოვებთ“.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან უკვე მეექვსე წელია მუშაობს. ლოგოპედის მსგავსად, ისიც საკუთარი დაკვირვებით, ინდივიდუალურად ცდილობს თითოეული ბავშვის პრობლემის დაძლევას:
„ამ სფეროში სახელმძღვანელოები უცხოურ ენაზეა, მე 2010-2011 წლების გამოშვებული მასალებით ვხელმძღვანელობ, წიგნის ავტორი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფსიქოლოგთა რჩევებია მოცემული და პრაქტიკაში ძალიან მეხმარება“.
თამარ უნგიაძის თქმით, თითოეული ბავშვის განვითარების გეგმა ინდივიდუალური დაკვირვების შედეგად დგება, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლება: „იმის მიხედვით, აქვს თუ არა ბავშვს რაიმე პროგრესი განვითარებაში. დაკვირვება შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე და მეტიც“.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ ისინი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. „ბავშვებთან, რომლებიც ვერ დადიან და, ძირითადად, საწოლში უწევთ ყოფნა, ვმუშაობთ, რომ მათ განუვითაროთ ხელის მოტორიკა, დავუმუშაოთ თითები, ლოგოპედი სახის კუნთების დამუშავებაზე მუშაობს და ა.შ“.
ქრისტინა გოგიტიძეს ექვსი წლის გოგონა ჰყავს. მას მე-12 ბაღში უკვე მეორე წელია დაჰყავს შვილი. ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, ბაღი ბავშვისთვის მაინც მნიშვნელოვანია.
„კარგი იქნება, თუ ბაღის სერვისი გაუმჯობესდება და მშობლებს ნაკლებად მოგვიწევს ბავშვების სხვადასხვა ადგილზე წაყვანა. რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ იაგორ ჯიბუტის სარეაბილიტაციო ცენტრში მოქმედებს, რომელიც ჩაქვშია და ძნელია იქ სიარული“.
დედა ამბობს, რომ პროგრამა წელიწადში რვა სავარჯიშო კურსს მოიცავს, რაც ძალიან ცოტაა: „დცპ დიაგნოზის ბავშვებს თვეში მინიმუმ ოცი დღე ინტენსიური ვარჯიში სჭირდებათ. სახელმწიფოს შემოთავაზება კი მინიმალურია. ალბათ უფრო მეტად უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ამ ბავშვებს დაეხმაროს“.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მულტიდისციპლინარული, ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ბაღიდან სკოლაში გადადიან. მათი უმეტესობა სწავლას ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში აგრძელებს. ამ სკოლის ფსიქოლოგის, ფატმან ზოსიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი მონაცემები არ შეესაბამება სასკოლო ნორმას, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. „წელს მივიღეთ ამ ბაღიდან ბავშვი. რომ ვთქვა, ბავშვი რაიმე განვითარებით შემოვიდა-მეთქი, მოგატყუებთ. ფანქრის დაჭერაც კი არ შეუძლია. მე არ ვიცი რამდენი ხანი დადიოდა ის ბაღში, მაგრამ ამის განვითარება ნამდვილად შეიძლებოდა“, – გვეუბნება ფსიქოლოგი.
იგი ფიქრობს, რომ ბავშვების განვითარებაში პროგრესის ნაკლებობა არასწორად გაწეული მუშაობითაა გამოწვეული: „ან ნაკლენად დახარჯული ენერგიის. როცა ეს არ კეთდება ბაღში, იმავე სამუშაოს თავიდან გავლა გვიწევს სკოლაში, რაც ძალიან ცუდია“.
ფსიქოლოგის აზრით, ბაღებში სპეციალისტების გადამზადება აუცილებელია: „აღმზრდელი არ ნიშნავს იმას, რომ გამოცვალოს „პამპერსი“. აღმზრდელს აუცილებლად სჭირდება გადამზადებული თერაპევტიც, რომ მიაღწიოს მიზანს“.
ფატმან ზოსიძე ძირითადად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობს და ამბობს, რომ რეგიონში ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტიცაა: „მხოლოდ ორი ფსიქოლოგი ვართ აჭარის მასშტაბით. სპეციალისტების გადამზადებაზე არანაირი რესურსი არ იხარჯება და რა შედეგს უნდათ, რომ მიაღწიონ“.
ფსიქოლოგის თქმით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი ქვეყანაში გვიან დაიწყო, „ამის შედეგია ის, რომ სკოლაში მყავს 35 წლის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა და წრის შემოხაზვა შეუძლია. ამ ადამიანის უკეთ განვითარების ყველა შანსია გაშვებული“, – ამბობს ის.
ფსიქოლოგის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფომ დროულად მოახდინოს პრობლემაზე ორიენტირება და იზრუნოს სპეციალისტების გადამზადებაზე და იმ აუცილებელი პროგრამების შემუშავებაზე, რომლის გარეშეც, ფსიქოლოგების აზრით, პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი რაიონულ ცენტრებში არსებულ მდგომარეობას დღეს, 19 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან და ქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად გაეცნო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მას ახალი ავტომობილები გადაეცა. სამი საშუალო და ერთი მაღალი გამავლობის მანქანით ცენტრის პრესონალი რაიონის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას.