ნეტგაზეთი • RU

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს

 

 უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დაუჭირა.

საკითხის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

 

 

სხდომამდე  რამდენიმე საათით ადრე უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ დეპუტატებს მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ ძველი დოკუმენტები დაურიგა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი  საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ კი ის ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"