სიახლეები

რელიგიური კონფესიების დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან

21.02.2015 • 1279
რელიგიური კონფესიების დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან

 

აღნიშნული თანხით სააგენტოს ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიური გაერთიანებები უნდა დაეფინანსებინა.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ თავისი 2014 წლის ოქტომბრის განკარგულებით, შეცვალა თანხის ოდენობა და გასული წლის სარეზერვო ფონდიდან  აღნიშნული კონფესიებისათვის სააგენტოს ანგარიშზე 1 750 000 ლარი გადაირიცხა.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა კონფესიებზე შემდეგნაირად განაწილდა:

 

საქართველოს ისლამური თემი – 1 100 000 ლარი;

 

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 300 000 ლარი;

 

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი- 200 000 ლარი;

 

საქართველოს იუდეური თემი – 150 000 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის სარეზერვო ფონდიდან 1 542 000 ლარი საქართველოს საპატრიარქოსაც გადაერიცხა, ოღონდ  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან გვერდის ავლით.

 

 

რელიგიური კონფენსიებისთვის გადაცემული თანხა მთავრობის 2014 წლის სარეზერვო ფონდიდან [მილიონი ლარი]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: