სიახლეები

ქობულეთელი მხატვრის საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრები

20.02.2015
ქობულეთელი მხატვრის საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრები

ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ხელოვნების სფეროში ამ მხატვრის არსებობა ერთი წლის წინ შეიტყვეს – ”ამ მხატვრის არსებობა შარშან, დაახლოებით ამ დროს ძალიან მოულოდნელად და სრულიად შემთხვევით გახდა ჩვენთვის ცნობილი. მისი ნამუშევრების გამოფენა თბილისშიც მოეწყო და მან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა და დღეს ეს შესანიშნავი სურათები კვლავ არის ექსპონირებული ხელოვნების მუზეუმში” – ამბობს ის.



რატი ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ხელოვნებათმცოდნეების აზრით მხატვარი ნაივის სტილის წარმომადგენელია – ” სიუჟეტურად საკმაოდ დრამატული  ნამუშევრებია წარმოდგენილი, მის ნამუშევრებში არის სოციალური კრიტიკა, რაღაც მანკიერებათა მხილება ჩვენი თანამედროვე ყოფის და უახლესი ისტორიის, მაგრამ მიუხედაავდ ამისა ეს ყველაფერი განმსჭვალულია საოცრად თბილი და ნათელი ენერგეტიკით. სწორედაც ჰუმანისტის თვალით არის დანახული ყველაფერი. ძალიან საინტერესო მხატვარია, რომელიც ვფიქრობ ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ არის დაფასებული, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება”.

გამოფენაზე 40-მდე ფერწერული ტილოა წარმოდგენილი, რომლებიც მუზეუმში დაახლოებით 10 დღეს კიდევ დარჩება.




გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.