ბათუმში ჭაჭის თაუერი 2012 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. კოშკს გარს ოთხი შადრევანი აკრავს. თითოეულთან დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინება.
ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში 25 მეტრს შეადგენს, მთავარი გუმბათი განთავსებულია 25 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი 4 გუმბათი – 5 მეტრ სიმაღლეზე. კოშკზე დამონტაჟებულია საათი.
„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2015 წლის 4 მარტს დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კი 23 მარტს გამოქვეყნდა.
კანონის ახალი რედაქციით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.
იგივე პროცედურაა უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებადაც. ამ შემთხვევაში გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. თავის დროზე, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში იმოქმედებდა კრიზების მართვის ცენტრი, რომელიც სტიქიური უბედურებების და სხვა ფორს მაჟორული სიტუაციების დროს ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის კოორდინაციას გაუწევდა ყველა შესაბამის უწყებას.
საბჭოს დებულება, რომლის აპარატშიც 81 ადამიანია დასაქმებული, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის იანვარში დაამტკიცა.
აშშ-ს სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში /ფოტო: თედო ჯორბენაძე/
სხდომას აჭარის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი-ხათუნა ნაყეური და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი სოფო ლაზიშვილი დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისში გაიმართება შეხვედრები სავოევოდოს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე მხარეებს შორის 2014 წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმებისა და ტურიზმის სფეროებში განხორციელებულ პროექტებს განიხილავენ. ასევე ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას.
დაგეგმილია სტუმრობა სილეზიის უნივერსიტეტში.
სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გრძელდება.
ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
კლავიში – მალხაზ დუმბაძე, გიტარა – თემურ დიასამიძე, ბას-გიტარა – რობი გოგიტიძე, დრამერი – გიორგი თევდორაძე და ვოკალისტი ილა წულაძე.
კონცერტზე 15 კომპოზიცია შესრულდება.
როკ-ჯგუფი„ბეთლემი“ დაარსდა დაბა ქედაში 1987 წელს და უკვე 28 წლის არსებობის ისტორია აქვს. წარსულში ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 90-იან წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ბალტიისპირეთი, გერმანია). მოგვიანებით ჯგუფი დაიშალა, 2010 წელს კი, ახალი შემადგნელობით ჩამოყალიბდა.
„ბეთლემის“ სოლოკონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.
როკ-ჯგუფი ბეთლემი
გიტარისტი თემურ დიასამიძე
ბას-გიტარისტი რობი გოგიტიძე და დრამერი გიორგი თევდორაძე
კაპიტალიზაციის ერთი პროცენტი ქონების გადასახადის სახით, რომელიც ცვალებადი იქნება წლების მიხედვით, მაგრამ იქნება დაახლოებით 4-5 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში სხვა ტიპის გადასახადებს გადაიხდიან, როგორიცაა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. კორპორატიული გადასახადის ზუსტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
დღეისათვის დაახლოებით 600 ადგილობრივია დასაქმებული შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან, ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მაგრამ მათზე ზუსტი მონაცემი არ მაქვს.
ოპერირების დროს, ბუნებრივია, ნაკლები იქნება, მაგრამ შესაბამისი გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ უკვე დაგვჭირდება როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე მხარდაჭერის, ანუ სხვა არაძირითადი საქმიანობისთვის პერსონალი და ამაშიც ადგილობრივები იქნებიან ჩართული. დაახლოებით 50 კადრი დასაქმდება ალბათ.
სოციალურ პროექტებში რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება, 2015 წელს ორ მილიონამდე ლარია სოციალური პროექტებისთვის. ეს თანხა მოხმარდება როგორც კონკრეტული სოფლებისა და თემების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც სოფლის მიერ იქნება შერჩეული, ასევე, გარკვეული თანხა მოხმარდება ე.წ. „შემოსავლის წყაროს“ გაჩენას სოფლებში. ეს იქნება საოჯახო და სხვადასხვა ტიპის ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და ა.შ.
რამდენსოფელზეასაუბარი?
პროექტის არეალში პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების ქვეშ ხდება 17 სოფელი. სავარაუდოდ, ყველა სოფელში რაღაც გაკეთდება. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ სოფელზე უფრო მეტია ჰესის პირდაპირი ზემოქმედება. ამის მიხედვით შედგება ბიუჯეტი.
არანაირი ოფშორული დაფინანსება არ იქნება. ყველასთვის ცნობილია ჩვენი დამფინანსებლები, ეს არის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-ი da Tata Power-ი, რომელიც ინდური კომპანიაა და ასევე მსოფლიო ბანკის წევრი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია. არც ერთი ჩვენი პარტნიორი და კრედიტორი კომპანია ოფშორული იურისდიქციით არ სარგებლობს.
დაახლოებით 450 გეგავატსაათი. ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის რეალიზაცია მოხდება საქართველოში, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში თურქეთში მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას.
ამაზე არაერთხელ გვაქვს პასუხი გაცემული. მშენებლობის დაწყების წინ მთელი რიგი რისკებისა შესწავლილია. ასევე შესწავლილია ის რისკებიც, რაც არსებობს ცალკეულ სოფლებში გეოლოგიური თვალსაზრისით და ჰესის არსებობის პირობებში არ გაიზრდება. პროექტი ითვალისწინებს გარემოს უსაფრთხოების დაცვასაც. იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერი ზიანი დადგება, კომპანიის პროექტის მშენებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ხუთ სოფელთან გაფორმებული სამხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცემა კომპენსაცია.
გიგი ამბობს, რომ ის პიტერ პენივითაა, მას გარეგნულადაც ჰგავს და ისტორიითაც. ქუჩაში გამვლელებიდან, რომელთაც საკუთარ თავზე უყვება, ბევრი გაიცნო და დაუმეგობრდა. ახლა მათთან ერთად ატარებს დროს, ისინი ბავშვები არიან, რომლებიც აპურებენ, სტუმრად პატიჟებენ თავისთან და ერთად თამაშობენ. მერე რა, რომ ასაკში დიდი სხვაობაა. გიგი დიდი ბავშვია, დიდი ტანად.
გიგი ნინიძე
მას კითხვა ძალიან უყვარს და ბევრი წიგნიც აქვს წაკითხული, პიანინოზე შესანიშნავად უკრავს, თუმცა დაკვრა მისთვის არავის უსწავლებია, ნოტებსაც კი ვერ ცნობს, შეუძლია ნაწარმოები მოისმინოს და თავისი ინტერპრეტაციით დაუკრას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, გიგი ხატავს კიდეც, თვითნასწავლი მხატვარია და ხშირად მადლობის ნიშნად თავის მეგობრებს ან მუსიკას უძღვნის, ან თავის ნახატებს ჩუქნის.
„მუსიკას სწავლა არ უნდა, არც დაკვრას, არც ნოტს, რომ არ ვიცი მათი სახელები რა, ვერ ვუკრავ? მუსიკას შეგრძნობა უნდა, რასაც შევიგრძნობ, იმას ვხატავ. კიდევ კარგი ბევრი ფერი არსებობს, ხანდახან იმდენ რამეს ვგრძნობ, რომ ცოტა ფერით ამას ვერც გადმოვცემდი.
წიგნის კითხვაც მუსიკასავითაა, იმდენ რამეს გაგრძნობინებს, რომ მერეც ხატვა მინდება. ზოგადად, როცა ვფიქრობ, ვიხსენებ, ან ვოცნებობ, ყოველთვის ხატვა მინდება. ხელოვნება დარდის საუკეთესო ჩასაკლავია და თან ამ დარდს ბედნიერებად აქცევს.
ალბათ გავაფრენდი, ამეების კეთება რომ არ შემეძლოს, შემიძლია გადამეტებული ნათქვამია, გამომდის შეიძლება ითქვას~, – თქვა გიგიმ.
ქართველი პიტერ პენი, როგორც აღვნიშნე, გამვლელებს ესაუბრება თავის სამყაროზე, რომელსაც მხოლოდ თავისთვის ვერ იტევს, სხვებს უნდა გაუზიაროს, თუმცა ბევრჯერ სხვებს მისი მოსმენა არ უნდათ, ალბათ, ყველას თავისი პრობლემა აქვს და სხვისი დარდი მეტისმეტია.
„მე ადამიანების გაცნობა მიყვარს, მათთან ლაპარაკი, მარტო ცუდ რამეებს არ ვუყვები. ხშირად მინდა ჩემს წიგნებზე მოვუყვე, პერსონაჟებზე, რომელთაც ვამსგავსებ მათ და ჩემს ნახატებზეც. ქუჩაში ძალიან ლამაზი გოგო რომ გაივლის და უცებ რამე მუსიკა მომაგონდება, მას ამაზე ხომ უნდა ვუთხრა? ამაში ცუდი რა არის? უცხო თუა ვერ გავიცნობ და ვერ დაველაპარაკები?
ისე მალე გახდება ნაცნობი, რომ ვერც მიხვდები. ასეთი ბევრი მეგობარი მყავს ახლა, ჩემი ბავშვები უცხოები იყვნენ ხუთი თვის წინ, ახლა კი ყველაზე ახლობლები არიან ჩემთვის. ერთმანეთს ბევრი სითბო და სიყვარული უნდა მივუძღვნათ.
მე ვიცი, ადამიანებს მანამ უნდა ეფერო და კოცნო, სანამ შენთან არიან, მერე რა, რომ ახლა არ იცნობ, გაიცნობ და მოასწრებ, სანამ სამუდამოდ დაკარგავ და სულ გაუცხოვდებიან. ყველაზე თბილი მაინც ბავშვები არიან, მათ არ უკვირთ ასეთი რომ ვარ და მე ეს მახარებს~.
გიგი 26 წლამდე ასაკის ბიჭია, რომელსაც ადამიანები უყვარს, მათთან ლაპარაკი, მეგობრობა, მათი სიყვარული და დაფასება. გიგი 26 წლამდე პიტერ პენია, რომელიც თბილისის ქუჩებში დახეტიალობს და ბავშვებს აბედნიერებს. ალბათ დიდებსაც გააბედნიერებდა, მათ რომ მისთვის დრო ჰქონდეთ.
ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
ასევე ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 4 აპრილს, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ მედიკოსები ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში ჩაატარებენ.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლიზა თედორაძემ მიაწოდა.
პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძეა. სპექტაკლში ნინო კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ეკენე მეხეშიძე, პაატა ფაცია და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები მონაწილეობენ.
„პეპის მოგზაურობა 2“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში 28 მარტს 15: 00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარია და მისი შეძენა მსურველებს ხელოვნების ცენტრის სალაროში შეეძლებათ.
მაგალითად, რუსთაველის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩის კვეთაში, რუსთაველის ქუჩის მხრიდან, სამშობიარო სახლის ჩათვლით, დამონტაჟებულია სამი „ფეიბოქსი“, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირამდე (ყოფილი სტალინის ქუჩამდე) – ხუთი „ფეიბოქსი“. აღნიშნული რვა აპარატიდან არც ერთი არ მუშაობდა.
„ფეიბოქსი ტერმინალი“ #3567144, რომელიც დამონტაჟებულია სამშობიარო სახლის წინ მაღაზიაში ჩასასვლელ კიბესთან, არ მუშაობს სისტემატურად. „ფეიბოქსი“ ხშირად „ყლაპავს“ თანხას, რომელსაც უკან არავინ გიბრუნებს. ასეთი შემთხვევა მქონდა 26 თებერვალს, როცა „ფეიბოქსმა“ ოთხი ლარი „ჩამიყლაპა“. იქვე, გვერდით მდგომმა ახალგაზრდებმაც ასევე თქვეს, რომ მათაც „შეუჭამა“ თანხა რამდენჯერმე. ასევე თანხა „გადაუყლაპა მაღაზიიდან ამოსულ გოგონას, რომელსაც ტელეფონის ბალანსის შევსება უნდოდა. „ფეიბოქსმა“ იქვე ფული „გადაუყლაპა“ ტაქსის მძღოლსაც.
საქმის მოგვარება გადავწყვიტე, დავრეკე ცხელ ხაზზე: (032) 2319191. ჯერ ჩაირთო მუსიკა, ოპერატორმა კი 10 წუთის შემდეგ მიპასუხა. ჩაიწერა ჩემი ტელეფონის, ასევე „ფეიბოქსის“ ნომერი და მითხრა, რომ თანხა ჩამერიცხებოდა, თუმცა როდის?…
ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, მართლა ერთდროულად გაფუჭდა ამდენი „ფეიბოქსი“, თუ ხელოვნურად აფუჭებენ, ან კი იციან შესაბამის ბანკებში? თუ ეს იციან „ფეიბოქსის“ ზედამხედველებმა და ასეთ მუშაობას ამჯობინებენ? წარმოიდგინეთ, ბათუმის ქუჩებში რამდენი ასეთი აპარატია დამონტაჟებული და ყოველი კვირის ბოლოს რამდენი თანხა იქნება მოსახლეობისგან მოპარული.
იქნებ ამ წერილმა გამოაფხიზლოს შესაბამისი ბანკების ხელმძღვანელები და დააწესონ კონტროლი „ფეიბოქსების“ მუშაობაზე.
წაკითხული აქვთ თუ არა აჭარის კონსტიტუცია უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს და თუ წაკითხული აქვთ, როგორ ესმით მისი შინაარსი? – ეს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის კენჭისყრის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ გახდა აქტუალური.
კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძის განმარტებით, დათქმა, რომ ვიცე-სპიკერი სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა (ანუ 11-მა დეპუტატმა) უნდა აირჩიოს აჭარის კონსტიტუციითა განსაზღვრული. რეგლამენტი, რაც კონსტიტუციიდან გამომიდინარეობს, ადგენს მხოლოდ პროცედურას და არა ვიცე-სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმათა ოდენობას. უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი კონსტიტუციონალისტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მიზეზით დაიწყეს დავა უმაღლესი საბჭოს წევრებმა იმაზე, რაც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია. „ამის მიზეზი კონსტიტუციის კარგად არწაკითხვა, მისი არცოდნა თუ რაიმე სხვაა, ეს მე არ ვიცი“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.
ისტორისკოს ემზარ კახიძის შეფასებით კი, მისთვის როგორც ამომრჩევლისთვის, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, სიბნელეა. ის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს სხვა სახელს ვერ არქმევს. „მე ისიც ვერ გავიგე რა ხდება, მართლა დაარღვიეს კონსტიტუცია თუ არ დაარღვიეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან. უბრალოდ, პირადი სიმპათიების მიხედვით ახდენენ კონსტიტუციის განსაზღვრებას. ასე არ შეიძლება“, – ამბობს ემზარ კახიძე.
უმაღლესი საბჭოს სხდომას, რომელზეც ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას უყარეს კენჭი, 13 წევრი ესწრებოდა – რვა `ნაციონალური მოძრაობიდან~, თავად ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ორიც `თავისუფალი დემოკრატებიდან~. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ბესო შერვაშიძე `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბრისას ირწმუნება, რომ მართალია, `თავისუფალმა დემოკრატებმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მაგრამ ისინი სხდომაზე დასასწრებად დარეგისტრიდნენ.
ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, რაც აჭარის კონსტიტუციის თანახმად მის ასარჩევად საკმარისი არ იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ პროცედურა არ შედგა და სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც დეპუტატები შეეწინააღმდეგნენ.
კითხვაზე არის თუ არა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის სწორად წაკითხვის ან თუნდაც, ზოგადად, მისი წაკითხვის პრობლემა? – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პასუხობს:
„მე-15 მუხლის დარღვევაზე სხდომაზევე გავაკეთე განცხადება, თუ რატომ არ შემეძლო არჩევნები ჩატარებულად ჩამეთვალა. ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იყო ის, რომ დაირღვა აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მოთხოვნა. როდესაც კანონქვემდებარე აქტი, ანუ რეგლამენტი არ ექვემდებარება კონსტიტუციის ნორმას, მოქმედებს კონსტიტუციის ნორმა. რაც შეეხება იმას, რატომ არ არის რეგლამენტი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, მე პირველივე სხდომაზე ვთქვი და ყოველთვის ვამბობდი, რომ აჭარის კონსტიტუცია და ასევე რეგლამენტი არის უხარისხო, ეს ოქმშიცაა ჩაწერილი. ჩვენ კონსტიტუციის შეცვლაზე ხელი არ მიგვიწვდება. რადგან ამას სჭიდებოდა 14 ხმა, რაც ჩვენ არასდროს გვქონდა. რაც შეეხება რეგლამენტს, როდესაც დავინახეთ, რომ საჭირო იყო რეგლამენტის საფუძვლიანი ცვლილება, შევქმენით რეგლამენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მთლიანად შევიყვანეთ იურიდიული კომისია. მე არ გამიცდენია ამ ჯგუფის არც ერთი შეხვედრა. მისი წაკითვის პრობლემა მე არ მგონია იდგეს დღეს წესრიგში, მათ ასე საკითხი მანამდე ბიუროს სხდომაზე არ დაუყენებიათ. ეს შეგნებული ქმედება იყო“.
ჯემალ ფუტკარაძის არჩევას კანონიერად მიიჩნევდა აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე. თუმცა ახლა ის ამბობს: „მე თავიდანვე განვაცხადე, რომ კონსტიტუცია უპირატესია. მე ამოვდიოდი კონსტიტუციიდან, სადაც ცალსახად წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღება 11 ხმით. მაგრამ არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერები, რაც განსაზღვრავს, რომ თუ 11 ხმას ვერ იღებს ვერც ერთი კანდიდატი, მეორე კანდიდატი, ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას არანაკლებ ერთი მესამედისა, არჩეული იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები“, ვფიქრობთ, რომ ამომავალი წერტილი არის კონსტიტუცია“.
კონსტიტუცია, რომ უპირატესია ვიდრე რეგლამენტი, ეს თავიდანვე იცოდა პეტრე ზამბახიძემ. ის ბევრი დეპუტატისგან განსხვავებით განათლებით იურისტია. ის ამბობს კიდეც, რომ სადავოა, რაც გასულ კვირას უმაღლეს საბჭოში მოხდა. მაგრამ ამის მიუხედავად, კონსტიტუციასთან შეუსაბამო წესით ვიცე-სპიკერის არჩევის ორგანიზება ძირითადად მან წარმართა, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს – ეს მისი პარტიის, `ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა.
არსებული ქაოსი არ ყოფილა დაბრკოლება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის მათთვის აქამდე ცნობილი, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობი სხვა დოკუმენტებიც გამოეტანათ დღის სინათლეზე – საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად დავით ბაციკაძის კანონდარღვევით არჩევას. რეგლამენტის თანახმად, ვიცე-სპიკერის არჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაციას 14 დეპუტატი გაივლის. დეპუტატებმა გამოაქვეყნეს ოქმი, რითაც დასტურდება, რომ რეგლამენტი ყოფილი ვიცე-სპიკერის არჩევის დროსაც დაირღვა, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ 13-მა დეპუტატმა გაიარა. გასულ კვირას ამ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატები ნიშნისმოგებით საუბრობდნენ, რომ თურმე დავით ბაციკაძეც უკანონოდ ყოფილა არჩეული. თითქოს მათი ვალდებულება არ არის კანონის დაცვით აირჩიონ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, იმის მიუხედავად ბაციკაძე იქნება, ფუტკარაძე თუ ვინმე სხვა.
როცა ვაჟი 16 წლის ასაკს მიაღწევდა, მას უფლება აღარ ჰქონდა გოგოებთან ელაპარაკა, ხოლო გოგოებს ბიჭთან ლაპარაკი 13 წლიდან ჰქონდათ აკრძალული. 13 წლიდან გოგოები უკვე ჩადრს ატარებდნენ და არათუ ბიჭთან ლაპარაკის, მათთვის საკუთარი სახის ჩვენებაც კი არ შეეძლოთ. ქალს ინიშნავდნენ შუამავლების მეშვეობით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქალის ოჯახსა და წარმომავლობას. ყველა მშობელი ცდილობდა თავისი შვილი კარგი გვარის ბიჭზე ან ქალიშვილზე დაექორწინებინა. მას შემდეგ რა ოჯახის ავ-კარგს გაიკითხავდნენ, მშობლები ქალის ოჯახში შუამავალს გააგზავნიდნენ.
„ასეთ საქმეებზე შუამავალი ყოველთვის მზის ჩასვლის შემდეგ მიდის. ქალიშვილის ოჯახში „ბისმილლაჰის“ თქმით პირველად მარჯვენა ფეხს შედგამს და დამხვდურთ მიესალმება. მასპინძელიც თავს დაუკრავს და შეიპატიჟებს. ჯერ სხვა რამეზე ისაუბრებენ. ასე, 2-3 საათის შემდეგ შუამავალი იტყვის: ჩვენ კარგ საქმეზე მოვედით, შენი ქალიშვილი გვინდაო. თუ მასპინძელი სასიძოს ოჯახს კარგად იცნობს და ბიჭიც მოსაწონია, მაინც იტყვის: პირდაპირ პასუხს ვერ მოგცემთ, ჯერ ჩემს ნათესავებს შევეკითხებიო. თუ არ სურს მიათხოვოს, მაშინ მიზეზად ან სახლის აშენებას, ან სხვა რამეს დაასახელებს, ან პირდაპირ უარს იტყვის“, – წერს მ. ვანილიში წიგნში „ლაზეთი“.
თუ ორივე ოჯახი თანახმა იქნებოდა, მაშინ ნიშნობის დღედ ხუთშაბათს აირჩევდნენ. აუცილებლად საღამოს. ნიშნობამდე შუამავალი ქალიშვილის მამას ორ თავსაბურავს – იაზმას, პუდრს და ძვირფას ქინძისთავს „ფეის“ მიუტანდა. ხუთშაბათ დღეს ოჯახები ქალის ოჯახში მიიყვანდნე ხოჯას, მასთან ერთად ოჯახს ესტუმრებოდნენ უხუცესებიც, 20-30 კაცი. ამ უხუცესებიდან აირჩევდნენ ორ პიროვნებას, ერთს ქალის ოჯახიდან, ერთსაც – ბიჭის. ისინი იყვნენ დასაქორწინებელი წყვილის წარმომადგენლები ე.წ. ბაბალუღები (მამობილები).
ამის შემდეგ ხოჯა წერდა „ახთს“. ეს იყო ერთგვარი საქორწინო კონტრაქტი. ქალის წარმომადგენლები ასახელებდნენ თანხას, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა ბიჭს იმ შემთხვევაში, თუკი ქორწინების შემდგომ ცოლს გაეყრებოდა.
ქალიშვილის ბაბალუღი თანხის დასახელებას 1000 ოქროდან იწყებდა, ვაჟის ბაბალუღი – 100 ოქროდან. უხუცესები, რომლებიც „ახთის“ შედგენას ესწრებოდნენ, ამ თანხას საბოლოოდ გაასაშუალებდნენ. საქორწინო კონტრაქტში ასევე იწერებოდა იმ ნივთების ღირებულება, რომლებიც სიძეს მიჰქონდა ქალიშვილისათვის. იმ აუცილებელ ნივთებს შორის, რაც სიძეს უნდა მიეტანა საცოლისთვის, იყო ვერცხლის ქამარი და ილანჯუღი – ყელზე ჩამოსაკიდი ძეწკვი.
კონტრაქტის შედგენის შემდეგ დამსწრეები დალევდნენ შარბათს და ქალი დანიშნულად ითვლებოდა.
ნიშნობას, რა თქმა უნდა, მოსდევდა ქორწილი, რომელსაც ლაზურად ჭანდა ეწოდება. ქორწილისთვის ორივე ოჯახი დიდი გულმოდგინებით ემზადებოდა.
ერთი აბრეშუმის და ორი ჩითის კაბა, საგარეო და საშინაო ფეხსაცმელები და აბრეშუმის ჩადრი – ეს ნივთები ვაჟის მხარეს პატარძლისთვის აუცილებლად უნდა მიეტანა. გოგოს ოჯახი ამზადებდა მზითევს. მზითვში შედიოდა – ორი ლეიბი, ორი საბანი, საწოლი, კამოდი, სარკე, ათი სპილენძისა და ხუთი უბრალო თეფში, სამი ქვაბი და დიდი და პატარა ტაშტი. ქორწილის დღეს პატარძალს ასევე ატანდნენ ტკბილეულს – შაქარლამას, ჩურჩხელას და თხილს.
ქორწილის დღეს სიძე მიდიოდა დედოფლის ოჯახში თანმხლებლებთან ერთად. პატარძლის ოჯახი სტუმრებს ბაქლავით უმასპინძლდებოდა. დედოფლის გამოყვანის დრო რომ მოვიდოდა, სახლიდან გამოსვლის წინ, დედოფლის რომელიმე ნათესავი კარებს დანას მიაჭედებდა. ამას კარის დაჭერა ერქვა. ამ დროს სიძის ბიძა ან ვინმე ახლობელი მივიდოდა და ჰკითხავდა, თუ რატომ არ ატანდნენ ქალს. კარის დამჭერი ეტყოდა, რომ „კაფიხარჯი~, ანუ კარის ხარჯი მინდაო. მაშინ სიძის წარმომადგენელი ამოიღებდა ფულს და მისცემდა კარის დამჭერს. ამის შემდეგ პატარძალს უკვე შეეძლო სახლიდან გასვლა.
თუ ქალი ახლო სოფელში მიჰყავდათ, მაშინ მას ცხენზე სვამდნენ, თუ შორ სოფელში თხოვდებოდა, ამ შემთხვევაში ნავებით მიდიოდნენ სიძის ოჯახში. დედოფალს სიძის სახლში აუცილებლად მარჯვენა კარით შეიყვანდნენ, კარს კი დანებს მიაკრავდნენ.
მას შემდეგ, რაც მაყრები სიძის ოჯახში მივიდოდნე, გაიშლებოდა ხალიჩა.
დედოფალი ხალიჩაზე დადგებოდა მის თანმხლებ ქალებთან ერთად. გამოვიდოდა დედამთილი და რძალს ღომის მარცვლებში გარეულ ხურდა ფულს მიაყრიდა. ამის შემდეგ მამამთილი და სიძე მორიგეობით გამოვიდოდნენ და ისინიც ღომის მარცვლებიან ხურდა ფულს დააყრიდნენ პატარძალს. ამ ფულს ქორწილის სტუმრები დაიტაცებდნენ. ღომის მარცვალსა და ფულს გამრავლების ნიშნად აყრიდნენ პატარძალს. ამ რიტუალის დასრულების შემდეგ პატარძალი სახლში მამამთილს შეჰყავდა და ცეცხლის პირას სვამდა.
შემდეგ იწყებოდა ქორწილი. მაყრები სუფრას მიუსხდებოდნენ და ლაზურ კერძებს აგემოვნებდნენ. ქორწილის დროს მნიშვნელოვანი რიტუალი იყო სტუმართა გამასპინძლების წესი. სანამ მაყრები სიძის ოჯახში მივიდოდნენ, ოჯახი მანამდე მეზობლებს უმასპინძლდებოდა, მაყრების მისვლის შემდეგ – მათ. მაყრების დაპურების შემდეგ, სუფრას ის კაცები მიუსხდებოდნენ, ვინც სუფრას ემსახურებოდნენ. ამის შემდეგ მოდიოდა მაყარი ქალების რიგი. მას შემდეგ, რაც მაყრად მისული ქალები დანაყრდებოდნენ, სუფრასთან მაყრის მომსახურე მასპინძელი ქალები სხდებოდნენ. შემდეგ იმართებოდა ცეკვა და სიმღერა.
მაყრები ქორწილის მეორე დღეს სახლში ბრუნდებოდნენ. მაყრების წასვლის შემდეგ იწყებოდა მზადება სიძე-დედოფლის პირველი ღამისთვის. ოთახს ჯერ ქალის მიერ მოტანილი მზითვით რთავდნენ. მას შემდეგ, რაც სამზადისს მორჩებოდნენ, ოთახში პირველს სიძეს უშვებდნენ, შემდეგ – დედოფალს. ოთახს აუცილებლად უნდა ჰქონოდა მცირე ჭუჭრუტანა, საიდანაც მეზობლის ქალები წყვილის ურთიერთობას ადევნებდნენ თვალს. ვინაიდან ეს წესი სიძე-დედოფლისთვისაც იყო ცნობილი, ისინი ოთახში სინათლეს აქრობდნენ.
ახალმოყვანილ რძალს, ძირითადად, საოჯახო საქმეებით ტვირთავდნენ. მისთვის სავალდებულო იყო დილით ადრე ადგომა, მჭადის გამოცხობა და სამზარეულოს დალაგება. ამასთან, ახალმოყვანილი რძალი საღამოს ყველაზე გვიან უნდა დაწოლილიყო, მაშინ როცა ოჯახის ყველა წევრი დაწვებოდა დასაძინებლად.
რძალს უფლება არ ჰქონდა ერთი წლის მანძილზე ხმა გაეცა მამამთილისთვის. ზოგჯერ ეს დრო ხუთ წელსაც გრძელდებოდა. ქალს უფლება არ ჰქონდა 40 წლამდე ქმრისთვის საჯაროდ სახელით მიემართა. სანამ ცოლ-ქმარი 40 წლის გახდებოდა, ცოლი ქმარს ებჩის – ბიჭო – ეძახდა, ხოლო ქმარი ცოლს „ეი“-ს. 40 წლის შემდეგ ცოლს ქმრისთვის ბადის ანუ მოხუცს ეძახდა, ხოლო ქმარი ხჩინის – ბებერ დედაკაცს. რძალს ოჯახში სახელით არავინ მიმართავდა, მას გელინს ეძახდნენ, რაც ქართულად რძალს ნიშნავს.
სანიე ჯევაიში
ქალის დანიშვნის წესი მეოცე საუკუნეშიც ისევე აქტუალური იყო, როგორც წინა საუკუნეებში. სარფში მცხოვრები 79 წლის სანიე ჯევაიში თავისი ქორწინების ისტორიას იხსენებს.
„კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. ჩაის ვკრეფდი. ჩემი მომავალი ქმარიც ჩაიში მუშაობდა, ჩემი ძმა კი – ჩაის მიმღებ პუნქტში. საქმრო ძმამ შემირჩია. მითხრა კარგი, ჭკვიანი, პატიოსანი ბიჭიაო. 18 წლის იყო მაშინ. დავინიშნეთ. სამი წელი ვიყავით დანიშნულები. მერე დავქორწინდით. სანამ დავქორწინდებოდით, ხელი არ დაუკარებია ჩემთვის ჩემს საქმროს. ახლა რომ ყველაფერი დასაშვებია, მასე კი არ იყო მაშინ. არც მიკოცნია, თვალებშიც ვერ ვუყურებდი“, – იხსენებს სანიე.
სანიე ამბობს, რომ ადრე ქალები სოფელში ჩადრით დადიოდნენ და უცხო მამაკაცებს სახეს არ აჩვენებდნენ. ჩადრით მუშაობდნენ ჩაიშიც.
„ლამაზი წითელი კაბა მქონდა. ერთხელ ჩავიცვი ეს ჩემი წითელი კაბა, წავისვი პომადა და გავყევი ჩემს ქმარს ბათუმში. ვერავინ მიცნო. სარფში ეხუმრებოდნენ მერე თურმე ჩემს ქმარს, სანიეს ვეტყვით უცხო, ლამაზ-ლამაზ ქალთან ერთად რომ დადიხარო. ჩემს ქმარს უთქვამს, ჩემი სანიე იყო ეგ, მე მაგის ღალატს გულშიც არ გავივლებო. არავის არ ჰქონდა ჩემი სახე ნანახი და ანკი როგორ მიცნობდნენ“, – იხსენებს სანიე ჯევაიში.
სანიეს ქმარი ლაზი იყო, ისევე როგორც თავად. დღეისათვის ლაზებში ხშირია შერეული ქორწინება, თუმცა ლაზები მაინც ცდილობენ თავიანთი ქალიშვილები ლაზებს მიათხოვონ, ხოლო ვაჟს ლაზი ქალი შერთონ ცოლად.
ანა, ძალადობის ამსახველი ფილმის ჩვენებას დიდი დისკუსია მოჰყვა საზოგადოებაში, ნაწილი ამართლებს იმას, რომ მოზარდებმა მსგავსი ინფორმაცია მიიღონ. რასთან გვაქვს საქმე?
გაეროს ბავშვთა უფლებების მე-17 მუხლის თანახმად, ბავშვს შეუძლია მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია, გარდა დამაზიანებელი ინფორმაციისა, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ძალადობის შემცველი ინფორმაცია. ბავშვი ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს დაცული უნდა იყოს ძალადობისგან – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი. ბავშვის ფსიქიკაზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე პროგრამებისა და კადრების გავრცელება ასევე იკრძალება ეროვნული კანონმდებლობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით, რაც ცხადს ხდის კანონმდებლის ნებას, რომ ამგვარი ზეგავლენისგან ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს მასმედიით გადაცემული პროგრამა თუ სხვაგან მოწყობილი კინოჩვენება. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული, რამდენად შეუძლია ზიანის მოტანა მოზარდის ფსიქიკისთვის. თუ ამგვარი ზიანი შეფასებული და გამორიცხული არ იყო, ძალადობრივი კადრების ჩვენება მოზარდისთვის შეგვიძლია განვიხილოთ მოზარდზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად. მოზარდზე ფსიქოლოგიურმა ძალადობამ შესაძლებელია გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ახლავე ან რამდენიმე წლის შემდეგ.
არსებობს რაიმე კვლევა, რომლითაც ცალსახად დასტურდება მსგავსი ფილმების უარყოფითი გავლენა მოზარდებზე?
რა თქმა უნდა. მსოფლიოში ჩატარებულია კვლევები იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდზე აგრესიული და ძალადობრივი სცენების შემცველმა კადრებმა.
თქვენ გამოეხმაურეთ სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში, სადაც ის წერდა, რომ მოსწავლეები სპეციალურად მიჰყავთ აუშვიცისა თუ სხვა საკონცენტრაციო ბანაკების სანახავად და რომ ეს არის ნორმა. თქვენი აზრით, შეიძლება მსგავსი შედარების გაკეთება?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტის შეფასება მოხდეს შესაბამისი პროფესიის ადამიანის მიერ, – როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ ძალადობის შემცველმა კადრებმა რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის აზრი. მეც სწორედ იმ პოზიციიდან ვაფასებ ამ მოვლენას, რომ ვარ პროფესიით ფსიქოლოგი და ბოლო რვა წელია ბავშვთა უფლებების სფეროში ვმუშაობ. ინდივიდუალურად მიმუშავია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ვიცი ძალადობის სამეცნიერო და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გამოვლენის ფორმები. რაც შეეხება განსხვავებას, ის აშკარაა: განათლებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით მართლაც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილი, სადაც მოზარდი გაეცნობა ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ადგილი არის წინასწარ საგანმანათლებლო და შემეცნების მიზნებისთვის სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. ანუ ასეთ ადგილზე მოზარდი ინფორმაციას მიიღებს შესაბამისი ანალიზის ჩარჩოში და ეს ინფორმაცია იქნება გაფილტრული. ხოლო ამ ინფორმაციის ე.წ. უმი ფორმით მიწოდება, გადაუმუშავებლად, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ანალიზის გარეშე, შეიცავს ბავშვების ტრავმირების რისკს.
ახლა შევხედოთ ამ მოვლენას სამართლებრივი კუთხით: ვის აქვს უფლება და კანონის მიერ მინიჭებული ვალდებულება გადაწყვიტოს ნახავს თუ არა ბავშვი რაიმე საფრთხის შემცველ მასალას? – ეს უფლება აქვს ბავშვის მშობელს; თუ ის ვერ ახორციელებს ამ უფლებამოსილებას, სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს, კერძოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ჰკითხა ვინმემ ამ ბავშების მშობელს, რამდენად იქნებოდნენ ისინი თანახმა? მიაწოდა ინფორმაცია, რათა მათ მიეღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება შესაძლო რისკების შესახებ? თუ ეს პირობები დაცული არ იყო, შესაბამისად აქ საკითხი სამართლებრივადაც დგება. გარდა ამისა, ბავშვები სიუჟეტში ყვებოდნენ, რომ მათ ფილმის შესახებ სკოლაში შეატყობინეს და უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დასწრების შესახებ. როგორ ფიქრობთ, სკოლა არ იზიარებს პასუხისმგებლობას მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე? ასევე სიუჟეტებიდან ჩანს, რომ ბავშები მოატყუეს, მინიმუმ დაუმალეს და, შესაბამისად, გააკეთებინეს არაინფორმირებული არჩევანი, რაც ასევე გამორიცხავს ბავშვის არჩევანს და სურვილს დასწრებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ეს კომპლექსურად შესასწავლი შემთხვევაა და ჩვენი ორგანიზაციის მოლოდინია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მას ყველა კუთხით შეისწავლის და პასუხისმგებლობის მატარებელ პირებს გამოავლენს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოზარდების უფლებები დაირღვა?
ჩემი შეფასებით, ბავშვის უფლებები დაირღვა, ხოლო შესწავლის შემდეგ დადგინდება, რა ხარისხითაა ის დარღვეული და რა სახის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომელი უწყება ან პირი რა როლს ასრულებდა ამ მოვლენაში.
ცალკეული ხელისუფლება მუდმივად იყენებდა სკოლის რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაშიც მოხდა მოსწავლეების მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის?
ბავშვთა უფლებების კონვენცია საუბრობს ბავშვების ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად დაუშვებელია. კონვენციაში წერია, რომ ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს და, ბუნებრივია, ინფორმირებულ თანხმობასაც ვერ მისცემს, ამიტომ მათი ხშირად ბოროტად იყენებენ. კონვენციის თანახმად, ეს არის სრულიად მიუღებელი და ბავშვთა უფლებების საწინააღმდეგო აქტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ბავშვების რაიმე აქტივობაში ჩართვის დროს და თუ ეს არ ემსახურება რაიმე ცოდნას, შემეცნებას ან განათლების მიღებას, მაშინ ეს მხარეც უნდა შეფასდეს, ხომ არ იყო რაიმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.
როგორ ფიქრობთ, ორგანიზატორებისთვის მოზარდები რატომ გახდა სამიზნე ჯგუფი?
ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები იყენებენ ბავშვებს – აცვიათ ბავშვებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები. ესეც მიუღებელია, რადგან ბავშვის, როგორც ვიზუალური მასალის გამოყენება, ბავშვის ინტერესში ვერ იქნება. არ შეიძლება ბავშვს პოლიტიკურად დატვირთული ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგადად, არის საქართველოში ბავშვების გამოყენების ტენდენცია, რაც ასევე პრობლემაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები ხშირად აკრიტიკებენ ამ ფაქტებს და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს არ ჩართონ ბავშვები ასეთ მოქმედებაში.
გარდა ამისა, ხშირია ბავშვი რესპონდენტების გამოყენება, მათი პირადი ცხოვრების გაშუქება ისე, რომ ირღვევა მათი უფლებები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ველოდებით მათ გადაწყვეტილებებს. შემდეგ უკვე ტელევიზიებიც ყურადღებით მოეკიდებიან. სხვა შემთხვევაში, გაგრძელდება ეს მანკიერი პრაქტიკა.
ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ სუბიექტის, რომელთაც ევალებოდათ ბავშვთა დაცვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის მიღებისგან. აღნიშნულის დადგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს შეისწავლის და მოახდენს სათანადო რეაგირებას.
ანა, რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამბობს, რომ „რა მოხდა მერე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ წარსული“ და რომ ბავშვთა უფლებებზე საუბარი, ამ შემთხვევაში, მორალისტობაა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქართული საზოგადოება ცუდად იცნობს ბავშვთა უფლებებს?
ზუსტად ეს არის პრობლემა – ხშირად ბავშვებს დამოუკიდებელ, ბავშვთა უფლებების სუბიექტად არ მოვიაზრებთ. ბავშვი არის სუბიექტი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რადგან ის თავს ვერ იცავს, ეს ნიშნავს, რომ მისი დაცვის ვალდებულება უფროსებს გვეკისრება და ისინი გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დავიცვათ. არსებობს თემები, რომლებიც პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას, ასეთი თემაა ბავშვის უფლება იყოს დაცული ძალადობისგან. მიუხედავად იმისა, ვის მიერ, რომელი ბავშვი, რა მიზეზით დაექვემდებარა ფსიქილოგიურ ძალადობას – ჩვენ ის უნდა დავიცვათ, ასეთია კანონის მოთხოვნა.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაცვისა და ბრალდების მხარე
გასულ პარასკევს, ანუ სწორედ იმ ეტაპზე, როცა ამ საქმის გარშემო ბრალდებასა და დაცვას საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვათ სასამართლოში, პროკურორმა მოსამართლეს აცნობა, რომ ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებით უარს ამბობდა ბრალდებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ შეწყდა. “შესაძლოა ჩაქირიდი მართლაც არის დამნაშავე, მაგრამ საქმეში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. ასეთ დროს კი კანონით ბრალდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განმარტა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. მეზღვაური ნიკოლოზ ჩაქირიდი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკების შეძენა-შენახვა), რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
`გახარებული და გაკვირვებული ვარ, პროკურატურა უახლოვდება დემოკრატიულ სტანდარტებს… მე სასამართლოსგან ნამდვილად ველოდი გამამართლებელ განაჩენს, წინა სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ნათესავმა მითხრა, რომ პროკურორი გაღიმებული დაინახა და მგონი ცუდად არ არის ჩვენი საქმეო… მადლობის მეტი რა გვეთქმის. მე ვმუშაობდი ადრე ძალოვან უწყებებში, დიდი ხანია ვმუშაობ ადვოკატად, ასეთ ფაქტს ბოლო პერიოდში ვერ ვიხსენებ”, – თქვა ადვოკატმა ნუგზარ მგელაძემ.
“მადლობა, რომ დარწმუნდით ჩემს უდანაშაულობაში”, – ეს კი ბრალდებულის სიტყვებია. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ სასამართლო სადამსჯელო ორგანო არ არის და მას კანონი ავალდებულებს, დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა. ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეებს მსგავსი რამ უთხრა: “ალბათ მიხვდა პროკურატურა, რომ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა, ამიტომაც მიიღო სახელმწიფო ბრალდებამ ეს გადაწყვეტილება”. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა იმ სახლსაც, რომელიც ნიკოლოზ ჩაქირიდის გირაოს სანაცვლოდ იყო დაყადაღებული.
ბათუმელი ნიკოლოზ ჩაქირიდი ბოლო შრომითი ხელშეკრულებით კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. ნიკოლოზმა როგორც კი ამანათი გამოიტანა, ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა. ნიკოლოზის ნათესავი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ ის დააკავეს და თქვა, რომ ფუთა მას გამოუგზავნეს. ამის მიუხედავად, გასულ პარასკევამდე პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ნიკოლოზს მაინც დამნაშავედ მიიჩნევდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით, ახალი ბაზრისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ახალი ბაზრის გახსნა, გამგებელი პასუხობს:
„გლეხს რომ მივცეთ საშუალება, მის მიერ მოყვანილი პროდუქტი გაიტანოს ბაზარზე და ივაჭროს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გლეხი ვერ მიდის ხელვაჩაურიდან ბათუმის ბაზარზე. გვინდა, რომ ჩვენი ბაზარი იყოს აგრარული, ჯერ ერთი, მიწას დაუბრუნდება ფუნქცია, გლეხი დაინტერესდება, რომ ნამატი პროდუქტი მოიყვანოს, გაიტანოს ბაზარზე და გაყიდოს. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მან ქალაქის ბაზარზეც გაიტანოს და გადამყიდველსაც ჩააბაროს,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.
ახალ აგრარულ ბაზარში სოფლის პროდუქცია გაიყიდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, პროდუქციის ბაზრამდე ტრანსპორტირებასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
„თუ იქნება მოთხოვნადი, რენტაბელური, ალბათ მაგითაც ვუზრუნველყოფთ მერე და მერე,“ – ამბობს ვარშანიძე.
გამგებლის თქმით, ახალ ბაზარში ძირითადად გლეხები ივაჭრებენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტო გეგმავს, რომ 2015 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახალი ძეგლები, მათ შორს ქართული დამწერლობაც წარადგინოს.
ქართული დამწერლობისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭებამდე, დამწერლობის სამივე სახეობას – ნუსხურს, ასომთავრულსა და მხედრულს, საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, როგორც “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას”.
ქართული წარწერა, იშხანის მონასტერი, თურქეთი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]
„ქუჩებში არ არის ადაპტირებული გადასასვლელები გაკეთებული, ავტობუსის გაჩერებაზე ხშირად აჩერებენ სხვა ტრანსპორტს მძღოლები და ავტობუსი ვერ შლის პანდუსს, ამიტომ შშმ პირებს სხვისი დახმარება ესაჭიროებათ, რომ ტრანსპორტში ავიდნენ, იქნებ საკრებულომ ასეთი მძღოლებისთვის საჯარიმო სანქციები გაამკაცროს“- ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
ის სხვა პრობლემებზეც საუბრობს: „არც ბაღები და სკვერებია ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პანდუსები იმდენად დახრილია, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია. მაშინ რა აზრი აქვს მათ არსებობას?“
რამინ მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა გაეროს კონვენციაზეც: „კონვენციის თანახმად 2016 წლამდე საქართველოში ყველა საჯარო დაწესებულების ადაპტირება უნდა მოხდეს, თუმცა არც მერიაში, არც გამგეობებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ შეინიშნება, რომ შენობების ადაპტირება მიდიოდეს. შშმ პირებს უნდა გვქონდეს სხდომებზე მისვლის და ჩვენი აზრის თავისუფლად ამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ გვითხრეს, რომ ზოგიერთი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ვერ მოვახდენთ მათზე ზემოქმედებასო, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გამოვიყენოთ ლიფტი, ან ისე გაკეთდეს, რომ არ შეიცვალოს შენობის იერ-სახე,“ – ამბობს ის.
რამინ მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირების დასაქმებაზეც.
„მერიამ ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხს და საკრებულომ უნდა მიიღოს ისეთი რეგულაციები, რომ, ვთქვათ, კერძო პირებს, ვინც დაასაქმებს შშმ პირებს, შეუმცირდეთ გადასახადები“.
სოფელ ქვედა აგარას შიდა სასოფლო გზაზე გასული წლის შემოდგომაზე ჩამოვარდნილი ქვის ლოდი ახლაც აგდია. იქვე არის კიდევ ერთი ლოდი და მიწის მასა. სოფლის მკვიდრი სულიკო თებიძე მიხსნის, რომ უზარმაზარი ლოდები ამ ადგილზე გასულ წელს ჩამოიშალა და რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში მიმოსვლა ჩაიკეტა. აქაური ზაზა დევაძე კი ამბობს, რომ სოფელში გზა მეწყრული პროცესების გამო ხშირად იკეტება.
„გასულ წელს, ქვები რომ ჩამოცვივდა, 10 დღის შემდეგ გაწმინდეს სავალი ნაწილი, ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ გაწმენდა. გზის ჩაკეტვა ზამთარში ჩვენთან ხშირი მოვლენაა, გათოვდება თუ გაწვიმდება, პრობლემა გვექმნება გადაადგილებაში“, – ამბობს ზაზა.
ადგილობრივების თქმით, ქვათა ცვენისა და ზვავის შემთხვევა სოფელში ხშირია, მოსახლეობა გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მიწის გადარეცხვით ხსნის.
ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის თხოვნით, ქედის გამგეობაში 48 განაცხადი შევიდა. 2014 წლის თებერვალში სოფელში ასულმა გეოლოგთა ჯგუფმა ვითარება შეისწავლა და ქედის გამგეობას მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით არსებული ლოდების გაუვნებელყოფის, სასოფლო გზაზე დამცავი გაბიონების მოწყობის რეკომენდაცია მისცა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ქედის გამგეობას გეოლოგების რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.
სოფლის მკვიდრი 53 წლის მურმან თებიძე ამბობს, რომ სოფელს გეოლოგი ბოლოს სამი თვის წინ ეწვია, ქვების გაუვნებელყოფის დაპირებაც მისცა, მას შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში მისული სპეციალისტი აღარავის უნახავს.
„ნებისმიერ დროს შეიძლება წამოვიდეს ლოდები და საფრთხე შეგვიქმნას, არამარტო ჩემს საცხოვრებელს, ბევრ სახლს დააზიანებს, ეს ერთი და ორი ოჯახის პრობლემა არ არის. გეოლოგებმა გვითხრეს, რომ, სადაც ჩამოსასხმელი დამცავი ბარიერი და გასამაგრებია გავაკეთებთ, ლოდებს აფეთქებით დავშლითო. გეოლოგის მერე ამფეთქებელი მოვიდა, იმანაც ნახა, გვითხრა შევისწავლითო და წავიდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არავინ მოსულა. ზამთარში ქვებს ჩვენ თვითონ ვამტვრევთ, ზოგი იმდენად დიდია, ვერ დავშლით, მაგრამ ჩვენი ძალები რასაც გასწვდება, იმას ვაკეთებთ, სხვანაირად არ გამოვა ცხოვრება, საშიშია“, – ამბობს მურმან თებიძე.
მურმანის მეუღლე გიული თებიძე ამბობს, რომ მათ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ბოლო რამდენიმე წელია წვიმის დროს სახლის სარდაფი იტბორება. მურმან თებიძის მეზობლად მცხოვრებ ზაურ თებიძის ოჯახსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, თუმცა ამ ოჯახის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სახლი, სადაც ხუთი სული ცხოვრობს, 2012 წელს მიწისძვრის დროს დაზიანდა – სახლს გამაგრება სჭირდება, სოციალურად დაუცველი თებიძეები კი, სახლის გამაგრებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.
„ყორე, რომელზეც სახლია დაშენებული, მიწისძვრაზე დაიბზარა და გადაიხარა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამდენხანს თვითონ გავამაგრებდი და ასეთ სახლში არ ვიქნებოდი მცრეწლოვან ბავშვებთან ერთად, მაგრამ რომ ვერ შევძელი, ამიტომ ვთხოვე დახმარება ხელისუფლებას, – მეუბნება ზაური და სახლის ფასადს მაჩვენებს. ზაურის მეუღლე ინდირა თებიძე კითხულობს ციტატებს გეოლოგის დასკვნიდან: „2012 წლის მიწისძვრის დროს სახლი დეფორმირდა, მოშლილია ხის საყრდენი ბოძები და ყორე, შენობის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა- გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.
როგორც ინდირა ამბობს, ოჯახი თავს დედამთილის (ეთერ ბოლქვაძის) პენსიითა და საარსებო შემწეობით ირჩენს, თუმცა ამ დროისთვის ოჯახი ვერც ამ პენსიას სარგებლობს, რადგან 18-თვით პენსია ოჯახმა ხანდაზმულის სამკურნალოდ წინასწარ გამოიტანა.
„დედამთილი ავად გახდა, თბილისში იყო წასაყვანი… არავინ მუშაობს, ქმარი ავადაა, ფიზიკური შრომა არ შეუძლია“, – ამბობს ინდირა. ამ ოჯახის გარდა გეოლოგებმა სახლის გამაგრების რეკომენდაცია ორი წლის წინ იზოლდა ცინცაძისა და ხასან თებიძის სახლებზეც გასცეს, თუმცა არც ამ სახლებს ჩატარებია რაიმე სახის გამაგრებითი სამუშაოები.
ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, 2012 წელს მიწისძვრამ აგარაში ექვსი სახლი დააზიანა და ზარალმა 10 862 ლარი შეადგინა. დავით თედორაძის თქმით, საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. სოფელ აგარაში მცხოვრებ ორ ოჯახს – მურმან და ადემ თებიძეებს ხელისუფლებამ 2013 წელს ქედის ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში ბინა გადასცა. დავით თედორაძის თქმით, ამ ოჯახებს ბინები საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გამო მისცეს და არა – ქვათა ცვენის. ადრე ამ სოფელში ხევა თებიძის ოჯახსაც დაეხმარენ, თუმცა როგორც მოხუცებული ამბობს, 2011 წელს მიღებული ფულადი დახმარება იმდენად მწირი იყო, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ოჯახმა ვერ შეძლო.
„წვიმასა და თოვლში შიშისგან ვერ დამიძინია. ჩემი ოჯახი სტიქიამ ჯერ კიდევ 2010 წელს დააზარალა. სახლის კედელი ჩამოშალა. ხელისუფლება სახლის მონაცვლეობისთვის 3000 ლარით დაგვეხმარა, მაგრამ აქ ისეთი ადგილი არ არის, სახლი გადამეტანა, ვუთხარი მომეცით ნებართვა სახლი ახლოს გადავიტანო-მეთქი, ნებართვა ვერ მომცეს, სხვაგან კი, მიწა არ მქონდა, თანაც ქვის სახლი სად წამეღო? იმ 3000 ლარის გამო საარსებო შემწეობაც მომიხსნეს. წასასვლელი რომ არ გვქონდა, სახლი შევაკეთეთ და დღემდე აქ ვცხოვრობთ“, – ამბობს ხანდაზმული.
„მე ფულად დახმარებას არ ვითხოვ – შეგვიქმნან უსაფრთხო გარემო. რამდენიმე დღის წინ გამგებელი იყო ამოსული, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, რომ დავინახე შეხვედრაზე მოსული კაცი იცინოდა, ვუთხარი თქვენ იცინით, მაგრამ მე ღამეში ძილი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მეზობლებმა მითხრეს, გამგებელია და ასეთი ლაპარაკი სირცხვილიაო. გამგებელმა კი მითხრა, რომ ქვეყანა ინგრევა და ამიტომ ყველას უნდა მოვემსახუროთო“, – მეუბნება თინა ფარტენაძე. „დაწერეთ, რასაც გეუბნებით, არავის არ მერიდება, ასე გვპასუხობს გამგებელი“.
ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც შეხვდა სოფლის მოსახლეობას, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გამგებლის თქმით, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა: „მოსახლეობას საფრთხე რომ ავარიდოთ, აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისთვის პერიოდულად ვაცხადებთ ტენდერს, მაგალითად, სოფელ ახოში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლოდი, მაგრამ მისი აფეთქება შეუძლებელია, ასევეა ეკნარას უბანშიც. გაბურღვითი სამუშაოები რომ დაიწყეს, საშიშროება შეიქმნა, ფატალური შემთხვევა რომ არ გვქონოდა, სამუშაოები აღარ გავაგრძელეთ. ამ კონკრეტულ სოფელში, სადაც საფრთხე არის, თუმცა არა ისეთი, რომ განსახლებას საჭიროებდეს, პრევენციული ღონისძიებაა გასატარებელი. ზოგადად, თუ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრი იქნება, აფეთქებისას რისკი მცირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მაშინ აგვეფეთქებინა, როცა თოვლი მოვიდოდა, მაგრამ ამ ოდენობის ნალექი არ მოსულა. გაბურღვითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ აწარმოა, რადგან ტექნიკის მიტანა ადგილზე ვერ მოხერხდა, მიუვალ ადგილზეა. ინჟინრები კიდევ ერთხელ შეისწავლიან, თუ რა ზომები შეიძლება გავატაროთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, სადაც შესაძლებელია აფეთქება – ავაფეთქოთ და სადაც არა – ქვები გავამაგროთ.
ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, კომისიის გადაწყვეტილებით ბინები გადაეცა. რაც შეეხება 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, რამდენადაც ვიცი, თანხას ოჯახები უახლოეს ხანში მიიღებენ. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ ეს თანხა საცხოვრებლების გამაგრებას მოხმარდეს“.
სამუშაო გრაფიკი: ცხოვრება სრული კვირის განმავლობაში ოჯახთან ერთად, გამოსასვლელი დღე შეთანხმებით, კვება ოჯახის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევა.
ხელფასი: 500-დან 700 დოლარი – დამოკიდებულია გასაუბრების შედეგზე. გამოსაცდელი ვადა: 2 თვე. ასაკი/განათლება/სამუშაო გამოცდილება: ქალბატონი 30-დან 42 წლამდე; უმაღლესი განათლებით.
ძირითადი მოვალეობები: • ბავშვის სრულყოფილი მოვლა; • ბავშვის მოვლის გრაფიკის დაცვა; • ბავშვისთვის საჭმლის მომზადება და მისი გამოკვება; • ბავშვის საკვები ჭურჭლის რეცხვა, სტერილიზაცია; • საბავშვო სამზარეულოს თავისებურებების ცოდნა; • ყოველდღიური გასეირნება; • ჰიგიენური პროცედურები (ტანსაცმლის, პამპერსის გამოცვლა, დაბანა და ასე შემდეგ); • ბავშვის სათამაშოებისა და საბავშვო ეტლის სუფთა და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება; • პედიატრის, მასაჟისტისა და სხვათა რეკომენდაციების, დანიშნულების დაცვა. პირველი დახმარების აღმოჩენა, მარტივი სამედიცინო პროცედურების ჩატარება; • საგანმანათლებლო საქმიანობა და თამაში ბავშვთან ერთად.
მოთხოვნები: რუსული ენის კარგი ცოდნა, მავნე ჩვევების არქონა, სასიამოვნო გარეგნობა, აკურატულობა, პასუხისმგებლიანობა, პატიოსნება, მოწესრიგებულობა, სუბორდინაციის უნარის ქონა, ქრონიკული ინფექციური დაავადებების არქონა. კანდიდატს არ უნდა ჰყავდეს მცირეწლოვანი შვილი.
გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ: პასპორტი, დიპლომი, სამედიცინო ცნობა და თუ გაქვთ – შრომის წიგნაკი.
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancykobuleti2015@yahoo.com;
კამპანიამ წარმატებულად ჩაიარა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უმეტესი ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო კამპანიაში და დიდი სამუშაოც გასწია შეხვედრების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) თემებში მაჟორიტარი წევრები თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარი წევრები და მოსახლეობა თემის პრობლემებს ერთობლივად განიხილავდა და პრიორიტეტებს განსაზღვრავდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი წევრები საკუთარ ამომრჩევლებს ინფორმაციას აწვდიდნენ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის ვადიდან საანგარიშო პერიოდამდე მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, რაც ითვალისწინებდა, როგორც სამართლებრივ აქტებზე მუშაობას, ასევე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დროს „ინტელექტის” წარმომადგენლები აპრობირებული და კარგად დამუშავებული მეთოდოლოგიით ატარებდნენ თემებში მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების კვლევებს (საბიუჯეტო კვლევები).
მაჟორიტარი წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა. აღნიშნული კომპონენტი ხელს უწყობს საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის, კომუნიკაციისა და შედეგებზე ორიენტირებული ეფექტური სისტემის დანერგვას.
აღნიშნული თემების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ „ეს კარგი საქმეა. საშუალება გვაქვს ჩვენი თემის პრობლემებზე ერთობლივად ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია, განვსაზღვროთ რიგითობა. მაჟორიტარი წევრი ზემდგომ სტრუქტურებს გააცნობს ჩვენს თემში არსებულ პრობლემებს და თავის ანგარიშსაც ჩაგვაბარებს. მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს.“
მოსახლეობასთან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის” ინიციატივით შეხვედრის წინააღმდეგნი არ ყოფილან თემის წევრებიც. მათი თქმით „მოსახლეობასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენა შემდგომ ურთიერთობაზე დადებითად აისახება და უფრო სარწმუნოს ხდის სიტყვას და საქმესაც“.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკრებულოს წევრები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ შეხვედრების ორგანიზებულად და საქმიან ატმოსფეროში ჩატარების საქმეს: ხულოს მუნიციპალიტეტიდან აგარის- ჯუმბერ დიმიტრაძე, სხალთის – ჯანგული შაინიძე, რიყეთის – მალხაზ კოჩალიძე და დიდაჭარის – ზაურ გობაძე – თემების მაჟორიტარი წევრები; შუახევის მუნიციპალიტეტიდან უჩამბის – არმაზ ბახტაძე და დღვანის – გელა აბაშიძე – თემების მაჟორიტარი წევრები; ქედის მუნიციპალიტეტიდან მერისის – რეზო თურმანიძე, ცხმორისის – გურამ ანანიძე და მახუნცეთის – რომან ბედინაძე – თემების მაჟორიტარი წევრები;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მახინჯაურის – აბდი ბერიძე და ფერიის – ჯემალ მუსხაჯბა – თემების მაჟორიტარი წევრები; ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ხუცუბნის – არჩილ დუმბაძე, სოფელ ქობულეთის – ივერი გუგუნავა, ზენითის – არჩილ ჯინჭარაძე, დაბა ჩაქვის – მამუკა მიქელაძე, საჩინოს – თემურ დავითაძე, მუხაესტატეს – იმედა ხაჯიშვილი და ციხისძირის – ნუკრი ბეჟანიძე – თემების მაჟორიტარი წევრები.
დღეისათვის აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 63 თემიდან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივის ფარგლებში თემის მოსახლეობასთან შეხვედრა არ ჩატარებულა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში. აღნიშნული თემის მაჟორიტარი წევრი გენადი არძენაძე მიზეზად მოუცლელობას ასახელებს და შეხვედრის მოგვიანებით ჩატარებას გეგმავს.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” სამომავლოდაც გეგმავს გააგრძელოს აღნიშნული აქტივობა და ხელი შეუწყოს მაჟორიტარი წევრებისა და მოსახლეობის დაახლოებას.
საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50
საბჭოთა პერიოდში რელიგიური ნიშნით რეპრესირებული ქალი. ფოტო საარქივო დოკუმენტებიდან
ლელა ხონელიძემ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მასალები, რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს რელიგიური გაერთიანების წევრების დევნას ადასტურებს, არქივებში მოიპოვა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.
„საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ასწლიანი ისტორია აქვს [ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება. მას ახლა სახარების რწმენის ეკლესია ეწოდება]. 1914-1915 წლიდან ეკლესია უკვე არსებობდა საქართველოში და, ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდიც გამოიარა. ჯერ კიდევ 1924 წელს სამასი მორწმუნე ფოთის პორტიდან გამოიყვანეს და რა ბედი ეწია მათ, არავინ იცის. ეს ყველაფერი დოკუმენტური მასალებია, არქივებშია დაცული. მე ვიმუშავე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის არქივში, ასევე უშიშროების არქივში, საიდანაც დეტალურად ამოვიღე ყველა დოკუმენტი ამის შესახებ.
მაქვს ჩხრეკის ოქმები, დაკითხვის ოქმები, ფოტოები და ყველა ტიპის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადამიანები იდევნებოდნენ რელიგიური ნიშნით, იმის გამო, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ყველა ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ამოღებულ იქნა: პასპორტი და რელიგიური ნიშნის საგანი – ბიბლია, რელიგიური ხელნაწერები და ა.შ. ანუ აშკარად ჩანს, რომ დაპატიმრების მიზანი იყო რელიგიური ნიშანი. 1924 წელს 300 ადამიანი დააპატიმრეს, 1954 წელს – 40-ზე მეტი პატიმარი იყო, 1961 წელს 14 ადამიანი დააპატიმრეს, შემდეგ იყო დაპატიმრებები 1964 წელს. ჯამში, იმ სამასის გარდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცით რა ბედი ეწიათ, ჩვენ კიდევ გვყავდა ასამდე პატიმარი რელიგიური ნიშნით“, – ამბობს ლელა ხონელიძე.
საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას; ისლამურ და იუდეურ თემებს და კათოლიკურ ეკლესიას ცნობს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად. ეს რელიგიური გაერთიანებები საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. „შარშან, როცა პრემირ-მინისტრმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ ოთხი რელიგიური გაერთიანება დაფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, ჩვენი პირველი რეაქცია დადებითი იყო, მაგრამ როცა კრიტერიუმები გამოიყო და ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი, ამან უკვე სხვა კითხვები გააჩინა. გამოდის, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ან არ ვარსებობდით, ან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი არ ვყოფილვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესია არის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ეკლესია“, – ამბობს ლელა ხონელიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოში პირველი განმწესრიგებელი სხდომა 11 მარტს გაიმართა. ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციულია სახელმწიფოს პოზიცია, საბჭოთა რეპრესიების დროს დაზარალებულად ცნოს მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანება: „სხვა ეკლესიებსაც, ამ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გარდა, მიადგა საბჭოთა პერიოდში ზიანი, ამიტომ მხოლოდ ოთხის გამოყოფა და გამოცალკევება სახელმწიფოს მხრიდან იყო დისკრიმინაციული მიდგომა და რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის მცდელობა. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არღვევს სეკულარიზმის პრინციპს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
იურისტის განმარტებით, მათ შენიშვნები აქვთ იმ ნაწილშიც, რაც ითვალისწინებს მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ან სიმბოლურ ანაზღაურებას: „ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ნორმატიულმა აქტმა არ განსაზღვრა ზიანის ოდენობის დაანგარიშების სამართლიანი და გაზომვადი კრიტერიუმები. ეს სახელმწიფოს აძლევს „თვითნებობის“ შესაძლებლობას, განსაზღვროს ზიანის ოდენობა ყოველწლიურად ან მოახდინოს მათი დისტრიბუცია. ასეთი ჩანაწერი არ აკმაყოფილებს სამართლიანი სახელმწიფოს იდეას.
ჩვენ წარვადგინეთ იმ ოთხ რელიგიურ ორგანზაციასთან რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ ხარჯვის მიზნობრიობას და ხარჯთაღრიცხვის კონტროლს ახორციელებს სააგენტო, მათ შორის, მაგალითად, მუსლიმ თემთან დაკავშირებით მითითებულია, რომ თემისთვის გადაცემული მილიონ ასი ათასიდან 75 პროცენტი სასულიერი პირების ხელფასებს უნდა მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მიიჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება, სახელმწიფო ითვალისწინებს ზიანის სახით დაფინანსების ანაზღაურების შეწყვეტის შესაძლებლობას. ეს სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა, განსაზღვროს ყოველდღიური თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, რაც კომპენსაციის შემთხვევაში განსაკუთრებით გაუგებარია, რადგან კომპენსაცია არის საკუთრების უფლების ნაწილი და პირს ის თავისუფლად შეუძლია განკარგოს. ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური განცხადება – სინამდვილეში რელიგიური ორგანიზაციები იმიტომ დააფინანსეს, რომ სახელმწიფომ ეს ორგანიზაციები [განსაკუთრებით მუსლიმი თემი] გააკონტროლოს, ვალიდური [სარწმუნო] ხდება“ – ამბობს თამთა მიქელაძე.
თამთა მიქელაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე, ანუ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურისტები ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გამოყოფის შესახებ ამბობდნენ, რომ „ესენი არიან ტრადიციული ორგანიზაციები“: „ცხადია, თავად ამ ტერმინის გამოყენება და მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან არის დისკრიმინაციული – რაიმე ტიპის გრადაციას ეკლესიებს შორის ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს“.
რა შედეგის მიღება სურს სახარების რწმენის ეკლესიას ამ სარჩელით? – ეკლესია საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის მატერიალურ ანაზღაურებას არ ითხოვს, პირიქით, ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს არ უნდა აფინანსებდეს. „ჩვენ გვინდა, რომ სახარების რწმენის ეკლესია რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ“, – ამბობს ლელა ხონელიძე.
„ამ ეკლესიას განსაკუთრებით მძიმე ისტორია ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფომ კი არ აღიარა ის დევნა, რაც მან განიცადა, ეს მათთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ყველა ქვეყანაში, როცა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ზიანის მიყენების ანაზღაურების საკითხი დგება, პირველ რიგში, ზიანის მასშტაბს აფასებს სახელმწიფო, რაც გულისხმობს საარქივო მასალების გახსნას, დამუშავებას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ეს ოთხი ორგანიზაცია და ზიანის ანაზღაურების წესი ისე განსაზღვრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები საერთოდ არ ჩაუტარებია, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დისკრიმინაციული მიდგომა“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
საქართველოში სახელმწიფოსგან დაფინანსებას ხუთი რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ყველაზე სოლიდური თანხა – 25 მილიონი ლარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია შეხვდა, 2014 წელს კონფესიებისთვის სააგენტოს ანგარიშზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჩაირიცხა. ისლამურმა თემმა მიიღო ერთი მილიონ ასი ათასი ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულმა თემმა – 300 ათასი ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულმა თემმა – 200 ლარი და საქართველოს იუდეურმა თემმა – 150 ლარი.
რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთავრობამ 2014 წელს შექმნა. 2015 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარია. „ბათუმელები“ სტატიის მომზადებისას სააგენტოს არაერთხელ დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე კომენტარს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი, განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. მორიგი სხდომა ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ამჯერად მოსამართლე თეოლოგებსა და ისტორიკოსებს მოუსმენს.
კონკურსის მიზანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში გამოავლინოს მოტივირებული, ინიციატივიანი საკრებულოს წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საკრებულოს საქმიანობაში, მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესებში. ყოველ მუნიციპალიტეტში გამოვლენილი იქნება თითო საკრებულოს წევრი, რომელსაც გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ახორციელებს საკრებულოების საქმიანობის მონიტორინგს, რომლის საშუალებითაც მოხდება ყველაზე აქტიური – „საკრებულოს საუკეთესო წევრის” გამოვლენა. მონიტორინგის მიზანია მიაღწიოს საზოგადოებრივ ჩართულობას და ზედამხედველობას თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე, ასევე წაახალისოს საკრებულოების ყველაზე აქტიური და კვალიფიცირებული წევრები. მონიტორინგი ხორციელდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ასახულია „კარგი მმართველობის დეკლარაციაში” და რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში: საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს სხდომაზე საკითხის ინიცირება, საკრებულოს სხდომაზე აზრის გამოთქმა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება, შუამდგომლობების გაგზავნა შესაბამის სამსახურებთან (თუ პრობლემა სცილდება დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებს), კომისიის სხდომებზე დასწრება და ასე შემდეგ.
კონკურსში მონაწილედ განიხილება საკრებულოს ყველა წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილისა. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებებით, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს საკრებულოს სხდომებზე. შესაბამისად, კონკურსში მათი მონაწილეობა არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა საკრებულოს დანარჩენ წევრებს.
იდეა – გამოვავლინოთ „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ყველა წევრს მოსწონს და დადებითად აფასებენ. ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” დაასახელებს, მან ამავე ორგანიზაციის მიერ „კარგი მმართველობის დეკლარაციის~ გადაცემის ღონისძიებაზე გაიგო. „თუ ბედი გამიღიმებს და მე ვიქნები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრი~, თავს იღბლიან დეპუტატად ჩავთვლი და უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ ჩემი ამომრჩევლების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. თუ ეს სტატუსი ჩემს კოლეგას მიენიჭება, მაინც აამაღლებს ჩემს მოტივაციას და იმ კომპონენტების გამოსწორებას შევეცდები, სადაც დაბალი შეფასება მექნება.”
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამია ჟორდანია მიიჩნევს, რომ „საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენა მისასალმებელია. ეს წაახალისებს საკრებულოს წევრებს და მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას.”
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედუარდ მიქელაძე ამბობს: „საკმაოდ აქტიური წევრი ვარ, მაგრამ „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ სტატუსის მონიჭება ათმაგად აამაღლებს ჩემს მოტივაციას და შესაბამისად უფრო მეტად ვიაქტიურებ.”
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისთვის” ეს კონკურსი არ ახალია. 2010 წელს პროექტის „ჩემი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა” ფარგლებში გამოავლინა „საკრებულოს საუკეთესო წევრები” აჭარის რეგიონის ოთხ (ხულო, შუახევი, ხელვაჩაური და ქობულეთი) მუნიციპალიტეტში. გამონაკლისი აღმოჩნდა ქედის მუნიციპალიტეტი. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ ყოველი საკითხი საკრებულოს სრული შემადგენლობის „ხელის აწევით~ გადიოდა და არც ერთს ჰქონია განსხვავებული აზრი. სამწუხაროდ ვერც სხვა აქტივობები ვერ გამოვლინდა. მიმდინარე მონიტორინგის დროს სურათი საგრძნობლად შეიცვალა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ქედის მუნიციპალიტეტშიც დაასახელებს.
„პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მსხვილი კომპონენტისაგან შედგებოდა, რომელთა ერთობლიობა მიმართულია საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობისა და თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებისაკენ. რაც შეეხება საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენის კომპონენტს, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკრებულოს წევრების სტიმულირებისაკენ, მათი მოტივაციის ამაღლებისაკენ. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში თითო მუნიციპალიტეტში გამოვლინდება თითო საუკეთესო წევრი, საკრებულოს სხვა წევრებს გაუმძაფრდებათ კონკურენციის შეგრძნება, რაც გაზრდის მათ ეფექტურობასაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია მსგავსი აქტივობისათვის სისტემური ხასიათის მიცემა,” -განაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორმა დავით არძენაძემ. აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” სპეციალურ დიპლომსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.
კონკურსი – „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ხორციელდება პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50
სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე
ქალბატონო ელიტა, როდის დაარსდა კლინიკა „საგიტარიუსი“ და რა იყო კლინიკის დაარსების წინაპირობა, როგორ გადაწყვიტეთ სამედიცინო ბიზნესში მოსვლა?
კლინიკა ”საგიტარიუსი” მე და ჩემმა უფროსმა დამ, ეკატერინე გვარიშვილმა–ხვედელიძემ თავიდან, როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკა, 2005 წელს დავაარსეთ. მე ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ეკა ოფთალმოლოგიის პროფესიას მოსკოვში დაეუფლა, იქ მუშაობის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში და ქალაქის #2 პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს დაებადა მას იდეა, საკუთარი ოფთალმოლოგიური საქმე დაეწყო. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენი მშობლების დიდი წვლილია, რადგანაც იდეის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური დახმარება მშობლებმა გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ნევროპათოლოგია მიზიდავდა, გადავწყვიტეთ, რომ მეც ოფთალმოლოგიას დევუფლებოდი და დები ერთად გავძღოლოდით საქმეს. შევიძინეთ ფართობი კლინიკისთვის ქალაქის ცენტრში და შევისყიდეთ წამყვანი ფირმების ოფთალმოლოგიური აღჭურვილობა. მშობლებმა ინვესტიცია, რასაც წლების
განმავლობაში ჩვენს განათლებაში დებდნენ, ჩვენს საქმიანობაშიც ჩადეს. ნდობისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვართ.
ამასობაში მეც დავასრულე მოსკოვში სწავლა, დავიცავი ხარისხი და ბათუმში ჩამოვედი. 2005 წელს გავხსენით აჭარაში პირველი კერძო ოფთალმოლოგიური კლინიკა, ამიტომ ”საგიტარიუსი” ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ოჯახური ბიზნესის წარმატებულ ნიმუშად.
რა მიმართულებებით დაიწყეთ თავიდან მუშაობა და რამდენი მიმართულებით შეუძლია ამჟამად პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიღება „საგიტარიუსში”?
დასაწყისში ორი ექიმი ვიყავით. დამხმარე სამედიცინო პერსონალთან და ადმინისტრაციასთან ერთად სულ ცხრა კაცს შევადგენდით. ახლა მათ „ძველ გვარდიას” ვეძახი – დღემდე ერთგული, დაუზარებელი პროფესიონალები – ვერა გოგია, გაიანე ტონოიანი, ლია გოგიჩაიშვილი, ნონა ვარშალომიძე, ია გუჯაბიძე და სხვა. მე და ეკა ძალებს არ ვიშურებდით, ბევრს ვმუშაობდით, აღებული პასუხისმგებლობა დიდი იყო. კლინიკის პრიორიტეტად მაღალი ხარისხი და პაციენტისადმი ყურადღება ვაქციეთ. წლების განმავლობაში დღეში 10-15 ოპერაციას ვატარებდით, ოჯახი და სხვა საქმეები გვერდზე გადავდეთ. მიზანი, წარმატება, ხალხის თანადგომა და აღიარება დიდ სტიმულს გვაძლევდა.
ორი წლის შემდეგ კლინიკას დაემატა კიდევ ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ოფთალმოლოგი – ლია მელიქაძე და ზარიმა ჩავლეიშვილი. კლინიკამ შეიძინა აჭარაში პირველი ფაკოემულსიფიკაციის აპარატი და დავიწყეთ კატარაქტის უნაკერო ქირურგიული ოპერაციები. ხშირად ჩამოგვყავდა სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ოთხი წლის შემდეგ კლინიკამ შეძლო გაფართოება, რადგან ”საგიტარიუსი” სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა. ვხედავდით, რომ არა მარტო ოფთალმოლოგიას, არამედ უფრო ფართო სამედიცინო მომსახურების სპექტრსაც კარგად წავუძღვებოდით. ჩვენი ბიზნესგეგმა მივაწოდეთ ბანკს, მივიღეთ კრედიტი და შევუდექით საქმეს. 2010 წელს განახლებული სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი” გავხსენით. ახალ ცენტრში წარმოდგენილია ისეთი ამბულატორიული დარგები, როგორიცაა: კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, რენტგენოლოგია, ლაბორატორია, ექოსკოპია და სხვა. ქირურგიულ დარგებში ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგია დავამატეთ. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებული იყო სდა მისი წარმატება უდავოდ ეკუთვნის იმ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელიც კლინიკაში შევიკრიბეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ბატონი მამუკა ნაკაშიძე. ახლაც მიხარია ის ფაქტი, როდესაც ბატონ მამუკა ნაკაშიძეს შევთავაზეთ კლინიკის მთავარი ექიმი ყოფილიყო, დაგვთანხმდა და აი, უკვე ხუთი წელია ერთად ვმუშაობთ. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შრომისუნარიანობა ნამდილად შენაძენია კლინიკისთვის. კლინიკის წარმატებაში დიდი ღვაწლი უდევს ბატონ ზებურ ალიშანიძეს, ჩვენს ოტორინოლარინგოლოგს, გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შეყვარებულია მის საქმეზე და თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, კოლექტივის ყველა წევრს აქ ვერ ჩამოვთვლი, ჩვენთან უკვე 60 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი კლინიკისთვის შენაძენია. მიხარია, რომ შევქმენით პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ წარმატებული გუნდია სამედიცინო მომსახურების ბაზარზე, არამედ ეს ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც ნათლად ხედავს თავის როლს ადამიანის დახმარების საქმეში. ურთიერთპატივისცემის აურაა ჩვენს კლინიკაში და არავითარ შემთხვევაში არ ჩამომართვათ ეს სენტიმენტალიზმში, ვინაიდან ეს არის ჩვენი კლინიკის ხარისხის წარმატებული მენეჯმენტის ერთ-ერთი კრიტერიუმი.
დღეს ბათუმში რამდენიმე კლინიკაა ბაზარზე. რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?
მზარდი კონკურენციის პირობებში სამედიცინო ბაზარზე ”საგიტარიუსის” ნიშა არის ვიწრო ქირურგიული სპექტრი – ოფთალმოქირურგია და ოტორინოლარინგოქირურგია. ვცდილობთ, დავნერგოთ ექსკლუზიური ქირურგიული მომსახურება, რისთვისაც მოწვეული გვყავს საქართველოს წამყვანი ქირურგები თბილისიდან: პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი და პროფესორი, ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომსახურების დონის ამაღლება. ამისათვის კლინიკაში დანერგილია ხარისხის სამსახური. 2012 წელს კლინიკამ მიიღო ISO სერტიფიცირება. ყოველი წლის ანალიზი გვიჩვენებს ბიზნესის დადებით დინამიკას. ამაში გვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პაციენტს აძლევს საშუალებას გააკეთოს კლინიკის არჩევანი. ასევე ვემსახურებით აჭარაში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიას. კლინიკა “აგიტარიუსი” აღიარებულია საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ, როგორც მეზღვაურთა პროფესიული შემოწმების უფლებამოსილი დაწესებულება.
როგორც ვიცით, კლინიკის ხელმძღვანელობის პარალელურად თქვენ პრაქტიკოსი ექიმი ხართ და თავადაც ატარებთ ოპერაციებს. რამდენად სპეციფიკურია სამედიცინო ბიზნესში ქალის მუშაობა?
როდესაც კლინიკა ჯერ კიდევ პატარა იყო, ჩვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით ყველაფერს ვუძღვებოდით – ყოველდღიური
ოპერაციები, პაციენტების მიღება, დაწესებულების მართვა, გარე და შიდა სამზარეულო… რადგანაც ორნი ვიყავით, ვენაცვლებოდით ერთმანეთს და გავმიჯნეთ საქმიანობა. პრაქტიკულ მედიცინას ვერ ჩამოვრჩით, ვინაიდან მოთხოვნადი და კლინიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ექიმები ვართ, მაგრამ შეუძლებელია აკეთო რამდენიმე საქმე მაღალი წარმადობით, მითუმეტეს, როდესაც ხარ ხელმძღვანელი და შენს წარმადობაზე არის დამოკიდებული სხვა ადამიანების შემოსავალი, ამიტომ მოვიწვიეთ სპეციალისტები, ოფთალმოქირურგები, რომლებსაც ნაწილობრივად გადავაბარეთ
ჩვენი ოპერაციები. კლინიკის მომსახურების ხარისხი ამით მხოლოდ გაიზარდა, ვინაიდან მოვიწვიეთ საქართველოს
წამყვანი ოფთალმოქირურგები – პროფესორი გიორგი ჩიჩუა და კახა თავართქილაძე, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ჩვენთან. ისე მოხდა, რომ წელს ეკა ოჯახით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად რამდენიმე წლით. რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობები გაორმაგდა და სულ უფრო მცირე დრო შემიძლია დავუთმო პაციენტებს, ვინაიდან კლინიკის მართვა და მზარდი მოთხოვნადობა ყოველდღიურად მეტ დროს ითხოვს. რაც შეეხება სამედიცინო ბიზნესში ქალის
სპეციფიკურობას, მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას სხვა ბიზნესის სფეროებთან. ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ ქალი მოინდომებს, არა მარტო ბიზნესში, არამედ ყველგან მიაღწევს წარმატებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებენ 0 დან – 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
უფასო სკრინინგპროგრამა ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ კვლევას (თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა) ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო მომსახურებას 2000 ორსულს გაუწევენ.
პროგრამის შემსრულებელია ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი იურიდიული პირი სს. საზღვაო ჰოსპიტალი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება, აჭარა კი, წარმოადგენს აღნიშნული პათოლოგიებით ავადობის ენდემურ ზონას.
„აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ორსულებში დაავადებათა ადრეული გამოვლენა, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ორსულებში გართულებების თავიდან აცილებასა და ჯანსაღი ინტელექტუალი მომავალი თაობის ფორმირებას.“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა.
ბარცხანის უბნის მაცხოვრებლის ცირა სურმანიძის თქმით, აუცილებელია მერიამ ამ უბანში არსებული კანალიზაციის პრობლემა დროულად მოაგვაროს, რადგან ნონეშვილის ქუჩაზე ღია საკანალიზაციო არხი, არა მარტო გარემოს აბინძურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„პირადად მე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი განცხადება დავწერე, მაგრამ უკვე წლებია, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. გარდა ამ პრობლემისა, ჩვენს უბანში ხუთსართულიანია საცხოვრებელი სახლის შეფუთვის საკითხიც დგას. რადგან სახლი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის“.
ცირა აბულაძემ ბარცხანის მაცხოვრებელთა პრობლემების ჩამონათვალში საბავშვო ბაღის პრობლემაც დაასახელა. „ბარცხანში საბავშვო ბაღი დაკეტილია, რის გამოც ბავშვები ვეღარ დაგვყავს ბაღში. გარდა ამისა, ერთი ბაღი არ არის საკმარისი ბარცხანაში და კარგი იქნება თუ ახალი ბაღი გაიხსნება“.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარაიშვილის განცხადებით, პრობლემები ქალაქში ხუთი საბავშვო ბაღის დახურვამ გამოიწვია.
„ამიტომ, გათვალისწინებულია რომ მარტოხელა დედების, ომში დაღუპულთა შვილების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების ოჯახების ბავშვები დაგანაწილდეს ახლომდებარე ბაღებში. მაგრამ სასკოლო ასაკის 143 ბავშვის ბარცხანის საბავშვო ბაღში გადანაწილებას დარჩენილ ადგილებზე ბარცხანაში მცხოვრები ბავშვების მიღებას“.
სტუდენტმა, ლელა ცინცაძემ ღია შეხვედრაზე ნარჩენების დახარისხების და ქალაქში სანიტარული სანაგვე ურნების განთავსების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„ვფიქრობ რომ აუცილებელია მოხდეს ქალაქში ნარჩენების დახარისხება და ქუჩებშიც სანაგვე კონტეინერების განთავსება, რადგან არსებული ნაგავსაყრელების გაუქმება და ნაგვის გადამუშავება მოხდეს“- განაცხადა, მან.
საკრებულოს წევრის, ჯუმბერ კახიძის აზრით, ნარჩენების დახარისხების საკითხი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, ამის კულტურა ქართველ მომხმარებელს არ აქვს:
საკრებულოს წევრის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, სწორედ დაუხარისხებელი ნარჩენების გამო გადამუმუშავებელი ქარხნები ნარჩენების გატანაზე უარს ამბობენ. „ასე თქვეს, თქვენი ნაგავი მართლაც ნაგავიაო“.
შპს „სანდასუფთავების“ წარმომადგენლის განცხადებით, ნარჩენების დასახარისხებელი კონტეინერების დადგმაზე საუბარი არ მიდის:
„სანდასუფთავება“ მუშაობს მიწისქვეშა კონტეინერების განთავსებაზე, რადგან ესეც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ნარჩენების დასახარისხებელ კონტეინერებს დამატებითი ხარჯები დასჭირდება“.
მიწისქვეშა კონტეინერები, როგორც „სანდასუფთავების“ წარმომადგებელი ამბობს, წლის ბოლომდე განთავსდება: „ 50 ერთეული კონტეინერი შეძენილია, დანარჩენი კი გატანილია ტენდერზე. რადგან ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, დროულად ვერ მოხდა მათი შეძენა.“
„დისკუსიაზე ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის გამომწვევ პრობლემებზე, მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე, მათი პროფესიული გადამზადების თუ დასაქმების შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე.
შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება უფლებამოსილ ორგანოებს. “- ნათვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
დისკუსიაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს: სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) წარმონადგენელი – მაია პაქსაშვილი; საია-ს აჭარის ფილიალის წარმომადგენელი – გიორგი ხიმშიაშვილი; აჭარის არ დასაქმების სააგენტოს დირექტორი – კობა ნაკაიძე; IOM-ის ბათუმის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი – ნანა პაპიაშვილი; მოქალაქე (დაბრუნებული მიგრანტი) – ბექა ჯინჭარაძე.
დისკუსია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ფარნავაზ მეფის ქ. 62-64) პროექტის – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” (G-PAM) ფარგლებში გაიმართება.
პროექტი – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” 2013 წელს ევროკავშირმა დააფინანსა (G-PAM). პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო – “სიდა”.
აჭარაში პროექტის რეგიონული პარტნიორია ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“. პროექტის ზოგადი მიზანია, სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევა მიგრაციული ნაკადების უკეთესად მართვაში.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა მოაწოდა.
სააგენტოში იმედოვნებენ რომ ცხელი ხაზის ამოქმედება გააუმჯობესებს მოქალაქეთა კომუნიკაციას სააგენტოსთან და ეფექტურს გახდის კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის რეაგირებას დარღვევებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ სააგენტოს სპეციალისტმა საზოგადიებასთან ურთერთობის საკითხებში, ნინო ჯაფარიძემ მიაწოდა.
„ანგარიშში აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით“- წერია, საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე წყაროს მიხედვით, „ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად 2013 წელთან შედარებით 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტი-ნარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აქვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით“.
„მშენებელი 80“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ჟილინის არხის სარეკონსტრუციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.
ტენდერში მონაწილეობისთვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას კიდევ ერთი კომპანია „ჯენერალ ბილდინგი“ ცდილობდა. „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია, რატომ აღარ მიიღო კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა. კომპანიაში ტელეფონის ზარს არ პასუხობენ, მერიაში კი გვითხრეს, რომ მიზეზი არც მათთვის არის ცნობილი. შესაბამისად, „მშენებელი 80“-ს კონკურენტი არ ჰყოლია.
ბათუმის მერიამ ჟილინის არხის რეკონსტრუქციისთვის 6 მილიონ 322 964 ლარი გამოყო. შპს „მშენებელი 80“ -ს კი ელექტრუნულ ვაჭრობაზე ეს თანხა არ დაუწევია და მერიას სამუშაოს შესრულება იმავე ფასად შესთავაზა. ამ სამუშაოს შესრულებას მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა ბათუმის მერიას შპს „ჰიდრო“, რომელსაც გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება წინანსწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო გაუუქმეს.
სამუშაოს გაგრძელების მიზნით ახალ კომპანიასთან შესათანხმებლად, ბათუმის მერიამ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, არჩილ ხაბაძისგან სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვა ითხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო. ამ ეტაპზე მერია კომპანიისგან დოკუმენტების წარდგენას ელოდება, რისი მიღების შემდეგაც მხარეები სამუშაობის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გააფორმებენ.
რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მშენებელი 80“ ვასილ სანაძეს დაურეგისტრირებია 1999 წელს და კომპანიის ერთპიროვნულ მმართველადაც თავად ფიქსირდება. თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოა.
რეესტრში იძებნება ასევე დოკუმენტი, რომლის თანახმადაც „მშენებელი 80“ მსხვილ გადამხდელთა რეესტრში დარეგისტრირდა 2005 წელს. კომპანიის პროფილი თავიდანვე სამშენებლო სამუშაოები იყო. 2010 წლიდან „მშენებელი 80“ უკვე კერძო კომპანიაა და მის წილებს თანაბრად ინაწილებენ ვასილ სანაძე და ვალერი ბუცხრიკიძე. დოკუმენტებში დაშტრიხულია და არ იკითხება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად გაასხვისა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ კომპანია კერძო პირზე ან რა ფასად შეისყიდა მისი 50%-იანი წილი ვალერი ბუცხრიკიძემ. მან კომპანიის დირექტორის თანამდებობაც გადაიბარა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებს.
2010 წლიდან დღემდე კომპანია ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ფიქსირდება. გასულ წლამდე ამ კომპანიას ათ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების დაკვეთა ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, რამდენიმე მილიონიანი დაკვეთა _ შპს საქართველოს გაერთიანებული სამალიორაციო სისტემების კომპანიისგან, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდისგან. ამ პერიოდში კომპანიის მფლობელი და დირექტორი ვალერიან ბუცხრიკიძე სამართალდამცავების ყურადღების ქვეშაც მოექცა. მისი სახელი ფიგურირებს 2011 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში. მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და სამელიორაციო ასოციაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს ბრალად ედებოდათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მეწარმეებისთვის ქრთამის გამოძალვის არაერთი ფაქტი. „მშენებელი 80“-ის დირექტორმა ვალერი ბუცხრიკიძემ 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლა – ქრთამის მიმცემის ვინაობა დაასახელა (საქმეში არ არის მითითებული, თუ რატომ გადაუხადეს კომპანიის დირექტორს ქრთამი, ის ამ დროს სამინისტროს საკუთრებაში არსებული კომპანიის დაკვეთას ასრულებდა), რის შემდეგაც სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გათავისუფლდა. ვალერი ბუცხრიკიძე ამ ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს. ამბობს, რომ ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ არ უნდა გახსენება. „ამბის მიტანა რად უნდოდათ, მისმენდნენ და იცოდნენ… მაშინ ორი მილიონი წამართვეს და სასამართლოშიც ვჩიოდი, მაგრამ საქმე ქუთაისამდე არ მივიდა. ახლა რომ ვიჩივლო, რა აზრი აქვს, ვინმე დამიბრუნებს იმ ფულს?“ _ უთხრა მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. კომპანიის დირექტორი ახლა ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული.
მხოლოდ სამორინის მაგიდიდან ბათუმის მერიის ბიუჯეტში გასულ წელს მოსაკრებლის სახით 5 მილიონ 580 000 ლარი შევიდა, 2 მილიონი ლარით მეტი _ 7 მილიონ 438 600 ლარი შეადგინა სათამაშო აპარარატებიდან მიღებულმა შემოსავალმა.
600 000 ლარი შეადგინა მოსაკრებელმა სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან მიღებულმა შემოსავალმა. წამახალისებელი გათამაშებიდან მოსაკრებლის სახით კი, ბიუჯეტში 24 000 ლარი შევიდა.
ღია კარის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატს სხდომაზე გამომსვლელთა წინასწარი რეგისტრაცია დაავალა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით „ღია კარის“ სხდომაზე მისვლას ხვალ ის მოქალაქეებიც გეგმავენ, რომლებთანაც მერია ე.წ. იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 16 მარტი მიუთითა, შესყიდვის საწყის ღირებულებად კი, 3 მილიონ 286 400 ლარი იყო დაფიქსირებული.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ „ზიმომ“ მიიღო, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე შესყიდვის ფასი 3 მილიონ 100 000 ლარამდე დაწია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებულ დოკუმენტებს წარუდგენს, ხელშეკრულება გაფორმდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობა 2015 წლის 25 დეკემბერს უნდა დაასრულოს.
სამინისტროში ვაკანტურია ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობები.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:
პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევა იქნება, რის შემდეგაც კონკურსანტები ტესტირებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, კონკურსანტებს საკონკურსო კომისია გაესაუბრება.
სამინისტროს ინფორმაციით კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. სამინისტრომ კონკურსი 20 მარტს გამოაცხადა.
„15 წლის ასაკში ვამბობდი, რომ ბათუმი თურქების გარეშე უნდა იყოს, მაღიზიანებდა მეჩეთი ჩვენს ქალაქში. რაც ამ ცენტრის წევრი გავხდი, გავიარე ბევრი ტრენინგი ადამიანის უფლებებზე, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე თანასწორობაზე და მივხვდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ტოლერანტი. ამ კუთხით ჩემი ცნობიერებაც გაიზარდა.
კიდევ არის ის, რომ აქტიური გავხდი. ადრე, როცა პრობლემა იყო ჩემს უბანში, მთავრობის მისამართით გამოვთქვამდი მხოლოდ საყვედურებს. არასდროს არაფერი გამიკეთებია, როგორც მოქალაქეს, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. როცა ვხედავ ქუჩაში ნაგვის ყუთი გადავსებულია, ვურეკავ სანდასუფთავებას. ვიცი, რომ თუ რაიმე არ მომწონს, მეც შემიძლია უნდა შევცვალო” – ამბობს ანა ტურიაშვილი.
ბესო ხოზრევანიძე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეა. დღის უმეტეს ნაწილს ცენტრში ატარებს. ბესო ამბობს, რომ ამ ცენტრმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: “სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან ბევრი ჩემი თანატოლი გავიცანი და დავიმეგობრე. მანამდე მეგონა, რომ სხვა ეროვნების ან რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთან ვერ ვიკონტაქტებდი, მეგონა მათთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი. მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო.
ადრე ვფიქრობდი, რომ თუ გასხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის მიმართ ტოლერანტობას გამოვიჩენდი, საზოგადოებას ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა. ეს მართლაც ასეა – უარყოფითი დამოკიდებულება მოდის, მაგრამ შიში დავძლიე. ცენტრში ყველანაირი შიში დავძლიე და საკუთარ მოსაზრებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ. ამ ცენტრის დახმარებით ჩემს ცნობიერებაში ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე. აქ პიროვნულად განვვითარდი.“
შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ საზოგადოებას სამწლიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ცენტრი 2012 წლიდან ფუნქციონირებს.
ცენტრის კოორდინატორის, მარი ზაქარაძის განმარტებით, პროექტის მიზანი იყო ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრება, ეთნიკური ჯგუფების მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების გააქტიურება.
„მე ვფიქრობ ჩვენი ცენტრის ახალგაზრდები იქნებიან საზოგადოების ჯანსაღი და აქტიური წევრები მომავალში“ – ასე აჯამებს პროექტის შედეგებს მარი ზაქარაძე.
„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდებოდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდებოდა.
„ ამ შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით და დღეს ჩატარდა.“
ქობულეთის გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს გამგებელი სულხან ევგენიძე გამგეობისა და მუნიციპალიტეტის აიპების თანამშრომლებს შეხვდა. მან თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.