ქალაქ ბათუმში 26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, მეხუთე სართულზე იყიდება 42-კვ.მ ახალგარემონტებული ბინა.
ფასი: 30 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;
ტელ.: (0422) 24 85 85
ბათუმელები
ქალაქ ბათუმში 26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, მეხუთე სართულზე იყიდება 42-კვ.მ ახალგარემონტებული ბინა.
ფასი: 30 ათასი აშშ დოლარი.
მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;
ტელ.: (0422) 24 85 85
დროულად, ანუ პირველ მარტამდე წარვუდგინეთ ჩვენ უმაღლეს საბჭოს ანგარიში, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოს კომისიებში ანგარიშს განიხილავენ. არასწორად დასმული კითხვაა – არის თუ არა მზაობა ფინანსთა სამინისტროში ანგარიშის წარსადგენად. ის ფაქტი, რომ ანგარიში გაგზავნილი იყო, ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.

წელს, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება როგორია, როგორც ხარჯვით ისე შემოსავლების ნაწილში?
შესრულება შემოსავლების კუთხით არის 111,5%-ი, ანუ 162 463 200 ლარი. რაც შეეხება ხარჯებს – შესრულება არის 93,3%-ია.
რომელმა ორგანიზაციებმა ვერ აითვისა ბიუჯეტი?
თავისთავად, როცა შესრულება გვაქვს 93,3%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილის ათვისება ვერ მოხდა. მაგრამ არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც თანხა ვერ გაიხარჯა. ორგანიზაციების და პროგრამების მიხედვით უნდა განივიხილოთ ეს საკითხი. ეს ყველაფერი ანგარიშში არის ასახული.
კონკრეტულად რომელმა საბიუჯეტო ოგანიზაციამ ვერ აითვისა ყველაზე მეტი თანხა?
მასე არ არის, რომ 100%-ით ვერ აითვისა. გამიჭირდება ზეპირად ამის თქმა, ანგარიშში გაწერილია პროგრამების მიხედვით ეს ყველაფერი – რომელი პროგრამა არის შესრულებული და რომელი შეუსრულებელი და მიზეზებიც არის ახსნილი, რატომ ვერ შესრულდა ის, რაც ვერ შესრულდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რომ გააკეთოთ – როგორი იყო შარშან ამ დროისთვის შესრულება?
გასულ წელს უფრო ნაკლები იყო – თუ არ ვცდები 90%-ი.
ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი წელსაც იდენტური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორც შარშან?
არა. შარშან ორი კვარტლის შესრულება 50%-მდე იყო. ფაქტია, რომ პირველ კვარტალში თუ შესრულება გვაქვს 93%-ი, მეორე კვარტალში უფრო მეტი იქნება.
ცვლილებებს, რომელიც გუშინ, 6 აპრილიდან ამოქმედდა, ხელი პრემიერ-მინისტრმა 3 აპრილს მოაწერა.
თავდაპირველი ვარიანტით [მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით], პროგრამაში მონაწილეობას მიიღებდნენ „საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა)“;
ცვლილებების შემდეგ ეს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას [ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, ან წარმოდგენილი იქნება საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნების გამცემი ფიზიკური ან იურიდიული პირის [ექსპერტის] მიერ [რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და უკანასკნელი 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების დაპროექტების ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და საზედამხედველო ან/და მშენებლობის განხორციელების ეტაპების სამუშაოები] მომზადებული აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნა სამშენებლო პროექტით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ეტაპის სამუშაოების დასრულების შესახებ, მიუხედავად იმისა, მიღებული იქნება თუ არა ქონება ექსპლუატაციაში]“;
ცვლილება შევიდა იმ მუხლშიც, რომელიც პროგრამაში ჩართვის მსურველ დეველოპერს გარკვეულ მოთხოვნას უყენებდა.
კონკრეტულად, მუხლი: –
„დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი“, –
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ 500 კვ.მ-ს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობების ჯამური ფართობის არანაკლებ 70% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს (შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს ამორტიზებულ, ავარიულ, დროებით, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგის და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობა-ნაგებობას, უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით) და პროექტის დასრულებას უზრუნველყოფს, პროგრამის შესაბამისად გაცემული, არა უმეტეს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით“.
პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის ივნისში დაამტკიცა, კომპანიებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველ ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გააფორმებენ.
ქალაქ ბათუმში, ორთაბათუმში, საქორ წინო დარბაზ ,,სამოთხესთან” იყიდება 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფასი: 10 ათასი აშშ დოლარი. ID 8261

მობ :
593 44 24 08
577 07 11 85
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის 10.11.2004 წლის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შერეული სატანკო ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მე-3 ქვეითი მსუბუქი ათეულის მეტყვიამფრქვევე, კაპრალი ზაზა თემურის ძე იაკობაძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და ამოირიცხოს პირადი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო 2004 წლის 24 აგვისტოდან. შტატი #8/502-01. გარდაცვალება დაკავშირებულია სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან“.

იაკობაძეების ოჯახი ამ ბრძანებას საქმიანად პირველად შვილის დაღუპვიდან 10 წლის შემდეგ მიუდგა: საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინეს, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ყოველთვიურად 500-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ და საბუთების შეგროვება დაიწყეს. ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარება ენიშნებოდათ ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
ზაზა იაკობაძე სწორედ 2004 წლის 22-24 აგვისტოს ცნობილი მოვლენების ერთ-ერთი მსხვერპლია.
ზაზას მამა – თემურ იაკობაძე ამბობს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად თავი მოუყარა შვილის დოკუმენტებს (გარდაცვალების ბრძანების ასლი და სხვა) და თავდაცვის სამინისტროში გააზავნა, საიდანაც კიდევ ერთი შესაბამისი ბრძანება მიიღო. შემდეგ ეს დოკუმენტები წარადგინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საიდანაც ხულოს სუბსიდირების სააგენტოს გადმოუგზავნეს დოკუმენტები. ასე დაუნიშნეს ოჯახს კომპენსაცია.
„არც კი ვიცოდი, ისე დაგვინიშნეს დახმარება. პირველად დახმარება 2014 წლის მარტში ავიღე, სამი თვის თანხა ისე იყო დარიცხული, არ ვიცოდი, ბანკის ბარათი მომიტანეს და მაშინ მივხვდი, რომ დაგვინიშნეს დახმარება“, – ყვება თემურ იაკობაძე „ბათუმელებთან“.
ცოტა ხნის წინ თემურ იაკობაძეს და მის მეუღლეს, როგორც თვითონ ყვებიან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან დაუკავშირდა ამ სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ნინო ფირანაშვილი და უთხრა, რომ ისინი დახმარებას უკანონოდ იღებდნენ და მიღებული თანხა სრულად ჩამოეჭრებათ მათი პენსიიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. „ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მგონი 9 თვის თანხა გვქონდა აღებული… ახლაც გვიგზავნიან სმს-ებს და თანხას უკან ითხოვენ“, – ამბობს თემურ იაკობაძე, რომელიც ამ საქმის გასარკვევად თბილისში ოთხჯერ ჩავიდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ დაადგინა:
„ნინო ფირანაშვილს სამჯერ შევხვდი – თავდაცვის სამინისტროს ცნობებს ითხოვდნენ. ვეტერანების სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროში და პირიქით რამდენჯერმე ვიყავი. ბოლოს ნინო ფირანაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროდან მათთვის გაგზავნილი დასკვნის საფუძველზე არ მაძლევენ კომპენსაციას“.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შეტყობინებით შეურაცხყოფილია გარდაცვლილი ჯარისკაცის დედაც. ლეილა იაკობაძე იხსენებს მისი შვილის გარდაცვალების დროინდელ მოვლენებს: „22 აგვისტოს ჩემმა შვილმა დამირეკა. ვკითხე, რატომ გაქვს უცხო ხმა-მეთქი. დაჭრილი ვარო. მითხრა, ტელევიზორს ნუ შეხედავ და რომ გნახავ, მერე ყველაფერს მოგიყვებიო. მერე ვიღაცის ხმა გავიგონე, გათიშე ბიჭოო… მაშინ ტელეფონები არ იყო ისე, ახლა რომ არის, მეზობელს ჰქონდა ტელეფონი და იმაზე დამირეკა. თურმე ცხინვალში იყო და რომ დაიჭრა, ჰოსპიტალში ჰყავდათ“.
იაკობაძეების მონათხრობით, სახელმწიფომ შვილის დაჭრის შესახებ არ აცნობა ოჯახს, ცხედარი კი ჯარისკაცის თანამებრძოლებმა ჩაუსვენეს მშობლებს. დედა ამბობს, რომ ზუსტად ისიც კი არ იცის, სად გარდაიცვალა მისი შვილი. „შვილი მომიკვდა და რა უნდა მომეკითხა. ჩვენში ისეთი წესია, თუ შვილი მოგიკვდება, უნდა იგლოვო. მე არც მიჩივლია, არც არაფერი მიკითხავს, არც მაინტერესებდა. ისეც საიდუმლოდ ინახავდნენ ამბავს, რატომ დღესაც ვერ ვხვდები. ახლა ამბობენ, რომ ვითომ ჩვენ ვიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგი. როგორ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგ, როცა ჩემი შვილი მათთან მოკვდა. საჭიროდ რომ ჩაეთვალათ ექსპერტიზის ჩატარება, მაგას მე შემეკითხებოდნენ? განა მათთან არ იყო ჩემი შვილი? იმის ღირსიც კი არ გამხადეს, რომ შვილის დაჭრის ამბავი ეთქვათ“, – ამბობს ლეილა იაკობაძე.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მშობლებმა ვერაფრით გაარკვიეს, რატომ ითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის გზით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. საკითხის გარკვევა სცადა „ბათუმელებმაც“: სამ სახელმწიფო უწყებას – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შემდეგი კითხვებით მიმართა: 2004 წლის 23 აგვისტოს ცხინვალთან მომხდარი კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცის – ზაზა იაკობაძის გარდაცვალების საფუძველზე მისი მშობლებისთვის დანიშნული კომპენსაცია რის საფუძველზე შეუწყვიტეთ? რის საფუძველზე დაენიშნა თავის დროზე ეს კომპენსაცია? რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ, თუ დაღუპული ჯარისკაცის მშობლები უარს იტყვიან თანხის დაბრუნებაზე?
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან „ბათუმელებს“ შეატყობინეს, რომ იაკობაძის ოჯახის კომპენსაციიის გაცემა-შეწყვეტის საკითხი მათ არ ეხება და საქმის გასარკვევად „ხულოს სუფსიდირების სააგენტოს უნდა მივმათოთ“. დანარჩენი ორი უწყებიდან „ბათუმელებს“ შეკითხვებზე პასუხი არ მიუღია.
„კომენტარის გარეშე“, – უთხრა საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარში ხულოს სუფსიდირების სამსახურის თანამშრომელმა გენადი მიქელაძემ „ბათუმელებს“. მან დაადასტურა, რომ საქმის კურსიშია იაკობაძეებისთვის კომპენსაციის შეწყვეტაზე.
თემურ იაკობაძისთვის ამ სააგენტოდან გამოგზავნილ დოკუმენტში კი შემდეგი წერია: გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან თქვენ შეგიწყდათ კომპენსაცია სამხედრო სამსახურიდა ცნობის წარმოუდგენლობის გამო. გთხოვთ, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას“. წერილი დათარიღებულია 20014 წლის 12 დეკემბრით. წერილს ხელს დაწესებულების ხელმძღვანელი ნინო ქონიაძე აწერს.
დაღუპული ჯარისკაცის მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში ცხოვრობენ.


პლასტიკურ ქირურგიაში თემურ ქობულაშვილის საავტორო მეთოდოლოგიებია :
მამოპლასტიკა – მკერდის დაჭიმვა ადგილობრივი ანესთეზიით და მამოპლასტიკა, რომლის შედეგად ბუნებრივი (შეგრძნებითაც და ვიზუალურადაც) მკერდი არ კარგავს ფორმებს 10 წლის შემდეგაც!
რინოპლასტიკა – ოპერაციის ზუსტად პროგნოზირებადი შედეგი: კორექციის შემდეგ ცხვირის ფორმები იქნება დაგეგმილთან ზუსტ შესაბამისობაში.
ბლეფაროპლასტიკა – სახის ზედა მესამედის შესამჩნევად გაახალგაზრდავება ინოვაციური მიდგომით_-ქუთუთოების პლასტიკა მოცულობის შენარჩუნებით.
სახისა და კისრის პლასტიკა – სახის იდეალური ოვალი, კისრის სწორი ფორმა. ოპერაცია არ ცვლის მიმიკას, სახე გამოიყურება გაცილებით ახალგაზრდულად, არ შეიმჩნევა ქირურგიული ჩარევის კვალი. აღდგენითი პერიოდი არ აღემატება 2 კვირას.
ლიპოსაქციის ყველა სახეობა კანის დაჭიმვით – უნიკალური მიკროკანიულების გამოყენებით მთლიანად გამორიცხულია ე.წ. „კანის ჩამოკიდების“ და სხვა არასასურველი შედეგების მიღება.
თემურ ქობულაშვილი დღეისათვის მოსკოვში, კლინიკა ,, კლაზკოს ” წამყვანი ქირურგია. სტაჟირება და სამუშაო პრაქტიკა კი გავლილი აქვს ევროპისა და ამერიკის წამყვან პლატიკურ კლინიკებში.
ჩაწერის მსურველებმა დარეკეთ წინასწარ : 555 00 10 60
მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #58


პრესცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს შეთავაზება სკოლებისთვის უფასოა. ორგანიზაცია მასწავლებლებს სთავაზობს სანერგე მეურნეობებსა და სათბურებში ღია გაკვეთილები ჩაატარონ: „ამით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ბავშვებს პრაქტიკულად აჩვენონ და აუხსნან ის, რასაც წიგნებით ასწავლიან“.
აგროსერვისცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, „ორდღიან პრაქტიკულ ვორქშოპს 100-მდე სკოლის მოსწავლე დაესწრება ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს საჯარო სკოლებიდან“.
“მე არაერთხელ განმიცხადებია ქართული და უკრაინული პრესისთვის, რომ ჩემი აზრით, ქართველი პოლიციელები და თვითონ პოლიცია ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს სწირავენ.
მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და არსად არ ყოფილა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ასეთ მაღალ დონეზე, როგორც ეს არის საქართველოში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამიტომ ავირჩიე საცხოვრებლად საქართველო და აქ ავიშენე სახლი.
უკრაინაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სამწუხაროდ მიწევდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაცვით სიარული და ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. საქართელოში არცერთი დაცვის წევრი არ მყავს და მოვიარე რა, საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ამაში სრულიად დავრმწუნდი; აქ დაცვა არ მჭირდება და ეს ქართული პროფესიონალი და კოორდინირებული პოლიციის დამსახურებაა. ეს არის პოლიცია, სადაც მუშაობენ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყო ბექა მარგიშვილი. ასეთი გმირებით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო პოლიცია, საქართველოს პოლიცია!”

ცნობისათვის: ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად, ასევე, გახლდათ სამი მოწვევის დეპუტატი უკრაინის უზენაეს საბჭოში და დღეისათვის ფორბსის სიაში ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორის მე-12 ადგილს იკავებს. ჰყავს 3 შვილი და 8 შვილიშვილი. პირველი მეუღლე, რომლისგანაც მას 2 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს, ქართველია. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს.
საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს მსხვილ საქველმოქმედო პროექტს – ფონდ “სოციალურ პარტნიორობას“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ ბავშვს, უკრაინაში კი ანალოგიური ფონდი ყოველდღიურად სადილით და ტანსაცმლით უზრუნვეყოფს 2000–ზე მეტ უსახლკაროს და პენსიონერს.
მაიდანზე, რევოლუციის პერიოდში ლეონიდ ჩერნოვეცკი გახლდათ ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც გამოყო 1 000 000 აშშ დოლარი დაღუპული გმირების ოჯახების დასახმარებლად, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ სამთავრობო კომისია, რომელიც გასული წლის აპრილში შეიქმნა და რომელსაც გონიოს მიწების საკითხი უნდა შეესწავლა, მუშაობა დაასრულა. ამ კომისიაში გონიოს მცხოვრებლებიც ჰყავდათ შეყვანილი. „ამ კომისიამ მასალები გადასცა ბათუმის საკრებულოს შესაბამის მუდმივმოქმედ კომისიას, რომელსაც ჩვენთვის მიწების დაკანონების პროცედურა უნდა დაეწყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შერეული სამთავრობო კომისია დროის გაწელვისთვის მოიგონეს. მესამე წელია, რაც ესენი ხელისუფლებაში არიან და ტყუილებით გავცხოვრებენ. ჩვენ მიწას ვითხოვთ“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი შეკრებილი არიან გონიოს ციხესთან, მაგრამ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას არ აპირებენ, რადგან დაახლოებით 400 კაცამდე არიან, შესაბამისად, ამის საჭიროება არ არის. აბდლობა გვითხრეს, 500-600 კვადრატს მოგცემთ და გაზს შეგიყვანთო. მოვილაპარაკოთო, რაზე უნდა მოველაპარაკოთ – საკუთრებას ნუ გვართმევენ.
ნიაზ ფუტკარაძის თქმით, ეს ბოლო გამაფრთხილებელი აქცია აჭარაში, მერე მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მიმართავს: „ჩვენ არ გვაინტერესებს აქ დღეს ხელისუფლება მოვა თუ არა. ჩვენ ფული ავაგროვეთ და 300 კაცამდე თბილისში მივდივართ – აჭარის ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი თანახმა არიან გადმოგვცენ მიწები, მაგრამ თბილისიდან აჩერებენ. ჩვენ ჩავალთ თბილისში და პრემიერს ვკითხავთ, რატომ არ გვაძლევენ მიწას, რატომ უნდათ, რომ ღატაკები ვიყოთ და მონებივით ვიმუშავოთ უცხოეთში“.

„ეს ერთი საპროტესტო აქციაც კარგად აჩვენებს იმ სურათს, რაზეც არაერთხელ ისაუბრა ჩვენმა ორგანიზაციამ. ეს საკითხი იყო წინასაარჩევნო დაპირება დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის, როდესაც ის აცხადებდა, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და ყველა სამართლებრივ პრობლემატიკას შეისწავლიდა.
როგორც გვახსოვს, ამ კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც სამთავრობო დონეზე გაჟღერდა, არც კომისიის შექმნისა და არც შესაბამისი კომპენსაციის გაცემის ფინანსური რესურსი არ არსებობს.
თავის დროზე ვაცხადებდით და ახლაც ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა იმისათვის არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს მოქალაქეთა შორის კონფლიქტი და გამოირიცხოს ყოველგვარი კონფრონტაცია მოქალაქეებსა და ცალკეულ ადმინისტრაციას შორის, ან მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს შორის“.
იყო თუ არა შეცდომა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალკეულ პირებზე ჩამორთმეული ქონება მოსამართლეებს ან სხვა მაღალჩინოსნებს საკუთრებაში გადასცა? – როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, იმ დროს არსებული კანონმდებლობა და დღეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში გასცეს.
„გადაცემის მოტივი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მთავარია ის, რისთვის გადაეცემა ქონება მოქალაქეს, ამის შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ამ ქონების გადაცემისას კანონი დაირღვა.
გიორგი პაპუაშვილი ან სხვა რომელიმე პირი, ვისაც გადაეცა ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში არის თუ არა კეთილსინდისიერი მფლობელი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ. სამართლებრივად, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ქონების გადაცემის, პაპუაშვილსაც ჰქონდა უფლება მიეღო ქონება, მაგრამ, რადგან ქონება სადაოა, ამიტომ უნდა შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც შეისწავლოს, როგორ გადაეცემოდა სახელმწიფოს ქონება, რამდენად იყო ეს მოქალაქეთა ნებელობითი აქტი, რადგან არსებობდა ეჭვები, რომ მოქალაქეები იძულებით, გარკვეული ზემოქმედების შედეგად ტოვებდნენ ქონებას.
ეს უნდა გახდეს კვლევის საგანი, რადგან თუ ისევ ჩვენივე გადაწყვეტილებით ჩამოვართმევთ საკუთრებას, ეს მეორე უკიდურესობაში გადაგვიყვანს. სახელმწიფომ შესაძლებელია უხეშად გამოიწვიოს სხვისი ქონების ხელყოფა, რადგან დღეს ამ სადაო ქონებას სხვა მესაკუთრეები ჰყავს და სახელმწიფოს ვალდებულება მათი საკუთრების დაცვაც არის“.
შეგახსენებთ – დღეს, 6 აპრილს, როლანდ ბლადაძის ახლობლები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გიორგი პაპუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ბლადაძისთვის ყოფილი საცხოვრებელი ბინის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.
„გვქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი სტრუქტურა გაერთიანდეს და ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ჩამოყალიბდება ერთი აიპი, რომელიც გამწვანებაზე იზრუნებს და ვთქვათ კომუნალურ საკითხებსაც მოაგვარებს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის თქმით, სამსახურების გაერთიანების მოტივი არა ეფექტურობის გაზრდა, არამედ გამგებლის პირადი მოტივაციაა. „პარკების გაერთიანების“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი სულიკო ბლადაძე წინა ხელისუფლების დროს არის დანიშნული. ამიტომ, გამგებელს ბლადაძის გათავისუფლება და მისი მეგობრის ვახტანგ ნემსაძის დანიშვნა უნდა, რომელიც ამჟამად გამწვანების სამსახურში მუშაობს. ამიტომ გეგმავს ახალი აიპ-ის შექმნას“.
რეზო ხარაძის ბრალდებებს გამგებელი ასე პასუხობს. „სულიკო ბლადაძის გათავისუფლება რომ მდომოდა, განცხადება დაწერილი ჰქონდა და მაშინ გავათავისუფლებდი. მართალია, ის ახალი აიპის ხელმძღვანელი არ იქნება, მაგრამ ადმინისტრაციის თანამშრომლად დარჩება. რაც შეეხება ვახტანგ ნემსაძეს, ისიც დიდი ხნის თანამშრომელია და მე მარტო მასთან არ ვმეგობრობ“, – აცხადებს გამგებელი.
სულხან ევგენიძე ამბობს, რომ წელს ქობულეთის პარკის გაფართოებაც არის დაგეგმილი:
ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ ტერიტორიამდე დაახლოებით 200-300 მეტრია კეთილმოუწყობელი და ამ ტერიტორიის პროექტი გვინდა გავაკეთოთ და პარკი გავაგრძელოთ“.
„ქობულეთის პარკების გაერთიანების“ წლიური ბიუჯეტი 240 ათასი ლარია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს კანონი კონკრეტულად არ განუსაზღვრავს რა ვადაში უნდა დაასრულონ გამოძიების პროცესი, თუმცა მართლმსაჯულების მოთხოვნაა, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება.
“ვნახე ვიდეომასალა და სახეზე გვაქვს სამართლებრივი ნორმების დარღვევა [გადაცდომა]. ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ფაქტზე არაეფექტურად მიმდინარეობს გამოძიების [მოკვლევის] პროცესი, ამ პროცესმა კი შესაძლოა წაახალისოს სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობა”, – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
პეტრე ზამბახიძეს ბათუმის მერიის აიპ-ის თანამშრომლები 13 მარტს დაესხნენ თავს. იმ დღესვე გავრცელდა კადრები, სადაც დეტალურად ასახულია დეპუტატზე ანგარიშსწორების ფაქტი, მაგრამ შს სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა განესაზღვრა 13 მარტს დანაშაული ჩაიდინეს მერიის თანამშრომლებმა თუ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს მოწმეები დღემდე არ დაუკითხია.
ფესტივალზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს გიორგი სამსონიას, ირაკლი აბრამიშვილს, სანდრო კოზმანაშვილს, ნიკაკოის, ვინსენტ ვოლტს, კოკა ნიკოლაძეს, Piotr Kurek-ს, Raf Gyoletsyan-ს და სხვებს. ფესტივალზე გამომსვლელთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.
ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. “Soundspring” 2014 წელს ბათუმის მერიის და ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ის თანამშრომლობით შეიქმნა.
ფესტივალი 3 დღიანია, ტარდება ყოველი წლის გაზაფხულის ბოლოს და მოიცავს თანამედროვე ვიდეო და მუსიკალური წარმოდგენების ფორმატს, ასევე საგანმანათლებლო სეგმენტს, რაც გულისხმობს ლექციების, მასტერკლასების და ვორკშოპების ჩატარებას.

ქედის „ბეთლემის“ მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. „ჩვენ, ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გარგძელება“, – ამბობს ავთო კუნჭულია.

ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი, არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბებს. „ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს – ვარჯიშით უნდა გადავლახოო“.
როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქედის საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“ პირველ ლიგაში თამაშობს.
პატიმართა მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, დახშული აქვთ ყველა ფანჯარა, საიდანაც უნდა ხდებოდეს საკნების განიავება. ასევე, შეზღუდული აქვთ წყლის მიწოდება, სასურსათო მაღაზიით სარგებლობა, ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების შეძენასაც კი. მათივე თქმით, საკანში არის უმძიმესი სუნი, რადგან იქ არსებული საპირფარეშო არის სრულიად ღია და არ ფუნქციონირებს ჰაერის სავენტილაციო სისტემა. ასევე, მათი გადმოცემით, საპირფარეშოს თავზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა, რაც ადამიანის უფლების, პატივისა და ღირსების აშკარა უხეში შელახვაა.
ამ ყველაფერთან ერთად, მათი თქმით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, შეექმნათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, რისთვისაც მსჯავრდებულებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რაზეც დაწესებულების სამედიცინო პერსონალისაგან უარს ღებულობენ. მსჯავრდებულები ასევე მიუთითებენ ე.წ. ’’საწამებელი’’ საკნის არსებობაზე.
არსებული პრობლემების გამოსასწორებლად, როგორც წერილიდან ჩანს, იყო მცდელობა, რომ მსჯავრდებულებს მიემართათ პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის – შიმშილობისთვის, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, არ მომხდარა ელემენტარული რეაგირება და მსჯავრდებულები მისულან გრძნობის დაკარგვის მდგომარეობამდეც.
აღნიშნული წერილების ავტორი პატიმრების დიდი ნაწილი, არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადმოყვანილი (ეტაპირებული), რისი მიზეზიც, როგორც თვითონ ამბობენ მათთვის უცნობია (,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით, პირი სასჯელის მოსახდელად უნდა გაიგზავნოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში).
პატიმართა მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც წერილების ხელმომწერთა განცხადებით, უშუალოდ აღრვევენ მათ უფლებებს და სჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ ოფიციალური კორესპონდენციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს სასღელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახალხო დამცველს.

პატიმართა თხოვნის შესაბამისად, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ აქვეყნებს იმ წერილებს, რომლის გამოქვეყნებასაც პატიმრები წერილობით ითხოვენ.

მადონა თევზაძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი და ამავე დროს კლასის ხელმძღვანელია. მისი სტატუსი და დებულება ითვალისწინებს, რომ დამრიგებელს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს მოსწავლეების მშებლებთან. თვეში მინიმუმ ერთხელ მიაწოდოს მშობელს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც სასკოლო პროცესთან არის დაკავშირებული. ამ ურთიერთობის გამარტივების ერთ-ერთი საშუალება სწორედ ელექტრონული ჟურნალი იყო, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში აღრიცხულ ინფორმაციაზე წვდომა მშობლებსაც ექნებოდათ და განათლების სამინისტროსაც.
მადონა თევზაძის აზრით, ელექტრონული ჟურნალი გააუმჯობესებს მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის ფორმებს, თუმცა ეს დამრიგებლის შრომასაც გააორმაგებს. „კლასის დამრიგებლობისთვის 48 ლარი მაქვს ხელზე ხელფასი და 30 მოსწავლე მყავს ჩაბარებული. ელექტრონული ჟურნალის წარმოება რომ მოხდეს, პედაგოგებსაც და კლასის ხელმძღვანელებსაც პირადი ნოუთბუქები უნდა გვქონდეს, რომ ინფორმაციის შეტანა უზრუნველვყოთ. ეს საკმაოდ დიდი შრომაა, ანაზღაურება კი, ძალიან დაბალია“.
მადონა თევზაძის აზრით, სკოლაში არსებული კომპიუტერული კლასების გამოყენება ელექტრონულ სისტემაში ჩასართავად არაკომფორტულია, რადგან არსებული კომპიუტერები თითქმის ყოველთვის დაკავებულია.
რაც შეეხება საგაკვეთილო პრეზენტაციებს, ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ამ მასალების (ფურცლები, ფერადი ფოტოები და სხვა თვალსაჩინოება) ამობეჭდვა სკოლის გარეთ, საკუთარი ხარჯებით უწევთ, რაც ასევე აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. ამიტომ, პედაგოგების აზრით, ელექტრონული პრეზენტაციები დაზოგავდა როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ამასთან გააუმჯობესებდა მოსწავლეების პრეზენტატულ უნარებს.
„კი, მოიტანს მოსწავლე დისკით მომზადებულ მასალას, მაგრამ სად ვაჩვენოთ? სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია, სადაც პროექტორი დგას და სულ დაკავებულია. ამიტომ, მასწავლებელს თავისი კომპიუტერი უნდა ჰქონდეს, რომ კლასში მოხერხდეს პრეზენტაცია“ – ამბობს მადონა თევზაძე.
პირველი საჯაროს სკოლის პედაგოგის, ხათუნა ტოტოჩავას აზრით, დღეს კომპიუტერი ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ადრე ფურცელი და კალამი. „მე როცა ვიყენებ პირად კომპიუტერს გაკვეთილზე, დირექციას წინასწარ ვუთანხმდები და პროექტორი მომაქვს. ყველა გაკვეთილს ასე ვერ ჩაატარებ, რადგან სკოლა დიდია და პროექტორი ყველას სჭირდება. მარტო პედაგოგმა რომ იზრუნოს ტექნიკური მხარის მოწესრიგებაზე, ვერ გაწვდება, რადგან ამის ფინანსები მასწავლებელს არ აქვს. ვისაც აქვს, თითქმის ყველას რაღაც პროექტის ფარგლებში აქვს ნაყიდი. ჩემი ნოუთბუქიც პროექტის ფარგლებში შევიძინე, ხელფასით ალბათ ვერ შევძლებდი“.
ხათუნა ტოტოჩავას აზრით, ელექტრონული ჟურნალი კარგია, თუმცა ის დამატებით შრომასთან იქნება დაკავშირებული: „ეს კარგია მაშინ, თუ მონაცემების შეყვანა, ინფორმაციის შეგროვება მოხდება საგაკვეთილო პროცესზე. თუკი მე გაკვეთილს ჩავატარებ და შემდეგ მომიწევს ნიშნებისა თუ სხვა ინფორმაციის შეყვანა, ეს პროცესს გაართულებს. მაშინ უნდა შეიცვალოს კლასის აღჭურვილობაც და ისე გაკეთდეს, ვთქვათ, როგორც მასწავლებელთა სახლშია. ელექტრონული დაფა, ვიდეოთვალები და ა.შ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ძალიან კარგია“.
თამარ ჩხეიძეც კლასის დამრიგებელია. ის მე-7 საჯარო სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ სკოლაში ელექტრონული ბაზა არსებობს, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი წარმოებაში არ არის: „როგორც ვიცი, მისი გამართვა განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ჩემი პირადი ელექტრონული მეილით მაქვს ხოლმე მიმოწერა მშობლებთან და სხვებიც აკეთებენ ამას, თუ აქვთ სურვილი“.
რაც შეეხება სხვა ტექნიკურ დეტალებს, თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ პრეზენტაციებისთვის სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია აღჭურვილი:
„ლაბორატორიაშია პროექტორი მოწყობილი და იქ ხდება შემაჯამებელი თემების პრეზენტაცია. პრეზენტაციები რომ არ დაემთხვეს, ამაზე სკოლის ორგანიზატორი ზრუნავს“.
მოსწავლის მშობლებთან ელექტრონულ ურთიერთობას ვერც მე-6 საჯარო სკოლის კლასის დამრიგებელი მზია ბაუჟაძე ახერხებს: „მშობელთა კრებაზე ვაცნობ ხოლმე ინფორმაციას ან ტელეფონზე ვესაუბრები“ – გვეუბნება ის. რატომ ვერ ხერხდება სისტემის აწყობა, მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ზურაბ ზაქარაძის თქმით, ელექტრონული ჟურნალების პილოტირება ერთი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ კლასების დაყოფასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი გამოვლინდა, „შემდეგ ეს ხარვეზი, როგორც ვიცი, გასწორდა, თუმცა სკოლებში მაინც არ ამოქმედებულა ელექტრონული ჟურნალები“.
რაც შეეხება სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობას, როგორც დირექტორი ამბობს, ამის მცდელობები სკოლას ვებგვერდის მეშვეობით ჰქონდა. „პროგრამულად ამასაც დიდი რესურსი სჭირდება, ამიტომ მშობლებთან ინფორმაციის მიწოდებას კლასის დამრიგებლები უზრუნველყოფენ“.
ელექტრონული ჟურნალები არც მე-20 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორის თეა დავითაძისთვის უცნობია, რატომ არ ამოქმედდა პროექტი. რაც შეეხება პრეზენტაციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს, დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ელექტრონულ პრეზენტაციებს ანიჭებს უპირატესობას, „თუმცა, არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც შემაჯამებელ გაკვეთილებს წერილობით ატარებენ“.
ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლის დირექტორები კი აცხადებენ, რომ მათ სკოლებში პედაგოგების დიდ ნაწილს საკუთარი კომპიუტერი აქვს და მასთან მუშაობის უნარებსაც ფლობენ.
„დაახლოებით 7-8 პროცენტს არ აქვს კომპიუტერი, სხვა ყველა პედაგოგი იყენებს“ – ამბობს მეორე სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.
„ჩემს სკოლაშიც 115-დან 70 აქვს საკუთარი კომპიუტერი. ისინი შეძლებენ ელექტრონულ სისტემაში მუშაობას“ – გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.
იმის თაობაზე, თუ რატომ შეფერხდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამის ამოქმედება, საქართველოს განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა აცხადებენ, რომ სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2015 წელს საქართველოს ყველა სკოლაში, მათ შორის კერძო სკოლებშიც, დაინერგება.
eSchool – სკოლების მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინრეჟიმში განახლებას და ანგარიშგებას“ – წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.
ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება. კერძოდ, სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა, დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი და შეფასების ავტომატური კალკულაცია.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან როლანდ ბლადაძის ნათესავებთან ერთად ბინის ჩამორთმევის საკითხი გააპროტესტეს და საკონსტიტუციო სასამართლის თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტს, უკანონოდ გაასხვისა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინა. სადაო ბინა გიორგი პაპუაშვილმა მისი ცოლის დას, ეკა ხოფერიას ყოფილ მეუღლეს მიყიდა, თუმცა ახალი მეპატრონე ბინის რეესტრში გაფორმებას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაციაზე საჯარო რეესტრს დაედო ხარვეზი. მოვითხოვთ დაიწყოს გიორგი პაპუაჩვილის იმპიჩმენტის საკითხიც ან მან თავად მიიღოს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი.
როლანდ ბლადაძის ნათესავის განცხადებით, თუკი ხელისუფლება სადაო ბინას უკან არ დააბრუნებს, ბლადაძეები თვითონ მიიღებენ ზომებს.
„სახლი არის უკანონოდ ჩამორთმეული და ნუ დაუტოვებენ თავიანთ შვილებს საშარო საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქონების დათმობას. ასი წელი რომ გავიდეს ეს ამბავი მაინც არ დამთავრდება და სანამ არ მომხდარა ანგარიშსწორება და საშინელება არ გაკეთებულა, მანამდე ვთხოვთ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ. თორემ, მოხდება საშინელება, მოხდება ხალხის სასამართლო“, – აცხადებს ჟურნალისტებთან როლანდ ბლადაძის ნათესავი მერაბ ბლადაძე.
როლანდ ბლადაძე ოჯახთან ერთად, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბლადაძე სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ როლანდ ბლადაძეს გორგილაძის ქუჩაზე არსებული ბინა ჩამოართვა და სახელმწიფოს გადასცა.

საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
„ასევე, საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ფული ოლიგარქის ბიზნესში – ივანიშვილის, იაკობაშვილისა და კეზერაშვილის ბიზნესურთიერთობები – რა თანხას უხდის პრემიერის ადმინისტრაცია დავით იაკობაშვილის კომპანიებს.
დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის დაბრუნებას სთხოვს – 2004 წელს ცხინვალში დაჭრის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის, ზაზა იაკობაძის მშობლებს სახელმწიფო ყოველთვიური კომპენსაციის უკან დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს თანხას პენსიიდან ჩამოაჭრიან.
არასავალდებულო შრომის მონიტორინგი – ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დასაქმებული კი, მძიმედ დაშავდა. რა ზომებს მიმართა სახელწიფომ?
ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს – განათლების სამინისტრო გარე დაკვირვების მექანიზმს ნერგავს.
სუნი და ანტისანიტარია ღია სანიაღვრე არხებიდან – ღია სანიაღვრე არხები ბათუმისთვის კვლავ ღია პრობლემაა, ქალაქის ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა საკითხი არ გვარდება. ანტისანიტარია, სპეციფიკური სუნი, მღრღნელები, პარაზიტები, ეზოსა თუ სახლის დატბორვა კი ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ – სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ქედაში ქვებით გამაგრებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს. „როცა სხვა გზა არ გაქვს, იმას შეჭამ, რაც გექნება – ხორცი ჩვენთვის ვარსკვლავზე უფრო შორსაა. ავად ვარ მეც და ავადაა ჩემი ქმარიც, რამდენიმე წელია ყურებიდან ჩირქი სდის, მკურნალობა გვჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს“ – ამბობს თინა სამნიძე.
დედათა და ჩვილთა გარდაცვალება – პილოტური სქემა ფაქტების შესამცირებლად – 2015 წელს საქართველოში, სამშობიარო სახლებში, ხუთი ქალი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბათუმში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების შესამცირებლად მაისიდან ახალი პილოტური პროგრამა ამოქმედდება.
მაქმანების სამოთხის საიდუმლო – „მაქმანების სამოთხე – ასე ეძახიან თ ურქეთში, მარმარილოს ზღვის სანახებში მდებარე ბალიქესირის რაიონის გონენის მხარეს. გონენელებს არ ახსოვთ, როდის დაიწყეს ნემსითა და ძაფით მაქმანების ქსოვა, თუმცა რაც თავი ახსოვთ, ეს ხელსაქმე იციან, სულ პატარაობაშივე ასწავლიან უფროსები გოგონებს.“ – ირინე გივიაშვილის წერილი ანკარიდან.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში 6 აპრილიდან.
გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
გამოწერის ფასი:
3 თვით – 15 ლარი
6 თვით – 25 ლარი
1 წლით – 50 ლარი
დარეკეთ: 27 99 12

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეასრულებენ შერჩეულ მოხალისეთა კოორდინირებას. აჭარაში აღნიშნული პროგრამის კოორდინირებას ორგანიზაცია „ბორჯღალი“ ახორციელებს.
შერჩეული რეგიონული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტში).
აჭარაში 12 მოხალისე შეირჩევა – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
თუ თქვენ ხართ 18 დან – 25 წლამდე, ხართ აქტიური, მოგწონთ გუნდურად მუშაობა და მოხალისეობა გსურთ, 17 აპრილამდე ვებგვერდზე – www.mokhalise.ge რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული, პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება და 8 თვის განმავლობაში საკუთარ მუნიციპალიტეტში განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას.
მოხალისეები ჩაატარებენ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საკუთარ ინიციატივებს, ყოველთვიურად შეადგენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს რის საფუძველზეც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები. მოხალისეები საკუთარი ინიციატივს და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:
მოხალისეთა კლუბის შექმნა
გარემოსდაცვითი ღონისძიებები
საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება
ფილმების ჩვენება
უცხო ენის კურსების გამართვა
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები)
შშმ ბავშვების ინტეგრაცია
ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა
შემოქმედებითი საღამოების გამართვა
ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა
პროგრამის ფარგლებში ყველა მონაწილე აღიჭურვება „საქართველოს მოხალისის“ ბრენდირებული აქსესუარებით: მაისურით, ბლოკნოტით, საწერ კალამით, სამაჯურით, სამკერდე ნიშნით, სერტიფიკატით, კეპით.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
გაიარონ 5 დღიანი ტრეინინ-სემინარი დაბა ბაკურიანში
მიიღონ 45 ლარიანი ყოველთვიური მოხალისეთა სტიპენდია
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები
აღნიშნული პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისოების გზით, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია.
„საქართველოს მოხალისეები“ საკუთარ ქალაქებსა მუნიციპალიტეტში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, უშუალოდ განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას,
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.mokhalise.ge
კომპანია სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს შემდეგ ადგილებში და შემდეგი რაოდენობით:
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 8950 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია: უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ, „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე 8950 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 1557 ლარი;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 3130 ლარი;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 9810 ლარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, აღნიშნულია:
„თანხმობა მიეცეს შპს ,,ჭოროხი-2009“-ს განახორციელოს ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ EX 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტი.
შპს „ჭოროხი-2009“-ის მიერ ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის, მის მიერ ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად.
ამ მიზნით:
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს თურქეთის რესპუბლიკიდან;
ნარჩენის ოდენობა განისაზღვროს 17 040 ტონით;
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს საავტომობილო გზის საშუალებით;
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე“.
თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“, აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 22 აპრილს დასრულდება, შესაბამისა, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ნამლისევში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობა „შპს arq-პროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით ექვსი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.
„ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველ კომპანიათა წინადადებებს შერეული სამთავრობო კომისია სწავლობს. კომისიის მუშაობაში ჩართულია ბათუმის მერიაც, რომლის უმთავრესი ფუნქციაა წარდგენილი პროექტების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა, შემდგომ კი, პროგრამაში მონაწილე დეველოპერებზე მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემა (ვადების მინიმალიზაცია) და ასევე, მათი გათავისუფლება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მოსაკრებლისგან.
აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ამ დროისთვის ბათუმის მერიას უკვე მიმართა რვა კომპანიამ:
„ჯევერს დეველოპმენტმა“, რომელიც მშენებლობას ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N50-52-54-56-ში განახორციელებს;
„მარდი თაუერმა“, მშენებლობის ადგილი – ფარნავაზ მეფის ქუჩა N110-112;
„ბათუმი ბილდინგმა“, მომავალი მშენებლობის ადგილი – ს. ხიმშიაშვილის N15-17ა;
„MჟM გრუპმა“, მშენებლობის ადგილი მისამართზე – მელიქიშვილის ჩიხი N5;
„ბი აი სი ბათუმმა“, რომელსაც მშენებლობის დაწყება სურს მისამართზე – ფარნავაზ მეფის N109, ფარნავაზ მეფის/ჰ. აბაშიძის N107-109, 9/111, 9/117;
„ბმბ ჯგუფმა“, მშენებლობის ნებართვას ითხოვს მისამართზე – ერას ქუჩა N61 თაყაიშვილის ქუჩა N12-14-16;
„ახალმა ერამ“, რომელიც მშენებლობის ნებართვას ითხოვს მისამართზე – დუმბაძის ქუჩა N12-14ა;
და „Best Building Group”-მა, ის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას ბათუმში, მისამართზე – მელიქიშვილის N10-12/ ფარნავაზ მეფის N98-ში გეგმავს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და არც K2-ის გადახდისგან გათავისუფლებულა რომელიმე კომპანია. სამთავრობო კომისიაში ამბობენ, რომ მათი წინადადებები სრულად აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და, შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის სურვილი „საქართველოს ბანკმა“ გამოხატა, რომელთანაც აჭარის მთავრობას მემორანდუმიც აქვს გაფორმებული. თუმცა, პროგრამაში ჩართვის უფლება ნებისმიერ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას აქვს.
დაინტერესებულ მშენებელ კომპანიას (ინვესტორს) ბანკისგან ერთი პროექტის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღება შეუძლია ლარში. ამასთან, ბანკი სესხის გაცემის დროს აჭარის მთავრობისგან უზრუნველყოფილი იქნება გარანტიით.
გარდა აღნიშნული რვა კომპანიისა, პროგრამაში ჩართვის სურვილი აქვს კიდევ ოთხ კომპანიას: „ბათუსი ჯგუფს“, „ნიუ სთაილის“, „სახლი პიაცასთან“ და „ელიტა ჯგუფს“. პროგრამის ფარგლებში კი სახლები შემდეგ ადგილებში უნდა აშენდეს: ძველ ბათუმში; გუდიაშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში; რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან – პუშკინისა და ჯავახიშვილის კუთხეში და ერთიც ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ.
„მოსახლეობა, თითქმის ყველა ცდილობს, რომ მაქსიმუმი მიიღოს, რაც აფრთხობს ასე, ვთქვათ, ინვესტორს და ჭირს ხოლმე მოლაპარაკების გაგრძელება. თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომლებმაც ნახეს საერთო ენა მოსახლეობასთან“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომისიის წევრმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ.
თუ კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე (რომელიც არანაკლებ 500 კვ/მ-ია, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 75% არის ბარაკული, ამორტიზებული, უსახური და ა.შ.) უნდა მშენებლობის დაწყება, ის მიმართავს კომისიას, რომელიც შედის შუამდგომლობით მერიაში, უხსნიან K2 გადასახადს და თუკი ბანკიც დააფინანსებს მას (ანუ გასცემს სესხს), კომპანია იღებს მშენებლობის ნებართვას და გარანტირებულად იწყებს სახლის მშენებლობას.
თუ მშენებლობის დასრულების შემდეგ დარჩება გაუყიდავი ბინები და სესხი არ იქნება დაფარული, აჭარის მთავრობა ყიდულობს ამ ბინებს თვითღირებულებით და ფარავს ბანკის სესხს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ინვესტორმა აიღო სესხი, დაიწყო მშენებლობა და რაიმე მიზეზით მიატოვა, ამ დროს ბანკი იღებს სახლის მშენებლობის გაგრძელებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ვალდებულებას.
ნუგზარ ძნელაძის თქმით, მთავრობას აქვს ორი მთავარი ინტერესი, „ერთი, რომ ბარაკებისგან გათავისუფლდება ქალაქი და მოქალაქეებს შეექმნებათ ნორმალური საცხოვრებელი გარემო; და მეორე – ქალაქში არ დარჩება დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ პრობლემას ქმნის, მათ შორის სოციალურს“.
რაც შეეხება ბინების გამოსყიდვას მთავრობის მიერ, ნუგზარ ძნელაძე ამბობს, რომ მოხდება ვალდებულებების შესრულება და თუ თავისუფალი ფართობები დარჩება, „ალბათ მთავრობა აუქციონზე გაიტანს. ან, თუ იქნება რაიმე სოციალური პროგრამა, რაღაც ნაწილს ამ პროგრამისთვის გამოიყენებს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზემოაღნიშნული კომპანიები მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ააშენებენ მრავალბინიან (ძირითადად 12-14 და ერთ 16-სართულიან) საცხოვრებელ კორპუსებს. ნუგზარ ძნელაძის განცხადებით, კი აქ არ არის საუბარი სართულებზე, თუ სად რამდენსართულიანი სახლი აშენდება, საუბარია კონკრეტულ ტერიტორიასა და პროექტზე: „გამონაკლისია ერთი კომპანია, რომელსაც სურს მშენებლობის ნებართვის მიღება ძველ ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის მიმდებარედ, სადაც შეზღუდვაა რეგულაციებში და აქ მაქსიმალური სიმაღლეა 15 მეტრი. აქედან გამომდინარე, აქ არც K2-ის გადასახადი მოქმედებს“.
რაც შეეხება K2 მოსაკრებელს, კომპანიები მისი არგადახდით საკმაო შეღავათს მიიღებენ. ეს მოსაკრებელი (ტერიტორიის სიდიდის, შენობის მოცულობისა და არსებული კოეფიციენტის გათვალისწინებით) საშუალოდ 100 ლარია 1კვ/მ-ზე.
იმ ზონაში, სადაც ეს მოსაკრებელია გადასახდელი, შვიდი კომპანიაა მოხვედრილი, რომლებიც პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, მისი გადახდისგან გათავისუფლდებიან.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს დაამტკიცა. პროგრამის, რომელიც მომდევნო წლებშიც უნდა გაგრძელდეს, მიზნებია: ბათუმში არსებული „ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების განვითარება; ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება“.
აქვს თუ არა ბათუმის მერიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოყოფილი ისეთი ტერიტორიები (ე.წ. არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი ადგილები), სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი და რასაც შესთავაზებენ დეველოპერებს? – მოთხოვნის მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ.
უსახური შენობები და ბარაკები ქალაქის გარეუბნებშიც მრავლადაა, თუმცა ზემოაღნიშნული კომპანიები, როგორც ჩანს, ძირითადად ქალაქის ცენტრალური უბნებით დაინტერესდნენ. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ყველა მაღლივი კორპუსის აშენების ნებართვას ითხოვს, რაც ბუნებრივია, კომპანიისთვის მეტი სარგებლის მოტანას ნიშნავს. ბათუმის ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის მიღებას კი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობაც სჭირდება.
ბათუმი, ბარაკის ტიპის დასახლება. ფოტო 'ბათუმელების' არქივიდან
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს“, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს.
ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად: 1 000 – 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.


ქალბატონო მანანა, როგორ გახდით ერთ-ერთი წარმატებული კლინიკის მთავარი ქირურგი სტამბოლში?
ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური აკადემია დავამთავრე. შემდეგ სწავლა განვაგრძე უკრაინაში სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ ორი წელი ვისწავლე, მერე ჩავედი სტამბოლში. სწავლის გაგრძელებას გერმანიაში – ჰამბურგში ვაპირებდი, იქ ახლობლები მყავს და დახმარებას შემპირდნენ. სტამბულში რამდენიმე თვით მომიწია გაჩერება. აქ არის გერმანელების კლინიკა, სადაც კასტინგი ტარდებოდა. უძველესი საავადმყოფოა, 1852 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში გერმანელები მართავდნენ. ექიმები სჭირდებოდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უცხოელები არა, რადგან იმ წლებში თურქეთში კლინიკაში უცხოელი ექიმის აყვანა ნებადართული არ იყო. მაინც მივედი კასტინგზე. გერმანული ვიცოდი, სკოლაში ვისწავლე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარ ექიმს ასისტენტი სჭირდებოდა, გავესაუბრე. მიმიღეს პირობით – შევხედავთ, რა როგორ იქნებაო. გარდა იმისა, რომ როგორც ექიმს გამოსაცდელი ვადა მომცეს, მოქალაქეობის საკითხი უნდა მომეგვარებინა. ოპერაციაზე შესვლის შემდეგ შეიკრიბენ ექიმები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავეყვანე.
მუშაობა დავიწყე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქირურგის ასისტენტად, ეს იყო 2004-2005 წლები. პარალელურად ვსწავლობდი. აქ მუშაობა რომ დაიწყო, გამოცდები უნდა ჩააბარო, `დეინკლიქსს~ ეძახიან. მაგისტრატურა გავლილი მქონდა, მაგრამ ხელახლა უნდა ჩამებარებინა გამოცდები. ასეთი წესია, თურქეთის მოქალაქეც რომ იყო, თუ საზღვარგარეთ გაქვს განათლება მიღებული, მაინც უნდა ჩააბარო გამოცდები, სამუშაო რომ დაიწყო. ეს გამოცდა ანკარაში ჰაჯიტეპის უნივერსიტეტში ჩავაბარე და დღემდე გულ-სისხლძარღვთა ქირურგად ვმუშაობ, ახლა ქირურგიული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი ექიმი ვარ.
როგორია ახლა თქვენი, როგორც მთავარი ექიმის დღის განრიგი?
დილით ექვს საათზე ვდგები, ნახევარ საათში ვემზადები, საავადმყოფოს აქვს ექიმების მომსახურების სერვისი, ამ სერვისის ფარგლებშია მანქანით მომსახურებაც. მისვლისთანავე გვაქვს ვიზიტი ავადმყოფებთან, შემდეგ პატარა კონფერენცია. განვიხილავთ მძიმე ავადმყოფის მდგომარეობას, ერთმანეთს მოსაზრებებსა და ინფორმაციას ვუზიარებთ. ყველაზე ცოტა სამი ოპერაცია გვაქვს დღეში. საღამოს სამსახურიდან წასვლამდე ავადმყოფებს ისევ მოვინახულებთ. ექვს საათზე ვასრულებ მუშაობას.
როგორ აკონტროლებს სახელმწიფო სამედიცინო სფეროს მომსახურების ხარისხს?
ძალიან მკაცრად. სახელმწიფო და კერძო კლინიკები ერთნაირად კონტროლდება. როცა პაციენტი გვეღუპება, არ გვაქვს უფლება ის გადავცეთ ოჯახს მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზებს არ დაადგენს. გვამის სრული გამოკვლევა ტარდება. უნდა გაეცეს პასუხი კითხვებზე – რატომ, რისთვის, რა მიზეზით დაიღუპა ავადმყოფი. ეს ყველაფერი წერილობით უნდა იყოს დადასტურებული.
ამბობენ, რომ თურქეთში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია…
„ალმანასტანი“ კერძო კლინიკაა, ყველაფერს არ აფინანსებენ, მაგრამ კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიაში 40-50 პროცენტით შემოდის სახელმწიფო, ნახევარს პაციენტი იხდის. სახელმწიფო საავადმყოფოში სრული დაფინანსებაა, მაგრამ პაციენტი რიგში ეწერება და თვეობით ელოდება. ჩვენთან რომ მოდის ავადმყოფი, იმ დღესვე შეგვიძლია მისთვის ოპერაციის გაკეთება ან სხვა სახის მომსახურება. მთავრობის საავადმყოფოში კარგ პროფესორთან რომ გაიკეთო ოპერაცია, მინიმუმ ორი თვე უნდა ელოდო.
სახელმწიფო საავადმყოფოში მომსახურების ხარისხი იგივეა? ან ექიმების პროფესიონალიზმზე რას იტყვით?
პროფესიონალები კი მუშაობენ, მაგრამ მომსახურება უფრო დაბალი დონისაა.
მართალია, რომ საქართველოდან ჩამოსული პაციენტების უმეტესობის დიაგნოზი არ დასტურდება?
ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ერთმა ოჯახმა ბავშვი ჩამოიყვანა. მამას ბინა გაეყიდა. საქართველოში დაუდგინეს სისხლის გათეთრება, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, მაგრამ გამოკვლევამ სულ სხვა დიაგნოზი აჩვენა, ეს იყო ტრომბოციტოპენია, რომელიც არანაირ თანხვედრაში არ იყო დიაგნოზთან. ეს არის სისხლის ისეთი დაავადება, როცა სისხლი თვითონ გამოიმუშავებს. შეიძლება გენეტიკურიც იყოს, მაგრამ ამ ბავშვს გენეტიკურად არ აღმოაჩნდა. დაუნიშნეს მკურნალობა და კონტროლის ქვეშ განიკურნება.
პროცენტულად რომ განსაზღვროთ, მაინც რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები?
ასიდან ოთხმოც შემთხვევაში დიაგნოზი არ ემთხვევა. საქართველოში ჩემს დასაც სიმსივნე უთხრეს ოთხი წლის წინ, მაგრამ არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა, უბრალოდ, კისტა იყო. ასევე პაციენტს, რომელიც საქართველოში დიალეზზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც ბავშვს თირკმელი გაეთიშა, აღმოჩნდა, რომ მილებში ჰქონდა კენჭები, გაუწმინდეს და ბავშვმა სამი დღის შემდეგ შარდვა დაიწყო.
თქვენთან მომსახურება რა ღირს?
ჩემს კლინიკაში ძალიან ძვირია მომსახურება, მხოლოდ საწოლი 1200-1500 თურქული ლირა ღირს. ხშირად მიკავშირდებოდნენ პაციენტების ახლობლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყველას ვეხმარებოდი. რამდენიმეს შევურჩიე პროფესორი სახელმწიფო საავადმყოფოში და იქ გავუკეთეთ გამოკვლევები, რადგან უფრო ნაკლები დაეხარჯებოდა. როდესაც ჩამოდის ავადმყოფი დიაგნოზით, პირველ რიგში, მას უდგენენ ნადვილად აქვს მას ეს დაავადება თუ არა. „პეტსკანით“ დგინდება ორგანიზმის სხვა ნაწილში აქვს თუ არა სიმსივნის უჯრედი ან მეტასტაზები. ეს ძვირი უჯდება პაციენტს -1500 დოლარამდეა. მთლიანად გამოკვლევა კი, სამიდან ხუთი ათას დოლარამდე ჯდება. ამის შემდეგ მას ექნება ზუსტი დიაგნოზი. შემდეგ ავადმყოფი თავად გადაწყვეტს, გააგრძელებს მკურნალობას, თუ არა.
ქართველებს, აზერბაიჯანელებს წლების განმავლობაში ვეხმარებოდი, დამყავდა კლინიკებში, ვურჩევდი კარგ ექიმებს. შემდეგ, რადგან ასეთი მოთხოვნა იყო, გადავწყვიტე ამ ადამიანების დახმარების მიზნით გამეხსნა ცენტრი. საავადმყოფოებთან ხელშეკრულებას დავდებდი და პაციენტებს უფრო ნაკლებ ფასად მკურნალობის საშუალება მიეცემოდათ. უკვე გვაქვს ხელშეკრულება სანკტ-პეტერბურგის რამდენიმე კლინიკასთან, ყაზანთან, საქართველოში „ავერსთან“ ვაპირებ თანამშრომლობას.
არ გეგმავთ სამომავლოდ საქართველოში იმუშაოთ?
ჯერჯერობით სტამბოლში დავრჩები, პარალელურად ხარისხის დაცვას ვაპირებ. საქართველოს ამ წუთას ასე ვეხმარები. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ. დღეს საქართველოს მოქალაქეც კი აღარ ვარ. მომავალში, რა თქმა უნდა, მინდა ჩამოვიდე და ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
ანაზღაურება როგორია თქვენს კლინიკაში, თუ საიდუმლო არ არის?
დამწყები ექიმის ხელფასი 7 ათასი თურქული ლირიდან იწყება. პროფესორის ხელფასი კი თვეში 22-25 ათასი ლირაა.

კარატეს შემსწავლელი ჯგუფი ბათუმის #25 საჯარო სკოლაში
უფასო სწავლება აჭარის კარატის ფედერაციის პროგრამაა, კონკრეტულად კი – ფედერაციის ხელმძღვანელის გოჩა სურმანიძის იდეა. გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ ეს არის პროგრამა _ ჯანსაღი მომავალი თაობისთვის. მისი ინფორმაციით, აჭარაში სულ 18 ჯგუფია – ქედაში, შუახევში, მახინჯაურში, ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმში – #1; #2;#7; #8; #22; #25; #26 საჯარო სკოლებში, ბენზეს სკოლაში, კერძო სკოლა – „XXI საუკუნეში“ და კერძო სკოლა – „ნიკეში“. საერთო ჯამში კი, უფასოდ კარატეს 800 ბავშვი სწავლობს. მათ ადგილობრივი ინსტრუქტორები ავარჯიშებენ. კარატეს შესწავლა 5-დან 50 წლამდე ასაკის მსურველებს შეუძლიათ.
როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, კარატესადმი ინტერესი დიდია: „გასულ წლებთან შედარებით კი, გაიზარდა გოგოების რაოდენობა და 800 მოსწავლიდან 50 გოგო სწავლობს კარატეს. აქამდე თავს იკავებდნენ გოგოები, ალბათ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომ თითქოს გოგოს საბრძოლო ხელოვნება არ შეეფერება“.
გოჩა სურმანიძე მიიჩნევს, რომ კარატე არა მარტო სპორტულ, არამედ აღმზრდელობით როლსაც ასრულებს. „მაგალითად, ფეხბურთში მთავარია გოლი გაიტანო, კარატეში მთავარი არ არის ჩემპიონობა, ჩვენთან მთავარია ადამიანი აღიზარდოს პიროვნულადაც. სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც თეორიული და ფსიქოლოგიური აღმზრდელობითი ვარჯიში ტარდება. კარატეს სწავლა მომგებიანია განათლების სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება კარატეში ჩართული, ზოგადად, სპორტში, მით უფრო ნაკლები იქნება ნარკომანიის პრობლემა ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ“.
იმისათვის, რომ ბავშვი კარატეს შემსწავლელ ჯგუფში ჩაირიცხოს, როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, მშობლის ნებართვაა საჭირო. „ძლიერი ისედაც ძლიერია. ჩვენთვის ყველაზე მთავარია სუსტი გაძლიერდეს. მხოლოდ ორი პირობაა – განცხადებას ვაწერინებთ მშობელს, რომ ის თანახმაა მისმა შვილმა ივარჯიშოს და ყოველ ექვს თვეში ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას, რომ დაზღვეული ვიყოთ ჩვენც და მშობელიც“.
ფედერაცია ინსტრუქტორების კვალიფიკაციის მიმართულებითაც მუშაობს, რისთვისაც ატარებენ ინსტრუქტორების ატესტაცია-ლიცენზირებას, ასევე სამსაჯო სემინარებს. 12 ინსტრუქტორიდან 8 მსაჯია. მაისში ფედერაცია გეგმავს სამსაჯო გამოცდის ჩატარებას, რითაც ინსტრუქტორები ეროვნული კატეგორიის მსაჯობის კვალიფიკაციის მოპოვებას შეძლებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების შემდეგ აჭარის კარატეს ფედერაცია ჯგუფის ჩამოყალიბებას ხულოშიც აპირებს, სადაც ანაზღაურებით მიავლენს თავის ინსტრუქტორს.
გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ კარატე თანდათან ვითარდება აჭარაში და ბავშვების ბაზაზე უფროსი ასაკის ნაკრების ჩამოყალიბებას მალე შეძლებენ. ამჟამად კი აჭარიდან ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრები არიან: ბესო ჩხიკვაძე, გია დიასამიძე და ქეთი მურვანიძე. ისინი წელს თურქეთში საერთაშორისო ტურნირ „ოუფენ თურქეთში“ მონაწილეობდნენ, სადაც 48 ქვეყნიდან 1800 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირის ფინალში რუსეთი დაამარცხა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
იმისთვის, რომ უფასოდ სწავლება გაგრძელდეს, ფედერაცია გეგმავს პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოსგან მოიპოვოს. „ვინაიდან დაფინანსება არ გვაქვს, მშობლებს გარკვეული ხარჯის გაღება უწევთ მაშინ, როდესაც შეჯიბრება ტარდება. გვინდა ბავშვები შეჯიბრებებზე მშობლების ხარჯის გარეშე წავიყვანოთ და რამდენიმე ინსტრუქტორს ხელფასი დავუნიშნოთ, რადგან მას სხვა სამსახური რომ გამოუჩნდეს და წავიდეს, ასობით ბავშვს დავკარგავთ. ეს არის სახელმწიფოს საფიქრალიც, რომ არ მოწყდნენ ბავშვები ამ გარემოს და არ დარჩნენ ქუჩაში. მოლაპარაკება გვაქვს მერიასთან, სპორტის დეპარტამენტთანაც. გვინდა კლუბის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება დაფინანსება. ქალაქის მერია გასულ წელს დაგვპირდა, რომ მოგვაქცევდნენ ყურადღებას. თუ დაფინანსება გვექნება, 800 ბავშვი სამზე გამრავლდება“.
აჭარის კარატეს ფედერაცია ყოველწლიურად რამდენიმე ტურნირს ატარებს. ერთ-ერთი მათგანია A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი „ოუფენ ბათუმი“. გასულ წელს ამ ტურნირში რვა ქვეყანა – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან – 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ჩატარებას წელსაც გეგმავს ფედერაცია და სურს ევროპის ქვეყნებიც მოიწვიოს.


ტურნირში 8 წონითი კატეგორიის (50 კგ, 55 კგ, 60 კგ, 66 კგ, 74 კგ, 84 კგ, 96 კგ, 120 კგ) ქართველი და უცხოელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის მერიამ ტურნირის ჩასატარებლად გუშინ, 3 აპრილს სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 37 600 ლარია.
ტურნირის ორგანიზების შემსყიდველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
1. სპორტის ამ სახეობისათვის განკუთვნილი სპეციალური ინვენტარით დარბაზის მოწყობა
2. ტურნირში მონაწილეთა დროული ინფორმირება და მოწვევა;
3. ტურნირის პოპულარიზაციისთვის ხის კარკასიანი 25 სარეკლამო ბანერის, 50 მოსაწვევის, 50 ცალი A3 ფორმატის აფიშის დამზადება;
4. UWW-ს (United World Wrestling – ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის) დელეგატის მგზავრობა ევროპიდან, მისი ღამისთევა მაღალი კლასის სასტუმროში და სამჯერადი კვება 4 დღის განმავლობაში.
5. 70 მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი სპორტსმენის მწვრთნელის, მსაჯის, ტექნიკური პერსონალის, მოწვეული საპატიო სტუმრის ღამისთევა და სამჯერადი კვება 3 დღის განმავლობაში.
6. 10 მსაჯის მომსახურეობის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
7. მთავარი მსაჯის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
8. 20 ადგილობრივი სპორტსმენის სამჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში;
9. დარბაზის იჯარა 2 დღით;
10. 10 კაციანი ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
11. 2 მედ. პერსონის ანაზღაურება, 2 დღე;
12. ბანკეტი 60 კაცზე;
13. 150 ცალი ბეიჯის დამზადება;
14. აწონვებისათვის მერიის სიმბოლიკიანი 120 ნომერიზაციის დამზადება;
15. მერიის სპეციალური პრიზი საუკეთესო ადგილობრივი სპორტსმენისათვის წარწერით „საუკეთესო სპორტსმენს“
16. 33 მედალი და 35 დიპლომი გამარჯვებულებისა და პრიზიორებისათვის;
17. რვა-რვა თასი I, II, III ადგილზე გასულთათვის;
18. 1 თასი 84 კგ წონით კატეგორიაში;
19. მოწვეული საპატიო სტუმრებისათვის ფასიანი 9 დიპლომის დამზადება;
20. მოწვეული სტუმრებისა და სპორტსმენების ქალაქის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯი 3 დღის განმავლობაში;
21. დარბაზის დეკორაციის ხარჯები და ვიდეო ტექნიკისა და ტაბლოს მომსახურე პერსონალის მომსახურეობის ანაზღაურება 2 დღე;
22. შეჯიბრების მუსიკალური გაფორმება 2 დღით;
23. „გასახურებელი“ დარბაზის მოწყობა;
24. VIP კუთხის მოწყობა ფანრებითა და ყვავილებით;
25. ელექტრო ტაბლოს დასადგამი 4 ცალი მაგიდა;
მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი (2001 წელს), ოლიმპიური თამაშების მესამე ადგილის პრიზიორი (2000 წელს) და ასევე მესამე ადგილის პრიზიორია ევროპის ჩემპიონატზე (2003 წელს).
42 წლის ყოფილი სპორტსმენი, ამჟამად ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრი და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
ბათუმის მერიამ მისი სახელობის ტურნირი რამდენიმე წლის წინ დააწესა.
„მოლაპარაკება კარგად შედგა და ველოდებოდით ხელშეკრულების გაფორმებას, დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ კონცერტი გადაიდო. მიზეზად მითხრეს ის, რომ გია სურამელაშვილი და კიდევ ერთი მომღერალი თურქეთიდან პროგრამიდან ამოიღეს და იქნებიან მხოლოდ ბათუმელი მომღერლები. გიამ ჟურნალისტებს დღეს მისცა ინტერვიუ, ძალიან დიდი მოთმინებით სხვათაშორის. ჩვენ გადავწვიტეთ, რომ არ მიგვეცა ისეთი პასუხი, როგორც იყო საჭირო.
შემოთავაზება გქონდა დიდი და მე ჯაბას [მუსიკალური ცენტრის თანამშობელი] დავურეკე და ვუთხარი, ხომ არ შეგიძლით ხელს, მე რომ მოლაპარაკებაზე წავიდეთქო. მითხრა, ბათუმის ღალატი არ შეიძლებაო, თუ კი კონცერტი ჩატარდება, საღამოს სადაც გინდათ იქ წაბრძანდითო. რა თქმა უნდა, გადავდეთ ყველა მოლაპარაკება, გადმომიგზავნეს ბანერი, დასტურიც მივეცი, 17 აპრილს დაინიშნა კონცერტი და ფეისბუქშიც გავაზიარე. მერე ატყდა ერთი ამბავი, თითქოს ოთხ მილიონზე იყო ლაპარაკი, რაც არ არის სწორი, ძალიან მიზერულ თანხაზე ვიყავით შეთახმებული, გავითვალისწინეთ, რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება და დავთანხმით ძალიან მიზერულ თანხაზე და ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ დიდი შეცდომა იყო ეს, რადგან გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა. 3 500 ლარი იყო სულ და იყო ჩვენი ჩაჭრით, ჩვენი წაყვანით. ძალიან დიდი ანტირეკლამა გაკეთდა. მე როგორც პროდიუსერს, არც მაქვს სურვილი, რომ ზაფხულში შემომთავაზონ და გავაკეთო. ზაფხულში ისედაც გავაკეთებთ კონცერტს, უბრალოდ ქალაქის სახელი იყო და ძალიან ცუდია ქალაქისთვისაც“ – განაცხადა მარინა კაშიამ „ბათუმელებთან“.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი „გაზაფხულის ფესტივალის ფარგლებში” უნდა გამართულიყო. კონცერტი მას შემდეგ გადაიდო, რაც სოციალურ ქსელებში და მედიაში ბიუჯეტიდან დაფინანასებული გია სურამელაშვილის კონცერტი გააკრიტიკეს. ოფიციალურ მიზეზად მუსიკალურ ცენტრში პროგრამაში ცვლილებებს ასახელებენ.

„ქეთასა და ივა კუზანოვის შეხვედრამ ჩაიარა ძალან კარგად, რა თქმა უნდა, ცოტა ნერვიულობდა ქეთა, ისე როგორც მისი ოჯახის წევრები, თუმცა წინ გველის საკმაოდ სერიოზული მუშაობა, რადგან, როგორც ბატონმა ივა კუზანოვმა განაცხადა, ქეთას სავარაუდოდ დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, ძირითადად ეს იქნება რეკონსტრუქციული ტიპის ოპერაციები, შემდგომ იქნება სარეაბილიტაციო პროცესი და გარკვეული პროცედურები. ეს საკმაოდ ხანგძლივი პროცესია, მაგრამ ყველანაერად შევეცდებით, რომ აღვუდგინოთ მოზადს ფუნქციური დაზიანებები, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციები აღდგეს, პლატიკური ოპერაცია კი შემდგომი ეტაპია.
რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, ჩვენ გვქონდა საუბარი კუზანოვის კლინიკასთან და საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა დაფარავს სრულად ქეთას მკურნალობის ხარჯებს, ასე რომ ქეთას ოჯახს არ მოუწევს არაფრის გადახდა მკურნალობის პროცესში.
პაციენტს დაენიშნა უკვე მკურნალობის კურსი, რომელიც მომდევო კვირიდან დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავეხმარებით ამ გოგონას“ – განაცხადა თამარ ქაჩლიშვილმა „ბათუმელებთან“.
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი პირველი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელიც batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას , „16 წლის ქეთას ტრაგედია“, გამოეხმაურა.

გიორგი მიქელაძის თქმით, ფესტივალში ძირითადად ბათუმელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება გია სურამელაშვილს, მუსიკალური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მასთან მიდიოდა მხოლოდ მოლაპარაკება და სავარაუდო ჰონორარი 3 500 ლარი იყო.
„ამ ჰონორარში შედიოდა სასტუმროს და სატრანსპორტო ხარჯები, მაგრამ ეს იყო მოლაპარაკების სტადიაში და ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. ამჯერად ჩავთვალეთ, რომ ამ ფესტივალზე იქნება აქცენტი ბათუმელ და წარმოშობით ბათუმელ შემსრულებლებზე. ჩვენ ყოველთვის ვართ ძიების პროცესში, მაინტერესებს, რა ფორმა შეიძლება მოიძებნოს, რომ ბენზეში მოვიყვანოთ ხალხი. ყველაფერი იყო მოლაპარაკების სტადიაში. ჩვენც ვსწალობთ, გვაინტერესებს, კონცერტს როცა ვატარებთ, მოვა თუ არა ხალხი, ჩვენ ვერ ვიქნებით პარაზიტი, დოტაციაზე, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიზიდოთ ხალხი და შემოსავალი ვაჩვენოთ.“
რაც შეეხება აფიშას, რომელზეც მითითებული იყო კონცერტის თარიღიც – 17 აპრილი, გია სურამელაშვილის სოლო კონცერტი, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ აფიშა მხოლოდ ელექტრონული სახით იყო დამზადებული და იგი საზოგადოებრივი აზრის შემოწმებას ისახავდა მიზნად.
ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორმა ფესტივალის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფესტივალის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს თანხა ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის წლიური ბიუჯეტია.
„გაზაფხულის ფესტივალის“ ბიუჯეტი კი, გიორგი მიქელაძის განმარტებით, 31 400 ლარია. „გაზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში 16-24 აპრილს გაიმართება.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსის და ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა) დომინანტურ როლს ასრულებდა უბნის განაშენიანებაში. იგი გამოირჩეოდა თვალსაჩინო ურბანული და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით. 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტებმა ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
დანგრეული შენობის ფასადებზე ჯერ კიდევ შერჩენილია ნალესობით გამოყვანილი მცენარეული და ფიგურული გამოსახულებები. მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს განთავსებულ სადარბაზოების წინ – თუჯის სვეტებზე დაყრდნობილი, აჟურული დეტალებით მორთული მსუბუქი ჩარდახები. ამავე მხარესაა მონოგრამითა და კონვერტის გრაფიკული გამოსახულებით გაფორმებული კედლის “საფოსტო ყუთი”.
ნაძერწი დეტალებით მორთული დარბაზები, სადაც თავდაპირველი თუჯის სვეტები იყო შემონახული, აღარ არსებობს.

ნგრევის პარალელურად მიმდინარეობს “მშენებლობა”. პროექტი გამოკრულია სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელ ღობეზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ არქიტექტურული ძეგლის ადგილზე, მისი ფასადების უკან ამოიზრდება მრავალსართულიანი, მაღალი მანსარდით დასრულებული კოშკისებური ნაგებობა.

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ გაუგებარ “არქიტექტურულ კურიოზს”, რომელიც ერთბაშად გადააჭარბებს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებულ ყველა უმასშტაბო დაშენებას, გუმბათებს, მანსარდებს და ა.შ. უცნაური ისაა, რომ ნაგებობას კვლავ ძეგლის სტატუსი გააჩნია, რასაც ადასტურებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №46 დადგენილება, რომელიც გამოქვეყნებულია “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ადგილზე, უშუალოდ სამშენებლო მოედანზეც დამიდასტურეს, რომ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დაისვას კითხვა: ხომ არ ფიქრობენ პროექტის ავტორები, ის ინსტანციები, რომლებმაც ეს პროექტი დაამტკიცეს, რომ ხდება ძეგლის შენარჩუნება და მისი ე.წ. რეაბილიტაცია? თუ ეს ასეა, სახეზეა უკანონობა, კონფორმიზმი, არაპროფესიონალიზმი და პროფესიული ეთიკის დეფიციტი.
მომზადებულია პროექტის – “რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის”– ფარგლებში.


„გაავდრებას მაღალმთიან აჭარაში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა თოვს დანისპარაულისა და ბაკიბაკოს მიმართულებით, დაბა ხულოში კი თოვლ-ჭყაპია“ – განაცხადა ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“. მისი თმით იგი ყოველ ორ საათში იღებს ინფორმაციას ამინდისა და სოფლებში შემქნილი ვითარების შესახებ და ამ დროისათვის უამინდობას ხულოში მეწყრული პრობლემები არ შეუქმნია.
გამგებლის თქმით, ხულოს შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია.
შუასოფელში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით სამი სანტიმეტრია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ შუასოფლის მთავარმა სპეციალისტმა, მალხაზ შავაძემ უთხრა. მისი თმით, ტრანსპორტი სოფელში თავისუფლად მოძრაობს.
სინოპტიკოსების ცნობით მაღალმთიან აჭარაში ხვალ უკვე გამოიდარებს.

შენობა, სავარაუდოდ, 20 წლით გასხვისდება. შესაბამის მემორანდუმს [მხარეთა განზრახულობის შესახებ] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა და ესპანური კომპანიის boost spain L.S-ის წარმომადგენელმა ხელი უკვე მოაწერეს.
როგორც ბათუმის მერიაში და აჭარის მთავრობაში განაცხადეს, კომპანია ორი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას – ან აიღებს ობიექტს სარგებლობაში ან არა. კომპანიის თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალებიც, რა ფუნქცია ექნება ობიექტს და რა იქნება საინვესტიციო პირობები – შემდეგ დაკონკრეტდება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით „ანბანის კოშკი“, სავარაუდოდ, ძირითადად გასართობი ცენტრი იქნება და კომპანიას უფლება ექნება გახსნას კაფე-ბარი, რესტორანი, კაზინო.
ამ ეტაპზე კი საუბარია „ანბანის კოშკის“ საიჯარო თანხა განისაზღვროს სიმბოლურად – 1 ლარი, თუმცა მოსარგებლე ვალდებული იქნება უზრუნველყოს შენობის რეაბილიტაცია, მოვლა შენახვა, განათება, მოაწყოს ადგილი, საიდანაც ადამიანებს საშუალება ექნებათ გადმოხედონ ქალაქს და ა. შ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით, შენობის რეაბილიტაციას 2 მილიონი დოლარი უკვე სჭირდება [გასამაგრებელია ანბანის ასოები, ლიფტის შეკეთებას 900 ათასი ევრო სჭირდება და სხვ.]
ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკის“ მშენებლობისათვის თავის დროზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდაა.
თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო.
სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო.
ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა დაიბუდებდა, ე.ი. ის ადგილი კარგი იყო საცხოვრებლად, ხოლო თუ ქვის ქვეშ ჭიაყელა დახვდებოდათ, მაშინ იმ ადგილს საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნევდნენ.
აჭარაში სახლები ძირითადად მთებზეა შეფენილი. შერჩევის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ იყო თუ არა სამოსახლო ადგილი მეწყრული ან ზვავსაშიში. ერთი მხრივ, ცდილობდნენ მდინარესთან, წყალთან ახლოს აეშენებინათ, მეორე მხრივ, ისე ახლოსაც არა, რომ მდინარის კალაპოტს სახლისათვის საფრთხე შეექმნა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლთან ახლოს ყოფილიყო სასმელი წყალი. თუ უწყლო ადგილას დასახლდებოდნენ, მაშინ მტკნარი წყალი ხის ღარებით გამოჰყავდათ სახლამდე. სახლისთვის საჭირო მასალას სოფლის თავზე მდებარე საგვარეულო ტყეებიდან ეზიდებოდნენ.
ტყე ძველად სამ ნაწილად იყო დაყოფილი: საკუთარი საფარი ტყე, საგვარეულო ტყე და საერთო სასოფლო ტყე. საფარ ტყეში ხის მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა. ოჯახის უფროსი უვლიდა და შიგადაშიგ ახალ ნერგებსაც რგავდა, რომ ტყე არ გამეჩხერებულიყო. საგვარეულო ტყით მხოლოდ ის გვარი სარგებლობდა, რომელსაც ეკუთვნოდა. სოფლის ტყეში ხის მოჭრა ყველას შეეძლო, თუმცა თუ ვინმეს დანიშნული ჰქონდა ესა თუ ის ხე, იმ დანიშნულ ხეს სხვა ვერ მოჭრიდა. ხეზე დატოვებულ ნიშანს „თაჯი“ ეწოდებოდა. ყველა გვარს თავისი თაჯი ჰქონდა.
სახლის საშენ მასალად ძირითადად გამოიყენებოდა წაბლი, მუხა, ნაძვი და ფიჭვი. მუხისა და წაბლის ხეების მასალას კოჭის ხეებად და კარ-ფანჯრებისთვის ხმარობდნენ.
სახლის შენებას აჭარლები კვირა დღეს იწყებდნენ. მშენებლობის დაწყება ამ დღეს სიკეთისა და ბედნიერების მომასწავებელი იყო.
კვირა დღეს საძირკველს ქვის მარჯვენა კუთხეში ჩააგდებდნენ და სახლის მშენებლობაც დაწყებულად ჩაითვლებოდა. სახლის დიასახლისი საძირკველში საქონლის ბეწვს და ხურდა ფულს ჩაყრიდა. ასევე იქცეოდა ოჯახის უფროსიც. მათი რწმენით ასე ოჯახში საქონელი და ფული გამრავლდებოდა.
სახლის საშენი მასალისთვის ხეს მხოლოდ შემოდგომასა და ზამთარში ჭრიდნენ, მაშინ როცა ხეში წყალი არ იყო. ამ დროს მოჭრილ ხისგან დამზადებულ ფიცარს თეთრი ფერი ჰქონდა, რომელსაც მოგვიანებით მზე მუქ წაბლისფრად აქცევდა. სამშენებლო ხის შერჩევისას ხის ტანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – თუ ხეს დიდი კორძები ჰქონდა, სამასალედ არ გამოდგებოდა. სამასალე ხის შერჩევისას ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხის მარჯვენა და მარცხენა ზოლებს. თუ ხის კანზე ღარები ძირიდან ზევით, მარცხნივ მიემართებოდა, ასეთი ხე სამასალედ გამოდგებოდა. ხოლო თუ ხის ღარების ზემოდან ქვემოთ მოემართებოდა უვარგისად მიიჩნეოდა. ასეთი ხისგან გამოთლილი ფიცარი მრუდდებოდა.
სამასალედ მოჭრილ ხეებს მორებად ხერხავდნენ და ისე გამოჰქონდათ ტყიდან. ხის მოსაჭრელად და დასამუშავებლად ცულ-ნაჯახებს იყენებდნენ. ფიცარს კი შემდეგი წესით ხერხავდნენ: ორ ან ოთხ ბოძზე ეწყობოდა ე.წ. სკელე, რომელზედაც მორს რკინებით ამაგრებდნენ. შემდეგ ლარს გააბამდნენ, სწორად რომ გაეხერხათ. თუ სახლი წაბლის ხისგან იყო ნაშენი, მას გამძლეობის შესანარჩუნებლად წელიწადში ერთხელ მაინც ცხელი წყლითა და ჯაგრისით რეცხავდნენ. ასე წაბლი გამძლეობას ინარჩუნებდა და პრიალებდა.
იმისთვის, რომ ხისგან აშენებულ სახლებს წლებისთვის გაეძლო, სამასალედ გამზადებულ ხეებს ხალხური მეთოდით ამუშავებდნენ. სახლისთვის გამიზნულ საშენ მასალას გარკვეული დროით ჭაობში აწყობდნენ, ჭაობიდან ამოღების შემდეგ კი, მზეზე აშრობდნენ. როგორც ამბობენ, ასე მასალა ქვასავით მაგარი ხდებოდა.
ძველი აჭარული სახლის სტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო, მეორე სართულზე კი – საცხოვრებელი. ამ სტილის სახლები დღემდეა შემორჩენილი. მართალია, სოფლებში იშვიათად, მაგრამ საზაფხულო საძოვრებზე – იაილებზე ძირითადად საცხოვრებელი და საქოლის სადგომი ერთადაა.

ტიპური აჭარული სახლის მეორე სართული, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა, შუაში ჰოლით იყო გაყოფილი. ჰოლის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ოთახები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. სამზარეულო ოთახს ერქვა სახლი, ასევე იყო სასტუმრო ოთახი, საძინებელი ოთახი და ახალდაქორწინებულთა ოთახი, რომელსაც „სანეფიო ოდა“ ერქვა. ცალკე იყო გამოყოფილი ოთახი „მეიდან ოდა“. მეიდან ოდას დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა და ის სტუმრისთვის მუდმივად ღია იყო.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი იყო სამზარეულო ოთახი, რომელსაც აჭარაში სახლს ეძახიან. სამზარეულოს მთავარი ატრიბუტი იყო ბუხარი.
ბუხრის გვერდით იყო ორკარიანი პატარა ოთახი. ამ ოთახიდან ერთი საკუჭნაოს ფუნქციას ასრულებდა, მეორე კი – სააბაზანოს. საინტერესოა, რომ აჭარის გარდა ძველ საქართველოში თითქმის არსად გვხვდება სახლში სააბაზანო ოთახი.
სამზარეულოში ბუხრის გასწვრივ ორივე მხარეს იდგა ორი გრძელი ხის ტახტი. ერთ ტახტს სექვი ერქვა, მეორეს კი – საუფროსო ტახტი.
„ბუხრიანი სამზარეულო სახლი ერთგვარი საძინებელიც იყო. იქ დაძინების უფლება დიდედას და ბაბუას ჰქონდა შვილიშვილებთან ერთად. სახლში აკეთებდნენ საჭმელს, იქვე ჭამდნენ. ბუხართან ახლოს იდგა ტახტი, რომელიც ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ოჯახის უფროსს იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ მისთვის განკუთვნილ ადგილზე არავინ ჯდებოდა. საუფროსო დასაჯდომლის მხარეს იყო ფანჯარაც,“ – ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარ-არქიტექტორი ჯემალ მიქელაძე. მან არაერთი წელი მიუძღვნა ძველი აჭარული არქიტექტურის კვლევას.

იმის გამო, რომ აჭარაში ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ და თავს ამით ირჩენდნენ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარძიე ოთახს.
სარძიე ოთახში ინახავდნენ რძის პროდუქტებს და იმ ნივთებს, რომლებიც ამ პროდუქტების დასამზადებლად იყო საჭირო. სარძიე ოთახის „უფროსი“ დიდ ნენე – ანუ ოჯახში მყოფი უხუცესი ქალი იყო.
სახლი შუაზე გაყოფილი იყო დიდი ჰოლით. მოგვიანებით ჰოლის სიგრძე კიდევ უფრო გაიზარდა. მიზეზი იყო აჭარაში გავრცელებული სახლის გახერხვის ტრადიცია. ადრე აჭარაში ოჯახის გაყოფა, რამდენი წევრიც არ უნდა ყოფილიყო ოჯახის შემადგენლობაში, დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა ერთად. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო ოჯახი, მით უფრო ძლიერი იყო გვარი. ოჯახს მეთაურობდა უფროსი, რომელსაც ოჯახის წევრები ირჩევდნენ.
ერთი თქმულებაა, თუ როგორ დაიწყო ოჯახების გაყოფა.
ერთხელ, ერთი ოჯახის უფროსი დაუძლურებულა, ვაჭრობა აღარ შეეძლო თურმე. ამიტომ ვაჭრობის საქმე უმცროსი ძმისათვის გადაუბარებია. წასულა ერთ დღეს ბაზარში უმცროსი ძმა, უვაჭრია და სხვა საჭირო რაღაცებთან ერთად ცოლისთვის ფერ-უმარილი უყიდია. ბაზრიდან დაბრუნებულს ნავაჭრი ფული ოჯახის უფროსი ძმისთვის ჩაუბარებია. მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსს ფული დაუთვლია და აღმოუჩენია, რომ მოსალოდნელ თანხაზე ნაკლები იყო ნავაჭრი, უკითხავს ძმისთვის, თუ სად დახარჯა ფული. ამას ძმებს შორის უკმაყოფილება გამოუწვევია. მაშინ უმცროს ძმას უთქვამს, აღარ მინდა შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ცალკე მინდა გადასვლაო. უფროსი ძმა იმდენად მდიდარი არ ყოფილა, რომ ცალკე სახლი აეშენებინა. ამიტომ სახლი შუაზე გაუხერხავთ. უმცროს ძმას ეს სახლი სხვა ადგილზე გადაუტანია. მას შემდეგ სახლების შუაზე გახერხვა პრაქტიკაში დამკვიდრდა.
გახერხვის შემდეგ სახლებს მცირე აივანი რჩებოდა. ასეთ სახლებს ცალპირა სახლებს უწოდებენ დღემდე აჭარაში. რაც უფრო დიდი იყო ჰოლი, გახერხვის შემდეგ მით უფრო დიდი აივანი რჩებოდა.

ზემო აჭარაში, რამდენიმე სოფელში გვხვდება ლაზური ტიპის სახლები. ლაზური სახლები გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. მხატვარ-არქიტექტორ ჯემალ მიქელაძის თქმით, შეძლებული გლეხები უფრო რთული არქიტექტურით აგებდნენ სახლებს. პირველი სართული ქვა იყო, მეორე სართული – ხის კონსტრუქციაში ჩასმული აგური. ასევე გვხვდება ხის კონსტრუქციაში ჩასმული ქვაც.
„ზემო აჭარაში გავრცელებული იყო მანსარდიანი სახლები. მანსარდას ძირითადად ისეთი პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, რასაც თაგვი ეტანება. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ ოჯახი ფართოვდებოდა, ქორწინდებოდა ვაჟი, ახალდაქორწინებულთათვის კი ოთახი არ იყო. მაშინ მანსარდას გამოათავისუფლებდნენ და იქ ახალდაქორწინებულები გადადიოდნენ საცხოვრებლად,“ – ამბობს ჯემალ მიქელაძე.
დაბალი ზონის სოფლებში, იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატური პირობები იყო, გვხვდებოდა ფაცხა სახლები.
ფაცხა სახლი ოთხკუთხედი ფორმის ერთსართულიანი ნაგებობა იყო. ასეთ სახლს საქონლის სადგომი გვერდით ჰქონდა გადატიხრული. საცხოვრებელი ოთახი მიწური იყო, შუაცეცხლით. ამის გამო ასეთ სახლებს ჭერი არ ჰქონდა და ძირითადად ჭვავის, ხორბლის ან სელის ჩალით იყო გადახურული. შუაცეცხლიდან ასული კვამლით სახურავი ნელ-ნელა იჟღინთებოდა, გამოიყოფოდა ზეთოვანი სითხე, რაც სახურავს წყალგაუმტარს ხდიდა. კედლები, სითბოს შესანარჩუნებლად, წითელი ტალახით იყო შეღებილი.
აჭარაში ასევე გავრცელებული იყო ჯარგვალი. ეს იყო ერთსართულიანი, ორფერდა სახლი, მიწურის იატაკით.

ძველი სახლები ნელ-ნელა იშლება და ნადგურდება. ორი წლის წინ იყო იდეა, რომ აჭარაში შექმნილიყო აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იქ განსათავსებელი ექსპონატების ნაწილი კი აჭარის მაღალმთიანეთიდან უნდა გადმოეტანათ. კერძოდ, ის უძველესი სახლები, რომლებიც იალაღებსა თუ აჭარის სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. იდეის და პროექტის ავტორი „ქართული სახლი“ იყო. ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ეს პროექტი გაუმართლებელი იყო და სახლები, რომლებიც ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, ავთენტურ გარემოში უნდა დარჩენილიყო.
აჭარული სახლების თანამედროვე არქიტექტურა განსხვავებულია, ძველებური სტილი შეიცვალა. საქონლის სადგომი ახლა უკვე გამოცალკევებულია. სახლების პირველი სართული ქვითკირით ან ბლოკითაა ნაშენი. მოსახლეობა, ვინც სახლს ახლა აშენებს, თანამედროვე საშენ მასალას იყენებს.

_______________
ავტორი: მანანა ქველიაშვილი