სიახლეები

კიევის ყოფილი მერი საქართველოში მოკლული პოლიციელის ოჯახს 25 000 ლარით დაეხმარება

07.04.2015 • • 1773
კიევის ყოფილი მერი საქართველოში მოკლული პოლიციელის ოჯახს 25 000 ლარით დაეხმარება

“მე არაერთხელ განმიცხადებია ქართული და უკრაინული პრესისთვის, რომ ჩემი აზრით, ქართველი პოლიციელები და თვითონ პოლიცია ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს სწირავენ. 

 

მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და არსად არ ყოფილა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ასეთ მაღალ დონეზე, როგორც ეს არის საქართველოში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამიტომ ავირჩიე საცხოვრებლად საქართველო და აქ ავიშენე სახლი. 

 

უკრაინაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სამწუხაროდ მიწევდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაცვით სიარული და ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. საქართელოში არცერთი დაცვის წევრი არ მყავს და მოვიარე რა, საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ამაში სრულიად დავრმწუნდი; აქ დაცვა არ მჭირდება და ეს ქართული პროფესიონალი და კოორდინირებული პოლიციის დამსახურებაა. ეს არის პოლიცია,  სადაც მუშაობენ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყო ბექა მარგიშვილი. ასეთი გმირებით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო პოლიცია, საქართველოს პოლიცია!”

ლეონიდ ჩერნოვეცი
ლეონიდ ჩერნოვეცი

 

ცნობისათვის: ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად, ასევე, გახლდათ სამი მოწვევის დეპუტატი  უკრაინის უზენაეს საბჭოში და დღეისათვის ფორბსის სიაში ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორის მე-12 ადგილს იკავებს. ჰყავს 3 შვილი და 8 შვილიშვილი. პირველი მეუღლე, რომლისგანაც მას 2 შვილი და 8  შვილიშვილი ჰყავს, ქართველია. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს.

 

საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს მსხვილ საქველმოქმედო პროექტს – ფონდ “სოციალურ პარტნიორობას“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ  ბავშვს, უკრაინაში კი ანალოგიური ფონდი ყოველდღიურად სადილით და ტანსაცმლით უზრუნვეყოფს 2000–ზე მეტ უსახლკაროს და პენსიონერს. 

 

მაიდანზე, რევოლუციის პერიოდში ლეონიდ ჩერნოვეცკი გახლდათ ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც  გამოყო 1 000 000 აშშ დოლარი დაღუპული გმირების ოჯახების დასახმარებლად, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: